დადასტურდა კოვიდის 6208 ახალი შემთხვევა

17 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 6208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 47 872 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 47 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 54 763 აქტიური შემთხვევაა, აქედან 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარაში – 810, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში …

რეგიონებს შორის დღეს აჭარაში ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა

16 აგვისტოს აჭარაში 2521 ადამიანი აიცრა კოვიდზე – რეგიონების მიხედვით კორონავირუსზე აცრების სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 16 აგვისტოს მონაცემები ასე გამოიყურება: ამ მონაცემების თანახმად, აჭარაში დღეს საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე. გუშინდელი, 15 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში 2518 აცრა გაკეთდა კორონავირუსზე. ამავე თემაზე:  აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 91 954 დოზა გაკეთდა …

საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის თბილისში | ფოტო

თბილისში, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტს მოემსახურება. საწოლების უმეტესი ნაწილი ჟანგბადით აღჭურვილი იქნება. საველე ჰოსპიტლის შექმნის საჭიროება საქართველოში გამოიწვია კოვიდინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრმა მატებამ. დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 50 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. ქვეყანაში კოვიდის დიაგნოზით ყოველდღიურად იღუპება 30-50 ადამიანი.

უსკოს წევრი ირაკლი გვარამია კოვიდით გარდაიცვალა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) წევრი ირაკლი გვარამია კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა. მას კოვიდი 17 ივლისს დაუდასტურდა. თავდაპირველად ვირუსზე კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში. კლინიკაში გადაყვანიდან ერთ კვირაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ირაკლი გვარამია დღეს, 16 აგვისტოს გარდაიცვალა. ის 43 წლის იყო. უსკოს წევრად ირაკლი გვარამია მიმდინარე წლის ივლისში აირჩიეს. დღეს აჭარაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას 3 კვირით წყვეტს

ბათუმის საჯარო  ბიბლიოთეკამ მუშაობა 4 სექტემბრამდე შეაჩერა. მიზეზი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და კორონავირუსის მზარდი სტატისტიკაა. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის, თეონა ბერიძის თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა შეჩერებული აქვს სამკითხველო დარბაზს და აბონემენტთა მომსახურების განყოფილებას. თუმცა ადმინისტრაცია მუშაობს. „ბიბლიოთეკა გადადის დისტანციურ რეჟიმზე. დახურულია სამკითხველო დარბაზი. ადმინისტრაცია მუშაობს, მაგრამ უშუალოდ მკითხველზე მომსახურებისგან 4 სექტემბრამდე ვიკავებთ თავს. გაცემული წიგნების დაბრუნება ჩვეულებრივ …

სად შეიძლება კოვიდზე ტესტირება ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში – მისამართები

ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსზე ტესტირება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. გთავაზობთ მისამართების ჩამონათვალს, თუ სად შეიძლება აჭარაში ამბულატორიულად უსიმპტომო და სიმპტომიანი პაციენტების COVID 19 – ზე ტესტირება როგორც ანტიგენით, ისე PCR-ით. ბათუმში კორონავირუსზე ტესტირება ექვს სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი: [checklist] შპს „ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ ; მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2 ტელ: (0422) 27-40-08 შპს „საოჯახო მედიცინის …

“ტოცილიზუმაბი”, რომელსაც კოვიდის დროს იყენებენ, კლინიკებში თანაბრად გადანაწილდება – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს დღეს, 16 აგვისტოს ჟურნალისტებმა დეფიციტურ წამალ „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით ჰკითხეს. ეს პრეპარატი კოვიდის დროს გამოიყენება. ტიკარაძის თქმით, სამინისტრო შეეცდება ყველა კლინიკას თანაბრად ჰქონდეს წვდომა პრეპარატზე. „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით ყველა ფარმაკოლოგიურ კომპანიას აქვს დავალებული და ასევე, თვითონ მთავარ მომწოდებელს. ჩვენ გვაქვს დასტაბილურებული ფასი ამ პრეპარატთან მიმართებაში და  კლინიკებს აქვთ საშუალება, რომ შეიძინონ ეს …

საველე ჰოსპიტალი 500 საწოლზე გაიშლება თბილისში – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 საწოლზე გაიშლება. „საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღესდღეობით ინვენტარი და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, რომ ჟანგბადით მომარაგდეს, გამართულია. დამონტაჟებულია 2 ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით,” – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტლის მუშაობაში არ იგეგმება იმ სამხედრო ექიმების …

პოლიციამ ხელვაჩაურში რესტორანი „ჩვენებური“ დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი „ჩვენებური“ დალუქეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, რესტორნის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით. აღნიშნული რესტორანი …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 538 ახალი შემთხვევა | 16 აგვისტო

16 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა. აჭარის კოვიდკლინიკებში 920 პაციენტს მკურნალობენ, კოვიდსასტუმროში 1532 ადამიანია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 2676 ახალი შემთხვევა

16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 25 730 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 30 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა, აჭარა – 538, იმერეთში – 319, ქვემო ქართლში – 115, შიდა ქართლში – 80, გურიაში – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთში – …

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 91 954 დოზა გაკეთდა

15 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 91 954 დოზა გაკეთდა. ბოლო 24 საათში 2 636 მოქალაქე აიცრა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი 4 ტიპის ვაქცინაა შემოტანილი: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, საქართველოში შემოტანილი ყველა ვაქცინა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვისაა გათვლილი. Pfizer-ით აცრა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან. ასევე ფაიზერით ვაქცინაცია რეკომენდებულია …

აჭარაში კორონავირუსის 772 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 772 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 1 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი 329 ადამიანმა დაამარცხა. 15 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 903 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე. აქედან 146 ინფიცირებული მძიმე პაციენტად ითვლება. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 15 პაციენტი იმყოფება. გარდა საავადმყოფოებისა, 1 298 პირი კოვიდსასტუმროში მკურნალობს. 15 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით …

დადასტურდა კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 35 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 314 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცავალა  35 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 406 პირი ემსხვერპლა. დროის ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 519 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 421 532-მდე გაიზარდა. 14 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.66%, ბოლო 14 დღის …

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 746 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი – 14 აგვისტო

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 746 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა სამი ადამიანი, ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 344 პაციენტი. 14 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 913 ადამიანი მკურნალობს ვირუსზე. აქედან 139 ინფიცირებული მძიმე პაციენტად ითვლება. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 19 პაციენტია მიერთებული. რაც შეეხება კოვიდ სასტუმროებს აჭარაში კოვიდსასტუმროში 1 298 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 …

ბათუმში ვაქცინაციის ცენტრებისკენ სპეციალური ტრანსპორტი იმოძრავებს – ნახეთ განრიგი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება. ბათუმის ავტოტრანსპორტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის მსურველთათვის, გონიოდან, მახინჯაურიდან და ხელვაჩაურიდან ბათუმის მიმართულებით დაინიშნა სპეციალური ტრანსპორტი. ავტობუსები  მთელი დღის განმავლობაში ერთ საათიანი ინტერვალით იმოძრავებენ და ვაქცინაციის ცენტრებამდე მიიიყვანენ მოქალაქეებს. ავტობუსების განრიგი: [checklist] გონიო – ახალსოფლის ცენტრი – მ. …

კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 50 ადამიანი – 14 აგვისტო

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 579 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცავალა  50 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 371 პირი ემსხვერპლა.  დროის ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 867 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 417 013-მდე. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის …

ტიკარაძე: სასწრაფოს ჯგუფები მუშაობენ განუწყვეტლივ, საკმაოდ ბევრი პაციენტი ელოდება რიგს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ეპიდვითარება საქართველოში კრიტიკულია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით ახერხებს გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს: „მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საწოლფონდი იყო თითქმის განულებული და ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი გამოძახება, ჩვენ შევძელით და ყველა პაციენტი, რომელსაც ესაჭიროებოდა საავადმყოფოში მკურნალობა, განვათავსეთ შესაბამის განყოფილებებში“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 13 აგვისტოს, „რუსთავი 2“-თან. მინისტრმა …

16-17 წლის მოზარდები, რომლებიც კოვიდზე აიცრნენ – „უნდა ავიცრათ, თუ გვინდა გადავრჩეთ“

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდანაა შესაძლებელი. 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდების აცრა უმნიშვნელოვანესია, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის არადისტანციურ რეჟიმში აღსადგენად. ქეთი კვიჭიძე, ნინო კიკაბიძე და ნინო ოქროპირიძე 16, 17 წლის მოზარდების მშობლები არიან. მათი შვილები ასაკის შესაბამისი ვაქცინის გამოჩენისთანავე აიცრნენ და არც რთული გვერდითი ეფექტები ჰქონიათ ინექციის შემდეგ.    ვიკა კიკაბიძე, 16 წლის: „არანაირი გვერდითი ეფექტი …

აკრძალული ღონისძიების გამართვისას შესაძლოა აპარატურაც დალუქონ – ახალი წესი

მთავრობის ახალი დადგენილებით, შრომის ინსპექციას უკვე უფლება აქვს აკრძალული ღონისძიების გამართვის შემთხვევაში დახუროს მთლიანად ობიექტი ან დროებით აკრძალოს ამ ობიექტზე არსებული კონკრეტული სივრცის ან ისეთი ნივთის გამოყენება, რომელიც „უშუალოდ კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან.“ იზოლაციისა და კარანტინის წესებში აქამდე არსებული ჩანაწერით, თუ სარიტუალო და სხვა მსგავს დარბაზებში აკრძალულ ღონისძიებებს [ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ. …

აჭარაში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ასაკი 65-დან 75 წლამდეა. 13 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში მდებარე კლინიკებში მკურნალობს 860  პაციენტი, მათგან 18 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 13 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 5359 ახალი შემთხვევა, 42 ადამიანი გარდაიცვალა

13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 50 939 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 42 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.74%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარაში …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 813 ახალი შემთხვევა | 13 აგვისტო

13 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 813 ახალი შემთხვევა. ბოლო მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 880 პაციენტია, მათგან 19 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარაში თვითიზოლაციაშია 5 687 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში – 1 298. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 42 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ტრანსპორტის შეზღუდვა კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას ადამიანებს – ლევან ანთაძე

„ეს უფრო ჰგავს იმის წარმოჩენას, თითქოს ხელისუფლება რაღაცას აკეთებს. იმდენად რთული ეპიდვითარებაა შექმნილი, ავტობუსების გაჩერება არაა შესაბამისი ღონისძიება… ხელისუფლებამ ახლა საზოგადოებას, პირველ რიგში, სიმართლე უნდა უთხრას,“ – ამბობს ექიმი და უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე. მას ვკითხეთ დღეს, 12 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად 14 აგვისტოდან ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ …

შერჩეული გვაქვს ლოკაციები საველე ჰოსპიტლებისთვის – ტიკარაძე

„გვაქვს შერჩეული ლოკაციები, რომლებიც შეესაბამება საველე ჰოსპიტლების პირობებს და ამასთანავე ვიცით, რომელი ექიმები შეძლებენ დიდი რაოდენობით პაციენტების მართვას“ – განაცხადა დღეს, 12 აგვისტოს, აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. ტიკარაძის თქმით, სამინისტროს საველე ჰოსპიტლები კარვის ტიპის არ წარმოუდგენია და მიაჩნიათ, რომ საველე ჰოსპიტლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება. მინისტრის თქმით, …

4 ახალი შეზღუდვა, რომლებიც 14 აგვისტოდან შედის ძალაში

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 12 აგვისტოს, მიიღო. სამი კვირით [14 აგვისტოდან-4 სექტემბრამდე] წესდება შემდეგი შეზღუდვები: იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 00:00 საათისა 23:00 საათამდე იქნება დასაშვები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული …

კოვიდზე აცრების პროცესში სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან

ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები – ამის შესახებ დღეს, 12 აგვისტოს, განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას; ჯანდაცვის უწყება განაგრძობს …

რესტორნები და კაფე-ბარები მხოლოდ 23:00 საათამდე იმუშავებენ – ახალი შეზღუდვა

კვების ობიექტების, რესტორნებისა და კაფე-ბარების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს, 12 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭომ. „უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა. აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს 3 კვირით, 2021 წლის 4 …

მაქსიმალურად გადაიყვანეთ თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე – მთავრობა

„საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს“ – განაცხადა დღეს, 12 აგვისტოს გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.  საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ბოლო კვირებია საქართველოში კორონავირუსის ახალი დღიური შემთხვევებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ბოლო …

14 აგვისტოდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ დღეს, 12 აგვისტოს გახდა ცნობილი. შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები, გარდა იმ ღონისძიებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით. ბოლო კვირებია საქართველოში კორონავირუსის ახალი დღიური შემთხვევებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ბოლო სამი დღეა საქართველოში კოვიდის …

რა შემთხვევაში არ დაექვემდებარება ვაქცინის 1 დოზით შემოსული უცხოელი კარანტინს

საქართველოში საჰაერო გზით ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ნებისმიერი ვაქცინის 1 დოზა აქვს გაკეთებული, ქვეყანაში შემოსვლისას არ ექვემდებარება კარანტინს იმ შემთხვევაში, თუ მას კოვიდინფექცია გადატანილი აქვს ბოლო 100 დღის პერიოდში. ამასთან, COVID-ინფექციის გადატანა დადასტურებული უნდა იყოს PCR დადებითი ტესტით, ვაქცინა კი უნდა იყოს ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული. ამ შემთხვევაში დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ …

ბიძინა კულუმბეგოვი ორსულებს: „ფაიზერის ორივე დოზით აიცერით“

დამძიმებული ეპიდემიური ვითარების ფონზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ორსულებს ურჩევს „ფაიზერით“ აიცრან: „ფაიზერი გამოიყენება როგორც ორსულობის, ასევე მეძუძურობის დროს. საერთოდ ვიტყოდი, რომ ვინც აპირებს ოჯახის დაგეგმვას, წინასწარ ჯობს, რომ აცრა ჰქონდეს მოთავებული, სანამ ორსულობა დადგება. თუ უკვე ორსულია და ვერ მოხდა ამის გათვალისწინება, ორსული მიეკუთვნება ძალიან ძლიერ რისკფაქტორს. რამდენიმე ათეული ორსული კრიტიკულ დეპარტამენტში წევს. ამიტომ ყველას …

ბათუმში 2 სარიტუალო დარბაზი დალუქეს

პოლიციამ ბათუმში 11 აგვისტოს ორი სარიტუალო დარბაზი – „ერა“ და „დავითი“ დალუქა. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ. „სარიტუალო ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა,“ – …

დადასტურდა კოვიდის 5128 ახალი შემთხვევა, 49 ადამიანი გარდაიცვალა

12 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 49 189 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 48 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.52%. 5 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, აჭარაში – 811, იმერეთში – …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 811 ახალი შემთხვევა | 12 აგვისტო

12 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა. აჭარის კოვიდკლინიკებში 898 პაციენტია, მათგან 22 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დღესვე რომ ლოქდაუნი გამოცხადდეს, სტაბილიზაციას მაინც ვერ დავინახავთ – კულუმბეგოვი

რეგულაციების უგულებელყოფა, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, მოსახლეობისა და ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პროცესის მიმართ – ამ ყველაფერმა ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, მიგვიყვანა ისეთ ვითარებამდე, როცა ჯანდაცვის სისტემა რესურსის ამოწურვასა და საველე ჰოსპიტალების საჭიროებაზე ალაპარაკდა. ექიმის თქმით, „პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ამის წინაშე არ დგება არც ერთი ქვეყანა“. ბატონო ბიძინა, 900-ზე მეტი ინფიცირებული გვყავს უკვე მხოლოდ რეგიონში, საველე …

Exit mobile version