სკოლებში სწავლა დაიწყება, თუ მასწავლებლების 80% აიცრება, აცრილია 46%

სწავლა სკოლის შენობებში რომ განახლდეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასწავლებლების 80 პროცენტი უნდა იყოს აცრილი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, ქვეყანაში დღეს მასწავლებლების მხოლოდ 46 პროცენტია აცრილი. „სანამ დადებითობის მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ს ქვემოთ და სკოლაში ადმინისტრაციული პერსონალის, პედაგოგ-მასწავლებლების 80% არ აიცრება, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ“, – განაცხადა 27 აგვისტოს ამირან …

აჭარაში კოვიდის 456 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

28 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 456 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის დაწყებიდან დღემდე პერიოდში აჭარაში კოვიდით სულ 1 011 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 1 010 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან 159 მძიმეა, 40 კი ხელოვნურ სუნთქვაზეა. 1 139 პაციენტია რეგიონის კოვიდსასტუმროებში. მკურნალობას გადის ბინაზე – …

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ორივე მათგანი კორონავირუსზე ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] მკურნალობდა. დედა-შვილი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს, კოვიდის მწვავე ფორმით. „რთულად მიმდინარეობდა კოვიდის მართვა. შემდეგ მოხდა ორივე მათგანის ინტუბაცია [მართვით სუნთქვაზე გადაყვანა]. გუშინ, 27 აგვისტოს, გარდაიცვალა დედა, 54 წლის. დღეს დილით კი შვილი, 31 წლის მამაკაცი“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. დღეს საქართველოში კოვიდით 74 ადამიანი …

სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელს სამსახურში კოვიდპასპორტის წარდგენა დაევალა

ომბუდსმენმა სახალხო დამცველის აპარატში მომუშავეებს კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულება დააკისრა. შესაბამის ბრძანებას ნინო ლომჯარიამ ხელი 26 აგვისტოს მოაწერა. ამ ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია სამსახურში წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. „კოვიდ საბუთის გარეშე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და …

დადასტურდა კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 ადამიანი

28 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 247ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 74 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში 3 053 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 100 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 737 კვლევა ანტიგენის ტესტით …

ღარიბაშვილი ტყუის, როცა აცხადებს, რომ „არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“

„არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 26 ივლისს. 26 ივლისის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციების დამუშავება ცხდყოფს, რომ პრემიერი ტყუის, რადგან 2021 წლის მაისიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოს მთავრობამ 2 ახალი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ლარი და თეთრი სახელმწიფოს სესხად ნამდვილად არ აუღია. მთავრობამ ღარიბაშვილის …

გამყრელიძის თქმით, თუ ყველა აიცრება, ახალ წელს ძველებურად შევხვდებით

„რა დრო დაგვჭირდება საქართველოს მოსახლეობის სრულად ასაცრელად, თუ ვაქცინაცია ამავე ტემპით გაგრძელდება როგორც ახლა მიდის?” – ჰკითხეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, დღეს, 27 აგვისტოს, სპეციალურად გამართულ ვებინარზე. გამყრელიძის ინფორმაციით აგვისტოში დღეში საშუალოდ 23 ათასი აცრა კეთდება. ვაქცინაციის გეგმით კი, წელს სულ ცოტა მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც მილიონ შვიდასი ათასი ადამიანია. …

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკონი კოვიდით გარდაიცვალა

დღეს, 27 აგვისტოს, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკონი თენგიზ პარმაქსიზიშვილი კოვიდით გარდაიცვალა. ის ბათუმში „მედცენტრში“ იყო მოთავსებული. დიაკონის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს კათოლიკურმა ეკლესიამ. „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბათუმის სულიწმიდის სამრევლოს დიაკონი თენგიზ პარმაქსიზიშვილი. კვირადღეს, 29 აგვისტოს, 10.00 საათიდან მისი ნეშტი დასვენებულ იქნება ბათუმის ეკლესიაში, 12.00 საათზე წმიდა წირვას …

მეტი მუშაობა გვჭირდება – გამყრელიძე ეთნიკური უმცირესობების ვაქცინაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს დღეს გამართულ ვებინარზე ჰკითხეს, აპირებს თუ არა NCDC  რაიმე კამპანიის ჩატარებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში, სადაც ხალხი ინფორმაციას ქართულ ენაზე ვერ იღებს. „ჩვენ გაეროს ბავშვთა ფონდი სერიოზულად გვეხმარება. [ვაქცინაციის] ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, გასაგები მიზეზების გამო. რადგან ეს ეთნიკური უმცირესობები ყველაზე მეტი აქ არიან. …

შემდეგი 2 კვირა კოვიდით გარდაცვალების კლებას არ ველით – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების კლების ტენდენციას არ ელოდება. „ინფექციის გავრცელების კუთხით შემცირების ტენდენცია ბოლო დღეებში ფიქსირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ლეტალობის ტენდენციის კლების მოლოდინი. ჩვენ მაქსიმალურად გვყავს გაძლიერებული კლინიკური ჯგუფი, მარინა ეზუგბაია, თენგიზ ცერცვაძე და ინეზა სულამანიძე მუდმივად იმყოფებიან კლინიკებში, მათ აქვთ გაწერილი …

გამყრელიძე: 600 ათასი დოზა „სინოფარმი“ ამოიწურა – მეორე დოზა შენახულია ყველასთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს ნაყიდი ჰქონდა 600 ათასი დოზა „სინოფარმი“ და ეს დოზა ამოიწურა. შესაბამისად, „სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეიზღუდა, „ველოდებით „სინოფარმის“ შემდეგ პარტიას. ქვეყანამ იყიდა 600 ათასი დოზა. ეს 600 ათასი დოზა საკმარისია 300 ათასი ადამიანის ორჯერადად აცრისთვის. ამიტომ გადადებულია ეს 300 ათასი დოზა, ვინც მეორეჯერ იცრება. ეს შენახულია …

აჭარაში 11 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით

27 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში 11 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ამავე პერიოდში აჭარაში კორონავირუსის 449 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 27 აგვისტოს დილის მონაცემებით, აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 1 011 ადამიანი, აქედან 161 მძიმე პაციენტია, 40 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარის კოვიდსასტუმროებში 1 183 ინფიცირებულია მოთავსებული. აჭარის ონლაინკლინიკაში ანუ ბინაზე 5 418 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რეგიონში …

გამყრელიძე ორსულების გარდაცვალებაზე – პრევენცია არის ერთადერთი, ორსულები უნდა აიცრან

დღეს, 27 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პანდემიის პერიოდში ორსული ქალების გარდაცვალების შესახებაც ისაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ იღუპებიან კორონავირისით დაავადებული ორსული ქალები და ხომ არ იგეგმება ორსულთა მკურნალობის პროტოკოლში რაიმე ცვლილება, გამყრელიძე ამბობს, რომ ორსულთა გარდაცვალების პრევენციის ერთადერთი გზა არის აცრა. „პრევენცია არის ერთადერთი, ორსულები უნდა აიცრან. პანდემიის განმავლობაში, თუ არ …

ტიკარაძე ორსულების კოვიდით გარდაცვალებაზე – რიგ შემთხვევებში დაგვიანებული იყო სტაციონარიზაცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევაში კოვიდინფიცირებული ორსულების საავადმყოფოში გადაყვანა გვიან ხდება. მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც დაუსვეს. 27 აგვისტოს დილას თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში, 19 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ის კოვიდინფიცირებული იყო. “მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე კონკრეტულად პაციენტებზე საუბარს, იმიტომ, რომ …

აჭარაში კორონავირუსის 449 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 27 აგვისტო

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 449 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში რეგიონში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 27 აგვისტოს დილის მონაცემებით, აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 1 011 ადამიანი, აქედან 161 მძიმე პაციენტია, 40 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარის კოვიდსასტუმროებში 1 183 ინფიცირებულია მოთავსებული. რეგიონში ამ დროისთვის 7 541 ადამიანი თვითიზოლაციაშია. 27 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, …

გარდაიცვალა 73, დადასტურდა 4 031 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

27 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 73 ადამიანი. ამ დროისთვის, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია: მათ შორის გამოჯანმრთელებული – 473 502 , ბოლო 24 საათში – 4 585 მათ შორის გარდაცვლილი – 7 101 , ბოლო 24 საათში – 73 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 42 744, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 358, PCR ტესტით – 17 386 დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,43%, ბოლო 14 …

დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორსულებში – მინისტრის მოადგილე

„ზოგადად, დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში იმუნური სტატუსიდან გამომდინარე და ასევე შედარებით მძიმე მიმდინარეობა შესაძლოა გამოიწვიოს ორსულებში,” – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების გატარება და თუ ორსული დაინფიცირდა, ძალიან სწრაფად მოხდეს შესაბამისი რეაგირება. „უფრო ეს უკავშირდება იმ ბიოლოგიურ მახასიათებლებს, რაც, ზოგადად, ორსულობის პერიოდში …

“რაა საშიში, მე მიკვირს“ – 100 წლის ქალი ვაქცინაციაზე, რომელიც დღეს კოვიდზე აიცრა

დღეს ბათუმში 100 წლის ზექიე დოლიძე აიცრა. როგორც თავად ამბობს, 100 წელი 17 მაისს შეუსრულდა. ზექიემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ აცრის გადაწყვეტილება თავად მიიღო. „ზოგმა მითხრა არ უნდა, ზოგმა მითხრა – უნდა, გაიკეთე. მე ჩემი სურვილით მოვედი. იკეთებს [ვაქცინას] ხალხი და მეც გავიკეთებ, ცუდი რაა ამაში. მოქალაქეებს ვურჩევ გაიკეთონ ვაქცინა. აიცრან და დაცული იქნებიან. იკეთებს ხალხი. …

აჭარაში კორონავირუსის 494 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 აგვისტო

26 აგვისტოს დილის მდგომარეობით აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 494 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 1 024 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 163 მძიმე პაციენტია. 34 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზეა. კოვიდსასტუმროში მოთავსებულია 1 270 პაციენტი. ამ დროისთვის აჭარაში 7 790 პირია თვითიზოლაციაში. დადასტურდა კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 79 ადამიანი

დადასტურდა კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 79 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 7 028 ადამიანია. ბოლო 24 საათში ჩატარდა  43 653  კვლევა.  მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 5342, PCR ტესტით – 17 119. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,46%, ბოლო 14 დღის …

26 წლის ბათუმელი ქალი კოვიდით დაიღუპა

26 წლის ბათუმელი თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი ახალშობილი თავს კარგად გრძნობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს. ქალი წუხელ გარდაიცვალა.

უცხოეთიდან ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა – ივნის-ივლისის მონაცემი

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ივნის-ივლისში საქართველოში შემოსული უცხოელებიდან ყველაზე მეტი – 75 064  რუსეთის მოქალაქე იყო. შს სამინისტროს იმავე მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ უკრაინა, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ხოლო მეექვსე ადგილზეა ისრაელი. 2021 წლის ივნისსა და ივლისში საქართველოში შემოვიდა: 75 064  რუსეთის მოქალაქე 70 883  თურქეთის მოქალაქე 52 …

ხალხმრავლობა და დაუცველი დისტანცია ქუთაისში “კარფურის” გახსნაზე

დღეს, 25 აგვისტოს, ქუთაისში მასშტაბური და ხალხმრავალი ღონისძიება კანონდარღვევით გაიმართა. სავაჭრო ცენტრ „ვესთ ფოინთში“, რომელშიც 44 ობიექტია თავმოყრილი, საზეიმოდ გაიხსნა ჰიპერმარკეტი „კარფური“. ვიდეოკადრებში, რომელიც გახსნის ცერემონიალზეა გადაღებული, ჩანს ათობით ადამიანი, დისტანციის დაცვის გარეშე. მოქალაქეები შეკრებილები არიან როგორც სავაჭრო ცენტრის წინ, გარე ტერიტორიაზე, ისე სავაჭრო ცენტრის შიგნით. სავაჭრო ცენტრი „ვესთ ფოინთის“ და ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ფილიალის გახსნას …

„დღე-ღამეში 2 ტონა ჟანგბადი იხარჯება, დეფიციტი არ გვაქვს“ – ბათუმის რესპუბლიკური

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ჟანგბადის დეფიციტის პრობლემა მოხსნილია და აქვთ შესაბამისი მარაგიც. კლინიკა 172 საწოლზეა გათვლილი, სადაც დღეს 200-ზე მეტი კოვიდპაციენტი მკურნალობს. „აქედან 65 პაციენტზე მეტი არის ჟანგბადის მაღალი წნევის ქვეშ რეანიმაციულ პალატაში. ჩვენ ჩვენი ჟანგბადის ქარხანაც გვაქვს, მაგრამ არ ყოფნის. დღე-ღამეში 2 ტონამდე ჟანგბადი იხარჯება. ტონა-ტონანახევარს ვამატებთ თხევად ჟანგბადს მარაგებიდან. გვყავს ტენდერში გამარჯვებული …

როგორ მისცემენ ხმას კოვიდპაციენტები და იზოლაციაში მყოფი პირები – არჩევნები და პანდემია

კლინიკებში და იზოლაციაში [კარანტინი, თვითიზოლაცია] მყოფი მოქალაქეების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] თითოეული მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნის არანაკლებ 1 საარჩევნო უბანს, ხოლო ქალაქ თბილისში – არანაკლებ 10 საარჩევნო უბანს. ამ უბნების საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების განხორციელების მიზნით, ცესკო შექმნის სპეციალურ ჯგუფებს. სპეცჯგუფი ამჯერად შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან. „სპეცჯგუფის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს …

აჭარაში კოვიდის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 4 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში კორონავირუსს 1 046 ადამიანი მკურნალობს. მათგან მძიმე პაციენტად მიიჩნევა 164. კოვიდსასტუმროებში მოთავსებულია 1 227 კოვიდინფიცირებული. რაც შეეხება ქვეყნის სტატისტიკას,  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 58 ადამიანი.

დადასტურდა კორონავირუსის 5 021 შემთხვევევა, გარდაიცვალა 58 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 58 ადამიანი. კორონავირუსით ბოლო 24 საათში 5 041 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ჩატარდა  53 747 კვლევა.  მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 312, PCR ტესტით – 20 435. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,52%, ბოლო 14 დღის – 10,84%, ბოლო 7 დღის …

2 დოზით აცრილი რამდენი პირი გარდაიცვალა საქართველოში – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ორი დოზით აცრილი რამდენი პირი გარდაიცვალა საქართველოში. სოციალურ ქსელებში ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ და სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ. „ივნისის ბოლომდე ჩვენ არ გვქონდა არც ერთი შემთხვევა. გიდასტურებთ, რომ ივნისის შემდეგ არის დაკვირვება და შესწავლა რამდენიმე შემთხვევის… სპეციალური პროტოკოლია, როგორ უნდა შეისწავლო. გარდა მაგის, არის ეგრეთ წოდებული …

რამდენად საკმარისი ჟანგბადი აქვს ქვეყანას – გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ჟანგბადის რაოდენობაზე. თამარ გაბუნიას თქმით, „დღეს კლინიკაში არის 7 400 პაციენტი, მათი დიდი ნაწილი 70 % არის ჟანგბადდამოკიდებული. მთელი ეს პერიოდი კლინიკებთან აქტიურად მუშაობს, როგორც ეკონომიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნიდან – აზერბაიჯანი და …

აჭარაში კოვიდის 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 გარდაიცვალა – 24 აგვისტო

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 3 პაციენტი. 24 აგვისტოს დილის მდგომარეობით, აჭარის საავადმყოფოებში 1 036 ადამიანი მკურნალობს, მათგან მძიმე პაციენტია 166. აჭარის კოვიდსასტუმროებში მოთავსებულია 1 244 პაციენტი.  რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 8 246 პირი. 24 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა დადასტურდა; …

60 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 924 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი

24 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5924 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი. ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 1 010 096 აცრა; ncdc-ის მონაცემებით სრულად [ორი დოზით] აცრილია 294 365 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:  კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 523 022, ბოლო 24 საათში – 5 924 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 458 …

საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში დასაქმებული ქართველი ექიმების მიმართვა

ქართველი ექიმები და მეცნიერები, რომლებიც საქართველოს და დანარჩენი მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში მუშაობენ, მოსახლეობას მიმართავენ და მოუწოდებიენ ვაქცინაციაში დაუყოვნებლივ ჩართვისკენ: დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი …

მუსლიმი, კათოლიკე და ევანგელისტი სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია

საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში სასულიერო პირების დაახლოებით 75-80 პროცენტი ვაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ ავრცელებს. ქართული მუსლიმური თემის სასულიერო პირების დაახლოებით 60 პროცენტია ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი. ამ დროისთვის ვაქცინირებულია ასევე ქართველი კათოლიკე სასულიერო პირების 83 და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის სასულიერო პირების 75 პროცენტი. აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებთანაც“ დაადასტურეს აღნიშნული რელიგიური …

აჭარაში კოვიდის 368 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

აჭარაში, 23 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 5 პაციენტი. აჭარის კლინიკებში მკურნალობს 1033 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 1 408, ონლაინკლინიკაში – 5 215. აჭარაში ამ დროისთვის კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვაზეა] 31 პაციენტი. რეგიონში ამ დროისთვის სულ 117 192 დოზა ვაქცინაა გაკეთებული. 60 გარდაცვლილი და 2 354 ახალი …

60 გარდაცვლილი და 2 354 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

23 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 23 აგვისტოს დილის მდგომარეობით საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 517 098 , ბოლო 24 საათში – 2 354 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 453 488 , ბოლო 24 საათში – 5 200 მათ შორის გარდაცვლილი – 6 …

„აიცერი… და შემდეგ ჩავეხუტოთ ერთმანეთს“ – ბათუმელი ბავშვების კამპანია

„აიცერი“-„გადაარჩინე სიცოცხლე“- „დაასრულე პანდემია“- „და შემდეგ“- „ჩავეხუტოთ ერთმანეთს“ – ამ თანმიმდევრობით უჭირავთ ბავშვებს ფერადი პლაკატები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვიდეორგოლად გაავრცელეს. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის „კამპანიაში“ ჩართული ბავშვები მეზობლები არიან, ისინი ბათუმში, ერთ ეზოში ცხოვრობენ. „ასეთი ვიდეორგოლის დამზადების იდეა მე გამიჩნდა, მას შემდეგ, რაც ხულოში ახალგაზრდებმა გამოაქვეყნეს ფოტოები. გავესაუბრე ბავშვებს, დავითანხმე და დავიწყეთ პლაკატების მომზადება. წარწერები თავად …

Exit mobile version