17 წელი მიუსაჯეს პატიმარს, რომელმაც ბათუმის ციხეში თანასაკნელი დაჭრა

პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის, მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო …

5 წელი მიუსაჯეს პატრულ-ინსპექტორს, რომელმაც შშმ პირს სცემა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება 2022 წლის იანვარში, თბილისში მომხდარ ფაქტს – 17 წლის ბიჭი, რომელსაც სმენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ძმასთან და მეგობრებთან ერთად ისნის მეტროში იმყოფებოდა, როცა პოლიციელმა სცემა. ამ ფაქტის …

10 წელი მიუსაჯეს კაცს ბათუმის ნარკოლოგიურის ცენტრის ეზოში მომხდარი მკვლელობისთვის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს განზრახ მკვლელობისთვის. საუბარია 2021 წლის 21 ოქტომბერს ბათუმში, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ეზოში მომხდარ მკვლელობაზე – მსჯავრდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ე.ჯ.-ს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასაც ედავებოდა პროკურატურა. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს სასჯელის გამკაცრების …

ქუთაისის სკოლის ბუღალტერს თანხის მითვისებისთვის ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბუღალტერს, რომელმაც ბრალდების მხარის მტკიცებით, სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა. „საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, სსიპ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა. გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა …

კაცს, რომელიც ყოფილი ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, პატიმრობა შეუფარდეს – პროკურატურა

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ ივლისს ქუთაისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. მას …

ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულებს 20 და 21 წელი მიუსაჯეს

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 20 და 21 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს გორში ოთხი პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ …

მილიონზე მეტ ლარს თაღლითურად დაეუფლა ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსისტი – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. „გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად – საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც …

„სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა“ – კიდევ რისთვის დასჯიან პროკურორებს

გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ ბრძანება გამოსცა, რაც საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომების კონკრეტულ კატეგორიებს ადგენს. გადაცდომები 16 მაისიდან უნდა შეფასდეს, მსუბუქია, საშუალო თუ მძიმე. ბრძანების მიხედვით, მსუბუქ გადაცდომად ჩაითვლება პროკურატურის თანამშრომლის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად კი, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, მათ შორის, მაგალითად, „სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა ან/და ინტერნეტის რესურსების …

ფეისბუქში შეღავათიან სესხებს ჰპირდებოდნენ და განაცხადში ფულს იღებდნენ – პროკურატურამ 1 პირი დააკავა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საუბარია ფეისბუქში ყალბი გვერდის შექმნაზე, სადაც ადამიანებს შეღავათიან კრედიტებს ჰპირდებოდნენ, განაცხადის შევსება კი ფასიანი იყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე ყალბი გვერდი შექმნეს და პოტენციური დაზარალებულების მოტყუების მიზნით, თითქოსდა ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულების მიერ 5 000-დან 1 000 000 ევრომდე ოდენობით …

გერმანიამ რუსთავის ციხის რეჟიმის ყოფილი უფროსი საქართველოს გადმოსცა

„გერმანიის სასამართლომ დააკმაყოფილა  საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ვ.კ.-ს საქართველოში ექსტრადირების თაობაზე,“ – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსჯავრდებული ვლადიმერ კაპანაძე სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსია და იგი 2007 წლიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას. პროკურატურის მიერ ძებნილი ვლადიმერ კაპანაძე გერმანიიდან დღეს, 8 აპრილს …

„ალტ-ინფოს“ პარტიის ქობულეთის ოფისთან 3 კაცს სცემეს – პროკურატურა 5 პირის დაკავებაზე

ჯგუფურად ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება ქობულეთში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან, 22 მარტის აქციაზე ძალადობის ჩადენას ედავება. 22 მარტს ქობულეთში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის წინ, საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ოფისის დახურვა მოითხოვეს. აქციაზე რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამჯერად კი, 5 პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთა პროკურატურამ. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ჯგუფურად …

16 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც არასრულწლოვანს აუპატიურებდა

პროკურატურის ცნობით, გორის საქალაქო სასამართლომ და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გ.ზ. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა“ – წერს პროკურატურა. გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში …

გენერალური პროკურორის ხელფასი 7 260 ლარი გახდა, აჭარის პროკურორის – 6 160 ლარი

საქართველოს გენერალური პროკურორის ხელფასი 2022 წლის იანვრიდან 660 ლარით გაიზარდა. შესაბამისად გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 260 ლარი იქნება. აქამდე მისი ხელფასი 6 600 ლარი იყო. ხელფასები გაეზარდათ გენერალური პროკურორის მოადგილეებს და სხვა თანამშრომლებსაც. მაგალითად, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ხელფასი იქნება 6 820 ლარი [6 200 ლარის ნაცვლად]; გენერალური  პროკურორის მოადგილის ხელფასი …

ფოთის ყოფილ მერს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ქრთამის აღებაზე

პროკურატურის ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, თაღლითობის დახმარებასა და ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის ჯგუფურად დამზადებასა და გამოყენებაში, ქალაქ ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფოთის მერმა სამსახურებრივი მფარველობისა და სამუშაოების შესრულებამდე თანხის …

რატომ არ სრულდება ბათუმის მე-6 განყოფილებაში მოქალაქეების ცემაზე დაწყებული გამოძიება

„გამოძიება ყოველთვის იწყება მსგავს შემთხვევებში, მაგრამ არანაირი შედეგი არ დგება, პასუხისმგებლობის დაკისრება არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გარკვეულწილად ახალისებს მსგავს საქციელს პოლიციელების მხრიდან,“ – ასეთია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის შეფასება შემთხვევებზე, როცა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე გამოძიება მხოლოდ იწყება და აღარ სრულდება. გუშინ, 20 დეკემბერს, უკვე მესამე გამოძიება დაიწყო ბათუმის …

84 000 ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს აფხაზეთის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი

პროკურატურა ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა „სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და შპს „მედერს“ შორის, რომლის საფუძველზე, „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ ლურჯი მოცვის …

საკრებულოს წევრის სავარაუდო მოსყიდვაზე გამოძიება არ დაიწყო – საიას შეფასება

„საგამოძიებო ორგანო ვალდებულია დაიწყოს გამოძიება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელსაც ვკითხეთ: რას ნიშნავს, როცა საკრებულოს წევრის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ გამოძიება არ იწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დრომდე სავარაუდო მოსყიდვის ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაწყებულა. საუბარია 24 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ …

„თაღლითური ჯგუფები მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობას სთავაზობენ“ – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, გამოავლინეს თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის მონაწილე დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეებმა – საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა – დააფუძნეს და ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში განათავსეს შპს „მარკეტ ბული“-ს (Market Bull LTD) რეკლამა. ვებგვერდზე – marketbull.live – კომპანიის საქმიანობის სფეროდ მითითებული იყო კრიპტოვალუტის …

ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის პირს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის აგვისტოში, ბრალდებულმა ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ წარმომადგენელები დაარწმუნა, რომ შემოიყვანდა ინვესტორს, რომელიც ასოციაციის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას მას შემდეგ შეიძენდა, რაც აღნიშნული ქონება მასზე, როგორც ინვესტორისთვის სანდო პირზე, გადაფორმდებოდა. „აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება …

პატიმრობა ყოფილი ცოლის ცემისთვის – “6 წელია დაშორებული ვართ”

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დამნაშავედ სცნო ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 2021 წლის 17 მაისს, ყოფილი ცოლი ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყო. დაზარალებული ჰყვება, რომ მაისში თბილისში თავის მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა, როცა ყოფილმა ქმარმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. “17 მაისს მოხდა ზუსტად, ბათუმიდან ჩავედი შეყვარებულთან და კიდევ ერთ მეგობართან ერთად. ჩემი ყოფილი ქმარი დამიკავშირდა და გადავწყვიტეთ გველაპარაკა. შევხვდით …

კაცს, რომელმაც დედა თოფით დაჭრა, 14 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, რომელმაც დედას ჭრილობები მიაყენა, დამნაშავედ ცნო. „2021 წლის 29 იანვარს, სენაკში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფით დედას სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე ხარისხის სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულს …

ხელვაჩაურში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს 8-9 წელი მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 25 იანვარს ხელვაჩაურში ტაქსისტის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 25 იანვარს ქურდობისთვის ნასამართლევი პირები დანის დემონსტრირებით …

ბრალი წარუდგინეს კაცს, რომელმაც ბათუმში ავტომატით ჩაცხრილა ნაცნობი

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. „გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 21 ოქტომბერს ბრალდებულმა ბათუმში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ერთ პირს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა“ – წერს პროკურატურა. ბრალდებული …

ბაბუას, რომელიც 13 წლის შვილიშვილს აუპატიურებდა, შესაძლოა უვადო პატიმრობა მიუსაჯონ

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა: საქართველოს …

„ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი კედლები“ – კორპუსის ნგრევაზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს წარუდგინა ბრალი. საუბარია ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოს პირველი სართულის მესაკუთრესა და ორ მუშაზე. პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ, 9 ოქტომბერს, დააკავეს. პროკურატურის ცნობით, შსს-მ გამოძიებით დაადგინა, …

სააკაშვილი იმალებოდა სამეგრელოში და შემდეგ თბილისში – პროკურატურა

საქარველოს პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 29 სექტემბერს შემოვიდა. მისი ტრანსპორტირება ორმა პირმა უზრუნველყო, რომლებსაც ამ დროისთვის ბრალი აქვთ წარდგენილი. „შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს  თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი …

ვინ გამოიძიებს საქმეს, როცა სავარაუდო დამნაშავე პოლიციელია – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

პოლიციის ის განყოფილება, სადაც დასაქმებულ პოლიციელს ედავებიან დანაშაულის ჩადენას, ვეღარ გამოიძიებს ამ საქმეს. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 23 სექტემბერს, მიიღო. მოსარჩელე გიორგი ცერცვაძეა, რომელიც ამბობდა, რომ პოლიციელებმა დაკავების დროს მასზე ფიზიკურად იძალეს. მოქალაქემ პოლიციელებს უჩივლა, თუმცა საქმე პროკურატურის დავალებით იგივე საგამოძიებო ორგანომ გამოიძია, სადაც ცერცვაძის მხრიდან დადანაშაულებული პოლიციელები მუშაობდნენ. გიორგი ცერცვაძე გორში დააკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობისა …

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, – აცხადებს პროკურატურა. მათივე განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. „მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან …

ბათუმში არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს 

პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და მუქარის ფაქტზე მ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინეს. შემთხვევა ბათუმში მოხდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ. 2021 წლის ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სისტემატურად ლახავდა არასრულწლოვნის პატივსა და ღირსებას. მეგობრების, ოჯახის წევრების და უცხო ადამიანების თანდასწრებით ამცირებდა და ოჯახის წევრების დაკავებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მ.ნ. არასრულწლოვან დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით და სახლის …

გერმანელ მუსიკოსზე ძალადობაში ბრალდებული ხელწერილით გამოუშვეს

გერმანელ მუსიკოსზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მხოლოდ ხელწერილის დადება შეუფარდა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვიულმა მიიღო დღეს, 2 აგვისტოს. ბრალდებულისთვის პროკურატურა 5 ათასი ლარი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. საუბარია გერმანელ მუსიკოსზე, სასცენო სახელით Phase Fatale, რომელმაც განაცხადა, რომ  ბათუმში მას ჰომოფობურ ნიადაგზე დაესხნენ თავს. პროკურატურამ ლ.ჭ.-ს ბრალი …

გერმანელ მუსიკოსზე ძალადობისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ 30 ივლისს ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ლ.ჭ-ს ბრალდება წარუდგინა. საუბარია გერმანელ მუსიკოსზე, სასცენო სახელით Phase Fatale, რომელმაც განაცხადა, რომ  ბათუმში მას ჰომოფობურ ნიადაგზე დაესხნენ თავს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დილის საათებში, ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბ „სფეროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ლ.ჭ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, …

კაცი 10 წლის ბავშვს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა, მას 12 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე გ.გ. დამნაშავედ ცნო. „გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 10 ივნისს, გ.გ. სოციალურ ქსელ ფეისბუქში 10 წლის არასრულწლოვანს მისივე თანატოლ გოგონად გაეცნო, რითაც შევიდა მასთან ნდობაში და …

შვედეთის მოქალაქეს 73 000 ევრო მოტყუებით გადმოარიცხვინეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი მოქალაქეა დაკავებული. „გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში. ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით, …

„ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე“ აღსაზრდელის ბიძია დააკავეს

„ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე“ პროკურატურამ ერთ-ერთი აღსაზრდელის ბიძიას ბრალი წარუდგინა და დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით წარუდიგინეს, რაც მუქარას გულისხმობს. „გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს [მოზარდის] ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს – გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა – ჩ.გ. ემუქრებოდა სიცოცხლის …

არასრულწლოვანს, რომელმაც 8 წლის ბავშვი გააუპატიურა, პატიმრობა შეუფარდეს

პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის საჩივარი და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „2021 წლის 19 და 20 მაისს არასრულწლოვანმა ა.ს.-მ 8 წლის ბავშვი გააუპატიურა. ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის …

26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაზე ბრალი მის სიძესაც წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს, მ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 26 წლის ყაზახეთის მოქალაქის, ასელ აიტპაევას საქმეს, რომელიც 5 მაისს დაიღუპა თბილისში, პოლიციის ვერსიით მან თავი მოიკლა. პროკურატურის ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით  ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. მ.მ.-ს …

Exit mobile version