ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 474 610 ლარია. ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2017 წელს ხარვეზიანი პროექტით და მეწყერსაშიშ ნაკვეთზე დაიწყო, რის გამოც პროექტი ვერ განხორციელდა. ახალი ნაკვეთი იმ ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს, რომელიც მეწყერსაშიშია და სადაც ბაღი უნდა აშენებულიყო. ბაღის მშენებლობისთვის ახალშენში ამჯერად 8 …
Tag Archives: ხელვაჩაურის მერია
ეკუთვნის თუ არა სტიპენდია მეოთხეკურსელს – სტუდენტმა ბსუ-ს სასამართლო დავა მოუგო
სტიპენდიის გამო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა სტუდენტმა მეგი ბაკურიძემ უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივლა. მას მეოთხე კურსის მეორე სემესტრის სტიპენდია არ მისცეს, რაც თვეში 100 ლარია. მეგი ბაკურიძემ ასევე ვერ აიღო სტიპენდია ხელვაჩაურის მერიისგან – ჯამში 400 ლარი. ამ უწყებასაც უჩივლა უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის კურსდამთავრებულმა სასამართლოში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ ფრიადოსან სტუდენტებს აძლევენ სტიპენდიას, რომლებიც სემესტრის ბოლოს …
Continue reading “ეკუთვნის თუ არა სტიპენდია მეოთხეკურსელს – სტუდენტმა ბსუ-ს სასამართლო დავა მოუგო”
მოქალაქე ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის
ხელვაჩაურში მცხოვრები ირაკლი მესხი ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის. ირაკლი სოფელ მნათობში ცხოვრობს, სადაც მერიას შიდა სასოფლო გზა გაჰყავს. მოქალაქე ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერი გეოლოგის დასკვნას არ ითვალისწინებს და მისი სახლის დამეწყვრის საფრთხე არსებობს. „ჩემს სახლთან არაერთხელ ჩამოწვა მეწყერი, პირველად 1989 წელს იყო ეს…“ – გვიყვება ირაკლი მესხი და სხვადასხვა დროს სახლთან ჩამოწოლილი მეწყრის ფოტოებს გვაჩვენებს. …
Continue reading “მოქალაქე ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის”
„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში მცხოვრები ნანა კოჩალიძე. ამ სოფლის მოსახლეობამ დღეს, 5 ივნისს, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან გამართა. „დილით გამოუშვებენ მხოლოდ და იმდენად პატარაა, რომ იკარგება მილებში. სანამ ონკანამდე გადმოვა წყალი, წყვეტენ… ხელისუფლება ამბობს, წყალი გავაკეთეთო, მაგრამ არც წინა წლებში ყოფილა არასდროს და არც ახლა გვაქვს. 400 …
Continue reading “„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს“ – აქცია აჭარის მთავრობასთან”
ხელვაჩაურის პრობლემურ ტენდერებზე თორნიკე რიჟვაძეს პასუხს სთხოვენ
„ან თვითონ გახდა თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში არსებული კორუფციული სქემების თანამონაწილე, ან ეს იყო პიარის ნაწილი,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. მან დღეს, 27 მაისს, რეზო ხარაზთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი მოაწყო და მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, 30 აპრილს გაკეთებული განცხადება შეახსენა – 30 აპრილს მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ …
Continue reading “ხელვაჩაურის პრობლემურ ტენდერებზე თორნიკე რიჟვაძეს პასუხს სთხოვენ”
ხელვაჩაურის მერია 105 ათასი ლარის თხილის ნაჭუჭს ყიდულობს
ხელვაჩაურის მერიამ ენერგოეფექტური ღუმელები შეიძინა. ამჯერად მერია თხილის ნაჭუჭის შეძენას აპირებს და ამისთვის სავარაუდოდ 105 ათასი ლარი დაიხარჯება. „ჩვენი პროექტი არის, როგორც სოციალურზე, ისე გარემოს დაცვაზე ორიენტირებული, ხე-ტყის მოხმარება შემცირდება,“ – გვითხრა რეზო ვარშანიძემ, ხელვაჩაურის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის უფროსი. რეზო ვარშანიძის განმარტებით, უკვე შეძენილი 168 ღუმელი ხელვაჩვაურში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს …
Continue reading “ხელვაჩაურის მერია 105 ათასი ლარის თხილის ნაჭუჭს ყიდულობს”
ხელვაჩაურის მერი საგამოძიებოში გამოკითხვაზე: „იყო გასაუბრება“
ხელვაჩაურში სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების საქმეზე ხელვაჩაურის მერი – ჯუმბერ ვარდმანიძეც გამოკითხეს. „კი, იყო გასაუბრება, მაგრამ რაზე ვისაუბრეთ, ვერ გეტყვით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯუმბერ ვარდმანიძის გამოკითხვა საგამოძიებო ორგანოში დილის 4 საათამდე გაგრძელდა. ხელვაჩაურის მერმა შეხვედრის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზეც უარი თქვა. „საბოლოო გადაწყვეტილება იქნება სასამართლოს …
Continue reading ” ხელვაჩაურის მერი საგამოძიებოში გამოკითხვაზე: „იყო გასაუბრება“”
გამოძიება: ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი კომპანიას თანხის დაუფლებაში დაეხმარა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ხოლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განახორციელა ახალშენის კულტურის სახლის …
Continue reading “გამოძიება: ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი კომპანიას თანხის დაუფლებაში დაეხმარა “
საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა
დღეს, 2 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი მერიის შენობაში დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სპეციალისტი ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებითაა დაკავებული. ახალშენის კულტურის სახლის შენობის მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიას 469 ათას 466 ლარზე ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ფელიქსთან“. სწორედ მეორე ეტაპის სამუშაოების დროს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ კულტურის …
Continue reading “საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა”
სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელვაჩაურის მერიის საქმიანობას სწავლობს – ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახურში ადასტურებენ, თუმცა არ საუბრობენ კონკრეტულ დეტალებზე, რას სწავლობს უსაფრთხოების სამსახური მერიაში. „საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, მეტ დეტალებს ვერ გეტყვით“, – გვითხრეს სუს-ის პრესსამსახურში. ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მათთან საფინანსო სამსახური იყო, რომელიც ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობით დაინტერესდა. „მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპი …
Continue reading “სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს”
ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ მესამედ გამოაცხადა. სატენდერო თანხა კვლავ 3 335 145 ლარია. წინადადებების მიღება ამჯერად 23 იანვარს დაიწყება და 2019 წლის 28 იანვარს დასრულდება. მრავალბინიანი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის ვადა, თავდაპირველად განსაზღვრული 2019 წლის ნოემბრის ნაცვლად, 2020 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში ეკომიგრანტებისთვის …
ეკომიგრანტებისთვის ორთაბათუმში სახლი აშენდება – ხელვაჩაურის მერია ტენდერს მეორედ აცხადებს
ხელვაჩაურის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 335 145 ლარია. ტენდერის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორია, სადაც ეკომიგრანტებისთვის სახლი უნდა აშენდეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში მდებარეობს. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა მოიცავდეს 39 საცხოვრებელ ბინას (მათ შორის 10 ოროთახიანი უნდა იყოს – თითოეულის ფართობი …
ხელვაჩაურის საკრებულომ დააზუსტა, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას მისი გადადგომის შემთხვევაში
დებულება, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულომ დღეს, 30 ოქტომბერს, დაამტკიცა, ადგენს ვინ შეასრულებს მუნიციპალიტეტის არჩეული მერის მოვალეობას მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში და იმ შემთხვევაშიც, თუ თანამდებობაზე არც მოადგილეა დანიშნული ან თანამდებობიდან ისიც წავიდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ირწმუნება, რომ არსად წასვლას არ აპირებს და მერის დებულებაში ცვლილება მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეიტანეს. კითხვაზე, …
„ხელვაჩაურის მერია დანაპირებს არ ასრულებს“ – გემულაურის მოსახლეობა წყალს ითხოვს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გემულაურის მოსახლეობა მერიას წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს. როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, მერია მათ სოფლის ტყეში აღმოჩენილ წყაროზე სათავე-ნაგებობის მოწყობას დაჰპირდა, თუმცა ახლა დანაპირების შესრულებაზე უარს ამბობს. „ჯერ გვითხრეს, თუ წყალს იპოვით, სოფელში მოყვანაში ჩვენ დაგეხმარებითო. ვიპოვეთ წყარო, მერიის წარმომადგენლები მივიდნენ, შეამოწმეს, დაათვალიერეს. გაკეთდა პროექტი და ტენდერიც გამოცხადდა 300 ათას ლარზე,“-გვეუბება სოფლის მცხოვრები …
Continue reading “„ხელვაჩაურის მერია დანაპირებს არ ასრულებს“ – გემულაურის მოსახლეობა წყალს ითხოვს”
სახანძრო უსაფრთხოების კიბე კარის გარეშე – მშენებელი კომპანიის განმარტება
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზედაც ჩანს, რომ სახანძრო უსაფრთხოების კიბე შენობის მეორე სართულზე ადის, თუმცა კიბის ბოლოში კარი არ არის და ყრუ კედელია. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენის კულტურის სახლის შენობა, რომლის მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიას 469 ათას 466 ლარზე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ფელიქსთან“. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, …
Continue reading “სახანძრო უსაფრთხოების კიბე კარის გარეშე – მშენებელი კომპანიის განმარტება”
ვითარება წვიმის შემდეგ მახინჯაურში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გაიტანეს (ფოტო, ვიდეო)
სოფელ მახინჯაურში, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანაგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და მიმართულება შეიცვალა. შედეგად ტალახიანი წყალი აქ მცხოვრებთა სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ღელე ბიძინა ივანიშვილის ხეების ამოთხრამდე არასოდეს არ ადიდებულა ისე, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო. კოკისპირული წვიმის დროს წყლის დონე იმატებდა, თუმცა არათუ სახლები …
ხელვაჩაურში მეწყერმა 5 ოჯახთან მისასვლელი გზა ნაწილობრივ ჩაკეტა – არის განმეორების საფრთხე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზედა სამებაში, მალაყმაძეების უბანში, ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც ნაწილობრივ გადაიკეტა ხუთ ოჯახთან მისასვლელი გზა, არსებობს მეწყრის გამეორების საფრთხე; გარდა ამისა, მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიხერგა ხელვაჩაურში სოფელ კაპრეშუმიდან აგარის მიმართულებით. მერიის ინფორმაციით, საგზაო დეპარტამენტმა გააგზავნა ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. სოფელ მახინჯაურში ადიდდა მდინარე, რის შედეგადაც დაიტბორა რამდენიმე …
ხელვაჩაურის მერიას კერძო კომპანია დავების საბჭოში უჩივის
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას შესყიდვების სააგენტოსგან „მშენებელი 2018“ ითხოვს. დავა ეხება ტენდერს, რომელიც ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 მილიონ 335 ათას 145 ლარია. ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში სთავაზობდნენ მერიას სახლის აშენებას, სატენდერო კომისიამ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მისცა: ჯერ შპს „ალიგატორი …
Continue reading “ხელვაჩაურის მერიას კერძო კომპანია დავების საბჭოში უჩივის”
ხელვაჩაურის სოფლებს ფაროსანას შემდეგ პეპელა შეესია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მავნე მწერების უჩვეულო მატებაზე საუბრობენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მწერების ამ რაოდენობა სოფელში აქამდე არ ყოფილა, მცირე ზომის პეპლები აზიანებენ მცენარეებს და სახლშიც შედიან. მწერზე არ მოქმედებს ფაროსანას შესაწამლი პრეპარატი, ახლა ახალსოფელსა და მიმდებარე სოფლებში ფაროსანა თითქმის არ არის, თუმცა მოსახლეობა პეპლებს ვერ იგერიებს. „შეწამლეს ფაროსანა და დავისვენეთ. მერე გაჩნდა ბუზები, ორ …
Continue reading “ხელვაჩაურის სოფლებს ფაროსანას შემდეგ პეპელა შეესია”
ხელვაჩაურის მერია ეკომიგრანტებისთვის სოციალურ სახლს ააშენებს
ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 335 145 ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის ნაპირთან, 2019 წლის დეკემბრამდე უნდა აშენდეს. სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია. მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა იქნება ოროთახიანი [თითოეული ბინის ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – …
Continue reading “ხელვაჩაურის მერია ეკომიგრანტებისთვის სოციალურ სახლს ააშენებს”
80 ოჯახს აჭარის მთავრობა თვითნებურად დაკავებულ ფართობებსა და შენობებს უკანონებს [სია]
80 ოჯახი, რომლებიც თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართობს ან შენობას ფლობენ და ამ შენობაში ცხოვრობენ, ამავე ქონებას საკუთრებაში მიიღებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ეს ქონება პირდაპირი განკარგვის მიზნით, მოსარგებლეებზე გადასაცემად, მუნიციპალიტეტებს მოსთხოვა. ეს საკითხი ბათუმის საზღვრებში არსებულ ნაკვეთებსა და ფართობებთან მიმართებაში ბათუმის საკრებულომ უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა. ამჯერად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის საკრებულოს მერიას …
„ყველაფერს მოდებული“ მოზარდები ხელვაჩაურიდან
15 წლის ლუკა ქათამაძე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ტრენინგს ესწრება, ტრენინგი ჟურნალისტიკაზეა. ლუკა ყურადღებით უსმენს ტრენერს. უნდა ბოლოსდაბოლოს იპოვოს კითხვაზე პასუხი, როგორი პროფესიაა ჟურნალისტიკა. ლუკა ძიებაშია, სულ მალე მას პროფესიის არჩევა მოუწევს. ამბობს, რომ ბევრი პროფესია მოსწონს, მათ შორისაა ჟურნალისტიკაც. ამ ცენტრის აქტივობებში შარშან 3 ათასამდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. „მოინდომოს თუ არ მოინდომოს?“ – ლუკას დასკვნების გაკეთებაში ახალგაზრდობის …
Continue reading “„ყველაფერს მოდებული“ მოზარდები ხელვაჩაურიდან”