მთავარი,სიახლეები

7 521 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

18.01.2022 • 859
7 521 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

18 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 7 521 ახალი შემთხვევა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 006 864 , ბოლო 24 საათში – 7 521
  • მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 934 667 , ბოლო 24 საათში – 3 160
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 512 , ბოლო 24 საათში – 31

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 56 367, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 892, PCR ტესტით – 17 475

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 13,34%, ბოლო 14 დღის – 10%, ბოლო 7 დღის – 10,26%

  • სულ აცრილია – 2 622 459, დღიურად აცრილია – 9 290
  • კარანტინშია – 50
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 465
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 050

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარაში – 801, იმერეთში – 792, ქვემო ქართლში – 285, შიდა ქართლში – 380, გურიაში – 193, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 302, კახეთში -263, მცხეთა-მთიანეთში – 171, სამცხე-ჯავახეთში – 108, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 55.

51 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


2022 წლის 17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის შეიცვალა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით

ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:

კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით
სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი
იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:

კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით
სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში
იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება

იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.

კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც.

კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:

ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირები
ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში
კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში

მკაცრად, 8 დღე, ექვემდებარებიან კარანტინს და ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში:

არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს
ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში
ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებს
პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში

იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 17 იანვრამდე ინფიცირებული და კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: