ევროკავშირთან თუ საჭირო იქნება უკრაინის დახმარება, ჩვენ ვიქნებით დაინტერესებული – პოდოლიაკი

„რა თქმა უნდა, ბატონი ზელენსკი დაინტერესებული იქნება, თუ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განვითარდება და ეს ურთიერთობა დაფუძნებული იქნება სანდოობაზე“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში. ინტერვიუში, რომელიც დღეს, 8 მაისს გამოქვეყნდა, პოდოლიაკმა ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე ან მესამე ქვეყანაში გამგზავრებაზე სამკურნალოდ. „ჩვენ გვესმის, რა რეალობა …

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ ციხეში გადაიყვანეს – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომაც ის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა ,ვივამედში. სადაც  ის ამ დრომდე იმყოფებოდა …

19 წლის წინ მიშამ თქვა, რომ ასლანი გაიქცა. ამის აღსანიშნავად ვართ აქ – აქცია ბათუმში

დღეს, 6 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების“ აქცია გაიმართა – „თავისუფლება მიშას“. ევროპის მოედანზე გამოფენილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელებული პროექტები. პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერები დღეს ჩოლოქის ხიდზეც იმყოფებოდნენ, რომელიც ასლან აბაშიძემ, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო ააფეთქა 2004 წელს. „19 წლის წინ სააკაშვილმა თქვა – „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“ და ზუსტად ამის აღსანიშნავად …

რა იქნება ახლა, როცა მთავრობა ევროკავშირის დემარშს არ ითვალისწინებს – ინტერვიუ

„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მისი მიზანიც ესაა – ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ივანიშვილის დაჯგუფებამ გავლენა მიტაცებულ ძალაუფლებაზე,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. ის პერსონალურ სანქციებს ელის, როცა საქართველოს მთავრობა ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფოს დემარშსაც არ ითვალისწინებს. თუმცა მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარია პროტესტის მასშტაბი ქვეყნის შიგნით. რა შემთხვევაში იყენებს ევროკავშირი დემარშს, …

საქართველოს მთავრობა ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა ეროვნული ტელემარათონის ეთერში – ინფორმაციას და კულებას ციტატას აღნიშნულ თემაზე უკრაინული გამოცემა 24tv.ua ავრცელებს. კულებას თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა, თუმცა როდის წავა დიპლომატი საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. გამოცემა წერს, რომ კულებას თქმით, კიევი …

„მომხრე ვარ, სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს“ – ყოფილი პატიმარი

„მომხრე ვარ, რომ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს და მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე. ის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პატიმრობაში იყო. ყოფილი პატიმარი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესების დაცვაზე მუშაობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების …

„გადაარჩინე მიშა“ – აქცია ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან

დღეს, 20 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან,  საპროტესტო აქციას მართავს. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნაა. გარდა ამისა, ორგანიზატორების თქმით, ეს აქცია საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად იმართება. „როგორც ვიცით, ფეიგინმა და არესტოვიჩმა დააანონსეს სოლიდარობის აქცია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისაა და ბევრ ქვეყანაში გაიმართება“ – ამბობს ლევან …

20 თებერვალს ბათუმში სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

ბათუმში 20 თებერვალს, 15:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად  აქცია გაიმართება. როგორც ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი ლევან ანთაძე ამბობს, აქცია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ქალაქებში ერთდროულად გაიმართება. „როგორც ვიცით, ფეიგინმა და არესტოვიჩმა დააანონსეს სოლიდარობის აქცია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისაა და ბევრ ქვეყანაში გაიმართება. აქციაში ბათუმი და თბილისიც ჩაერთვება. აქცია მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს ევროპული …

„ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია“ – ენმ-ს თავმჯდომარის ბრიფინგი ბათუმში

„ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია… ჩიხში ხართ და ერთადერთი გამოსავალი არის ამ რეზოლუციის შესრულება,“ – აღნიშნა დღეს, 15 თებერვალს, ბრიფინგზე ენმ-ს ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა. იგი ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომლის მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ამავე რეზოლუციით ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას ევროსაბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის. …

„მესამე პრეზიდენტს არ მოგაკვლევინებთ“ – საპროტესტო აქცია ქედაში

„თავისუფლება მიშას“ – ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია დღეს, 15 თებერვალს, ქედაში გაიმართა. აქციის მონაწილეები დაბა ქედის ცენტრში შეიკრიბნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ, რომ სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოხერხდეს. „ახალი ადამიანები გვიერთდებიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არც არიან, მაგრამ მოდიან, რადგან ხედავენ, რომ მიგვაქანებენ რუსეთისკენ,“ – გვიყვება რამინ ბერიძე, ენმ-ს ქედის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, – „შევდივართ …

„სააკაშვილს უნდა მიეცეს უცხოეთში მკურნალობის უფლება“ – აქცია ქობულეთში

დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქცია გაიმართა ქობულეთში. როგორც მონაწილეები ამბობენ, აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა და საზოგადოების გააქტიურებაა არსებული პრობლემების წინააღმდეგ. ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციები პერმანენტულად არა მარტო ქალაქებში, სოფლებშიც გაიმართება. „პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს რეალურად ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ და მნიშვნელოვანია, …

სააკაშვილის საქმე სტრასბურგმა შეიძლება 1-2 დღეში განიხილოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

„მსგავს საქმეებზე კონკრეტული ვადები არ არის, მაგრამ 1-2 დღის საკითხია,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელსაც ვკითხეთ, რა დრო შეიძლება დასჭირდეს სტრასბურგის სასამართლოს „სააკაშვილის საქმის“ განსახილველად. თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს რუსი ოპოზიციონერი, [ალექსეი] ნავალნი …

„მოვუწოდებ მსოფლიოს, არ დაუშვან მიხეილის სიკვდილით დასჯა“ – ზელენსკი სააკაშვილზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს „შეწყვიტონ ძალადობა და გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი“. „სწორედ ახლა, უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელა კლავენ. ის ფაქტი, რომ ჩვენ 21-ე საუკუნის ევროპაში კვლავ გვიწევს ვებრძოლოთ ადამიანის დე ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის მსგავს მცდელობას, სამარცხვინოა,“- წერს უკრაინის პრეზიდენტი. …

„თავისუფლება მიშას“ – ბათუმში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

დღეს, 4 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია იმართება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და მოთხოვნით – „თავისუფლება მიშას“. აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. პარალელურად დაანონსებულია აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. დღეს, 4 იანვარს, 18 საათზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია საქართველოში, 8 სხვადასხვა ადგილას დააანონსა: თბილისში – მშვიდობის ხიდზე; ქუთაისში – პარლამენტის მიმდებარე …

მაკკეინის ინსტიტუტი ხელისუფლებას – გაათავისუფლეთ სააკაშვილი დაუყოვნებლივ

„მაკკეინის ინსტიტუტი“ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ინსტიტუტის განცხადებით, სააკაშვილი „პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებითაა დაპატიმრებული“. „მაკეინის ინსტიტუტი დგას სააკაშვილის, სენატორ ჯონ მაკკეინის მეგობართან და ერთ დროს უფრო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ლიდერთან. ხაზს ვუსვამთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებას“, – განაცხადა ეველინ ფარკასმა, ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა. აქამდე …

„იმის ატანა, რაც სააკაშვილის თავს ხდება, არ შეიძლება“ – ინტერვიუ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, 22 დეკემბერს, თავის სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩაერთო, თუმცა ის მალევე გამოეთიშა პროცესს. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ცუდად გახდა. ვინ იტყუება – სააკაშვილი თუ „ქართული ოცნება“, როცა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა „უნიჭო სიმულაციაა“? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ ბექა მინდიაშვილს ესაუბრა. ბატონო ბექა, როგორც მოქალაქეს მინდა გკითხოთ, როგორი შთაბეჭდილება დატოვა …

„ბოლოს რომ ვნახე, ჯანმრთელი კაცი იყო“ – ევროპარლამენტარი სააკაშვილზე

ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი, ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს და ამბობს, რომ როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლოს ნახა, „იგი ჯანმრთელი ადამიანი იყო“. „ახლა იგი ასე გამოიყურება, ქართულ ციხეში ერთ წელიწადზე ოდნავ მეტის გატარების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის და ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“. ფონ კრამონმა პოსტს ორი ფოტო დაურთო: პირველი …

„იქნება აქციები და პროტესტი“ – ენმ ბათუმის საკრებულოში სხდომებს აღარ დაესწრება

ენმ-ს წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან. ბრიფინგი ბათუმის საკრებულოში დღეს, 16 დეკემბერს გაიმართა, საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყების წინ, სადაც ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. „არ დავესწრებით სხდომებს, სანამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ იქნება დაცული ელემენტარული უფლებები. ნამდვილად არ ვაპირებთ შევუქმნათ „ოცნებას“ დემოკრატიის ფასადი,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ …

ენმ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს აღარ დაესწრება – ბოიკოტი

„არ დავესწრებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არცერთ სხდომას, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში“, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე. დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს. პლენარული სხდომა, სადაც აჭარის ბიუჯეტი უნდა განიხილონ, დღეს, 12 საათზე დაიწყო. „ბუნებრივია, სხდომაზე არ შევალთ მანამ, სანამ …

სააკაშვილი ციხეში ვერცხლისწყლით და დარიშხანით მოწამლეს – „ფიგარო“

ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ წერს, რომ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სხეულში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. „თბილისის ციხეში სააკაშვილი ვერცხლისწყლითა და დარიშხანით მოწამლეს,“ – ასეთი დასკვნა გამოიტანა კვლევის შედეგად ამერიკელმა ექიმმა და ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა, რომლის კვლევის შედეგებიც გამოცემა „ფიგარომ“ [Le Figaro] მოიპოვა. გამოცემის შეფასებით, სამედიცინო დოკუმენტი სარწმუნოა და ეჭვს არ იწვევს. …

„ძალიან ცუდია ეს ჩანაწერი“ – ინტერვიუ ევროსაბჭოს ასამბლეაში სააკაშვილის პოლიტპატიმრად მიჩნევაზე

„კონიუნქტურა იცვლება“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესახებ ვესაუბრეთ. ამ რეზოლუციაში 14 ოქტომბერს ჩაიწერა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მისი „საქმე უნდა გადაიხედოს“. რას ცვლის ეს ჩანაწერი, როცა ევროპული ინსტიტუცია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პატიმრობას პოლიტიკურად აფასებს, ანუ უკანონოდ და ამ დროს საქართველო კანდიდატის სტატუსს ითხოვს? …

დამაჯარიმეს ბანერისთვის: „მუხამბაზი რუს ოკუპანტებს არ ღებულობს“, „თავისუფლება მიშას“ – მოქალაქე

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 38-ში მცხოვრები მოქალაქე, ავთანდილ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ თავის საკუთრებაზე ბანერის გაკვრისთვის 500 ლარით დააჯარიმა. დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს ამ დაჯარიმების საქმეს და გადაწყვეტს, რამდენად კანონიერად გაატარა ინსპექციამ სანქცია მოქალაქის წინააღმდეგ. მოქალაქე 500 ლარით 29 ივლისს დააჯარიმეს. ავთანდილ ბოლქვაძის აზრით  კი, „მუნიციპალური ინსპექციის“ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. ავთანდილ …

„მიშას არ მოგაკვლევინებთ“ – აქცია ბათუმში I ვიდეო

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში აქცია იმართება. აქცია, რომლის სლოგანია „მიშას არ მოგაკვლევინებთ“, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყო. ზუსტად 18 წლის წინ ეს ადგილი იყო აჭარის ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება. ამიტომაც, დღეს, 6 მაისს გამართულ აქციას ეს სიმბოლური დატვირთვაც აქვს. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახლისკენ მიემართებიან. ბათუმში ნაციონალური მოძრაობის …

„შემდეგ გლოვა იქნება გვიან“ – ენმ-ს აქტივისტები 6 მაისის აქციისთვის ემზადებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა დღეს, 4 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბა. აქ 6 მაისიდან ენმ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს ლოზუნგით: „სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, შეიწყალონ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და იგი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ. „შემდეგ გლოვა იქნება დაგვიანებული, დღეს უნდა ვიმოქმედოთ“, – ამბობს ლაშა კომახიძე ენმ-დან. „პრეზიდენტი, რომელმაც ააშენა თანამედროვე სახელმწიფო, არ უნდა …

„გადაარჩინე მიშა“ – სააკაშვილის გადასარჩენად ხელმოწერების შეგროვება გრძელდება

იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სათანადო გარემოში საზღვარგარეთ მოხერხდეს, ონლაინპეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. პეტიცია ლოზუნგით „გადაარჩინე მიშა“ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა დაიწყეს. 3 მაისის დილის 11 საათის მონაცემებით, პეტიციას 13 438 ადამიანი აწერს ხელს. დაგეგმილია 20 ათასი ხელმოწერის შეგროვება. პეტიციას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარუდგენენ. „სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა, რომელიც პროფესიონალი ექიმების მიერ არის დაკომპლექტებული, გამოაქვეყნა …

ბათუმში ანტისაოკუპაციო აქციებს ვიწყებთ – აჭარის მთავრობასთან ენმ შეიკრიბა

„ეს იქნება აქცია არამხოლოდ იმისთვის, რომ სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ, არამედ დღეს პირდაპირი საფრთხეა ოკუპაციის და ამის გამო უნდა გავერთიანდეთ. სააკაშვილს სჯიან იმის გამო, რომ მან არ ჩააბარა ჩვენი ქვეყანა რუსეთს,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს, 2 მაისს, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. ენმ ბათუმში 6 …

„სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“ – ბათუმში საპროტესტო აქციები იწყება

„მიხეილ სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“ – ამ მოთხოვნით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს. საპროტესტო აქციები 6 მაისს დაიწყება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე. „მიხეილ სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს… პირველი აქცია გაიმართება 6 მაისს, აჭარის რევოლუციის დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სწორედ იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო აჭარაში ვარდების რევოლუცია. სწორედ რევოლუციის მთავარ მონაპოვარზე …

ვწყვეტ შიმშილობას – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან დღეს, 10 მარტს, 14:37 საათზე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა. როგორც სააკაშვილი წერს, ის მე-20 დღეა, რაც შიმშილობდა. „მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო …

რატომ უხდის მადლობას მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს

„მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის,“ – წერს ფეისბუქში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს აღარ უბრუნებს. „საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას …

ზურაბიშვილის პასუხი სააკაშვილის განცხადებაზე – სადაა გარანტია, რომ არ წაგიყენებენ ბრალს

„უადგილო, მიუღებელი, ანაქრონული და უშედეგო,“ – ასე აფასებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მე-3 პრეზიდენტის ღია წერილს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ მასაც შეიძლება წაუყენონ ბრალი. დღეს, 21 თებერვალს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ, გააჟღერა პრეზიდენტის პოზიცია სააკაშვილის წერილზე. „ასევე, ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე უსამართლო ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?! …

მთავრობა საიდუმლო დოკუმენტებს აღარ გვიბრუნებს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააკაშვილს

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019 -2021 წლებში რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ გადმოსცემოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გრიფით განსაზღვრული სამართლებრივი აქტები, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, დღემდე აღნიშნული დოკუმენტაცია არ მიუღია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შესაბამისად, ჩვენ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოკლებულია შესაძლებლობას დღეის მდგომარეობით იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებზე და მათ გასაიდუმლოებაზე,“ – აღნიშნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ, დღეს, …

მიხეილ სააკაშვილმა ისევ შიმშილობა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 21 თებერვალს, მიმდინარე სასამართლო სხდომაზე უვადო შიმშილობა გამოაცხადა. „თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ჩავქრე, ვითომ არაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭრო გახდა, როგორ თავაწეულად კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები. მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა …

„ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი“ – სააკაშვილის საახალწლო მილოცვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე თავისი და სოფო ნიჟარაძის შვილის, ელის მარია სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და ახალ წელს ულოცავს ქვეყანას. „მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე! სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მომავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო. …  პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში …

გიორგი კირთაძე შიმშილობის მე-8 დღეს: „სააკაშვილს წამებით კლავენ, ეს გვეხება ყველას“

„ეს არაა მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ეს გვეხება ყველას,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, რომელიც მე-8 დღეა შიმშილობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შიმშილობა პარტიის ლიდერებმა და მხარდაჭერებმა 22 დეკემბერს დაიწყეს. ბათუმიდან ამ ეტაპზე შიმშილობის აქციაში 8 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრები და გიორგი კირთაძე, რომელიც ბათუმის მერობის კანდიდატი იყო …

„სააკაშვილი შესაძლოა ნელსონ მანდელაც გამოვიდეს ხალხის თვალში“ – ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან

„მიზანი იყო, რომ როგორმე დაეჩაგრათ სააკაშვილი და მისი იმიჯისთვის მიეყენებინათ ზიანი, მაგრამ სააკაშვილი იმიჯურად ამ პროცესს იგებს,“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი. მას ვესაუბრეთ პოლიტიკურ ინტერესზე, როცა ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობდა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა, თუ სასამართლოში გამოჩენაზე. დღეს, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან ისევ მიმართა საზოგადოებას. დავით ზურაბიშვილის აზრით, …

„უშიშროება უნდა დაიკეტოს და გაიხსნას დისკოთეკა“ – მიხეილ სააკაშვილი

„მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უშიშროების სამსახური, გაუქმდეს უნდა, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაიკიდოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის ადგილას, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს,“ – აღნიშნა დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა. მას გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ვრცლად შეეხო სახელმწიფო მოწყობის საკითხს. მისი თქმით, მაგალითად, არჩევითი …

Exit mobile version