მთავარი,სიახლეები

სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დენის გადასახადის ნაწილს მთავრობა დაუფინანსებს

17.01.2022
სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დენის გადასახადის ნაწილს მთავრობა დაუფინანსებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი წლის განმავლობაში იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური ქულა არის 150 000 და ნაკლები, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს მთავრობა დაუფარავს.

ამის შესახებ დღეს, 17 იანვარს, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს.

აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

ელექტროენერგიის ახალი ტარიფები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკი] 2020 წლის 29 დეკემბერს დაადგინა, რომლის მიხედვითაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის [მოსახლეობისთვის] დენის გადასახადი 3,494 თეთრით გაძვირდა. 3.4 თეთრით გაძვირდა დენის გადასახადი „თელასის“ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვისაც.

სწორედ ამ დანამატს დაუფარავენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ბიუჯეტიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: