მთავარი,სიახლეები

12 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 17.76%-მა მისცა ხმა

31.10.2020 • 790
12 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 17.76%-მა მისცა ხმა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით აჭარაში, 12 საათის მონაცემებით, 55 933-მა ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა 17.76%-მა მიიღო მონაწილეობა.

აჭარაში სამი მაჟორიტარული ოლქია. 12 საათის მონაცემებით აქტივობა ოლქებში ასე გამოიყურება:

  • #28 ბათუმის საარჩევნო ოლქი – 16.52% [24 331 ამომრჩეველი];
  • #29 ქობულეთის საარჩევნო ოლქი  – 18.38% [13 018 ამომრჩეველი];
  • და #30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – 19.20% [18 584 ამომრჩეველი];

დღეს საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს.

აჭარის სამ მაჟორიტარულ ოლქში 314 889 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 147 292 ამომრჩეველია ბათუმში, 70 837 – ქობულეთში, ხოლო 96 760 ამომრჩეველია რეგისტრირებული ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: