აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 8 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით დაბალია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია. 12 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 12,54 პროცენტმა  [38 713 ამომრჩეველი] მისცა ხმა, მაშინ როცა 8 ოქტომბრის არჩევნებზე 12 საათზე ამომრჩეველთა 19,3 პროცენტს [59 547  ამომრჩეველი] ჰქონდა გაკეთებული თავისი არჩევანი. ოლქების მიხედვით, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია: ბათუმის N79 ოლქი (68,69,70)-   17 912   ამომრჩეველი, 11,26 % …

უსკო: აჭარაში კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის ცნობით, აჭარის ტერიტორიაზე განლაგებული 348-ვე უბანი გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უსკოს ცნობით დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე(69.79.24) საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, ასევე (69.79.66)არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა. ქობულეთის მე-10 და ბათუმის პირველ უბნებზე დაიწერა თითო …

უსკოს მიერ 30 ოქტომბერს დაგეგმილი ბრიფინგები

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. უსკოს ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი უსკოში 30 ოქტომბერს: 09.00 საათზე [საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ]; 12.30 საათზე [ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ]; 18.00 საათზე [17.00 საათზე უსკო ვებ-გვერდის საშუალებით გაავავრცელებს ინფორმაციას ამომრჩეველთა …

უსკომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე,  2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 163 419-მა ამომრჩეველმა მიიღო; მიღებული ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა 585 400 (პროპ.მაჟ.). ბათილი ბიულეტენების რაოდენობა: მაჟორიტარული – 7 212, პროპორციული – 5 410, ჯამში 12 622, რაც გამოყენებული ბიულეტენების დაახლოებით 4%-ია. …

დანამატები ხელფასებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის განკარგულებით ცვლილება შევიდა „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ უსკოს განკარგულებაში. უსკოს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე დანამატი გაიცემა, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ნამუშევარი დღეების შესაბამისად გაცემული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით. საუბნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურება კი განსაზღვრულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომლის …

პროპორციული სიის სავარაუდო დეპუტატებმა ნარკოლოგიური ცნობა წარადგინეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პროპორციული სიის 15-მა წევრმა, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების მიხედვით სავარაუდოდ, დეპუტატები გახდებიან, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უსკოში წარადგინეს. „ნარკოლოგიური ცნობის უსკოში წარდგენის ვადა ჰქონდათ 22 ოქტომბრამდე, თუმცა გუშინ, 14 ოქტომბერს წარმოადგინა იმ 15-ივე პირმა, რომლებიც პროპორციული სიის მიხედვით, სავარაუდოდ დეპუტატები გახდებიან“ – აცხადებენ უსკოში . 2016 წლის …

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 13 111 ბიულეტენი გაბათილდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით,  საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში დაახლოებით 137 საჩივარია შესული. აქედან, გუშინ, 10 ოქტომბერს კომისიებმა განიხილეს 75 საჩივარი, დღეს და ხვალ კი განიხილავენ  63 საჩივარს. უსკოს ცნობით, განცხადება/საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის ყუთების გახსნამდე პროცედურებს ეხებოდა. 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის ჯამში დაიბეჭდა 585 400 ბიულეტენი. გამოყენებული  ბიულეტენების …

აჭარაში მეორე ტური მხოლოდ ანზორ ბოლქვაძეს არ სჭირდება

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე მხოლოდ ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა გადალახა 50%-იანი ბარიერი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით 73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ქედა, შუახევი, ხულო] „ქართული ოცნების“კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ ხმების 51,77% მიიღო. ამ დროისთვის მონაცემები დათვლილია ამ ოლქის 125 უბნის მიხედვით. ოლქში სულ 130 უბანია. აჭარის სხვა მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის უნდა …

20:00 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებზე გამოცხადდა 162 076 ამომრჩეველი

უსკოს ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებზე გამოცხადდა 162 076 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (308 506) 52,5%-ია. ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: N79 – ბათუმის ოლქი (68,69,70) – 77, 998 ამომრჩეველი, 49% N71 – ქობულეთის ოლქი- 27, 677 ამომრჩეველი, 56,1% N72 – ხელვაჩაურის ოლქი- 24, 459 ამომრჩეველი, 50,8% N73 – ხულოს ოლქი- 31, …

აჭარაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 19.3%-მა მისცა ხმა

უსკოს, 12:00 საათის მონაცემებით 59 547-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (308 506 ამომრჩეველი) 19.3%-ია. მათ შორის: N79 ბათუმის ოლქი (68,69,70) –  29 047 ამომრჩეველი, 18.27 % N71 – ქობულეთის ოლქი –   10 106  ამომრჩეველი, 20.4% N72 – ხელვაჩაურის ოლქი –  9 604 ამომრჩეველი,   19.9% N73 – ხულოს ოლქი –  10 790 …

სპეცუბანი აჭარაში, სადაც პატიმრები აძლევენ ხმას

აჭარაში წელს ერთი სპეცუბანია, 70-ე ოლქში, სასჯელაღსრულების ნომერ მე-3 დაწესებულებაში, სადაც პატიმრები აძლევენ ხმას. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, სპეცუბანზე 72 ამომრჩეველია რეგისტრირებული, პატიმრები და დაწესებულების თანამშრომლები.

უსკოს შემაჯამებელი ბრიფინგი

8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. მოქალაქეები აირჩევენ უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს: 6-ს მაჟორიტარული წესით, ხოლო 15-ს პროპორციული სიით. ცოტა ხნის წინ, უსკო-მ საარჩევნოდ მზადების პროცესი შეაჯამა და გამოაცხადა, რომ არჩევნებისთვის, უსკოში დამკვირვებლის სტატუსით  7 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან დარეგისტრირებული. ასევე, აკრედიტებული არიან ჟურნალისტები 16 მედია საშუალებიდან. არჩევნებში მონაწილეობს …

აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფრომაციით 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, დაზუსტებული მონაცემებით ამ დროისთვის აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დასრულდა. ამომრჩეველთა დაზუსტებული რაოდენობა მაჟორიტარული ოლქების მიხედვით: ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი – 53 062 ამომრჩეველი; ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქი – 53 035 ამომრჩეველი; ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი …

აჭარაში ამომრჩევლები ოთხ, სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებენ

2016 წლის 8 ოქტომბერს აჭარაში ამომრჩევლები 4, სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებენ. მწვანე და ყვითელი ბიულეტენი უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვისაა, ხოლო ცისფერი და ვარდისფერი – საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური ვიდეო-რგოლი და საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა, რაზეც დატანილია ბიულეტენების ფერები, ასევე აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს უფლება-მოვალეობების მცირე ჩამონათვალი, რისი მიზანიც ამომრჩევლის ინფორმირება …

სპორტსმენები და პარტიებთან ასოცირებული დამკვირვებლები არჩევნებზე

სპორტსმენები, მათ შორის კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებად დასახელებულები, პარტიებთან ასოცირებული პირები და მათი ორგანიზაციები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ. „სპორტისა და სამხედრო ვეტერანთა ასოციაცია“ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ნებისმიერ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით ერთი სპორტსმენი მაინც შევიდეს. ასოციაციის ხელმძღვანელი მძლეოსანი ილია მარტყოფლიშვილია. ის …

„ობიექტივის” სახეები „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიაში

ვინ არის „პატრიოტთა ალიანსის“ სიაში – უსკოს მიერ გამოქვენებული მონაცემებით გახდა ცნობილი. ალიანსს დღემდე აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიული სია არ გაუსაჯაროვებია და არც კანდიდატები წარუდგენია. „პატრიოტთა ალიანსის“ პირველ ათეულში მედიაკავშირ „ობიექტივის“ ორი წამყვანი მოხვდა – მერაბ ბლადაძე და ნინო დავითაშვილი “ობიექტივის” ბათუმის სტუდიაში მუშაობენ. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა …

უსკო წარმომადგენელს ოლქში 1000 ლარს გადაუხდის

უსკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები აირჩია. კონკურსში წარმოდგენილი 15 კანდიდატიდან 6 პირი უსკომ, როგორც კომისიაში განაცხადეს, ძირითადად საარჩევნო პროცესების გამოცდილების მიხედვით შეარჩია. გარდა ამისა, უსკოს წარმომადგენლობის მსურველს უნდა ჰქონოდა საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი და არ უნდა ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. უსკოს წარმომადგენლებმა ხელი უნდა შეუწყონ ოლქებისა და უსკოს კოორდინირებულ მუშაობას, მათ შორის, კენჭისყრის დღეს შემაჯამებელი ოქმების …

უსკოს ცნობით რეგისტრაცია 5 საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 9 სექტემბრის N43, N44, N45, N46 და N47 განკარგულებით, დღეს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებულ 5 საარჩევნო სუბიექტს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა) არ წარადგინეს უსკოში პარტიული სია. საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაუუქმდათ: …

უსკო: პარტიული სია ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია 15-მა საარჩევნო სუბიექტმა [11 დამოუკიდებელი პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი] წარადგინა. „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“; „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”; „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“; …

უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიული სია ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს, 8 სექტემბერს იწურება. უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით პარტიული სია წარდგენილი აქვს შემდეგ 6 საარჩევნო სუბიექტს [მათ შორისაა 5 დამოუკიდებელი პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი]: ,,უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“; ,,დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”; ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; საარჩევნო ბლოკი „ნინო …

კონკურსი უსკოში

აჭარის  უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს, აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების ვაკანტურ პოზიციებზე. უსკოს  საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველმა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი, მისამართი, პარტიული კუთვნილება, იმ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება სადაც სურს წარმომადგენლობა და ტელეფონის ნომერი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს: …

უსკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა 8 სექტემბრამდეა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის, უსკოში რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა, პარტიული სიები 8 სექტემბერს 18:00 საათამდე უნდა რადაგნონ. სიების გადამოწმების პროცესი ათი დღის ვადაში, 18 სექტემბერს უნდა დასრულდეს. უსკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უსკოში პარტიული სია მხოლოდ ერთ პარტიას , – „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“-ს “ აქვს წარმოდგენილი.

უსკო საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს

ხვალ, 5 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს. ამ წესის შესაბამისად კი, შემდგომში გაიმართება წილისყრა, საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭებაზე, თუმცა როდის, თარიღი უცნობია. ხვალ, უსკო, სხვა საკითხებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის უსკოს წარმომადგენლების არჩევის, დაფინანსების წესისა …

უსკო-ს თავმჯდომარემ „კვარაცხელია – სოციალისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ნეიტრალური საქართველო,“ სახელწოდებით – „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაცია გაუუქმა. „2016 წლის 12 აგვისტოს უსკოს თავმჯდომარის N20 განკარგულების ბათილად ცნობას წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება, რითაც „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აჭარის …

საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით

გასულ კვირას საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა. 13-კაციან საუბნო კომისიაში შვიდი წევრი სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. დანარჩენი ექვსი კი, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა იყოს შერჩეული. საარჩევნო მიმართულებით სერტიფიცირებული კადრები საუბნო კომისიების გარეთ დარჩნენ. „საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ეს მადონა ბერიძის შეფასებაა „სამართლიანი …

უსკოში კიდევ ერთი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია დარეგისტრირდა

დღეს, 29 აგვისტოს, უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კიდევ ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია დაარეგისტრირა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით,  რეგისტრაციაში გატარდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია,  „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან პირველად რეგისტრაცია ორგანიზაცია „მშვიდობა, თანადგომა, სოლიდარობამ”  გაიარა.  ორგანიზაცია უსკოში 14 ივლისს დარეგისტრირდა. უსკოში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 28 სექტემბერს იწურება,  დამკვირვებელთა სიის წარდგენა კი 3 ოქტომბრამდეა …

უსკოს 5 სხვადასხვა ბლოკის შექმნის მიზნით ჯამში 11-მა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა

ცოტა ხნის წინ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. უსკოს 5 სხვადასხვა ბლოკის შექმნის მიზნით ჯამში 11-მა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა, ესენია: .„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ ქმნიან ბლოკს შემდეგი სახელწოდებით – „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“; .,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ და „ნეიტრალური საქართველო“ – ბლოკის სახელწოდება „კვარაცხელია – სოციალისტური საქართველო;“ ,,ახალი …

უსკომ საიას საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა

8 ხმით 5-ის წინააღმდეგ  – უსკომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. საუბარია 31 ივლისის შემთხვევაზე, როცა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს ვიდეო ჩართვით მიმართა.   უსკომ საიას მიერ პირველ აგვისტოს შეტანილი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, რაც საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში უსკომ პროცესი წააგო, …

უსკოში ბოლო მონაცემებით 25 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული

დღეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების მიერ მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ვადა ამოიწურა. საარჩევნო ადმინისტრაციაში, რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად მხარდამჭერთა ხელმოწერები მხოლოდ „ემსახურე საქართველოს“ წევრებმა წარადგინეს. რაც შეეხება „ერთიანობის დარბაზს,“ აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას უმაღლესი საარჩევნო კომისია, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარს ეტყვის. უსკოს შესაბამისი სამსახური „ემსახურე საქართველოს“ მიერ წარდგენილ ხელმოწერებს 29 აგვისტომდე გადაამოწმებს. ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში პარტია რეგისტრირებულად …

უსკოს თავმჯდომარემ პ/გ „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა

ცოტა ხნის წინ, უსკოს თავმჯდომარემ პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დღევანდელი განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 24 ივნისის N3 განკარგულება, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა. პოლიტიკური გაერთიანების ცესკოს მიერ რეგისტრაციიდან მოხსნას წინ უძღოდა საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, …

უსკოს „ცენტრისტების“ რეგისტრაციის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია

პოლიტიკური პარტია “ცენტრისტები” ჯერ კიდევ არის იმ პარტიების ჩამონათვალში, ვინც აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძოლებს. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის “ცენტრისტების” რეგისტრაციის გაუქმებაზე არ უმსჯელია. უსკოს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ “ბათუმელებს” უთხრა, რომ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს, მას შემდეგ, როცა ცესკოდან მიიღებს ამ პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. უმაღლესი საბჭოს …

უსკომ საოლქო საარჩევნო კომისიებს საწვავის ლიმიტი განუსაზღვრა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 16 აგვისტოს სხდომაზე საოლქო კომისიებს საწვავის ლიმიტი განუსაზღვრა – თითოეულ ოლქს 500 ლიტრის ოდენობით. აჭარაში სულ ექვსი საოლქო საარჩევნო კომისია იმუშავებს. დღესვე უსკომ ცვლილებები შეიტანა საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკში. დაზუსტდა საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების ვადები 2 სექტებრიდან 8 სექტემბრამდე, ასევე დაზუსტდა პარტიული სიების წარდგენის წესები. ამ დროისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში …

უსკოში 20 პარტია დარეგისტრირდა, 8 კი რეგისტრაციის პროცესშია

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა დაახლოებით 1 საათის წინ ამოიწურა. უსკოს თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის სულ 28 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციაში შევიდა ორი ისეთი პოლიტიკური პარტიის განცხადებაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შესაბამისად …

უსკოში პარტიების რეგისტრაცია ერთ საათში დასრულდება

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა დღეს, 12 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უსკოში 11 აგვისტოს 18:00 საათის მონაცემებით 15 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. 6 პოლიტიკური პარტიის განცხადება კი განხილვის პროცესშია. პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებსაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი, უსკოში 3 000 მხარდამჭერის ხელმოწერა 19 აგვისტომდე უნდა წარადგინონ. …

სასამართლომ საიას სარჩელი უსკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. საჩივრის მიზეზი საიას განცხადება იყო, რომელიც უსკომ განუხილველი დატოვა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ უსკო არის იმ კომპეტენციის ორგანო, რომელმაც სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციის შემთხვევები უნდა განიხილოს. სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციად საიამ 31 ივლისის შემთხვევა მიიჩნია, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე ყოფილმა …

უმაღლეს საარჩევნო კომისიას ახალი ლოგო 590 ლარი დაუჯდა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 4 აგვისტოს სხდომაზე, კომისიის 2006 წლიდან მოქმედი ლოგო გააუქმა და ახალი დაამტკიცა. კომისიას ახალი ლოგოს შეძენა 590 ლარი დაუჯდა. ლოგო კომპანია “Look Production”-მა დაამზადა. ახალი ლოგოს შესაქმნელად უსკოს კონკურსი არ გამოუცხადებია. ლოგო უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინა.  

Exit mobile version