742 600 ლარი მიუღებელია – აუდიტი მუნიციპალიტეტებში საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს თანხაზე

მოიჯარეები არღვევდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და დროულად არ იხდიდნენ საიჯარო გადასახადებს – აუდიტი სახელმწიფო ქონების არაეფექტურად განკარგვაზე მიუთითებს და არაერთ პრობლემურ საკითხს განიხილავს. ანგარიშში 2022 წლიდან  2024 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის პროცესია მიმოხილული. აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში 2024 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, მიუღებელი საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს თანხა 742 600 ლარია. …

პარლამენტის აპარატში ფულადი ჯილდოები და დანამატები უკანონოდ გაიცა – აუდიტი

საქართველოს პარლამენტის აპარატში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში კანონდარღვევით გაიცა ფულადი ჯილდოები და სახელფასო დანამატები. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტი წერს თავის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, ჯამში, 100 ათას ლარზე მეტი ჯილდო და დანამატია გაცემული 2022 წელს. აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის“ …

რესურსცენტრებს არ აქვთ ერთიანი სამოქმედო გეგმა, მისაღწევი მიზნები არ არის მკაფიო – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ეფექტურობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს. რესურსცენტრების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მონიტორინგი. თუმცა, როგორც აუდიტი წერს, რესურსცენტრებს არ აქვთ განსაზღვრული მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობა და სკოლების დაფარვის სიხშირე. „აღნიშნული კი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესების საფუძველია“, – წერს აუდიტი. მათივე შეფასებით, …

აუდიტის შენიშვნები აჭარის 2024 წლის ბიუჯეტზე – მთავრობა მხოლოდ რიცხვებს ცვლის

„მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს რეგიონში არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე. დასკვნა აუდიტმა დღეს, 13 დეკემბერს, გამოაქვეყნა, თუმცა, შენიშვნები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა აჭარაში, კახაბერ კირტავამ, 8 დეკემბერს სიტყვიერად მოახსენა უმაღლეს საბჭოს იმ სხდომაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. …

ნაჩვენებია სამუშაოები, რომელთა შესრულება მაღალი რისკის შემცველია – აუდიტი ბათუმის მერიაზე

„ერთი დღის შესრულებაში ნაჩვენებია ისეთი დიდი მოცულობის სამუშაოები, რომლის ფაქტობრივად შესრულება მაღალი რისკის შემცველია“, – წერს სახელმწიფო აუდიტი ბათუმის მერიის ორგანიზაციებსა და მიმწოდებლებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შესწავლის შემდეგ. ამ აქტების მიხედვით, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტებით შესრულებული სამუშაოები ჩაიბარეს. აუდიტორი ცალკეულ შემთხვევას აღწერს და მიუთითებს, რომ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით, შესრულებულად ნაჩვენებია და მიმწოდებელს აუნაზღაურდა 54 მილიონ …

393 000 ლარის დანამატი დასაბუთების გარეშე გაიცა – აუდიტი ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებზე 393 ათას 784 ლარის ოდენობის დანამატი ისე გაიცა, რომ თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობის ან ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის დავალება და მათი შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება – ასეთია სახელმწიფო აუდიტის დასკვნა. აუდიტის სამსახურმა სსიპ „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის შესაბამისობა შეისწავლა. აღნიშნული სამსახური წარმოადგენს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის …

„ამით უნდა დაინტერესდეს პრემიერი და პროკურატურა“ – საკრებულოს წევრი აუდიტის დასკვნაზე

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] რეზო ხარაზი ითხოვს პროკურატურა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, რომელიც აჭარის მთავრობის პროექტების მართვის კომპანიის 2020-2021 წლების მუშაობის შედეგების ანალიზს გვთავაზობს. აუდიტის დასკვნაში საუბარია მაღალბიუჯეტიანი პროგრამების ხარვეზებზე და ასევე არამიზნობრივ ხარჯებზე, რაც კომპანიას გასულ წლებში ჰქონდა. რეზო ხარაზის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით აუდიტის დასკვნა „შერბილებული …

რა მოიკვლია აუდიტმა „სიძულვილის ბანერების“ განთავსებაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერების განთავსებაზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ბანერები წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“ შპს „ალმას“ ბილბორდებზე თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოჩნდა. აუდიტის სამსახურმა ბანერების განთავსებიდან მალევე განაცხადა, რომ ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბანერების განთავსებაზე გაწეული ხარჯის …

„ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი“ – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაში დარღვევებზე 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ისეთ იურიდიულ პირს დაუკვეთა, რომელსაც მსგავსი სამუშაოს ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 2 884 841 ლარი გაიცა. აუდიტმა გამოარკვია, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, სამუშაოების შესასრულებლად სხვა პირები დაიქირავა. საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ 2019 …

რას პასუხობს არჩილ ჩიქოვანი აუდიტს, რომელმაც მერიაში დარღვევები დააფიქსირა

ბათუმის მერია დღეს, 31 იანვარს, სახელმწიფოს აუდიტის დასკვნას წერილობით გამოეხმაურა. ვრცელი განცხადების მხოლოდ ბოლო ნაწილი ეხება უკანონო მშენებლობებს ქალაქში, რაზეც სახელმწიფო აუდიტმა დაწერა, რომ „ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს.“ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ბათუმის საკრებულოს და მერიის 2019-2020 წლების საქმიანობას აფასებს. არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობას 2020 წლის ივლისიდან ასრულებს. 2021 წლის …

რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა ბსუ-ში

შიდა აუდიტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარღვევები აღმოაჩინა. მონიტორინგი მოიცავს 2019-2020 წლებს. დასკვნაში საუბარია როგორც ადმინისტრაციული ხასიათის, ასევე ფინანსურ დარღვევებზეც. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბათუმის უნივერსიტეტს დიდი ოდენობის ვალი ერიცხება. უცხოელი სტუდენტების საქმე აუდიტის დასკვნაში ყველაზე ვრცელი ადგილი სწორედ ამ ნაწილს ეთმობა. დასკვნის მიხედვით, 2020 წლის 1-ლი იანვრის  მდგომარეობით, უნივერსიტეტს სტუდენტების მიმართ 6 449 740  ლარის  ოდენობით …

პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან გასვლისთვის 75.5 მილიონი დაიხარჯა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც 2019-2018-2017 წლებს მოიცავს. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხება მასწავლებელთა სქემით გათვალისწინებული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობასა და ეფექტიანობას. აუდიტის დასკვნაში  წერია, რომ 2019 წელს სახელმწიფომ საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პროფესიიდან გასვლისთვის 75.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ (რომელიც ორი …

სამეცნიერო ფონდის განმარტება აუდიტის კრიტიკულ დასკვნაზე

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება. მათ მიერ მოწოდებულ ტექსტში აღნიშნავენ, რომ დარღვევები, რაზეც სახელმწიფო აუდიტი თავის დასკვნებში საუბრობს, იმ პერიოდს ეხება, როცა ფონდს სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა. „წინა ხელმძღვანელი“, ანუ ფონდის გენერალური დირექტორი მაშინ ზვიად გაბისონია იყო. 8 მლნ ლარი გამოუყვეს ფონდს, სადაც აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა „აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოდან ფონდს ჰყავს ახალი …

როგორ მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – აუდიტის შეფასება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე სახელმწიფო აუდიტის კრიტიკული შეფასების გამო ბულვარის დირექტორის სამსახურიდან დათხოვნას ამართლებს და ამავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე აკეთებს აქცენტებს. „ბათუმელები“ დაინტერესდა,  რას წერს და როგორ აფასებს აუდიტის სამსახური თავად ჯაბა ფუტკარაძის უწყების მუშაობს. სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ქონებას არაეფექტურად განკარგავს, ზოგ შემთხვევაში უარგუმენტოდ …

საია ბულვარის დირექტორის გათავისუფლებაზე: ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს

„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რასაც საბოლოო შეფასებას მისცემს სასამართლო,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების შესახებ. ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. მანამდე, 30 მარტს, ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გააპროტესტა პლაჟების კერძოს საკუთრებაში გადაცემა. ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების მიზეზად აჭარის მთავრობამ აუდიტის დასკვნა …

8 მლნ ლარი გამოუყვეს ფონდს, სადაც აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდი უპრეცენდენტოდ მაღალ დაფინანსებას – 8 მილიონ ლარს მიიღებს ფუნდამენტური კვლევებისთვის. „დაფინანსება მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რომლებიც ევროპული კვლევების საბჭოს კლასიფიკაციითაა დადგენილი“, – აცხადებენ სამინისტროში. სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისთვის კონკურსია გამოცხადებული, „რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალი იდეებისა და კონცეფციების შესწავლა-ანალიზი. კონკურსმა ხელი უნდა შეუწყოს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, …

ხელვაჩაურის მერი: უფლებამოსილებას გადავაჭარბეთ, მაგრამ ინვესტიციის მოზიდვა გვინდოდა

„ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ ხდება კორუფციული გარიგება,“ – აცხადებს რეზო ხარაზი „ნაციონალური მოძრაობიდან“. მან დღეს, 31 იანვარს, ხელვაჩაურში, აჭარისწყალზე ბრიფინგი გამართა და ნაპირგამაგრებისთვის ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 218 ათასი ლარის დახარჯვა გააპროტესტა. „რეალურად ნაპირგამაგრება უნდა განეხორციელებინა ინვესტორს, რომელიც აქ აკეთებს რესტორანს და სასტუმროს. საქმე იმაშია, რომ ეს ბიზნესი თენგიზ ქოქოლაძეს ეკუთვნის, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, …

20 წუთში ავტომანქანაში ჩაასხეს 188 ლიტრი საწვავი, როცა ავზის მოცულობა 60 ლიტრია – აუდიტი

ქობულეთის მერიაში 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით 18 ერთეული მსუბუქი, მაღალი გამავლობის სამორიგეო ავტომანქანა ირიცხებოდა. არსებული რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ნორმას – აღნიშნულია აუდიტის სამუშაო დოკუმენტში, რომელიც დღეს, 9 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე წარმოადგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამორიგეო ავტომობილების მიერ 2018 წელს სულ დახარჯულია 46 011 ლიტრი საწვავი, ღირებულებით – 99.5 …

276 შემთხვევაში ქობულეთის პლაჟს უფასოდ სარგებლობდნენ – აუდიტის სამუშაო დოკუმენტი

დღეს, 9 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა, პარტიის ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც წარმოადგინა აუდიტის შიდა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ეხება. დოკუმენტში საუბარია არაერთ დარღვევაზე, რომელზეც „ქობულეთის მერიას შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია“. აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ დოკუმენტი საბოლოო არ არის. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების …

თორნიკე რიჟვაძის განმარტება აჭარის ქონების იაფად გაყიდვაზე

დღეს, 11 ნოემბერს, აჭარის მთავრობაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ დამტკიცდა „ოცნების ქალაქში“ დაგეგმილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროექტი და მალე ტენდერიც გამოცხადდება. დღევანდელ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა კომენტარი სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზეც, სადაც წერია, რომ აჭარის მთავრობა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის სახელმწიფო ქონებას. „ჩვენ ამ ნაწილში გაგვიჭირდება დეტალებში შევიდეთ, …

„აწარმოე საქართველოში“ თანხების მიზნობრიობის კონტროლი სრულყოფილად ვერ ხორციელდება – აუდიტი

„ორგანიზაციაში – „აწარმოე საქართველოში“ არ არის დანერგილი კონტროლის სრულყოფილი მექანიზმები; არსებობს მაღალი რისკი, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლოს ბენეფიციარების მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის აღმოჩენა და დარღვევაზე დროული რეაგირება. შედეგად, იზრდება პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის არამიზნობრივად განკარგვის რისკი,“ – აცხადებს აუდიტი. ამასთან, 2014-2018 წლებში ორგანიზაციას ქირის სახით გადახდილი აქვს 1 442 259 ლარი, აუდიტი კი აღნიშნავს, რომ …

აუდიტი: უფასო ფაკულტეტების დაფინანსება შრომის ბაზრის საჭიროებებთან თანხვედრაში არ არის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტებად გამოცხადებული მიმართულებების დაფინანსება არ არის თანხვედრაში შრომის ბაზრის საჭიროებებთან. დასკვნის მიხედვით, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებისას, განათლების სამინისტროს შესაფერისი კვლევები არ ჩაუტარებია. „შესაბამისად, არ არის გამოკვლეული შერჩეული მიმართულებების თავსებადობა ქვეყნის საჭიროებებთან“, – წერია აუდიტის დასკვნაში. ანალიზის მიხედვით, არის შემთხვევები, …

ჯეჯელავამ სკოლის არჩეული დირექტორი გაათავისუფლა – დირექტორი სასამართლოში ჩივის

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დღეს, 16 ივნისს, საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანება მიიღო თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. მინისტრის ბრძანების მიხედვით, დირექტორი სკოლიდან შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძველზე არის გათავისუფლებული. მედეა გვენეტაძე არჩეული დირექტორია, მას ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წელს ეწურებოდა. მედეა გვენეტაძის …

რა დარღვევები დააფიქსირა აუდიტმა ბათუმის პირველ სკოლაში

დარღვევები ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურმა დააფიქსირა. დირექტორის, მედეა გვენეტაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კი, სკოლის სამეურვეო საბჭომ 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს. მედეა გვენეტაძე არჩეული დირექტორია და მისი გათავისუფლების უფლება განათლების სამინისტროს არ აქვს. შეიცავს თუ არა სკოლაში აღმოჩენილი დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს – განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ დასკვნა პროკურატურასაც გადაუგზავნეს. …

ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“, რომელიც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტმა გასული ორი წლის საქმიანობის შემოწმებისას არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოავლინა. დეპარტამენტმა „ბოტანიკური ბაღის“ 2014-2015 წლების ფინანსური აუდიტი ჩაატარა. დეპარტამენტის ინფორმაციით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ბოტანიკური ბაღის საბუღალტრო მონაცემებით, ორგანიზაციას 2014 წელს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული აქვს 1 357 924 ლარი, რაც 541 012 ლარით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ …

რა დარღვევები დააფიქსირა შიდა აუდიტმა „აჭარის ტელევიზიაში“

ტენდერის გამოცხადება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ტენდერის მოგება გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, როცა ეს აუცილებელი მოთხოვნაა; ხელშეკრულების გაფორმება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გარანტიის წარმოდგენის გარეშე – ეს და სხვა დარღვევები სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ შიდა აუდიტორულ ანგარიშშია დაფიქსირებული. ანგარიში 2015 წელს სრულად ასახავს. ტენდერები სხვადასხვა სატელევიზიო ტექნიკის, ასევე გადაცემის შესყიდვას შეეხება. „ყველა იმ სამსახურზე, …

Exit mobile version