მთავარი,სიახლეები

გახარია: რიგგარეშე არჩევნები იქნება

09.08.2021 •
გახარია: რიგგარეშე არჩევნები იქნება

„არავის არ გეგონოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა რომ გააუქმა – ეს პირიქით ადასტურებს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და კიდევ უფრო სწრაფად იქნება.

ეს ყველას უნდა გვესმოდეს – ხელმოწერის გაუქმება პირდაპირი დასტურია, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და როგორც კი ეს არჩევნები მორჩება, ჩათვალეთ, რომ ეგრევე დაიწყებენ მზადებას რიგგარეშე არჩევნებისთვის“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ დღეს მისი პარტიის ახალი ოფისები ხაშურსა და ქარელში გახსნა და მხარდამჭერებს შეხვდა.

„წარსულში არ ვიქექებით, ღირსებას არ ვივიწყებთ და არ ვლანძღავთ განსაკუთრებით იმ ხალხს, ვისთან ერთადაც ვმუშაობდით, ჩვენს მოქალაქეებს ტყუილს არ ვეუბნებით, ვარჩევთ კეთილსინდისიერ პროფესიონალებს, რომლებიც უნდა იყვნენ მაჟორიტარებიც, სიაშიც და მერობის კანდიდატებიც“ – განაცხადა გახარიამ.

28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

„ოცნების“ განცხადებას მკვეთრად უარყოფითი საერთაშორისო შეფასება მოჰყვა. აშშ-მ განაცხადა, რომ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: