შრომის ინსპექციამ რესტორანი „სანსეტ ბათუმი“ დალუქა

შრომის ინსპექციის სამსახური აცხადებს, რომ წუხელ რესტორანი „სანსეტ ბათუმი“ დალუქა. „ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო.“ – აცხადებს სამსახური. სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 ობიექტი დაილუქა. „შრომის …

აჭარაში კორონავირუსის 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 აგვისტო

აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 პაციენტი. 22 აგვისტოს დილის მდგომარეობით, აჭარის საავადმყოფოებში 955 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 149 მძიმე პაციენტია, აქედან 28 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 1 247 ინფიცირებულია მოთავსებული აჭარის კოვიდსასტუმროებში. ბინაზე [ონლაინკლინიკაში] კი, 5 199 ინფიცირებული მკურნალობს. აჭარაში 8 417 ადამიანი თვითიზოლაციაშია.   3 …

3 803 ახალი შემთხვევა და 48 გარდაცვლილი – კორონავირუსი საქართველოში

22 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 48 ადამიანი გარდაიცვალა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 22 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 514744 , ბოლო 24 საათში – 3803 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 448288 , ბოლო 24 საათში – 5332 მათ შორის გარდაცვლილი – 6771 , ბოლო 24 საათში – 48 ბოლო …

„ეიცერი ღმერთი ხათრიზა“ – ახალგაზრდების კამპანია ხულოში

„ეიცარი რამითჯერ გითხრა?!“, „ეიცერი ღმერთი ხათრიზა“, „ერიდე ანტივაქსერს, აღრიბასანს და საფრი ხიდს“, – ხულოში ახალგაზრდების ჯგუფმა ამ სლოგანებით კორონავირუსის აცრის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო ონლაინში. კამპანია იუმორისტულ ხასიათსაც ატარებს. აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, ამიტომ კამპანიის წარმომადგენლებმა აუდიტორიას განუმარტეს, მაგალითად, რას ნიშნავს „აღრიბასანი“. „აღრიბასანი არის ავი სული (ბავშვობაში გვაშინებდნენ აღრიბასანით ). საფრის ხიდი არის ავარიული …

აჭარაში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 21 აგვისტო

აჭარაში, 21 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 5 პაციენტი. რეგიონის საავადმყოფოებში ამ დროისთვის 927 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 146 მძიმე პაციენტია; 26 კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე, 4 984 ინფიცირებული პირი იმყოფება; აჭარის კოვიდსასტუმროებში 1 254 ინფიცირებულია მოთავსებული, ხოლო თვითიზოლაციაშია …

საქართველოში 74 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 4 901 ახალი შემთხვევა

21 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსისგან ქვეყანაში 74 პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 510941 , ბოლო 24 საათში – 4901 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 442956 , ბოლო 24 საათში – 2586 მათ შორის გარდაცვლილი – 6723 , ბოლო 24 საათში – 74 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 46595, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27813, …

საველე ჰოსპიტალში კოვიდპაციენტების მიღება დაიწყო

საქართველოში კორონავირუსის მართვაში ჩაერთო საველე ჰოსპიტალი დიღომში – ინფორმაცია ამის შესახებ თამარ გაბუნიამ დაადასტურა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. „გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ დაგვეწყო საველე ჰოსპიტლის ოპერირება. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში, მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება ფუნქციონირებას დიღომში“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი განმარტებით, საველე ჰოსპიტალი ძირითადად გამოყენებული …

აჭარაში 12 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

ბოლო 24 საათში საქართველოში 59 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის 12 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის დიაგნოზით აჭარაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარაში კოვიდით 24 საათში 12 პაციენტი გარდაიცვალა. რამდენიმე კვირაა აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს და დღეში საშუალოდ 400-900 ახალი შემთხვევა დასტურდება. ამავე თემაზე:  ხულოში კოვიდით 37 წლის კაცი გარდაიცვალა  

ხულოში კოვიდით 37 წლის კაცი გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში კოვიდით 37 წლის კაცი, ზვიად პაქსაძე გარდაიცვალა. ის ამავე სოფლის რწმუნებული იყო. დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის გურამ კახაძის თქმით, მის კოლეგას კორონავირუსი დაახლოებით ხუთი დღის წინ დაუდასტურდა. „დაბაში ასაცრელად გამოვიდა. სიცხე მქონდა და ტესტმა კორონავირუსი აჩვენაო – ასე მითხრა, როცა დავურეკე“, – ამბობს გურამ კახაძე. მისივე ინფორმაციით, ზვიად პაქსაძე ოთხი …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 677 ახალი შემთხვევა | 20 აგვისტო

20 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 677 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის ცნობით, აჭარაში კოვიდკლინიკებშია 951 ადამიანი, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება 26 პაციენტი. 1 333 ადამიანი აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება, თვითიზოლაციაშია 8203 პირი. დღეს საქართველოში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კოვიდით გარდაიცვალა 59 ადამიანი.

59 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 4743 ახალი შემთხვევა

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 46 389 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 59  ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარაში – 677, იმერეთში – 573, ქვემო ქართლში – 277, შიდა ქართლში – 304 გურიაში – 120, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 297, კახეთში …

47 წლის კაცი ბათუმში კოვიდკლინიკის მე-3 სართულიდან გადახტა

ბათუმში 47 წლის კოვიდპაციენტი ერთ-ერთი კლინიკის –  BMC-ის მაღლივი სართულის ფანჯრიდან გადახტა.  კაცი ცოცხალია, თუმცა მძიმე მდგომარეობაშია. პაციენტი კოვიდკლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ინფორმაცია „ბათუმელებს” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

ბოშების ვაქცინაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის – რუსუდან შავიშვილი

აჭარაში, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურში, 250-მდე ბოშა ცხოვრობს. როგორც თემის ბარონი რომა ასლანოვი „ბათუმელებთან“ ამბობს, თემში ბოშების ნაწილს ვაქცინაციაზე არ აქვს სრული ინფორმაცია, ნაწილს კი სურვილი აქვს აიცრას, მაგრამ ვერ ახერხებს. „ზოგს ეშინია აცრის, ზოგი ამბობს, რომ რუსეთში ადამიანები გარდაიცვალნენ აცრისგან. ზოგს უნდა აცრა, მაგრამ მაინც ვერ იღებს ბოლომდე გადაწყვეტილებას. ვცდილობთ დავიცვათ წესები და …

1600-ით გაიზარდა უფასო სასადილოს მომხმარებელთა რაოდენობა ბათუმში – ბოლო 9 თვე

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 22 აგვისტოს უფასო სასადილოებს დახურავს და ბენეფიციარებს 1 თვის სასურსათო კალათას დაურიგებს. სასადილოების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მერიაში კოვიდპანდემიის გამო მიიღეს. სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში „სოციალურად დაუცველი ფენის უფასო ერთჯერადი კვების“ პროგრამაში ამ დროისთვის 7 595 ბენეფიციარია ჩართული. ამ პროგრამაში 2020 წლის დეკემბერში 6000-მდე ბენეფიციარი იყო. ანუ გასული წლის ბოლოდან დღემდე უფასო სასადილოებით …

იგეგმება თუ არა მოსახლეობის ვაქცინაცია იალაღებზე? 

22 წლის ბექა თავართქილაძე თვენახევარია რაც ბეშუმში იმყოფება. მისი ოჯახის წევრებიც ზაფხულს აქ ატარებენ. ბექა ამბობს, რომ ისინიც და ოჯახის სხვა წევრებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დაბა ხულოში აიცრნენ, რადგან სხვაგან კოვიდზე ვაქცინაცია არ ტარდება. გარდა იმისა, რომ ბეშუმში მოიალაღეები არიან საზაფხულოდ ასული, კურორტზე დამსვენებლებიც იმყოფებიან. ამ დროს განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ისვენებს მთაში. „გახსნილია ატრაქციონები, გასართობი …

ექიმებმა ბათუმში პაციენტთა დასახმარებლად დამატებით ცხელი ხაზი აამოქმედეს

დღეს ბათუმში ექიმებმა – ლევან ანთაძემ, ვახტანგ კალოიანმა და სხვებმა ბრიფინგი გამართეს, რომლის მთავარი თემაც კოვიდვითარება და გამოსავლის გზების ძიება იყო. ექიმების განცხადებით, ისინი მზად არიან აამოქმედონ დამატებით ცხელი ხაზი იმ შემთხვევებისთვის, თუ ადამიანები ვერ დაუკავშირდებიან შესაბამის სამსახურებს, ვერ მიიღებენ ექიმის რჩევებს, როცა ვერ გადაჰყავთ პაციენტები კლინიკებში და ა.შ. „ეს ცხელი ხაზი შეეცდება დაეხმაროს ადამიანებს …

ლამარა აბჟანდაძე: მე ორჯერ გადავრჩი აცრით

90 წლის ბლოგერი და აქტივისტი, ლამარა აბჟანდაძე კოვიდზე ვაქცინაციისკენ მოუწოდებს მოსახლეობას. „უკვე 91 წლის ვხდები. ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა შედეგია იმ სწორი ცხოვრებისა, რომელსაც მე ვეწეოდი დღემდე და ვეწევი ახლაც. მე ორჯერ გადავრჩი აცრით. ერთხელ ბავშვობაში ყვავილის აცრით და მეორედ ახლა, როცა ასტრაზენეკას ვაქცინით ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი. მე აქტიურ ცხოვრებას არ ვწყვეტ, ბევრს დავდივარ, ვმუშაობ როგორც …

ვუახლოვდებით ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობების მაქსიმუმს – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ჰოსპიტალური სექტორი უკვე მაქსიმალურადაა დათვირთული. „ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მაქსიმალურია. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, კოვიდკლინიკებში იმყოფება 7300-ზე მეტი პაციენტი, აქედან …

აჭარაში კორონავირუსის 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 19 აგვისტო

19 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის საავადმყოფოებში ბოლო მონაცემებით 949 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 146 მძიმე პაციენტია, ხოლო 23 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარის კოვიდსასტუმროებში 1 298 ინფიცირებულია მოთავსებული.  რეგიონში, 19 აგვისტოს დილის მონაცემებით, 7 875 ადამიანი თვითიზოლაციაშია. ამ დროისთვის აჭარაში …

კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა

19 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა, ამავე პერიოდში ვირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.ge-ს 19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 501 297 , ბოლო 24 საათში – 4 921 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 436 977 , ბოლო 24 საათში – 4 471 მათ შორის გარდაცვლილი – 6 590, ბოლო …

ვაქცინაციის მობილური ჯგუფები სოფლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის

როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აჭარის მთაში და აქვთ თუ არა წვდომა ადამიანებს ინფორმაციაზე, თუ როგორ და სად შეუძლიათ ვაქცინაცია? აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულია და აჭარაში ჩატარებული ვაქცინაციის 8 პროცენტი სწორედ მაღალმთიან აჭარაზე მოდის. შავიშვილის თქმით, რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შეუძლიათ მოქალაქეებს „ევექსის“ კლინიკებში, …

საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია – კულუმბეგოვი

ცნობილი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობიერების ამაღლების პროცესში, საპატრიარქოს სთხოვს აღკვეთოს მისი და მისი კოლეგების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც რადიკალური სასულიერო პირები აწარმოებენ. „სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, …

კოვიდით გარდაიცვალა მამა-შვილი, 30 წლის ქალი და 57 წლის კაცი

კორონავირუსით გუშინ გარდაცვლილი 7 თვის ფეხმძიმე ქალი 30 წლის თეონა აბაშიძეა, რომელიც ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა თეონას მამა, 57 წლის ჯემალ აბაშიძე. იგი კვირას დაკრძალეს – „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაუდასტურეს. მამა-შვილი თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ. კოვიდით იყვნენ ინფიცირებული თეონას მეუღლე და წლინახევრის შვილი. მათ კოვიდს სძლიეს. …

შემოდგომაზე 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების აცრას ვგეგმავთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დღეს 18 აგვისტოს, ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემოდგომაზე 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლოა დაიწყოს. „ბევრმა ქვეყანამ, თავიანთი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლიდან და ზემოთ მოზარდებს, „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე დიდი ხანია დამთავრებულია და ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურია. …

სარფის დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, კარანტინი გამოცხადდა სარფის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში. კორონავირუსის გავრცელების გამო მონასტერში შესვლა აკრძალულია. გუშინ საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა ამავე მონასტრის მონაზონი სოსანა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, მონაზონის მდგომარეობა მძიმე იყო. მთავარი ფოტო: visitajara _______________________ ამავე თემაზე: ბათუმში კორონავირუსით დღეს მონაზონი გარდაიცვალა

სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ – ტიკარაძე

საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დანამატის სახით 500 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 18 აგვისტოს განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერის, გახარიას განცხადება იმის შესახებ, რომ ექიმებისთვის ფინანსური დანამატია გასაცემი, რადგან ისინი ზეგანაკვეთზე მუშაობენ. „ექიმებს მივაქციოთ ცოტა მეტი ყურადღება. ეს ხალხი არის ბოლო ხაზი – 24 საათი მუშაობენ და მათ …

კოვიდით გარდაიცვალა 7 თვის ორსული

დღეის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთ-ერთი 7 თვის ფეხმძიმე ქალი იყო. იგი ბოკერიას კლინიკაში მკურნალობდა. ეს კოვიდით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა ბოლო კვირის განმავლობაში. 10 აგვისტოს ქუთაისში  გარდაიცვალა კოვიდით ინფიცირებული ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალი. ___________________

ჩატარებულია 857 056 აცრა, სრულად აცრილია 251 447 ადამიანი

საქართველოში ამ დროისთვის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 6,7 პროცენტია სრულად ანუ 2 დოზით აცრილი კორონავირუსზე. თუ ამას ერთი დოზით აცრილების რაოდენობასაც დავუმატებთ, გამოდის, რომ საქართველოში აცრა [1 ან 2 დოზა] მთლიანი მოსახლეობის 16,2 პროცენტს აქვს გაკეთებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 3 728 600 ადამიანი ცხოვრობს. აცრა 16 და მეტი ასაკის მოქალაქეებში ტარდება. კორონავირუსზე აცრა …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 877 ახალი შემთხვევა | 18 აგვისტო

18 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 877 ახალი შემთხვევა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 945 პაციენტი, მათგან 23  ხელოვნურ სუნთქვაზეა. აჭარაში თვითიზოლაციაშია 7 566 პირი.

დადასტურდა კოვიდის 5914 ახალი შემთხვევა

18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5914 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 49 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 57 312 აქტიური შემთხვევაა. 17 აგვისტოს კორონავირუსზე აიცრა 25 241 პირი. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.

ბათუმში კორონავირუსით დღეს მონაზონი გარდაიცვალა

დღეს, 17 აგვისტოს, ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა მონაზონი, რომელიც სარფის დედათა მონასტერში მსახურობდა. ინფორმაციას მონაზვნის გარდაცვალების შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს. „ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ გარდაიცვალა სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი სოსანა (ვასაძე). „სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა“ – ვკითხულობთ ბათუმისა და ლაზეთის …

იუსტიციის სახლებში კოვიდბარათების გაცემა იწყება – მთავრობა

მთავრობის ცნობით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ. მომხმარებელს კოვიდბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდბარათზე პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, …

მასწავლებლები, პოლიციელები – აუცრელობის შემთხვევაში კიდევ ვისთვის იქნება ტესტირება ფასიანი [ინიციატივა]

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ისინი მუშაობენ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც შეიძლება სახელმწიფომ თავისი ხარჯით აღარ გატესტოს სხვადასხვა ჯგუფი. საუბარია საქართველოს მთავრობის #975 განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებზე, რომლებიც პერიოდულად იტესტებიან კორონავირუსზე. „ტესტირება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მეთოდი პანდემიის მართვის და საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასი ყოველდღიური …

კლინიკაში მყოფი პაციენტების 95 პროცენტი აუცრელია კოვიდზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდკლინიკებში მყოფი პაციენტების 95 პროცენტი აუცრელია კორონავირუსზე. „მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობაა აცრილი და ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა, რომ დაგვედგინა, როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ აცრილი ერთი ან ორი დოზით. გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვდა მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების – …

ახალი რეგულაცია – დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა

დღეიდან, 17 აგვისტოდან, შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ დღეს, 17 აგვისტოს, ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დღემდე პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო იყო ხალხმრავალ ადგილებში და, ასევე, ისეთ ადგილას, სადაც თავს იყრიდა 5-ზე მეტი ადამიანი.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 810 ახალი შემთხვევა | 17 აგვისტო

17 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 810 ახალი შემთხვევა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 927 პაციენტი, მათგან 20 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. 1603 ადამიანი იმყოფება აჭარაში კოვიდსასტუმროში. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 6208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა.

Exit mobile version