აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მე-5 საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2015” ბათუმში, ყინულის სასახლეში სამ დღეს: 30- 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გაიმართება. ფესტივალი კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით გაიმართება.
გამოფენის თანაორგანიზატორია აჭარის მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაა.
მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია მომხმარებელს გააცნონ და რეკლამირება გაუწიონ. გამოფენაში მონაწილეობენ: საქართველო, თურქეთი, უკრაინა, ირანი.
გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.