მთავარი,სიახლეები

მაღალმთიან სოფლებში გზები ჩაკეტილია, რამდენიმე სოფელს დენი არ მიეწოდება

17.01.2022
მაღალმთიან სოფლებში გზები ჩაკეტილია, რამდენიმე სოფელს დენი არ მიეწოდება

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის სოფლებში გადაადგილება შეზღუდულია. ამ დროისთვის თოვლის საფარი ხულოს მაღალ სოფლებში სამ მეტრს აღწევს, შუახევში კი – ორ მეტრს.

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელეტროენერგია შუახევსა და ქედაში 9 სოფელს არ მიეწოდება.

„ხულოს არ აქვს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, თუმცა შუახევსა და ქედაში გამორთულია რამდენიმე სოფელი.

ქედაში ელექტროენერგია არ მიეწოდება: ცხმორისისა და მერისის ადმინისტრაციულ ერთეულებს, ზვარეს ნაწილს და სოფელ ვარჯანისს. შუახევში კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სოფლები: ოლადაური, დღვანი, უჩამბა, ჭვანის ხეობა და ოქროპილაურის ნაწილი,“- გვითხრეს ენერგოკომპანიაში.

როგორც ხულოს მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა. „რამდენიმე თემში მისასვლელი გზა გაწმენდილია, ღორჯომის მიმართულებითაც იწმინდება გზები, თუმცა ბოლომდე ჯერ არ არის დაერთებული. დანისპარაული-გოდერძის მიმართულებით გახსნილია გზა, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკა, ამ დროისთვის მხოლოდ მაღალი გამავლობის  მანქანებით არის შესაძლებელი გადაადგილება. ძირითადად ცენტრალური გზების გაწმენდა მიმდინარეობს, შიდა გზები ჯერ არ არის ყველგან გაწმენდილი.

თუ რაიმე გამოუვალი ვითარებაა, ამ შემთხვევაში შეუძლიათ გამოიძახონ სამაშველო და ისინი დაეხმარებიან გადაადგილებაში,“ –  ამბობს ნადიმ ვასაძე.

შუახევის მერიის ინფორმაციით, სოფლების მიმართულებით გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. „მერიაში საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08“ – გვითხრეს შუახევის მერიაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: