კობახიძე სააკაშვილზე: დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს, მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, დღეს, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ცუდად გახდომის სიმულირებას გეგმავს: „სააკაშვილს რაც შეეხება და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, ანუ აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში …

მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი – ღარიბაშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

„მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, მიმართეთ ექიმებს“ – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 ოქტომბერს, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას შეეხებოდა. ღარიბაშვილს დღეს ასევე ჰკითხეს, მის პასუხისმგებლობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დაიღუპება. „მე მოგიწოდებთ ყველას, მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, …

„ზეწოლა ხდება ექიმებზე“ – ყოფილი ომბუდსმენი სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე

„ზეწოლა ხდება სამედიცინო პერსონალზე,“ – ასე აფასებს სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე მაღალჩინოსნების უარს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. მისივე ინფორმაციით, დღემდე ასეულობით პატიმარია გადაყვანილი სამოქალაქო სამკურნალო სექტორში, როცა ციხის საავადმყოფოში მათი სრულფასოვანი მკურნალობა შეუძლებელია. კონსილიუმმა, რომელმაც უკვე 25 -ე დღეს მოშიმშილე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა, კონკრეტული დასკვნა დადო, თუ რა სამედიცინო აღჭურვილობა სჭირდება …

რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?! – კობახიძე

„ათასმა პატიმარმა უცბად რომ გამოაცხადოს შიმშილობა, ბუნებრივია, სამოქალაქო საავადმყოფოში ყველას ვერ გადაიყვან“, — ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. კობახიძის თქმით, სააკაშვილის მიმართ მოპყრობა ადამიანის უფლებების შესაბამისად გაგრძელდება. „როდესაც პატიმარს ეხება საქმე, მისი უფლებები დაცული უნდა იყოს. ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული იმ საერთო სტანდარტის შესაბამისად, …

„თავისუფლება მიშას“ – ბათუმში აქცია გაიმართა Live

„თავისუფლება მიშას“ – ამ სლოგანით დღეს, 23 ოქტომბერს, ბათუმში აქცია გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ბათუმის ბულვარში კოლონადებთან შეიკრიბნენ – პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით. აქციის მიზანია ასევე არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა. ____ შეგახსენებთ, რომ ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ბათუმის მეორის პოზიციაზე ერთმანეთს უპირისპირდებიან არჩილ ჩიქოვანი „ქართული …

ღარიბაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა სააკაშვილის დაკავება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას. ღარიბაშვილმა სააკაშვილზე საუბრისას თქვა – „ეს ადამიანი არ არის ნორმალური“, „დაამთავრა არასერიოზულად“. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რადგან სააკაშვილი ციხეშია, ახლა აქვთ რეალური შანსი, „ქვეყანას მიხედონ“. „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში. კიდევ …

სააკაშვილის „შემოსვლის საქმეზე“ დანაშაულის დაფარვისთვის კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. „მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი – 1989 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ …

„მნიშვნელობა არ აქვს, ევროპარლამენტარი რას იტყვის“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის პატიმრობაზე

„აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის,“ – განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების საპასუხოდ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს, ვიდრე იგი არ წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. „მინდა გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას და სიმართლის და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ …

აჭარიდან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი წავიდა – ენმ

დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. თბილისში აქციაზე უკვე წავიდნენ აჭარის ენმ-ის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები. მიკროავტობუსებისა და ავტომობილების კოლონები ბათუმიდან დილით გავიდა. „ბევრნი ვართ წასული, 5 ათასზე მეტი ადამიანი ვართ აჭარიდან, როგორც მე ვიცი“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა. ფეისბუქზე ენმ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო …

„თავისუფლება მიშას“ – ბათუმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ – ამ მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება ბათუმში დაიწყო. ხელმოწერებს საზოგადოებრივი მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ აგროვებს. „მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ემატება სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება. სასამართლო იქცა ივანიშვილის ნოტარიუსად, უსაფრთხოების სამსახური – საბჭოთა „კაგებედ“, პროკურატურა – მთავრობის დანამატად; გაბატონდა რუსული სტილის შერჩევითი სამართალი, განსხვავებული აზრის დევნა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ხელისუფლება ცდილობს თავის ნება-სურვილს დაუქვემდებაროს ამა თუ …

სანდრა რულოვსი სააკაშვილის ახალ ოჯახზე: ჩემთვის მოულოდნელი იყო

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე, სანდრა რულოვსი ფეისბუქზე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ მათ ახალი ოჯახი აქვთ. „მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას. ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი …

სააკაშვილი იმალებოდა სამეგრელოში და შემდეგ თბილისში – პროკურატურა

საქარველოს პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 29 სექტემბერს შემოვიდა. მისი ტრანსპორტირება ორმა პირმა უზრუნველყო, რომლებსაც ამ დროისთვის ბრალი აქვთ წარდგენილი. „შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს  თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი …

“მიშა ჩამოვიდა, მიშა აქაა” – წარწერები ბათუმის ქუჩებში

“მიშა ჩამოვიდა”, “მიშა აქაა”, “თავისუფლება მიშას” – ეს და კიდევ სხვა შინაარსის წარწერები ბათუმის ქუჩებში, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ გაჩნდა. 1-ელი ოქტომბრის დილით, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ორი ვიდეო და თქვა, რომ ის ბათუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია. 1-ელი ოქტომბრის საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების …

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია და შიმშილობას აცხადებს – სახალხო დამცველი

მიხეილ სააკაშვილი თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად, აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას –  ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა, 1 ოქტომბერს დააკავებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „როგორ შემოვიდა საქართველოში და რა გზებით, მას არ სურს, რომ ვისაუბრო და არ გვისაუბრია,  სიღრმისეულად …

არა და არასოდეს – პრეზიდენტის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  დღეს, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. „ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება. არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. …

„მე შეიძლება დამაკავონ ახლა თბილისში“ – სააკაშვილის აუდიო მიმართვა დაკავებამდე

„მე შეიძლება დამაკავონ ეხლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს“, – ეს აუდიოფაილი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა [20:25]. ახლახან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. სააკაშვილის ბათუმში ჩამოსვლის შესახებ კადრები დღეს დილით თავად …

რა გაარკვიეს ბათუმის „ოცნების“ შტაბში სააკაშვილის ჩამოსვლაზე – „გუშინ თავსხმა წვიმა იყო“ 

„ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება,“ – გვიპასუხა დღეს, პირველ ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსმა ტიტე აროშიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ხელისუფლების კრიტიკაზე. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის თემაზე პარტიები კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა საუბრობდნენ. ტიტე აროშიძემ არჩევნების წინა დღეს ბრიფინგი იმის სათქმელად გამართა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რეალურად არ ჩამოსულა და ეს …

სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია – შს სამინისტრო

დღეს, პირველ ოქტომბერს, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არც საქართველოს საზღვარი გადმოუკვეთავს და არც უკრაინის. „მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. სააკაშვილი არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი …

ბათუმის რომელ ქუჩებზე იყო სააკაშვილი ვიდეოს მიხედვით – მიშას მარშრუტი

დღეს, პირველ ოქტომბერს, დილით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით კი გაავრცელა კადრები, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის იმყოფებოდა ბათუმში. ამ ვიდეოებში თავადაც ირწმუნება, რომ ბათუმშია და 2 ოქტომბერს თბილისში იქნება. რა ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში? პირველ ვიდეოკადრებში სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში საკმაოდ …

სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმშია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბათუმშია და ვიდეოს ავრცელებს. „ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, არც — ივანიშვილს, არც — გახარიას. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოგწონთ, მიეცით შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება, …

რას ცვლის სააკაშვილის ჩამოსვლა – პოლიტიკური პროგნოზი

„სააკაშვილი არ ჩამოვა ისე, რომ დააკავონ. მას სხვა გათვლა აქვს,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია საქართველოს მესამე პრეზიდენტის 2 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებაზე. პოლიტოლოგები სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ, თუ როგორ შეცვლის პოლიტიკურ ამინდს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ფიზიკურად ჩამოსვლა და თუნდაც გისოსებს მიღმა აღმოჩენა. პოლიტიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ სააკაშვილის დაბრუნება ახალი ეტაპის დასაწყისია ქართულ პოლიტიკაში. რა იცვლება მიხეილ …

„რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო?“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის დაბრუნებაზე

დღეს, 28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დააპატიმრებენ. „რა თქვა მიხომ ჩამოვდივარო?… მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს კაცი (მიხეილ სააკაშვილი) რვა წელია იმუქრება რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი …

„დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდეს სააკაშვილი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი,“ – აღნიშნა დღეს, 5 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლებლო დაბრუნებაზე ჰკითხეს. „გავერთობით ძალიან კარგად, მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში. გარემონტებულ ციხეში, სხვათა შორის“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა. რა ურჩია ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, ნახეთ აქ.

უკრაინელი სამხედროების შეწყალება ზელენსკისთან იყო შეთანხმებული – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა. ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა“, – აცნობეს „ბათუმელებს“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან. დღეს, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ვიზიტის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამი მსჯავრდებული შეიწყალა. „სააკაშვილის ზღვით …

მოსამართლე „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის“ საქმეზე – შემეცვალა წარმოდგენა

“ეს საქმეც შევა ანგარიშებში, ბატონო მოსამართლევ,” – ირონიულად მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, როცა მოსამართლემ ადვოკატის არგუმენტების გათვალისწინებაზე უარი თქვა. “სააკაშვილის ზღვიდან შესაძლო შემოპარვის საქმის” დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, რუსლან დოლიძის, როგორც მოწმის ჩვენების წაკითხვა ითხოვეს. მიზეზი – მოწმე უკვე დიდ ბრიტანეთშია სასწავლო პროგრამით და წლის ბოლომდე საქართველოში ვერ დაბრუნდება. …

რა თქვა მოწმემ „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

დღეს, 18 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე უკრაინის 2  მოქალაქისა და საქართველოს 1 მოქალაქის საქმე განიხილება. ბრალდებულები საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და უკვე მე-6 თვე პატიმრობაში იმყოფებიან. „თქვენს აცილებას ვითხოვთ, პირველ რიგში,“- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესზე, ვიდრე მოსამართლე დავით მამისეიშვილი პროკურორების მიერ წარმოდგენილი მოწმეების მოსმენას დაიწყებდა. ბრალდებულები ღია ზღვაში, იახტაზე, გასული …

სააკაშვილი: შემოდგომაზე ჩამოვალ საქართველოში

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვა საქართველოში. „მეც, მიხეილ სააკაშვილი, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის და ჩემი თავისუფლებისთვის. მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი,“ – განაცხადა სააკაშვილმა დღეს, …

სააკაშვილის sms-ი საჯარო მოხელეებს – სამსახურს არც ერთ შემთხვევაში დაკარგავთ

არჩევნებამდე 4 დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის სახელით მოქალაქეებს sms შეტყობინება მისდით. სატელეფონო შეტყობინების მიხედვით, საჯარო მოხელეებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰპირდება, რომ არჩევანის გამო ისინი სამსახურს არ დაკარგავენ. „ძვირფასო საჯარო მოხელეებო, პირადად მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი არჩევანის გამო სამსახურს არც ერთ შემთხვევაში დაკარგავთ. მ. სააკაშვილი,“ – ამ შინაარსის შეტყობინებას იღებენ მოქალაქეები.

სააკაშვილის მიმართვა ეკრანიდან და ოპოზიციის ხალხმრავალი აქცია ბათუმში

16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხალხმრავალ აქციაზე 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა. „31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“ – მიმართა გიორგი კირთაძემ, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ ჩამოთვალა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში გია აბულაძე – …

სააკაშვილი რამაზ დევაძის შეწყალებას გამოეხმაურა

„ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები,“ – აცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი. იგი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძის შეწყალებას გამოეხმაურა. რამაზ დევაძე პოლიციელის – თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის 2015 წელს გაასამართლეს, მას 12 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. „დღეს …

სააკაშვილი: დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით

ბიძინა ივანიშვილის მიერ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეოჩართვაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოდის: „ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, დღევანდელი საარჩევნო კომისია იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე მანამ,  სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს – პრაქტიკულად დღეს დაანონსა დაპატიმრებები, მოკეტოს რუსთავი 2, …

ემიჯნება თუ არა გია აბულაძე სააკაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას ხულოზე

მიხეილ სააკაშვილის ფრაზას „ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა“, პარტიის სხვა ლიდერები არ ემიჯნებიან. მაგალითად, ასმათ დიასამიძემ თქვა, რომ სააკაშვილი ამავე გამოსვლაში ხულოს მოსახლეობას „მოეფერა“, გია აბულაძე კი ირწმუნება, რომ მხოლოდ ნეპოტიზმზე გაკეთებული განცხადებები მოისმინა. ხულოს სამხატვრო გალერეაში ცოლის დასაქმებას ანზორ ბოლქვაძეც ადასტურებს, თუმცა რატომ არის რიგით …

სააკაშვილი: როცა მე ვიყავი ხელისუფლებაში, არავის პირადი კადრი არ გასაჯაროებულა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ლაივჩართვაში, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა ვერ მისცა ხალხს პური და ახლა აძლევს სანახაობას. „ერთი ფაქტი მაინც გახსოვთ, როცა მე ვიყავი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გასაჯაროებულიყოს ვინმეს პირადი ცხოვრების კადრი? როგორც კი ივანიშვილი მოვიდა, დაიწყო კადრების გამოგდება. არასოდეს არ გვიხმარია ეს მეთოდი. …მართლა ხომ არ ბნელა?!“ …

ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ დღეს, 27 იანვარს, ბათუმში განცხადება გააკეთა ლევან ვარშალომიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა აჭარაში. ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მან უარი თქვა დიპლომატიურ პასპორტზე, რომელიც მას, როგორც დეპუტატს ეკუთვნის და გუშინ აიღო, თუმცა რატომ აიღო პასპორტი, რომლის დაბრუნებასაც მეორე დღესვე აპირებდა, მას არ დაუკონკრეტებია. ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის მანდატზე ჯერ კიდევ გასულ წელს, არჩევნების …

დავით ბერძენიშვილი არჩევნებზე, ივანიშვილის შიშებსა და სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე 

საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და რესპუბლიკური პარტიის ერთ- ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი კენჭს იყრის ბათუმის 69-ე ოლქში. ის არის უსუფაშვილი- რესპუბლიკელების მაჟორიტარი კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბატონო დავით, თქვენ არჩევნების შედეგების ერთგვარი მონახაზი გქონდათ. თქვით, რომ პარტიების – „რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ – რიგითობას არჩევნების შედეგებში განაპირობებდა საარჩევნო კამპანია. …

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე

დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი: „კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, რომ არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე ევროპულ დემოკრატიულ არჩევნებს, მთელი საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად …

Exit mobile version