გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო – პროკურატურა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 20 ივნისის და ჩორჩანას საქმეებზე. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს, 12 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს, კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების …

არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ დღეს აქვს ჩემი დაპატიმრების რესურსი – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ დღეისათვის „ოცნებას“ მისი დაპატიმრების რესურსი არ აქვს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს, პირველ სექტემბერს განაცხადა ტვ „პირველთან“ პირდაპირ ჩართვაში გერმანიიდან. „მე არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ დღეს აქვს რესურსი, რომ დამიჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ იქ არის ერთი საქმე აღძრული, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა …

„სისხლიანი გარჩევები ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის“ – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ფეისბუქზე „სისხლიან გარჩევას“ უწოდებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გახარია, სავარაუდოდ, გულისხმობს დღეს, 7 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. „უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას. სისხლიანი გარჩევები – ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის. მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს“ – წერს გიორგი გახარია. …

გახარია წულუკიანის კომისიაზე მისასვლელად ონლაინ ჩართვას ითხოვს – ყოფილი პრემიერი საზღვარგარეთაა

„გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება,“ – ამ შინაარსის განცხადებას აქვეყნებს დღეს, 22 ივნისს პარტია „საქართველოსთვის“. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი გახარია ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ამიტომ ის წულუკიანის კომისიას დისტანციურად ჩაერთვება. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის …

როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია წულუკიანის ე.წ. კომისიის მორიგი სამიზნეა. გახარია ამ კომისიაზე მეორედ დაიბარეს, კომისიაზე პირველად ყოფნისას კი წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ რატომ გახსნა მან შს მინისტრობისას ხაშურში, სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს საგუშაგო ოსური მხარის გაფრთხილების გარეშე. წულუკიანი ირწმუნება, რომ საგუშაგოს გახსნა არ იყო შეთანხმებული სუს-თან, არც …

მინდა, მზია ამაღლობელს ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება და ამიტომ სთხოვს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. „დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან. მზია ამაღლობელმა არამხოლოდ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აჩვენა ძალა – სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე …

„თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია“ – გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მასზე თავდასხმის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. გახარიამ მიმართვა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა 22 იანვარს. იგი წერს, რომ ბათუმის „შერატონში“ თავდასხმის შემდეგ უბრუნდება მუშაობის ჩვეულ რიტმს. „რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს …

„რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან“ – გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ოცნების“ რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან. ამის შესახებ გახარიამ ფეისბუქზე დაწერა. „რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან, ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის! ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები. გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! …

საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს იმაზე ფიქრი, რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი – გახარია

„დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი რისკი საკასო გარღვევის“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „დროებაში“ სტუმრობისას ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, ახლა საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს იმაზე ფიქრი, თუ რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი. „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნება დღეს რეაქტიულ პოზიციაშია. ისინი დღეს წესრიგს ვერ ქმნიან. რეაგირებენ იმაზე, როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც იქნება …

„ეს პოლიტიკური თაღლითები, ოცნების ბოსები, მოაჯდნენ სახელმწიფოს“ – გახარია საჯარო მოხელეებს

დღეს, 29 ნოემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და საჯარო მოხელეებს მიმართა. „მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო დღეს, რომ დღეს ყველა უნდა ვიყოთ ერთად, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დიდ კონსენსუსს მიაღწიეს – ეს არის ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი. აქ არ უნდა …

„როცა „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ“ – გახარია

„როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!“ – წერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფეისბუქზე. იგი სავარაუდოდ ეხმიანება გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრებს. კადრები დღეს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

„თუ არ დავფიქრდით ადმინისტრაციული რესურსის როლზე, არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგოს“ – გახარია

„ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგოს“ – განაცხადა დღეს, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ. მან ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა ვის მისცა ხმა – კახა კალაძეს, ნიკა მელიას თუ ორივე …

გახარიას გუნდის წევრმა ბათუმის საკრებულოში შესვლის წინ პარტია დატოვა

გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ირაკლი თავდგირიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა. იგი ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს წევრია. „ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან [ლელოს ჩათვლით] ნებისმიერი სახით თანამშრომლობა… ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში,“ – წერს ფეისბუქგვერდზე ირაკლი თავდგირიძე. ბათუმის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრების არჩევანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, …

„ოცნებას“ არ დაუჭიროთ მხარი – მესამე სექტორის რჩევა გახარიას პარტიას ბათუმის საკრებულოში

„საზოგადოების ეჭვები ზუსტად ამ პარტიის გადაწყვეტილებებმა უნდა გაგვიქარწყლოს და პირველ ეტაპზე ეს ეხება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას,“ – ამბობს „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ბათუმში თაკო მამეიშვილი. თაკო მამეიშვილმა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, 15 ოქტომბერს, პარტიას „საქართველოსთვის“ ლიდერებთან შეხვედრაზე თქვეს, რომ გახარიას პარტიამ ბათუმის საკრებულოში „ოცნების“ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს მხარი. 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბათუმის …

„ოცნებას“ დაუჭერს მხარს საკრებულოში თუ ოპოზიციას – რას ამბობს გახარიას გუნდი ბათუმში 

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებისთვის“, ან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვიყოთ ე.წ. მაშველი რგოლი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დამბალანსებლის როლი შევასრულოთ,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე „ბათუმელებთან“. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ის უკვე ბათუმის საკრებულოს წევრია პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ვკითხეთ, რა როლს ითამაშებს გახარიას გუნდი ბათუმის საკრებულოში, როცა „ოცნებას“ და დანარჩენ ოპოზიციას შორის ხმები ასე ნაწილდება – …

„მადლობა ღმერთს, უკვე 9 თვეა იქ აღარა ვარ“ – გახარია „ოცნებაზე“

„მადლობა ღმერთს, მე უკვე 9 თვეა იქ აღარა ვარ,“ – უთხრა ჟურნალისტებს დღეს, 29 სექტემბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს,  მოიაზრებს თუ არა მის წინააღმდეგ კამპანიის დამკვეთად უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს. „მადლობა ღმერთს, მე უკვე 9 თვეა იქ აღარა ვარ. იქ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ არის ამაში ჩართული, ვინ მოჰყავთ, ვინ მიჰყავთ …

კობახიძე: ქალი, რომელმაც გახარიას კოკაინი გაასინჯა, მის პარტიაშია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, აგრძელებს საუბარს იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერი გახარია, რომელიც ახლა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატია, კოკაინს მოიხმარს. ფაქტობრივად, ყოველ ჯერზე კობახიძე ახალ დეტალებს ამატებს ამ თემას. მაგალითად, გუშინ, 23 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ გახარიას პირველად კოკაინი გაასინჯა ქალმა, მას შემდეგ, რაც გახარია „ოცნებიდან“ წავიდა. დღეს კი, 24 …

გახარია „იმედის“ ჟურნალისტებს: შევდივარ თქვენს მდგომარეობაში

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ეხმიანება გუშინ, 22 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნაჩვენები იყო, ჟურნალისტი როგორ ცდილობდა ავსტრიაში, ვენის ქუჩებში გადაემოწმებინა გახარიას მიერ ჩატარებული ნარკოტესტის ნამდვილობა. „მივმართავ ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გავიგე, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ამუშავებულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ტყუილებით ჩაერთეთ. აღარ ვსაუბრობ ცალმხრივ გაშუქებასა და იმაზე, რომ ამდენი …

კობახიძის თქმით, გახარიამ კოკაინის მოხმარება „ოცნების“ დატოვების შემდეგ დაიწყო

„ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გიორგი გახარია კოკაინის მომხმარებელი მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნება“ დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა. „ეს პრობლემა მას არ ჰქონია მაშინ [როცა პრემიერ-მინისტრი იყო], ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი – ხარი ხართან დააბი და ასე შემდეგ. როდესაც ის თავისი საქმიანობით დაუკავშირდა კონკრეტულ …

მეუფე იაკობი გახარიას წინააღმდეგ – მორიგი დაპირისპირება

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა ვერსია იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გავრცელებული უკანონო მიყურადების ფაილების უკან შესაძლოა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია იდგეს, ეს ვერსია იმავე დღეს გაიზიარა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა, რომელსაც ამაზე საუბრის საშუალება გუშინ, 16 სექტემბერს, „იმედის“ ეთერში მიეცა. მთავარეპისკოპოს იაკობის თქმით, მას ჯერ კიდევ მანამდე უთვალთვალებდნენ გახარიას დავალებით, სანამ იგი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. …

„ასლან აბაშიძე მაქებდა, ასეთი მინისტრი უნდა იყოთო“ – გახარიას მერობის კანდიდატი შუახევში

მიგრაციას და შობადობის შემცირებას ასახელებს მთავარ პრობლემად შალვა გოგიტიძე შუახევში. ის პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატია და არ მალავს, რომ „ქართული ოცნებიდან“ მას შემდეგ წავიდა ოპოზიციაში, როცა დაპირებული თანამდებობა ვერ მიიღო. შალვა გოგიტიძე გახარიას პარტიაში შესვლამდე შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწედ მუშაობდა. წლების წინ კი ასლან აბაშიძის მთავრობაში ერთ-ერთი მინისტრი იყო. ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა …

გამოძიება იმუშავებს ვერსიაზე, ხომ არ არის ამაში ჩართული გახარია – ღარიბაშვილი „ფაილების საქმეზე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ე.წ. „სუსის ფაილების“ საქმეში განიხილება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ან  ალექსანდრე ხოჯევანიშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ჩართულობა. „გამოძიება დაწყებულია და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი,“ – თქვა ირაკლი ღარიბაშილმა. მან აღნიშნა, რომ ალექსანდრე …

„ავად გავხდი“ – რატომ მიდიან გახარიას პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატები

„ავად გავხდი“ – ამბობს ბადრი მახარაძე, რომელიც დღემდე, 7 სექტემბრამდე, დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში გახარიას პარტიის კანდიდატი იყო. გახარიას პოლიტიკური გუნდი ხულოშიც დატოვა გახარიას პარტიის ორმა კანდიდატმა, თუმცა ყოფილმა კანდიდატებმა წასვლის შესახებ პარტიას არაფერი უთხრეს, ისინი დღეს მობილურ ტელეფონებსაც აღარ პასუხობენ. აჭარაში თუ სხვა რეგიონებში კანდიდატურის  მოხსნას „საქართველოსთვის“ ლიდერები „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას ან მოსყიდვას …

„ოცნება გაიძულებთ მოდელირებული ქრონიკებით ასაზრდოოთ მაყურებელი“ – გახარია TV იმედს

გიორგი გახარია ტელეკომპანია „იმედს“ მიმართავს და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. „მივმართავ ტელეკომპანია „იმედს“, თქვენს ტელევიზიას ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულებდა და ახლა ორგანიზაცია „ოცნება“ გაიძულებთ, „მოდელირებული ქრონიკებით“, ცალმხრივი ინფორმაციით ასაზრდოოთ საკუთარი მაყურებელი! ერთია, რომ არ აშუქებთ ჩვენს აქტივობებს, არც ერთ ჩვენს ღონისძიებას და საკუთარ მაყურებელს უმალავთ რეალობას, მეორე კი, რომ ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, …

„კაცი ჩამოვიდა მოსკოვიდან“ – რა პრეტენზიები აქვს ღარიბაშვილს გახარიასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამეგრელოში ყოფინისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ღარიბაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ისევ „სახელმწიფოს და გუნდის მოღალატე“ უწოდა. „კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი. დავიწყოთ იმიდან, რომ 2012 წელს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ – შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ – …

ნინო ბაციაშვილი და სხვები – ვინ იქნება გახარიას გუნდი აჭარაში

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 25 აგვისტოს, თავისი პარტიის გუნდი წარადგინა ახალ ბულვარში. პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება ირაკლი მიქელაძე. გიორგი გახარიამ დღესვე აჭარის დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებიც დაასახელა: შალვა გოგიტიძე – შუახევის მერობის კანდიდატი, ყოფილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ჯუმბერ ბერიძე – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე …

წარსულშიც გვაბრუნებენ და ეს არ უნდა დავუშვათ – გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ზოგიერთი“ წარსულში აბრუნებს ქვეყანას. „ოცნებაში ბევრი ჩემი მეგობარია დარჩენილი, ღირსეული ადამიანები – ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრიც – ვერ მოვასწარი, მაგრამ ერთ ადგილზე დგომა იყო ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა – ეს ჩვენთვის გაუგებარი იყო. ახლა უკვე ისე მიდის სიტუაცია და ზოგიერთი ისე იქცევა, რომ სამწუხაროდ, …

სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ – ტიკარაძე

საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დანამატის სახით 500 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 18 აგვისტოს განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერის, გახარიას განცხადება იმის შესახებ, რომ ექიმებისთვის ფინანსური დანამატია გასაცემი, რადგან ისინი ზეგანაკვეთზე მუშაობენ. „ექიმებს მივაქციოთ ცოტა მეტი ყურადღება. ეს ხალხი არის ბოლო ხაზი – 24 საათი მუშაობენ და მათ …

გახარია: რიგგარეშე არჩევნები იქნება

„არავის არ გეგონოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა რომ გააუქმა – ეს პირიქით ადასტურებს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და კიდევ უფრო სწრაფად იქნება. ეს ყველას უნდა გვესმოდეს – ხელმოწერის გაუქმება პირდაპირი დასტურია, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და როგორც კი ეს არჩევნები მორჩება, ჩათვალეთ, რომ ეგრევე დაიწყებენ მზადებას რიგგარეშე არჩევნებისთვის“ – განაცხადა …

გახარიას პარტიის საარჩევნო ნომერი 25 იქნება

პარტიამ „საქართველოსთვის” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა და მისი საარჩევნო სახელწოდება იქნება  „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო წილისყრის პროცედურაში და მას საარჩევნო რიგითი ნომერი – 25 მიენიჭა. 2021 წლის თვითმმართველობის საარჩევნო ბიულეტენში პარტია შემდეგი სახით იქნება წარმოდგენილი –  №25 გახარია – საქართველოსთვის. გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული …

გახარიას პარტიას ბათუმში ოფისს იძულებით ატოვებინებენ

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარტია „საქართველოსთვის“ იძულებულია ბათუმში ცოტა ხნის წინ გახსნილი ოფისი დატოვოს: „მივმართავთ მოქალაქეებს, რომ თუ ვინმე აქირავებს ოფისს, დავინტერესდებით.“ ირაკლი მიქელაძის თქმით, გახარიას პარტიამ ტელეკომპანია „იმედში“ გასული სიუჟეტით შეიტყო, რომ შენობის მესაკუთრე მათგან ოფისის დაცლას ითხოვდა. პარტიას მეპატრონესთან უშუალო კონტაქტი ჯერ არ ჰქონია. ირაკლი …

ვინ არიან აჭარაში გახარიას გუნდის წევრები

14 ივნისს ბათუმში თავისი პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრები წარადგინა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. ბათუმში გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი თავდგირიძე იქნება, ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ხოლო აჭარაში პარტიას უხელმძღვანელებს ირაკლი მიქელაძე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი „ოცნებიდან“, რომელმაც მმართველი პარტია 2019 წელს დატოვა. ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ პარტიაში ელიან ყველა ადამიანს, რომელიც იზიარებს ექსპრემიერის მოსაზრებებს. …

აჭარაში გახარიას გუნდის ლიდერი ირაკლი მიქელაძე იქნება

დღეს, 14 ივნისს, ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარაში პარტიის ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე იქნება. ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრია. 2017 წელს, როცა ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, იგი თვეების განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა და საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა და იღებდა …

რას ამბობს რესან კონცელიძე გახარიას გუნდში გადასვლაზე

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში „ოცნებიდან“ რესან კონცელიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა ყოფილი პრემიერის, გახარიას გუნდში ვიხილოთ.  რესან კონცელიძე აცხადებს, რომ გახარიას გუნდში გადასვლას არ გეგმავს. „მე არავითარი შემოთავაზება არ მქონია. მე ვარ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი. ამირჩიეს ბათუმელებმა „ქართული ოცნებიდან“. მე მაქვს აღებული ვალდებულებები და მე ერთგული ვრჩები ამ ვალდებულებების. გავაგრძელებ მუშაობას „ქართული …

რას უქადის საქართველოს ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა?

„ღარიბაშვილი არის ივანიშვილი ავატარით… მას ერთი სურვილი აქვს, შევარდეს დროზე ნაციონალების ოფისში, იქ ყველა დაარბიოს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, აწი რაც იქნება, ჩვენ ეგ უკვე ნანახი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა იქნება კვადრატში, რადგან ახლა 2014 წელი აღარ არის, „ოცნებას“ აღარ აქვს იგივე ნდობა, რაც მაშინ ჰქონდა, კრიზისი კი, ღრმაა,“ – ჯერ „ოცნებიდან,“ …

როგორ აისახება გიორგი გახარიას გადადგომა „ქართულ ოცნებაზე“? | გამოკითხვა

18 თებერვალს საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას. იგი პირველი პრემიერ-მინისტრია ბოლო წლების განმავლობაში, რომელმაც ღიად დაასახელა თანამდებობის დატოვების მიზეზი – შეუთანხმებლობა გუნდთან ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გახარიას განცხადებით, მელიას დაკავება პოლიტიკური ესკალაციის რისკს გაზრდის. თქვენი აზრით, როგორ აისახება გიორგი გახარიას გადადგომა „ქართულ ოცნებაზე“? როგორ აისახება გახარიას გადადგომა „ქართულ …

Exit mobile version