უსკოს თავმჯდომარე პაატა კეშელავა იქნება – მისი ხელფასი 9 600 ლარია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკოს] თავმჯდომარედ, 13 ხმით და 5 წლის ვადით, აჭარაში „ქართული ოცნების“ უმაღლესმა საბჭომ პაატა კეშელავა აირჩია. ამ საკითხს დღეს, 18 ივნისს, უყარეს კენჭი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. გახარიას პარტიის ორმა წევრმა „თავი შეიკავა“ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. უსკოს თავმჯდომარეობა კიდევ ერთ კანდიდატს – მარიამ გუგუნავასაც სურდა, თუმცა კომისიამ არჩევანი პაატა კეშელავაზე …

პაატა კეშელევა უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარეობის კანდიდატად პაატა კეშელავა შეარჩიეს. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად აჭარის უმაღლეს საბჭოში სპეციალური კომისია იყო შექმნილი. უსკოს თავმჯდომარეობა ორ კანდიდატს სურდა – მარიამ გუგუნავას და პაატა კეშელავას. კომისიამ არჩევანი სწორედ ამ ორი კანდიდატიდან გააკეთა. მარიამ გუგუნავა 2020 წლიდან უსკოს წევრია, რაც შეეხება პაატა კეშელავას, ის 2007 წლიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში, …

ხელფასებში ცესკომ სამ წელში 113,3 მილიონი ლარი დახარჯა

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო [ასევე საუბნო] კომისიების ხარჯებმა ჯამში 9,1 მილიონი ლარი შეადგინა. სწორედ ეს თანხაა მითითებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] 10 ოქტომბრის დადგენილებაში. აღნიშნული ხარჯები ცესკოს მიერ თავიდან განსაზღვრულზე 1,4 მილიონით მეტია. „2025 წლის ოქტომბერში გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ცესკომ …

უსკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს უკვე იარაღის ტარების უფლება აქვთ. შესაბამის დადგენილებას „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დადგენილება 2025 წლის 18 მარტიდან ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილებაში – „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ – შევიდა ცვლილება და დაემატა შემდეგი შინაარსის მუხლი: …

უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები აქციის ფონზე შეაჯამა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და უმაღლეს საბჭოშიც არ შევლენ. ვრცლად: „არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში „საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში …

დღეს უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აჯამებს – შენობასთან აქციაა

დღეს, 18 ნოემბერს, 12:00 საათზე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] სხდომა გაიმართება. უსკო დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს. სხდომის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიები შენობის წინ აქციას მართავენ. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და …

შემაჯამებელი სხდომის პარალელურად უსკოსთან აქცია გაიმართება

18 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) შენობის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას გამართავენ. საპროტესტო აქციას უერთდება ყველა ბარიერგადალახული პარტია. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა. უსკოს თავმჯდომარე არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხვალ მოაწერს ხელს. საპროტესტო აქცია უსკოსთან 18 ნოემბერს, 11:30-ზე დაიწყება. ამავე თემაზე: უსკო 18 ნოემბერს აჭარის …

უსკო 18 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს შეაჯამებს

18 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) სხდომას გამართავს, სადაც არჩევნების შედეგებს შეაჯამებს. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართა. უსკოს თავმჯდომარე არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხვალ მოაწერს ხელს. საარჩევნო კომისიის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ვინ წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ უსკოს წევრობის კანდიდატებად

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] სამ ვაკანტურ პოზიციაზე 6 პირი წარადგინა. კანონის მოთხოვნით, მთავრობის თავმჯდომარემ უსკოს წევრობის თითო ვაკანტურ პოზიციაზე 2-2 პირი უნდა წარადგინოს. უმაღლესი საბჭო კი მათგან თითოს დაამტკიცებს. ამ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ირჩევს ახალ წევრს ერთი გარდაცვლილი წევრის ნაცვლად [უკოს წევრი ირაკლი გვარამია კოვიდით გარდაიცვალა] და 2 დამატებით წევრს …

წინა არჩევნებზე „ოცნების“ წარმომადგენელი ახლა უსკოს უპარტიო წევრი გახდა

უსკოს ახალი წევრი ირაკლი გვარამია, რომელიც უპარტიო წევრის სტატუსით რამდენიმე დღის წინ შევიდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, 2020 წლის არჩევნებზე უსკოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. ის 2013 წლიდან უმაღლესი საბჭოს აპარატში მუშაობს და არ მალავს, რომ „ოცნების“ დეპუტატ დავით ბაციკაძესთანაც მეგობრობს. „ნათესავიც არის, ის ჩემი შვილის ნათლია,“ – გვიპასუხა ირაკლი გვარამიამ. უპარტიო წევრის შეფასებით, მისი ამ პოზიციაზე …

პირველი არჩევნები შავი და თეთრი კენჭებით ბათუმში – ვის ჰქონდა ხმის მიცემის უფლება 

„კანდიდატების წინ დგამდნენ ყუთებს, ყუთებთან კანდიდატები იდგნენ და ხალხი ყუთში აგდებდა თეთრ ან შავ ქვას, ასე ტარდებოდა არჩევნები,“ – გვიყვება ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე. ის ავტორია წიგნისა „არჩევნების ისტორია აჭარაში“, რომელიც უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია უსკო-ში დღეს, პირველ ივლისს, გაიმართება. ირაკლი ირემაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, როგორ ჩატარდა პირველი არჩევნები ბათუმში და რას აჩვენებს არჩევნების ისტორია. …

უსკოს თავმჯდომარე ისევ პარმენ ჯალაღონია იქნება

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ისევ პარმენ ჯალაღონია იქნება. უსკო-ს თავმჯდომარე დღეს, 11 ივნისს, აირჩიეს აჭარის უმაღლეს საბჭოში. პარმენ ჯალაღონიას კონკურენტი არ ჰყავდა. მას უმრავლესობის 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის პროცესში ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ მონაწილეობდა. — მოქმედი კანონმდებლობით, უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურას უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წარუდგენს: აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი …

უსკოს თავმჯდომარედ ისევ პარმენ ჯალაღონია წარადგინეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის პოზიციაზე თორნიკე რიჟვაძემ მოქმედი თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია წარადგინა. კანონმდებლობით მას აქვს უფლება ამ პოზიციაზე მეორე ვადით იმუშაოს. თორნიკე რიჟვაძემ ერთ ვაკანსიაზე ასევე წარადგინა უსკოს წევრობის ორი კანდიდატი – რამაზ ფირცხალაიშვილი და ირაკლი გვარამია. კანონის თანახმად, თორნიკე რიჟვაძის მიერ წარდგენილ კანდიდატს უსკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უმაღლესი საბჭო ირჩევს. არჩევის შემთხვევაში პარმენ …

აჭარის მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

აჭარის მთავრობამ უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ორი წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.  უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ კომისიის თავმჯდომარეს პარმენ ჯალაღონიას და მდივანს სოფიო კახაძეს. ორივე მათგანს შეუძლია ისევ მიიღოს კონკურსში მონაწილეობა, რადგან კანონმდებლობით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ორი ვადით მუშაობა შესაძლებელია. პარმენ ჯალაღონია და სოფიო კახაძე უმაღეს საარჩევნო კომისიაში 2016 წელს შევიდნენ, კანონმდებლობით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადა მათ ივნისში …

უსკო-ს თავმჯდომარეს „ივანიშვილის სერტიფიკატი“ მიუტანეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენენ და მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. დღეს, 4 დეკემბერს, უსკო 31 ოქტომბრის არჩევნებზე შემაჯამებელ ოქმს მიიღებს. საპროტესტო აქცია სხდომის პარალელურად იმართება. აქციის მონაწილეებმა უსკო-ს თავმჯდომარეს, პარმენ ჯალაღონიას „ივანიშვილის სერტიფიკატი“ მიუტანეს და პირადად მისი გადაცემა ითხოვეს, თუმცა დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას …

ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო

21 წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 11 წევრი შევა, ამას დაემატება ერთი ქობულეთის მაჟორიტარი „ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, რომელმაც ბარიერი გადალახა. ორ მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება. უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33,96 პროცენტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო …

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გადავიდნენ გიორგი კირთაძე და ტიტე აროშიძე – უსკო

უმღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ინფორმაციით ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში [#28] წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებიდან მეორე ტურში გადავიდნენ ტიტე აროშიძე „ქართული ოცნებიდან“ და გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ ტიტე აროშიძე საარჩევნო კამპანიას აგრძელებს და პერიოდულად ამომრჩეველთან შეხვედრების შესახებ ფეისბუქზეც პოსტავს, გიორგი კითაძე კი აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ მიიღებს და ის ბრძოლას არჩევნების შედეგების ბათილად …

გაერთიანებულ ოპოზიციას აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მანდატი შეხვდება – უსკო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით აჭარის უმაღლესი საბჭო ორპარტიული იქნება და გაერთიანებულ ოპოზიციას შვიდი მანდატი შეხვდება.  უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ აიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33, 96 პროცენტს , ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო,  რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  45, 86 პროცენტია. ამ მონაცმების შესაბამისად პროპორციული სიის მიხედვით …

ბათუმში უსკოს შენობასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] შენობასთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია იმართება. პარალელურად, დღეს, 14 ნოემბერს, უსკოს სხდომაც იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. უსკოს დღის წესრიგშია რამდენიმე საკითხი, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება. უსკომ უნდა მიიღოს ასევე განკარგულება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი …

აჭარაში ოპოზიციამ ჯამში 97 615 ხმა მიიღო, „ოცნებამ“ კი – 82 687

აჭარაში ჯამში 14 928 ხმით მეტი მიიღო მთლიანობაში ოპოზიციამ, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“. უსკო-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 97 615-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი [54,1%], ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 82 687-მა [45.9]. საკუთარი არჩევანი აჭარის რეგიონში სულ 180 302-მა ადამიანმა დააფიქსირა. ბათუმის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 12 227-ით მეტი ხმა ოპოზიციის ხმები – …

15 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებში ამომრჩეველთა 35.97%-მა მიიღო მონაწილეობა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონში ამომრჩეველთა აქტივობამ ყველა საარჩევნო უბანზე ჯამში 35.97 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 112 023 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში შუახევში დაფიქსირდა. ბათუმის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 45 466-მა ამომრჩეველმა, რაც 32.22%-ს შეადგენს; ქობულეთში – 26 316 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც 37.86%-ია; ხელვაჩაურში 16 100 ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, …

12 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 17.76%-მა მისცა ხმა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით აჭარაში, 12 საათის მონაცემებით, 55 933-მა ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა 17.76%-მა მიიღო მონაწილეობა. აჭარაში სამი მაჟორიტარული ოლქია. 12 საათის მონაცემებით აქტივობა ოლქებში ასე გამოიყურება: #28 ბათუმის საარჩევნო ოლქი – 16.52% [24 331 ამომრჩეველი]; #29 ქობულეთის საარჩევნო ოლქი  – 18.38% [13 018 ამომრჩეველი]; და #30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – …

აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 6211-ით გაიზარდა – უსკოს განახლებული მონაცემები

უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარაში მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობას აქვეყნებს. განახლებული მონაცემებით, აჭარაში სულ 315 060 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათ შორის, 147 291 ამომრჩეველია ბათუმში [28-ე მაჟორიტარული ოლქი]. 29-ე მაჟორიტარულ ოლქში [ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული] რეგისტრირებულია 70 911 ამომრჩეველი, ხოლო 30-ე მაჟორიტარულ ოლქში – 96 858 [ხელვაჩაურის – მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა – ქედის, …

უსკოს 3 ახალი წევრი აირჩიეს

უმაღლესმა საბჭომ უსკოს სამი ახალი წევრი შეარჩია: ირაკლი გვარჯალაძე [13 ხმა], მარიამ გუგუნავა [15 ხმა] და ნოდარ მელაძე [14 ხმა]. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დღეს, 24 ივლისს მიიღეს. დღევანდელ სხდომას  უსკოს წევრობის კანდიდატები არ დასწრებიან. დეპუტატებმა კანდიდატებს გუშინ, 23 ივლისს, მოუსმინეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს სწორედ უმაღლესი საარჩევნო კომისია  ატარებს. აქ სამი ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, …

უსკოს წევრობის 6 კანდიდატი – ვინ წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ

უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] სამ ახალ წევრს, მათ შორის, თავმჯდომარის მოადგილეს, უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, უმაღლესმა საბჭომ ისინი სამი ახალი წევრით უნდა ჩაანაცვლოს. კანდიდატების სია უმაღლეს საბჭოში უკვე შესულია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე ორ-ორი კანდიდატურა, სულ ექვსი პირი წარადგინა, ეს პირები კონკურსის წესით შეარჩიეს. მათგან  უმაღლესი საბჭო სამ წევს შეარჩევს, რომლებიც კომისიაში შევლენ, შემდეგ …

აბაშიძის დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომელი უსკო-ს დამოუკიდებელ წევრად აირჩიეს

უმაღლესი საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელ წევრად უმაღლესმა საბჭომ დღეს, 6 თებერვალს, ტარიელ გოგიტიძე აირჩია. იგი ასლან აბაშიძის სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურში მუშაობდა 1994 წლიდან 2004 წლამდე, ვიდრე ასლან აბაშიძეს ქვეყნის დატოვება მოუხდებოდა. 2018 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ტარიელ გოგიტიძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ბათუმის საარჩევნო ოლქში. ტარიელ გოგიტიძის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი CV-ის მიხედვით, იგი 2004 წლიდან 2014 …

უსკო განყოფილების უფროსს ეძებს – ხელფასი 1800 ლარია

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [ უსკო] ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. თანამდებობრივი სარგო 1800 ლარია. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი, საარჩევნო სისტემაში, გრანტების მოძიების სფეროში ან საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. აუცილებელი მოთხოვნაა ასევე, საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის ფლობა. კონკურსი სამ ეტაპიანია, პირველი ეტაპი განაცხადების გადარჩევას, …

სამი ვაკანსია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] სამ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსის, ამავე სამსახურის მეორე და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების თანამდებობები. სამსახურის უფროსი ხელფასის სახით 1274 ლარს, მეორე კატეგორიის სპეციალიტი – 1100 ლარს, მესამე კატეგორიის სპეციალისტი კი 780 ლარს მიიღებს. კონკურსის პირობების მიხედვით, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი და ხუთწლიანი სამუშაო დამოცდილება. დამატებითი …

3 ვაკანსია უსკოში – 172 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე 90 იბრძვის

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] გამოცხადებულ კონკურსში, უსკოს ინფორმაციით, მეორე ეტაპზე 172 კონკურსანტიდან 90 გადავიდა, რომლებსაც დღეს, 18 ივნისს, ტესტირება უტარდებათ. ტესტირება კონკურსის მეორე ეტაპია და იგი ელექტრონული ფორმით იმართება. უსკოს ინფორმაციით: ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, კერძოდ: 1. საქართველოს კონსტიტუცია – 10 კითხვა; 2. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ -20 კითხვა; 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი …

უსკო სამ ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია კონკურსს სამ ვაკანსიაზე აცხადებს. ვაკანსიები ახალ სამსახურშია, რომელიც უსკომ საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად და გრანტების მოსაძიებლად შექმნა. „ინსტიტუციური განვითარების სამსახურის“ ფუნქციები უსკოს რეგლამენტით განისაზღვრება. ამ ცვლილებებსა და კონკურსის დებულებაზე უმაღლესი საარჩევნო კომისია დღეს, 17 მაისს იმსჯელებს. უსკოს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას თქმით, ახალი სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი თვეში დანამატის გარეშე დაახლოებით 1274 ლარი …

უსკომ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი დადგენილებით განსაზღვრა

დღეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიამ (უსკო) დადგენილებით განისაზღვრა, აჭარის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი, რომლის მიხედვითაც უსკო ვალდებულია, პროპორციული წესით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისათანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა კი კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით უნდა …

უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 308 506, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. 8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 4-მა საარჩევნო სუბიექტმა, ესენია: „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა;“(ერთი მანდატი); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(5 მანდატი);  „დავით თარხან მოურავი, ირმა …

უსკო უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგებს ხვალ გამოაცხადებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს ხვალ, 17 ნოემბერს, ოფიციალურად შეაჯამებს.  შემაჯამებელი ოქმი შედგება 8 ოქტომბრის პროპორციული და მეორე ტურის, ანუ 30 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით. არჩევნების საბოლოო შედეგის გამოსაცხადებლად უსკოს ვადა 18 ნოემბერს ეწურებოდა. არჩევნების დასრულებიდან საქართველოს პრეზიდენტს ერთთვიანი ვადა აქვს დანიშნოს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. დეპუტატების ახალი …

უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის

ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის. ის დეპუტატების ახალი შემადგენლობის უხუცესი წევრია. წინა მოწვევის პირველი სხდომა ირაკლი ჯაშმა გახსნა. მან ლექსი მაშინდელ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა. ჯაშისგან განსხვავებით, დავით თედორაძე პოეტია და აჭარის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი, თუმცა ის ლექსის წაკითხვას პირველ სხდომაზე არ აპირებს “ლექსს მე ვკითხულობ მწერალთა კავშირში, საზოგადოებასთან… უმაღლესი საბჭო …

აჭარაში არჩევნებზე ამომრჩეველთა 37 პროცენტი მივიდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დახურულია აჭარაში მდებარე 348-ვე უბანი და მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. უბნების დახურვისას, ხელვაჩაურის ოლქში სამ უბანზე გაითიშა ელექტროენერგია, დაახლოებით 10 წუთით, თუმცა, უსკოს განცხადებით, პრობლემა არ შექმნილა. უსკოს ინფორმაციით, 30 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 114 202 ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 308 576-ის 37% პროცენტია. ეს …

აჭარაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 12.54 %-მა მისცა ხმა

უსკოს მონაცემებით, 12 საათისთვის აჭარაში 38 713 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის ( 308 576) 12.54%-ია. ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის ასე გამოიყურება: 2016 წლის 30 ოქტომბერი – მეორე ტური: არჩევნებზე მივიდა 38 713 ამომრჩეველი, საერთო რაოდენობის 12. 54 % ბათუმის N79 ოლქი (68,69,70)- 17 912 ამომრჩეველი, 11,26 % ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 6 509 ამომრჩეველი, …

Exit mobile version