მდინარე, რომელმაც 13 თვის წინ უმაღლესი საბჭოს მძღოლი გაიტაცა, დღემდე არ გაუწმენდიათ – აქცია

„გაუწმენდავი მდინარე საფრთხეს გვიქმნის, ვიტბორებით,“ – ამბობენ ხელვაჩაურში, სოფელ ვაშალომიძეებში მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც დღეს, 3 თებერვალს, კოლექტიური განცხადებით ხელვაჩაურის მერიას მიმართეს. განცხადებას ხელს აწერენ ის ადამიანები, რომლებმაც მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს 8 სოფელში ცხოვრობენ და მდინარის ქვიშა-ღორღისგან გაწმენდას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, გაუწმენდავი მდინარე ხშირად გადმოდის კალაპოტიდან, იტბორება სახლები, იხოცება პირუტყვი. „ჩვენ ახლა ვართ იმ …

ხელვაჩაურის მერის ხელფასიც გაიზარდა და 5060 ლარი იქნება

2022 წლის იანვრიდან ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გაზრდილ ხელფასს, 5 060 ლარს აიღებს. აქამდე მერის ხელფასი 3 500 ლარი იყო. გაზრდილ ხელფასებს აიღებენ მერის მოადგილეებიც. პირველი მოადგილის ხელფასი, 2 200 ლარის ნაცვლად, 3 850 ლარი იქნება, ხოლო მერის მოადგილის – 3 520 ლარი, 1800 ლარის ნაცვლად. ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით, ხელფასები ეზრდებათ მერიაში დასაქმებულ ყველა საჯარო …

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ ოპოზიციონერს მობილური წაართვა

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ, ოპოზიციური პარტიის კანდიდატს მობილური ტელეფონი წაართვა. შემთხვევა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 22 სექტემბერს, მოხდა. მობილური ტელეფონი გიორგი ნაგერვაძეს ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს წაართვეს. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრობის კანდიდატია და მოქალაქეების მერის მოადგილესთან შეხვედრას იღებდა. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, მერის მოადგილე შეხვედრის გადაღებით გაღიზიანდა. „გათიშე რა, არა გაქვს უფლება,“ …

„წვიმაში ბავშვთან ერთად ეზოში გავათენე“ – თხოვნა სოფლიდან, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა

„რამდენიმე დღის წინ როცა გაწვიმდა, მე და ჩემმა 7 წლის შვილმა გარეთ გავათენეთ, ამ დროს სახლში დაძინების მეშინია,“ – ამბობს ზედა ჯოჭოში მცხოვრები ნონა კახიძე. ეს ის სოფელია, სადაც 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩამოწოლილმა მეწყერმა ლევან თედორაძის სახლი წაიღო. დაიღუპა ცოლ-ქმარი და 14 წლის ბიჭი. იმ საღამოს მეწყერი ჩამოწვა ნონა კახიძის სახლთანაც. რამდენიმე დღეში გეოლოგებმა …

ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა პოსტი დატოვა – მას ცოლზე ძალადობას ედავებიან

ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, მირზა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მას პროკურატურა ოჯახში ძალადობას ედავება და ბრალი 11 მარტს წარუდგინეს, თუმცა ამ დრომდე მირზა ბახტაძე თანამდებობის პირი იყო. „მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ეს თანამდებობა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში. მირზა ბახტაძისთვის სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მირზა ბახტაძეს ოჯახში …

საკადრო ცვლილებები ნეპოტიზმის ნიშნებით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

„გაგვიშვეს ალბათ დამსახურების გამო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა ცინცაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში მუშაობდა და უმუშევარი დარჩა. მანანა ცინცაძე თითქმის 30 წელი „აგროვებდა სოფელ-სოფელ მარგალიტებს“, როგორც ამას თავად აღნიშნავს და მის პერიოდში შეიქმნა ანსამბლი „ათძალიც“…  ხელვაჩაურის ხელოვნების და კულტურის ცენტრში ფოლკლორის და კლუბებთან ურთიერთობების განყოფილებები გააუქმეს და მის ნაცვლად ტურიზმის, ასევე …

რა შეიცვალა სოფელში, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა – „გაწვიმდება თუ არა, გავრბივართ“

„მოდიან და მიდიან,“ –  ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენეს ჯოჭოელებმა, როცა მათ გეოლოგებსა და მეწყრის შემდეგ გაკეთებულ საქმეზე ვკითხეთ. ქვედა ჯოჭო ხელვაჩაურში ის პატარა სოფელია, სადაც დაახლოებით 5 თვის წინ მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა. ქვედა ჯოჭოში 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩამოწოლილმა მეწყერმა ლევან თედორაძის სახლი წაიღო. დაიღუპა ცოლ-ქმარი და 14 წლის ბიჭი. ცხედრები მაშველებმა მეორე დღეს იპოვეს. …

მიკროავტობუსების მძღოლების აქცია ხელვაჩაურში – რას პასუხობს მათ მერია

დღეს, 16 თებერვალს, ხელვაჩაურის მერიასთან მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე. ისინი პანდემიის პირობებში დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ, რომლის პირობებშიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, მიკროავტობუსების მოძრაობა შეზღუდულია. აქციის მონაწილეები დღესვე ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ბადრი შუშანიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვების მოხსნა ხელვაჩაურის მერიას არ შეუძლია. …

„რის საშუალებაც ჰქონდა მერიას, ისეთი ხიდი გაკეთდა“ – რკინის ხიდი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში რკინის საცალფეხო ხიდი სოფელ შარაბიძეებში მოაწყვეს. ახალი ხიდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დღეს, 11 თებერვალს, ფეისბუქში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრმა რკინის საცალფეხო ხიდის ის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც მოაჯირიც კი არ აქვს. ფეისბუქზე ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს საკუთარი მილიონიანი უკანონო მშენებლობებიც შეახსენეს. ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, „რის საშუალებაც ჰქონდა ხელვაჩაურის მერიას, ისეთი ხიდი გაკეთდა“. …

რას გეგმავს ხელვაჩაურის მერია დამეწყრილი ოჯახების დასახმარებლად 2021 წელს

ხელვაჩაურის მერიას 4 ათასამდე მოქალაქე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული კარმიდამოს და საცხოვრებელი სახლის გეოლოგიურ შესწავლას და დროულ რეაგირებას სთხოვს. 12 ნოემბერს ერთ-ერთი დამეწყრილი ოჯახი აჭარის მთავრობის შენობის წინაც აპროტესტებდა ხელისუფლების გულგრილობას და ამბობდა, რომ მთავრობამ არაფერი გააკეთა მათი სახლის გასამაგრებლად, სადაც ღამის გათევა სიცოცხლისთვის საშიშია. „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას წერილობით მიმართა და ჰკითხა, თუ რას აპირებს …

ჯოჭოში სტიქიით დაზიანებული ადგილების აღსადგენად მერია პროექტებს შეისყიდის

2020 წლის პირველ ოქტომბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების აღსადგენად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ხელვაჩაურის მერია ტენდერის გარეშე შეისყიდის, რისთვისაც 88 675 ლარია გამოყოფილი. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის მერიამ შესყიდვების სააგენტოს დღეს, 25 ნოემბერს მიმართა. პროექტების შესაძენად საჭირო თანხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობამ 19 ნოემბერს გამოუყო. „2020 წლის 01 ოქტომბერს აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ხელვაჩაურის …

E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს

ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის კვლევის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურებულია ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელთა არსებობა წყალში დაუშვებელია. სასმელ წყალში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტომ წყლის ნიმუშები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აიღო, შედეგები კი ოქტომბერში გამოაქვეყნა. ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო სხვადასხვა ბაქტერიით. …

თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სტიქიით დაღუპულ ოჯახზე: წერილი არ არის მოძებნილი

„ამ კონკრეტული ოჯახის წერილი არ არის მოძებნილი, მაგრამ ეს არანაირად არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან,“ – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. საუბარია პირველ ოქტომბერს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში განვითარებულ მეწყერზე, რომელმაც სახლი მოიყოლა და ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. ამავე სტიქიას იმსხვერპლა სახლთან ახლოს მყოფი ავტომობილის ორი მგზავრი. ხელვაჩაურის მერიაში ირწმუნებიან, რომ ოჯახს მერიისთვის …

ჯუმბერ ვარდმანიძემ კაბინეტი დატოვა და წავიდა – პროტესტი ხელვაჩაურის მერიასთან

ხელვაჩაურის მერიაში დღეს, 15 ოქტომბრის დილიდან, აქციას მართავენ სოფელ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები. ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ერთი საათის განმავლობაში იჯდა კაბინეტში, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები. ისინი მოითხოვდნენ ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ჯუმბერ ვარდმანიძემ პასუხი უნდა აგოს ჯოჭოს ტრაგედიაზე, რადგან …

ჯოჭოში მეწყრით დაღუპული ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მერის გადადგომას ითხოვენ [LIVE]

ხელვაჩაურის მერიასთან ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები და სოფლის მცხოვრებლები მივიდნენ. ისინი ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას და პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ხელვაჩაურის მერიის შენობაში, მერის კაბინეტში შევიდნენ. დასხდნენ და ამბობენ, რომ არ აპირებენ კაბინეტის დატოვებას, სანამ მერი გადადგომის შესახებ განცხადებას არ დაწერს. „მოვითხოვთ მერის გადადგომას და დასჯას“, – აცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის …

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. მიზეზი ხელვაჩაურის მერის მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელებისთვის“ შეურაცხყოფის მიყენებაა – ხელვაჩაურის მერის აგრესია წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილების შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. აუდიოჩანაწერი „ბათუმელებმა“ გუშინ, 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა. „წლების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით კორუფციულ გარიგებებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ამას მოწმობს აუდიტის დასკვნებიც, რომლებიც გამოქვეყნდა 2017, 2018 და …

“ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო” – ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ “ბათუმელების” ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება. ქარტიის განცხადებას “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ: “მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას. ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ …

„ვერ ვიძინებთ, გვეშინია“ – რას ყვებიან ჯოჭოში, სადაც მეწყერმა 5 ადამიანი იმსხვერპლა

„პირველად ჩვენს ოჯახში გეოლოგები 2008 წელს მოვიდნენ და დასკვნაც დაწერეს, რომ აქ ცხოვრება საშიშია. ჩვენ ისევ აქ ვცხოვრობთ…“ – გვიყვება ეთერ თედორაძე. ის ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში ცხოვრობს. ეს ის სოფელია, სადაც ორი დღის წინ მეწყერმა სახლი წაიღო. გუშინ მაშველებმა ოთხი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. 14 წლის ბიჭის ცხედარი მხოლოდ დღეს იპოვეს. მიწის უზარმაზარმა მასამ ლევან …

ხელვაჩაურის მერის მოადგილეს და ბაღების გაერთიანების უფროსს covid19 აქვთ

ხელვაჩაურის მერის მოადგილეს, კახაბერ ფუტკარაძეს და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსს – ნატო შერვაშიძეს კორონავირუსი აქვთ. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ დაუდასტურა. ხელვაჩაურის მერის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული ამ თანამდებობის პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია. კახა ფუტკარაძე კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირის წინ გადაიყვანეს, ნატო შერვაშიძე – ორი დღის წინ. ჯუმბერ ვარდმანიძე განმარტავს, რომ მერიის ყველა …

დაკეტილი კაბინეტები ხელვაჩაურის მერიაში „ოცნების“ კანდიდატების წარდგენისას

„მთლიანად მუნიციპალიტეტი იყო პარალიზებული მაშინ, როდესაც „ოცნება“ ვითომ მოსახლეობას ხვდებოდა, მე ყველა კაბინეტი დავიარე, მხოლოდ საკრებულოს აპარატში დამხვდა მთავარი სპეციალისტი ია დუმბაძე“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის მაღალმთიანეთიდან საქართველოს პარლამენტში. მიშა ბოლქვაძემ დღეს, 31 აგვისტოს, ფეისბუქზე, პირდაპირი ვიდეოჩართვით აჩვენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაცარიელებული შენობა და გამოკეტილი კაბინეტები. …

ხელვაჩაურში წყლის სისტემის მოწყობაზე ყალბი აქტების დამზადებისთვის 2 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორს ო.ბ.-ს და ექსპერტს ბ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. აჭარის პროკურატურამ შპს „მარიამი ო.ბ.-2006“-ის დირექტორი ო.ბ. და ექსპერტი ბ.მ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. პროკურატურამ ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, …

სალიბაურში მანქანები დაიტბორა – ხელვაჩაურის მერის თქმით, ზარალს კომპანია აანაზღაურებს

დღეს, 13 ივლისს, დილით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში ადიდებულმა მდინარემ დატბორა ორსართულიანი შენობის ეზო, მაღაზია და აქ მცხოვრებ მოსახლეობას ავტომანქანები დაუზიანა. ასევე, წყალი სარდაფებში შევიდა და ტერიტორია აატალახა. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორვა მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია, რომლის ფარგლებში კომპანია „პოლატმა“ მდინარეს დროებით შეუცვალა კალაპოტი. „ოცი წელია აქ ვცხოვრობ, ოცი წლის განმავლობაში ერთადერთხელ მახსოვს დატბორვა, ისიც …

რატომ არჩია ხელვაჩაურის მერიამ საზოგადოებასთან საუბარი პრორუსული არხიდან

ხელვაჩაურის მერიამ გაკეთებული საქმეების საზოგადოებისთვის გაცნობა საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესის“ საშუალებით გადაწყვიტა. ეს სააგენტო „მითების დეტექტორმა“ არაერთხელ ამხილა სიძულვილის ენის ტირაჟირებაში, ასევე იმ მასალების მიზანმიმართულად გავრცელებაში, რომელიც კრემლს და რუსულ პროპაგანდას აწყობს. სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან ე.წ. კრემლისტური მედიაორგანიზაციების დაფინანსების რამდენიმე ფაქტი აქამდეც დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს გაუფორმებია კონტრაქტი „მარშალპრესთან“, რისთვისაც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 11 …

2,3 მილიონი ლარი აქვთ, მაგრამ ახალშენში საბავშვო ბაღს მაინც ვერ აშენებენ

ხელვაჩაურის მერია მესამე წელია, რაც სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობას ვერ იწყებს. ბაღის მშენებლობაზე ტენდერი მერიამ ხელახლა გამოაცხადა – შეცვლილი პირობით და ნაკლებ ფასად. წინა ტენდერის შეწყვეტის მიზეზი კერძო კომპანიის საჩივარი გახდა, რომელიც დავების საბჭომ დააკმაყოფილა. შეწყვეტილ ტენდერში საწყისი ფასი 2 474 610 ლარი იყო, ერთ-ერთი პრეტენდენტი კი მერიას მშენებლობას 2 111 999 ლარად სთავაზობდა. …

ხელვაჩაურში შტატგარეშე თანამშრომლები უფუნქციო ობიექტებზეა დასაქმებული – აუდიტის ანგარიში

ხელვაჩაურის მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეთა ნაწილი საერთოდ უფუნქციოდაა, ან კიდევ ხელოვნურადაა შექმნილი ისეთი თანამდებობები, რომელთა არსებობა სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი; დასაქმებულთა ნაწილი არ ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს; ამასთან, შტატგარეშე დასაქმებული არიან იმ ობიექტზეც, რომელიც წლებია არ ფუნქციონირებს [მაგალითად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი, სადაც დასაქმებულია 3 ადამიანი] – ასეთია აუდიტის დასკვნა, რომელიც ორი …

ხელვაჩაურის მერიამ ნაპირი უკანონოდ გაამაგრა ადრე გაყიდულ ნაკვეთებთან, სადაც სასტუმრო შენდება – აუდიტი

ხელვაჩაურის მერიამ, ბათუმი-ახალციხის გასწვრივ, მდინარე აჭარისწყალზე, 2018 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება 219 ათას 097 ლარზე გააფორმა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი, მერიას ამ სამუშაოების ჩატარების უფლება არ ჰქონდა. აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ მერიამ ნაპირგამაგრებამდე მიმდებარე ნაკვეთები გაყიდა, სადაც კერძო კომპანია სასტუმრო/რესტორანს აშენებს. „აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2018 წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებამდე, მუნიციპალიტეტის მიერ …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათება მოეწყო

სოფელ ზანაქიძეებში, ზედა თხილნარსა და შუა მახინჯაურში დასრულდა გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 49 880 ლარი დაიხარჯა. 2019 წელს გარე განათების მოწყობის 16 პროექტი განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოების შესრულებით შესაძლებელი გახდა 25 კილომეტრამდე შიდა სასოფლო გზის განათება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასრულებული პროექტები

თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ ერთი თანამედროვე მინისაფეხბურთო მოედანი მოეწყო. სოფელ აგარაში არსებული მინისტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 60 955 ლარი გამოიყო. 2019 წელს მუნიციპალიტეტში ჯამში 6 მინისპორტული მოედანი მოეწყო. სოფელ სამებაში, ხელვაჩაურსა და აჭარისწყალზე საავტომობილო გზებთან ჯამში 3 ერთეული ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაო დასრულდა. პროექტის ღირებულება 83 815 ლარს შეადგენს. 2019 წელს გზის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სტენდები განთავსდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დღეს, 6 ნოემბერს, ოთხ მისამართზე ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სტენდები განათავსეს. სტენდების საჯარო პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (USAID / CENN WMTR II)[ რომელსაც ახორციელბს CENN] კოორდინატორი აჭარის რეგიონში – …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომბოლოში მინი სტადიონი მოეწყობა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომბოლოში, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ღირებულება 60 314 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები ხელვაჩაურის მოსახლეობასთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მახინჯაურისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. ,,მოვედი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რათა მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და განვსაზღვროთ 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები,’’ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სოფელ მახინჯაურში, განთიადში, კაპრეშუმსა და ორთაბათუმში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, პარლამენტის დეპუტატები: მუხრან ვახტანგაძე და …

ხელვაჩაურის მერიას 2,4-მილიონიანი ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის გამო კომპანია „არგუსი“ დავების საბჭოში უჩივის. კომპანია მიიჩნევს, რომ კონკრეტული ტიპის მშენებლობის გამოცდილების მითითება, რაც ტენდერის პირობაშია ასახული, ზღუდავს ჯანსაღ კონკურენციას და ახდენს პრეტენდენტთა დისკრიმინაციას. კომპანიას არ ეთანხმება ხელვაჩაურის მერია, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება კი ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში – „საუკეთესო პრაქტიკა – მოსახლეობის მონაწილეობა პრიორიტეტების განსაზღვრისას“ და საჩუქრად სპეციალური ჯილდო და სერთიფიკატი გადაეცა. აღნიშნული ნომინაცია გულისხმობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებისას, მოქალაქეების ჩართულობით პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და პროექტებისა და პროგრამების მაქსიმალურად მორგებას მოსახლეობაზე. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე …

ბიზნესმენმა სარფში სახელმწიფო მიწა დაიკავა და სასტუმროს უკანონოდ აშენებს

ექიმი და სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი, სარფში 3008 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, სასტუმრო-კომპლექსს უკანონოდ აშენებს. სწორედ ეს მიწის ნაკვეთი გამოიტანა სახელმწიფომ ახლახანს აუქციონზე გასაყიდად. სავარაუდოდ მიწის ნაკვეთს სწორედ დიმიტრი ტვილდიანი იყიდის. მშენებლობაზე, როგორც ხელვაჩაურის, ასევე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია, თუმცა უკანონო მშენებლობისთვის მშენებელი არც დაუჯარიმებია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე …

აქცია “დავასუფთავოთ მსოფლიო” ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ყოველწლიურ საერთაშორისო აქციას „დავასუფთაოთ მსოფლიო“. აქცია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, მასში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. აქციის მონაწილეებმა ნარჩენებისაგან გაწმინდეს ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების, მდინარისპირა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიები. კამპანია სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო“ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი სოფელ კაპრეშუმში. უახლოეს პერიოდში დასრულდება შენობის კარკასის მშენებლობა. საცხოვრებელი სახლის ბინები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეკომიგრანტ ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემა. პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა წარიმართოს. პროექტისათვის 2019 წლის ბიუჯეტით 1 500 000 ლარია გათვალისწინებული. კომპანია ,,მშენებელმა’’ სამუშაოების I ეტაპი 2020 წლის 10 იანვრამდე უნდა …

Exit mobile version