უსკო მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს. საუბარია ბათუმში 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.  „უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია“ – ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ექსპრეზიდენტის ვიდეომიმართვა და ადმინისტრაციული წარმოების …

შევარდნაძის დროინდელი ცესკოს მდივანი “ოცნებამ” უსკოში დანიშნა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წარმომადგენელი უმაღლეს საარჩევნო კომისიაში შეცვალა. ფიქრია აფაქიძე მამუკა კოპალეიშვილმა ჩაანაცვლა. მამუკა კოპალეიშვილი 1999 – 2003 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნად მუშაობდა. ამ პერიოდის საარჩევნო დარღვევები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა. არჩევნების გაყალბება იყო 2013 წლის „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მიზეზი. კანონმდებლობის მიხედვით, პარტიას ნებისმიერ დროს აქვს უფლება თავისი სურვილის მიხედვით შეცვალოს საკუთარი წარმომადგენელი …

ცესკოს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა

დღეს, 21 ივლისს, №79 ბათუმის საარჩევნო ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ცესკოს სხვა წევრებთან ერთად აჭარასა და გურიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სხვა წევრებთან ერთად და აჭარისა და გურიის რეგიონების ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, ცესკოს წარმომადგენლებმა ძირითადი …

სოფიო კახაძე უსკოს მდივნად აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანი 8 ხმით სოფიო კახაძე გახდა. იგი უსკო-ს წევრად, უმაღლესმა საბჭომ, 2016 წლის 5 ივლისს აირჩია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი. რამაზ გოლომანიძემ 5 ხმა მიიღო. მდივნის ასარჩევად მინიმუმ 7 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო. „საარჩევნო კომისია სრულფასოვან მუშაობას მაშინ შეძლებს, როცა არჩეული იქნება მდივანიც და თავმჯდომარის …

უსკომ კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია

დღეს, 14 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ კენჭი უყარა კომისიის მდივნობის მსურველ კანდიდატებს. თუმცა უსკოს ოფიციალურ ფესიბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი, ექვსი ხმით, ზურაბ გოლიაძე აირჩია: „უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კომისიის მუდმივმოქმედი სამი წევრი – ზურაბ გოლიაძე, სოფიო კახაძე და თორნიკე მჟავანაძე დასახელდა. კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი 6 ხმით ზურაბ გოლიაძე გახდა. …

უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები ნარკოლოგიურ შემოწმებას „სამხარაულში“ გაივლიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში, საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლება უსკომ სამხარაულის ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს მიანიჭა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია: „მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიასთან ერთად უნდა წარუდგინოს ცნობა …

უსკოს თავმჯდომარის არჩევისა და მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უნდა უყარონ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურას. წინასწარი ინფორმაციით მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ გარდა მხარს უჭერენ „თავისუფალი დემოკრატები.“ დღესვე, რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. საკითხის ინიციატორია „ნაციონალური მოძრაობა“. სხდომა 12 საათზე დაიწყება. უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ეს რიგით მეოთხე კონკურსია. …

„არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები“ – ინტერვიუ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან

პაატა ჯალაღონია დღემდე მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ურთიერთობა კი ამ ორ სტრუქტურას შორის უფლებამოსილების ოთხ წელიწადში ბევრჯერ გართულდა. მიუხედავად ამისა, წინასწარი მონაცემების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, პაატა ჯალაღონიას, ასარჩევად საჭირო 11 მხარდამჭერი ჰყავს. რას შეცვლის უსკოს მუშაობაში არჩევის შემთხვევაში და გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს – ამ …

უსკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარმენ ჯალაღონია წარადგინეს

24 ივნისს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანდიდატურები წარუდგინა: აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად – პარმენ ჯალაღონია; აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დასაკავებლად – სოფიო კახაძე და მზიური შავაძე. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის …

უსკო – მორიგ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის თანამდებობების დასაკავებლად 9 ივნისს გამოცხადებულ ღია კონკურსზე კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის კანდიდატად კონკურსში სულ შვიდი პირი დარეგისტრირდა. მათ შორისაა აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია: 1. ბერიძე მურად; 2. დავითაძე ოთარ; 3. დიასამიძე …

შენობა-ნაგებობები, სადაც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო მასალების განთავსება

მუნიციპალიტეტების მიერ უკვე განსაზღვრულია იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება და საჯარო ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მიერ გამოქვეყნდა აჭარის 5 მუნიციპალიტეტის – ბათუმის, ხელვჩაურის, ქედის, შუახევისა [ბმული 1 და 2] და ხულოს მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებები, თუმცა არ არის გამოქვეყნებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დადგენილება. უსკოში „ბათუმელებს“ …

აჭარაში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო], 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, აჭარაში მოქმედი 6 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების სია გამოაქვეყნა. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები არიან: ირაკლი გვარჯალაძე – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; ნინო შაქარაძე – №80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; ბადრი ღაღაიშვილი – №81 ქობულეთის …

უსკო: აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში 306 091 ამომრჩეველია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 306 091. აჭარაში 6 მაჟორიტარული ოლქია, რომლებსაც 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ამდენივე ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მოემსახურება: №68, №69, №70 მაჟორიტარულ ოლქებს – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი]; №71 მაჟორიტარულ ოლქს  – №81 …

უსკოს პირველი სხდომა სრული შემადგენლობით

  აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი 8 ივნისს დაიწყო. უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] დღეს არსებული სრული შემადგენლობა ასეთია: არჩილ მიქელაძე – თავმჯდომარე, გუგული დუაძე – თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ხოზრევანიძე – კომისიის მდივანი, რამაზ გოლომანიძე – წევრი, ზურაბ გოლიაძე – წევრი, თორნიკე მჟავანაძე – წევრი, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის თანახმად …

თვითმმართველობებმა დღეს იმ შენობების ნუსხა უნდა შეადგინონ, სადაც საარჩევნო კამპანიის ჩატარება იქნება შესაძლებელი

უსკოს მიერ დამტკიცებული აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად, დღეს, 13 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია [აგიტაცია] და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა- ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 …

უსკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ანალოგიური გრაფიკი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, 8 ივნისს დაამტკიცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც [ცესკო].

უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 3,2 მილიონი ლარი დაიხარჯება

უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] 3 216 583 ლარს დახარჯავს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი უსკომ 7 ივნისს დაამტკიცა. უსკოს გადაწყვეტილებით საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურებაში [ხელფასებში] დაიხარჯება – 2 319 743 ლარი; საქონელი და მომსახურებაში – 888 840 …

არღვევს თუ არა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კანონს მივლინებაში ყოფნის გამო

უსკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთხელ 6 ივნისს უყრიან კენჭს. კანონი კენჭისყრას კანდიდატის წარდგენიდან 14 დღეში ითვალისწინებს. უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ ვადა 2 ივნისს იწურებოდა და კანონის მოთხოვნა საბჭოს თავმჯდომარემ მივლინებაში წასვლის გამო დაარღვია. ავთანდილ ბერიძე მივლინებით გერმანიაში იმყოფება. „იმის გამო, რომ არავის აძლევს უფლებას სხდომა ჩაატაროს, …

უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს პლენარული სხდომა მიმდინარეობს. საბჭომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარე ვერ აირჩია. პრესსამსახურის ინფორმაციით, ფარულ კენჭისყრაში 11 დეპუტატი მონაწილეობდა თუმცა უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დავით ქარცივაძეს ხმა მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მისცა [თავჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 11 ხმაა საჭირო]. დღესვე უმაღლესმა საბჭომ უსკოს წევრი უნდა აირჩიოს, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი – მამუკა ჯაშია წარდგენილი. დღეს …

ენმ: დავით ქარცივაძეს უსკოს თავმჯდომარედ მხარს არ დავუჭერთ

დღეს, 12 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა: მიშა მჟავანაძემ [ფრაქცია „მაჟორიტარები“], ასმათ დიასამიძემ [ფრაქცია „თავისუფლება“], პეტრე ზამბახიძემ და ეკატერინე თარგამაძემ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“]  ერთიანი ბრიფინგი გამართეს. ისინი აჭარის თავმჯდომარის მიერ  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად უმაღლესი საბჭოსთვის დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურების წარდგენას გამოეხმაურნენ. მათი …

უსკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებად დარეგისტრირების ვადა იწურება

დავით ფარტენაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირდა, ყოფილი კანდიდატი კი,  დავით კვაჭაძე ფიქრობს და ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივლა, უარყოფს. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევ კონკურსში კანდიდატების დარეგისტრირების ვადა ორ დღეში, 5 მაისს უნდა დასრულდეს. ამ დრომდე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი, ხოლო წევრობის კანდიდატად ექვსი პირი დარეგისტრირდა. …

უსკო – არჩევნებისთვის სამზადისი ახალი უფროსის მოლოდინში

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] უფროსის შეცვლა-არშეცვლის, ხოლო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან წასვლა-არწასვლის რეჟიმში მუშაობს. საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი გამოაცხადა – წინასაარჩევნო კამპანია შესაბამისი აქტების გამოქვეყნებისთანავე იწყება. არჩევნების დღემდე ორი თვით ადრე კი სიტუაცია ყველაზე მეტად იძაბება. ამ დროისთვის საარჩევნო ადმინისტრაციები არჩევნების ჩასატარებლად მომზადებულები უნდა იყვნენ. მაშინ, როცა …

არშემდგარი სხდომა – უსკოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა კდიევ ერთხელ ჩაიშალა, მიზეზი – ქვორუმი არ შედგა. სხდომა, რომელზეც აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ უკვე მესამედ ჩაიშალა. დღეს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებდა – ერთი იყო უსკოს თავმჯდომარის, ხოლო მეორე – უსკოს წევრის არჩევა. უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატის დავით კვაჭაძის მიმართ დამოკიდებულება უმაღლესი საბჭოს …

კიდევ ერთხელ დავით კვაჭაძის ასარჩევად

ხვალ, 15 აპრილს აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ეს იქნება კენჭისყრის გამართვის მეოთხე მცდელობა ამ თანამდებობაზე დავით კვაჭაძის ასარჩევად. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება უკვე გამოსცა. თუ უმაღლესი საბჭო უსკოს ახალ თავმჯდომარეს ამჯერადაც ვერ აირჩევს, ახალი კანდიდატის შესარჩევად მთავრობა ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. ეს კი უსკოს …

რა მოხდება, თუ უმაღლესი საბჭო დავით კვაჭაძეს ისევ არ აირჩევს

თუ უმაღლესი საბჭო უსკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ დავით კვაჭაძეს ისევ არ აირჩევს, მთავრობა ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. მესამედ გამოცხადებულ კონკურსში დავით კვაჭაძეს მონაწილეობას კანონმდებლობა არ უკრძალავს. მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის [რომელიც იმ კომისიის წევრია, რომელიც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს არჩევს], დავით გაბაიძის განმარტებით, „თუკი ნორმას მთლიანობაში წავიკითხავთ და კანონის არსიდან გამოვალთ, ამასთან, თუკი უსკოს თავმჯდომარის შერჩევის …

უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, მიმდინარე წლის 8 აპრილს მოწვეულია უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგში ერთი საკითხია: აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარისა და წევრის ფარული კენჭისყრით არჩევა. უსკოს თავმჯდომარე და წევრი უმაღლესმა საბჭომ 15 აპრილამდე უნდა დაამტკიცოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიერ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოში მეორედაა წარდგენილი დავით კვაჭაძის …

უსკოს წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველ კანდიდატად განიხილებოდა. ვარაუდობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძეს დაუჭერდა მხარს, რომლის არჩევასაც მანამდე ამ პარტიამ მხარი არ დუჭირა. „ჩემი არჩევა არ არჩევის საკითხი სალაპარაკო გახდა. თითქოს მე არ მქონდა უფლება უსკოს წევრი გავმხდარიყავი, რადგან ჩემი …

დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარედ, რუსუდან მიქელაძე – წევრად?

არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობისა და უსკოს წევრობის კანდიდატურები უმაღლეს საბჭოს 28 მარტს წარუდგინა – უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად – დავით კვაჭაძე, ხოლო  კომისიის წევრის თანამდებობის დასაკავებლად – რუსუდან მიქელაძე და მამუკა ჯაში. არჩილ ხაბაძემ ერთხელ უკვე წარუდგინა დავით კვაჭაძე უმაღლეს საბჭოს, მაგრამ მის კანდიდატურას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. ამის მიუხედავად, მთავრობის თავმჯდომარემ იგივე კანდიდატურა …

მთავრობამ უსკოს თავმჯდომარეობის მსურველთა სია გამოაქვეყნა

გუშინ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატობისა და წევრობის მსურველთა განაცხადებების მიღება დასრულდა და დღეს აჭარის მთავრობამ სიები გამოაქვეყნა. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად, 2016 წლის 25 თებერვალს გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია შემდეგია:      ბოლქვაძე რამაზ     დიასამიძე სოფიო     იაკობაძე ზებურ     კახაძე სოფიო     კვაჭაძე დავით     …

ცვლილება კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, თუ დავით კვაჭაძის ასარჩევად?

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევისა და ხელახალი კონკურსის დაანონსების შემდეგ, კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი ჯაშმა კანონპროექტი მოამზადა და უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ მეთოდით არჩეული უსკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას უკვე ორჯერ ჩავარდნილი დავით კვაჭაძის ასარჩევი პირობები. ირაკლი …

ქვორუმი არ შედგა – დავით კვაჭაძის კანდიდატურას კენჭს ვეღარ უყრიან

დღეს, 18 თებერვალს, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს დავით კვაჭაძის კანდიდატურისთვის უნდა ეყარათ კენჭი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა ქვორუმი არ შედგა, რეგისტრაცია მხოლოდ „ოცნების” ცხრა დეპუტატმა გაიარა. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრა 15 წუთის შემდეგ ისევ გამოცხადდა, თუმცა სხდომაზე რეგისტრირებულ დეპუტატთა რაოდენობა არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ, პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლეს საბჭოში …

დავით კვაჭაძე: ბოლო პერიოდში დავინტერესდი უსკოს საქმიანობით

როგორც წინასწარ იყო ცნობილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძე შეარჩია. კანდიდატურა მან აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა. დავით კვაჭაძეს სახელისუფლებო გუნდის კანდიდატად მოიხსენიებდნენ. ითქვა, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობდა. ბატონო დავით, თუ უმაღლესი საბჭო თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რა სიახლეს შეიტანთ უსკოს მუშაობაში, გარდა იმისა, …

უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ფრაქციები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარეობის კანდიდატს, დავით კვაჭაძეს მოუსმენენ. კანდიდატს ფრაქციები დღეს, 2 თებერვალს, სხვადასხვა დროს შეხვდებიან. ბიუროს გადაწყვეტილებით, საბჭო დავით კვაჭაძის კანდიდატურაზე ხვალ, 3 თებერვალსაც იმსჯელებს. საკონკურსო კომისიამ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს სამი კანდიდატი წარუდგინა: პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე. არჩილ ხაბაძემ კი უმაღლეს საბჭოს …

უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში ჯერ არ წარუდგენია. კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა 29 იანვარს იწურება. არჩილ ხაბაძემ არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათ შორის ერთი მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში, მესამე კი „არასამთავრობო სექტორიდანაა“, საჯარო სამსახურში …

Exit mobile version