ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა არ გაიყიდა

ბათუმში, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე კვლავ ვერ გაყიდა. ამჯერად ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 4 მილიონ 95 ათასი აშშ დოლარი იყო. აუქციონი არ შედგა. აუქციონი არ შედგა მაშინაც, როცა იგივე ქონება სამინისტროს 5 მილიონ 850 ათას აშშ დოლარად ჰქონდა აუქციონზე გატანილი [გასული წლის ნოემბერში]. ამჯერად, აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველს შენობაში, ნასყიდობის …

ლარის კურსი და მთავრობის პასუხისმგებლობა

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის კურსის ვარდნის პროცესი და რა არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე? რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და რის ხარჯზე დაიწყებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, საკუთარი კომფორტის თუ ინფრასტრუქტურული პროექტების? რა ელოდება ლარს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტს, ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა. ბატონო ბესო, ლარის ინფლაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს, რას უნდა ელოდნენ მოქალაქეები …

გაჩერებული “ბაბილონ თაუერი” და სადავო წილები

“ბაბილონ თაუერის” მშენებლობა ისევ შეჩერებულია. მშენებელ კომპანიაში წილების გადანაწილებაზე დავობენ. კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია” კი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას “ბაბილონ თაუერის” მიმდინარე პროექტის შესაძლო შესყიდვის შესახებ. “ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანია TAM GEO-მ აჭარის მთავრობას უკვე მესამედ მიმართა მშენებლობის დასრულების ვადის გაგრძელების თხოვნით. კომპანია მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, …

2,4 მილიონი ლარი სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებაში შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 1 მილიონ 750 ათას ლარს, ხოლო ანალოგიურ მომსახურებაში, „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი საავადმყოფოს შემთხვევაში, 665 182 ლარს გადაიხდის. აღნიშნული მომსახურებების შესყიდვებს „სტადიონი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით განახორციელებს. შესაბამისი თანხმობის განკარგულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ ხელი 2016 წლის 14 იანვარს …

რა უნდა გავითვალისწინოთ ნივთის შეძენისას

საქართველოში მყიდველი მოვაჭრესთან სამართლებრივად არათანაბარ პირობებში იმყოფება.  მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი  2012 წლიდან გაუქმებულია, რის  გამოც მომხმარებელს თავისი უფლებების დაცვის საშუალება არ აქვს. სახელმწიფო  აფინანსებს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს, თუმცა აჭიანურებს იმ კანონის მიღებას, რომელიც მომხმარებელთა ომბუდსმენის სამსახურის ჩამოყალიბებასა და მომხმარებელთა უფლებების უფასოდ დაცვას ითვალისწინებს. მაღაზიებში ელექტროტექნიკისა თუ სხვა ნივთების შეძენის დროს რომ მყიდველს ხელს აწერინებენ …

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანიის პროექტით აშენდება

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, UEFA-ს სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12,984 მილიონი ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება. პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით …

ქონების გაყიდვაზე ორიენტირებული აჭარის ბიუჯეტი

აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოშია გადაგზავნილი, თუმცა მისი განხილვის ვადამ მაქსიმალურად გადაიწია. პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალ წელს შემცირებულია შემოსავლები, თუმცა გაზრდილია ხარჯები, მათ შორის სახელფასო ფონდიც. აჭარის მთავრობა დეფიციტის შევსებას, ძირითადად, ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხით აპირებს. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში მთლიანი შემოსულობები 162 მილიონზე მეტით  განისაზღვრა, ხოლო გადასახდელები ანუ ხარჯები …

საახალწლო გალა კონცერტი ბათუმში ტენდერებში ეკონომიის ხარჯზე

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით „საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული ფოლკლორის, კლასიკისა და თანამედროვე მუსიკის წარმომადგენლები, ასევე ევროპისა და ამერიკის ცნობილი პოპ-მუსიკოსები, მათ შორის ლუ ბეგა, კრეგ დევიდი, კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი“. კონცერტი გაიმართება ბათუმში, 2015 წლის 31 დეკემბრის საღამოს და 2016 წლის 1 იანვარს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ „გრანდიოზული საახალწლო კონცერტის …

ახალი ნაგავსაყრელი და განსახლების გეგმა

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე მუშაობა, რომელიც ბოლო რამდენიმე  წელია ვერ განხორციელდა, ფაქტობრივად, გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე, განსახლების გეგმაზე მუშაობს. მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრის აშენებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. დონორი ორგანიზაციების მოთხოვნით სახელმწიფომ ნაგავშემგროვებლებზეც უნდა იზრუნოს. „ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღება კონსულტანტი …

ქონების კარუსელი აჭარის მთავრობაში – სასტუმრო მწვანე კონცხზე, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე

 

მწვანე კონცხზე, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე, რომლითაც  ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი სარგებლობდა, სასტუმრო კომპლექსი აშენდება. გამორიცხული არ არის ის ადგილიც გაიყიდოს, რომელზეც სასწავლებლის შენობა დგას. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ეს შენობა, სავარაუდოდ, ამორტიზებულია. სანაცვლოდ  აჭარის მთავრობა უნივერსიტეტს ჩაქვში უმაღლესი საბჭოს შენობას სთავაზობს. შენობათა გადანაცვლებაში ყველაზე გაურკვეველ სიტუაციაში უმაღლესი საბჭოა, რომელიც მთავრობას „ქალაქში გადმოყვანას“ სთხოვს. ტერიტორია, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ბიზნესჯგუფმა იყიდა.

ავტომანქანები, რომლებსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე სამი ავტომანქანა ჰქონდა გამოტანილი: „VOLKSWAGEN JETTA”, „ვოლგა 3110“ და  „ტოიოტა პრადო“. აქედან პირველ ორ ავტომანქანაზე განმეორებით აუქციონი ამჯერადაც მიმდინარეობს, ხოლო მესამე ავტომანქანაზე სამინისტროს აუქციონი განმეორებით ჯერ არ გამოუცხადებია.

72 108 128 ლარი – კერძო პირების შემოწირულობა მთავრობას

 

ვინ არიან ის კერძო ფიზიკური პირები თუ კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში თანხას ნებაყოფლობით რიცხავენ, ანუ ისინი, რომლებიც მთავრობას გარკვეული ღონისძიებების დასაფინანსებლად ფულს ჩუქნიან? – ამ შინაარსის შეკითხვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროს ერთ თვეზე მეტი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ „ბათუმელებისთვის“ პასუხის გაცემაზე უარი ეთქვა და ისიც დაუსაბუთებლად. არადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში, იგივე სამინისტროს ინფორმაციით, 72 მილიონზე მეტი ლარია ჩარიცხული კერძო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ. სამინისტრო ამ თანხის ხარჯვასაც არ ასაჯაროებს.

საგარეო ვაჭრობამ გასულ წელთან შედარებით იკლო

 

2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ – არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე – 8121 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია.

 

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა 5,85 მილიონ დოლარად არ გაიყიდა

 

ბათუმში, ევროპის მოედანთან,  მ. აბაშიძისა და კ. გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, მდებარე შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე 5 850 000 აშშ დოლარად ჰქონდა გატანილი. ორი კვირის განმავლობაში აღნიშნული შენობით არავინ დაინტერესდა და შესაბამისად, აუქციონიც არ შედგა.

ბათუმისა და ”ბენზეს” საოჯახო მედიცინის ცენტრები გაიყიდა

 

თამარის დასახლებასა და ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 388 ათას აშშ დოლარად გაყიდა. ახალმა მესაკუთრემ ორივე დაწესებულებაში დამატებით 800 ათასი ლარის ინვესტიციაც უნდა განახორციელოს. მანვე უნდა უზრუნველყოს  მოქმედ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის 100%-ით შენარჩუნება ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ ორი წლის ვადით, ხოლო ორივე დაწესებულებას სამედიცინო პროფილი უწყვეტად 20 წლის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოს. 

ახალი სისტემა გამარტივებული შესყიდვებისთვის

 

2 ნოემბრიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული ტენდერების გვერდზე სისტემის ახალი, სპეციალური მოდული – SMP გაჩნდა. სახელმწიფო შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც სურთ განახორციელონ გამარტივებული შესყიდვა, თავიანთი გადაწყვეტილება სააგენტოს სწორედ ამ მოდულის გამოყენებით უნდა შეუთანხმონ. 

გამარტივებული შესყიდვა შესყიდვების სააგენტოს უნდა შეუთანხმდეს

 

1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, რომლის მიხედვითაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ, გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან უნდა შეათანხმოს. გადაწყვეტილება სააგენტოსთან თანხმდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. შემსყიდველმა ორგანიზაციამ ასეთი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს.

ახალი სალარო აპარატები ბაზარზე

 

საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციას ამიერიდან განახორციელებს ნებისმიერი კომპანია, რომელიც დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბაზარზე მონოპოლისტური გარემო იყო და მხოლოდ ერთი კომპანია – „ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“ ოპერირებდა. ბაზარზე ახალი აპარატების შემოტანის მიუხედავად, მეწარმეებს მუშაობის გაგრძელება  „ძველი“, ანუ მოქმედი აპარატებითაც შეეძლებათ. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა

 

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი, 170-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი 22 ოქტომბერს დასრულდა. მასში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ტენდერში, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 855 955 ლარი იყო, ყველაზე დაბალი შეთავაზება 22 172 764 ლარი დაფიქსირდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე პრეტენდენტი ტენდერის დასრულების მეორე დღეს  გამარჯვებულად დაასახელა, თუმცა კომისიას ამ კომპანიის ტექნიკური  დოკუმენტაცია შესწავლილი არ ჰქონდა. ამისთვის კომისიას 5 სამუშაო დღე აქვს, რაც პირველი ეტაპია ხელშეკრულების დადებამდე.

მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი Agro Batumi 30 ოქტომბერს გაიხსნება

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მე-5 საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2015” ბათუმში, ყინულის სასახლეში სამ დღეს: 30- 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გაიმართება.  ფესტივალი  კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით გაიმართება.   

კანონშეუსაბამო ანაზღაურება “ბათუმის წყალში“ – მასალები პროკურატურაშია

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ბათუმის წყლის“ მიერ ფინანსების კანონიერად და რაციონალურად ხარჯვას ეჭვქვეშ აყენებს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ბათუმის წყალში“ თანამშრომლებზე საშვებულებო და ზეგანაკვეთური ანაზღაურების გაცემა კანონმდებლობის შეუსაბამოდ ხორციელდება. შპს „ბათუმის წყლის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი ბათუმის მერიაა, საშტატო განრიგს და თანამდებობრივ სარგოსაც ის ამტკიცებს. საწარმოს ბოლო ორი წლის შემოწმების მასალები აჭარის პროკურატურაში გადაიგზავნა. „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელობა აუდიტის დასკვნას ძირითადად არ ეთანხმება.

ახალი ბულვარი – სასტუმროებისა და კაზინოების უბანი მომავალში

 

სკოლას, საბავშვო ბაღს, საცხოვრებელ სახლებსა და სხვა ტიპის საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობასაც არ გამორიცხავენ, თუმცა დღეს მიმდინარე და  დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ ტერიტორია, კერძოდ კაჩინსკების ქუჩა, სასტუმროებისა და კაზინოების უბანი იქნება მომავალში. წინასწარი ინფორმაციით, ბათუმს ამ უბანში მეორე იახტკლუბიც ექნება. ამ დროისთვის კაჩინსკების ქუჩაზე მიმდინარე ინვესტიციის რაოდენობა 180 მილიონს უდრის. მომავალში ამ უბნიდან აჭარის მთავრობა აუქციონზე კიდევ სამი ჰექტარის გატანას გეგმავს. 

ბათუმში სტადიონის მშენებლობისთვის ახალი ადგილი შეარჩიეს

 

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას აჭარის მთავრობა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ,  ბათუმის საკრებულოს წერილობით უკვე მიმართა და ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით 2015 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა სთხოვა. ეს გადაწყვეტილება თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების, შემდგომში მისი პრივატიზების მიზნით, აჭარის მთავრობისთვის გადაცემას ითვალისწინებდა. მაშინ ამ ადგილით კომპანია „ბათუმი მოლ დეველოპმენტი“ იყო დაინტერესებული.  კომპანია მთავრობას 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების გარდა  1000 – მდე ადამიანის დასაქმებას ჰპირდებოდა.

60 მილიონამდე ლარი კვარიათი-სარფის გზის გამაგრებისთვის

 

კვარიათი-სარფის მონაკვეთზე გზისა და ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების ვადა დაზუსტებული არ არის. სამუშაოები კი, რომელიც ზაფხულში, დაუფინანსებლობის გამო შეჩერებული იყო, მალე განახლდება. აქ სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ასრულებს, რომელმაც  უკვე გახარჯა 30 მილიონამდე ლარი, ხოლო დამატებით 10 მილიონი ლარი მთავრობამ სამუშაოების გასაგრძელებლად ერთი თვის წინ გამოყო. მთლიანი პროექტის ღირებულება 58 მილიონზე მეტი ლარია.

შპს „სტადიონი“ საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერს აცხადებს

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „სტადიონი“ რომლის 100 %-იანი  წილსი მფლოველი სახელმწიფოა, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლობო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 855 955 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 2015 წლის 22 ოქტომბერს დასრულდება.

საპატრიარქო ბობოყვათის რეზიდენციას „კრწანისის პარკის“ 25% წილის სანაცვლოდ ითხოვდა

 

საქართველოს მთავრობამ ბობოყვათის რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია უსასყიდლო საკუთრებაში და სარგებლობაში საპატრიარქოს შპს „კრწანისის პარკის“ 100%-იანი წილის მიღების სანაცვლოდ გადასცა. დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ საპატრიარქო რეზიდენციას „კრწანისის პარკის“ მხოლოდ 25% წილის სანაცვლოდ ითხოვდა.

დაუბეგრავი მინიმუმის სახით სახელმწიფომ 125 მილიონზე მეტი ლარი დააბრუნა

 

2015 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით, დაუბეგრავი მინიმუმის სახით მოქალაქეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან 125 761 992 ლარი დაუბრუნდათ. დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და უკან დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაციის წარდგენა შესაბამის პირებს მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ. 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა.

აჭარის სოფლებში წყალი ფასიანი ხდება

 

აჭარაში მუნიციპალიტეტები [ქალაქ ქობულეთისა და ბათუმის გარდა] წყალმომარაგების ლიცენზიანტი კომპანიების გარეშე რჩებიან. სემეკი მუნიციპალურ კომპანიებზე გაცემულ ლიცენზიებს აუქმებს. ვინ მიაწვდის აჭარის დაბებსა და სოფლებში მოსახლეობას სასმელ წყალს? რა ეღირება წყალი, რომელიც მოსახლეობას დღემდე უფასოდ მიეწოდება, ვინ დაადგენს ტარიფებს და ვის ხელში აღმოჩნდება მუნიციპალიტეტების ქონება – წყალი და წყალმომარაგების სისტემები? 

ვინ მიიღებს კომპენსაციას აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო

 

აჭარის მუნიციპალიტეტებში გარკვეულ ოჯახებს კარდაკარ აფრთხილებენ, რომ მათ მალე ხელშეკრულების გასაფორმებლად დაიბარებენ. ხელშეკრულება ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო განსახლებისა ან/და უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებას უკავშირდება. მას, ვინც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული კომპენსაციის სანაცვლოდ საკუთრების დათმობაზე უარს იტყვის, ქონებას იძულებით ჩამოართმევენ. შესაბამის სახელმწიფო უწყებასა და კერძო კომპანიებში მშენებლობასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ ზოგიერთი დეტალის დაზუსტებაზე უარი უთხრეს. 

დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნის ვადა 12 დღეში იწურება

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით სამსახურს 457 698 ადამიანმა მიმართა. 2015 წლის 19 სექტემბრის  მდგომარეობით დაბრუნებული რიგითი ნომერია 457 483, ხოლო ჯამში დაბრუნებულია 125 474 972 ლარი. დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობა შესაბამის პირებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

ბათუმი-სარფი – შემოსავლების სამსახურის მედიატური [ფოტო]

 

12 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის მედიატურის ფარგლებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმსა“ და საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მასმედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ „მედიატურის მიზანია მედიის მეშვეობით საზოგადოების უკეთ ინფორმირება საგადასახადო სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი ტექნოლოგიური თუ პროცედურული სიახლეების შესახებ“. 

ნოდარ ხადური: მძღოლებს მალე ძალიან საინტერესო წინადადებებს შევთავაზებთ

 

ვიდრე სარფში თურქეთის მხარე ახალ საბაჟო-გამსვლელ პუნქტს არ ააშენებს, მანამდე ავტომანქანების რიგების პრობლემა საბოლოოდ ვერ მოგვარდება – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, პარალელურად, ქართული მხარე, პრობლემის მოგვარების მიზნით, რიგების მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვაზე მუშაობს. მინისტრი დღეს სარფის საბაჟოზე იმყოფებოდა.

უმაღლესი საბჭოსგან გადარჩენილი მთავრობა და აუთვისებელი მილიონები

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების დამტკიცებით, აჭარის მთავრობა, ფაქტობრივად, იხსნა. მთავრობა, კონკრეტულად კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, სტადიონის მშენებლობისთვის გამოყოფილ 13 მილიონამდე ლარის გახარჯვას მიმდინარე წელს ვეღარ ახერხებდა, რის გამოც აუთვისებელი თანხის მაჩვენებელი მარტო ამ ერთი პროგრამიდან 10% იქნებოდა. თუ ამ წლის 6 თვის შესრულებასაც გავითვალისწინებთ, წლის ბოლოს აღმოჩნდებოდა, რომ მთავრობამ გამოყოფილი თანხის მეხუთედი ვერ აითვისა. პარალელურად, უმაღლესი საბჭო თავისი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზეც მუშაობს, რომელიც 2016 წლიდან ისევ იზრდება.

რძის წარმოებაში ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს

 

 

ხულოს სოფელ დიდაჭარიდან ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში ჩამოტანილი რძისგან დამზადებული სულგუნი შესაძლოა ექსპორტზე ამერიკაში გავიდეს. მანამდე კი, პირველი აგვისტოდან რძესა და რძის ნაწარმზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. საძოვრებიდან პროდუქტის ქსელში განთავსებამდე უვნებლობაზე, დადგენილი წესებისა და ეტიკეტირების დაცვაზე პასუხისმგებლობა უმთავრესად მწარმოებლებს ეკისრებათ.

ბათუმში სტადიონის მშენებლობა წელს არ დაიწყება – ინტერვიუ აჭარის ფინანსთა მინისტრთან

 

ბათუმში ოლიმპიური სტადიონისა და „რესპუბლიკურის“ ადგილზე ახალი, მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის პროგრამებთან დაკავშირებით კომენტარი „ბათუმელებთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ გააკეთა. მინისტრის თქმით, აჭარის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ სადღაც, მიმდინარე წლის ბოლომდე, მომდევნო წლის პირველ თვეში, უკვე გვქონდეს მზა პროექტი, რომლითაც შევძლებთ ტენდერის გამოცხადებას,“ – განაცხდა დავით ბალაძემ. სტადიონის პროექტი სამინისტრომ კონკურსით შეარჩია, თუმცა შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა.

შპს ”სტადიონი” სტადიონისა და საავადმყოფოს ნაცვლად

 

სტადიონის პროექტის კონკურსში გამარჯვებული ესპანური კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულების მოშლის გამო სასამართლოში უჩივის, სამინისტრო კი, პარალელურად, ახალ სახელმწიფო შპს-ს ქმნის, რომელმაც ბათუმში სტადიონისა და საავადმყოფოს აშენება უნდა უზრუნველყოს. ამ ფონზე, აჭარის ბიუჯეტის გეგმის შესრულებაც, ხარჯვით ნაწილში, კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას. ამ ორი – სტადიონისა და საავადმყოფოს პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯის თითქმის 14 პროცენტია.

Exit mobile version