აჭარის ტელევიზიამ შეაჩერა გადაცემები პირდაპირ ეთერში – დირექტორის განმარტება

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეაჩერა ყველა გადაცემა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ლადო ტატიშვილმა დაუდასტურა. მაუწყებლის დირექტორის თქმით, გადაწყვეტილება „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე“ მიიღო, რომ გააშუქონ ყველა მნიშვნელოვანი ამბავი, თუმცა იგი ვერ აზუსტებს, რატომ არ შეიძლებოდა ტოქშოუებისა და პირდაპირ ეთერში მიმდინარე გადაცემების ფონზე ყველა მნიშვნელოვანი ამბის გაშუქება და ამავე დროს, იგი ვერ …

სახალხო დამცველი მედიაში შშმ პირებზე ხუმრობას და დისკრიმინაციას გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი მედიაში დისკრიმინაციის წამახალისებელ ფაქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ჟურნალისტების მხრიდან ბოდიშის მოხდა დანაშაულის აღიარებას არ მოიცავდა. სახალხო დამცველის განცხადებაში საუბარია სამ შემთხვევაზე. პირველ შემთხვევაში აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „დიდი შესვენება“ ერთ-ერთმა წამყვანმა იხუმრა ყრუ ადამიანების შესახებ, რასაც წამყვანების მხრიდან სიცილი მოჰყვა. 2022 წლის 18 ოქტომბერს კი, ტელეარხ „ფორმულას“ გადაცემაში …

აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციოს ყოფილ უფროსს 80 000 ლარი უნდა გადაუხადოს – სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ მიიჩნია და საზოგადოებრივი მაუწყებელს კომპენსაცია – 20 000 ლარის ოდენობით და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ყოველთვიური 2500 ლარის გადახდა დააკისრა. შესაბამისად, მხოლოდ განაცდურის სახით, შორენა ღლონტს აჭარის მაუწყებელმა 60 000 ლარი უნდა გადაუხადოს, რადგან გათავისუფლებიდან დღემდე 24 …

აჭარის ტელევიზიის 230 თანამშრომელი 3 გათავისუფლებული კოლეგის დაბრუნებას ითხოვს

დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 230-მა თანამშრომელმა ტელევიზიის მენეჯმეტს წერილობით მიმართა ტელევიზიაში დააბრუნონ 30 ივლისს გათავისუფლებული სამი პირი: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ბაჩო გურაბანიძის, გიორგი მურვანიძისა და გუგა ქადიძის გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი გახდა პირველ …

აჭარის ტელევიზიის 192 თანამშრომელი 3 გათავისუფლებული კოლეგის დაბრუნებას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი ტელევიზიის მენეჯმენტისგან ითხოვს 30 ივლისს გათავისუფლებული ტელევიზიის სამი თანამშრომლის: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორის – ბაჩო გურაბანიძის, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერის – გიორგი მურვანიძის და მემონტაჟე გუგა ქადიძის სამსახურში დაბრუნებას. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ტელევიზიის მენეჯმეტს კოლეგების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით, წერილობით, ოფიციალურად ორშაბათს, …

AJARATV-ის 3 გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეზე EMC სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის დათხოვნის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა და მენეჯმენტის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნის კიდევ ერთი მაგალითია. 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი …

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას. ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია. „დღეს, 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. ბაჩო გურაბანიძე და გიორგი …

EMC-ი მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა. „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან …

ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიის დირექტორს რეკომენდაციას აძლევს, აღადგინოს 3 თანამშრომელი

საქართველოს სახალხო დამცველმა დაასრულა აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის საქმეების შესწავლა. ომბუდსმენის ცნობით, საქმისწარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების, მათ შორის, მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ პირთა დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება/გადაყვანა საქართველოს შრომის …

33 ორგანიზაცია აჭარის მაუწყებლის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე 33 ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართავს. მიმართვის ადრესატი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების სფეროში, ეუთო, „ამნესტი ინტერნეიშენალი“, „ჰუმან რაითსი“, „ფრიდომ ჰაუსი“  და სხვები არიან. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა …

ბაკურიძე, მერკვილაძე და ღლონტი მაუწყებლის დირექტორს სასამართლოში უჩივიან – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძისა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის საქმეებზე სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. როგორც EMC-ი წერს, მთავარი მოთხოვნა თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების …

„სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები“ – მიმართვა ჟურნალისტების დასჯის მოწოდებით

დღეს, 6 მარტს, მაშინ, როცა აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდი და თანამშრომლების ნაწილი ევროპის მოედანზე შეიკრიბა მაუწყებელში არსებული კრიზისული სიტუაციის და მთავარი საინფორმაციო სამსახურის წამყვანის, თეონა ბაკურიძის მხარდასაჭერად, აჭარის ტელევიზიის შენობის წინ მაუწყებლის ის თანამშრომლები შეიკრიბნენ, რომლებიც თვლიან, რომ დღეს აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელზე, გიორგი აბაზაძეზე სამსახურეობრივი ბულინგი განხორციელდა. მათ ტელევიზიის დირექტორს, გიორგი …

აჭარის ტელევიზიაში თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ბრძანებაში, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მოაწერა ხელი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, წერია, რომ თეონა ბაკურიძეს „დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან“. ბრძანების მიხედვით დღეს, 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის  ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის …

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში? – 12 კითხვა, 12 პასუხი

თითქმის ერთი წელია საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ტელევიზიებში და ონლაინ მედიაში ამ თემაზე არაერთ სიუჟეტსა და სტატიას ნახავდით, თუმცა ბევრისთვის მაინც გაუგებარია, რა ხდება აჭარის ტელევიზიაში: ესაა ცალკეული პირების დაპირისპირება ფულისა და გავლენების გამო, თუ ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადასარჩენად. ამჯერად შევეცადეთ მოკლედ გვეპასუხა ყველა იმ …

საინფორმაციოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დანიშნეს – აჭარა TV

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე წარადგინა – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, გიორგი აბაზაძე, რომელიც საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო გამოშვების შაბათ-კვირის წამყვანია, დათანხმდა წინადადებას. მაუწყებლისვე ცნობით, გიორგი კოხრეიძემ გიორგი აბაზაძის კონსულტანტად ლალი ბერძენიშვილი დაასახელა, რომელსაც დირექტორი აქამდე საინფორმაციოს უფროსად განიხილავდა. აჭარის მაუწყებლის …

ლალი ბერძენიშვილს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსობა შევთავაზე – კოხრეიძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლალი ბერძენიშვილის კანდიდატურას განიხილავს. „ვმუშაობთ ჯერჯერობით, გვაქვს მოლაპარაკება (ლალი ბერძენიშვილთან), თავს იკავებს ჯერჯერობით, მაგრამ მე ძალიან მინდა. გარკვეული პერიოდი ზედმეტი პასუხისმგებლობის აკიდება არავისზე არ მინდა, ადამიანი არის შიგნიდან, არის ენერგიული, გამოცდილი, აქედან გამომდინარე, მე კომუნიკაციისთვის მზად ვარ ყველაფერი მოწესრიგებისთვის, დალაგებისთვის. მიმაჩნია, …

უმაღლესი საბჭოს წევრი: ხელისუფლებამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილეც დანიშნა

დღეს 22 თებერვალს პარტიის ოფისში განცხადება გააკეთა ენმ-ს წარმომადგენელმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში გუშინ 21 თებერვალს ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით. ასმათ დიასამიძის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „არა მარტო ტელევიზიის დირექტორი, მისი მოადგილეც მათივე ხელდასხმული პირია“. „ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი იყო ფორმალური და …

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მთავრობას: პატივი ეცით აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობას

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას. ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში მიმდინარე პროცესებს 17 თებერვალს გამოეხმაურა ტვიტერზე და გააზიარა ფოტო აჭარის მაუწყებლის სლოგანით – #ვმუშაობთსაზოგადოებისთვის. „ჟურნალისტები აპროტესტებენ პოლიტიკურ ზეწოლას რეგიონალურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს აჭარის …

მაყურებლის თვალწინ ინგრევა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა – აქცია აჭარის ტელევიზიასთან

დღეს, 16 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, ჟურნალისტები, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რათა სოლიდარობა გამოეცხადებინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდისთვის. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად მიმდინარეობს პროცესი, რის შედეგადაც, მაუწყებლის ახალი ამბების გუნდის განცხადებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო და დირექტორი თავიდან იშორებენ არასასურველ ადამიანებს და საფრთხეს უქმნიან სარედაქციო დამოუკიდებლობას. …

აჭარის ტელევიზიის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება

დღეს, 16 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სოლიდარობის აქცია გაიმართება ბათუმსა და ქუთაისში, ხვალ, 17 თებერვალს კი – თბილისში. ბათუმში აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან დღეს, 11:30 საათზე, ტელევიზიის შენობის წინ, იმის საჩვენებლად, რომ მხარს უჭერენ აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს, რომელიც დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან არასასურველი კადრების დევნასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს. …

ზვიად ქორიძე: აჭარის ტელევიზია უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა

ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი:  დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სჭირდება დაცვა. იგი უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება. დღეს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ ანტიდემოკრატიული და რეაქციული ძალები. მათ ეს ფრონტი ათი თვის წინ გახსნეს, როდესაც დირექტორობიდან გადააყენეს ნათია კაპანაძე. შემდეგ მიაღწიეს პოზიციურ წარმატებას, როდესაც არ დაუშვეს დირექტორად ნათია …

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი შევიწროების ახალ ეტაპზე გადავიდა – განცხადება

აჭარაში მოქმედი ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებს. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები აშკარად ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის …

აჭარის მაუწყებლის დირექტორი: მე ვარ გარანტია იმისა, რომ კანონი იკანონებს ამ ორგანიზაციაში

გიორგი კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი:  „წამოვიდა მრჩეველთა საბჭოდან გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა არის შემჩნეული გარკვეული დარღვევები. მე დღეს ვაწარმოებ მოკვლევას, მე დღეს არაფერი არ შემიძლია განვაცხადო, მაგრამ ერთადერთი მე შემიძლია განვაცხდო, რომ კანონი იკანონებს ორგანიზაციაში. არავინ არ დაისჯება უკანონოდ, და არავის ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება უკანონოდ. … ამ ორგანიზაციაში …

წარწერები ფურცლებზე – ჟურნალისტების გზავნილები აჭარის მაუწყებლის დირექტორს [ფოტო]

„ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა – დირექტორისთვის“, „ნუ ჩაერევი“, „#ჩვენ აქ ვართ“, „დაგვთვალე“, „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა – მიმოწერა“, „ჩვენ ბევრნი ვართ“ – ამ გზავნილებით გამოვიდნენ დღეს, 4 დეკემბერს, აჭარის ტელევიზიის წინ ჟურნალისტები და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი. მათ განცხადებით მიმართეს ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე …

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების განცხადება ზეწოლასა და შანტაჟზე

„ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა – დირექტორისთვის“, „ნუ ჩაერევი“, „#ჩვენ აქ ვართ“, „დაგვთვალე“, „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა – მიმოწერა“, „ჩვენ ბევრნი ვართ“ – ამ გზავნილებით გამოვიდნენ დღეს, 4 დეკემბერს, აჭარის ტელევიზიის წინ ჟურნალისტები და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი. აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „როგორც იცით, 22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ …

გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორისგან ბოდიშს ითხოვს

3 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგი“ გადაცემის ჯგუფმა განცხადებით დაიწყო. „ჰეშთეგის“ განცხადებით, 3 დეკემბერს შედგა შეხვედრა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორთან, გიორგი კოხრეიძესთან, რომელმაც „ჰეშთეგი“ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. „გიორგი კოხრეიძესთან შეხვედრის მიზნად ჩვენ წარმოგვედგინა იმ გარემოზე საუბარი, რომელიც ტელევიზიაშია შექმნილი და რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას. შეხვედრაზე დირექტორმა გადაცემა ჰეშთეგს ბრალი …

„რატომ აღარ მინდა სტუდიაში შესვლა?“ – თეონა ბაკურიძე ცენზურის სუნზე აჭარის ტელევიზიაში

თეონა ბაკურიძე, ჟურნალისტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარის“ წამყვანი:  „თეონა, ჩამქრალი ხარ..“ „დაღლილი ჩანხარ..“ „რაღაც გჭირს…“ ვინც აჭარის ტელევიზიის ეთერში 2 წელი და 10 თვეა მიყურებს და მისმენს, მარტივად შენიშნა, რომ „რაღაც მიჭირს,“ განსაკუთრებით თანამშრომლებმა… რა მიჭირს? – ის, რასაც ამდენი თვეა, საკუთარი სინდისით, ჟურნალისტური სტანდარტით, თავისუფლად, დამოუკიდებლად ვაკეთებდი, ახალმა დირექტორმა „ორი წინადადებით შეაფასა..“ ირწმუნება, …

საია: მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს სარედაქციო დამოუკიდებლობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი მოვალეობის შემსრულებლის, ამჟამად დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ აჭარის ტელევიზიის ახლმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მას სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორება მოსთხოვა და ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოიჩინა. ამავე თემაზე: ჟურნალისტი ნათია ზოიძე: თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება საია …

ნათია ზოიძის მიმართვა ბორდს: იყავით დემოკრატიის მომხრეები, ვიდრე მოწინააღმდეგები

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნათია ზოიძემ გასაუბრებაზე მრჩეველთა საბჭოს პირდაპირ მიანიშნა, რომ არჩევანი მის წინა გამომსვლელზე – გიორგი კოხრეიძეზე გაკეთდება: „…აქ იყო კანდიდატი, რომელზეც თქვენ  შეაჩერებთ არჩევანს“. ნათია ზოიძემ თქვა, რომ მასაც შეეძლო გიორგი კოხრეიძის მსგავსად სქრინვერსიები წარმოედგინა და ეჩვენებია, რომ ზოგიერთ გადაცემას 500, ან 700 მაყურებელი ჰყავს. „არსებობს Google …

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი: ჩვენ არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას 

25 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭო გეგმავს აირჩიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოს წევრები. ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესს. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დგას. „ვფიქრობდით, რომ უმაღლეს საბჭოში, რომელსაც ეს მაღალი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ჯერ კომისიის წევრების და შემდეგ მრჩევლების შერჩევის, ჩვენი განცხადება იქნებოდა …

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. სპეციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „თქვენ, ალბათ, კარგად იცნობთ ბოლო 6 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ პროცესებს. 2019 წლის 19 აპრილს, მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს, რისკის ქვეშ დადგა მაუწყებლის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა, …

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ვოლსკი აკრედიტაციის შეჩერებით დაემუქრა

„ამ გამოდევნებას თუ არ დაანებებთ თავს, მე გეუბნებით თქვენ, რომ ვითხოვ, აკრედიტაცია შეგიჩერონ… მეჩქარება, უნდა დავჯდე, თავმჯდომარე უნდა ვიყო, საკითხები მაქვს მოსამზადებელი“ – ასე მიმართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ნინო ხოზრევანიძეს, გია ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მისი გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის მცდელობამ, ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გაცხადებული პოზიციის შესახებ. …

აჭარის ტელევიზია და რადიო მეოთხედ აცხადებს კონკურსს დირექტორის ასარჩევად

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო მეოთხედ აცხადებს კონკურსს მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად. განცხადებები მიიღება 26 აგვისტოდან 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილების, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ …

აჭარა TV-ის დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა, მეორე კი ბორდის იმპიჩმენტს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა. გასაუბრების შემდეგ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა შოთა ზოიძემ, დირექტორის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ამავე ტელევიზიის თანამშრომელმა, ფირუზ ბოლქვაძემ კი, გასაუბრებაზე განაცხადა, რომ იგი ამ პროცესს უნდობლობას უცხადებს. „მრჩეველთა საბჭოს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს მაუწყებლის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კანდიდატი რა …

ჰონორარების საკითხს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ხელახლა განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს, რათა მრჩეველთა საბჭოს წევრთა ჰონორარის ოდენობის საკითხი განიხილოს. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ განიხილა და ხმათა უმრავლესობით საბჭოს წევრებისა და საბჭოს აპარატის წევრების ხელფასები გაიზარდა. კერძოდ, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის – თვეში 3 100 ლარით, ხოლო წევრების …

ივანიშვილი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს: რუსთავი 2-ის ფილიალი ხართ

ბიძინა ივანიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც მას კითხვებს უსვამდა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, უთხრა: „დაწყნარდით შვილო, ნუ უზრდელობ.  როგორ ერთმანეთს გავხართ (იგულისხმა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსთავი 2),  გიორგი გახარიამ დაიცვა რუსთავი 2-ის მეპატრონეები, თქვენიც (საზ.მაუწყებლის),“-განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც ის პარტიულ შეხვედრას დახურულ ფორმატში მართავდა. ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან  დაკავშირებით განაცხადა, …

Exit mobile version