ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #188-ში, „ოცნების ქალაქთან“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბათუმის მერიამ 2024 წლის ბოლოს დაგეგმა და 2025 წლის ბიუჯეტში ჩასვა. გასული წლის ბოლოს ამ ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოავლინა და ავანსიც გასცა. 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შედეგების ანგარიშის მიხედვით კი, ამ დრომდე მშენებლობა არ დაწყებულა. საქმე ისე მიდის, მერია ამ ბაღის …
Tag Archives: ბიუჯეტი
ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმებიდან დაგეგმილზე ორჯერ მეტი თანხა შევიდა
სამ თვეში ჯარიმებისა და საურავების სახით ბათუმის ბიუჯეტში პროგნოზით გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი, 6 მილიონ 480 500 ლარი შევიდა, მერია 3 მილიონ 500 000 ლარის ამოღებას ვარაუდობდა. გეგმა 185. 2 პროცენტით შესრულდა. პირველი კვარტლის ანგარიშში არ იძებნება დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად რა ჯარიმებმა გააორმაგა თანხა, თუმცა რთული გამოსაცნობი არ არის, რომ დიდი წილი საგზაო წესის დარღვევით გამოწვეულ …
Continue reading “ბათუმის ბიუჯეტში ჯარიმებიდან დაგეგმილზე ორჯერ მეტი თანხა შევიდა”
ჯარიმები, გადასახადები, კაზინო – რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი
2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ორი კვარტლის შედეგების შეჯამებამდე ჯერ ადრეა, თუმცა ფინანსისტებს აქვთ მოლოდინი, რომ შემოსულობების „სხვა შემოსავლების“ ნაწილი ისევ გაიზრდება და ეს ძირითადად ისევ ჯარიმების „დამსახურება“ იქნება. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფომ „სხვა შემოსავლები“ მნიშვნელოვნად სწორედ ჯარიმებით გაზარდა. მათ შორის დიდი შენატანი დაფიქსირდა საგზაო წესის დარღვევით გამოწვეული და ადმინისტრაციული …
Continue reading “ჯარიმები, გადასახადები, კაზინო – რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი”
ბათუმის მერია პარკინგის მშენებლობას გეგმავს, მაგრამ უცნობია, როდის იწყებს – პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონია
30 მარტს ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ამ ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით გაიზარდა. ნამატი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე გადაანაწილეს. ერთ-ერთი ახალი პროექტი, რისთვისაც მერიამ ბიუჯეტში 500 000 ლარი გაითვალისწინა, ბათუმში პარკინგის მშენებლობას ითვალისწინებს. შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, პარკინგისთვის ადგილი გოგებაშვილის ქუჩაზე, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურჩევიათ. ბიუჯეტის …
ბათუმის ბიუჯეტი იზრდება – ვის შეხვდება ნამატი თანხა
ბათუმის მერია ბიუჯეტს ცვლის – 2026 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 22 მილიონი ლარით იზრდება. იზრდება ბიუჯეტის ნაშთიც. 2026 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი 16 მილიონ 724 ათასი ლარით იზრდება და, საერთო ჯამში, 82 მილიონ 650 ათას ლარს აღწევს. მერიის განმარტებით, „2025 წლის ბოლოსთვის ნაშთის დაგროვება ბიუჯეტით განსაზღვრული საკუთარი შემოსავლების დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი ფინანსური სახსრების …
Continue reading “ბათუმის ბიუჯეტი იზრდება – ვის შეხვდება ნამატი თანხა”
მშენებლობის ნებართვებში 9.4 მილიონი გადაიხადეს – 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტის ანგარიში
ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებას გეგმავს და ეკონომიების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხის გადანაწილების გარდა, ზოგიერთ საპროგნოზო მაჩვენებელს ზრდის – როგორც თავად განმარტავს, „შემოსულობების გათვალისწინებით“. ცვლილება საკრებულომ 30 მარტს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ამავე სხდომაზე მერიამ საკრებულოს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც უნდა წარუდგინოს. ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ბიუჯეტში ასახულია 89 მილიონ 390 …
ახალ საბავშვო ბაღებს ბათუმის მერია 2026 წელს არ ააშენებს
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. მომავალ წელს მერია ორი ბაღის შენობის, სამი ბაღის ეზოს კეთილმოწყობას და ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას გეგმავს „ოცნების ქალაქში“. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მუნიციპალური საბავშვო ბაღების ნაკლებობაა და ამას მერიაც აღიარებს, ახალი ბაღის მშენებლობისთვის თანხა მაინც არ გაითვალისწინეს. მიზეზს …
Continue reading “ახალ საბავშვო ბაღებს ბათუმის მერია 2026 წელს არ ააშენებს”
სოცდაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება
სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე გადამუშავებულ ვარიანტში 113 მილიონ 300 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მესამე ვარიანტში მხოლოდ 21 მილიონ 600 ათასი ლარია გაწერილი. „აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, …
Continue reading “სოცდაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება”
გომარდულში ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა ისევ გადაიდო
კურორტ გომარდულში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვის საკითხი აჭარის მთავრობის დღის წესრიგში აღარ არის. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2025 წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიშში წერს, რომ ჯერ „ახალი საბაგირო ტრასების შესაძლო მშენებლობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან შესაბამისობა და საჭიროები უნდა დადგინდეს“. შესაბამისად, როცა დაადგენენ „საჭიროებებს“, ინფრასტრუქტურის განვითარების კონკრეტულ გეგმასაც შემდეგ შეადგენენ. ასე დადგენა-გარკვევაშია გაჭედილი …
Continue reading “გომარდულში ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა ისევ გადაიდო”
რატომ გაჩნდა სატრანსპორტო კოლაფსი – ვინ აპაუზებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბათუმში
ბათუმის მერია 2025 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაპაუზების მიზეზად სატრანსპორტო კოლაფსს ისე ასახელებს, თითქოს თავად არ არის კავშირში ქალაქის ამ გამოწვევასთან. მერიის ლოგიკით, გამოდის, რომ სატრანსპორტო კოლაფსი ქალაქში „საიდანღაც გაჩნდა“ და მერიას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში უშლის ხელს. სატრანსპორტო კოლაფსი იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, მერიის მიერ ნებართვაგაცემული სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ …
ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონამდე ლარი შევიდა მშენებლობის ნებართვების მისაღებად
2025 წლის 9 თვეში ბათუმის ბიუჯეტში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით 4 მილიონ 974 000 ლარი შევიდა. ეს თანხა ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში, „სხვა შემოსავლებშია“ ასახული და მშენებლობის ნებართვისა და კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელს მოიცავს, გარდა განსაკუთრებული მშენებლობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა. ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ბათუმის განაშენიანება გენგეგმის გარეშე გაცილებით სწრაფი ტემპით გრძელდება. ზოგადად, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და …
Continue reading “ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონამდე ლარი შევიდა მშენებლობის ნებართვების მისაღებად”
აჭარაში საჯარო მოხელეთა ხელფასებში 82 მილიონი ლარი დაიხარჯება 2026 წელს
2026 წლის იანვრიდან 17 ადამიანით გაიზრდება იმ საჯარო მოხელეების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს აჭარის ბიუჯეტიდან აიღებენ. ხელფასებისთვის საჭირო თანხა კი, ჯამში 8 მილიონით იზრდება. აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომავალ წელს დასაქმებულთა რაოდენობა 3 408-ს ნაცვლად იქნება 3 425. შრომის ანაზღაურებისთვის, ანუ ხელფასებისთვის კი, მთლიანობაში 82 435 700 ლარი დაიხარჯება [2025 წელს ხელფასებისთვის 74 …
Continue reading “აჭარაში საჯარო მოხელეთა ხელფასებში 82 მილიონი ლარი დაიხარჯება 2026 წელს”
24 მლნ ლარის შესყიდვები ახალციხის საკრებულოს წევრებს და მათ ნათესავებს – „გამჭვირვალობა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24 811 129 ლარის შესყიდვები მიიღეს. „გამჭვირვალობა – საქართველო“ აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას და ორგანიზაციის …
კომპანიამ, რომელმაც „ოცნების“ მინისტრს 260 ათასი ლარი გადაუხადა, 628 ათასის დაკვეთა უტენდეროდ მიიღო
საქართველოს განათლების სამინისტრომ 628 ათას ლარზე ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელმაც „ოცნების“ კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს მრჩევლობაში ხელფასის სახით 260 ათასი ლარი გადაუხადა ერთი წლის განმავლობაში. კომპანია, რომელსაც განათლების სამინისტრომ ტენდერის გარეშე მისცა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, შპს „თიხარტია“, რომლის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მმართველიც ნინო [ზუზუ] ნოდიაა. ნინო ნოდია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი დღის“ წამყვანია. ის, …
ბათუმის მერიამ 6 თვეში ჯარიმების სახით 7 მილიონზე მეტი ლარი ამოიღო
ბათუმის ბიუჯეტში შემოსულობების ნაწილში „სხვა შემოსავლები“ ძირითადად ქალაქში დადგენილ მოსაკრებლებს აერთიანებს, მათ შორის არის შემოსავლები საკუთრებიდან, პროცენტებიდან, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან. 2025 წლის ორ კვარტალში „სხვა შემოსავლების“ სახით ბიუჯეტში 50 მილიონ 150 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა შესრულებამ 9 მილიონით მეტი, 59 მილიონ 297 ათასი ლარი, ანუ გეგმის 118,2 პროცენტი შეადგინა. სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი …
Continue reading “ბათუმის მერიამ 6 თვეში ჯარიმების სახით 7 მილიონზე მეტი ლარი ამოიღო”
ბათუმის მერიამ სათამაშო ბიზნესიდან 6 თვეში 36 მილიონზე მეტი ამოიღო
2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონ 544 ათას 900 ლარი შევიდა. რაც გეგმის 101.5 პროცენტია. სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 17 მილიონ 227 ათას 500 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – 194 600 ლარი. კლუბების და სამორინეს მაგიდიდან კი ბიუჯეტში 19 მილიონ 122 ათას 800 ლარი შევიდა. ასე თუ გაგრძელდა, მერიამ შეიძლება სათამაშო …
Continue reading “ბათუმის მერიამ სათამაშო ბიზნესიდან 6 თვეში 36 მილიონზე მეტი ამოიღო”
ინვესტორები აჭარაში ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან
აჭარაში ინვესტორები ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არაფინანსური აქტივების ნაწილში გეგმა ისევ ვერ შეასრულა. ორი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ამჯერად შესრულების წილი გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო წინა წლებში. 2025 წლის 2 კვარტლის გეგმა 68 მილიონი ლარი იყო ფაქტობრივი შესრულება 4 მილიონი ლარია. არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების გაყიდვით …
Continue reading “ინვესტორები აჭარაში ქონების შეძენით აღარ ინტერესდებიან”
არჩევნებამდე ბათუმის მერია ბიუჯეტს 10 მილიონი ლარით ზრდის – რისთვის დაიხარჯება ფული
არჩევნებამდე 2 თვე-ნახევრით ადრე ბათუმის მერია ასწრებს და ქალაქის ბიუჯეტში ცვლილება შეაქვს. საკრებულომ ბიუჯეტის სხვა შემოსავლების 10 მილიონით გაზრდას და ამ თანხის სხვადასხვა ღონისძიებისთვის გადანაწილებას მწვანე შუქი 31 ივლისს უნდა აუნთოს, ანუ ცვლილება დაამტკიცოს. „ოცნების“ მთავრობას თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს აქვს დაანონსებული. საარჩევნო კოდექსი ბიუჯეტში ცვლილებას არჩევნების დღემდე 2 თვით ადრე კრძალავს, იმ მოტივით, რომ …
განთიადის სკოლის სამუშაოები ვერ დასრულდა – შპს „ძმებს“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს
ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ძმებმა“ კვლავ ვერ დაასრულა, ხელშეკრულების ვადების არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად. 2025 წლის 30 ივნისს განათლების სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ატვირთა დოკუმენტი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ამ დროისთვის [30 ივნისის მდგომარეობით] პორტალზე შესყიდვას არ აქვს მინიჭებული სტატუსი – „შეწყვეტილი ხელშეკრულება“. ტენდერისთვის შესაბამისი …
Continue reading “განთიადის სკოლის სამუშაოები ვერ დასრულდა – შპს „ძმებს“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს”
ბათუმში მძღოლები 13 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის – 2024 წლის მონაცემები
გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ბათუმის ბიუჯეტში 8 მილიონ 856 ათას 100 ლარი შევიდა. ეს თანხა არ ასახავს საპატრულო პოლიციის [ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერების] მიერ ბათუმში გამოწერილი ჯარიმების სრულ მონაცემებს, რადგან კანონის შესაბამისად ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის ბათუმის ბიუჯეტში, 40 პროცენტი კი – ცენტრალურ ბიუჯეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ბათუმში …
საპატრიარქოს სასწავლებლებს ბიუჯეტიდან 43 მილიონი ლარით დააფინანსებენ – განკარგულება
„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 14 მარტის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ათობით დაწესებულებას ფინანსური დახმარების სახით ბიუჯეტიდან ჯამში 43 მილიონი ლარი გადაეცემა. დამატებით 12,5 ათასი ლარით დააფინანსებენ ასევე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას. „დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ ფარგლებში გამოყოფილი …
„ოცნება“ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამას აგრძელებს – დაიხარჯება 103 მილიონზე მეტი ლარი
„ქართული ოცნება“ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას 2025 წელსაც განაგრძობს. წელს ამ პროგრამისთვის 103 მილიონ 305 ათასი ლარი დაიხარჯება. სოციალურად დაუცველ პირებს მარტის დასაწყისში დაურიგეს ახალი ხელშეკრულებები. შესაბამისად, ხელფასს ისევ მიიღებენ, მაგალითად, ქედაში, სოფელ წონიარისში საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილი ტანკის დამლაგებლები თუ „ჯოკერისთვის“ სოფელ გულებში მოწყობილი ოთახის დამლაგებელი, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში საბავშვო ბაღში დასაქმებულები, სადაც უკვე 33 …
„ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ“ – მოქალაქე | ვიდეო
„ხელვაჩაურში, ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მივედი, თანამდებობის პირებმა ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, სახეში შემაფურთხეს, შემაგინეს, დამემუქრნენ და გამომაძევეს,“ – ამბობს მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე. ის, რასაც მოქალაქე ამბობს, დასტურდება ვიდეოჩანაწერითაც. ობიექტური მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა. მოქალაქე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 18 ნოემბერს ხელვაჩაურის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე მივიდა. განხილვაზე მისული თორნიკე …
2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი
აჭარის მთავრობამ არაფინანსური აქტივების ნაწილში გაწერილი გეგმა ვერც 2024 წელს შეასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ საპრივატიზებო ქონება ვერ გაასხვისეს. მიუხედავად ამისა, მთავრობა ბიუჯეტის ამ ნაწილში პროგნოზს ყოველ ჯერზე ჯიუტად ზრდის. 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, არაფინანსური აქტივების კლების გეგმა 54 მილიონით განსაზღვრეს, თუმცა ფაქტობრივმა შესრულებამ 17 მილიონ 253 ათას 900 ლარი …
600 ათასი ლარიდან რა თანხა მოხმარდა პედაგოგებს, რას მალავს განათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. მასწავლებლების დაჯილდოებაზე აქედან მხოლოდ 100 ათასი ლარი დაიხარჯა, დანარჩენი თანხა კი კონცერტსა და საღამოს ორგანიზებას მოხმარდა. 2024 წელს, წინასაარჩევნოდ, განათლების სამინისტრო თანხების გაორმაგებას აპირებს და როგორც გასულ წელს დააანონსა, „მასწავლებლის ეროვნული დღისთვის“ ერთ მილიონ ლარს დახარჯავს. „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროსგან 2023 წელს გამოითხოვა …
Continue reading “600 ათასი ლარიდან რა თანხა მოხმარდა პედაგოგებს, რას მალავს განათლების სამინისტრო”
პროგრამა სოცდაუცველებისთვის – ცვლილებები აჭარის ბიუჯეტში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნოდ აჭარის ჯანდაცვის პროგრამებს ახალი ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება“ დაემატა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ 88 ათასი ლარია. პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებს. სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან ოჯახები, რომელთა შემადგენლობაში არის 16 წლამდე ასაკის ერთი წევრი მაინც და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 120 001 და მეტი, მაგრამ …
ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში – რაში დაიხარჯება 7 მლნ ლარი
ბათუმის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტს რამდენიმე ახალი ღონისძიება ემატება. მათ შორის მერია ბათუმში, ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციას გეგმავს. ამისთვის ბიუჯეტში 502 500 ლარი გაითვალისწინეს. პარკის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული კოლონადა 1933 წელს აშენდა. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მერიამ 935 800 ლარი გაითვალისწინა – ენვერ ხაბაძის ქუჩის, 983 450 ლარი კი …
Continue reading “ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში – რაში დაიხარჯება 7 მლნ ლარი”
„ალიანსმა“ მშენებლობაში 1.7 მლრდ ჩადო, მთავრობა კი მფლობელის ოჯახს მოცვის ბიზნესს უფინანსებს
„ალიანსის“ დამფუძნებლის ოჯახის წევრების კომპანიებს სახელმწიფომ მოცვის ბაღების გაშენების პროექტი დაუფინანსა. კომპანია წლებია სამშენებლო ბაზარზე ერთ-ერთი მონოპოლისტია. ოფიციალური მონაცემებით, რაც მისსავე ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, კომპანიის ინვესტიცია სამშენებლო სექტორში 1 მილიარდ 75 მილიონი დოლარია, აშენებული ფართობი კი – 2.2 მილიონი კვადრატული მეტრი. როგორც დოკუმენტებშია მითითებული, „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა ლურჯი მოცვის ბაღების გასაშენებლად სახელმწიფოსგან დაფინანსება სოფლის მეურნეობის …
113 მილიონი 9 თვეში – აუთვისებელი თანხა აჭარის ბიუჯეტში
სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობა გარკვეულ შემთხვევებში პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ჭარბი ოდენობის რესურსით გეგმავს, რაც წლის განმავლობაში ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას უწყობს ხელს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ათვისების დაბალი მაჩვენებელიც არის. უწყებამ შეფასება აჭარის უმაღლეს საბჭოს უკვე გადაუგზავნა. აუდიტის განმარტებით, 2023 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიში გვაჩვენებს, რომ 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, 7 პროგრამა …
Continue reading “113 მილიონი 9 თვეში – აუთვისებელი თანხა აჭარის ბიუჯეტში”
მთავრობა ბიუჯეტის დაგეგმვისას ბოლო წლების ტენდენციებს არ ითვალისწინებს – აუდიტი
აჭარის მთავრობა, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს, ბოლო წლების ტენდენციების საფუძველზე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამორჩენა 2023 წლის ბოლოსაც დაფიქსირდა და 2022 წლის ბოლოსაც. არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი. სახელმწიფო აუდიტი გასულ წელსაც მიუთითებდა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის შესწავლის საფუძველზეც აფრთხილებს მთავრობას, არ გაბეროს ციფრები …
Continue reading “მთავრობა ბიუჯეტის დაგეგმვისას ბოლო წლების ტენდენციებს არ ითვალისწინებს – აუდიტი”
ბავშვებს 100 ლარი უნდა დაემატოთ, 600 ლარი სოცდაუცველ ოჯახებს – ენმ 2024 წლის ბიუჯეტზე
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მმართველ პარტიას 2024 წლისთვის, ალტერნატიულ სოციალურ პოლიტიკას სთავაზობენ. „ბათუმელებთან საუბარში უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები უკვე გადაუგზავნეს მმართველ პარტიას და სურვილის შემთხვევაში, მზად არიან ჩაერთონ დეტალების განხილვაში. „ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სამ სფეროზე, – სოციალური სფერო, სოფლის მეურნეობა და განათლება. …
2024 წლის ბათუმის ბიუჯეტი „იაფი სახლის“ გარეშე – რას აკლდება და რას ემატება დაფინანასება
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 365 მილიონი იქნება, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურმა საკრებულოში განსახილველად უკვე გადააგზავნა. შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტში ახალი პროექტი არ არის. ძირითადად აკლდება ან ემატება თანხები მიმდინარე პროექტებს. ხელფასები იზრდება ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, იზრდება ბათუმის მერიის, მასზე დაქვემდებარებული უწყებებისა და საკრებულოს დაფინანსება, მათ შორის შრომის ანაზღაურების ნაწილში. ხელფასებისთვის …
საჯარო უწყებებში ხელფასები იზრდება? – როგორია აჭარის ბიუჯეტის პროექტი საარჩევნო წელს
მომავალი, საარჩევნო წლის ბიუჯეტის წარდგენამდე ხუთი დღით ადრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 700 მილიონ ლარს გადააჭარბებდა: „მალე მილიარდსაც მივუახლოვდებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. კანონით განსაზღვრულ ვადაში, პირველ ნოემბერს, აჭარის მთავრობამ აჭარის უმაღლეს საბჭოს რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი ვარიანტი წარუდგინა განსახილველად. უმაღლესი საბჭო ბიუჯეტს განიხილავს და შენიშვნებით დაუბრუნებს მთავრობას. უმაღლესი საბჭო მეორე …
წელს არც ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდება და არც ხულო-ზარზმის
ბათუმის შემოვლითი და ხულო-ზარზმის გზების მშენებლობის დასრულებას მთავრობა საარჩევნო, 2024 წელს გვპირდება. არადა, ეს მშენებლობები, სულ ცოტა, 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული გზების მომავალ წელს დასრულება საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი, თუმცა ამავე პროექტში ისიც აღნიშნულია, რომ „დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა“. მიუხედავად ასეთი ჩანაწერისა, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე დაფინანსება გათვალისწინებული …
Continue reading “წელს არც ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდება და არც ხულო-ზარზმის “
რა ვალები აქვს ბათუმს
ბათუმის მთავარი ფინანასური დოკუმენტის მიხედვით, 2023-2026 წლებში, ორი მნიშვნელოვანი სესხის ვალდებულებების დასაფარად 157 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოგვიწევს. სასესხო ვალდებულებების დაფარვისთვის, ბათუმის მერიამ, 2023 წლის ბიუჯეტში 32 მილიონ 451 200 ლარი გაითვალისწინა. ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციით, გაწერილია სასესხო მომსახურებების თანხა 2026 წლის ვადით. ბათუმის ბიუჯეტი წლის დასაწყისში 285 მილიონ 950 000 ლარი იყო. მერიის განმარტებით, პროგრამის …
ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონით იზრდება – როგორ გადანაწილდება თანხა
ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით იზრდება – მერიამ შესაბამისი ცვლილების პროექტი დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. მერიის ინფორმაციით, ნამატი თანხიდან 20 მილიონი ლარი აჭარის მთავრობის ტრანსფერია, მათ შორის: 5 მილიონ 700 000 ლარი – სპეციალური, ხოლო 14 მილიონ 300 000 ლარი კაპიტალური ტრანსფერია. გარდა ამისა, ქალაქის სხვა შემოსავლების მაჩვენებელი 3 მილიონ 200 000 ლარით იზრდება. …
Continue reading “ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონით იზრდება – როგორ გადანაწილდება თანხა”