დღეს, 18 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
„აქედან უმეტესი შემთხვევა არის თბილისში“ – ამბობს თამარ გაბუნია.
მისი თქმით, ომიკრონის დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 ადამიანს დასჭირდა, რადგან ინფიცირებული პირებიდან ყველა ვაქცინირებულია.
„ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და სწორედ ამის გამო არ დასჭირდათ ამ პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. დაავადების მსუბუქად მიმდინარეობისთვის აუცილებელია ბუსტერ დოზის მიღებაც,“ – აღნიშნა მან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის ახალი ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება წახალისდეს ვაქცინაცია.
„ამ კვირაში კიდევ გვექნება კონსულტაციები. როგორც იცით, იანვრის ბოლომდე წახალისების გეგმა მოქმედებს და გვექნება მსჯელობა როგორ უნდა მოხდეს ვაქცინაციის წახალისება, როგორც პირველი და მეორე დოზების ადმინისტრირების მხრივ, ასევე ბუსტერ დოზებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში“ – ამბობს თამარ გაბუნია.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 7 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის სიმაღლე 2 მეტრამდეა. ზოგიერთ სოფელში თოვლმა სკოლა თითქმის დაფარა. სკოლაში შესასვლელად მოსახლეობას თოვლში გვირაბის გაკეთება უწევს.
ასეა სოფელ დანისპარაულში. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს, კურორტ გოდერძის მახლობლად. თოვლში მხოლოდ სკოლის სახურავი ჩანს.
თოვლში ჩაფლული სკოლა სოფელ დანისპარაულში, ხულოში.
ეს სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაა. ეს პატარა სოფელი ხულოში, დიოკნისის თემში მდებარეობს. სკოლაში 44 მოსწავლეა. სკოლაში ამბობენ, რომ სახურავი უკვე 6-ჯერ გადმოთოვლეს. დღეს სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
თოვლით დაფარული სკოლა სოფელ კორტოხშითოვლით დაფარული სკოლა სოფელ კორტოხშითოვლით დაფარული სკოლა სოფელ კორტოხში
ეს კი სოფელ რაქვთის საჯარო სკოლაა. ხულოს ამ პატარა სოფელში 400-მდე ადამიანი ცხოვრობს. დიდთოვლობის მიუხედავად, სკოლაში სწავლა მიმდინარეობს.
თოვლით დაფარული საჯარო სკოლა სოფელ რაქვთაში. გულნარა სურმანიძის ფოტოთოვლით დაფარული საჯარო სკოლა სოფელ რაქვთაში. ანდრეს შაინიძის ფოტო
უახლოეს დღეებში მაღალმთიან აჭარაში კვლავ თოვაა მოსალოდნელი.
18 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 7 521 ახალი შემთხვევა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 006 864 , ბოლო 24 საათში – 7 521
მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 934 667 , ბოლო 24 საათში – 3 160
მათ შორის გარდაცვლილი – 14 512 , ბოლო 24 საათში – 31
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 56 367, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 892, PCR ტესტით – 17 475
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 13,34%, ბოლო 14 დღის – 10%, ბოლო 7 დღის – 10,26%
სულ აცრილია – 2 622 459, დღიურად აცრილია – 9 290
კარანტინშია – 50
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 465
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 050
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარაში – 801, იმერეთში – 792, ქვემო ქართლში – 285, შიდა ქართლში – 380, გურიაში – 193, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 302, კახეთში -263, მცხეთა-მთიანეთში – 171, სამცხე-ჯავახეთში – 108, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 55.
51 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
2022 წლის 17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის შეიცვალა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით
ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:
კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით
სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი
იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:
კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით
სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში
იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.
კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:
ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირები
ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში
კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში
მკაცრად, 8 დღე, ექვემდებარებიან კარანტინს და ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში:
არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს
ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში
ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებს
პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში
იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 17 იანვრამდე ინფიცირებული და კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.
ბათუმში უკვე ორი დღეა თოვლ-ჭყაპია. დღეს, 17 იანვარს, საღამოს გამოიდარა. სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, 19 დეკემბრიდან კი კვლავ თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.
17 იანვარი. თოვის შემდეგ, საღამოს, ბათუმში გამოიდარა. ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძეთოვლ-ჭყაპი ბათუმში. 17 დეკემბერი, 2022 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძეევროპის მოედანი. თოვლ-ჭყაპი ბათუმში. 17 დეკემბერი, 2022 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძეღამე სანაპიროზე. თოვლ-ჭყაპი ბათუმში. 17 დეკემბერი, 2022 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძეთოვლ-ჭყაპი ბათუმში. 17 დეკემბერი, 2022 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
დაბა ხულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისთვის ახალ შენობას ააშენებენ. მუნიციპალიტეტს ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით გადაეცა.
ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახური დღეს ხულოს საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული. ახალი შენობა კი, დაბა ხულოში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ძველი ავტოფარეხებია, რომლებსაც დაანგრევენ.
საწყის ეტაპზე ახალი შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იქნება, თუმცა სამომავლოდ გადაეცემა თუ არა ის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საკუთრებაში, უცნობია.
ადგილი ძველი ფარეხებით, სადაც სასწრაფო დახმარების ცენტრის ახალი შენობა უნდა აშენდეს [ზემოთ] და ცენტრის ახალი შენობის რენდერი [ქვემოთ]/პროექტიდანხულოს მუნიციპალიტეტმა „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის“ მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 289 407 ლარია.
ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი, ერთსართულიანი შენობა აშენდება.
„პროექტის მიზანია მოეწყოს დანიშნულების შესაბამისი ახალი თანამედროვე შენობა, შესაბამისი კაბინეტებით და სათავსოებით, საკვანძოებით, მათ შორის, შშმ პირთათვის. დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა, ლითონის ღობე, ხიმშიაშვილის ქუჩიდან მოეწყობა საავტომობილო პარკინგი“, – აღნიშნულია პროექტში.
წინადადებების მიღება ტენდერში 30 იანვარს დაიწყება და 4 თებერვალს დასრულდება. მშენებლობა 2022 წლის პირველი აპრილიდან უნდა დაიწყოს და 200 დღეში დასრულდეს.
სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა ხულოში / ადგილი [მარცხნივ], სადაც სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ახალი შენობა აშენდება.
„ათასწლეულის ინოვაციის“ 2021 წლის კონკურსი დასრულდა. კონკურსის მთავარი პრიზი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს საზაფხულო ბანაკში წასვლა გუნდმა „ელფებმა“ მოიპოვა.
„ელფების“ პროექტი კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე მომუშავე ჰაერის იონიზატორის გაუმჯობესებული ვერსიის შექმნა იყო, რომელიც ჰაერს ბაქტერიების, სპორების, ვირუსებისა და მტვრის ნაწილაკებისგან წმენდს.
„ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის პირველ ადგილზე გასულ გუნდს 5 წევრი ჰყავს, მათგან 2 სტუდენტი, 3 კი თბილისის სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელია. გუნდის წევრებმა ერთმანეთი „ელფების“ მენტორის, ფიზიკოს თეიმურაზ ჩიჩუას დახმარებით გაიცნეს. ის შემდეგ გუნდს იდეების დახვეწასა და განვითარებაში ეხმარებოდა.
„ელფების“ სამუშაო სივრცე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო, სადაც გუნდი დღის მეორე ნახევარში მენტორთან ერთად ყოველდღე იკრიბებოდა და პროექტზე მუშაობდა.
„ელფების“ გუნდის ერთ-ერთი წევრი, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის მე-11 კლასის მოსწავლე, მარიამ მიქაძე ამბობს, რომ პროექტის იდეის წყარო კოვიდპანდემია გახდა.
„ვირუსებთან ბრძოლა ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ კოვიდპანდემიამ ეს თემა პრიორიტეტებში პირველ ადგილას მოაქცია და ჩვენი პროექტის იდეის დაბადებაც კოვიდპანდემიამ გამოიწვია. მზადება „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსისთვის მაშინვე დავიწყეთ, როცა კონკურსის შესახებ გავიგეთ. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგებოდა და ნამდვილად არ იყო მარტივი.
„ელფების“ შექმნილი იონიზატორის დანიშნულება დახურულ სივრცეში ჰაერის მაქსიმალურად გაწმენდაა. იონიზატორი გათვლილია ოფისებისთვის, აუდიტორიებისთვის და ა.შ. ჩვენი შექმნილი იონიზატორი გაცილებით დახვეწილია სხვა იონიზატორებთან შედარებით. „ელფების“ იონიზატორამდე შექმნილი იონიზატორები მაღალ ძაბვაზე მუშაობდნენ“, – ამბობს მარიამ მიქაძე.
მარიამის თქმით, „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსში გამარჯვება „ელფების“ წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან პროექტზე თავდაუზოგავად მუშაობდნენ და ძალიან დიდ დროსაც უთმობდნენ.
პროექტზე მუშაობის განმავლობაში გუნდმა „ელფებმა“ რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა პროექტის დახვეწის მიზნით. კვლევის შედეგების დადასტურებისთვის კვლევები ლუგარისა და სხვა კვლევის ცენტრებშიც გააგზავნეს.
„იონიზატორის მუშაობის გასატესტად ხელოვნურად შევქმენით ყუთი, რომელშიც ჰაერი დავაბინძურეთ და ჩვენ მიერ შექმნილი იონიზატორი მოვათავსეთ. ჰაერის ხარისხის მაჩვენებელმა აპარატმა აჩვენა, რომ ჩვენი იონიზატორის წყალობით საგრძნობლად გაიწმინდა ჰაერი დამაბინძურებლებისგან.
მარიამ მიქაძე
კონკურსის ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ კუციამ გვითხრა, რომ ჩვენი პროექტი პირველადი განაცხადით პატენტუნარიანია, რაც გუნდის წევრებს ძალიან გვახარებს“, – ამბობს მარიამი.
„ბათუმელებთან“ „ელფების“ წევრი, მარიამ მიქაძე აღნიშნავს, რომ მისთვის და გუნდის დანარჩენი წევრებისთვის NASA-ს საზაფხულო ბანაკში წასვლა უმთავრესად პრაქტიკულ ნაწილში ჩართვის შესაძლებლობის გამოა მნიშვნელოვანი.
„თეორიულად ბევრი რამ ვიცით, რისი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობაც აქამდე არ გვქონია. NASA-ს საზაფხულო სკოლაში პრაქტიკულ ნაწილში ჩართვას შევძლებ. NASA-ს კოსმოსურ ცენტრში მოხვედრა არარეალურ ამბავს ჰგავს და სასწაულ ამბებს ველოდებით. იმ კურსებსა და ცდებს გავივლით, რასაც ასტრონავტები გადიან ”, – გვითხრა მარიამმა.
„ელფები“ ამ ეტაპზე ახალ პროექტზე არ მუშაობს, თუმცა სამომავლოდ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას გეგმავს.
კონკურსი „ათასწლეულის ინოვაცია“ პირველად 2014 წელს ჩატარდა. კონკურსს ატარებს ათასწლეულის ფონდი, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მისი მიზანია უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება და დაინტერესების გაზრდა საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.
2021 წლის კონკურსის ფინალურ ტურში სულ 11 გუნდი მონაწილეობდა.
თუ სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები „სილქფესტის“ 18 იანვრის შეთავაზებებს გაიაქტიურებენ, მთელი თვის მანძილზე ისაუბრებენ ულიმიტოდ და ამავე დროს ისარგებლებენ ინტერნეტის სასურველი პირობით.
კომბინაციით *202# მსურველი აირჩევს მისთვის მისაღებ პაკეტს და ჩაირთავს:
ულიმიტო სასაუბრო + 10 GB ინტერნეტი – 18 ₾
ულიმიტო სასაუბრო + ულიმიტო ინტერნეტი – 25 ₾
„სილქფესტის“ აქციით სარგებლობენ, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელი ისარგებლებს ინტერნეტ ტარიფით 1MB = 15 თეთრი; შეზღუდულია პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება. სასაუბრო წუთები არ ვრცელდება გლობალსელის, ასანეტის და სპეციალური დანიშნულების მოკლე ნომრებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც გერმანელ ტურისტს თანხა იძულებით გადაახდევინა.
„თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ. იძულების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა – ე.ჩ,-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს – 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. კერძოდ, ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი – ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა“- აცხადებს შსს.
სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას – ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი თოვა.
„ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში – ზვავსაშიშროება“ – იუწყება სააგენტო.
ასევე, სააგენტოს ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ცნობით, პანდემიამ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები კიდევ უფრო გაამდიდრა და მეტი ადამიანი გააღარიბა.
კერძოდ, მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა პანდემიის პირველი ორი წლის განმავლობაში გააორმაგა თავისი ქონება 700 მილიარდი დოლარიდან 1.5 ტრილიონ დოლარამდე (ეს არის 15 000$ წამში ან $1.3 მილიარდი დღეში), ამის პარალელურად, კაცობრიობის 99%-ის შემოსავლები შემცირდა და 160 მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა.
ამის შესახებ „ოქსფამის“ ახალ ანგარიშშივკითხულობთ. ორგანიზაცია უთანასწორობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას ყოველწლიურად ამთხვევს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საწყის პერიოდს, რათა მიიქციოს ეკონომიკური, ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების ყურადღება.
„თუ ეს ათი ადამიანი ხვალ დაკარგავს თავისი სიმდიდრის 99.999 პროცენტს, ისინი მაინც იქნებიან ამ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების 99 პროცენტზე მდიდარი. მათ ახლა ექვსჯერ მეტი სიმდიდრე აქვთ, ვიდრე ყველაზე ღარიბ 3,1 მილიარდ ადამიანს“ – თქვა Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელა ბუჩერმა.
Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანია: ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, ბერნარ არნო და ოჯახი, ბილ გეითსი, ლარი ელისონი, ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი, მარკ ცუკერბერგი, სტივ ბალმერი და უორენ ბაფეტი.
ახალ პრესრელიზში -„უთანასწორობა კლავს“, რომელიც დღეს, 17 იანვარს, გამოქვეყნდა, წერია, რომ მილიარდერების ქონება COVID19-ის დაწყების შემდეგ ყველაზე მეტად გაიზარდა ბოლო 14 წლის განმავლობაში, $5 ტრილიონი დოლარით – ეს არის მილიარდერების სიმდიდრის ყველაზე დიდი ზრდა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.
BBC წერს, რომ მართალია, უმდიდრესი ადამიანების ქონება მთლიანობაში 700 მილიარდი დოლარიდან 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, მნიშვნელოვანი სხვაობაა უშუალოდ მათი გამდიდრების მაჩვენებლებშიც, მაგალითად, ილონ მასკის ქონება 1000%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო ბილ გეიტსის უფრო მოკრძალებული – 30%-ით.
„ოქსფამის“ გათვლით, ერთჯერადი, 99%-იანი გადასახადი ათი უმდიდრესი კაცის მოგებიდან უზრუნველყოფდა:
მსოფლიოსთვის საკმარისი ვაქცინების დამზადებას
საყოველთაო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, კლიმატის ადაპტაციის დაფინანსებასა და გენდერული ძალადობის შემცირებას 80-ზე მეტ ქვეყანაში.
„ჩვენს ეკონომიკას ძალიან სერიოზული ხარვეზი აქვს” – აღნიშნა Oxfam-ის ბრიტანეთის ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა დენი სრისკანდარაჯამ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანა – აშშ და ჩინეთი იწყებენ უთანასწორობის შემცირების პოლიტიკის განხილვას, მათ შორის, მდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესებით და მონოპოლიების წინააღმდეგ ზომების მიღების გზით.
„ეს გვაძლევს გარკვეულ იმედს ახალი ეკონომიკური კონსენსუსის გაჩენის შესახებ“ – ამბობს Oxfam International-ის აღმასრულებელი დირექტორი გაბრიელა ბუჩერი.
______________________
ფოტოზე: მსოფლიოს ოთხი ყველაზე მდიდარი ადამიანი და ბავშვი ქაბულიდან.
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს, 17 იანვარს, ოფიციალურად განახლდა. თუმცა, დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი სოფლის სკოლებში მოსწავლეების დიდი ნაწილი ვერ გამოცხადდა.
მაგალითად, სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის შენობა მთლიანად თოვლშია ჩაფლული. სოფლის გზა ამ დროისთვის გაწმენდილი არ არის, რის გამოც ბავშვებმა სკოლაში წასვლას ვერ მოახერხეს.
დანისპარაულის საჯარო სკოლის ზარი და შესასვლელი ამ დროისთვის ასე გამოიყურება ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები
აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ სკოლებში მოსწავლეების ნაწილი ვერ გამოცხადდა, თუმცა არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რამდენ სკოლაში ვერ შეძლებს დღეს გაკვეთილებზე დასწრება მოსწავლეებმა უგზოობის გამო.
მედეა და რუსლან პაპიძეები დღეს დიდი თოვლის გამო სკოლაში ვერ მივიდნენ.
სამინისტროს თქმით, სკოლის მასწავლებელთა ტესტირება ოთხშაბათს დავიწყეთ, აჭარის ყველა პედაგოგი და ტექნიკური პერსონალი გაიტესტა. ვისაც დაუდასტურა კოვიდი, მათ სკოლასთან შეხება არ ჰქონიათ და არც მისულან სკოლაში. ჩვენი ინფორმაციით, ყველა სკოლა მზად იყო დღეს, რომ სასწავლო პროცესი დაეწყო. როგორც ვიცით, მაღალმთიან სკოლებშიც დირექცია სკოლაში გამოცხადდა“, – აცხადებენ სამინისტროში.
„მოსწავლეები ვინც ვერ გამოცხადდნენ სკოლაში, სკოლის ადმინისტრაციას ვუთხარით, რომ მათ დაჰკავშირებოდნენ და ონლაინ ჩაეტარებინათ გაკვეთილები ან მიეცათ დავალებები“, – გვითხრეს სამინისტროში. მათი განცხადებით, სკოლები საწვავით, შეშით და სანიტარული საშუალებებით უზრუნველყოფილი არიან.
თოვლში ჩაფლული საჯარო სკოლა სოფელ დანისპარაულში.
აჭარაში 229 საჯარო სკოლაა.
_______________
მთავარი ფოტო: სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლა დღეს/„ბათუმელები“.
საქართველოს ეროვნული ბანკის[სებ] მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი [711.1 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 14.9%-ით [29.8 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2020 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სების ინფორმაციით დეკემბერში ყველაზე მეტი თანხა ჩამოირიცხა ევროკავშირის ქვეყნებიდან – ჯამში 90.3 მილიონი აშშ დოლარი.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩამოირიცხა, შემდეგ არიან: იტალია, აშშ, საბერძნეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნები:
ფულადი გზავნილები საქართველოში 2021 წლის დეკემბერში / წყარო: სებ
სების მონაცემებით 2021 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი [103.3 მლნ ლარი] გადაიგზავნა, რაც 2020 წლის დეკემბერის [24.7 მლნ აშშ დოლარი] ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.1%-ით მეტია.
თურქული მედია უიღბლო ქურდზე წერს, რომელსაც ერთი დღის განმავლობაში ქურდობის სამი, უშედეგო მცდელობა ჰქონდა.
შემთხვევა თურქეთის შავი ზღვისპირა, ტოკატის პროვინციაში მოხდა. 29 წლის კაცმა ოფისი გატეხა გასაქურდად, თუმცა ადგილზე, საკასო აპარატში მხოლოდ 1000 ლირა დახვდა [დაახლოებით 70 დოლარი]. ადგილიდან გაქცევისას იგი წაიქცა და ფული დაკარგა.
ამის შემდეგ, იმავე ოფისის მახლობლად, გაქცევისას, მან მანქანა მოიპარა, რომელიც გზაში გაფუჭდა.
უიღბლობების მიუხედავად, 29 წლის კაცი მაინც არ დანებდა და იმავე ღამეს ქალაქის სავაჭრო ცენტრში კიდევ ერთი ობიექტი გატეხა და სეიფი მოიპარა, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა. სეიფი მოგვიანებით პოლიციამ იპოვა სავაჭრო ცენტრთან ახლოს მდებარე ქუჩაზე.
თურქული მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი იმავე ღამეს დააკავეს.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 იანვრის 21 საათიდან 18 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით – 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 3 გრადუსი
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მომდევნო 2 დღეს, 19-20 იანვარს, ბათუმში მოსალოდნელია ნალექი, თოვლ-ჭყაპის სახით, აჭარის მთაში კი ისევ ითოვებს.
დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის სოფლებში გადაადგილება შეზღუდულია. ამ დროისთვის თოვლის საფარი ხულოს მაღალ სოფლებში სამ მეტრს აღწევს, შუახევში კი – ორ მეტრს.
„ენერგო პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელეტროენერგია შუახევსა და ქედაში 9 სოფელს არ მიეწოდება.
„ხულოს არ აქვს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, თუმცა შუახევსა და ქედაში გამორთულია რამდენიმე სოფელი.
ქედაში ელექტროენერგია არ მიეწოდება: ცხმორისისა და მერისის ადმინისტრაციულ ერთეულებს, ზვარეს ნაწილს და სოფელ ვარჯანისს. შუახევში კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სოფლები: ოლადაური, დღვანი, უჩამბა, ჭვანის ხეობა და ოქროპილაურის ნაწილი,“- გვითხრეს ენერგოკომპანიაში.
როგორც ხულოს მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა. „რამდენიმე თემში მისასვლელი გზა გაწმენდილია, ღორჯომის მიმართულებითაც იწმინდება გზები, თუმცა ბოლომდე ჯერ არ არის დაერთებული. დანისპარაული-გოდერძის მიმართულებით გახსნილია გზა, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკა, ამ დროისთვის მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით არის შესაძლებელი გადაადგილება. ძირითადად ცენტრალური გზების გაწმენდა მიმდინარეობს, შიდა გზები ჯერ არ არის ყველგან გაწმენდილი.
თუ რაიმე გამოუვალი ვითარებაა, ამ შემთხვევაში შეუძლიათ გამოიძახონ სამაშველო და ისინი დაეხმარებიან გადაადგილებაში,“ – ამბობს ნადიმ ვასაძე.
შუახევის მერიის ინფორმაციით, სოფლების მიმართულებით გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. „მერიაში საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08“ – გვითხრეს შუახევის მერიაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი წლის განმავლობაში იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური ქულა არის 150 000 და ნაკლები, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს მთავრობა დაუფარავს.
ამის შესახებ დღეს, 17 იანვარს, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს.
აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
—
ელექტროენერგიის ახალი ტარიფები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკი] 2020 წლის 29 დეკემბერს დაადგინა, რომლის მიხედვითაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის [მოსახლეობისთვის] დენის გადასახადი 3,494 თეთრით გაძვირდა. 3.4 თეთრით გაძვირდა დენის გადასახადი „თელასის“ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვისაც.
სწორედ ამ დანამატს დაუფარავენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ბიუჯეტიდან.
შინაგნ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს წარსულში ნასამართლევი 3 პირი – 1974 წელს დაბადებული მ.პ., 1986 წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.პ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 3 კილოგრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო ა.მ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 100 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი.
შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ დაკავებული გ.კ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: ჰეროინის, ბუპრენორფინისა და მეტადონის შემცველი ნარკოტიკები.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3656 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 29 711 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 32 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
16 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.69%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა, აჭარაში – 330, იმერეთში – 213, ქვემო ქართლში – 116, შიდა ქართლში – 98, გურიაში – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 104, კახეთში -106, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -5.
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 53 329 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 500 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მანძილზე სოციალურ ქსელ Facebook-ზე განთავსებული პოსტების რეკლამირებისთვის [დასპონსორებაში] 300 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.
„აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში და საზღვარგარეთ ჰყავს დიდი რაოდენობის მომხმარებელი. შესაბამისად, მიზანშეწონილია „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „ფეისბუქის“ ინფორმაციის რეკლამირების მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განაცხადში.
ამავე განაცხადის მიხედვით, „მართალია, არსებობს ალტერნატიული სოციალური ქსელები, თუმცა აღნიშნულ მომსახურებას განახორციელებს მხოლოდ „ფეისბუქი“, საქართველოში და მსოფლიოში მისი პოპულარობის და მომხმარებლების რაოდენობის გათვალისწინებით… 2021 წლის დეკემბერის თვის სტატისტიკური მონაცემებით აღნიშნულ პლატფორმას ჰყავს 2,7 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი“.
„აღნიშნულ მომსახურებას, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის აუდიტორიაზე ვგეგმავთ „ფეისბუქზე“ განთავსებული აქტივობის წვდომის უზრუნველყოფას, გააჩნია კონკრეტული ღირებულება.
მაგალითად, 150$-იანი პაკეტის შეძენა უზრუნველყოფს ადმინისტრაციის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებული ერთი კონკრეტული აქტივობის წვდომას 67 000-180 000 მომხმარებლისთვის, 60$-იანი პაკეტი კი, გათვლილია 32 000-84 000 მომხმარებელზე. გვერდის ადმინისტრატორი პოსტის მნიშვნელობიდან გამომდინარე შესყიდული მომსახურების ღირებულების ფარგლებში ირჩევს შესაბამის პაკეტებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მომსახურებას ახორციელებს „ფეისბუქი“, შესყიდვის ობიექტის დანაწევრება აზრს კარგავს.
მომსახურება გაწეული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში, 2022 წლის 25 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“ – აღნისნულია განაცხადში.
—
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით:
„საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს 1 244 941 717 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკას – 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38 პროცენტი. 2020 წელთან შედარებით კი, შემოსავლების ზრდა 130 %-ს აღემატება.
2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1 881 271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20 პროცენტია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7 პროცენტით გაიზარდა.
2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31 პროცენტია აღდგენილი, 2020 წელთან შედარებით კი, ზრდა 45.1 პროცენტს შეადგენს.
2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51 პროცენტი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48 პროცენტი შეადგინა.“
რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის გზას, ბათუმიდან დაბა ხულომდე [უფრო სწორად სოფელ დიდჭარის მიმდებარედ – პაქსაძეების ხიდამდე] მონაკვეთზე, როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოძრაობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის ავტომანქანას;
ხოლო, ამამავე გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე [პაქსაძეების ხიდი-კურორტი გოდერძის] მონაკვეთზე, რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სწორედ ამ მონაკვეთში მდებარეობს სოფელი დანისპარაული.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 17 იანვარს სწავლა საკლასო ოთახებში განახლებამდე რეგიონის სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარეს.
სწავლის დაწყებამდე პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირება განხორციელდა
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დასაცავად, სკოლები უზრუნველყოფილია სადეზინფექციო მარაგებით და ყველა საჭირო ინვენტარით.
სწავლის დაწყებამდე სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირება განხორციელდა.
კვლავ, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებში წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება და სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ“, – აღნიშნული აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ზამთრის არდადეგები გასული წლის 29 დეკემბერს დაიწყო. სკოლები ხვალ, 17 იანვარს განაახლებენ მუშაობას იმის მიუხედავად, რომ ეპიდემიოლოგიური რისკები მომატებულია.
დღეს, 16 იანვარს, ქობულეთის სოფელ აჭყვაში კონცელიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახლში ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ოჯახს ჯერ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ და შემდგომში სხვა სახის დხამარების აღმოჩენაზეც იზრუნებენ.
სოფელ აჭყვაში კონცელიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა / 16.01.2022
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ქალაქის 32-ივე ბაღში ორშაბათიდან, 17 იანვრიდან სრულად განახლდება.
„ბაღები მზადყოფნაშია, როგორც კვების, ასევე სანიტარული კუთხითაც“ – გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში.
გაერთიანების დირექტორის, დავით დიასამიძის თქმით, „უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებს ვეყრდნობით და ამ რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდება პროცესი ყველა საბავშვო ბაღში. თუ კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდება და იქნება ამისი საშუალება, სააღმზრდელო პროცესს ლოკალურად იმ ჯგუფებში შევაჩერებთ დროებით, სადაც გამოვლინდება ვირუსის შემთხვევა. თუ მასშტაბურ სახეს მიიღებს, მაშინ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაბამისად ვიმოქმედებთ“.
—
17 იანვრიდან სწავლება განახლდება სკოლებშიც.
კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დაუშვა დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა. დისტანციურად სწავლის მსურველებმა კი რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ.
ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიანეთში თოვლის საფარის სიმაღლე 60 სანტიმეტრიდან იწყება და 1 მეტრს აჭარბებს. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. პრობლემებია კურორტ გოდერძიზე მიმავალ გზაზეც.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებულია ტექნიკა და ძირითადად სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები იწმინდება.
„ინტენსიური თოვის გამო ჯერ ვერ ხერხდება სოფლის შიდა გზების გაწმენდა. ცენტრებთან მისასვლელი გზებიც ეტაპობრივად გაიწმინდება“ – გვითხრეს დეპარტამენტში.
თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო, საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია:
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და აჭარის მთაში, 16 იანვრის 21 საათიდან 17 იანვრის 21 საათამდე ღრუბლიანი ამინდი იქნება – სანაპირო რაიონებში თოვლჭყაპი, მთაში თოვა. მაღალ მთაში ქარბუქი და ელჭექი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში
ღამით 0-2 გრადუსი,
დღისით 1-6 გრადუსი სითბო;
შიგამთიან რაიონებში
ღამით 2-7 გრადუსი ყინვა,
დღისით 0-5 გრადუსი სითბო;
მაღალ მთაში
ღამით 10-15 გრადუსი,
დღისით 3-8 გრადუსი ყინვა.
ზღვის პროგნოზი
სამხრეთ დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ-ში. თოვლჭყაპი. ხილვადობა 1-2 კმ. ტალღის სიმაღლე ღამით და დღის პირველ ნახევარში 15-20 დმ (4-5ბალი) დღის მეორე ნახევარში 7-12დმ ( 2-3ბალი).
ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 იანვარს აჭარაში გაგრძელდება თოვა; მაღალ მთაში – ქარბუქი. 18 იანვარს კი, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ბათუმში გემი, რომელიც შტორმმა ნაპირთან ახლოს გამორიყა, ზღვის სიღრმეში შევიდა და უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უთხრეს.
16 იანვარს, „დაახლოებით 03:00 საათის შემდეგ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან [ზღვაზე ძებნა გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი და ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური] მჭიდრო კოორდინაციიით, გემმა თანდათანობით შეძლო ზღვისკენ სვლა და ამ დროისათვის გემი უკვე უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში.
მახინჯაურში მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს თანამშრომლები, სამაშველო ჯგუფი, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სამსახურები მუდმივ კოორდინაციაში იმყოფებიან გემთან და აგრძელებს მისი ადგილმდებარეობის მონიტორინგს.“ – აცხადებს სააგენტო.
გემზე, რომელიც რუსეთის დროშით დაცურავს, ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფება. გემს პრობლემა 15 იანვარს შეექმნა, ის ინარჩუნებდა პოზიციებს, თუმცა მისი დახმარება მაღალი ტალღების გამო ვერ ხერხდებოდა.
აჭარაში, 16 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 768 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად აჭარაში ამ დროისთვის:
606 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში;
108 მძიმე პაციენტია,
ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 50.
აჭარის კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის 568 ადამიანია მოთავსებული.
—
16 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 504 ახალი შემთხვევა.
16 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 504 ახალი შემთხვევა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 995 687 , ბოლო 24 საათში – 5 504
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 928 441 , ბოლო 24 საათში – 3 304
მათ შორის გარდაცვლილი – 14 449 , ბოლო 24 საათში – 24
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 51 838, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 161, PCR ტესტით – 26 677
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,62%, ბოლო 14 დღის – 9,43%, ბოლო 7 დღის – 9,6%
სულ აცრილია – 2 609 515, დღიურად აცრილია – 5 053
კარანტინის რეჟიმში – 54
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 393
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 051
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა, აჭარა – 768, იმერეთი – 483, ქვემო ქართლი – 189, შიდა ქართლი – 203, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184, კახეთი -159, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 771 საიდანაც:
4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 848, აჭარაში – 606, იმერეთში – 814.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 108, იმერეთში – 249.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 50, იმერეთში – 27.
2 051 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 249 – თბილისში, 568- აჭარაში.
46 327 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბათუმში შტორმია. ზღვის ტალღის სიმაღლე 15-30 დმ-ს [4-5 ბალს] აღწევს და ამ დროისთვის სანაპირო ზოლში ინფრასტრუქტურასაც აზიანებს. ახალ ბულვარში ტალღები პერიოდულად სასეირნო ბილიკზეც გადმოდის, ტერიტორია ხრეშით და ნატანითაა დაფარული.
დღეს, 15 იანვარს, ბათუმში მთელი დღის განმავლობაში დროგამოშვებით სეტყვა და ქარი იყო, ზოგჯერ ძლიერი. ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება დღეს ღამით და ხვალ, 16 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში.
შტორმი ბათუმში / 15.01.2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიშტორმი ბათუმში / 15.01.2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიშტორმი ბათუმში / 15.01.2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიშტორმი ბათუმში / 15.01.2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიშტორმი ბათუმში / 15.01.2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიშტორმი ბათუმში / 15.01.2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიშტორმი ბათუმში / 15.01.2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიშტორმი ბათუმში / 15.01.2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელებიშტორმი ბათუმში / 15.01.2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში სანაპიროსთან გამორიყულ გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფება. გემი ინარჩუნებს პოზიციებს, მაგრამ მისი დახმარება ამ ეტაპზე მაღალი ტალღების გამო ვერ ხერხდება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
7 იანვარს, ქ ბათუმის საზღვაო აკვატორიის #4 საღუზე რაიონში დადგა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, სახელწოდებით: SGV-Flot (IMO 8033089). გემზე იმყოფება ეკიპაჟის 13 წევრი (რუსეთის მოქალეები). 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ნავსადგურის მორიგე ოფიცერს დაუკავშირდა გემის კაპიტანი და აცნობა, რომ ძლიერი ღელვის გამო ღუზა ვეღარ იჭერდა გემს და იწყებდა დრეიფს.
გემის კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება და მოითხოვა მოხსნილიყო მე-4 საღუზე წერტილიდან და გადასულიყო მეხუთე საღუზე წერტილში, რომელიც მეტად დაშორებულია ნაპირს და კაპიტნის ვარაუდით გემისთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა იქ დგომა.
ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევს 6 ბალს, ქარის სიჩქარე – 12-18 მ/წ.) გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. გემმა შეძლო საკუთარი ძალებით ნაპირისკენ სვლის შეჩერება, ჩაშვებული აქვს ორივე ღუზა და ამ ეტაპზე არ იცვლის პოზიციას.
ამ მომენტისთვის ტალღის სიმაღლისა და გემის მიმდებარედ არასაკმარისი სიღრმეების გამო ბათუმის პორტის ბუქსირები ვერ გადიან გემის დასახმარებლად. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სრულად არის ჩართული პროცესში და ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს.
ბათუმში, შტორმის გამო ნაპირთან გამორიყული გემი ზღვის სიღრმეში შესვლას ვერ ახერხებს. ის ნაპირისკენ დღეს, 15 იანვარს, ძლიერმა ტალღებმა წამოიღო. გემი ამ წუთებში [20:30 სთ] მახინჯაურის სანაპიროსთან არის ახლოს.
აღნიშნულ გემს მშრალი ტვირთები გადააქვს და ის რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავს.
შტორმის გამო, ჯერჯერობით ვერც შესაბამისი სამსახურები ახერხებენ გემისთვის დახმარების აღმოჩენას.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში სანაპიროსთან გამორიყულ გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფება. გემი ინარჩუნებს პოზიციებს, მაგრამ მისი დახმარება ამ ეტაპზე მაღალი ტალღების გამო ვერ ხერხდება:
აჭარის განათლების მინისტრის ბრძანებით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, 2022 წლის 17 იანვრიდან 18 მარტის ჩათვლით პერიოდში, სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ჯამში 1 224 270 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულებები კი, ტენდერის გარეშე გაფორმდება.
მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი თანხებია განსაზღვრული:
ბათუმი – 85 670 ლარი
შუახევი – 193 121 ლარი
ხულო – 168 616 ლარი
ხელვაჩაური – 360 990 ლარი
ქობულეთი – 217 898 ლარი
ქედა – 197 973 ლარი
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ფასები ბაზრის კვლევით დაადგინეს.
სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე სამინისტროს განაცხადში აღნიშნულია, რომ „სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მიზნით გამოცხადებული იყო კონსოლიდირებული ტენდერები, რომლებიც არ შედგა [დასრულდა უარყოფითად]. შესაბამისად, ახალი ტენდერების გამოცხადებამდე და ხელშეკრულებების დადებამდე სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭიროა გაფორმდეს გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულება, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით“.
„შექმნილი ვითარება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს, რადგან ვერ მოხერხდება მოსწავლეთა დროული გადაადგილება და მოსწავლეები ვერ შეძლებენ სასწავლო პროცესში ჩართვას“, – აცხადებს სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, გამარტივებული შესყიდვებით ხელშეკრულებები გაფორმდება 2022 წლის 17 იანვრიდან 18 მარტის ჩათვლით სასწავლო დღეებზე [38 სასწავლო დღე] და ეს არის „მინიმალური და გონივრული ვადა – შემდგომში კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებასა და შედეგის დადგომამდე“.
—
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა ორშაბათიდან, ანუ 17 იანვრიდან განახლდება. კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დაუშვა დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა.
დისტანციურად სწავლის მოსურნე ბავშვებმა კი, რეგისტრაცია სპეციალურ მისამართზე უნდა გაიარონ.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნიმუშების აღების შედეგად სურსათში აღმოჩენილი სავალდებულო გასაჯაროებას დაქვემდებარებული 936 შემთხვევიდან, ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეუსაბამობის 288 ფაქტის
შესახებ [31%], რომლებიც სრულად არ მოიცავდა პროდუქტის იდენტიფიცირებისა და მიკვლევისთვის საჭირო ინფორმაციას.
აუდიტის დასკვნით, რიგ შემთხვევებში, ეს ინფორმაციებიც არ გასაჯაროვდა დროულად.
„ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლის მიმართ მომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების სანდოობის ზრდას ხელს შეუწყობდა ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ სტანდარტული ოპერაციული პროცედურების არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი დარღვევების გასაჯაროების კრიტერიუმები, ვადები, საზოგადოების გაფრთხილების მიზნით გამოქვეყნებულ განაცხადებში არსებული მონაცემები და სხვ.“ – აცხადებს აუდიტი.
„აღნიშნული, უზრუნველყოფდა მომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების სანდოობის ზრდას, სტანდარტიზებულ და დასაბუთებულ მიდგომას სურსათში აღმოჩენილი დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე მომხმარებლის ინფორმირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და შეამცირებდა მავნე პროდუქტის მოხმარების რისკებს“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის რეკომენდაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს:
[checklist]
მავნე სურსათის შესახებ მოსახლეობის სრულად და დროულად ინფორმირების უზრუნველსაყოფად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშაოს დეტალური მეთოდოლოგია ან/და სტანდარტიზებული ოპერაციული პროცედურები, სადაც განისაზღვრება დარღვევის გასაჯაროების კრიტერიუმები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განიხილოს სურსათის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეუსაბამობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისათვის სავალდებულო ხასიათის მინიჭების საკითხი.
[/checklist]
აუდიტის მიხედვით, „სურსათისმიერი საფრთხეების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რისკების სათანადო შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე შესაბამისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების არსებობა, თუმცა ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები:
არ არის შემუშავებული მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების, ანუ „ფაქტობრივი კვების“ შესახებ მონაცემები ეროვნულ დონეზე, რაც ხელს უშლის ექსპოზიციის სათანადო შეფასებას;
რისკის მმართველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები, ხშირად არ არის თავსებადი რისკის შეფასებისთვის;
სურსათით გამოწვეული დაავადებების შემთხვევები არ დასტურდება ლაბორატორიულად და მხოლოდ სავარაუდო მონაცემებია, რაც რისკის შეფასებისთვის გამოსადეგი არ არის“.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ − სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის მიერ მომზადებული სურსათისმიერი საფრთხეების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რისკის შეფასების დასკვნები სათანადოდ ვერ ფარავს ექსპოზიციის შეფასებას, რაც ხელს უშლის რისკის დახასიათების საფეხურის ხარისხიანად განხორციელებას. შედეგად, რისკის შეფასების პროცესი ვერ ხორციელდება სრული სქემით“ – აცხადებს აუდიტი.
„სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების [შემდგომი რეაგირება] აუდიტის ანგარიში“ სამსახურმა 2021 წლის 14 იანვარს გამოაქვეყნა.
აუდიტი აცხადებს, რომ „სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი“ 2015 წელს ჩაატარა, ხოლო აღნიშნული აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის, ასევე გატარებული რეფორმებისა და გამოწვევების შესწავლის მიზნით, განხორციელდა შემდგომი რეაგირების აუდიტი [2016-2021 წწ.].
შემდგომი რეაგირების აუდიტის შედეგად კი, „გამოვლინდა გარკვეული სახის ნაკლოვანებები, რომლებიც დაკავშირებულია სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების, სახელმწიფო კონტროლის მართვის ელექტრონული პროგრამის და აღმოჩენილი დარღვევების გასაჯაროების მიმართულებით არსებულ ხარვეზებთან“.