“უყოყმანოდ დავთანხმდი” – დედის რძის პირველი ბანკის პირველი დონორი ბათუმიდან

10 ივლისს ბათუმში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ქალის რძის პირველი ბანკი გაიხსნა. ეს პირველი შემთხვევაა როცა საქართველოში და რეგიონში ქალის რძის ბანკი იხსნება. როგორც ბათუმის ბავშვთა ჰოსპიტლის ადმინისტრაცია განმარტავს, ახალი პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას. დედის რძე განსაკუთრებით აუცილებელია იმ ჩვილებისთვის, რომლებიც სიცოცხლის პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული სამედიცინო …

„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

„ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე შეისწავლა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მსუბუქი მანქანების შესყიდვები. აღმოჩნდა, რომ 2013 წლის იანვრიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში ბიუჯეტის ფულით სულ ცოტა 175 მილიონ 292 ათასი ლარის მსუბუქი ავტომანქანაა შეძენილი. ჩვენს მიერ გადამოწმებული ელექტრონული შესყიდვებით შეძენილ ავტომანქანებში შედის ახალი ფურგონიანი მსუბუქი ავტომანქანები, სედანები, ჯიპები, პიკაპები, პოლიციის მანქანები, ასევე მინივენები და მეორადი მსუბუქი ავტომანქანებიც. …

ბათუმში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

27 აპრილს, ბათუმში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და მშობლების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. სოლიდარობის აქცია ბათუმში 17:00 საათზე დაიწყება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ. სიცოცხლის უფლება ჩვენი კონსტიტუციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხელშეუხებელი უფლებაა, რომელსაც იცავს კანონი. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციას მართავენ თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის ეზოში. მშობლები ღია ცის ქვეშ …

რა დაუჯდება მთავრობას წამლის ყიდვა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის – ყოფილი მინისტრი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე ფეისბუქზე ეხმიანება მშობლების მიერ ბავშვებისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლების მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ამ ბავშვების მკურნალობის დაფინანსება არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტის საკითხია.  ყოფილი მინისტრი წერს ის პრეპარატებზე, რომლითაც აღნიშნულ დაავადებას მკურნალობენ და ფასსზე, რაც შეიძლება სახელმწიფოს ამ წამლების შეძენა დაუჯდეს. „ძნელია გულგრილი დარჩე იმ ოჯახების და ბავშვების მიმართ, რომლებიც …

3 წლის ბავშვზე ზიანის მიყენებისთვის ექიმს 6 თვით პროფესიული საქმიანობა შეუჩერდა – საია

საიას ინფორმაციით, სამი წლის ბავშვისთვის გაწეული არასწორი, არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დაევალა სამედიცინო დაწესებულებას. სამი წლის ბავშვისა და მისი ოჯახის ინტერესებს საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა. „საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 3 წლის პაციენტი სამედიცინო დახმარებისთვის მიიყვანეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვს უცხო სხეული (პლასტმასის ბურთულა) ჰქონდა ყურში მოთავსებული და საჭირო იყო მისი  …

13 წლის თენგო საფინალო ოპერაციისთვის ემზადება, მაგრამ მას ამისთვის თანხა სჭირდება

„გამარჯობა, მეგობრებო, მოგიყვებით ჩემს პატარა ისტორიას, რომელიც დაიწყო 2022 წელს და გრძელდება დღემდე“, – ასე იწყებს 13 წლის თენგოს დედა კიდევ ერთ მიმართვას. ნარგიზ ბიბინეიშვილი შვილთან ერთად სტამბულშია და ამჯერადაც დახმარებას საზოგადოებისგან ითხოვს. „ჩემ შვილს, თენგიზ ბროიანს 2022 წელს დაუდგინდა ჰისტიოციტოზის დიაგნოზი, გამოკვლევების შედეგად მოვთავსდით იაშვილის კლინიკაში. ერთი წლის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში გაუკეთდა ქიმიათერაპია, რომელმაც …

2 წლის ლაზარეს დედა შვილის ოპერაციისთვის დახმარებას ითხოვს

ლაზარე მებონია ორი წლისაა. როგორც ლაზარეს დედა, ნინი ცინცაძე ამბობს, ლაზარე ტერფების გამრუდებით დაიბადა. იგივე დიაგნოზი წერია ბავშვის ფორმა 100-ში, რომელიც იაშვილის კლინიკას გაუცია თბილისში. ქალის თქმით, ლაზარე ორი თვის იყო, როდესაც გაუკეთეს ერთი ოპერაცია, მაგრამ ქირურგიული ჩარევა უშედეგო გამოდგა. „ბავშვს არაფერი ეშველა. ექიმებიც მეუბნებოდნენ, საზღვარგარეთ წაიყვანეო. ცოტა ხნის წინ თურქეთში წავიყვანე, იქ 10 დღე …

8 წლის გიორგი გულის გადასანერგად ინდოეთში გადაიყვანეს – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის ბათუმელ გიორგი დოლიძეს გულის გადანერგვა სჭირდება. ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზაა, ოპერაციისთვის კი 225 000 დოლარია საჭირო. გიორგი საქართველოში ჯო ენის ჰოსპიტალში მკურნალობდა დიაგნოზით: კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ოჯახმა გიორგი 19 ივლისს სპეციალური თვითმფრინავით გადაიყვანა ინდოეთში, სადაც საჭირო თანხის შეგროვებისთანავე ჩაუტარდება გულის ტრანსპლანტაცია. „ბათუმელები“ ესაუბრა 8 წლის გიორგი დას, …

7 წლის ბარბარეს დიაგნოზი ვერ დაუსვეს – უცხოეთში შვილის წასაყვანად მშობელი დახმარებას ითხოვს

7 წლის ბარბარე აბაშიძეს აუტისტური სპექტრის აშლილობა 2 წლის ასაკში დაუდგინდა და უტარდებოდა თერაპია. ბარბარეს ბოლო სამი წელია დაეწყო დაუზუსტებელი წარმომავლობის ართრიტი. თავიდან უბრალოდ ფეხს იტკიებდა, მერე კი ნელ-ნელა საერთოდ შეწყვიტა სიარული. სისტემურად დაზიანდა შემაერთებელი ქსოვილები. ყველაფერს თან დაერთო D ვიტამინის მწვავე დეფიციტი, რკინადეფიციტური ანემია და ასევე დაუზუსტებელი წარმომავლობის ეპილეფსია. ბარბარეს მეტყველებით კომუნიკაციის დამყარება არ …

2 წლის სანდროს „ბათუმელების“ მკითხველის დახმარება მეორედაც დასჭირდა

2 წლის სანდროს ძალიან მალე ორი ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება – დედის თქმით, ერთი ოპერაცია თავზე უნდა გაკეთდეს, ხოლო მეორე შარდის ბუშტზე. სანდრო დედასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ქალი ორ შვილთან ერთად თავს ირჩენს ფეისბუქშემწირველების დახმარებით. ზოგჯერ, როცა სანდრო კარგად არის, დედა დალაგებაზე გასვლასაც ახერხებს. ქალის თქმით, სოციალური დახმარება იმ მოტივით არ დაუნიშნეს, რომ არ …

14 წლის დეა მოულოდნელად ცუდად გახდა, მას სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გადაყვანა

14 წლის დეა შაქარაძეს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. ის ერთი კვირაა ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში წევს. მოზარდი მოულოდნელად გახდა ცუდად. როგორც დეას მშობლები, ნესტან ხაბაძე და მამუკა შაქარაძე „ბათუმელებთან“ ამბობენ, მათ შვილს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება ღვიძლსა და ელენთაზე. „ცოტას ახველებდა, სხვა განსაკუთრებული ჩივილები არ ჰქონია. მოულოდნელად დაეწყო ღებინება. როგორც გვითხრეს, ღვიძლსა და ელენთაზეა პრობლემა და …

დედა 11 წლის შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

„ხუთი წელია ვაგროვებ ამ დასკვნებს, ანალიზებს, იმ იმედით,  რომ ერთ დღეს გამოჩნდება მკურნალობის საშუალება, ამ ანალიზებს მივუტან ექიმს და ექიმი მიხვდება, როგორ უნდა უმკურნალოს ჩემს შვილს,“ – ასე იწყებს შორენა იაკობაძე საუბარს და თან უზარმაზარ წითელ საქაღალდეს ფურცლავს, რომელშიც მისი შვილის ყველა გამოკვლევის შედეგს ინახავს. 38 წლის შორენა ერთადერთ შვილს, 11 წლის ქეთის მარტო ზრდის. …

5 ბავშვის ამბავი ბათუმიდან, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ

18 დღე და 18 ღამეა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ – იქ, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობს, საპროტესტო აქციას მართავენ დედები. ქალები, რომელთა შვილებსაც იშვიათი გენეტიკური დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ, ითხოვენ წამალს ბავშვებისთვის. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ის 25 ათასი ბავშვიდან ერთს უვლინდება. 36 წლის ხატია ხურციძეს ბათუმის ბულვარში, სხვა მშობლებთან ერთად შევხვდით. …

სტუდენტების აქცია ბათუმში, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად

ბათუმში სტუდენტებმა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მხარდასაჭერად აქცია გამართეს. სტუდენტების თქმით, მთავრობამ დროულად უნდა მიიღოს ამ ბავშვებისთვის წამლის შემოტანის გადაწყვეტილება. სტუდენტებისთვის გაუგებარი დარჩა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტება იმის თაობაზე, რომ პრემიერი წამალთან დაკავშირებით მეტ სამედიცინო მტკიცებულებას ითხოვს: „თუ რაიმე არგუმენტები აქვს, დადოს“.   მშობლების მოთხოვნის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 აპრილს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ …

7 წლის ანდრია თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის – მას დახმარება სჭირდება

7 წლის ანდრია გოგიტიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თავის ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა და ამჟამად  თურქეთში, კლინიკა „მედიქალ პარკში“ მკურნალობს. „მეოთხე სტადია აქვს, მაგრამ როგორც ექიმებმა გვითხრეს, მკურნალობას ექვემდებარება. ბუნებრივია, მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 16 ათასი დოლარი დაგვიჯდა გამოკვლევები და ბიოფსია, ახლა კი სხივურ და ქიმიოთერაპიას გავდივართ. მკურნალობისთვის პირველ ეტაპზე 55 ათასი დოლარია საჭირო“ – …

1 წლის სანდროს მკურნალობის გაგრძელება სჭირდება – დედა დახმარებას ითხოვს

ერთი წლის სანდროს აუცილებელი მკურნალობისა და სარეაბილიტაციო კურსისთვის ამ ეტაპზე 3000 ლარი სჭირდება. სანდროს ექიმებმა ჰიდროცეფალიისა და მენინგიტის დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს. სანდროს დედა, მაკა ზარანდია გვიყვება, რომ ამ დრომდე მან, სულ რაღაც ერთი წლისამ, უკვე ხუთი ოპერაცია გადაიტანა: ბავშვს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა და მას სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობდნენ. მისი მკურნალობა სახელმწიფომ  დააფინანსა, თუმცა არასრულად. მაკა …

როგორია პირველადი დახმარება ცრუ კრუპის შეტევისას – ინტერვიუ პედიატრთან

ცრუ კრუპი, იგივე ლარინგიტი ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად 5 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე შეტევის სახით ვლინდება. ხოზრევანიძის კლინიკის პედიატრი მაია ხუხუნაიშვილი ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ის მოულოდნელად ვითარდება და ამიტომ ის ერთ-ერთ საგანგაშო დაავადებად მიიჩნევა ბავშვთა ასაკში. დაავადება შესაძლოა რამდენიმე დღე მიმდინარეობდეს, შესაბამისად ცრუ კრუპის შეტევაც შესაძლოა განმეორდეს. ქალბატონო მაია, …

ქცევები, რითაც შეიძლება ბავშვის შფოთვის ამოცნობა – იუნისეფი

ბავშვებს განსხვავებული რეაქცია აქვთ გარემოში არსებულ არასასურველ მოვლენებზე, თუმცა დისტრესის ზოგიერთი ნიშანი შეიძლება არც თუ ისე აშკარა იყოს. საქმე ის არის, რომ პრობლემების სახელდება და დახმარების მისაღებად მათზე საუბარი ბავშვებისთვის კი არა, ხშირად უფროსებისთვისაც დიდი პრობლემაა. ამას ისიც ართულებს, რომ კულტურა დიდ გავლენას ახდენს ემოციების გამოხატვის გზებზე. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში არ არის მიზანშეწონილი ისეთი ძლიერი …

28 წლის მამა თავის შვილზე – 6 წლისაა და ოთხჯერ გაუკეთდა შუნტირება

28 წლის ცოლ-ქმარს ხულოდან ორი შვილი ჰყავთ. უფროსი შვილი, საბა, დაბადებიდან ებრძვის მძიმე დაავადებას – ჰიდროცეფალიას. ბავშვის მამა, მერაბი ამბობს, რომ თავის პატარა ოჯახთან ერთად სოფელ ფაჩხაში, ახლობლის სახლში ცხოვრობს. საბა ზანდარაძე 16 იანვარს გახდება ექვსი წლის. მამას სურს, შვილს თურქეთში უმკურნალოს, რისთვისაც თანხას აგროვებს. ამბობს, რომ ამისთვის დაახლოებით 50 ათასი ლარი სჭირდება. დაზუსტებულ თანხას …

რას ჰყვებიან სიმსივნით დაავადებული ბავშვების დედები | VIDEO

„გთხოვთ, დაგვეხმაროთ თუნდაც 1 ლარით“, „თქვენი თანადგომა ისევ გვჭირდება“, „სხივური თერაპიის დროულად დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, „გთხოვთ, გადაგვირჩინეთ შვილი“ – ამ შინაარსის შეტყობინებებს ყოველდღიურად ვხედავთ სოციალურ ქსელებში, როცა მშობლები შვილების გადასარჩენად საზოგადოებისგან ითხოვენ დახმარებას. ასეთ დროს წუთებს, საათებს, დღეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ამბობს, რომ ბავშვთა ონკოლოგიას სრულად აფინანსებს. თუმცა რა ხდება რეალობაში, ამაზე იმ ბავშვების …

„მაუგლის მეთოდი“ ჩვილი ბავშვის დაზიანების მაღალ რისკს შეიცავს – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მცირეწლოვანი ბავშვების თვითნებური ე.წ. „მაუგლის მეთოდით“ მკურნალობის საკითხი და უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველის ცნობით, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც განსაკუთრებით მათ …

იუნისეფი: 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ზრდაში ჩამორჩენა და ჭარბი წონა აქვს

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში [Unicef Georgia] 0-5 წლამდე ასაკის ბავშვების ნუტრიციულ სტატუსს აქვეყნებს. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ჭარბი წონა აქვს, ასევე 6%-ს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული ჩამორჩენა სიმაღლეში. 2 პროცენტს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული წონის დეფიციტი, ბავშვების 1 პროცენტს კი აღენიშნება წონაში ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული გამოფიტვა. ბავშვების უმეტესობა …

ბათუმის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ვირუსული მენინგიტის ნიშნებით თბილისში გადაიყვანეს 

ბათუმის #14 საბავშვო ბაღში სავარაუდოდ ვირუსული მენინგოენცეფალიტის შემთხვევა დაფიქსირდა, 3 წლის ბავშვი მშობლებმა თბილისში გადაიყვანეს. საბავშვო ბაღში უკვე იმყოფებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები. ცენტრის უფროსის მოადგილე, ნონა ეფაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის მდგომარეობა დღეს გაუმჯობესდა. „სავარაუდოდ დასმულია ვირუსული მენინგოენცეფალიტის დიაგნოზი, ანუ საუბარია ვირუსულ მენინგიტზე. დიაგნოზის დაზუსტება მიდის, რა დიაგნოზიც ბათუმში …

ეკრანთან გატარებული დრო ბავშვის განვითარებას აფერხებს – კვლევები და რეკომენდაცია

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, ტვინის იმ უბნებში, რომლებიც დაკაშირებული არიან ენობრივ და კოგნიტურ უნარებთან, თეთრი ნივთიერების მთლიანობა ნერვული იმპულსის სისწრაფეზე დაბალი აქვთ. კვლევა, რომლის ავტორებიც ცინცინატის [აშშ] საბავშვო ჰოსპიტალის მკვლევრები არიან, 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა ჟურნალში JAMA Pediatrics. გამოკვლეული იქნა 3-დან 5 წლამდე 47 ჯანმრთელი ბავშვი, რომელთაც ჩაუტარდათ MRI-სკანირება …

10 რჩევა – როგორ დავიცვათ ბავშვები ტყვიის ზემოქმედებისგან

23 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია – აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა. ტყვია ტოქსიური მეტალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გამოყენებას შედეგად მოჰყვა გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. ტყვიის ნეიროტოქსიკური გავლენისგან განსაკუთრებით დაუცველები ბავშვები არიან: …

აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა – კვლევა

დღეს, 23 აპრილს, ცნობილი გახდა საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2018 წელს ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეულ ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა, თუმცა  ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია. აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, საიდან ხვდება ბავშვების სისხლში ტყვია, ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. კვლევის …

ორი აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას საქართველოც შეუერთდა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ბათუმის მე-13 საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ …

2017 წელს საქართველოში 19 წლამდე ასაკის მოზარდებში კიბოს 110 შემთხვევა გამოვლინდა

2017 წელს საქართველოში 19 წლამდე ასაკის ბავშვებში კიბოთი ავადობის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ახალი შემთხვევების საერთო რაოდენობის 1%-ს შეადგენს – ასეთია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. აქვე ვკითხულობთ, რომ 2015-2017 წლებში ავადობის მაჩვენებელი 100 000 ბავშვზე 13-18-ის ფარგლებში მერყეობდა, სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების წილი კი დაახლოებით თანაბარი იყო. ამ …

ცხრა წლის ბიჭი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია

გიორგი ცხრა წლისაა, თუმცა საბავშვო ბაღში და სკოლაში არასდროს უვლია. როგორც გიორგის მამა, ემზარ რამიშვილი გვეუბნება, „გიორგი თანდაყოლილი მენინგიტით დაიბადა“, რის გამოც მას მუდმივი მკურნალობა და მეთვალყურეობა სჭირდება. ემზარ რამიშვილის თქმით, გიორგი სახელმწიფოსგან მხოლოდ შშმ პირისთვის განკუთვნილ პენსიას – 180 ლარს იღებს, სხვა სახელმწიფო პროგრამებით არასდროს უსარგებლია. ცხრა წლის ბიჭს არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული. „აუცილებლად …

„იუნისეფი“ ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევს

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მსოფლიოს მასშტაბით მრავალინდიკატორულ კვლევას იწყებს, რომელიც შეისწავლის ბავშვთა მდგომარეობას ყველა მიმართულებით, – განათლება, კვება, განვითარება, ჯანმრთელობა და ა.შ. კვლევა ჩატარდება საქართველოშიც. როგორც ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, აღნიშნული კვლევა არ მოიცავს ბავშვებში ტყვიის კომპონენტის კვლევას, თუმცა საქართველოში, კვლევას ეს კომპონენტი დაემატება. „გამომდინარე იქედან, რომ არსებობს ბევრი ინფორმაცია საქართველოში ბავშვების სისხლში …

ევროსტანდარტების მიხედვით საბავშვო სათამაშოებმა ექვსი ტიპის შემოწმება უნდა გაიაროს

ევროკავშირის დირექტივა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ძალაში 2019 წლიდან შევა. დირექტირების ძალაში შეცვლის შემდეგ, ბავშვებისთვის გაიყიდება უსაფრთხო სათამაშოები. ყველა სათამაშო გაივლის – ქიმიურ, ფიზიკურ, მექანიკურ, ელექტრო, რადიაქტიურ და ჰიგიენურ ანალიზს. მომხმარებელმა ყიდვის დროს უნდა აირჩიოს სათამაშო CE (ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობის ნიშანი) ნიშნით. ამ დროისთვის საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლს არც ერთი უწყება არ ახორციელებს. მომავალი წლიდან კი …

რა დარჩა სკოლის ბუფეტში მინისტრის ბრძანების შემდეგ

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სკოლის ბუფეტი არ ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც მინისტრის ბრძანებით სკოლაში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა, სკოლები ცომეული პროდუქტების ამარა დარჩა ან საერთოდ არაფერი იყიდება. პირველი სკოლის დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, დირექცია ბუფეტის ფართობზე აუქციონს აცხადებს. „დოკუმენტაცია უკვე მზადაა და აუქციონი მალე გამოცხადდება“. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მოიჯარემ სკოლაში უნდა შემოიტანოს? …

მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევა ბათუმში – ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ბათუმში 4 წლის ბიჭს, ახლობლების თქმით, მენინგოკოკური ინფექცია დაუდგინდა. ბავშვის მამიდას, შორენა ბერიძის ინფორმაციით, რომელიც ამჟამად ბავშვთან ერთად იმყოფება თბილისში,  4 წლის ბიჭის მდგომარეობა გუშინ, ღამით დამძიმდა. „ბავშვი შოკში იყო და თავში ხელებს ირტყამდა, სასწრაფო გამოვიძახეთ დილით 12 საათისკენ. სასწრაფოს ექიმმა გვითხრა, ყურები სტკივა და ისეთი არაფერი არ სჭირსო, თუმცა ჩვენ მაინც გადავიყვანეთ ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში …

ბავშვების რა უნარებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა საქართველოში უკვე 7 წელია მუშაობს, თუმცა პროგრამაში ბენეფიციართა რაოდენობა შეზღუდულია. სპეციალისტების შეფასებით, არსებული ბიუჯეტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. 2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5%-ს, ანუ 25 000 ბავშვს აღენიშნება. ვის კომპეტენციაშია ბავშვის განვითარების შეფასება, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და რა ასაკში „ბათუმელებს“ აბილიტაციისა …

ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული ბსუ-ში

ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ კვირეული  მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში მოხდება სპეციალისტების გადამზადება მაღალმთიან რეგიონებში. 2010 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5 პროცენტს აღენიშნება. „საქართველოში 5 წლამდე ასაკის 300 000 ბავშვია დაახლოებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა 25 000 ბავშვს უნდა ჰქონდეს. განვითარების შეფერხება არ გულისხმობს …

Exit mobile version