ნეტგაზეთი • RU

ავტომანქანები, რომლებსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ელექტრონულ აუქციონზე სამი ავტომანქანა ჰქონდა გამოტანილი: „VOLKSWAGEN JETTA”, „ვოლგა 3110“ და  „ტოიოტა პრადო“. აქედან პირველ ორ ავტომანქანაზე განმეორებით აუქციონი ამჯერადაც მიმდინარეობს, ხოლო მესამე ავტომანქანაზე სამინისტროს აუქციონი განმეორებით ჯერ არ გამოუცხადებია.

 

ავტომანქანა „VOLKSWAGEN JETTA” (სახელმწიფო ნომრით PO992OP) აუქციონზე განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით იყიდება. საწყისი ფასი ამჯერად 400 აშშ დოლარია.  ავტომანქანა არის ცუდ მდგომარეობაში, გამოშვების წელი 1993; საწვავი – ბენზინი. აუქციონი 16 ნოემბერს დასრულდება.

 

VOLKSWAGEN JETTA

 

 

ავტომანქანა „ვოლგა 3110“ (სახელმწიფო ნომრით PO993OP), განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით; საწყისი გასაყიდი ფასი – 600 აშშ დოლარი; გამოშვების წელი – 1998; მექანიკა; ცუდ მდგომარეობაში; საწვავი – ბენზინი. აუქციონი 16 ნოემბერს დასრულდება.

 

ვოლგა 3110

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“ (სახელმწიფო ნომრით QB-699-BQ) განმეორებით, 20%-იანი ფასდაკლებით, იყიდებოდა თუმცა აუქციონი არ შედგა. ამ ავტომანქანის საწყისი ფასი თავიდან 13 700 აშშ დოლარი იყო, განმეორებით აუქციონზე კი, რომელიც ასევე არ შედგა 9 ოქტომბერს – 10 960 აშშ დოლარი. ხელახალი აუქციონი სამინისტროს ჯერ არ გამოუცხადებია. აღნიშნული „ტოიოტა პრადო“-ს გამოშვების წელია 2008; ავტომატიკა; საშუალო მდგომარეობაში; ძრავის კუბატურა – 2,9; საწვავი – დიზელი.


ტოიოტა პრადო



მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.