ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძის საქმისთვის გრიფის მოხსნას და მის სასამართლო პროცესზე მედიის დაშვებას მოითხოვს. ქარტიამ ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს, 2 ივნისს გაავრცელა. „30 მაისს სუს-მა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც წლებია, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა და თავისი პროექტებით ხელს უწყობს დიალოგს ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს …
Tag Archives: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ეთიკის ქარტია ეხმიანება ჟურნალისტების გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიიდან
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ქარტიის განცხადებაში ვკითხულობთ: „2 ივნისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 14 თანამშრომელს დირექციამ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მათ შორის არიან გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე და ჟურნალისტები თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და …
Continue reading “ეთიკის ქარტია ეხმიანება ჟურნალისტების გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიიდან”
ქარტია შსს-ს მოუწოდებს დაუყონებლივ გამოიძიონ ჟურნალიტებზე ხელშეშლის ფაქტი
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტების სულხან მესხიძისა და ლელა დუმბაძისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ავრცელებს. უცნობია, ამ შემთხვევაზე დაიწყო თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას შსს-ს პრესცენტრიდან. დღეს, 7 მაისს, სინდისის პატიმრების მშობლები ხელვაჩაურში, მერიის მიმდებარედ სინდისის პატიმრების შესახებ გაზეთებს …
Continue reading “ქარტია შსს-ს მოუწოდებს დაუყონებლივ გამოიძიონ ჟურნალიტებზე ხელშეშლის ფაქტი”
ქარტია მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აპროტესტებს შსს-ს მიერ იმ ჟურნალისტების სამართლებრივი დევნას, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ. ქარტია განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ჟურნალისტთა სამართლებრივ დევნას პროტესტის გაშუქებისას, უდგენს რა მათ სამართალდარღვევის ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა სრულიად აშკარაა, რომ ისინი კონკრეტულ ლოკაციაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ,“- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. განცხადებაში …
Continue reading “ქარტია მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა”
გაუმართლებელმა შეზღუდვებმა უკიდურესად დაამძიმა მედიის მდგომარეობა სასამართლოებში – ქარტია
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართული ოცნების” პარლამენტისგან მოითხოვს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ახლად მიღებული ნორმები, ხოლო პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებისათვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა უნდა შეძლონ სასამართლოსთან დაკავშირებული ამბების გაშუქება ისე, რომ ამით რისკის ქვეშ არ დააყენონ თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ …
ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ საბჭოს ახალი წევრები აირჩია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე ქარტიის წევრებმა საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს. რეგიონების კვოტით ქარტიის საბჭოში აირჩიეს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე და „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი თემო ინასარიძე. თბილისის კვოტით კი საბჭოში აირჩიეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი. ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის საბჭოში 9 წევრია. საბჭოს წევრები არიან: თიკო დავაძე, ირაკლი მსხილაძე, ნინო გელაშვილი, თინათინ ზაზაძე, ნინო კაპანაძე, …
Continue reading “ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ საბჭოს ახალი წევრები აირჩია”
“ქარტიის პრიზი 2025“-ის გამარჯვებულები გამოვლინდა
დღეს, 13 დეკემბერს „ქარტიის პრიზი 2025“ რამდენიმე ჟურნალისტს გადაეცა. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში ჟიურიმ გამოავლინა. კატეგორიაში ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში, გამარჯვებული „პუბლიკას“ ჟურნალისტი მინდია გაბაძე გახდა. სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში – ამ კატეგორიაში გამარჯვებული ნათია ამირანაშვილი გახდა [„პუბლიკა“] სტატიით: „ცრუ მოწმეებად მხილებული მოწმე პოლიციელები“. ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებული კატეგორიაში – ქალთა უფლებებისა …
Continue reading ““ქარტიის პრიზი 2025“-ის გამარჯვებულები გამოვლინდა”
ქარტია დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაკავებული ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი აქციაზე დააკავეს. „ტვ პირველის“ ინფორმაციით ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი პოლიციამ 22 ნოემბერს, საღამოს, აქციაზე დააკავა. “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, ამ დროს გიორგი მამნიაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ადგილზე პირდაპირ ჩართვაზე მყოფი ჯგუფის პარალელურად მუშაობდა. …
Continue reading “ქარტია დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს”
შეწყდეს ადმინისტრაციული საქმე „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის მიმართ – ქარტია შსს-ს მიმართავს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის, მიმართ. „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პოლიციამ 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, დააკავა. შსს მას სავარაუდოდ, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტები პროევროპული პროტესტის დაწყების დღიდან აშუქებენ საპროტესტო აქციებს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ლოკაციებზე. ისინი ფოტო და ვიდეოკამერაზე ასახავენ …
ქარტია მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა და სამივე დაკავებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. დღეს, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მესამე ჟურნალისტი – ცირა ჟვანია დააკავეს. მანამდე შსს-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ორი ჟურნალისტი ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი დააკავა რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით. „დაკავებების სერია აჩენს ეჭვს, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ მიზანშია ამოღებული და …
Continue reading “ქარტია მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა”
ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გუშინ, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტების შესახებ განცხადებას აქვეყნებს. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მაშინ როცა საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს, დაშავდნენ ჟურნალისტები. ამასთან დაიკარგა და დაზიანდა პროფესიული ტექნიკა. “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობისა და ტექნიკის ხელყოფის ყველა შემთხვევას და პროკურატურას …
ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა და მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნეტგაზეთის“ შესახებ დეზინფორმაცია დღეს, 9 სექტემბერს გაავრცელა. მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა სქრინი (ფოტოასლი) და პოსტი, რომელშიც „ნეტგაზეთი“ ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. სინამდვილეში, „ნეტგაზეთმა“ ქარდის სახით გაავრცელა ანონსი, რომ წუხანდელი დარბევის შემდეგ “ქართული ოცნების” შტაბთან, მელიქიშვილზე აქტივისტებმა დღეს, …
Continue reading “ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა”
ქარტია გმობს „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ოცნების“ მხარდამჭერის მიერ ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ, 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეთა საპროტესტო შეძახილების ფონზე საზეიმოდ გახსნეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბი. ერთ ეპიზოდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქტივისტებს უცენზურო სიტყვებით მიმართეს და შეაფურთხეს. „ქართული ოცნების“ …
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საარჩევნოდ მედიის მუშაობას ვეღარ დააკვირდება
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დღეს, 26 აგვისტოს, განცხადებას ავრცელებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული რეპრესიული კანონების გამო, ქარტია ვეღარ გაუწევს მონიტორინგ მედიების მიერ საარჩევნო საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით. „2012 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ გაუწევს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას პოლიტიკური მიკერძოების გამოსავლენად …
Continue reading “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საარჩევნოდ მედიის მუშაობას ვეღარ დააკვირდება”
მედიას სახელისუფლებო სტრუქტურები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ – ქარტია
„ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობისა და საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, რის მისაღწევადაც სახელისუფლებო სტრუქტურები საკანონმდებლო ბერკეტებსა და მათ ხელთ არსებულ ძალაუფლებას იყენებენ“, – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში, რომელიც ეხმაურება ბოლოდროინდელ ფაქტებს, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალებები სასამართლო დარბაზებიდან ახსნა-განმარტების გარეშე გამოაძევეს. „თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირად იხილება როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო …
Continue reading “მედიას სახელისუფლებო სტრუქტურები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ – ქარტია”
„ვგმობთ ჟურნალისტზე თავდასხმას“ – ეთიკის ქარტია და მედიაკოალიცია სულხან მესხიძის სხდომიდან გაძევებაზე
მედიის ადვოკატირების კოალიცია ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტ სულხან მესხიძეზე ძალადობის და მისი გაძევების, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობის შეზღუდვის შემთხვევებს ეხმაურება. ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. „ჟურნალისტების მიმართ ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და წარმოადგენს ღია თავდასხმას მედიის თავისუფლებაზე. საქართველოში ამჟამად არსებული სამუშაო გარემო მედიის თავისუფლებისთვის კრიტიკული და მნიშვნელოვნად შემზღუდველია. ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა …
ბათუმის პოლიციის უფროსისთვის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას 2 ორგანიზაცია ითხოვს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას მზია ამაღლობლის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებისა და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მზია ამაღლობელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის პროცესს დაესწრო. როგორც საია იუწყება, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია …
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს “ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე – ქარტიის განცხადება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ბათუმელების“ ოპერატორისა და ფოტოგრაფის, გურამ მურვანიძის დაკავებას ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გურამ მურვანიძე და ასევე, 12 იანვარს დაკავებული “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. „მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის …
შეწყვიტეთ მუქარა „ბათუმელების“ რედაქტორის მიმართ – ეთიკის ქარტია შსს-ს მიმართავს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აღკვეთოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის მიმართ მუქარა. 16 დეკემბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე „ბათუმელების“ რედაქტორის კითხვას, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ზომების გამო შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის უფროსის გაღიზიანება მოჰყვა. პროფესიული …
Continue reading “შეწყვიტეთ მუქარა „ბათუმელების“ რედაქტორის მიმართ – ეთიკის ქარტია შსს-ს მიმართავს”
პოლიციამ რუსთაველზე 20-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა – მედიაომბუდსმენი
29 ნოემბერს, გამთენიას, საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს, საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. „დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, …
Continue reading “პოლიციამ რუსთაველზე 20-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა – მედიაომბუდსმენი”
შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შს სამინისტროს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე. დღეს, 19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა „მთავარი არხის“ ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე და დააკავა ის. ოპერატორი მელიქიშვილის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – ის პოლიციელების მიერ აქციის მონაწილის დაკავებას იღებდა. სერგი ბარამიძეს რამდენიმე პოლიციელი განსაკუთრებული სისასტიკით დაუპირისპირდა. …
„ეთიკის ქარტია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს“ – გაერთიანება 300-ზე მეტი ჟურნალისტით
2024 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგგარეშე კრება, სადაც გადაწყდა, რომ ქარტია არ აპირებს დარეგისტრირდეს რუსული კანონის შედეგად ამოქმედებულ „აგენტების რეესტრში“. ქარტიაში 300-ზე მეტი ჟურნალისტია გაწევრიანებული. ქარტიამ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს, 16 აგვისტოს განცხადება გაავრცელა: „კრებამ ერთხმად გაიზიარა ქარტიის საბჭოს მიერ 8 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, ორგანიზაცია არ დაემორჩილოს „უცხოური …
მედია მათ ამხელს კორუფციაში, ამიტომ რუსული კანონით სურთ გააჩუმონ – ქარტიის დირექტორი
დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები თანმიმდევრულად ამხელენ ხელისუფლებას კორუფციაში, ნეპოტიზმში, საუბრობენ ყველა იმ პრობლემაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. სწორედ ამიტომ ეხება რუსული კანონი მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს – გვიხსნის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ლიკა ჩახუნაშვილი რუსული კანონის დასამტკიცებლად „ოცნების“ ინიციატივას. „ქართული ოცნება“ რუსული კანონის უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ამჯერად შეცვლილი სახელით დამტკიცებას გეგმავს. რუსული კანონის მომხრეები …
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელ, კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. შემთხვევა დღეს, 14 ივნისს, აჭარის რადიოსთან მოხდა. როგორც კობა ფარტენაძემ განაცხადა „აჭარის ტელევიზიასთან“, ის დღეს რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა. „გავედი და …
Continue reading “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება”
აირჩიე უკრაინის ომზე მომზადებული საუკეთესო მასალა – ხმის მიცემა დაიწყო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქარტიის პრიზის ახალი კატეგორიის – „ხალხის რჩეულის“ ფინალისტების ვინაობა გამოაქვეყნა. ჟიურის გადაწყვეტილებით რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე საუკეთესო ნამუშევარი მკითხველმა 4 მედიასაშუალებიდან უნდა აირჩიოს. საუკეთესო ნამუშევრებს შორის მოხვდა „ბათუმელების“ მიერ მომზადებული მასალები. გამარჯვებულის არჩევა მოქალაქეებს შეუძლიათ ხმის მიცემის საშუალებით. კატეგორია „ხალხის რჩეულის“ ფინალისტები არიან: ბათუმელები – „რა არის შენი სუპერძალა? – მე უკრაინელი …
Continue reading “აირჩიე უკრაინის ომზე მომზადებული საუკეთესო მასალა – ხმის მიცემა დაიწყო”
ქარტია მთავრობას მოუწოდებს შეხვდეს მედიას და უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვებს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მთავრობას მოუწოდებს შეხვდნენ მედიას და საზოგადოების მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხონ. „მეშვიდე დღეა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც 24 თებერვალს, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრით დაიწყო. საქართველოს ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში, ყოველდღიურად იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს უმაღლესი პირების განცხადებებს, რომლებსაც უკვე არაერთი პროტესტი მოჰყვა. …
Continue reading “ქარტია მთავრობას მოუწოდებს შეხვდეს მედიას და უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვებს”
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა. ამ პოზიციას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტი კამილა მამედოვა იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. თამარ რუხაძე ამჟამად საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ICN) სარედაქციო კონსულტანტია. 2016-2021 წლებში საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოში [IREX] მუშაობდა. ხოლო 2013-2015 წლებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავი 2-ის, …
Continue reading “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა”
დადგეს შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქარტიის განცხადება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში. ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, 7 ივლისს, …
ჰომოფობიური აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ძალადობენ – ქარტია
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, სცემეს ჟურნალისტებს და დაუმტვრიეს ტექნიკა. თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ქარტიის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები დევნიან და ძალადობენ …
Continue reading “ჰომოფობიური აქციის მონაწილეები ჟურნალისტებზე ძალადობენ – ქარტია”
აჭარის ტელევიზიას ქარტიის 2 მუხლის დარღვევა დაუდგინეს – ბულვარის დირექტორის საქმე
ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის „ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გაშვების საქმეზე“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ აჭარის ტელევიზიას ორი პრინციპის დარღვევა დაუდგინა – ინფორმაციის სიზუსტე [მუხლი 1] და არაზუსტი ინფორმაციის შესწორება [მუხლი 5]. იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს ჯერ ირაკლი ჯინჭარაძის საქმის განხილვა არც კი დაუწყია, აჭარის ტელევიზიამ 18 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით: „ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა“. …
Continue reading “აჭარის ტელევიზიას ქარტიის 2 მუხლის დარღვევა დაუდგინეს – ბულვარის დირექტორის საქმე”
დაშავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა
დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტები შეუერთდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით თბილისში გამართულ აქციას „ნუ გვაბრმავებ!“. გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ ჟურნალისტები, დაზიანდა მათი ტექნიკაც. „გუშინ ვნახეთ კადრები, როცა დამიზნებით ესროლეს ოპერატორებს, ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, ჟურნალისტებზე ძალადობის მერამდენე წრეზე მივდივართ, უკვე …
Continue reading “დაშავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა”
აჭარა TV ჩქმალავს მნიშვნელოვან ამბებს და არ აკრიტიკებს ხელისუფლებას – ქარტიის ანგარიში
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 6 თვის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ანგარიშიდან, რომელიც საინფორმაციო გამოშვებების ხარისხს შეეხება. მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქება „მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვის/არგაშუქების ტენდენცია, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი და საგანგაშოა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუ შევადარებთ 2020 წლის მარტამდე არსებულ ვითარებას, როდესაც აღნიშნული საინფორმაციო გამოშვების ძირითადი თემა ხშირად იყო …
ქარტია: აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის ქუთაისის არაარსებულ ბიუროში გადაყვანასა და გადაცემა „ჰეშთეგის“ გაჩერებას ეხმაურება. ქარტიაში მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი დევნის ჟურნალისტებს და საკადრო გადაწყვეტილებებით ცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. „23 მარტს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძეს შეუზღუდა ბათუმში საქმიანობა, დაუსაბუთებლად მიავლინა რეპორტიორად ქუთაისში, ოპერატორის გარეშე …
Continue reading “ქარტია: აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება”
„აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა“ – საია და ეთიკის ქარტია
„გიორგი კოხრეიძეს ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა,“ – მიიჩნევენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის – თეონა ბაკურიძისთვის დროებით უფლებამოსილების შეჩერებაზე. დღეს, 6 მარტს, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნიუსრუმში შემდგარ კამათზე ფაქტის მოკვლევა დაიწყო. დირექტორმა ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე გადაწყვიტა წამყვანის „დასჯა“, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს …
აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია – ქარტიის საბჭოს განცხადება
„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში. ქარტია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის განახლებას ეხმაურება, რომელიც დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის, …
საზმაუს ბორდის წევრი რეგიონულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეურაცხყოფს
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო), რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი… არანაირი წონა და ავტორიტეტი სერიოზულ, ნორმალურ ჟურნალისტებს შორის არ გააჩნია. ამ 311 ხელმომწერიდან უმრავლესობა არის რეგიონიდან… ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა… “ ამ ფრაზებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, გიორგი იაკობაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეურაცხყო. რატომ მიიჩნევს …
Continue reading “საზმაუს ბორდის წევრი რეგიონულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეურაცხყოფს”