დღეს, 27 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს. ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ნოემბერ-დეკემბრის აქციის მონაწილეებისთვის ჯარიმების გადახდას, დამცავ სათვალეების, სპეციალური აირწინაღების, პირბადეებისა თუ სხვა საშუალებების შეძენასა და დარიგებას ედავებიან. დაყადაღებულია ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების …
Tag Archives: პროკურატურა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე – პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულნი არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ბურჭულაძის ახლო ნათესავი. „გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, საქართველოს …
აჭარის და ბათუმის პროკურორები შეცვალეს – ვინ არიან ახალი პროკურორები
აჭარის პროკურორი ზაზა მეტონიძე აღარ არის. იგი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურის პრესცენტრში დღეს, 17 ივლისს, ვერ გვითხრეს, ვინ დაინიშნა აჭარის პროკურორად. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, რომელსაც რამდენიმე ინფორმირებული წყარო ადასტურებს, აჭარის ახალი პროკურორი გიორგი ცხოვრებაძეა. გიორგი ცხოვრებაძე აქამდე ზესტაფონის რაიონულ პროკურორად მუშაობდა. ბათუმის პროკურორად კი, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი …
Continue reading “აჭარის და ბათუმის პროკურორები შეცვალეს – ვინ არიან ახალი პროკურორები”
როგორ დააღწია თავი პატიმრობას და სად წავიდა ოზთურქი? – „1 მილიონი ლარი ბიუჯეტში ჯარიმის სახით“
„რეალური სასჯელი 3 წელი და 2 წელი პირობითი მსჯავრი, 1 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით“, – ამ პირობით გაუფორმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გალიფ ოზთურქს და იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოზთურქის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გალიფ ოზთურქი ბათუმში რჩება და ბიზნესის გაგრძელებას აპირებს. გალიფ ოზთურქი თურქეთის და საქართველოს მოქალაქეა. გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის 2023 წელს …
როგორ სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა – პროკურატურის ვერსია
საქართველოს პროკურატურა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანისადმი წარდგენილ ბრალდებაში წერს თავის ვერსიაზე, თუ როგორ სცადა, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. პროკურატურა წერს, რომ გამოძიების თანახმად, თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს, საღამოს საათებიდან სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსის ახვლედიანის სახლში. პროკურატურის ვერსიით, თორნიკე რიჟვაძემ, 7 ივლისს, შუაღამის შემდეგ, დაახლოებით 01:10 საათიდან …
Continue reading “როგორ სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა – პროკურატურის ვერსია”
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, „ზარალა“, 70 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
7 ივლისს, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს [„ზარალა“], რომელსაც პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება, 70 000 ლარიანი გირაო დააკისრეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ნანა შამათავას თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სასჯელი, პატიმრობის გამოყენება არ არის საჭირო. პროკურატურა ბიზნესმენის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის შედეგად მიიღო. ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი 6 ივნისს დააკავეს. შსს-ს …
Continue reading “ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, „ზარალა“, 70 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს”
კაცი დაჭრა პოლიციელმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო
პროკურატურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში კაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ. ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია,რომ პატრულ-ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. პროკურატურის ცნობით დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება …
Continue reading “კაცი დაჭრა პოლიციელმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო”
ფინანსური დავის „ქურდული გარჩევა“ ოზურგეთში – რა გადაწყვიტა სასამართლომ
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმოშობილი ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართეს. „ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტაში ასევე ჩართული იყო „ქურდული სამყაროს“ ორი მხარდამჭერი. 2024 წლის 22 ივნისს „ქურდული …
Continue reading “ფინანსური დავის „ქურდული გარჩევა“ ოზურგეთში – რა გადაწყვიტა სასამართლომ”
ძველი სახლი მერიის წინ, რომელსაც განზრახ ანგრევენ და პასუხი არავინ აგო – „ფრთხილად გაიარეთ“
სახლი, რომელიც საცხოვრებლად უკვე უვარგისია, ბათუმში, მარჯანიშვილის 2-ში მდებარეობს. თუ მიტოვებული სახლის მისაღებში შეხვალთ, მისი ფანჯრიდან ვარდების სკვერს მიღმა – ბათუმის მერის სამუშაო კაბინეტს დაინახავთ. ბათუმის მერიის წინ ისტორიული სახლი ისე დააზიანეს, რომ უკანონო პროცესი არავის შეუჩერებია. ისტორიული სახლის განადგურებისთვის – ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის მიუხედავად – არავინ დასჯილა. ბათუმში, მარჯანიშვილის #2-ში მდებარე ორსართულიანი ძველი კორპუსის …
ბინები გაყიდეს, მაგრამ კორპუსი არ ააშენეს – 10 მილიონის თაღლითურად მითვისების საქმე
პროკურატურა დაუსრულებელ მშენებლობასა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წერს და განმარტავს, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალი წარუდგინეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს და თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით შპს „სექტორი 7“ დააფუძნეს. …
გონიოში ავარიის შედეგად 3 ადამიანის დაღუპვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 …
Continue reading “გონიოში ავარიის შედეგად 3 ადამიანის დაღუპვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს”
მკვლელობა ბათუმში – ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურა ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე წერს. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბათუმში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ‘’ვ’’ …
Continue reading “მკვლელობა ბათუმში – ერთ პირს ბრალი წარუდგინეს”
მკვლელობის საქმე ბათუმში – ბრალდებული განაჩენის გარეშე 1 თვეში შესაძლოა გათავისუფლდეს
მკვლელობაში ბრალდებული რევაზ ც. შესაძლოა პატიმრობიდან განაჩენის გამოცხადების გარეშე გაათავისუფლონ. თუ ბათუმის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ თვეში ნაფიც მსაჯულებს ვერ შეარჩევს, 2025 წლის 15 აპრილს მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარ პატიმრობაში ვეღარ დატოვებენ – კანონით გათვალისწინებული 9 თვის ვადამდე ერთი თვე რჩება, 8 თვე უკვე გავიდა. საუბარია 2024 წლის 15 ივლისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე. გამოძიების ვერსიით, 27 …
პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 იანვარს, 11 საათზე განიხილება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურა მზია ამაღლობლისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მზია ამაღლობელს დღეს, 13 იანვარს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის …
Continue reading “პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს”
დის მკვლელობისთვის კაცს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების …
Continue reading “დის მკვლელობისთვის კაცს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა”
5 პირი დააკავეს 620 ათასი ლარის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება წარუდგინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი თანხის მათთვის გადაცემის შემთხვევაში, დაზარალებულები მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებდნენ. გამოძიების ამ ეტაპისთვის …
Continue reading “5 პირი დააკავეს 620 ათასი ლარის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით – პროკურატურა”
პროკურატურის თქმით, მას არ აქვს მარაგები ამოსაღები საარჩევნო მასალების დასალუქად
პროკურატურის განცხადებით, „საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში დასალუქი ნივთიერი მტკიცებულებების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, პროკურატურის ხელთ არსებული მარაგებით შეუძლებელია ამოსაღები ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვა“, ამიტომ დამატებით, უტენდეროდ 10 ათას ცალ წებოვან ლუქს შეისყიდიან. „საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის იგეგმება 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას გამოყენებული ათასობით ვერიფიკაციის …
Continue reading “პროკურატურის თქმით, მას არ აქვს მარაგები ამოსაღები საარჩევნო მასალების დასალუქად”
პროკურატურამ დაიწყო ჩვენი დამკვირვებლების დაბარება – „ნაციონალური მოძრაობა“
დღეს, 30 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურატურამ მათი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, დაკითხვაზე დაიბარა. მისი თქმით, პროკურატურაში დაბარებულ დამკვირვებლებს საჩივრები დაწერილი აქვთ მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებზე. „პროკურატურამ დაიწყო ჩვენი წარმომადგენლების დაბარება, რომლებიც საარჩევნო დარღვევებზე წერდნენ საჩივრებს და ცდილობდნენ არჩევნების გაყალბებისთვის ხელი შეეშალათ. პროკურატურა ცდილობს, აღნიშნული პირებისგან ამოიღოს …
Continue reading “პროკურატურამ დაიწყო ჩვენი დამკვირვებლების დაბარება – „ნაციონალური მოძრაობა“”
ქობულეთში კაცმა მეზობელი წარსულში არსებული უთანხმოების გამო მოკლა – პროკურატურის ვერსია
პროკურატურამ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა „დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, კიდევ ერთი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე“. პროკურატურა წერს, რომ შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ „8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, რის …
ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც ბავშვს სცემა, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – პროკურატურა
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურა ეხმიანება ბათუმში ცეკვის მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტს, რომლის შესახებაც ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გუშინ, 8 ოქტომბერს გაავრცელა. პროკურატურის ცნობით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის …
მკვლელობის მცდელობა ბათუმში – ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა
პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აგვისტოს, ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ასევე თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადად გაისროლა. სროლის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა და იქვე შემთხვევით მყოფმა საქართველოს სამმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ …
Continue reading “მკვლელობის მცდელობა ბათუმში – ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა”
დააკავეს მამა, რომელიც 17 წლის შვილს გათხოვებას აიძულებდა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე დაზარალებულის მამას ბრალდება წარუდგინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა. მას ბრალდება …
Continue reading “დააკავეს მამა, რომელიც 17 წლის შვილს გათხოვებას აიძულებდა”
„გაყიდულ ბინებს ხელახლა ჰყიდდნენ“ – სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და იურისტს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და იურისტს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „სამშენებლო კომპანია შპს „ლეველი +“-ის დირექტორი და ამავე კომპანიის იურისტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ. ბრალდებულები დაზარალებულებს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებს უფორმებდნენ და თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა …
განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა ლანჩხუთში – ბრალდებული დაკავებულია
პროკურატურამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, 8 აგვისტოს, ქალაქ ლანჩხუთში ბრალდებულმა დაზარალებული გაკოჭა და სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც …
Continue reading “განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა ლანჩხუთში – ბრალდებული დაკავებულია”
კაცის მანქანა საჯარიმოზე დგომით დაზიანდა, მან პროკურატურას უჩივლა და კომპენსაციას მიიღებს
კაცმა, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, პროკურატურას სასამართლო დავა იქეთ მოუგო. შემთხვევა ასეთია: მოქალაქე ი. გ. ავარიაში მოყვა, იგი „მერსედესით“ პირუტყვს დაეჯახა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ავარიაში მოყოლილი „მერსედესი“ კი, გამომძიებლებს ავტოსადგომზე გადაუყვანიათ. მაგრამ ი. გ. გამართლდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა …
„ქურდული გარჩევა“ ბათუმში, დაკავებულია 2 პირი – პროკურატურა
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ვერსიით, 5 ივნისს ბათუმში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულმა პირმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო. „კერძოდ, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინ-კაზინოს მეშვეობით თითქოსდა 300 000 ლარი მოიგო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, …
Continue reading “„ქურდული გარჩევა“ ბათუმში, დაკავებულია 2 პირი – პროკურატურა”
ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი შეცვალა
„ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. მსჯავრდებულ ლევან სირაბიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საუბარია ბათუმში, 2023 წლის 11 მარტს მომხდარ შემთხვევაზე: ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით ნიკა თუთაშვილი დაჭრეს. პროკურატურამ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ლევან სირაბიძე დააკავა. წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურამ საქმე სსკ-ის 117-ე მუხლზე …
13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის კაცს 15 წელი მიუსაჯეს
არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო განიხილავდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის …
Continue reading “13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის კაცს 15 წელი მიუსაჯეს”
მკვლელობა გურიაში – რატომ დააკავა პროკურატურამ მთავარი მოწმე
„პროკურორმა თადარიგი დაიჭირა, რომ სხვა მოწმეებსაც იგივე არ ექნათ. ეს არის მანიპულაცია, რადგან კანონი შეიცავს დიდ ხარვეზს ამ კუთხით. თუ პრაქტიკა აქეთ წავა, მაშინ მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულების როლი აღარ იარსებებს საერთოდ,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. ადვოკატს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული კაცი სრულად გაამართლეს, ამ საქმის „ოქროს …
Continue reading “მკვლელობა გურიაში – რატომ დააკავა პროკურატურამ მთავარი მოწმე”
13 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც ბათუმსა და ქობულეთში ცდილობდა ნარკოტიკის გასაღებას – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთი პირს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს 1,4889 გრ. „ალფა-პვპ-ს“ და 0,087 გრ. „მეთადონს“. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი მან ქუთაისში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაასაღა, ხოლო ნაწილის გასაღებას ბათუმში …
18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შშმ ცოლი მოკლა ურეკში – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ …
Continue reading “18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შშმ ცოლი მოკლა ურეკში – პროკურატურა”
დაიწყოს გამოძიება მუქარის ფაქტებზე – აჭარაში მოქმედი არასამთავრობოები პროკურატურას მიმართავენ
აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პროკურატურას დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც ბათუმში ანტირუსულ აქციებში ჩართულ მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს ემუქრებიან. „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბათუმში, 2024 წლის 31 მაისიდან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველების და მათი ოჯახის წევრებს ყოველდღიურად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას …
მობილურზე გინების სერია განახლდა – პროკურატურას მუქარის ზარებზე არავინ დაუსჯია
ვიდრე პროკურატურა „მუქარების ზარების საქმეზე“ არავის სჯის, საპროტესტო აქციების „არა რუსულ კანონს“ მონაწილეებს ისევ ურეკავენ და ემუქრებიან. ერთ-ერთი, ვისაც ბათუმში წუხელ დაურეკეს, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი მათე ცენტერაძეა: „დამირეკეს გინებით, ასეთი ჩმორები როგორ ხართ, ახალგაზრდებს როგორ ემუქრებით, სახლიდან თავს არ გამოგაყოფინებთო. ჩვენ არ უნდა გამოვყოთ თავი და თქვენ გაქვთ გამოსაყოფი? ვის ეშინია? მცემთ? მომკლავთ? რას მიზამთ …
Continue reading “მობილურზე გინების სერია განახლდა – პროკურატურას მუქარის ზარებზე არავინ დაუსჯია”
როინ შავაძის საქმეზე ორ პირს 12 წელი მიუსაჯეს – ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილება
დღეს, 13 მარტს, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ მიიჩნიეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი – ალეკო ბალაძე და მამუკა ბერიძე. სასამართლომ მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. „როინ შავაძის საქმეზე“ …
Continue reading “როინ შავაძის საქმეზე ორ პირს 12 წელი მიუსაჯეს – ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილება”
ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ძმის სანადირო თოფით მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია 2023 წლის 2 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე. გამოძიების ვერსიით, ხელვაჩაურში, სოფელ კიბეში ძმამ სანადირო თოფით ძმა მოკლა. სასამართლო პროცესებზე მოწმეებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ბრალდებული მკვლელობის მოტივად მშობლების შეურაცხყოფას ასახელებდა და არასასურველ სასიყვარულო ურთიერთობას. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი …
Continue reading “ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს”
ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დააკავეს
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 533 576 ლარი. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა 2015-2023 წლებში თითქოსდა სამივლინებო, სამეურნეო, ასევე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის დანიშნულებით, როგორც საკუთარ, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზედმეტად ჩარიცხეს …