როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 18 იანვარს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა.

აჭარის სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში კი – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 19-20 იანვარს, მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით  წვიმა, მთაში კი – თოვა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისთვის პირს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 აშშ დოლარის საფასურად გაასაღა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

მიკროავტობუსის მძღოლს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯეს

ხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა.

განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა.

დაზარალებულმა გოგომ მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს უთხრა, რომ მას ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ.

პროკურატურამ ბრალდებულს გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და პროკრატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი.

გაუპატიურება ამ საქმეზე სასამართლომ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები  ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას. ბრალდებულის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებული, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო.

გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

ობი კედლებზე და ჭერიდან ჩამოსული წყალი მუზეუმში – რაში დაიხარჯა 182 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის ახალი ფლიგელის მშენებლობა 2019 წლის მაისში დასრულდა, თუმცა მიშენება ხელახლა გასაკეთებელია. ორსართულიან, შემინულ კონსტრუქციაში, რომლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 182 ათასი ლარი დაიხარჯა, კედლები დაობებულია და ჭერიდან წყალი ჩამოდის.

კედელი ძმები ნობელების მუზეუმის ახალ ფლიგელში
იატაკი

ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად აჭარის მუზეუმმა 2018 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომელშიც „მშენებელთა ჯგუფმა“ გაიმარჯვა. დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოების შესრულება 190 264 ლარად იკისრა, თუმცა მას ბიუჯეტიდან ავანსად 190 336 ლარი გადაურიცხეს. მოგვიანებით, შესრულებულმა სამუშაოებმა 182 293 ლარი შეადგინა, სხვაობა კი კომპანიამ უკან დააბრუნა. გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის 2 აპრილს უნდა დასრულებულიყო. დასრულდა თითქმის ორი თვის დაგვიანებით, რის გამოც „მშენებელთა ჯგუფს“ ბიუჯეტში პირგასამტეხლო – 1 147 ლარი გადაახდევინეს.

მუზეუმში ამბობენ, რომ ფლიგელი ხარვეზებით რომ იყო აგებული, ამის შესახებ ჩაბარებიდან 3-4 თვის შემდეგ, 2019 წლის შემოდგომაზე გახდა ცხადი, როცა წვიმამ ახალ შენობაში ჩააღწია და კედლებს ობი მოედო.

რატომ ვერ აღმოაჩინა ხარვეზები ინსპექტირების ჯგუფმა, რომელმაც ჩაბარებამდე შენობა შეამოწმა? აჭარის მუზეუმის დირექტორი სულხან ოქროპირიძე ამბობს, ამის მიზეზი შესაძლოა ის გახდა, რომ სამუშაოები ზაფხულში დასრულდა.

„ინსპექტირების ჯგუფმა აღნიშნული ობიექტი ჩაიბარა 17 ივნისს. ზაფხულში არ იყო წვიმები და ისეთი ნალექი, დაახლოებით სექტემბრის ბოლოსთვის გამოჩნდა, რომ ჭერიდან იყო წყლის ჩამოდენის ნიშნები“.

ნობელების მუზეუმის ახალ ფლიგელში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია პირველად „ფლანგვის დეტექტორმა“ გამოაქვეყნა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მუზეუმის ახალ ფლიგელში კომპანიამ ჩამოხსნა თაბაშირ-მუყაოს ჭერი.

ჭერი ძმები ნობელების მუზეუმის ახალ ფლიგელში
ჭერი ძმები ნობელების მუზეუმის ახალ ფლიგელში

აჭარის მუზეუმის დირექტორი, სულხან ოქროპირიძე ამბობს, რომ კომპანიამ ახლა თავად უნდა შეაკეთოს შენობა, რადგან ხელშეკრულება შესრულებული სამუშაოების სამწლიან გარანტიას ითვალისწინებს:

„დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ სამი წლის ვადაში ნებისმიერი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ის თავისი ხარჯებით მოახდენდა დაზიანებული სივრცეების თავიდან შეკეთებას. ხარვეზები დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო სახურავიდან წყლის ჩამოდინებით. კომპანიას მივმართე 16 ოქტომბერს და ამ დროისთვის დაწყებულია სამუშაოები. ეს არ გამოიწვევს დამატებით ხარჯს, თვითონ კომპანია უზრუნველყოფს ამას“.

მიშენება ძმები ნობელების მუზეუმზე

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წელს დაარსდა. მუზეუმი სწორედ იმ შენობაში მდებარეობს, სადაც საუკუნის წინ განთავსებული იყო ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის „ბათუმის კანტორა“. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მუზეუმზე ახალი ფლიგელის მიშენების მიზეზად 2018 წელს ისიც დასახელდა, რომ აქ კაფე უნდა გახსნილიყო, თუმცა მიშენება საამისოდ მცირე ზომისაა, ორსართულიან სივრცეს კი მხოლოდ ვიწრო რკინის კიბე აკავშირებს.

„კაფეს თემას ცოტა კრიტიკულად ვუყურებ. ჩემი სუბიექტური მიდგომაა, რომ საგანმანათლებლო კუთხით გამოვიყენოთ აღნიშნული სივრცე. კიბეც არ არის ისეთი, რომ უსაფრთხო იყოს. ვფიქრობთ, აქ ჩავატარებთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას“ – გვითხრა სულხან ოქროპირიძემ.

თუმცა მანამ, სანამ მუზეუმის მენეჯმენტი გადაწყვეტს, რაში გამოიყენოს ახალი ფლიგელი, შენობა, რომლის ასაგებადაც 182 ათასი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან, ხელახლაა გასაკეთებელი.

ავარია მელიქიშვილზე – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პირი კლინიკა „ბრაზერსში“ გადაიყვანეს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ დაშავებულს გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნებოდა.

 

თამარ გუდავა ასლან აბაშიძეზე: ჩემთვის ძალიან მიუღებელია განდგომა, ღალატი

„გამოდის, რომ მე ვიყავი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამონაწილე…“ – გვითხრა თამარ გუდავამ წლებზე, როცა იგი ასლან აბაშიძის პრესსამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ თამარ გუდავა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს. ის, ვინც რეგიონის დონეზე კულტურის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს, მიიჩნევს, რომ ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია, მაგალითად, ასლან აბაშიძის, ვიდრე იმის შეფასება, რასაც აბაშიძე აკეთებდა და რაც დანაშაულებრივად შეფასდა არამხოლოდ სასამართლოს მიერ.

თამარ გუდავასთან ინტერვიუ მომავალზე საუბრით დავიწყეთ – რა არის სუსტი რგოლი სამინისტროში, რის შეცვლასაც იგი აპირებს?

  • ქალბატონო თამარ, მინდა დავიწყოთ საუბარი თქვენს პრიორიტეტებზე. გვითხარით, კონკრეტულად რის შეცვლას აპირებთ? 

პრიორიტეტები მრავალფეროვანია: კულტურის განვითარება და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა, კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, ასევე პოპულარიზაცია, მუზეუმებისა და გალერეების განვითარება, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა, ლიტერატურული ცხოვრების განვითარება… პრიორიტეტი იქნება ასევე დასავლურ და ევროპულ კულტურაში ინტეგრაცია და პირიქით. მაგალითად, თებერვალში პარიზში გაიმართება მსოფლიოში ერთ-ერთი მეგაპრესტიჟული გამოფენა გალერეაში „გრანდ პალე“, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი მხატვრები მსოფლიოდან. ეს გამოფენა წელს იმართება საქართველოს თავმჯდომარეობით, რაც ძალიან დიდი პრესტიჟია…

  • ეს არის მიმდინარე პროექტები, პრიორიტეტებიც, რაც ჩამოგვითვალეთ, კარგა ხანია გაწერილია ოფიციალურ დოკუმენტებში. თქვენი კონკრეტული ინიციატივა რა არის, რა უნდა შეიცვალოს? 

რაც ჩამოვთვალე, ამ მიმართულებების გააქტიურებაა საჭირო. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი კულტურის მოღვაწე გვყავს… ამ მიმართულებებით გვექნება ძალიან ბევრი აქტივობა, რომ აქტიურად მივიდეს კულტურა უფრო ბევრ ადამიანთან და ბევრი შემოვიდეს კულტურაში, ეს იქნება კონკურსები თუ სხვადასხვა პროექტში ჩართულობა.

  • მაგალითად, რა უნდა შეიცვალოს, რომ მუზეუმების მიმართ გაჩნდეს ინტერესი და მათ გაუჩნდეთ დამოუკიდებელი შემოსავლები? 

ვიმუშავებთ, რომ მეტი თანამედროვე ტექნოლოგია შევიდეს მუზეუმებში, მოხდეს მათი ადაპტირება. მეტ ადამიანს უნდა ჰქონდეს ელექტრონული წვდომა… მაგალითად, თუნდაც აუდიოგიდები, რომლებიც მისაწვდომი უნდა იყოს ყველა ენაზე, აპლიკაციის ჩამოტვირთვის ტექნოლოგიაც უნდა იყოს დანერგილი, როგორც ტურისტისთვის, ისე ადგილობრივი ვიზიტორისთვის.

  • რა გამოცდილება გაქვთ თქვენ, რის გამოც მიიჩნევთ, რომ შეგიძლიათ რეგიონის დონეზე კულტურის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი მართვა? 

ბოლო ექვსი წელია ჩვენ შევქმენით ორგანიზაცია „აჭარის კულტურის სააგენტო“, რომელიც ჩვენს ქალაქში ახორციელებდა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. ჩვენ მივიღეთ დიდი გამოცდილება ღონისძიებების მართვის თვალსაზრისით. ამ პროგრამებში ქალები იყვნენ აქტიურად ჩართულები სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში…

  • ეს იყო საბიუჯეტო თანხებით განხორციელებული კონკრეტული პროექტები…  

არა. სხვადასხვა დაფინანსება იყო, მათ შორის, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იყო ბიზნესის დაფინანსებაც, იყო განათლების სამინისტროს დაფინანსებაც, რადგან ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა. ერთი პროექტი მერიაში შევიტანეთ და თავისუფალი ინიციატივების ფარგლებში დაფინანსდა… მე შემიძლია გამოგიგზავნოთ საქველმოქმედო კონცერტების ჩამონათვალი და ტრენინგების, რომლებსაც ვატარებდით.

  • თქვენი წარსულია ასევე მუშაობა ასლან აბაშიძესთანაც, მისი პრესმდივანი იყავით. როგორ აფასებთ ამ პერიოდს? 

ბუნებრივია, ადამიანი, რომელიც არ გადახედავს და არ შეაფასებს მის შეხედულებებს, არ იზრდება. მისი მინუსები და პლუსები ყველა ხელისუფლებას თან ახლავს. მინდა ზუსტი ფორმულირება გითხრათ, რა პოზიცია მქონდა მე მაშინ: ჩემთვის ძალიან უცხო და მიუღებელია განდგომა, ღალატი, მით უმეტეს, როცა ვხედავდი, რომ ადამიანები იდგნენ, მათ შორის, აბაშიძესთან რაღაც ანგარების მიზნით და ანგარებითვე ღალატობდნენ მას. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 9 თვე ვიმუშავე მასთან, ჩემთვის უცხო და გაუგებარი იყო ადამიანების საქციელი, გუშინ რომ ერთს აკეთებდნენ და მეორე დღეს იცვლიდნენ პოზიციას.

  • ანუ აბაშიძის მმართველობას „მინუსები“ ჰქონდა, როგორც თქვენ ამბობთ და იგი არ იყო დანაშაულებრივი და სეპარატისტული?

მე ვარ შეურიგებელი რაღაცებთან. ეს იყო გამოწვეული მაშინდელი პოლიტიკური ვითარებით, რასაც მოჰყვა ეს შეფასებები, რომ სეპარატისტული რეჟიმია. მე თავს არ მივიჩნევდი სეპარატისტად, რადგან არასოდეს შეიძლება დადგეს ქვეყანაში საკითხი, რომ მოგივიდეს ეს აზრი. სეპარატისტი სულ სხვა რაღაცააა.

  • იყო თუ არა ასლან აბაშიძე დამნაშავე?

არ ვიცი, როგორ შეიძლება ფორმულირება: დამნაშავე თუ არადამნაშავე. იყო დაპირისპირება ცენტრის და რეგიონის და ეს იყო მტკივნეული. დამნაშავეა რეგიონის ხელმძღვანელი, რომელიც არ ემორჩილება ცენტრს, ერთი შეხედვით, ეს ასეც არის, ვთქვათ, მაგრამ ამას ახლდა რაღაც შეურიგებელი დაპირისპირებები და ეს გამოჩნდა რეალურად, რაც არ ყო ნორმალური სიტუაცია. ეს მოიტანა იმ სიტუაციამ, ეს იყო ძალიან მიუღებელი, არ იყო მისაღები და სწორი. არ უნდა მისულიყო აქამდე სიტუაცია…

  • იქნებ კონკრეტულად გვითხრათ: ასლან აბაშიძის მმართველობა იყო თუ არა დანაშაულებრივი? 

ეს შეფასდა მომდევნო ხელისუფლების მიერ, სასამართლომ განიხილა. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება დანაშაულებრივი არის თუ არა, ამას პასუხს სცემს ისტორია.

  • თქვენ რა პასუხს სცემთ?

მაშინ მე უნდა ვთქვა, რომ მე ვიყავი დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილე. მე არ ვთვლი, რომ რამე დავაშავე იმ დროს იმიტომ, რომ ვმუშაობდი მასთან… თუ დამინდობთ და არ შემაფასებინებთ ასე მკაცრად, საკუთარ თავსაც უნდა მოვთხოვო მაშინ პასუხი. ბევრი რაღაც იყო მიუღებელი, მე ასაკი მიწყობდა ხელს და ხშირად ვამბობდი, ბევრი რაღაც არ სჯეროდა გარემოცვას, მე მქონდა სითამამე, ახალი დასრულებული მქონდა უნივერსიტეტი, მაგრამ მე იქ არაფერს ვწყვეტდი, ეს იყო ჩემი მოვალეობა, რომ ჩამეყენებინა საქმის კურში.

ვიყავი ნაწილი მაშინდელი ხელისუფლების და მე ჩემი იქ ყოფნის პერიოდში არაფერი გამიკეთებია ისეთი. მე მაშინ საკუთარი თავი უნდა შევაფასო, როგორც სეპარატისტი და არ ვარ სეპარატისტი… ძალიან პატარა ვიყავი და არავინ მისმენდა. ეს იყო ძალიან მტკივნეული, რაც მაშინ ხდებოდა.

  • არც იმ მოსაზრებას იზიარებთ, რომ  ასლან აბაშიძე რუსეთის ინტერესებს ატარებდა? 

მე ორჯერ ვიყავი მივლინებით მასთან [ასლან აბაშიძესთან] ერთად სტრასბურგში 2003 წელს ევროსტრუქტურებში. მე, მაგალითად, ვერ აღვიქვამდი, რომ ასე რაღაცას ატარებდა, მე ვიყავი სტრასბურგში და ვხდებოდით მაღალი თანამდებობის პირებს და ეს იყო ჩემთან გაცხადებული და, ზოგადად, ეს გაცხადებული პოზიცია მამშვიდებდა მაშინ.

  • ვერც შემდეგ აღიქვით, როცა ასლან აბაშიძეს რუსეთში გაყევით? 

არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ჩემს შესახებ, მე ასლან აბაშიძეს რუსეთში არ გავყოლილვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩავედი ნათესავებთან. აქ სიტუაცია ნამდვილად არ იყო სახარბიელო მათთვის, ვინც აბაშიძესთან მუშაობდა და ეს არ იყო ჩემი ახირება. მე იქ კერძო, ამერიკულ კომპანიაში ვმუშაობდი.

  • ასლან აბაშიძე დაგეხმარათ?

მე სტრასბურგში ყოფნისას ქართველი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი გავიცანი, მას მივმართე, იგი ამ ცენტრის ერთ-ერთი მეპატრონე იყო. ასლან აბაშიძეს რუსეთში ცხოვრების დროს მხოლოდ ერთხელ შევხვდი,  მასთან პოლიტიკაზე საუბარი აკრძალული იყო. შემდეგ უკვე რამდენი წელია არ მქონია ურთიერთობა.

  • რაზე გესაუბრათ ასლან აბაშიძე, თუ საიდუმლო არ არის?

მოკითხვა იყო, რას შვრებიან ბავშვები, რომლებიც ოპერაში მღეროდნენ, განაგრძეს თუ არა სიმღერა. უცნაური იყო ეს კითხვები. არ უნდოდა, მაგალითად, მათზე საუბარი, ვინც უღალატა თუ პოზიცია შეიცვალა. ძირითადად ვსაუბრობდით ხელოვნებაზე, კულტურაზე.

  • საქართველოში 2013 წელს დაბრუნდით, მას შემდეგ, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. ხელისუფლებაში დაბრუნდა, მაგალითად, ლაშა კომახიძეც. იგი აბაშიძის თანაშემწე და ხაზინის უფროსი იყო… 

ჩვენ არ გვაქვს უფლება, ადამიანებს, რომლებსაც არაფერი დაგვიშავებია არასდროს, ვაკეთოთ საქმე? მე ვფიქრობ, რომ ეს უფლება არავის ჩამოურთმევია. რადგან მე იმ დროს დავიბადე და მომიწია ცხოვრება და მუშაობა…

  • მაგრამ თქვენი პასუხებიდან გამოდის, რომ იმავეს გააკეთებდით დღესაც, ახლა  აბაშიძე რომ გვყავდეს ისევ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ…

ასლან აბაშიძე აღარ არის.

კომპანიას, რომელსაც ბათუმში კარბამიდის საცავის აშენება სურს, დეტალების დაზუსტებას სთხოვენ

კომპანია „კარგო პარსელი“ ბათუმში, თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქიმიური პროდუქტის [კარბამიდი] საცავის მოწყობას გეგმავს. მშრალი ტვირთის ღია სასაწყობო მეურნეობის პროექტის განხორციელებას დასჭირდება თუ არა გზშ-ის მომზადება, ეს საკითხი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს.

კომპანიამ სკრინინგის განცხადებით სამინისტროს 2019 წლის დეკემბერში მიმართა, თუმცა სამინისტროს აქვს შენიშვნები, რის გამოც ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა.

პროექტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება განახლდება მას შემდეგ, რაც კომპანია სამინისტროში წარადგენს შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებულ დოკუმენტაციას.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარდგენილ სკრინინგის განცხადებაში დაზუსტება სჭირდება შემდეგ საკითხებს:

[checklist]

  •  „რა ვადით მოხდება ქიმიური პროდუქტის [კარბამიდის] დასაწყობება ამ მიზნით გამოყოფილ ტერიტორიაზე;
  • დაზუსტებას საჭიროებს კონკრეტულად ქიმიური ნივთიერებისთვის (კარბამიდის) გამოყოფილი საცავის ჯამური მოცულობის შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიხედვით 1 000 მ³ ან მეტი ჯამური მოცულობის წიაღისეული საწვავის ან/და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ] და სამინისტროში სკოპინგის ანგარიშის წარმოდგენას;
  • წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებაში დაზუსტებას საჭიროებს კარბამიდის მიღების სრული ტექნოლოგიური სქემა, კერძოდ: შპს „კარგო პარსელის“ ტერიტორიაზე სასაწყობო მეურნეობაში დროებითი განთავსების მიზნით საიდან მოხდება სარკინიგზო ვაგონებით კარბამიდის შემოტანა;
  • სკრინინგის განცხადებაში მითითებულია: „ეკოლოგიური ასპექტები ახალი სარეზერვუარო პარკის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური ოპერაციების დროს“, რაც არ შეესაბამება პროექტით განსაზღვრულ საქმიანობას და საჭიროებს დაზუსტებას“.

[/checklist]

„მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი საქმიანობისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე განხორციელდა არსებული ძველი [6 ცალი] რეზერვუარის და სხვა საწარმოო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, ხოლო მიწის ნაკვეთი კონკურსის პირობებით გაიყიდა და გადაეცა შპს „კარგო პარსელს“, სკრინინგის განცხადებაში მითითებული საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს 2009 წლის 30 იანვარის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით [№12] განსაზღვრული სანებართვო უბნების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს [ნავთის უბანი]. აღნიშნულიდან გამომდინარე დაზუსტებას საჭიროებს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ კომპლექსში შემავალი უბნების [ე.წ ნავთის უბნის] სანებართვო სტატუსი“, – აღნიშნულია სამინისტროსგან „კარგო პარსელისთვის“  2020 წლის 8 იანვარს გაგზავნილ წერილში.

გარდა ამისა, სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დასაზუსტებელია საპროექტო უბანზე არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ერთეულების „ბათუმის ნავთობტერმინალის“ და „კარგო პარსელის“ ფლობის და პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხები: „საერთო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკრინინგის განცხადებაში, მათ შორის, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება [ასეთის არსებობის შემთხვევაში].“

ღია საწყობის მოსაწყობად კომპანია „კარგო პარსელი“ თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 600 კვ/მ ტერიტორიის დაბეტონებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, საწყობში წელიწადში დახლოებით 500 000 – 600 000 ტონა კარბამიდს და დაახლოებით 500 000 ტონა არმატურას შეიტანენ.

„სასაწყობო მეურნეობაში შემოტანილი ტვირთები გამიზნულია შემდგომში [მათ შორის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო] გადაზიდვებისთვის“, – აღნიშნულია „კარგო პარსელის“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობაში გაგზავნილ სკრინინგის ანგარიშში.
პარალელურად, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შენდება კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი. ეს მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე მიმდინარეობს.

კონკურსი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად

„სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ბოლო სამი წელია რეგისტრირებულნი არიან აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ან ზოგადი ან უმაღლესი განათლების დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად და უმაღლეს სასწავლებლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც ჩარიცხულია ან ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უნივერსიტეტებში.

[checklist]

  • მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე

[/checklist]

    აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით ერთი სემესტრის ხარჯის გაწევის მიზნით. „ერთ სტუდენტს შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე შეიძლება დაუფინანსდეს არაუმეტეს 6 სემესტრი“. სტუდენტები, რომლებიც კონკურსში გაიმარჯვებენ, დაფინანსებას 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებენ. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, წარმატებულ სტუდენტებს სწავლა შემდგომ სემესტრებშიც დაუფინანსდებათ.

განმცხადებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

  • სწავლის საფასური
  • ცხოვრების ხარჯი (ბინა, კომუნალური, კვება)
  • ტრანსპორტი
  • სამედიცინო დაზღვევა
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა
  • ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები
  • სხვა ხარჯები, რომელთა მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო

გამარჯვებულ სტუდენტს აუნაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რომელთა დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლევა ხარჯების გამწევი პირის იდენტიფიცირების  საშუალებას. 2020 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია 15 სტუდენტის დაფინანსება.

2020 წელს პროგრამის ბიუჯეტი 800 000 ლარია. პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 20 იანვრიდან 27 მარტის ჩათვლით.

რას ვეღარ შეიძენენ საჯარო დაწესებულებები გამარტივებული შესყიდვით – სიახლე ტენდერებში

საქართველოს მთავრობამ ის საქონელი და მომსახურება განსაზღვრა, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები ტენდერის გარეშე – გამარტივებული წესით ვეღარ შეისყიდიან. ამ ჩამონათვალშია სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული მოწყობილობები, საოჯახო ტექნიკა, საბუღალტრო, საკანცელარიო მომსახურებები, ბეჭდვა და სხვა.

სახელმწიფო შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორის (CPV) ის კოდები, რომელთა მიმართაც 2020 წლის 14 იანვრიდან უკვე აღარ დადგინდება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება:

წყარო: საქართველოს მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში აღნიშნულია: „ეთხოვოთ ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელების დადგენისას იხელმძღვანელონ ამ დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით“.

სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა

პირველი კურსის სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც აკრედიტირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ და მათი ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71%-ის.

სტუდენტები ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ რომელიმე შემდეგ პირობას:

  1. ცხოვრობენ მაღალმთიან აჭარაში და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში: ქედა, შუახევი, ხულო. ასევე, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, რომელთაც აქვთ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მინიჭებული.
  2.  სტუდენტები, რომლებიც არიან ობლები და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში,
  3. სტუდენტები, რომლებიც არიან  მრავალშვილიანი ოჯახის – ოთხი და მეტი შვილით წევრები,
  4. სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე,
  5. სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და
  6. სტუდენტები, რომელთა მშობლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კონკურსი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა. სამინისტროში განაცხადების წარდგენის ვადაა 2020 წლის 3 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

პირმა ავტომანქანა მოიპარა და ჯართში ჩააბარა – 7 წელი ციხეში

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მ.ჟ.-ს ავტომანქანის ქურდობისთვის. მოპარული ავტომანქანა ბრალდებულმა იმავე დღეს ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარა.

განაჩენის მიხედვით, მ.ჟ.-მ ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანის მისაკუთრება შეძლო. ჯართის მიმღები პუნქტიდან ამოღებული ავტომანქანა WOLKSWAGEN GOLF-ი ექსპერტიზამ 800 ლარად შეაფასა. განაჩენის მიხედვით, უცნობია, რამდენ ლარად მიჰყიდა მოპარული მანქანა ბრალდებულმა ჯართის მიმღებ პუნქტს.

ბრალდებული წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისთვის. გამოძიების ეტაპზე მან აღიარებითი ჩვენება მისცა გამომძიებლებს და საგამოძიებო ექსპერიმენტშიც მიიღო მონაწილეობა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა უარყო, თუმცა მოსამართლე განაჩენში აღნიშნავს:

„ბუნებრივია, რომ ისმება სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორ შეეძლო მ—-ლ ჟუ—––—-ს საგამოძიებო ექსპერიმენტების დროს გამომძიებლები და ექსპერტები მიეყვანა და მიეთითებინა ის ადგილები, საიდანაც მოიპარა და ჯართში ჩააბარა მანქანა, სადაც გადამალული ჰქონდა ნომრები და ტექნიკური პასპორტი, თუკი მანამდე იქ არ იყო ნამყოფი?“ – წერია განაჩენში.

დანაშაულის ჩადენის დროისთვის ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

„ყველგან კაცები არიან“ – სვეტლანა ალექსიევიჩი ავტორი ქალებისთვის გამომცემლობას ხსნის

ბელორუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი გამომცემლობას ხსნის, სადაც მხოლოდ ქალი ავტორების ტექსტებს დაბეჭდავენ.

„კაცები ყველგან არიან, ქალების ტექსტები იშვიათად იბეჭდება“ – ამბობს ნობელის პრემიის ლაურეატი ბოლორუსულ გამოცემა Nasha Niva-სთან. მისივე თქმით, გამომცემლობა ქალებისა და კაცების ტექსტების თანაბარ პირობებში მოქცევას შეუწყობს ხელს.

გამომცემლობის იდეა ალექსიევიჩს რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა და მწერლის თქმით  ის გავლენას მოახდენს ქალი ავტორების თავდაჯერებასა და სურვილზე – წერონ.

2019 წლის ოქტომბერში სვეტლანა ალექსიევიჩმა ესპანურ გამოცემა „ელ-მუნდოსთან“ თქვა, რომ თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მიმართ  რაციონალური დამოკიდებულებაა, რაშიც დიდ როლს თამაშობს ფემინისტური შეხედულებები.

ნობელის პრემიის ლაურეატის ტექსტები 52 ენაზეა თარგმნილი და გამოცემულია 55 ქვეყანაში.

გამომცემლობა რამდენიმე თვეში ამოქმედდება და პირველად ბელორუსი ავტორების, ევა ვეზნავეცისა და ტატიანა სკორკინას ტექსტებს გამოსცემს.

ქალის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის კაცს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1996 წელს დაბადებული კაცი, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით .

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყოფილ მეგობარ ქალს, 2001 წელს დაბადებულ ა.გ.-ს შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ.გ.-ს მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, კვლავ სთხოვდა ა.გ.-ს შერიგებას, უარის მიღების შემდეგ კი, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში მოსალოდნელია მცირე წვიმა, მთაში კი კვლავ მოთოვს – ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 16 იანვრის 21 საათიდან 17 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ხვალ, დღის ბოლოს, ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში კი – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 18 -19 იანვარს მოსალოდნელია დროგამოშვებით ზოგან წვიმა, მთაში კი – თოვა.

_____________

ფოტოზე: ქედა, სოფელი ბზუბზუ. ფოტო: ეკა ბარამიძე/„ბათუმელების“ არქივიდან

რივიერაზე ნებართვის გაცემით ხელისუფლება ბათუმს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის – განცხადება

საზოგადოებრივი ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმი რივიერაზე 42-სართულიანი კორპუსის ჩადგმის ნებართვა გასცა. დღეს, 16 იანვარს, ბათუმი რივიერასთან შემოღობილ ტერიტორიაზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.

„რივიერასთან დაკავშირებული დანაშაულების სერია გრძელდება და ამ პროცესში ჩართულია ხელისუფლების ყველა რგოლი. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფით და სავალდებულო კვლევების გარეშე შეითანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმა, უკვე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ეკონომიკის სამინისტრომ, საზოგადოება „ბათომის“ თხოვნის მიუხედავად, ფარულად, დაინტერესებული მხარეების გამორიცხვით, საზოგადოების ზურგს უკან შეითანხმა პროექტი.

ბათუმი რივიერაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს.

მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს ყველა კვლევა და გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. შესაძლო შედეგზე, რასაც გამოიწვევს აღნიშნული ნებართვა, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“, საზოგადოება „ბათომი“ „მწვანე მომავალი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „მწვანე ალტერნატივა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრძოლა ბათუმი რივიერას გადასარჩენად გრძელდება და ორგანიზაციები აპირებენ მიმართონ სასამართლოს.

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია.

რატომ გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა ბათუმში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის კვეთასთან, 15 იანვარს გადაკეტეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქუჩის ეს მონაკვეთი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება გადაკეტილი.

„მიმდინარეობს კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები. ეს სამუშაოები გაგრძელდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან, ფიროსმანისა და ხახუტაიშვილის ქუჩებით, რესტორან „აჭარულ სახლამდე“. დასრულებას კი ერთი თვე დასჭირდება. მთლიანობაში, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა 2020 წლის ივლისამდე უნდა დასრულდეს,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გამო ფიროსმანის ქუჩა 2020 წლის ივნისამდე გადაიკეტა / 16.01.2020

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია: ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი დროებით შეიცვლება

ქობულეთში „სოკარის“ დაცვის თანამშრომელი თოკით დააბეს – გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო

ქობულეთში „სოკარ ჯორჯია აჭარას“ ქობულეთის ოფისიდან თანხის წაღება სცადეს. რამდენიმე პირმა დაცვის თანამშრომელი თოკით დააბა და „სოკარის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის გატანა სცადა. ამ ეტაპზე უცნობია, მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება.

„ობიექტზე დაცვის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, თუმცა მეორე სხვა ოთახში იყო და ამ შემთხვევის შესახებ არ გაუგია. დაცვის თანამშრომელი გაკოჭეს და აპარატიდან თანხის წაღებას ცდილობდნენ… აპარატი გახსნილი არ იყო, სხვა დეტალები ზუსტად არ ვიცი…“ – ამბობს ვახტანგ ბერიშვილი, „სოკარ ჯორჯია აჭარის“ ფილიალის ხელმძღვანელი რეგიონში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

ძველი ბათუმის უცნობი პანორამული ხედი

დიმიტრი ერმაკოვის ამ ფოტოზე 1878 წლის ბათუმის ხედი ჩანს. სამფეხა, მძიმე და მოუხერხებელი აპარატით გადაღებულ ფოტოზე წინა ხედი მაზნიაშვილის ქუჩით იწყება და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მთავრდება. ზღვისპირას ბურუნთაბიეს ციხესიმაგრე დგას, უკან კი ზღვა ჩანს. ქალაქის ამ პერიოდის და ზუსტად ამ ადგილის პანორამული ხედი აქამდე არ გვქონდა, მანამ სანამ კინორეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ რამდენიმე დღის წინ ერმაკოვის ფოტოების დახარისხებისას არ აღმოაჩინა, რომ იტალიელი ფოტოგრაფის ხუთი სხვადასხვა ფოტო ერთი წერტილიდანაა გადაღებული, მათი შეერთებით კი ახლანდელი რუსთაველის ქუჩიდან დანახულ ქალაქის პანორამას ვიღებთ.

„ფოტოზე ჩანს აზიზიეს მეჩეთი თავისი მინარეთით, შესაბამისად ქალაქის ცენტრი იყო ეს ადგილი.  მოჩანს სამხედროების კარვებიც და შეიძლება იმიტომაც გადაიღო, ან ქალაქის განაშენიანების საჩვენებლად.

ერმაკოვის კოლექცია 25 ათასამდე ფოტოს მოიცავს, ბათუმში ოთხასამდე კადრი აქვს გადაღებული, 1877-78-ში იღებდა რუსეთ-ოსმალეთის ომს, 1890-იან წლებში ქალაქის ხედებს, მანთაშევის ქარხნის სახელით ცნობილ კასპია-შავი ზღვის საზოგადოების ეზოში შიდა სამუშაო პროცესს, ალბათ შეკვეთით.

ძალიან ბუნდოვან ლეგენდებად დარჩებოდა ძველი ბათუმი, რომ არა ერმაკოვის გადაღებული ფოტოები. ქალაქის მიმართ დიდი დამსახურების გამო ვფიქრობ მისი სახელობის ქუჩა თუ არა ძეგლი მაინც უნდა გვქონდეს ბათუმში“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

თითქმის ერმაკოვის ამ ფოტოზე ასახულ პერიოდის აღწერს დავით კლდიაშვილი მემუარებში „ჩემი ცხოვრების გზაზე“. მწერალი 1882 წელს ჩავიდა პირველად ბათუმში, სადაც მისი სამხედრო ნაწილი იდგა:

„1983 წლის ბოლოს რკინიგზის კეთებაც დამთავრდა და ბათუმი შეუერთდა თბილისს, 1885 წელს კი პორტო-ფრანკო გაუქმდა. რკინიგზის ნაპირებზე, ქალაქის მახლობლად იწყეს ტყეების გაჩეხა და აგარაკების შენება. გზა მიდიოდა უდაბურ ტყეში, ჭენჭყ ადგილებში; ადგილები ციებიანი, ჯანმრთელობისთვის მავნე ჰაერიანი, მაგრამ ამას არ შეუშინდა ზოგიერთი პირი და იწყეს აქ დასახლება. მიწა მუქთად იშოვებოდა, ხშირად არც კი იცოდნენ, თუ ვის ეკუთვნოდა ესა თუ ის ადგილი; მოწონებულ ადგილს კაფავდნენ და აწყობდნენ მოსახლეობას.

ქალაქის გარშემო გაბნეული იყო ფაცხები, რომლებშიც ცხოვრობდნენ აფხაზები და ზოგან ზანგები. ახლა რომ რკინიგზა მიდის ქალაქში, ეს ისეთი მოშორებული ადგილი იყო, რომ მარტოდ აქ წასვლა საშიშარი და სარიდებელი იყო დღისით, საღამოთი კი პირდაპირ შეუძლებელი; გამბედავს არაფერი სიკეთე მოელოდა:  ან გაძარცვავდნენ, ან დასჭრიდნენ ან კლავდნენ“.

„მე თქვენ მაწამებთ“ – პატიმრის თქმით, ექიმის მიერ დანიშნული წამლები ციხეში არ აქვთ

„მე თქვენ მამყოფებთ გაუსაძლისი ტკივილების ქვეშ, რაც იწვევს სულიერ ტანჯვას და წამებას. მე თქვენ მაწამებთ“, – წერს ბათუმის ციხეში მყოფი მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი. მან წერილი ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან გამოგვიგზავნა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე წერილის ჩვენთვის გადმოცემის საშუალება არ მისცეს.

ნუგზარ თაბაგარის ადმინისტრაციული საჩივარი 27 დეკემბერს განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ. მოსამართლემ პატიმრის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათუმის ციხის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული რამდენიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოდ მიიჩნია, რამდენიმე კი – სამართლიანად. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ნუგზარ თაბაგარი ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს. 2018 წელს მან ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო დავა სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუგო. საქმე ეხებოდა სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა  “გიორგი ოქროპირიძის საქმეშიც”.

27 დეკემბრის პროცესზე ნუგზარ თაბაგარმა მოსამართლეს უთხრა, რომ ბათუმის ციხის დირექტორი და მისი მოადგილე განადგურებით ემუქრებიან, ასევე შვილის დაჭერით.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი წერს, რომ მას ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები სასამართლოებიდან საჩივრების გამოტანას აიძულებენ, ასევე მას არ აძლევენ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას. პატიმარმა გამოგვიგზავნა კონკრეტული ექიმების მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ის ციხეში ვერ იღებს.

„მეუბნებიან, რომ ეს მედიკამენტები არ აქვთ და მთავაზობენ მივიღო სხვა მედიკამენტები, რომელიც არ ვიცი, რა არის. „არკოქსიის“ ნაცვლად „როტოკოქსს“, „ბი კომპლექსის“ ნაცვლად – „პოლოქსი“, „პანტროპრაზოლის“ ნაცვლად – „ომეზოლი“, „ფასტუმ გელის“ ნაცვლად – „კეტონალი“… ექიმი ინგა სურმანიძე მეუბნება, რომ გადატვირთულობის გამო არ მიშვებს მე-18 საავადმყოფოში,“ – წერს პატიმარი.

ნუგზარ თაბაგარმა გამოგვიგზავნა სახალხო დამცველის წერილიც, რომლითაც ბათუმის მე-3 დაწესებულების ადმინისტრაციისგან სახალხო დამცველი პატიმრის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. ამავე წერილში აღნიშნულია ისიც, თუ რას შეესწრო თავად სახალხო დამცველის წარმომადგენელი:

„2019 წლის 26 დეკემბერს, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრისას, მსჯავრდებულს აწუხებდა ტკივილები. მისი განმარტებით, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ელოდებოდა დაწესებულების მთავარ ექიმს, რომელიც მსჯავრდებულთან გამოცხადდა სახალხო დამცველის წარმომადგენლის მისვლის შემდეგ, თუმცა მსჯავრდებული დატოვა ისე, რომ მისთვის არავითარი სამედიცინო მომსახურება არ გაუწევია, გარდა წნევის გაზომვისა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულს მაღალი წნევა ჰქონდა, შესაბამისი მედიკამენტის მიწოდება დააგვიანეს,“ – წერია სახალხო დამცველის წერილში.

სახალხო დამცველი შენიშნავს კიდევ ერთ პრობლემასაც: „ნუგზარ თაბაგართან მთავარი ექიმი გამოცხადდა დაწესებულების თანამშრომელთან ერთად, რაც მსჯავრდებულმა გააპროტესტა, რადგან არ სურდა მისი ჯანმრთელობის შესახებ დაწესებულების თანამშრომლის თანდასწრებით საუბარი. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულის საკანი მან არ დატოვა“.

ნუგზარ თაბაგარის შესახებ პენიტენციური სამსახურის პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ მსჯავრდებულს ანალოგიური მოქმედების სამკურნალო საშუალებები შესთავაზეს.

„მსჯავრდებულ ნ.თ-ს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში, მედ-პერსონალის მიერ შეეთავაზა დანიშნული მედიკამენტების ანალოგიური მოქმედების სამკურნალო საშუალებები, რაც გულისხმობს, რომ დანიშნული და შეთავაზებული პრეპარატები არის ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის და მათი მოქმედების მექანიზმი იდენტურია. მათ ერთმანეთისგან  მხოლოდ სავაჭრო დასახელება განასხვავებს… ამის შესახებ არაერთხელ განემარტა მსჯავრდებულს, თუმცა იგი დაჟინებით ითხოვს სამკურნალო საშუალებებს კონკრეტული სავაჭრო დასახელებით,“ – მოგვწერეს პენიტენციური სამსახურიდან.

ბათუმის მერია: ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი დროებით შეიცვლება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით შეიცვალა მოძრაობის მარშრუტი შემდეგ მუნიციპალურ სამარშრუტო ხაზებზე:
#1 მარშრუტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ორბელიანის – გენერალ ასლან აბაშიძის – ბაგრატიონის  – აღმაშენებლის -ტაბიძის -ლეონიძის -აღმაშენებლის -კობალაძის ქუჩებზე.
#1ა მარშრუტი იმოძრავებს: კობალაძის -აღმაშენებლის -ტაბიძის -აღმაშენებლის -ბაგრატიონის – გენერალ ასლან აბაშიძის -ორბელიანის ქუჩებზე.
 #8 მარშრუტი იმოძრავებს: ობელიანის – გენერალ ასლან აბაშიძის -ბაგრატიონის -აღმაშენებლის -ტაბიძის -ლეონიძის -აღმაშენებლის -ბაგრატიონის -გენერალ ასლან აბაშიძის – ორბელიანის  ქუჩებზე.

 

ისრაელში დააკავეს რაბინი, რომელსაც 50-მდე ქალი და ბავშვი მონობაში ჰყავდა

ისრაელის პოლიციამ დააკავა 60 წლის კაცი, რაბინი, რომელსაც, ბრალდების მტკიცებით, 50-მდე ქალი და ბავშვი ჰყავდა დატყვევებული. მათ არ შეეძლოთ დაკავშირებოდნენ საკუთარ ნათესავებსა და ახლობლებს და ცხოვრობდნენ მონურ პირობებში.

პოლიციამ გამოძიება ორი თვის წინ დაიწყო შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც რელიგიური ლიდერი წლების განმავლობაში ჩადიოდა მძიმე დანაშაულს.  პოლიციის ცნობით, რაბინს 8 თანამზრახველი ჰყავდა. ბრალდებული დააკავეს იერუსალიმის ულტრა ორთოდოქსულ რაიონში.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ქალები და ბავშვები იქ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ,“ – აცხადებს პოლიცია. თავად რაბინი ყველა ბრალდებას უარყოფს.

სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება

2020 წლის 15 იანვრიდან ოპტიკურ ქსელში ჩართული მომხმარებლებისთვის SilkTV -ის პაკეტები იცვლება. აბონენტები მიიღებენ კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას, სპორტ და კინო ექსკლუზიურ არხებს და სხვა შეღავათებს, როგორიცაა სატელევიზიო აპლიკაცია Silk Go, YouTube და კინოკატალოგი Amediateka დამატებითი გადასახადის გარეშე.

ამჟამად არსებული 4 პაკეტის ნაცვლად განახლებულ შეთავაზებაშია  3 ძირითადი სატელევიზიო პაკეტი;

უცვლელია ფასი და არხების რაოდენობა პაკეტზე „ეკონომი“  – 63 არხი 12 ლარი;

პაკეტ „კომფორტს“ დაემატა სპორტისა და კინოს 22 ექსკლუზიური არხი. შესაბამისად, განახლებულ პაკეტში თავმოყრილია 194 არხი- 26 ლარად, ნაცვლად 172 არხისა -24 ლარად;

ფასი შემცირდა მაღალ პაკეტზე „პრემიუმ +“, რომელშიც SilkTV-ის ყველა არხია შესული და აბონენტები 45 ლარის ნაცვლად 38 ლარად ისარგებლებენ პაკეტით;

მომხმარებლები პაკეტი „კომფორტი“-დან ავტომატურად გადავლენ  „ახალ კომფორტზე“, ხოლო „პრემიუმის“ აბონენტებს – „პრემიუმ +“ გაუაქტიურდებათ.  ავტომატურად შეეცვლებათ პირობა ორმაგი შეთავაზების ყველა აბონენტსაც ახალი, ფასდაკლებული კომბინაციებით; ორმაგი შეთავაზების ნებისმიერ კომბინაციაში და ასევე სილქ+ ყველა შეთავაზებაში დამატებითი გადასახადის გარეშე ხელმისაწვდომია  Silk GO აპლიკაციის პაკეტი „პრემიუმ ჯორჯია“ 52 სატელევიზიო არხით;

აბონენტებს, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ  50 ლარის ან მეტი ღირებულების ორმაგი შეთავაზების კომბინაციები, დამატებითი გადასახადის გარეშე ისარგებლებენ  YouTube სერვისით; 75 ლარის ან მეტი ღირებულების ორმაგი შეთავაზების კომბინაციებზე, დამატებითი გადასახადის გარეშე გაუაქტიურდებათ ფილმების კატალოგი AMEDIATEKA;

განახლებულ პაკეტებზე ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის საიტზე  – სანახავად დააკლიკეთ ბმულს. 

რატომ არის შეუძლებელი ჯანსაღი ხორცის ამოცნობა

წლი­დან წლამ­დე, სა­ხელ­მწი­ფო ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტებს ამ­კაც­რებს, თუმ­ცა რის­კე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს და ის გან­სა­კუთ­რე­ბით, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს იზ­რდე­ბა.

ცოტა ხნის წინ, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ FAO-სთან ერ­თად, მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და „გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია“ (FAO) მომ­ხმა­რე­ბელს მო­უ­წო­დე­ბენ, არ შე­ი­ძი­ნოს მა­ღა­ლი რის­კის სურ­სა­თი – ხორ­ცის, თევ­ზი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბი ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სა­ყი­დი ხორ­ცის ეტი­კეტ­ზე და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია: მწარ­მო­ებ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა, სა­საკ­ლა­ოს აღი­ა­რე­ბის ნო­მე­რი, დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი და სა­ა­თი; სურ­სა­თის და­სა­ხე­ლე­ბა; თუ ხორ­ცი მი­ღე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლის­გან, ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს ცხო­ვე­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­ყუ­რე ნიშ­ნის ნო­მე­რი, ხოლო თუ ხორ­ცი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა.

 

ასე­ვე, ხორ­ცი უნდა ინა­ხე­ბო­დეს სუფ­თა, და­ხუ­რულ მა­ცი­ვარ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვით, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლია არა­უ­მე­ტეს +6 გრა­დუ­სი­სა, ხოლო მისი შე­ნახ­ვის ვადა არის 48 სა­ა­თი.

ამას­თან, „სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის“ ვებ-გვერ­დზე momxmarebeli.ge მუდ­მი­ვად თავ­სდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ან არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ხორ­ცის­გან რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს ადა­მი­ან­ზე.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, კუ­ლი­ნა­რუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცის უსი­ა­მოვ­ნო გემო და სუნი გა­და­ი­ფა­როს ან შე­ი­ნიღ­ბოს (ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ძეხვს, სო­სის­სა და სხვა მსგავს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს ეხე­ბა), მაგ­რამ ეს არ შე­ამ­ცი­რებს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც გა­ფუ­ჭე­ბულ ხორ­ცში გროვ­დე­ბა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­მარ­ტავს, რომ გა­ფუ­ჭე­ბულ­მა ხორ­ცმა შე­იძ­ლე­ბა უძ­ლი­ე­რე­სი მო­წამ­ვლა ან თირკმე­ლე­ბი­სა და ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

გარ­და ამი­სა, სა­ქონ­ლის ხორ­ცით ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ბრუ­ცე­ლო­ზი, ციმ­ბი­რის წყლუ­ლი და სხვა, ხორ­ცის სის­ხლსა და ქსო­ვი­ლებ­ში მყო­ფი პა­რა­ზი­ტე­ბი.

დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში გა­სა­ყი­დად მხო­ლოდ ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლად შე­მოწ­მე­ბუ­ლი ხორ­ცი და­იშ­ვე­ბა, თუმ­ცა თუ კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი თა­ვა­დაც არ ავა­მუ­შა­ვეთ, შე­იძ­ლე­ბა, და­ბა­ლი ხა­რის­ხის, არა­სა­თა­ნა­დოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდეთ.

სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქო­ნე­ლი უნდა იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მიერ და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი HAACP, სა­დაც ყვე­ლა ჰი­გი­ე­ნუ­რი, რაც გუ­ლის­ხმობს რომ და­ცუ­ლია და გან­სა­ზღვრუ­ლია კრი­ტი­კუ­ლი სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლე­ბი და სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლე­ბი რო­გორც სა­ნი­ტა­რუ­ლი ასე­ვე უვ­ნებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით.

გარ­და ამი­სა, ცხო­ვე­ლი არ უნდა იყოს დას­ტრე­სი­ლი, რად­გა­ნაც ეს ხორ­ცზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა და მის ხა­რისხზეც ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას. ამას­თან, მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ო­დის სწო­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პი­რო­ბა ხორ­ცის ხა­რის­ხი­ა­ნი წარ­მო­ე­ბის­თვის, მომ­წი­ფე­ბის წინ ხდე­ბა სის­ხლის­გან დაც­ლა, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვო­ბა სწო­რედ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდ­ში ასე­ვე იგუ­ლის­ხმე­ბა მისი სა­მა­ცივ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში შე­ნახ­ვა და გა­ცი­ე­ბა ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დგომ ვე­ტე­რი­ნა­რის მიერ გა­ი­ცე­მა ფორ­მა ორი, რაც დას­ტუ­რია იმი­სა, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა პრო­ცე­სი სწო­რედ არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­დუქ­ტი მა­ღა­ზი­ებ­ში რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბა რად­გა­ნაც პრო­დუქ­ცი­ის მომ­წი­ფე­ბის და შე­ნახ­ვის პრო­ცე­სი სწო­რედ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ობი­ექ­ტებ­ში გრძელ­დე­ბა.

დღეს, ბა­ზარ­ზე დიდი ოდე­ნო­ბით გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში კი იზ­რდე­ბა არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი ნედ­ლი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­აც. მის­მა მოხ­მა­რე­ბამ კი შე­იძ­ლე­ბა, ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას.

  • რო­გორ ამო­ვიც­ნოთ უვ­ნე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი?

დღეს, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­გან სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტზე მო­თხოვ­ნა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, რჩე­ბა რის­კე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ყი­ნულ ხორცს, მას მა­ღა­ზი­ე­ბის ნა­წილ­ში აქ­ტი­უ­რად ყი­დი­ან, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მისი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და ვა­დის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­დეს. ასე­ვე, ვი­ცო­დეთ, რომ გამლღვალ ხორცს ნედ­ლი ხორ­ცის სა­ხე­ლით არ ვყი­დუ­ლობთ და რე­ა­ლი­ზა­ტორს შეც­დო­მა­ში არ შევ­ყა­ვართ.

გა­უ­ყი­ნა­ვი ხორ­ცი სა­ღია, თუ მისი ზე­და­პი­რი მშრა­ლია; არ არის გა­შა­ვე­ბუ­ლი; ახ­ლად­გაჭ­რი­ლი სვე­ლია, მაგ­რამ არა წებ­ვა­დი, მისი კონ­სის­ტენ­ცია დრე­კა­დი და ელას­ტი­უ­რია; სახ­სრე­ბის ზე­და­პი­რი თეთ­რი და მბზი­ნა­ვია, მყე­სე­ბი კი ელას­ტი­უ­რი და მკვრი­ვი. გა­ყი­ნულ და შემ­დეგ გამლღვალ ხორცს სის­ვე­ლე და არა­ე­ლას­ტი­უ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს. ამას­თან, თუ ხორ­ცის ქვეშ სი­თხის მო­ვარ­დის­ფრო გუ­ბუ­რაა, ეს ნიშ­ნავს, რომ გა­ალღვეს და ნედლ ხორ­ცად ასა­ღე­ბენ.

ასე­ვე, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ქათ­მის ხორ­ცის სწო­რად შერ­ჩე­ვის წე­სე­ბიც – ახალ­გაზ­რდა ფრინ­ვე­ლის კანი მკრთა­ლად გაყ­ვით­ლე­ბუ­ლია, მისი ფე­ხე­ბი და­ფა­რუ­ლია წვრი­ლი ქერცლით.

თუ ამ წე­სებს დე­ტა­ლუ­რად მიყ­ვე­ბით და გგო­ნი­ათ, რომ უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხართ, იმე­დი უნდა გა­გიც­რუ­ოთ, რად­გან მხო­ლოდ ჩა­მოთ­ვლი­ლი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი ვერ დაგ­ვი­ცავს არა­ჯან­სა­ღი ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბის­გან.პრო­დუქ­ტის შე­ფა­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­ხმა­რებ­ლის და­ბალ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს FAO-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო კვლე­ვა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც სწო­რედ ორი დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი.

იმი­სათ­ვის, რომ ცხო­ვე­ლი ან ფრინ­ვე­ლი სწრა­ფად გა­ი­ზარ­დოს და ბა­ზარ­ზე მოხ­ვდეს, მას მთელ რიგ მე­დი­კა­მენ­ტებს, ხში­რად ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს აძ­ლე­ვენ.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი კი ხორ­ცის თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­საც უძ­ლე­ბენ და მისი მი­ღე­ბის შემ­დეგ, ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბი­ან. ასე­თი ხორ­ცის ხში­რად მოხ­მა­რე­ბა კი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტო­ბას იწ­ვევს, რაც თა­ვის მხრივ, ვირუ­სებ­თან და და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რია.

  • ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი

სო­სი­სი, ძეხ­ვი, სარ­დე­ლი, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი – ეს იმ პრო­დუქ­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­ზეც უარს ვერ ვამ­ბობთ, თუმ­ცა ვი­ცით, რომ მათი სწო­რად შერ­ჩე­ვა რთუ­ლია.

ხორპრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ძეხ­ვე­ულ­ში პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ის მი­ნა­რე­ვე­ბი და კონ­სერ­ვან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც თვა­ლით ვერ ვამ­ჩნევთ, თუმ­ცა ორ­გა­ნიზ­მზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მათი ხე­ლოვ­ნუ­რი გარ­საც­მის ფაქ­ტო­რიც, რო­მე­ლიც ხორპრო­დუქტს სი­ჯან­სა­ღეს უკარ­გავს და შე­დე­გად უვ­ნე­ბელ ძეხვსა თუ სო­სისს ვე­ღარ მი­ვირ­თმევთ.

მი­უ­ხე­და­ვად სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი­სა და ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა, რიგ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მა­ინც მწარ­მო­ე­ბელ­თა კე­თი­ლი ნე­ბის წი­ნა­შე ვრჩე­ბით. ამ­გვა­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა კომ­პა­ნია „აგ­რო­ჰა­ბი“, რო­მელ­მაც ხორ­ცი­სა და რძის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თარ თავს იმა­ზე მკაც­რი სტან­დარ­ტე­ბი და­უ­წე­სა, ვიდ­რე ამას სა­ხელ­მწი­ფო ავალ­დე­ბუ­ლებ­და. რო­გორც ხა­რის­ხის მე­ნე­ჯე­რი ეკა გურ­გე­ნი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვა სწო­რედ ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, რე­ა­ლი­ზა­ტო­რის ნდო­ბა კი უჭირს, თუ წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა პი­რო­ბა სა­თა­ნა­დოდ არ არის და­ცუ­ლი.

ეკა გურ­გე­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ბოლო წლე­ბის ტენ­დენ­ცი­ამ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­დან ეტი­კე­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და არამ­ხო­ლოდ ხორ­ცის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, არა­მედ მისი წარ­მო­მავ­ლო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის სა­კი­თხიც გა­მოკ­ვე­თა (მათ შო­რის ძეხ­ვე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც). სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, შე­ექ­მნათ თა­ვი­ან­თი ფერ­მე­ბი, სა­დაც წი­წი­ლე­ბი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი­სა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე გა­იზ­რდე­ბო­და. სტან­დარ­ტუ­ლად, „აგ­რო­ჰა­ბის“ ფერ­მა­ში წი­წი­ლა იზ­რდე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და მათ საკ­ვე­ბად მხო­ლოდ სი­მინდსა და ხორ­ბალს იყე­ნე­ბენ.

ქა­თა­მი ვე­ტე­რი­ნა­რის მიერ მოწ­მდე­ბა რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ აღი­ა­რე­ბულ ობი­ექ­ტში, სა­დაც ფორ­მა ორი გა­ი­ცე­მა, ისე „აგ­რო­ჰაბ­შიც“ და ნე­ბის­მი­ე­რი წუ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­დუქ­ცია სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ აღარ ხვდე­ბა სა­ვაჭ­რო დახლზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „აგ­რო­ჰა­ბის“ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი­სა და ძეხ­ვე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ნედ­ლი ხორ­ცი, ყო­ველ­გვა­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე.

კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ერ­თა­დერ­თი და­ნა­მა­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­რი­ლი, ისიც მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით.

„ნედ­ლი ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბულ ძეხ­ვე­ულს გარ­საცმსაც კი ბუ­ნებ­რივს ვუ­კე­თებთ, რაც ხე­ლოვ­ნურ­ზე გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ჯდე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელს არას­დროს ვთა­ვა­ზობთ პრო­დუქტს, რო­მელ­საც ვა­დის 70% უკვე გა­სუ­ლია აქვს, ესე­თი პრო­დუქ­ცია ავ­ტო­მა­ტუ­რად დახ­ლი­დან იხ­სნე­ბა – პრო­დუქ­ტი გახ­სნი­დან მხო­ლოდ 48 სა­ა­თია დახლზე, რაც კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს მის სი­ჯან­სა­ღეს.

კონ­სერ­ვან­ტებს ხომ სწო­რედ ვა­დი­ა­ნო­ბის გა­სა­ხან­გრძლი­ვებ­ლად იყე­ნე­ბენ, რაც ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­რი­ცხუ­ლია“ – გან­მა­ტავს ხა­რის­ხის მე­ნე­ჯე­რი.

ეკა გურ­გე­ნი­ძის თქმით, სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას და­ნერ­გი­ლი აქვს, კერ­ძოდ ISO 22 000-ი, წარ­მო­ე­ბას აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, კომ­პა­ნია მარ­თოს უვ­ნებ­ლო­ბის ყვე­ლა პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რაც მომ­ხმა­რე­ბელ­ში უფრო მეტ სან­დო­ო­ბას იწ­ვევს. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ძე­ნად მი­სუ­ლე­ბი თუ შე­სა­ბა­მის სერ­ტი­ფი­კა­ტებ­სა, შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­სა და ვა­დებს ვხე­დავთ, შეგ­ვიძ­ლია, რე­ა­ლი­ზა­ტორს ვენ­დოთ.

ვინ არის პასუხისმგებელი კორპუსზე, სადაც გუშინ ლიფტი ავარიულად დაეშვა

„მიმდინარეობს შესწავლა და შემდეგ გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება“, – გვიპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ლიფტის შესახებ, რომელიც გუშინ, 14 იანვარს, საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან ავარიულად დაეშვა. წინასწარი მონაცემებით, გრიბოედოვისa და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაში მდებარე კორპუსში სატვირთო ლიფტი მე-11 სართულიდან ავარიულად დაეშვა. ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ექიმების დახმარება ამბულატორიული წესით მხოლოდ ორს დასჭირდა.

საცხოვრებელი კორპუსი ექსპლუატაციაში მერიას მიღებული არ აქვს იმის მიუხედავად, რომ კორპუსში ხალხი ცხოვრობს და ლიფტებსაც იყენებენ, როგორც სამგზავროს, ისე – სატვირთოს.

ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ კომპანიას, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, მერიისთვის სახლის ექსპლუატაციაში მისაღებად ჯერ არ მიუმართავს, მშენებლობისთვის გათვალისწინებული ვადები კი დასრულებული არ არის.

„მერიას ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ახალი სამსახურის შექმნას ელოდნენ,“ – ამბობს ზურაბ დუმბაძე, კომპანია „ნევ-ბათ ჯგუფის“ დირექტორი. ამ კომპანიამ ააშენა საცხოვრებელი სახლი გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაზე.

ზურაბ დუმბაძის თქმით, ლიფტი ავარიულად ზედმეტი ტვირთის გამო დაეშვა და ბაგირი არ ჩაწყვეტილა. „არ ჩავარდნილა ლიფტი, ეს იყო ავარიული დაშვება. ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე ამ ლიფტს ექვსი საათის შემდეგ არ უნდა იყენებდნენ, მაგრამ გამოიყენეს. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ქალაქში არ ვიმყოფები,“ – გვითხრა ზურაბ დუმბაძემ. მისივე თქმით, კომპანიის გაყიდვების მენეჯერი, დავით ლომინაძე გვაჩვენებდა ოფიციალურ დოკუმენტებს, რითაც დასტურდება, რომ კომპანიას შესაბამისი უწყებებისთვის მიმართული აქვს.

უშუალოდ ლიფტების ტექნიკურ გამართულობაზე კონტროლს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს. ამ უწყებაში გვითხრეს, რომ კომპანიას ლიფტების ტექნიკურ გამართულობაზე შესაბამისი სერტიფიკატი წარმოდგენილი აქვს. სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ ისინი კონკრეტული კომპანიის მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე ატარებენ რეგისტრაციაში ლიფტს და თავად ტექნიკურ გამართულობას არ ამოწმებენ.

„ჩვენი ლიფტები შემოწმებულია და ექსპლუატაციაში მიიღო ეკონომიკის სამინისტრომ… მერიას ჯერ შენობა ჩაბარებული არ აქვს, მერიისთვისაც მიმართული გვაქვს,“ – ამბობს დავით ლომინაძე. მისი თქმით, კომპანიის ოფისში დღეს არავინ იმყოფება და მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტების მოწოდებას ხვალ შეძლებს.

ლიფტის ავარიული დაშვების შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს „უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.“

ჯერჯერობით უცნობია, რა გაარკვია ამ ეტაპზე გამოძიებამ. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ.

ვისთვის და რამდენით შემცირდება წყალზე მიერთების საფასური

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტებში 100 ლარით მცირდება და 400 ლარი იქნება. ცვლილება არ შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, სადაც მიერთების საფასური იგივე, ანუ 500 ლარი დარჩება.

როგორც სემეკში „ბათუმელებს“ განუმარტეს, ცვლილებების პაკეტი ჯერ კიდევ განხილვაშია, თუმცა არსებითი ცვლილება ტარიფებთან დაკავშირებით, მოსალოდნელი არ არის.

ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების საფასური 2 წელზე გადაუნაწილოს.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განიხილავს პაკეტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების საფასურს 100 ლარით შეამცირებს. ცვლილება არ შეეხება აბონენტად დარეგისტრირებას“, – გვეუბნებიან სმკ-ში.

„ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ აბონენტად რეგისტრაცია 100 ლარი ღირს და ცვლილება არ იგეგმება.

სემეკის ინფორმაციით, მიერთების საფასურის შემცირებაა დაგეგმილი იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც საჭიროებენ დიდი დიამეტრის მილსადენებს. „100 და 150 მილიმეტრიან წყალარინების მილსადენებზე მიერთების მოქმედ საფასურებს შორის აქამდე დიდი სხვაობა იყო, რაც, რიგ შემთხვევაში, სადავო ხდებოდა. შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდება წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით. მაგალითისათვის, პროექტით, 150 მმ წყალარინების მილის მიერთება [დღეს მოქმედი საფასურია 11 500 ლარი] თვითმმართველი ქალაქებისთვის დაახლოებით 39%-ით მცირდება [გახდება 7 000 ლარი], ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის 57%-ით [გახდება 5 000 ლარი]“, – აცხადებენ სემეკში.

——–

თვითმმართველი ქალაქებისთვის [თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი], 2020 წლის იანვრიდან, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური გაორმაგდა და მოქალაქე 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარს გადაიხდის.

ძალოსანთა ახალი ბაზა ჩაქვში იქ აშენდება, სადაც სპორტსმენები დღემდე ვარჯიშობენ

დაბა ჩაქვში ძალოსანთა ახალი ბაზის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია ორჯერ შეიცვალა და საბოლოოდ, ბაზა იმ ადგილზე უნდა აშენდეს, სადაც ძალოსნები დღემდე ვარჯიშობენ.

ბაზის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „სტადიონსა“ და კერძო ამხანაგობა „ინჟარქიტექტს“ შორის 2019 წლის მაისში 96 700 ლარზე იყო გაფორმებული. ამავე წლის ოქტომბერში კი, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, თანხა 8 ათასი ლარით გაიზარდა და 104 700 ლარით განისაზღვრა.

ცვლილების მიხედვით, პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება კომპანიამ უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2020 წლის 17 თებერვლისა [თავდაპირველი ხელშეკრულებით კი, ეს ვადა 2019 წლის ოქტომბერი იყო].

„…დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქ. N2-ში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით 2019 წლის 17 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. საპროექტო სამუშაოების საწყის ეტაპზევე – ტერიტორიის შესწავლის, ტოპოგრაფიული კვლევისა და ტერიტორიის საინჟინრო- გეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თავდაპირველად განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებობდა სანიაღვრე არხები, რის გამოც მოხდა ტერიტორიის ცვლილება. საპროექტო სამუშაოები დაიწყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე. ახლად შერჩეულ ტერიტორიაზეც დამატებით ჩატარდა საინჟინრო- გეოლოგიური კვლევა, საიდანაც გაირკვა, რომ შენობის დიდი ნაწილი უნდა დაპროექტდეს ყოფილ ჭაობზე [20 მეტრ სიღრმეზე არ არის საყრდენი]. აღნიშნულის გამო, შემდგომში მნიშვნელოვანი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, შეჩერებული იქნა საპროექტო სამუშაოები, ახალი საპროექტო მიწის ნაკვეთის გამოყოფამდე“, – აღნიშნულია შეთანხმების აქტში, რომლითაც ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა.

ამავე შეთანხმებით, ახალი ბაზა უნდა დაპროექტდეს ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩა №17-ში მდებარე 2256 კვ/მ მიწის ნაკვეთზე [სადაც დგას ამორტიზებული შენობა, რომელშიც ძალოსნები ამჟამად ვარჯიშობენ]. თავიდან კი, დაპროექტება 3300 კვ.მ-ზე იგეგმებოდა [აბაშიძის ქ. N2-ში].

საპროექტო ტერიტორიაზე მდებარე შენობა უნდა დაინგრეს. სად გადაიყვანენ სპორტსმენებს დროებით სავარჯიშოდ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

შპს „სტადიონის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის 3-სართულიანი ძალოსანთა ბაზის მშენებლობა. ბაზის პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს მაყურებლის ტრიბუნებით. ასევე გათვალისწინებულია საშხაპეები, საუნა, გასახდელები და სველი წერტილები. ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებს, როგორც სპორტსმენებს, ასევე მაყურებლებს, სრულფასოვნად შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სახის მომსახურებით. მეორე სართული დაეთმობა სასადილო ზონას, მოსასვენებელ სივრცესა და ოფისებს. მესამე სართულზე, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ზონა, სადაც არანაკლებ 10 სასტუმრო ოთახი მოეწყობა“.

ახალი ბაზის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც დაზუსტდება ხარჯთაღრიცხვა და ტენდერის გზით შეირჩევა მშენებელი კომპანია. „სტადიონის“ ინფორმაციით, ახალი ბაზის მშენებლობა 2020 წელშია დაგეგმილი.

ძალოსანთა ბაზა ჩაქვში / ესკიზი / ფოტო: შპს „სტადიონი“
ძალოსანთა ბაზა ჩაქვში / ესკიზი / ფოტო: შპს „სტადიონი“

ამ თემაზე:

ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ახალი ბაზა აშენდება

ბათუმის სასამართლომ 23 გამამართლებელი განაჩენი მიიღო – 2019 წელი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით სულ 23 გამამართლებელი განაჩენი მიიღო, ნაწილობრივ გამამართლებელი – 13. სტატისტიკურ მონაცემს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს.

2018 წელს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 29, ნაწილობრივ გამამართლებელის – 12. 2017 წელს კი, გამამართლებელი განაჩენი 31 საქმეზე დადგა, ნაწილობრივ გამამართლებელი – 19 საქმეზე.

2019 წელს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 1128 სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულდა, მათ შორის საპროცესო შეთანხმებით – 749 საქმე. სასამართლომ 23 საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა, 15 საქმის განხილვა კი შეწყდა.

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა

ბათუმში, პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 14 იანვარს, ლიფტი ჩავარდა. ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ ლიფტში მყოფ დედა-შვილს დასჭირდა. მათ გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი კლინიკაში რჩებიან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა ქვემოთ და მე-11 სართულიდან ჩავარდა.

ამ კორპუსის მცხოვრებლის თქმით, ლიფტი სატვირთო იყო, თუმცა მას სამგზავროდ იყენებდნენ. კორპუსი ამ დროისთვის მერიას ჩაბარებული არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა

დღეს, 14 იანვარს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა. ნაკრებმა ევროპირველობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში.

პირველივე შეხვედრაში გამარჯვება არის საუკეთესო გზა 12 გუნდში მოსახვედრად, საქართველოს ნაკრებს გარანტირებული აქვს ჯგუფიდან გასვლა – ამბობენ სპეციალისტები.

ევროპის ჩემპიონატზე 16 გუნდი ასპარეზობს. იტალიის ნაკრები მოქმედი ჩემპიონია. საბერძნეთის ნაკრები, ვისთანაც მორიგ შეხვედრას გამართავს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთს 16 იანვარს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

მთავარი ფოტო: საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია.

პირმა ხელყუმბარის მუქარით მესაზღვრეს აიძულა წასულიყო აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთისკენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს.

„მიმდინარე წლის 14 იანვარს საქართველოს მოქალაქე – გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია“ – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ი” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო „ამ ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა“.

რას ითვალისწინებს ყარსის ხელშეკრულება? – დეზინფორმაციის და კონსპირაციების კვლევა

მედიის განვითარების ფონდი [ MDF] აქვეყნებს „ანეკდოტური მტკიცებულებების კვლევას“. როგორც ავტორი წერს, ერთ-ერთი საკვლევი თემა იყო, „რას ითვალისწინებს ყარსის ხელშეკრულება“.

კვლევის ფარგლებში სხვადასხვა ასაკის სულ 139 პირი გამოიკითხა 8 ქალაქში, დაბასა და დასახლებაში, მათ შორის ხულოსა და ბათუმში. კვლევა ასევე ჩატარდა ახალციხეში, ახალქალაქში, თელავში, ყვარელში, გორსა და წეროვანში.

ყარსის ხელშეკრულებას ძალიან ხშირად იყენებენ კონსპირაციებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ ხელშეკრულებას „ვადა 2021 წელს გადის, რის შემდეგაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი აღარ იქნება და აჭარას თურქეთი დაიბრუნებს“.

რა იციან  ადამიანებმა ყარსის ხელშეკრულების შესახებ კვლევის მიხედვით?

გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ – 96-მა პირმა განაცხადა, რომ არაფერი სმენია ამის შესახებ. 15 რესპონდენტი კი ზუსტად იყო ინფორმირებული.

„მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის, რის შედეგადაც საქართველო აჭარას დაკარგავს, გამოკითხულთაგან 28 ადამიანი (19,4%) იყო. ეს კონსპირაცია სარწმუნო როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლისთვის, ასევე ისტორიკოსისთვის აღმოჩნდა“, – წერს MDF-ის მკვლევარი.

მაგალითად, საჯარო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხულოში, 32 წლის კაცმა, მკვლევარს უთხრა: „გაუვა ვადა ახლა 2020-ში და ვნახოთ, რა იქნება”.

იგივე უთხრა მკვლევარს თელაველმა ისტორიკოსმა, 64 წლის კაცმა: „მსმენია, ვადა ახლოვდება და მაგის გამო ვახსენე თურქეთი და შეშფოთებული ვარ”.

დიაგრამა – რა გსმენიათ ყარსის ხელშეკრულების შესახებ?

მკვლევარების განმარტებით, „ანეკდოტურ მტკიცებულებებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებს შორის დიდი სხვაობაა. მეცნიერული მტკიცებულება ეფუძნება სისტემატურ დაკვირვებას, გაზომვას, ექსპერიმენტს და მისი გადამოწმება თუ დადასტურება მეცნიერული მეთოდების გამოყენებით ნებისმიერ პირს დამოუკიდებლად შეუძლია. ანეკდოტური მტკიცებულება პერსონალურ გამოცდილებასა და იზოლირებულ მაგალითებზე დაფუძნებით ამტკიცებს, რომ ესა თუ ის მოვლენა/ისტორია სიმართლეა ან ტყუილი“.

MDF-ის განმარტებით, მათი მიზანი იყო შეესწავლათ, „რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია და კონსპირაციები საზოგადოებრივ აღქმებზე და რომელი ანეკდოტური მტკიცებულებებია გავრცელებული დასავლეთთან მიმართებით საზოგადოებაში“.

რა დანიშნულება აქვს ყალბი ინფორმაციების გავრცელებას? – კვლევაში რესპონდენტებს ესეც ჰკითხეს, რასაც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ხულოდან, 25 წლის კაცმა, ასე უპასუხა: „ფეიკნიუსი ხშირ შემთხვევაში ემსახურება იმას, რომ ანტიდასავლური განწყობები საქართველოში იყოს ძლიერი და უფრო მეტად წინა პლანზე იქნას წამოწეული პრორუსული პოლიტიკური ძალები და შოვინისტური დამოკიდებულებები”.

_____

„ბათუმელების“ სტატია ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქვე:

რა ელის აჭარას ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლის თავზე

აქტივისტების ბრახუნით პროტესტს „რივიერას“ დაცვამ აგრესიულად უპასუხა

„მწვანე მომავალი“ ეძებს მწვანე მომავლისთვის მებრძოლ ხალხს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოლებენ ბათუმი რივიერასა და სხვა საჯარო სივრცეების გადასარჩენად!“, – ამ გზავნილით აგროვებენ ფეისბუქზე მხარდამჭერებს მწვანე მომავლის წევრები, რომლებიც დღეს „ბათუმი რივიერას“ ლითონის მაღლივ ღობეზე აბრახუნებდნენ და კარების გახსნას ითხოვდნენ.

აქტივისტების ხელებით ბრახუნის საპასუხოდ ღობის შიგნიდან მძიმე საგნები ისროლეს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ აუცილებლად უნდა გაიგონ, რა სამუშაოებს ატარებს კომპანია „ბათუმი რივიერა“ ბათუმის კონცხზე.

აქტივისტების თქმით, კომპანიას არ აქვს ნებართვა, მაგრამ ამის მიუხედავად 24 საათი არ ჩერდება და ატარებს სამუშაოებს, სახელმწიფო კი ამაზე არ რეაგირებს.

აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ და არც ხელისუფლებას, არც კომპანიას არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ „ზღვასთან მიმავალი ეს ერთადერთი ღია სივრცე ჩაკეტონ“.

„ეს [ადგილი] არის საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანი და უნდა იყოს ღია, უნდა ვხედავდეთ, რა ხდება შიგნით. ვიცით, რომ ტარდება კვლევები, თუმცა რა კვლევებია და ვინ არიან ჩართულები, ჩვენ არ ვიცით. როგორც საჯარო უწყებებმა, ისე კერძო კომპანიამ დახურეს ეს კარები და ვითხოვთ ეს კარები გაიღოს, რომ ვიცოდეთ რა ხდება შიგნით“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნათია აფხაზავა.

„ბათუმი რივიერა“ ბათუმის კონცხზე 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. მშენებლობაზე ნებართვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. სახელმწიფოს ეს ნებართვა, ჯერჯერობით, არ გაუცია.

ბათუმი, „რივიერა“ / 14.01.2020
ბათუმი, „რივიერა“ / 14.01.2020
ბათუმი, „რივიერა“ / 14.01.2020

პარლამენტის არჩევნებისთვის 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] გაანაწილა ის თანხა, რაც სახელმწიფომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის გამოყო. ცესკოს მიხედვით, პარლამენტის არჩევნებისთვის სულ 42 760 652 ლარი დაიხარჯება.

აქედან: ხელფასებისთვის 19,5 მილიონი ლარი, არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება – გადამზადებაში – 1 მილიონზე მეტი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი იქნება 2,1 მილიონი ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 7,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილება / წყარო: ცესკო

2020 წელს საქართველოში არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო – ასეთი გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ მას შემდეგ მიიღეს, რაც 2019 წლის ივნისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ამ სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთ მოთხოვნად დაასახელეს.

2019 წლის 14 ნოემბერს კი, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი, რაც აღნიშნული კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

კანონპროექტის ჩაგდებას ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უკან წაიღო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, პროტესტის ჩაქრობის მიზნით, გაცემული და უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებული დაპირება – 2020 წლის არჩევნებისთვის ე.წ. ნულოვანი (ბუნებრივი) ბარიერის და სრულად პროპორციული სისტემის შემოღების თაობაზე – დღეის მდგომარეობით, პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს 77 დეპუტატი – პროპორციული, 73 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების მედიატორობით, გრძელდება საარჩევნო სისტემაზე  მოლაპარაკებები.

 

მთავარი ფოტო: თბილისი, 18 ნოემბერი, 2019 / აქციის დაშლა პარლამენტის შენობასთან / ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

 

უპატრონო ცხოველების მოვლისთვის ბათუმი წელს 252 ათასამდე ლარს დახარჯავს

უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებას ბათუმის მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 252 ათასი ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა  ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში უნდა უზრუნველყოს:

[checklist]

  • ქალაქის ტერიტორიიდან, მათ შორის საზოგადოებრივი დაწესებულებების ეზოს ტერიტორიიდან (სულ 2000) უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთნ დაკავშირებული პროცედურები (ვაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება), ტრავმირებული ცხოველების მკურნალობა, მათ შორის ოპერაციული მკურნალობა;
  • ბუნებრივ არეალში, მათ შორის საზოგადოებრივი დაწესებულებების ეზოს ტერიტორიაზე გაშვებული დაბირკული, გასტერილებული უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა, სულ-1600) დაჭერა და ტრანსპორტირება რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის (რევაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება);
  • ქალაქის ტერიტორიიდან, მათ შორის, საზოგადოებრივი დაწესებულებების ეზოს ტერიტორიიდან ცხოველების (სულ 1000 ცხოველის) ლეშის (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილით) დროული გამოტანა სპეციალური ტრანსპორტით, საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში შეყვანილი ცხოველების ევთანაზია (ჰუმანური დაძინება ნარკოზით), კრემაცია ან/და „ბიოთერმულ“ ორმოში დამარხვა, მოზარდი ცხოველების (ლეკვი, კნუტი) დაჭერა, ტრანსპორტირება და თავშესაფარში (ვეტერინარული კლინიკა) გადაყვანა მოვლა-პატრონობის მიზნით;
  • თავშესაფარში (ვეტერინარულ კლინიკაში) შეყვანილი ცხოველები (ძაღლი, კატა) ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით ან ტატუირებით ნუმერაციის შესაბამისად და შემდეგში ხდება მათი გაშვება ექიმი ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე იმავე არეალებში, საიდანაც იქნა ცხოველი აყვანილი;
  • ჩატარებული პროცედურების შესაბამისად წარმოებული უნდა იქნეს ელექტრონული ბაზა (აყვანილი და გაშვებული ცხოველის ადგილმდებარეობის, ფერის, სქესის, კლიპის ნომრის შესაბამისად);
  • მუშების უზრუნველყოფა სპეცტანსაცმლით და ძაღლსაჭერი სპეციალური ინვენტარით (საკი, ბადე და სხვა), აგრესიული ცხოველების დაჭერის დროს შესაძლებელია კანონით დაშვებული (სპეციალური დასაძინებელი) პრეპარატების გამოყენება;
  • ვოლიერების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, დასუფთავება სველი წესით დღის განმავლობაში 2-ჯერ მათ შორის ერთჯერ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით დილით და საღამოს;
  • ნაოპერაციები ცხოველების მოთავსება დროებითი დაყოვნების (საკარანტინო) ვოლიერში მორიგე პერსონალის დაკვირვების პირობებში;

[/checklist]

ტენდერის მიხედვით: ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს:

  • აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);
  • ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;
  • ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებს, ასევე პათოლოგიები, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;
  • შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;

ვეტერინარულ კლინიკაში უნდა ფუნქციონირებდეს ცხელი ხაზი (დილის 9 საათიდან საღამოს 18 საათამდე) და მორიგე ჯგუფი სპეციალური ტრანსპორტით, განსაკუთრებულ შემთხვევაში ცხელი ხაზი უნდა ფუნქციონირებდეს მეტი დროითაც, ხოლო ზაფხულის პერიოდში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) 24 საათის განმავლობაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 17 იანვარს დაიწყება და 20 იანვარს დასრულდება.

ბათუმი / 14.01.2020 /

ბათუმში უმეტესად უნალექო დღეები შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 იანვრის 21 საათიდან 15 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 0-5, დღისით 8-13 გრადუსი სითბო;
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 7-12, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ; ხილვადობა – კარგი; ტალღის სიმაღლე 7-12დმ(2-3ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +8.8 გრადუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში, 16 იანვარს ღამით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა; ხოლო 16 იანვარს დღისით და 17 იანვარს  უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ჰერალდიკის საბჭოს განცხადებით „საქართველოს სახელმწიფო დროშა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს, მისი მხატვრულ-შინაარსობრივი მხარე თეთრ ველზე გამოსახული ხუთი ჯვარი სამყაროს ოთხი მიმართულებით მისი ღირებულებების გავრცელების სურვილს და მისწრაფებას გადმოსცემს“.

„საქართველოს დროშით იყო აღნიშნული ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფო, რომელიც საკუთარ სიმბოლოდ აღმართავდა ხუთჯვრიან დროშას. დღეს ჯვარი სეკულარული სიმბოლოა, მაგრამ თანამედროვე ღირებულებების გავრცელების და აღიარების ამბიცია რთულ რეგიონში კვლავ რჩება საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების მაპროფილებელ ნიშნად“ – აღნიშნულია აქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული სახელმწიფო დროშა [გერბთან და ჰიმნთან ერთად] შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო დროშის, საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, როგორც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესს, აწესრიგებს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“. ეს კანონი განსაზღვრავს მათი გამოყენების სფეროებს და დაცვის წესს, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალების შენახვის ადგილებს.

ამ კანონით:

[checklist]

  • საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილია საქართველოს პრეზიდენტის თბილისის რეზიდენცია.
  • საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა.
  • საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე მცირე ზომის.

[/checklist]

[crosslist]

  • დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება აკრძალულია.
  • საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

[/crosslist]

ამ თემაზე:

აჭარაში აჭარის დროშები კანონდარღვევითაა აღმართული

Exit mobile version