რაზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივი დაღლილობა – ექიმის რჩევები

დაღლილობა ძალიან ხშირი სიმპტომია, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი განიცდის ხანმოკლე ავადმყოფობის დროს. დაღლილობა ჩვეულებრივ ქრება, როდესაც დაავადება დასრულდა, მაგრამ ზოგჯერ ის ხანგრძლივდება და დაღლილობის გრძნობა დასვენების შემდეგაც არ ქრება. „მედცენტრის“ თერაპევტი, თამარ დონდუა საუბრობს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობაზე მიგვანიშნებდეს. ქალბატონო თამარ, როგორ განისაზღვრება ქრონიკული დაღლილობა? ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ძალიან …

ქვედა კიდურების ათეროსკლეროზი და ფეხით სიარული, როგორც პრევენცია – ქირურგის რჩევები

ვენური სისტემის პათოლოგიებიდან მოსახლეობისთვის ყველაზე ნაცნობი ვარიკოზული დაავადება, რომელიც საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა სისხლძარღვთა ქირურგიაში ორი სისტემა არსებობს – ვენური და არტერიული; ქვემო კიდურების არტერიულ პათოლოგიას მიეკუთვნება ათეროსკლეროზული პათოლოგია, რომელსაც მკურნალობის არქონის შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს განგრენისა და კიდურის დაკარგვის სახით. დაავადების ადრეულ ნიშნებზე, რისკ-ფაქტორებსა და მკურნალობის გზებზე, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგი, …

კენჭები და „სილა“ თირკმელში – რა უნდა ვიცოდეთ კენჭოვანი დაავადების მკურნალობაზე

თირკმელებში კენჭის გავლა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეულია, თუმცა დაავადების დროულად ამოცნობის შემთხვევაში ის სერიოზულ გართულებებს არ იწვევს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის უროლოგი, თამაზ ირემაძე ამბობს, რომ მცირე ზომის კენჭის გამოსადევნად შესაძლოა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლისა და ბევრი სითხის მიღება იყოს საკმარისი, მაგრამ სხვა შემთხვევებში, როცა, მაგალითად, კენჭი საშარდე გზებში იჭედება, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა სახის ჩარევა, რათა თავიდან …

რატომ არის აუცილებელი ბავშვის მხედველობის შემოწმება სკოლამდე | ექიმის რჩევები

კარგი მხედველობა აუცილებელია ბავშვის სწავლისა და განვითარების პროცესში.  ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგი ცირა წულუკიძე ამბობს, რომ თუ ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და სოციალურ განვითარებაზე. ქალბატონო ცირა, როდის უნდა შემოწმდეს ბავშვის მხედველობა? მხედველობითი დარღვევების დროული გამოვლინება აუცილებელია, 3-8 წლის ასაკამდე უნდა მოხდეს კორექცია, თუ არის რაიმე რეფრაქციული …

რას ნიშნავს ღვიძლის გაცხიმოვნება და რა კავშირშია ჭარბ წონასთან

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, იგივე სტეატოზი არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ღვიძლში ზედმეტი ცხიმის დაგროვებით. ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების ორი ძირითადი ფორმა არსებობს – ალკოჰოლით გამოწვეული ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება, რომლის მიზეზიც ალკოჰოლის რეგულარული მოხმარებაა და არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება – ეს ქოლგა ტერმინია მთელი რიგის ღვიძლის დაავადებებისთვის. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება უფრო გავრცელებულია მოსახლეობაში. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრი …

შეიძლება ყავა არითმიის დროს? – კარდიოლოგის რჩევები

არითმიაა, როდესაც გული სცემს ძალიან სწრაფად, ძალიან ნელა ან არათანაბარი, არარეგულარული რიტმით. ავსტრალიის ეროვნული გულის ასოციაცია წერს, რომ სხვადასხვა ადამიანისთვის, გულის არითმიის ეპიზოდი, შეიძლება დააპროვოციროს სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია კოფეინი, რომელიც შედის ძირითადად ყავისა და ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში. ამ თემაზე „ბათუმელები“ კარდიოლოგ გიორგი ცხომელიძეს ესაუბრა, ბათუმის სამედიცინო ცენტრის არითმოლოგს.  ბატონო გიორგი, რა არის …

როგორ მოვიქცეთ პანიკური შეტევის დროს – ფსიქოლოგის რჩევები

პანიკური შეტევა ძლიერი შიშის უეცარი ეპიზოდია, რომელიც ვითარდება რეალური საფრთხის ან აშკარა მიზეზის გარეშე და იწვევს მკვეთრად გამოხატულ ფიზიკურ სიმპტომებს, მათ შორის: გულის აჩქარებას, ჰაერის უკმარისობის, ოფლიანობას, სხეულზე კონტროლის კარგვისა და სიკვდილის შიშსაც კი. ფსიქო-სოციალური ცენტრი „კლუბი სინერგიას“ ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს, თუ რა მექანიზმები შეიძლება დავიხმაროთ პანიკური შეტევის დროს, რა არ უნდა გავაკეთოთ …

„ყველაზე კარგი ვარჯიში ნელი სიარულია“ – რეაბილიტაცია სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ

ენდოპროთეზირება ოპერაციაა, რომლის დროსაც  სხვადასხვა მიზეზით დაზიანებულ სახსარს ახალი, ხელოვნური სახსრით ცვლიან. ამ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია ერთიდან სამი თვე გრძელდება. რეაბილიტაციის დრო დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ძვლის სტრუქტურის მდგომარეობაზე, პაციენტის ასაკსა და სხვა ფაქტორებზე. რეაბილიტაციის პერიოდში სპეციალურ ვარჯიშებსა და შეზღუდვების დაცვას შეუძლია დააჩქაროს გამოჯანმრთელების პერიოდი. სპეციალისტების განმარტებით, ვარჯიშები აძლიერებს კუნთებს შეცვლილი სახსრის გარშემო, რაც ეხმარება კუნთებს …

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის დაავადებებზე – ექიმის რჩევები

გულის ყველა დაავადებას მკაფიოდ გამოხატული გამაფრთხილებელი ნიშნები არ ახასიათებს და ყოველთვის იოლად ამოსაცნობი არც არის, რეალურად რა შეიძლება გვაწუხებდეს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი მარიამ გველესიანი სწორედ იმ ნიშნებზე საუბრობს, რაც, შესაძლოა, შეცდომით სხვა პათოლოგია გვეგონოს, მაგრამ რეალურად გულის დაავადებას უკავშირდებოდეს. „ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია ექიმთან გადაამოწმოთ“ – ამბობს მარიამ გველესიანი. ეს ნიშნები განსაკუთრებით საყურადღებოა რისკ-ჯგუფში მყოფი …

ჯანმრთელობის რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია კონდიციონერს? | ექიმის რჩევები

ზაფხულობით ოფისში დასაქმებული ადამიანები ხშირად უჩივიან რესპირატორულ პრობლემებს, მათ შორის: ყელისა და ცხვირის გამოშრობას, ყელის ტკივილსა და რინიტს. მიზეზი კონდიციონერია, რომელსაც სასუნთქი სისტემის გაღიზიანების დიდი პოტენციალი აქვს. იმის შესახებ, თუ როგორ აღიზიანებს კონდიციონერი რესპირატორულ სისტემას, რა უნდა გავითვალისწინოთ პრევენციისთვის და როგორია ამ სიმპტომების მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდები, „ბათუმელები“ ესაუბრა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, ქირურგ …

რა უნდა ვიცოდეთ გულის დაავადებების დროს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე | ექიმის რჩევები

ათეროსკლეროზით განპირობებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,  განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადება, დღესდღეობით ავადობის, უნარების შეზღუდვის და სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ კარდიოლოგს, ელიტა ეზუგბაიას „ბათუმელები“ ესაუბრა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და უშუალოდ იმ აქტივობებზე, რაც დაავადების პრევენციის ეფექტურ გზას წარმოადგენს. ქალბატონო ელიტა, რა მნიშვნელობა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებების მქონე პაციენტებისთვის  სპორტულ აქტივობებს?  …

ვარიკოზული ვენები ზაფხულში და მათი მკურნალობა – ინტერვიუ სისხლძარღვთა ქირურგთან

ზაფხული ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების გაუარესებისა და დაავადებასთან დაკავშირებული გართულებების პერიოდია. ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგი არჩილ სიგუა ზაფხულში ვარიკოზის დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებსა და მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს. ბატონო არჩილ, რა ემართება ვენებს ვარიკოზული დაავადების დროს? ვენების ვარიკოზული დაავადება, იგივე ვენების გაფართოება, არის დაავადება, როდესაც ვენები დიდდება სიგანეში, არ მუშაობენ სარქვლები, აქედან გამომდინარე, ნაცვლად იმისა, რომ …

რა ქრონიკული დაავადებები მწვავდება ზაფხულის ცხელ ამინდში – ექიმის რჩევები

ზაფხულის ექსტრემალურმა სიცხემ საფრთხე შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც შეუქმნას, მაგრამ ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება განსაკუთრებით საფრთხისშემცველია ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის [CDC] ცნობით, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები ექსტრემალური სიცხის მიმართ უფრო დაუცველები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფსიქიკური დაავადებები, სისხლის ცუდი მიმოქცევა და სიმსუქნე შეიძლება გახდეს მზის …

რეაბილიტაცია ინფარქტის შემდეგ – ექიმის რჩევები

გულის შეტევის, იგივე ინფარქტის გადატანის შემდეგ პაციენტებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ცხოვრების ახალ, ჯანსაღ წესთან შეგუებაა. ამ პროცესის მთავარი კომპონენტებია თამბაქოზე თავის დანებება, სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა, თუმცა ეს უკანასკნელი ეტაპობრივად უნდა მოხდეს, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) თანახმად, ადამიანებს, რომლებიც გულის შეტევის შემდეგ რეგულარულად ვარჯიშობენ და იღებენ გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭირო …

ორსულობა მუცლის მოშლის შემდეგ – ექიმის რჩევები

ორსულობათა დაახლოებით 10-დან 20 პროცენტამდე მთავრდება სპონტანური აბორტით. ორსულობა სპონტანური აბორტის შემდეგ გარკვეულ სტრესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მუცლის მოშლის შემდეგ როდის არის საუკეთესო დრო დაორსულებისთვის და რა რისკები არსებობს რეკომენდებული ვადის დარღვევის დროს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ნათია მელუა საუბრობს, ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი. ქალბატონო ნათია, რა არის სპონტანური აბორტი? სპონტანური აბორტი, მარტივი ენით – …

რატომ არის საშიში პოდაგრა და როგორია მისი მკურნალობა – ექიმის რჩევები

პოდაგრა ართრიტის გავრცელებული და რთული ფორმაა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. მას ახასიათებს ტკივილის უეცარი, ძლიერი შეტევები, შეშუპება, სიწითლე და მგრძნობელობის მომატება ერთ ან რამდენიმე სახსარში, ყველაზე ხშირად ტერფის პირველ თითთან. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ რევმატოლოგი, ხათუნა გერმისაშვილი ამბობს, რომ პოდაგრა არ არის მხოლოდ სახსროვანი პრობლემა, „მან შეიძლება გამოიწვიოს სახსრების გამოხატული დეფორმაციები, ქვეამოვარდნილობები… ასევე ეს გახლავთ რისკფაქტორი …

ფეხით სიარული, როგორც გულის წამალი

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ისეთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ფეხით სიარული, მკვეთრად ამცირებს გულის დაავადებების, კიბოს, დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარების ალბათობას. ფეხით სიარული სასარგებლოა არა მარტო პრევენციისთვის, არამედ გულსისხლძარღვთა სისტემის  უკვე არსებული პრობლემების დროსაც.  ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი, მარიამ გველესიანი განმარტავს, რომ სეირნობა უშუალოდ გულის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა მექანიზმით ახდენს ზეგავლენას, მაგალითად: სიარულის დროს აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, …

რა არის და როგორ ვლინდება უშაქრო დიაბეტი | ექიმის რჩევები

უშაქრო დიაბეტი შედარებით იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს ორგანიზმში არსებული სითხეების ბალანსის დარღვევას. ეს აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშაოს დიდი რაოდენობით შარდი, პაციენტს აწუხებს წყურვილის ძლიერი შეგრძნება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ მიუხედავად სახელების მსგავსებისა, „უშაქრო დიაბეტს“ და „შაქრიან დიაბეტს“ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. „სახელები მსგავსია, იმიტომ, რომ ამ ორი მდგომარეობის დროს კლინიკური სურათი ერთმანეთს …

რატომ არის საზიანო მოზარდებისთვის ენერგეტიკული სასმელები

არაჯანსაღი კვება ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნისა და სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როგორც საერთაშორისო კვლევები მოწმობს, მოზარდების არაჯანსაღი დიეტის ერთ-ერთი გავრცელებული პროდუქტი ენერგეტიკული სასმელებია. ამ სახის პროდუქტებს  შეფუთვაზეც აქვს გაფრთხილება, რომ ის „არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის“. ამავდროულად, კანონში არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა ამ პროდუქტების მოზარდებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით. ევროპის …

გულის არითმიის ნიშნები – რა არ უნდა გამოგვრჩეს? | ინტერვიუ არითმოლოგთან

გულის არითმია კლინიკური მდგომარეობაა, როდესაც საქმე გვაქვს პათოლოგიურ გულისცემასთან ან გულისცემის სიხშირესთან. ამ დროს გული მუშაობს ძალიან სწრაფად, ან ძალიან შენელებულად, ან არარეგულარული რითმით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე ამბობს, რომ ზოგიერთი სახის არითმია განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის, არც თუ ისე იშვიათად – სიცოცხლისთვისაც კი. NCDC-ის ცნობით, ევროპასა და ამერიკაში გულის ეს პათოლოგია მიახლოებით 9 …

ყველაფერი ცხვირის ძგიდის გამრუდებასა და გართულებებზე – ექიმის რჩევები

ცხვირის ძგიდის გამრუდება ერთ-ერთი ხშირი პათოლოგიაა, რომელსაც, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის, პროფესორ გიორგი გოგნიაშვილის თქმით, საკმაოდ სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით ბავშვებში.  გიორგი გოგნიაშვილს „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა. ბატონო გიორგი, რას ნიშნავს ცხვირის ძგიდის გამრუდება? ხშირად ჩემთან მოსული პაციენტები გარეთა ცხვირს რომ უყურებენ, რომელიც გამრუდებულია ერთ ან მეორე მხარეს, ამბობენ, რომ ძგიდე გამრუდებული …

როგორ შეიძლება მოემზადოს ქალი დედობისთვის – მეან-გინეკოლოგის რჩევები

მედიცინას არ შეუძლია ყველა თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილება, მაგრამ სპეციალისტების თქმით, დაორსულებამდე ჯანმრთელობის სწორად მართვითა და ჯანსაღი ქცევების პრაქტიკით ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი იზრდება.  სწორედ ამ მეთოდებსა და პრაქტიკაზე საუბრობს „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი მაია ძნელაძე. ქალბატონო მაია, რატომ არის საჭირო ორსულობამდე ფოლიუმის მჟავის მიღება, რაში გვეხმარება? ორსულობისას ფოლიუმის მჟავის დეფიციტის ყველაზე ხშირი და ვერაგი …

რაზე მიანიშნებს ხშირი მთქნარება და რა უნდა ვიცოდეთ სუნთქვის გაძნელებაზე

მთქნარება სხეულის ავტომატური რეაქციაა დაღლილობაზე ან სტრესზე. მიიჩნევა, რომ ადამიანი დღეში, ჩვეულებრივ, 5-10-ჯერ ამთქნარებს, თუმცა  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, მადონა შაინიძე ამბობს, რომ იშვიათ შემთხვევებში, ხშირი მთქნარება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი.  ქალბატონო მადონა, რა არის მთქნარება და რა შეიძლება იყოს გახშირებული მთქნარების მიზეზები? მთქნარება უნებლიე სუნთქვითი მოძრაობაა, რომლის დროსაც ხდება …

როგორ და რატომ არ უნდა გამოგვეპაროს ტვინის შერყევის ნიშნები – ექიმის რჩევები

ტვინის შერყევა არის ტვინის ტრავმული დაზიანება, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე. შერყევა ჩვეულებრივ გამოწვეულია თავში დარტყმით ან თავის დარტყმით. ტვინის შერყევის ეფექტები, როგორც წესი, დროებითია, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, კონცენტრაციის, მეხსიერების, ბალანსისა და კოორდინაციის პრობლემებს. ტვინის შერყევის სიმპტომების ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნეიროქირურგის, ნუგზარ გურგენიძის განმარტებით, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა ქალა-ტვინის სერიოზული …

როგორ ამოვიცნოთ ნევროზული აშლილობები – ექიმის რჩევები

ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადება, ნევროზი სხვადასხვა ნევროზულ აშლილობას აერთიანებს. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი, ინგა შავაძე საუბრობს ნევროზული აშლილობის სხვადასხვა სიმპტომატიკასა და თვითმკურნალობის საზიანო შედეგებზე. ქალბატონო ინგა, რა არის ნევროზი? ნევროზი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებაა, რომელიც საბედნიეროდ შექცევადია. ის ვითარდება ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში. როცა ადამიანის შესაძლებლობები და სურვილები ვერ ემთხვევა ერთმანეთს, იშლება …

პრეეკლამფსია – რა უნდა ვიცოდეთ ორსულობის ერთ-ერთი სერიოზული გართულების შესახებ

პრეეკლამფსია ორსულობის გართულების ერთ-ერთი ფორმაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული [ფატალურიც კი] გართულებები, როგორც ორსულისთვის, ასევე ნაყოფისთვის. საერთაშორისო სტატისტიკით, დედების სიკვდილიანობის 10-დან 15 პროცენტამდე გამოწვეულია პრეეკლამფსიით და მასთან დაკავშირებული გართულებით, როგორიცაა ეკლამფსია. პრეეკლამფსიის სიმპტომებსა და მკურნალობაზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი, ქეთი ფარტენაძე საუბრობს: ქეთი, რა არის პრეეკლამფსია და რატომ არის ის ასეთი საშიში? პრეეკლამფსია წარმოადგენს ორსულობით …

როგორ აზიანებს მზე თვალებს და როგორია პრევენცია – ექიმის რჩევები

კანის მსგავსად, თქვენი თვალებიც დაუცველია მზის ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დამწვრობის მიმართ. მზის ულტრაიისფერი სხივებისგან ულტრაიისფერი გამოსხივება უფრო ადვილად აღწევს თვალის ქსოვილებში, ვიდრე ხილული სინათლე. ეს პოტენციურად ზრდის თვალის პრობლემების რისკს, წერს აშშ-ის თვალის ეროვნული ინსტიტუტი.  „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე გვარიშვილი ამბობს, რომ ჭარბმა ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, რომელიც თვალის ზედაპირზე ხვდება, შეიძლება გამოიწვიოს …

რა უნდა ვიცოდეთ ნაწიბურების პრევენციასა და მათ მკურნალობაზე – ექიმის რჩევები

მიუხედავად იმისა, რომ ნაწიბურის შემჩნევა და იმის სახელდება, რომ ეს ნაწიბურია, ძალიან მარტივია, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობამდე იგი დერმატოლოგმა გამოიკვლიოს და დაადგინოს, რა ტიპის ნაწიბურია. სხვადასხვა სახის ნაწიბური მოითხოვს განსხვავებულ მკურნალობას. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ არსებობს ნაწიბურების სახეობა, მაგალითად კოლოიდური ნაწიბური, რომელიც ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიძლება გაუარესდეს კიდევაც. თათია, რა არის ნაწიბური, რატომ …

ტერფის დაავადებების ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხსაცმელია – პოდოლოგის რჩევები

სხვადასხვა სახის მიკრო თუ საშუალო ინტენსივობის ტრავმა ფეხის ტერფზე საკმაოდ გავრცელებულია. ტერფის პრობლემებთან დაკავშირებულ სიმპტომებზე და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებულ რისკებზე „ბათუმელები“ კლინიკა „კანის“ ექიმ-პოდოლოგს, ნიკა ძნელაძეს ესაუბრა. რა სიმპტომები მიგვანიშნებს ტერფთან დაკავშირებულ პრობლემებზე, როდის უნდა მივმართოთ ექიმს? პოდოლოგია არის დარგი, რომელიც შეისწავლის ფეხის ტერფთან დაკავშირებულ დაავადებებს. ეს დაავადებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც კანზე, ისე ფრჩხილის …

ვისთვის და რატომ არის სასარგებლო ცხარე საკვები – ექიმის რჩევები

ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას პაციენტის კვების რაციონში მარილიანი და შაქრიანი საკვების გარდა ცხარე საკვებიც იზღუდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ ჯანმრთელ ადამიანს ზომიერების ფარგლებში მიღებული ცხარე საკვების არ უნდა ეშინოდეს, მეტიც, ასეთ შემთხვევაში ცხარე საკვები სარგებლის მომტანიც კია ორგანიზმისთვის. „ცხარე საკვების მოყვარულებს ხშირად ესმით, რომ ეს საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რომ ეს კუჭთან დაკავშირებულ პრობლემებს …

რა უნდა ვიცოდეთ შაქრის შემცვლელების შესახებ – ექიმის რჩევები

შაქრის ჭარბად მოხმარება ზოგადად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით საზიანო კი შაქარი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვისაა.  სწორედ შაქრის ჩასანაცვლებლად შექმნეს ბუნებრივი წარმოშობისა და ხელოვნური დამატკბობლები, რომლებიც დღეს ბაზარზე სხვადასხვა დასახელებითა და ფორმითაა ხელმისაწვდომი. თუმცა ყველა დამატკბობელი ერთნაირად სასარგებლო არ არის. ასევე, ხელოვნური და ბუნებრივი წარმოშობის შაქრის შემცვლელები იყოფა ორ – კალორიულ და არაკალორიულ კატეგორიად. ამ თემაზე „ბათუმელები“ …

შეიძლება წამალს დავაყოლოთ წვენი? გავხსნათ კაფსულა? – რა უნდა ვიცოდეთ წამლის მიღებაზე

მედიკამენტების არასწორად მიღება ან გარკვეული წამლების შერევა შეიძლება სახიფათოც კი იყოს ჯანმრთელობისთვის. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი დიანა გორგოშაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს უსაფრთხოების წესებზე, რომლებიც წამლების მოხმარებას უკავშირდება, მათ შორის: რა ზიანი შეიძლება მოიტანოს კაფსულის გახსნამ და ზოგიერთი ტაბლეტის გაყოფამ. ქალბატონო დიანა, რამდენად უსაფრთხოა წამლის კაფსულის გახსნა და შიგთავსის ისე მიღება? ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ მედიკამენტს იმიტომ აქვს …

როგორ ამოვიცნოთ რა ვიტამინი გვაკლია? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი, იგივე ავიტამინოზი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა. თუ დეფიციტი მძიმე არ არის, ის ხშირად კლინიკურად ამოუცნობია, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ამავდროულად მსუბუქ დეფიციტსაც კი შეიძლება ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ჰქონდეს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი ქეთი გაბაიძე საუბრობს, რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმზე, რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ამ პროცესებს და როგორ …

რა უნდა ვიცოდეთ ღამით ხილის ჭამის შესახებ – ექიმის რჩევები

ექიმები ამბობენ, რომ ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე ვახშამს შეუძლია დაარღვიოს თქვენი ძილის ციკლი, თუმცა, ღამით ხილის მიღება, სხვა მძიმე საკვებთან შედარებით, ნაკლებად უშლის ხელს ძილს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ ხილი და ბოსტნეული, პირველ და ყველაზე დიდ თაროს იკავებს ჯანმოს კვების ექსპერტების მიერ შემუშავებულ, სწორი კვების პირამიდაში. „ეს იმას ნიშნავს, რომ …

ქიმიოთერაპია და თმის ცვენა – რას ველოდოთ მკურნალობის დროს

თმის ცვენა კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სახასიათო გვერდითი ეფექტია, რომელიც ბევრი პაციენტისთვის ძალიან დამთრგუნველია ამ მძიმე დაავადებასთან ბრძოლის გზაზე. როგორც წესი, მკურნალობის დასრულების შემდეგ თმა კვლავ იზრდება, თუმცა სპეციალისტები ურჩევენ პაციენტებს, კიბოს მკურნალობის ამ გვერდით ეფექტთან გასამკლავებლად წინასწარ მოემზადონ. „ქიმიოთერაპიის შესახებ კონსულტირებისას ყველაზე მძაფრად აღსაქმელი პაციენტებისთვის თმის ცვენის მომენტია, ალბათ იმიტომ, რომ ეს …

რა იწვევს აირების დაგროვებას მუცელში და რა საკვებს უნდა ერიდოთ ამ დროს – ექიმის რჩევები

მეტეორიზმი ხასიათდება აირების, იგივე გაზის დაგროვებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც იწვევს შებერილობას და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, კუჭიდან სწორ ნაწლავამდე, შეიცავს ნაწლავის გაზს, როგორც ყლაპვისა და საჭმლის მონელების ბუნებრივ შედეგს. თუმცა როგორც ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გასტროენტეროლოგი ხათუნა ციცქარავა განმარტავს, ნაწლავებში აირების ჭარბი რაოდენობით დაგროვება ზოგჯერ საჭმლის მონელების პროცესის დარღვევაზე მიანიშნებს და ზოგჯერ ისეთი მწვავე …

Exit mobile version