Batumelebi | ბათუმში #64 უბანთან მიკროავტობუსში სიებით სხედან – აგრესია ჟურნალისტის მიმართ ბათუმში #64 უბანთან მიკროავტობუსში სიებით სხედან – აგრესია ჟურნალისტის მიმართ – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

ბათუმში #64 უბანთან მიკროავტობუსში სიებით სხედან – აგრესია ჟურნალისტის მიმართ

„ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბათუმში, #64 უბანთან გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსიში ამომრჩევლებს თანხას აძლევდნენ. ადგილზე გადასამოწმებლად მისულებს მიკროავტობუსში დაგვხვდნენ სიებით მოქალაქეები, რომლებიც აგრესიულად პასუხობდნენ „ბათუმელების“ ჟურნალისტის კითხვებს.

მიკროავტობუსში სულ ცოტა ხუთი ადამიანი ზის, მათგან ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ჟურნალისტის მიმართ.

ჩართული ტელეფონის დანახვისთანავე კაცი წამოდგა, უხეშად მოუწოდა ჟურნალისტს სივრცის დატოვებისკენ და მობილური ხელიდან დააგდებინა. იგი სახელსა და გვარს არ ასახელებს.

„ჩვენ ვართ საქმეზე გამოსული… ჩემი სიებია“ – ისმის ვიდეოჩანაწერში.

დღეს, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმში არაერთ საარჩევნო უბანთან შეინიშნება სამარშრუტო ტაქსის ან ადამიანთა ჯგუფის მობილიზება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან