მთავარი,სიახლეები

„მიშას არ მოგაკვლევინებთ“ – აქცია ბათუმში I ვიდეო

06.05.2022 • 1777
„მიშას არ მოგაკვლევინებთ“ – აქცია ბათუმში I ვიდეო

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში აქცია იმართება. აქცია, რომლის სლოგანია „მიშას არ მოგაკვლევინებთ“, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყო. ზუსტად 18 წლის წინ ეს ადგილი იყო აჭარის ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება.

ამიტომაც, დღეს, 6 მაისს გამართულ აქციას ეს სიმბოლური დატვირთვაც აქვს.

აქციის მონაწილეები ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახლისკენ მიემართებიან. ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ისინი აპირებენ თავისუფლების კვარტალი მოაწყონ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან. ჯერჯერობით უცნობია, გაშლიან თუ არა კარვებს ღამისთევისთვის.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანონ მკურნალობის მიზნით.

___

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაეყვანას სთხოვს.ოჯახი სთავაზობს ხელისუფლებას, თუ ქართველ ექიმებს არ ენდობა, სასწრაფოდ ჩამოიყვანოს საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების შესაფასებლად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: