მთავარი,სიახლეები

ომიკრონით ინფიცირებულების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა – გაბუნია

18.01.2022
ომიკრონით ინფიცირებულების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა – გაბუნია

დღეს, 18 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

„აქედან უმეტესი შემთხვევა არის თბილისში“ – ამბობს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, ომიკრონის დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 ადამიანს დასჭირდა, რადგან ინფიცირებული პირებიდან ყველა ვაქცინირებულია.

„ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და სწორედ ამის გამო არ დასჭირდათ ამ პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. დაავადების მსუბუქად მიმდინარეობისთვის აუცილებელია ბუსტერ დოზის მიღებაც,“ – აღნიშნა მან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მიდის მსჯელობა და მუშავდება ვაქცინაციის გეგმის ახალი ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება წახალისდეს ვაქცინაცია.

„ამ კვირაში კიდევ გვექნება კონსულტაციები. როგორც იცით, იანვრის ბოლომდე წახალისების გეგმა მოქმედებს და გვექნება მსჯელობა როგორ უნდა მოხდეს ვაქცინაციის წახალისება, როგორც პირველი და მეორე დოზების ადმინისტრირების მხრივ, ასევე ბუსტერ დოზებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში“ – ამბობს თამარ გაბუნია.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 7 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: