12 თებერვალს ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, ისტორიული შენობის დემონტაჟი ისე დაიწყეს, რომ კომპანიას, რომელიც ამ ადგილას 7-სართულიანი სახლის აგებას გეგმავს, მერიისგან დემონტაჟის ნებართვა არ ჰქონდა. მერიაში ამბობენ, რომ კომპანია, სავარაუდოდ, დაჯარიმდება, თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ სახლის პროექტი, რომელიც ბარათაშვილის #24-ში უნდა აშენდეს, უკვე შეთანხმებულია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს ტერიტორია კომპანია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის. კომპანიის …
Tag Archives: ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა
ბათუმის მერია: ბარათაშვილის #24-ში დემონტაჟზე ნებართვა არ გაგვიცია, თუმცა პროექტი შეთანხმებულია
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ ბათუმის მერიას არ გაუცია ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობის დემონტაჟის ნებართვა. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი აქვე დასძენს, რომ სახლის პროექტი, რომელიც უნდა აიგოს ბარათაშვილის #24-ში, შეთანხმებულია, თუმცა კომპანიას მერიაში ჯერ არ შეუტანია განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე. „პროექტი შეთანხმდა შარშან. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად. პირველი და მეორე სტადია გავლილი აქვს, მათ …
ბათუმში ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრიეს
12 თებერვალს ბათუმში დაანგრიეს ბარათაშვილის ქუჩის #24-ში მდებარე შენობა, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იყო აგებული. ამ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა: 2014 წლის 3 ივნისს საბჭომ გადაწყვიტა, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, იმავე წლის ბოლოს კი საბჭო ხელახლა შეიკრიბა და გადაწყდა, სახლს ძეგლის სტატუსი …
Continue reading “ბათუმში ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრიეს”
როგორ აპირებენ ყოფილი კოლეჯის შენობის გადაკეთებას ხელოვნების უნივერსიტეტად
ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მდებარე ყოფილი კოლეჯის შენობის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის ბიუჯეტში 2 მილიონ 703 ათას 154 ლარია გათვალისწინებული. შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბოლო დროს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლობდნენ. ორსართულიანი შენობა ამჯერად დაცლილია. მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერიც დასრულდა. შენობის რეაბილიტაციას, ასევე მასზე მესამე სართულისა და ვერანდის დაშენებას, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს კომპანია – შპს „ალიგატორი1“ …
Continue reading “როგორ აპირებენ ყოფილი კოლეჯის შენობის გადაკეთებას ხელოვნების უნივერსიტეტად”
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი ეკლესია ჩამოინგრა
4 თებერვალს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩის #35-ში ძველი, სომხურ-კათოლიკური ეკლესიის შენობა ჩამოინგრა. საზოგადოება „ბათომის“ წევრის, შოთა გუჯაბიძის თქმით, შენობა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ბათუმში იყო აგებული, 1877 წელს. სამლოცველოს ფუნქცია შენობას გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ძველი სომხურ-კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე იყო 2012 წლიდან. შენობა წლებია მოუვლელია. „შენობის …
Continue reading “ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი ეკლესია ჩამოინგრა”
რაზე ისაუბრა ზურაბ პატარაძემ „ბათომთან“
დღეს, 20 იანვარს შედგა შეხვედრა საზოგადოება „ბათომის“ წევრებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელები“ შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს. შოთა, რაზე იყო შეხვედრაზე საუბარი? შეხვედრა ძირითადად იყო გაცნობითი ხასიათის. ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ ერთი მხარე და მოწინააღმდეგედ არ უნდა განვიხილოთ ხელისუფლება. ბოლო წლებში ბევრი მაგალითი გვქონდა, …
„კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ“ – ლექცია უნივერსიტეტში
ხვალ, 21 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია #21-ში, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად საჯარო ლექციას ჩაატარებს. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ. „ლექციის ფარგლებში, მონაწილეთათვის მიმოხილული იქნება კედლის მხატვრობისა და ისტორიული შენობის დეკორატიული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაციის საკითხები – …
Continue reading “„კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ“ – ლექცია უნივერსიტეტში”
კაფე „დელირია“ ბათუმში XIX საუკუნის ბოლოს აგებულ სახლში
ბათუმი, ყაზბეგის #8 – ამ მისამართზე თუ მიხვალთ, ძველ, ბათუმურ ბელეტაჟს დაინახავთ. ირგვლივ ახალაშენებული, ერთმანეთის მსგავსი კორპუსებია, ეს სახლი კი პატარა კუნძულივით დგას, ხის ჭიშკარი ღიაა და ეზოში ნაყოფით ტოტებდამძიმებული ფორთოხლისა და ხურმის ხეებია. ტერასაზე, წითელ ბალიშზე, მზეს მიფიცხებულ კატას სძინავს. ბელეტაჟში ძველი ბუხარი და პიანინოა, კედლებზე – ძველი ფოტოები საოჯახო ალბომიდან, ხეებით დაჩრდილულ ეზოში …
Continue reading “კაფე „დელირია“ ბათუმში XIX საუკუნის ბოლოს აგებულ სახლში”
როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?
ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი _ ყველა თანხმდება, რომ ბათუმში ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობებს შველა სჭირდება, თუმცა ძველი ბათუმის ყოველი დანგრეული სახლი მათი პასუხისმგებლობის საკითხიცაა. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ძველი ბათუმის სერიული ნგრევის ფონზე? მოსახლეობის ინტერესები – „სად იყავით მაშინ, როცა სახლი ინგრეოდა?“ „წლებია გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, …
Continue reading “როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?”
ისტორიული სახლების ნგრევის სერია ბათუმში
ბათუმში, ბარათაშვილის #26-ში, აღარ არსებობს ორსართულიანი სახლი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იდგა ქალაქში, მაშინ როცა ბათუმი ზღვისპირა დასახლებიდან თანდათან ყალიბდებოდა ქალაქად. სახლი დიმიტრიადების ოჯახს ეკუთვნოდა და ალბათ სადარბაზო კართან ამის აღმნიშვნელი წარწერაც იყო მიმაგრებული. სწორედ ამ ოჯახის შთამომავალი იყო ცნობილი დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი, ბათუმის, თბილისისა და ათენის საპატიო მოქალაქე, რომელიც ბავშვობაში ბათუმის კათოლიკური …
ქალაქი და ურბანული სივრცის მუსიკა ბათუმში
ხვალ, 20 დეკემბერს, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, წარმოდგენილი იქნება ლექციების სერია. ალეკო ელისაშვილი ისაუბრებს თემაზე, – „ქალაქის სივრცითი მახასიათებლები და ისტორია“, ნიკო ნერგაძე კი თემაზე – „მუსიკა ურბანულ სივრცეში“. პროექტის მიზანი ისტორიული ბათუმის, ჯერ კიდევ შენარჩუნებული ნაწილის, არქიტექტურის მნიშვნელობის აღქმა, გააზრებაა და მუსიკის ადგილი ურბანულ სივრცეში. ორგანიზატორთა ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ბათუმის მერიის პროგრამის „კულტურის სფეროში თავისუფალი …
Continue reading “ქალაქი და ურბანული სივრცის მუსიკა ბათუმში”
ანგრევენ სახლს, რომლის გადარჩენასაც „ბათომი” ითხოვდა
ბათუმში დაიწყეს ისტორიული სახლის დემონტაჟი, რომლის გადარჩენასაც საზოგადოება „ბათომი” ითხოვდა. “ბათომის“ განცხადებით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე ერთადერთი არასამთავრობო ორგანზიაციაა აჭარაში, აღნიშნული შენობა ისტორიულია, იგი მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ღირებული ნაწილია. გარდა ამისა, შენობა მოქცეულია ორი ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში და მის ადგილას მრავალსართულიანი შენობის აგება გამოიწვევს ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს განადგურებას. ასევე, ორგანიზაციის …
Continue reading “ანგრევენ სახლს, რომლის გადარჩენასაც „ბათომი” ითხოვდა”
“ბათომი”: მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესწავლილი უნდა იყოს შესაბამისი უწყებების მიერ
დღეს, 3 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომმა“ ბრიფინგი გამართა და ღია წერილით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. „ბათომი“ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე შენობის დემონტაჟს აპროტესტებს და ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის საქმიანობის შესწავლას ითხოვს: „ფარნავაზ მეფის #57-ში დაწყებულია შენობის დემონტაჟი. აღნიშნული შენობა ისტორიულია, იგი მე-19 საუკუნის 80-იან წლებშია აგებული და ქალაქის ისტორიული განაშენიანების ღირებული ნაწილია. …
ზურაბ პატარაძე: უახლოეს პერიოდში ვიწყებთ „რვაფეხას“ აღდგენას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „რვაფეხას“ რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. „ის იქნება ისეთი, როგორიც იყო წარსულში. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიწყებთ რვაფეხას აღდგენას“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. „ბათუმელების“ კითხვაზე, ვისი დაფინანსებით მოხდება „რვაფეხას“ რეაბილიტაცია, ზურაბ პატარაძე პასუხობს, რომ შესაძლოა პროექტი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსოს. „ჩვენ დავუკავშირდით სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის, „ფონდ ქართუს“. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოფა …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: უახლოეს პერიოდში ვიწყებთ „რვაფეხას“ აღდგენას”
მეტლახი XX საუკუნის დასაწყისში დაგებული იატაკის ნაცვლად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში
ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აგებული შენობის რეკონსტრუქცია ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. შენობა ბათუმის მერიას ეკუთვნის და აქ ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისი უნდა განთავსდეს, თუმცა ძველ ბათუმში მდებარე შენობა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მერიაში ეს არ იცოდნენ. ზვიად გამსახურდიას #-6-ში ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია. ჯერ კიდევ გუშინ, 9 …
ძეგლის რესტავრაცია თუ ხელყოფა
ბათუმში, რუსთაველის #17-ში და დ. თავდადებულის #7-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობს ძეგლისგან, რომელსაც „ჩეხოვის სახლს“ უწოდებენ, მხოლოდ ფასადი დარჩა. კომპანიამ, რომელსაც ამ სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუკვეთეს, შენობის შიდა კედლები მთლიანად დაშალა. როგორც პროექტიდან ჩანს, იცვლება შენობის სახურავიც. ხელოვნებათმცოდენები პროექტს უარყოფითად აფასებენ. მათი განმარტებით რეაბილიტაცია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარებას არ გულისხმობს – „ეს ძეგლის ხელყოფას ნიშნავს“. ამა …
რას აჩვენებენ ტურისტს ბათუმში
რას აჩვენებენ ტურისტს ბათუმში, თუ ის ქალაქში სულ რამდენიმე საათით ჩამოვიდა და ქალაქგარეთ გასასვლელად დრო არ რჩება? – ათეულში, რომელიც ტურისტულმა სააგენტოებმა ჩამოთვალეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი სახლები არ შედის. კულტურული მეკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაცია არც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ სარეკლამო ჟურნალებსა და ბროშურებში იძებნება. ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ქალაქის ფარგლებს თუ არ გავცდებით, ბათუმში …
„მარდი ჰოლდინგის“ პასუხი ბელეტაჟის დანგრევაზე
ბათუმში, გორგასლის ქუჩის #25-ში ძველი, ბათუმური ბელეტაჟის დანგრევასთან დაკავშირებით „მარდი ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას წინ უძღოდა საზოგადოება „ბათომის“ წერილი, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელს, ირაკლი ჯიჯავაძეს, კლასიციზმის ნიმუშის, ასწლოვანი შენობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა, თუმცა წერილის მიღებიდან მეორე დღეს „მარდი ჰოლდინგმა“ ბელეტაჟი დაანგრია. „ბათუმელებმა“ კითხვით – რატომ არ გაითვალისწინა „მარდი ჰოლდნგმა“ „ბათომის“ თხოვნა? – ირაკლი ჯიჯავაძეს მიმართა, რომელმაც …
Continue reading “„მარდი ჰოლდინგის“ პასუხი ბელეტაჟის დანგრევაზე”
„ბათომი“ – წიგნი ძველ ბათუმზე ფასდაკლებით saba.com.ge-ზე
„1894 წლის ბათუმი. ქალაქის სათათბიროში დიდი აურზაურია. სათათბირო აზიზიეს მოედანზე დგას და ხალხს ვერ იტევს. ბათუმი თავისი არსებობის მანძილზე პირველ ქალაქისთავს ირჩევს. ქალაქს ამ დროს უკვე ჰყავს მთავარმართებლის მიერ დანიშნული ქალაქისთავი, კ. დ. გავრონსკი, რომელიც წინასწარ იღებს მოლოცვებს. ხმის დამთვლელი კომისია თვალებს არ უჯერებს. გაიმარჯვა ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანმა.“ – ეს ნაწყვეტია შოთა გუჯაბიძის წიგნიდან …
Continue reading “„ბათომი“ – წიგნი ძველ ბათუმზე ფასდაკლებით saba.com.ge-ზე”
“ახალი საბჭოს შექმნის მიზანია, ადვილად მიიღონ ძეგლის საზიანო გადაწყვეტილება”
მარტის დასაწყისში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემების თაობაზე. მთავრობამ წერილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადმოუგზავნა, რომელმაც წერილი თავის მხრივ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დააწერა. საბოლოოდ, წერილს სწორედ სააგენტომ უპასუხა. „ეს არის ცინიზმი“ – ასე აფასებს სიტუაციას შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული …
Continue reading ““ახალი საბჭოს შექმნის მიზანია, ადვილად მიიღონ ძეგლის საზიანო გადაწყვეტილება””
პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები
პირველი აფთიაქის დაგეგმილი ნგრევის შეჩერება 13 აპრილის მდგომარეობით იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სულ რაღაც ორი წლის წინ სხვა ძეგლების გადარჩენისთვის თავად იბრძოდნენ. ახლა ისინი საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ და შესაბამისი კოლექტიური სახელიც ჰქვია – ხელისუფალი. მათ, თავიანთი წინამორბედის მსგავსად მიაჩნიათ, რომ ინვესტორისგან მიღებული სიკეთე უფრო მეტია, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობა. ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებული ყოფილი #1 აფთიაქის შენობის დანგრევის სურვილი ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა. ახლა ჯერი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოზეა. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოც ვერ შეძლებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას – საზოგადოების ჯერი დადგება.