დეპუტატები კაბინეტებს თავიანთი ხარჯით შეღებავენ – უმაღლესი საბჭოს მომავალი შენობა [ფოტო]

აჭარის უმაღლესი საბჭო ხელოვნების უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში გადასასვლელად ემზადება. ეს შენობა [ყოფილი პირველი საავადმყოფო], რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თავის დროზე მთლიანად გაარემონტეს და იქ სასწავლო უნივერსიტეტი განთავსდა. შენობის რემონტში, ექვსი წლის წინ, 6,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეს კი, შეიძლება ითქვას, შენობა სავალალო მდგომარეობაშია – თითქმის ყველა მხრიდან ჩადის წყალი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი. დაზიანებულია მინის …

დუმბაძის 12-ში კაფეების – ვინილისა და k2-ის ადგილზე მშენებლობა იგეგმება

შპს „ახალი ერა“ ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე, ადრე შეთანხმებული 8-სართულიანის ნაცვლად, 5-სართულიანი სახლის აშენებას გეგმავს. ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. დუმბაძის #12-24 -ა-ს გვერდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილი პირველი აფთიაქის სამსართულიანი შენობა დგას, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს კი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ერთსართულიანი სახლია განთავსებული, სადაც ადრე ბელგიის საკონსულო …

სახლები ძველ ბათუმში [ფოტო]

ქალაქის სულს ძველი სახლები და ქუჩები ქმნის. სახლები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ეპოქის არქიტექტურულ წესებს არ არღვევს და საერთო ურბანულ ლანდშაფტს ქმნის. ბათუმში ასეთი სახლები ძველ, ისტორიულ უბანშია შემორჩენილი. კადრებზე ასახული სახლების უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლია, თუმცა ბათუმში ამ სტატუსის მქონე არაერთი სახლი დაინგრა მაღალსართულიანი სახლის ასაშენებლად.  

მშენებლები დაჟინებით ითხოვენ ნებართვას ისტორიული სახლების დანგრევის ხარჯზე

მშენებლები ისევ დაჟინებით ითხოვენ ახალი სახლების მშენებლობის ნებართვას ისტორიული სახლების დემონტაჟის ხარჯზე. დაჟინებით ამტკიცებენ იმასაც, რომ ეს სახლები ავარიულია და საცხოვრებლად აღარ ვარგა. მოთხოვნა, ძირითადად, ისევ ქალაქის ცენტრზე მოდის, მათ შორის რამდენიმეს უკვე აქვს შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოსთან, ზოგი კი პასუხს ელოდება. სხდომებზე მსგავსი საკითხები ხშირად უფრო ახალი პროექტების მოწონება-დაწუნების ჭრილში განიხილება და არა …

ვინ გადაარჩინა ბათუმის „რვაფეხა“

21 აგვისტოს ბათუმში განახლებული კაფე „ფანტაზია“, რომელსაც ბათუმში ძირითადად „რვაფეხას“ უწოდებენ, საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის მერთან და აჭარის მთავრობასთან ერთად. „რვაფეხას“ გახსნას არ ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ბათუმის „რვაფეხა“ დანგრევას გადაარჩინეს. რომ არა ბათუმელი აქტივისტების, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების აქტიურობა და აქციების სერია, „რვაფეხას“ 2014 წელს დაანგრევდნენ და ამ ადგილას სასტუმრო „ჰილტონი“ ორ …

შპს „სტადიონი“ ოფისს გაარემონტებს – შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

შპს „სტადიონი“, რომლის 100% აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და რომელიც მრავალმილიონიან პროექტებს ახორციელებს, ოფისის გარემონტებას გეგმავს. ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც კომპანიის ოფისია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაze, №16-18-ში [აჭარის მთავრობის სახლის უკან] მდებარეობს. „სტადიონი“ 200 კვადრატული მეტრი ფართობის გარემონტებას გეგმავს, რისთვისაც ფასთა კვლევა ჰქონდა გამოცხადებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო ღირებულების დასადგენად. ვინაიდან …

ძველ ბულვარში კერძო კომპანია ორსართულიან რესტორანს აშენებს

ბათუმის ძველ ბულვარში [ე.წ. ტექნოლოგიურის შენობის უკან] ორსართულიანი რკინის კონსტრუქცია შენდება. ადგილზე მომუშავეთა თქმით, აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რესტორანს აშენებს. კომპანიის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია  და ვართან ვართანოვი არიან. კომპანიის დირექტორად ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული. საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2019 წლის 8 თებერვალს არის გაცემული. მშენებლობის დასრულების დროდ კი …

17 ხმა ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანების სასარგებლოდ 

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხის განხილვას საკრებულოს წევრებმა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად ხმა მაინც მისცეს. საკრებულომ და მერმაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ „რივიერა“ ქალაქს სჭირდება“. „რივიერა“ არის პროექტი, რომლის მიხედვით, ბათუმში იახტკლუბისა და ჭაჭა თაუერის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ტერიტორია კერძო კომპანიას ეკუთვნის. პროექტის გაჟღერებიდან დღემდე, საზოგადოება „ბათომი“ და …

ბათუმში ძეგლზე უნებართვო სამუშაოებისთვის ხუთი მესაკუთრე 5-10 ათასი ლარით დააჯარიმეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს სააგენტოს კონტროლის ჯგუფის მიერ ქალაქ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე 21 სამართალდარღვევა იქნა გამოვლენილი, რის გამოც მესაკუთრეებს მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები. სააგენტოს ცნობით, დაჯარიმებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხუთი მეპატრონე. კერძოდ: სასტუმრო „ინტურისტი“ უნებართვო რეკლამის განთავსებისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდა; იგივე სასტუმრო დაჯარიმდა ტერასის კედლის ჩაჭრის გამო 10 …

338 ათასი ლარი გორგასლის ქუჩაზე ძეგლის სარეაბილიტაციოდ

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, N24-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი სახლის სარეაბილიტაციოდ 338 ათასი ლარია გათვალისწინებული. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ძეგლზე სამუშაოები 2020 წლის პირველ მარტამდე უნდა დასრულდეს. სახლის რეაბილიტაცია იმ პროექტის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს. რესტავრაცია-რეაბილიტაციის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია …

140 ათასი ლარი ბათუმში საბაევის სახლის „მცირე რეაბილიტაციისთვის“

ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. საბაევის სახლის „მცირე რეაბილიტაციისთვის“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელშიც სააგენტოს ერთ-ერთი კომპანია მომსახურებას 128 267 ლარად სთავაზობდა, უარყოფითი შედეგით დასრულდა – კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს. ამჯერად სატენდერო თანხა 140 ათასი ლარია. შენობაში, რომელიც ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთაში მდებარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის …

600 ათასი ლარი ბსუ-ს კორპუსების სახურავების რეაბილიტაციისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა I და II კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 600 ათასი ლარია. პირობის მიხედვით „გამოყენებული უნდა იქნას გალვანიზირებული ქარზნულად შეღებილი ლურჯი ფერის პროფნასტილის და ბრტყელი ფურცლები“. ნინოშვილის ქუჩა №35-ში მდებარე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებისთანავე …

ბათუმის საკათედრო ტაძარი ვიტრაჟებსაც კარგავს

ბათუმის საკათედრო ტაძრის საუკუნოვანი ვიტრაჟი დაზიანებულია. ვიტრაჟის ფერადი მინის ნაწილი ჩამსხვრეულია ტაძრის ოთხივე ფასადზე. დაზიანებული ვიტრაჟის ადგილას უკეთეს შემთხვევაში ჩვეულებრივი მინაა ჩასმული, ზოგან კი ფერადი მინა უბრალოდ ჩამსხვრეულია. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეპარქიის პრესსპიკერი იოანე გორელიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ზოგადად ეკლესიის რესტავრაციის საჭიროებაზე მიმართვა ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს  უკვე მიღებული აქვს ეპარქიიდან, …

სასტუმრო „ინტურისტმა“ ისტორიული ღობე მოშალა

სასტუმრო „ინტურისტმა“ ნინოშვილის ქუჩის მხრიდან შენობის ღობე ნაწილობრივ მოშალა და ღია შესასვლელები მოაწყო. როგორც შენობას, ასევე ღობეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და კანონი ძეგლთან მიმართებაში, ნებისმიერი ჩარევის შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებას ითვალისწინებს, სააგენტო კი, გადაწყვეტილებას საკითხის ძეგლების საბჭოსთან განხილვის შემდეგ იღებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე უკვე იყო გასული …

ბათუმში ძეგლების რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ 3,5 მილიონით დააფინანსებს

ფონდი „ქართუ“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ-ნახევარ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ დღეს, 3 მაისს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა, ზაურ ახვლედიანმა განაცხადა ბრიფინგზე. ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით, პირველ რიგში, დაიწყება იმ სახლების რებილიტაცია, რომელთა რესტავრირების პროექტები უკვე შესყიდულია. საუბარია რვა სახლზე. თავად სააგენტო წელს ორი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს, ამისთვის საჭირო თანხა …

ვაჟა-ფშაველას #13 – აქ დანგრეული ძეგლის ნაცვლად კორპუსის აშენებას აპირებენ

შპს „ბათ ინვესტი“ ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. კომპანიამ მხოლოდ სახელი და დირექტორი შეიცვალა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს, სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს. „ბათ ინვესტმა“ ამჯერად პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ …

თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციაში 782 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის 765 ათას 297 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, რომელთანაც აღნიშნულ თანხაზე ხელშეკრულება 2019 წლის 17 აპრილს გაფორმდა. სამუშაოები 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოებს საავტორო ზედამხედველობას „ძეგლებისა და ღირსშესანისნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კავშირი“ გაუწევს, რომელმაც ამ შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა. ზედამხედველობისთვის კავშირს …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ზუბალაშვილის #38-ში, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის  უკვე  გაამაგრეს საძირკველი. დასრულებულია, ასევე, სარდაფის, შიდა კონსტრუქციების მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, დარჩენილია მოპირკეთება. შპს „გეოგრაფიკის“  სპეციალისტების შეფასებით, რომლებმაც 2015 წელს მერიის დაკვეთით ბათუმში ძეგლები აღწერეს, XIX საუკუნის ბოლოს აგებული L-ის ფორმის ერთსართულიანი სახლი დაბალ ცოკოლზე დგას. შენობა ქუჩის ისტორიული …

ინფორმაციას, რომელშიც მერიამ 100 000 ლარი დახარჯა, 4 წელია ორი სამთავრობო უწყება აზუსტებს

ინფორმაციას, რომლის მოძიებაში ბათუმის მერიამ 100 000 ლარი გადაიხადა, ოთხი წელია ორი სამთავრობო უწყება აზუსტებს. ამ ორიდან ერთის ხელმძღვანელმა, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მეორე – კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო საქმის გაჭიანურებაში [ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონების დამტკიცების საკითხი] 13 მარტს, ერთხელ უკვე დაადანაშაულა. მეორე შემთხვევაში საკითხი ეხება ბათუმის მერიის მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ 24 ობიექტს – …

ბათუმის მერიას ძველ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმის უფლება არ მისცეს

ბათუმის ბულვარში 9 აპრილის მემორიალის მოწყობაზე ქალაქის მერიამ ხელშეკრულება ინდმეწრმე თეიმურაზ მახარაძესთან 2018 წლის 21 მაისს გააფორმა, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადა. დღეს მემორიალი, რომლის ესკიზის ავტორიც თეიმურაზ მახარაძეა, ჟიული შარტავას ქუჩაზე, გმირთა ხეივანში შენდება. ამ ხეივანში რამდენიმე მონუმენტი დგას. მშენებარე მემორიალიდან ორ-სამ მეტრში კი დგას დაფა, …

სპეციალისტები ინგა შამილიშვილს: არ დაუშვათ მოდერნის სტილის ძეგლის დაზიანება

საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ინგა შამილიშვილს მიმართავს თხოვნით, არ დაუშვას ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქ. N12-ში, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე ჩარევა. „ბათუმის ერთ-ერთი საუკეთესო შენობა, ზვიად გამსახურდიას ქ. N12, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და მოდერნის სტილის (იგივე, არტ ნუვო – Art Nouveau) საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. ეს სახლი …

რაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებმა თორნიკე რიჟვაძესთან

დღეს, 26 თებერვალს, საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ. რა საკითხებზე ესაუბრა საინიციატივო ჯგუფის წევრებს თონიკე რიჟვაძე შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა? შეხვედრის შინაარსის შესახებ „ბათუმელები“ საინიციატივო ჯგუფის ორ წევრს ესაუბრა. „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრი, ზეინაბ დიასამიძემ ამბობს, რომ მთავრობის თავმჯდომარემ საინიციატივო ჯგუფის ყველა მოთხოვნას ვერ უპასუხა, თუმცა …

ფესენკოს აგარაკის [ყოფილი ბავშვთა სახლი] სარეაბილიტაციოდ სააგენტო პროექტს შეისყიდის

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე ე.წ. ფესენკოს აგარაკის [ყოფილი ბავშვთა სახლი] რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია. შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული და დღეს ავარიულ მდგომარეობაშია. მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა. სატენდერო პირობის მიხედვით, კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს „კულტურული მემკვიდრეობის …

“დაიცავი ძველი ბათუმი” ლაშა კომახიძეს: გამოაცხადეთ მორატორიუმი

საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი ძველი ბათუმი” ღია წერილით მიმართავს ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს. “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ წერილს. “ბატონო ლაშა, ჩვენს მიზანს არ წამოადგენს მეცადინეობა წერით უნარების განვითარებაში, მაგრამ სხვა გზა ვერ მოვძებნეთ მოგაწვდინოთ ჩვენი ხმა. დღეს, თქვენ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბათუმის“ კიდევ ერთი ღია წერილის წაკითხვა მოგიწევთ. ჩვენს აღელვებას იწვევს ის ფაქტი, რომ მთავრობის …

„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა” – კვირას აქცია ბათუმსა და თბილისში გაიმართება

17 თებერვალს, კვირას, დღის 2 საათზე, ბათუმში, ვარდების სკვერში გაიმართება აქცია „შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა”. აქციის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია „შენებისა და ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმის ნგრევისა და ჩაბეტონების” გააპროტესტება. “ისტორიული ძველი ქალაქი თითქმის დანგრევის პირასაა, ხოლო სანაცვლოდ ვიღებთ უსახურ და ფუნქციურად დაბალხარისხიან ნაგებობებს, ცათამბჯენებს, უჟანგბადობას და ამასთანავე უამრავ სირთულეს, …

მერია, კულტურული მემკვიდრეობა და ინვესტორი – რა ხდება თავდადებულის 35-ში

ბათუმის მერია დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 944 809 ლარია. ტერიტორიით, სადაც ეს შენობა დგას, კერძო კომპანიაცაა დაინტერესებული. დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე ორსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობდნენ, ინვესტორს, რომელიც თავდადებულის ქუჩის მხარეს სახლის ფასადს ინარჩუნებდა, ამ ადგილზე …

ბათუმში „რივიერაზე“ „თავდაცვით ნაგებობას“ ძეგლის სტატუსი მოეხსნა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა „თავდაცვით ნაგებობას“ [მისამართი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიხედვით:  ქ. ბათუმი,  იაკობ გოგებაშვილის  ქ. N1; ფაქტობრივი მისამართი: ნინოშვილის ქ.]“. ბრძანება ძალაში გუშინ, 22 ნოემბერს შევიდა. ბრძანებას სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა გაფრინდაშვილი აწერს ხელს. „თავდაცვითი ნაგებობის“, როგორც ძეგლის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა …

უშაკოვის აგარაკს, ზვარეს ჯამეს და ერთ-ერთ სახლს ბათუმში რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქობულეთის სოფელ ციხისძირში ე.წ. უშაკოვის აგარაკის, ქედის სოფელ ზვარეს ჯამესა და ბათუმში, კ. გამსახურდიას N36-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა, თანხა 82 ათასი ლარია. ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს იმ პროექტების შესაბამისად, რომლებიც სააგენტოს დაკვეთით მომზადდა. პროექტების მიხედვით სამივე ძეგლზე ძირითადად მოეწყობა ახალი სახურავი, ასევე, …

„ბათომის“ 4 მოთხოვნა ბათუმის მერიასა და საკრებულოს აქციაზე – „არა ჩაბეტონებას“

ბათუმში, ევროპის მოედანზე „ბათომის“ ორგანიზებთ გამართულ აქციაზე, საზოგადოების წევრებმა ოთხი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს. „ბათომი“ ქალაქის მერიას და საკრებულოს მიმართავს: [checklist] დადგინდეს „ძველი ბათუმის“ ისტორიული საზღვრები, კვლევის შედეგად არსებულ საზღვრებში; ამ დოკუმენტის საბოლოოდ დამტკიცებამდე შეწყდეს აღნიშნულ საზღვრებში დემონტაჟისა და მშენებლობის ნებართვების გაცემა; მწვანე კონცხზე მდებარე ნაკვეთს, რომელსაც საკრებულომ მოუხსნა სარეკრეაციო ზონის სტატუსი, დაუბრუნდეს ეს სტატუსი; აღნიშნულ …

ბათუმის მერია ძეგლების რეაბილიტაციას იწყებს – ზუბალაშვილის 38

ბათუმის მერია იმ შენობების რეაბილიტაციას იწყებს, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვთ. ამ ეტაპზე ხუთი შენობის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. სარეაბილიტაციო ძეგლების ნუსხა ბათუმის მერიას აჭარის კულტურის სამინისტრომ გადასცა. მერიაში ამბობენ, რომ პროექტები, რომელთა მიხედვითაც ძეგლებზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს, სამინისტრომ შეისყიდა. „ჩვენ გადმოგვცეს ძეგლების ჩამონათვალი [პროექტებთან ერთად], რომელთა რეაბილიტაციას პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად განვახორციელებთ. პირველ ეტაპზე ის …

ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნეს

ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, ამის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დაადასტურა. „გადაწყვეტილება ეროვნული სააგენტოს საბჭომ მიიღო, ჩვენ პრაქტიკულად არარსებულ ძეგლს მოვუხსენით სტატუსი,“- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ „ბათუმელებთან“. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 2015 წლის ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს საბოლოო დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს …

ძეგლის მცირე რეაბილიტაცია – 135 ათასი ლარი სააგენტოსგან დაცვის სამსახურის ოფისის რემონტისთვის

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მცირე რეაბილიტაციის პროექტი – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა და რომლის მიხედვითაც ბათუმში, ე.წ. „საბაევის სახლი“ უნდა გაარემონტონ. შენობაში, რომელიც მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთაში მდებარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფისია განთავსებული. „საბაევის სახლის“ ფასადის რეაბილიტაციაში წინა წლებში სააგენტომ 415 200 ლარი გადაიხადა. რაც …

„ბათუმის ორსახოვნება“-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმი ბათუმში

ბათუმში, 30 სექტემბერიდან 6 ოქტომბერის ჩათვლით, „ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმი“ გაიმართება, სახელწოდებით, – „ბათუმის ორსახოვნება – ნეოლიბერალური კაპიტალიზმი და პოსტსაბჭოთა ქალაქის უთანასწორობა“. ფორუმზე მოწვეულნი არიან რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, გერ დოიზინგსი, რომელიც ერთ-ერთი თანაავტორია პროექტისა – „ქალაქის მეთოდოლოგია“ (Engaged Urbanism: Cities and Methodologies) და ოკსანა ზაპოროჟეცი, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი. პროექტის მხარდამჭერია …

თოჯინების თეატრის შიდა ეზოს მინით გადახურავენ

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის შიდა ეზო გადაიხურება. სამუშაოებისთვის თეატრის ადმინისტრაციას 114 ათას 983 ლარი აქვს გამოყოფილი. სამუშაოებს, რომელიც შიდა ეზოს გადახურვის გარდა შიდა კედლების დამუშავება-შეღებვასაც ითვალისწინებს, თეატრი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შიდა ეზო გამჭვირვალე ნაწრთობი მინით გადაიხურება, რისთვისაც გამოყენებული იქნება ლითონის კონსტრუქციები. დაგეგმილია დაახლოებით 87 კვ/მ ფართობის გადახურვა. ბათუმში, მემედ აბაშიძის …

94 ათასი ლარი აჭარის ტელევიზიის შენობისთვის – შენობას კმდს გაარემონტებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. N41-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 94 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შენობა, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაა განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კმდს სამუშაოებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, შეკეთდება შენობის სახურავი, გარემონტდება მანსარდული სართული …

დ’ალფონსის სააგარაკო სახლს მწვანე კონცხზე ძეგლის სტატუსი მიენიჭა, შენობა ავარიულია

მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე დ’ალფონსის სააგარაკო სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი 2018 წლის 31 ივლისს მოაწერა. სააგენტოს ინფორმაციით, სააგარაკო სახლი, რომელიც უკვე არქიტექტურულ/მემორიალური ძეგლია, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედშია აშენებული. სააგარაკო სახლი, სადაც ადრე რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, დღეს გამოთავისუფლებულია. შენობა …

Exit mobile version