18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, საქართველოში სილამაზის სალონები გაიხსნება. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიკური სალონები, რაც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, მოიხსნება შეზღუდვა სამ ადამიანზე მეტის შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე ღია სივრცეებში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილებაზე ავტომობილით. …

სათბურის ან სარწყავის მოსაწყობად სახელმწიფო ფერმერებს 50% გრანტს მისცემს

დღეს, 12 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო გრანტს მისცემს იმ ფერმერებს, რომელთაც ტექნიკის შეძენა, სასათბურე-მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ. „თითოეულ ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე-მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით. ეს იქნება გრანტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ​პრემიერ-მინისტრის …

ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 200 ლარს – მთავრობის გეგმა 

დღეს, 12 მაისს, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმის პრეზენტაციამდე მოკლედ განმარტა, როგორ გეგმავს პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა ფერმერების დახმარებას. „ქვეყანაში არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა გეგმა იმ პროგრამების გასაზრდელად, რომლებიც უკვე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ამასთან ერთად სპეციალური ღონისძიებებისთვის, რომელიც …

გახარია ტურიზმის გახსნაზე: უნდა გვქონდეს უკან გადახვევის შესაძლებლობა

დღეს, 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერმა მოკლედ მიმოიხილა მთავრობის მიერ ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები და ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმში „ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა“. „ჩვენ, ასე თუ ისე, შედარებით, ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ გავუმკლავდით და გავიმარჯვეთ, ამის ილუზია არავის არ …

ხვალიდან ბათუმი და ქუთაისი გაიხსნება, თბილისი და რუსთავი – ჯერჯერობით არა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში, თუმცა გახარია აღნიშნავს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლოა ეს ქალაქებიც გაიხსნას: „მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ იძულებითი ღონისძიება ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება …

მინიმუმ 350 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ, შემდეგი გამოწვევა იქნება ფერმერები – პრემიერი

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რაც დღეს არის, ჩვენი გათვლებით იქნება მინიმუმ 350 ათასი ოფიციალური, ფორმალური ადგილი, რომელსაც დავკარგავთ – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს. „სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზებაც გაკეთებული [იმათთვის, ვინც სამსახური დაკარგა]. თუმცა, სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ. ამ თემაზე: 300 …

დაეხმარება თუ არა სახელმწიფო მშობლებს კერძო სკოლის გადასახადის დაფარვაში

დღეს, 24 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ და რამდენით დაეხმარება სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა. გეგმის წარდგენის შემდეგ გიორგი გახარიას ბრიფინგზე შეკითხვები დაუსვეს ჟურნალისტებმა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა კერძო სკოლებსაც. კერძოდ – დაეხმარება თუ არა სახელმწიფო იმ მშობლებს, ვისაც შვილები …

„ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ“ – გახარია სასულიერო პირების მანქანების საშვებზე

„…აღდგომის ღამეს, მაგალითად, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ტაძრებამდე მისულიყვნენ. ეს არის კომპრომისი, ის ბალანსი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას და პანდემიას. ეს ჩვენი ქვეყნის გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ“ – აღნიშნა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას მართლმადიდებელი ეკლესიის …

საქალაქთაშორისო გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, გამონაკლისია 2 დღე – მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომანქანებით გადადგილება, თუმცა საქალაქთაშორისო გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. „ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვა მსუბუქ ავტორანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და …

მთავრობა ჯერ კიდევ ფიქრობს, როგორ დაეხმარება ტურიზმს

ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა გახარიამ დღეს, 24 აპრილს ძირითადად ისაუბრა იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მთავრობამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად უკვე გადადგა. პრემიერმა დღეს დაასახელა ციფრები, თუ რამდენმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა ისარგებლა ამა თუ იმ შეღავათით. პრემიერმა თქვა ასევე, რომ დარტყმის პირველ ხაზზე აღმოჩნდა ტურიზმი და ისაუბრა იმ შეღავათებზე, რომელიც შეეხებოდა საშემოსავლო და ქონების …

300 ლარს მიიღებენ თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში – გახარია

არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები და თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ 300 ლარს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას დღეს, 24 აპრილს. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო დაეხმარება იმ პირებსაც, რომლებმაც პანდემიის პირობებში დაკარგეს სამსახური: „ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური, სადაც …

რატომ თქვა გახარიამ, რომ „ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო“

„ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე, როცა კორონავირუსის ზრდის გამო დამატებითი შეზღუდვები დაუწესა მოქალაქეებს. პრემიერმა დასძინა, რომ ეკლესიები არ დაიკეტება და პასუხისმგებლობის ტვირთი სახელმწიფომ, როგორც გახარია ამბობს, „ბრძენ მოქალაქეებს“ დააკისრა. საზოგადოების ნაწილი პრემიერს კონსტიტუციის გადაკითხვას ურჩევს. რა იგრძნობოდა პრემიერის ამ სიტყვებში – ეკლესიისადმი მორჩილება თუ გააზრებული რიტორიკა სეკულარიზმის წინააღმდეგ? …

შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს -გახარია

„ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში. სამწუხაროდ, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“-განაცხადა დღეს 14 აპრილს გიორგი გახარიამ ბრიფინგზე. მისი თქმით, დიდი ალბათობით მთავრობას მოუწევს ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გარკვეული პერიოდით. „ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ეხლა ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან. არის შემთხვევები, როცა კომპრომისები …

დაველაპარაკებით აჭარის პოლიციის ხელმძღვანელს – გახარია პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე

დღეს, 4 აპრილს, ბათუმში ჩამოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კითხვა დაუსვეს კომენდანტის საათის პირობებში პოლიციელების მხრიდან აგრესიულ ქმედებაზე. სტატია ბათუმში მცხოვრები პირის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ კომენდანტის საათის დროს იგი პოლიციელებმა სცემეს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა. კომენდანტის საათის დროს დაკავებული: პოლიციელებმა მცემეს და იარაღით დამემუქრნენ  „პოლიციელები ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე, შეიძლება იყოს ერთეული გამონაკლისები, ამაზე დღეს დაველაპარაკებით აჭარის …

გახარია: ოჯახის ექიმები გახდებიან ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის მებრძოლები

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან. მისივე თქმით, მათ ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ „შეგრძნება ან ცხელება“. გარდა ამისა, ისინი უნდა ჩაერთონ იმ პაციენტების მკურნალობაში, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. „პირველადი ჯანდაცვა, ისევე როგორც ოჯახის და სოფლის ექიმები, უახლოეს დღეებში და აქ საუბარია ერთ-ორ დღეზე, გახდებიან ვირუსისგან დაცვის ყველაზე წინა ხაზის …

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა საგანგებო მდგომარეობით

პრემიერმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით დღეს, 21 მარტს პრეზიდენტს მიმართა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს და მას პარლამენტი ამტკიცებს. გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება 21 აპრილამდე მოითხოვა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალაში რჩება ის შეზღუდვები, რაც მთავრობას აქამდე ჰქონდა დაწესებული კორონავირუსის პანდემიის დროს. გარდა ამისა, გიორგი გახარიამ ისაუბრა სანქციებზე, რომელიც ელოდება ადამიანებს, ვინც საიზოლაციო, …

მარკეტების, აფთიაქების, ბანკების, ფოსტისა და ბენზინგასამართების გარდა სავაჭრო ობიექტები იხურება

საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიკეტება, გარდა სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო, ბენზინგასამართი და საბანკო ობიექტებისა – ამის შესახებ დღეს, 19 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „კონსულტაციების შედეგად სულ უფრო და უფრო ვრწმუნებით, რომ იწყება შიდა გავრცელების ეტაპი და იძულებულიები ვართ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გამკაცრების: ყველა სავაჭრო ობიექტი, ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო …

პრემიერი: ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი:  „სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო …

გახარიას თქმით, კერძო სექტორის დასახმარებლად მთავრობა მილიარდს მიმართავს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახლახან [14:00] ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მთავრობა კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესის ნეგატიური ზეგავლენისგან დასაცავად, კერძო სექტორის დასახმარებლად, მილიარდ ლარს მიმართავს. პრემიერის განმარტებით, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება და ამაში არ იგულისხმება „ქართუ ფონდის“ შეთავაზება: „თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ „ქართუ ფონდს“ და ყველას“. მისივე ინფორმაციით, კომპანიებს გადაუვადდებათ როგორც …

კორონავირუსის გამო ტურიზმის წარმომადგენლებს ეკონომიკის სამინისტრო შეხვდება

„ეკონიმიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში შეხვდება პირველ რიგში ტურისტულ დარგს და იმ დარგებს, რომელთა გადაცემის ეფექტი ტურიზმიდან არის საკმაოდ სერიოზული და ჩვენ ერთობლივად, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კორონავირუსის ზეგავლენა იყოს მინიმიზირებული,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 5 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე. საქართველოში არსებული სასტუმროები, კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, ჯავშნების გაუქმებასა …

გიორგი გახარია: „ოცნების ქალაქში“ სკოლა და ბაღი აშენდება

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში იმყოფება საქართველოს შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად. გახარია „ოცნების ქალაქში“ მივიდა, სადაც ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საცხოვრებელი სახლების გარდა „ოცნების ქალაქში“ სკოლა და ბაღიც აშენდება. „ოცნების ქალაქში“ ჯამში  სამი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და …

გახარია: სასწავლებლები უშვებენ სპეციალისტებს, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან

დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა. ასევე, პრემიერმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია, რომელიც 500 000 ლარით დაფინანსდა აჭარის ბიუჯეტიდან. სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, სადაც პროფესიული სასწავლებელი განთავსდება. სასწავლებელი 1000-მდე სტუდენტზე იქნება გათვლილი, დასაქმდება …

პრემიერი გაფრინდაშვილზე: იმედია, მალე შევძლებთ ამ ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ცხინვალის იზოლატორში მყოფ ქართველ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზე. „ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან მიმართებაში, ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება სრულ კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ერთობლივად ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება …

„წადი!“ – პრემიერ გიორგი გახარიას ბათუმში სტვენით დახვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. 13 საათზე პრემიერ-მინისტრი ბათუმის საზღვაო აკადემიაში მივიდა, სადაც სტუდენტებს შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. საზღვაო აკადემიის წინ მას ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები დახვდნენ პლაკატებით. ისმოდა შეძახილები: „წადი! „მონა!“ ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა პრემიერის ავტომანქანას მიახლოებოდა, თუმცა პოლიციამ შეაჩერა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილიც. გიორგი გახარია აკადემიის …

პეტრას ციხესთან დაკავშირებით „ბათომი“ პრემიერ გახარიას მიმართავს

საზოგადოება „ბათომი“ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიური ძეგლთან დაკავშირებით, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებს მიმართავს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პეტრა-ციხისძირის შემდგომი ბედი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და არქეოლოგიური ობიექტების არეალს სასწრაფოდ უნდა მიენიჭოს არქეოლოგიური ზონის სტატუსი. ბათომის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „თქვენდამი გამოგზავნილ მიმართვაში (07 ოქტომბერი, 2019 წელი) გწერდით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ციხისძირში, მდებარე პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიური ძეგლის …

70 წელს გადაცილებულებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ

მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს ტარდება, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებენ. „2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე, 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის გაზრდა. პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის მოხდება დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალის წლის ბიუჯეტში …

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრია, პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას ნდობა გამოუცხადა, შესაბამისად გახარია ახალი პრემიერ-მინისტრია. მან 98 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იღებდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებით შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მომავალში რამდენიმე მსხვილი სამინისტრო გაიყოს, მაგალითად განათლების სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს. …

ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს, 3 სექტემბერს, დილით გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება. პრემიერმინისტრის პოსტზე მის დასახელებას წინ უძღოდა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული მამუკა ბახტაძის ფეისბუკპოსტი გადადგომის შესახებ, ხოლო მმართველი პარტიის ოფისში დილის 9 საათიდან იმართებოდა ჯერ პოლიტიკური საბჭოს, შემდეგ კი საპარლამენტიო უმრავლესობის სხდომა. “ქართული …

„ვიცი ვაშინგტონისა და ევროპის პოზიცია“ – ივანიშვილი გახარიას გადადგომაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს ბათუმში იმყოფება. ის პარტიულ აქტივთან სასტუმრო „ჰილტონში“ შეხვედრას მართავდა. ჟურნალისტებმა მას გიორგი გახარიას გადადგომაზე ჰკითხეს. „ოპოზიციური პარტიები 21 ივნისიდან გახარიას გადადგომას ითხოვენ, არც ვაშინგტონიდან არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვები არ ჰქონია ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როცა მეორე დღესვე ითხოვენ ამას, ყველაფერი ნათელია. სწორად იყო ძალა გამოყენებული. ლეგიტიმურობაზე კითხვები რომ ყოფილიყო, …

„STOP ბიძინა“ – საპროტესტო აქცია ბათუმში, სადაც ივანიშვილი შეხვედრას მართავს

„STOP ბიძინა“, „გახარია წადი“ – ტრანსპარანტებით ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“, საპროტესტო აქცია იმართება. დღეს, 17 ივლისს, „ქართული ოცნება“ პარტიულ დახურულ შეხვედრას მართავს, სადაც სავარაუდოდ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს აირჩევენ. შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. საპროტესტო აქციას აქტივისტები მართავენ, რომლებიც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი: ჩვენ შევქმენით პრეცედენტი

მარკეტინგის სპეციალისტი ზუკა ბერძენიშვილი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც 20 ივნისიდან დღემდე მინისტრი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტებმა ბათუმშიც გამართეს აქცია საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად და დელეგატების თვალწინ. ზუკა ამბობს, რომ საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად 20 ივნისამდე იქცა – მაშინაც, ანუ 12 მაისს, პროტესტის მთავარი სამიზნე – მინისტრი გიორგი გახარია იყო, რომელსაც „ბასიანის “სპეცოპერაციის …

“გახარია წადი” – ბათუმში ევროპული გზის კონფერენციის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

“გახარია წადი”, “shame on you Gakharia”- ამ და სხვა ტრანსფარანტებით ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სასტუმრო “შერატონში” დღეს, 11 ივლისს, საერთშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” იწყება, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტიც ესწრება. აქციის მონაწილეები სასტუმროს შესასვლელთან შეიკრიბნენ. “მოვედით იმისთვის, რომ მინისტრი გახარიას ამბავი გაიგოს საერთაშორისო საზოგადოებამ. დავანახოთ ყველას, რომ ამას არ შევეგუებით,” – გვითხრა აქცის ერთ-ერთმა მონაწილე, ზურაბ …

„წადი“ – პლაკატი გახარიას წინააღმდეგ ბათუმის შემოსასვლელთან

„წადი“ – პლაკატი ბათუმის შემოსასვლელთან, ქობულეთის შემოვლით გზაზე, დღეს დილით აქტივისტებმა გამოფინეს. აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა – გავრილომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, აქციის მონაწილეები კი ძალის გამოყენებით დაშალეს.  

“სირცხვილია”- ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ

„სირცხვილია!” „გადადგეს შსს მინისტრი გიორგი გახარია!”- ამ ტრანსფარენტებით ბათუმის ევროპის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ. შეკრებილები პროტესტს უცხადებენ რუსულ ოკუპაციას. ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმში უკვე მესამედ შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც უერთდებიან თბილისში მიმდინარე აქციის მოთხოვნას – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. ამავე თემაზე: აქცია ბათუმში: „ხელისუფლებამ არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა“ საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც …

“სისხლიანი 9+7 წელი” – სტენსილები ბათუმის ქუჩებში

“სისხლიანი 9+7 წელი”, “გახარია წადი”,  “აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია,” “აჯანყდი, რადგან შესაძლოა შენი ბოლო შანსი იყოს,” – ბათუმის ქუჩებში წუხელ ამ შინაარსის სტენსილები გამოჩნდა. სტენსილის ავტორები ამ ფორმით 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურებიან. დღეს, 29 ივნისს ბათუმში, 19 საათზე, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები უერთდებიან თბილისში, 20 ივნისის ღამის შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარე აქციების …

ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე 2 პირი შეუძლოდ გახდა, 3 აგრძელებს შიმშილობას

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკვეთილში 5 ბათუმელი რამდენიმე დღეა შიმშილობს. გუშინ, 26 ივნისს, ერთი მოშიმშილე გიგა ნაგერვაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა როგორც შემდეგ „ბათუმელებმა“ გაარკვია, მოშიმშილემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა და დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ისევ რეზიდენციასთან დაბრუნდა. თუმცა დღეს, 27 ივნისს, როგორც ერთ-ერთი მოშიმშილე ხათუნა ბერიძე გვეუბნება, …

Exit mobile version