უნდა გაუფორმონ პედოფილებს საპროცესო შეთანხმება? – ომბუდსმენის პოზიცია

დღეს, 17 ივლისს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბათუმში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა პედოფილიის ბოლო შემთხვევებზე დაუსვეს: რას აკეთებს სახალხო დამცველი პედოფილიის პრევენციისთვის? „ეს არის ნამდვილად გამოწვევა და პრობლემა. სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ყველა ასეთ შემთხვევაზე და არამარტო ისეთ შემთხვევებზე, რაც გახმაურებულია, არის ისეთი შემთხვევები, რაც არ ხმაურდება. ჩვენი ბავშვთა დაცვის დეპარტამენტი არის …

რატომ არ ახსენა ომბუდსმენმა „პრაიდი“, როცა პრაიდის ჩაშლას გამოეხმაურა – იოსელიანი განმარტავს

რატომ არ ახსენა სახალხო დამცველმა სიტყვა „პრაიდი“, როცა მან 8 ივლისს, ანუ პრაიდის ჩაშლის დღეს განცხადება გაავრცელა? „ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ ამბავს და შესაბამისი განცხადება გავავრცელეთ,“ – გვიპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. ის დღეს, 17 ივლისს, ბათუმში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „თქვენ ახლაც არ ახსენეთ სიტყვა „პრაიდი“ – ვუთხარით ომბუდსმენს. ლევან იოსელიანმა კითხვის პასუხად ამჯერად „პრაიდი“ …

„არასრულწლოვნები გამოიკითხნენ“ – შსს ვანში სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევაზე

„წარმომადგენლის – მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები,“ – აღნიშნულა შსს-ს პრესცენტრის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში ვანის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე. საუბარია რამდენიმე მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე, რაზეც შსს-ს გამოძიება პირველ მაისს დაუწყია. დაკავებული ამ დრომდე არავინ არ არის. მოზარდების მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ, 6 მაისს გავრცელდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის …

დასაქმებულ ომის ვეტერანებს 100-ლარიან პენსიას უხსნიან – „მარტო ავტობუსია უფასო“

„მხოლოდ ავტობუსით მგზავრობაა ჩვენთვის უფასო,“ – ამბობს ომის ვეტერანი, რამაზ ბერიძე. ის 43 წლისაა და სამხედრო სამსახურის საშუალება მას შემდეგ აღარ აქვს, როცა ავღანეთში, 2013 წელს, ერთ-ერთი სამშვიდობო მისიის დროს ნაღმზე აფეთქდა. რამაზ ბერიძე ერთ-ერთია ომის ვეტერანებს შორის, რომელსაც საჯარო სექტორში დასაქმების გამო 100-ლარიანი დახმარება მოუხსნეს – 2022 წლის იანვრიდან ომის ვეტერანების პენსია 22 ლარიდან …

ემიგრაცია, მუშაობა და გაცდენა – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასამდე შეწყვიტა სწავლა

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 12 792-მა მოსწავლემ მიატოვა სკოლა, მათ შორის, უმრავლესობამ – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასის მიღწევამდე შეწყვიტა სწავლა. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნდა. სწავლის შეჩერების ან შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია – 4 834 არასრულწლოვანი, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 2 301, მესამე …

პატიმრებს ე.წ. „ქურდული სამყარო“ აჩუმებს – რა წერია ომბუდსმენის ახალ ანგარიშში

„არაფორმალური მმართველობა პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად…“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნდა. ეს ანგარიში წინა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას დროს არის მომზადებული. პატიმრების პრობლემებზე საუბრის დროს სახალხო დამცველი გამოყოფს მთავარ პრობლემას – პატიმრების გაჩუმება, რაშიც ომბუდსმენის შეფასებით, …

აჭარის რა პრობლემები მოხვდა სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში

აჭარის რეგიონიდან რამდენიმე საკითხი მოხვდა სახალო დამცველის ანგარიშში. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშს „ბათუმელებმა“ ამ კუთხით გადაავლო თვალი. სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში მოხვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული რამდენიმე საქმე, მაგალითად „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმე“. ამ საქმეზე მსჯავრდებული 3 პირი – საქართველოს 2 მოქალაქე და უკრაინის 1 მოქალაქე – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. 3 …

ალეკო ელისაშვილის დისშვილი სახალხო დამცველმა მოადგილედ დანიშნა – „პარტიის წევრი აღარ ვარ“

„ეს იქნებოდა ძალიან დიდი პრობლემა იმ შემთხვევაში, სახალხო დამცველი რომ თავად ალეკო [პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი] იყოს, ან მას რამე კავშირი ჰქონდეს სახალხო დამცველის აპარატთან,“ – ამბობს ნათია ჯულაყიძე, სახალხო დამცველის ახალი მოადგილე საქართველოში. დღეს, 3 აპრილს, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, თავის მოადგილეებად ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური დანიშნა. ნათია ჯულაყიძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის …

„სხვა სახალხო დამცველებს სხვა სტანდარტი ჰქონდათ“ – ინტერვიუ ლევან იოსელიანთან

„კრიტიკული როგორ შეიძლება არ იყოს სახალხო დამცველი?“ – გვითხრა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, რომელსაც ინტერვიუს დროს ვკითხეთ „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის შეფასებაზე – „ლევან იოსელიანი ნინო ლომჯარია არ გახდება“. ლევან იოსელიანს ასევე ვკითხეთ, რატომ არ შეიმჩნია 28 მარტს, მაგალითად, პარლამენტარ ტარიელ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმა. „ეს იყო პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოშობილი… პირდაპირ რომ ყოფილიყო ნახსენები მისი რელიგიური მრწამსი, …

„ბინა ქართველებზე არ ქირავდება“ – სახალხო დამცველი უძრავი ქონების აგენტებს მიმართავს

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც უძრავი ქონების აგენტებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართონ, მათ შორის, საბინაო სფეროშიც. სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, რომ მიმდინარე პერიოდში მათ 30-მდე შეტყობინება მიიღეს, რომლებიც სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომის შეზღუდვის ფაქტებს შეეხება. „განსაკუთრებით პრობლემური იყო შემთხვევა, …

ხელვაჩაურის მერიამ თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ხელვაჩაურის მერიიდან თანამშრომლის – გოჩა მჟავანაძის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს. „…ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გოჩა მჟავანაძის მობილობის პროცესში დარღვეულია მობილობის განხორციელების წესის საკანონმდებლო მოთხოვნები,“ – წერია სახალხო დამცველის დასკვნაში, რაც ახლა უკვე ხელვაჩაურის მერის – ზაზა დიასამიძის სამუშაო მაგიდაზეა. მან 20 დღეში უნდა აცნობოს წერილობით პასუხი ომბუდსმენს. საუბარია „გოჩა მჟავანაძის საქმეზე“ – გათავისუფლებული თანამშრომელი …

რა პრობლემებს ვერ უგვარებს სახელმწიფო შშმ პირებს – სახალხო დამცველის შეფასება

დღეს 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი შშმ პირების უფლებების დაცვის ხელშეწყობაა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა ამ პირთა სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში სათანადო ჩართულობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, გარკვეული წინსვლის მიუხედავად, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება. „უარყოფითად უნდა შეფასდეს ის …

დაჩქარებულად რისი განხილვა სთხოვა ომბუდსმენმა საკონსტიტუციოს და რა არის პასუხი

„მიმდინარეობს მუშაობა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ – გვიპასუხეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში, სადაც დღეს, პირველ ნოემბერს ვიკითხეთ, რა შეიცვალა იმ საქმეებზე, რის გამოც სახალხო დამცველმა 21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელების „მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში“ განხილვა სთხოვა. ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი სარჩელის გამო მიმართა. „ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული სარჩელებიდან ორი სარჩელი უშუალოდ შეეხება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხოებას. …

სახალხო დამცველი მედიაში შშმ პირებზე ხუმრობას და დისკრიმინაციას გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი მედიაში დისკრიმინაციის წამახალისებელ ფაქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ჟურნალისტების მხრიდან ბოდიშის მოხდა დანაშაულის აღიარებას არ მოიცავდა. სახალხო დამცველის განცხადებაში საუბარია სამ შემთხვევაზე. პირველ შემთხვევაში აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „დიდი შესვენება“ ერთ-ერთმა წამყვანმა იხუმრა ყრუ ადამიანების შესახებ, რასაც წამყვანების მხრიდან სიცილი მოჰყვა. 2022 წლის 18 ოქტომბერს კი, ტელეარხ „ფორმულას“ გადაცემაში …

„სასწაული ამბავი მოვისმინეთ“ – რიჟვაძის თავდასხმა სახალხო დამცველზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველის მიერ „ავარიული სახლების“ პროგრამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საკითხს გამოეხმაურა, ნინო ლომჯარია გააკრიტიკა და თქვა, რომ ის „ნაცების სახალხო დამცველი“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან შეზრდილი“ ორგანიზაციის ხელმძღვანელია. „როგორც მოგეხსენებათ, მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის არის ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3000 ოჯახის მდგომარეობა და სულ რამდენიმე წუთის …

ომბუდსმენმა 2 კომპანიაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, დადგინდა შპს „ფაქტორი გრუპსა“ და შპს CD Company-ში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები. ომბუდსმენმა 2022 წლის 5 ივლისს რეკომენდაციებით მიმართა ამ კომპანიების დირექტორებს და მოუწოდა მათ მომავალში არ განახორციელონ დასაქმებულთა სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნან თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო. სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებელთა ინტერესებს ააიპ „საფარი“ წარმოადგენდა. …

სიბინძურე, სუნი და ადმინისტრაციის შიში – რა წერია დასკვნაში წნორის ხანდაზმულთა სახლზე

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის მიერ კახეთში, წნორის ხანდაზმულთა სახლის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან. „შესამჩნევია ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს, ხოლო მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს,“ – ვკითხულობთ მონიტორინგის დასკვნაში. …

შშმ პირთა უფლებების ეფექტურ დაცვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს – სახალხო დამცველი

დღეს, 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება. სახალხო დამცველი ამ დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ დაძლია სახელმწიფომ შშმ პირთა უფლებების სრული და ეფექტიანი დაცვისთვის. მისი თქმით, …

არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი, თავს ნუ გვჭრი – სახალხო დამცველი ღარიბაშვილს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ფეისბუქზე ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას. „ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!“ – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში მის საპასუხოდ მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქცია დღეს, 28 თებერვალს, 7 …

პანდემიაში ექიმი და ექთანი ქალების დატვირთვა გაორმაგდა სამსახურსა და სახლში – კვლევა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა კვლევა, რომელშიც შეფასებულია კორონავირუსის პანდემიის გავლენა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის ცნობით, კვლევამ გამოკვეთა, რომ პანდემიის პირობებში ირღვეოდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები. კერძოდ: „გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცვლებს შორის 12-საათიანი შუალედი არ იყო დაცული. ასევე, გამოვლინდა რამდენიმე ცვლის ერთმანეთზე მიყოლების შემთხვევები. ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების …

პაციენტებს წასასვლელი არ აქვთ და ფსიქიატრიულში უწევთ ყოფნა – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. სახალხო დამცველი განცხადებაში შეეხო საქართველოში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებსაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა 12 სტაციონარის/თავშესაფრის და 15 ამბულატორიის მონიტორინგი განახორციელა. „წინა წლების მსგავსად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, უგულებელყოფილია პაციენტთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები. …

პანდემიისას შშმ პირების მდგომარეობა გაუარესდა – სახალხო დამცველი

დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველმა საგანგებო განცხადებით შეაჯამა 2021 წელს ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა საქართველოში. ნინო ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა, ახალი კორონავირუსის პანდემიამ კი დამატებითი პრობლემები შეუქმნა შშმ პირებს. განცხადების მიხედვით, 2021 წელს გამოიკვეთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული რიგი სისტემური პრობლემები. „მათ შორის, …

სახეზეა კომის განვითარების მაღალი ალბათობა – სახალხო დამცველი სააკაშვილზე

საქართველოს სახალხო დამცველი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს, მე-18 დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფის დამატებითი ვიზიტის შემდეგ. „სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროგნოზირებად ერთ-ერთ კლინიკურ დამძიმებას გუშინ უკვე ჰქონდა ადგილი. გართულებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის …

რატომ არ არის მზად მოშიმშილე სააკაშვილის მისაღებად მე-18 დაწესებულება – ექიმის შეფასება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა საპატიმროში დამძიმებულია, სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაწყდეს ჰოსპიტალიზების საკითხი, რადგან ციხის სამედიცინო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს მულტიპროფილური კლინიკის კრიტერიუმებს, რის საჭიროებაზეც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა …

აღკვეთეთ საჯარო სივრცეში ძალადობა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს დღეს, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს. „მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და …

„ქაოტური გარემოა“ – ომბუდსმენი ბათუმში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობაზე

„ქაოტური გარემოა“ – ეს ომბუდსმენის აპარატის შეფასებაა ბათუმის სამედიცინო ცენტრზე, სადაც დღევანდელი მდგომარეობით ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე 103 ადამიანი ცხოვრობს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების პრობლემებზე გუშინ, 10 ივნისს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ სფეროს სპეციალისტებს ბათუმში შეხვდნენ. შეხვედრა აჭარის მთავრობის შენობაში გაიმართა. „რაც უფრო კეთდება და ლამაზდება, გალავანი უფრო ერტყმის გარედან, ძირეული პრობლემები …

„მაუგლის მეთოდი“ ჩვილი ბავშვის დაზიანების მაღალ რისკს შეიცავს – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მცირეწლოვანი ბავშვების თვითნებური ე.წ. „მაუგლის მეთოდით“ მკურნალობის საკითხი და უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. სახალხო დამცველის ცნობით, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც განსაკუთრებით მათ …

დაუყოვნებლივ აღსრულდეს განჩინება პასიონიდან ბავშვების გამოყვანაზე – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელზე  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან არასრულწლოვნების გამოყვანასთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია  აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას. „სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას.“ – …

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის შესაძლო გაუპატიურების საქმეს იძიებენ – ომბუდსმენი

ბოლო 6 წლის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის 3 და სავარაუდო გაუპატიურების 1 ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია სახალხო დამცველმა გამოითხოვა. „მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება …

რას საყვედურობენ „იუნისეფს“ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით – ინტერვიუ

საქართველოში გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის მისამართით არაერთი კრიტიკული კითხვა გაჩნდა. მათ შორის ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი წერს, რომ „ჯერ არც ერთი კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია იუნისეფს“. საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის არშეშვებაზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ასევე ითხოვს პანსიონში შესვლას იქ მცხოვრები ბავშვთა უფლებების ადვოკატირების მიზნით. თუმცა …

რას ფიქრობენ პროფესორები მეუფე სპირიდონის სიძულვილის ენაზე ომბუდსმენის მიმართ

სხალთის ეპისკოპოსმა, სპირიდონმა 21 აპრილს ონლაინკონფერენცია გამართა, რომელსაც, მისი თქმით, 90 პროფესორ-მასწავლებელი ესწრებოდა. კონფერენციაში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები ძირითადად იმ უნივერსიტეტში მუშაობენ, რომლის რექტორიც თავად სპირიდონია. თუმცა ესწრებოდნენ ისინიც, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობენ ლექციებს. საქმე იმაშია, რომ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 16 აპრილს სცადა შესულიყო ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, რომელიც ეპისკოპოს სპირიდონის პატრონაჟის ქვეშაა. მას ამის უფლება …

„მონის“ დაძახებისთვის ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზარდა, რას ამბობს ომბუდსმენი კანონში ცვლილებებზე

„პარლამენტი ზრდის დაკავების ვადას, მაგრამ დაკავების კანონიერების გადამოწმების ვალდებულება არ არსებობს. ასევე მძიმდება პასუხისმგებლობა ორი ყველაზე მძიმე დარღვევისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში უფლებების შეზღუდვის ყველაზე გავრცელებული და სამწუხარო მექანიზმია,“ – წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. იგი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლებიც დაჩქარებული წესით დღეს, 29 აპრილს მიიღო პარლამენტმა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ქვეყანაში უფლებების დარღვევის …

ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლება იყო თუ არა დისკრიმინაცია – ომბუდსმენი საქმეს შეისწავლის

„სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო,“ – წერს ფეისბუქგვერდზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. საუბარია ირაკლი ჯინჭარაძის შესახებ, რომელიც ბათუმის ბულვარის დირექტორად მუშაობდა და გუშინ, 12 აპრილს, გაათავისუფლეს. 30 მარტს ირაკლი ჯინჭარაძემ  პლაჟების იჯარით გასხვისება საჯაროდ გააპროტესტა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დაასახლეს. …

გაითვალისწინეთ რელიგიური ორგანიზაციების საჭიროებები – სახალხო დამცველი მთავრობას

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მიმართა, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების ფარგლებში გაითვალისწინონ რელიგიური ორგანიზაციების საჭიროებები. წინადადებას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით აიკრძალა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება და საჯარო სივრცეში ყოფნა. „აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა არ გავრცელდება შობის – 6 იანვრის ღამეს, ამავე პერიოდში …

PHR: სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე შშმ ქალის დისკრიმინაცია დაადგინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აცხადებს, რომ უფლებების დასაცავად  თეკლე ორთოიძემ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ კომპანია „მეღვინეობა ხარებამ“ მისი უფლება მხოლოდ იმიტომ დაარღვია, რომ ის შშმ პირია. როგორც PHR-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, კომპანიამ თეკლე ორთოიძე კონკურსის წესით აიყვანა სამსახურში ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე, თუმცა ის მეორე დღესვე გაუშვეს. „როგორც ვიცით, შშმ პირები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით და …

„მაყურებლების“ შიშით პატიმრები საჩივარსაც ვეღარ წერენ“ – ინტერვიუ ომბუდსმენის მოადგილესთან

რამდენად გაუმჯობესდა ან გაუარესდა ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები 2020 წელს? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც დღეს ომბუდსმენის მოადგილეს დავუსვით. „მდგომარეობა გაუარესდა,“ – გვითხრა გიორგი ბურჯანაძემ, როცა ის სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ გვესაუბრა. გიორგი ბურჯანაძესთან ინტერვიუ წლის რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ჩავწერეთ. დღეს 10 დეკემბერია, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ბატონო გიორგი, დღეს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საარჩევნო …

Exit mobile version