როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვლის 21 საათიდან 3 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 4-5-6 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

რკინიგზა ახალ რეისებს ამატებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე

მგზავრების გაზრდილი ნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა თებერვალში, ყოველ პარასკევს, შაბათს, კვირასა და ორშაბათს, ასევე 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით ყოველდღიურად, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

დამატებითი რეისების განრიგი ასე გამოიყურება:

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 387 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830]
  • ტანკი – 6 331 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 11 792 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 9 274 ერთეული [+46]
  • MLRS – 978 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 663 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 146 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 847 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 24 ერთეული [+1]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 316 ერთეული [+49]
  • სპეცტექნიკა – 1 470 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 620 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 457 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 888 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 215 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 946 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 156 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზალუჟნიმ დაასახელა უკრაინის არმიის სამი მთავარი ამოცანა 2024 წლისთვის:

  1. შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური საშუალებებით მომარაგების სისტემის შექმნა;
  2. საბრძოლო მოქმედებების ჩატარებისა და მომზადების ახალი ფილოსოფიის დანერგვა, რომელიც გაითვალისწინებს შეზღუდულ შესაძლებლობებს, ისევე როგორც მათი გამოქვეყნების შეზღუდვას;
  3. ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად ათვისება.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

წამლებს ჭარბად ნიშნავენ, კოლეგებთან განზრახ ამისამართებენ – ფრანგი ექიმები ქართულ ჯანდაცვაზე

„ჯანმრთელობის უფლებრივი  მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით.

ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას.

ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, სადაც ექიმები საქართველოში  ძვირადღირებულ მკურნალობაზე, ფარმაცევტულ ინდუსტრიასა და სადაზღვევო კომპანიებზე წერენ.

საქართველოში ჯანდაცვის სისტემის სწრაფმა პრივატიზაციამ და არასაკმარისმა რეგულაციებმა გააჩინა ხელსაყრელი პირობები არასრულყოფილი და ოლიგოპოლიური ბაზრის ჩამოსაყალიბებლად, სადაც ჯანდაცვის სერვისების ფასების რეგულირება რამდენიმე კერძო აქტორის ხელშია.

რახან რეფორმების განხორციელებამდე რეგულაციები არ არსებობდა, დაინტერესებულმა კომპანიებმა კონკრეტული სამედიცინო სფეროების მონოპოლიზაცია შეძლეს საქართველოში. დიდი სახელმწიფო საავადმყოფოები რამდენიმე კერძო სტრუქტურამ იყიდა, ძირითადად ბანკებმა, ფარმაცევტულმა და სადაზღვევო კომპანიებმა.

Habitat-Cité-ს მიერ 2022 წლის თებერვალში ჩატარებული ინტერვიუების მიხედვით, ამ სისტემას საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი აღიქვამს, როგორც წამახალისებელ სისტემას პრაქტიკანტი ექიმებისთვის, სისტემას, რომელშიც დაურეგულირებლად იზრდება მკურნალობის ფასი და ინიშნება ბევრი ანალიზი, რათა მაქსიმალურად გაზარდონ საკუთარი შემოსავალი პაციენტების ჯანმრთელობის შერყევისა და ფინანსური ზიანის ხარჯზე.

„საქართველოში ექიმები მაფიის ბოსები ან ბიზნესმენები არიან“აცხადებს საქართველოს მოქალაქე კვლევისას ჩაწერილ ინტერვიუში. ქალი საფრანგეთში ქალიშვილის მკურნალობის იმედით ჩავიდა.

მედიკამენტები პაციენტებისთვის ძალიან ძვირია. ჯანმრთელობის ხარჯებს შორის ყველაზე მეტი ფული ხალხს ამაში ეხარჯება, ბევრი პრეპარატი არ ფინანსდება სახელმწიფო დაზღვევით ან მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2016 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ფარმაცევტული ინდუსტრიის ბაზარს ეხება, წერია, რომ დომინანტურ პოზიციას ბაზარზე რამდენიმე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია იკავებს. ორგანიზაციის შეფასებით სახელმწიფო სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის და სამედიცინო ბაზრის რეგულირების საკმარისი რესურსი არ გააჩნია.

„ხუთი წლის შემდეგაც ეს რეალობა არ შეცვლილა“, – წერია ფრანგულ კვლევაში.

საქართველოში სამი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია ფლობს ბაზრის დაახლოებით 79%-ს. იგივე აქტორები არიან წარმოდგენილები ჭარბად ჰოსპიტალურ და სადაზღვევო სექტორში. მაგალითად  კომპანია GHG-ს წამლის ბაზრის 32% -ს ფლობს, ფლობს ასევე სადაზღვევო ბაზრის 25%-ს [„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“]. 

შემდეგ მოდის კომპანია PSP, რომელიც ბაზრის 28%-ის მფლობელია. ავერსი ბაზრის 19%-ს ფლობს. (2022 წლის მონაცემებით).

ეს სტრუქტურა ხელს უწყობს დომინანტურ კომპანიებს, ბოროტად გამოიყენონ საკუთარი პოზიციები და დააწესონ მკურნალობის ყველაზე მაღალი ფასი.

გამოკითხულთა თქმით, სამედიცინო ბაზრის ოლიგოპოლიური სტრუქტურით აიხსნება მკურნალობის მაღალი ფასი და დაბალი ხარისხი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.

ფრანგ მკვლევრებთან საქართველოს ბევრი მოქალაქე აღნიშნავს, რომ იძულებულები გახდნენ სამკურნალოდ წასულიყვნენ მეზობელ თურქეთში, სადაც მათი დაკვირვებით მედიკამენტები, მკურნალობა, ხშირად 4, 5-ჯერ იაფია საქართველოსთან შედარებით.

ჯანდაცვის ბაზარზე მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი კომპანიების დომინანტობა იწვევს მოსახლეობის უნდობლობას მთლიანად სისტემის მიმართ. ამასვე ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, სისტემა ჯანდაცვის პროვაიდერებს უბიძგებს და ახალისებს გაზარდონ თავიანთი მოგება, იმ მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების განზრახ გამოწერით, რასაც სახელმწიფო დაზღვევა არ აფინანსებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია MAC Georgia-ს წარმომადგენელი საკითხს ასე ხსნის: „დაზღვევა ჰოსპიტლებსა და კლინიკებს თანხას იმის მიხედვით უხდის, თუ რამდენ დღეს უმკურნალებენ ისინი პაციენტებს. შესაბამისად დაინტერესება დიდია, რომ საკუთარი მოგების გასაზრდელად ჩაატარონ რაც შეიძლება მეტი სამედიცინო მანიპულაცია, რადგან ამისთვის მათ სახელმწიფო დააფინანსებს. არ აქვს მნიშვნელობა სჭირდება თუ არა პაციენტს ეს მკურნალობა რეალურად“.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, მძლავრი რეგულაციების არარსებობა და ბაზრის სტრუქტურა ხელს უწყობს პოლიფარმაციას, (მედიკამენტების ჭარბად დანიშვნა) ახალისებს სიმპტომატურ მიდგომებს (რაც გულისხმობს თითოეული სიმპტომის ინდივიდუალურად მკურნალობას) და არ უწყობს ხელს ეტიოლოგიური მიდგომის დანერგვას. (ეტიოლოგიური მიდგომა გულისხმობს პათოლოგიის მკურნალობას სიმპტომების წარმოშობის გათვალისწინებით) ასეთი სისტემა კი დრამატულად ზრდის პაციენტების სამედიცინო ხარჯებს.

არსებობს ასევე ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ პრაქტიკოს ექიმებს კოლეგებთან შეთანხმება აქვთ. პრაქტიკოსები თავიანთ პაციენტებს კოლეგებთან ამისამართებენ, რაშიც კონსულტაციის ფასის პროცენტს იღებენ.

  • საქართველოში მკურნალობა ხელმიუწვდომელია

ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებათა კომიტეტის შეფასებით, ჯანდაცვის მომსახურება, მოწოდებული საჯარო თუ კერძო ოპერატორების მიერ, ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. თანასწორობა მოითხოვს და გულისხმობს, რომ ყველაზე ღარიბი ოჯახები არ დაზარალდნენ ჯანდაცვის დანახარჯებით მდიდარ ოჯახებთან შედარებით.

ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაცია, ოლიგოპოლიური სამედიცინო ბაზარი და ხარვეზიანი სადაზღვევო სისტემა განაპირობებს მკურნალობის არახელმისაწვდომობას საქართველოში.

„ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს ფრანგულმა მხარემ, იმ ქართველი პაციენტების პირადი მდგომარეობის შეფასებისას, რომლებიც ბინადრობის ნებართვას ითხოვენ საფრანგეთში მკურნალობის მიზნით“, – წერია ფრანგულ კვლევაში.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის კვლევა – 2021 წელი 

„საქართველოში ჯანდაცვის ხარჯებით გაღატაკების ყველაზე მაღალი და კატასტროფული მაჩვენებელია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. კატასტროფული ხარჯები გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან უწევს მედიკამენტების და ექიმების ზოგადი კონსულტაციების ფულის გადახდა.

საკუთარი ჯიბიდან იხდიან ასევე ჰოსპიტალიზაციისა და ამბულატორიული მკურნალობის ხარჯებს, რაც ყველაზე დიდ ტვირთად ღარიბ ოჯახებს აწვებათ“, – წერია ანგარიშში, რომლის სათაურია, „შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ჯანდაცვის საფასურის გადახდა საქართველოში“.

ბათუმის კონცხზე 5-ის ნაცვლად 3 თაუერი აშენდება – ყველაზე მაღალი 240 მეტრი იქნება

ბათუმის კონცხზე „რივიერა“ 5 თაუერის ნაცვლად 3 თაუერის აშენებას გეგმავს, რის გამოც საპროექტო ტერიტორიისთვის შეიცვალა განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ].

2023 წელს განახლებული გრგ-ს მიხედვით, სამი თაუერიდან ყველაზე მაღალი 240 მეტრი სიმაღლის იქნება [70 სართული], მეორე – 205 მეტრი [55 სართული] და მესამე – 150 მეტრი [39 სართული].

ადრინდელი პროექტით აქ 5 თაუერიდან ყველაზე მაღალი 200 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო:

ადრინდელი პროექტით „ბათუმი რივიერა“ 5 თაუერის აშენებას გეგმავდა / რენდერი არქივიდან

ბათუმის კონცხის განაშენიანებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაცია ქალაქის მერიამ საკრებულოში გადააგზავნა. თუმცა, როგორც ქალაქის საკრებულოში გვითხრეს, მერიამ დოკუმენტები უკან გაიხმო და ის საკრებულოში განსახილველ საკითხთა ნუსხაში დღევანდელი მდგომარეობით არ არის.

ვინაიდან შპს „ბათუმი რივიერა“ ცვლის პროექტს,  საკრებულომ ცვლილება უნდა შეიტანოს „რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ადრინდელ განკარგულებაში [განახლება: საკრებულომ აღნიშნული ცვლილება 2024 წლის 26 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა].

ახალი განკარგულებით კი „ბათუმი რივიერა“ ვალდებული იქნება ახალი განაშენიანების რეგულირე­ბის გეგმის გეგმარებითი დავალების საფუძველზე დაამუშაოს გრგ-ს ცვლილებები და დასამტკი­ცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტს.

განაშენიანების რეგულირების გეგმის [კორექტირებული პროექტის] მიხედვით, რომელიც „ბათუმელებს“ მოგვაწოდეს, ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნულია:

  • „5 მაღალსართულიანი კოშკის ნაცვლად აშენდება 3. კომპლექსის შენობების ამგვარი განაწილება არქიტექტურულ კომპოზიციას უფრო მსუბუქს ხდის და აღსაქმელად მეტად ესტეთიკურ სახეს აძლევს.
  • შენობების კონფიგურაციის ცვლილება გააგრძელებს ქალაქის ურბანულ ქსელს, გზის ქსელის დაგეგმარების ამგვარი გადაწყვეტა შეინარჩუნებს კავშირს ზღვასა და ქალაქს შორის.
  • საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადად მოეწყობა საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკების ქსელი, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში ასევე შეითავსებს სამაშველო გზის ფუნქციასაც, სახანძრო და სასწრაფო მანქანების მომსახურებისთვის. კონკრეტულ შენობებთან მანქანების მიდგომა ტერიტორიის ირგვლივ არსებული გზიდან მოხდება.
  • დამატებით გაკეთდა ადგილის ქარის, კლიმატის და დღის შუქის კვლევა შენობებთან მიმართებაში, შესაბამისად განაწილდა შენობების ახალი კონფიგურაცია.
  • კვლევა წარმოდგენილია კორექტირებულ გრგ-ს დოკუმენტში.
  • ზღვის სანაპიროს ზედა ზოლი დაუკავშირდება სახელმწიფო პარკს, რაც ბულვარის ზოლს საგრძნობლად გაზრდის.
  • კ1 კოეფიციენტი ტერიტორიისთვის მოცემულია 0,7 და ჩვენს მიერ ათვისებულია მხოლოდ 0,5-მდე, რაც საშუალებას გვაძლევს მეტად გამწვანდეს ტერიტორია და გაჩნდეს მეტი საზოგადოებრივი სივრცე.
  • მიჯნის ზონისა და ღიობების მოწყობის შეზღუდვა არ მოქმედებს გრგ-ში შემავალი ნაკვეთებისთვის.
  • ვინაიდან დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში შედის არსებითი ხასიათის ცვლილებები, საჭიროა განხორციელდეს არქიტექტურულ გეგმარებით დავალებაში ცვლილება.“
ბათუმი რივიერა / 3 თაუერი ბათუმის კონცხზე / რენდერი გრგ-დან

საპროექტო ტერიტორიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის დოკუმენტში კი, რომელიც 2019 წლითაა დათარიღებული და რომელსაც ხელს აწერს ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური, აღნიშნულია:

  • „ბათუმის კონცხზე 2010 წლის შემდგომ განხორციელებულმა მსხვილმასშტაბიანმა პროექტებმა სრულიად შეუცვალეს ბათუმის ამ ნაწილს ისტორიული სახე და მასშტაბი. ეს ტერიტორია გადაიქცა ცათამბჯენების მონაკვეთად.
  • უნდა ითქვას ისიც, რომ პირველ ხანებში, როდესაც ამ ადგილას სულ რამდენიმე მაღალსართულიანი ნაგებობა იდგა [სასტუმრო „რედისონი“ – ყველაზე დაბალი, ე.წ „ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“ და შედარებით მოშორებით – სასტუმრო „შერატონი“] შორიდან ბათუმის სილუეტი საკმაოდ ლამაზად და შთამბეჭდავადაც კი გამოიყურებოდა.
  • თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე და ასევე ქალაქის უკანა ნაწილში აღიმართა სხვა მრავალი მაღალსართულიანი ნაგებობა – სილუეტი სრულიად შეიცვალა და დეგრადირდა. ამჟამად ბათუმში შესვლისას ვხედავთ ნაგებობებს. უწესრიგოდ „ჩაყრილ“ მაღალსართულიან ნაგებობებს.
  • საპროექტო ტერიტორიაზე ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი შემოდის [შედარებით ნაკლებად – თეატრის და მეტად – შუქურას]. თუმცა უნდა ითქვას, რომ ტერიტორიის განაშენიანება არ დაარღვევს ამ ორი ნაგებობის ვიზუალურ აღქმას.
  • როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ტერიტორიაზე მცირედით შემოდის შუქურას ფიზიკური დაცვის არეალი. შესაბამისად, აუცილებელია დაპროექტების დროს არ მოხდეს ამ მცირე მონაკვეთზე შენობის აღმართვა.
  • ამავე დროს, ვინაიდან საპროექტო ტერიტორია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცათამბჯენზე წინ მდებარეობს [იმ მხარეს, საიდანაც პირველად ხედავ ქალაქს], სასურველია აქ განსახორციელებელმა პროექტმა გარკვეულწილად გამოასწოროს ქალაქის სილუეტი.“

ბათუმის კონცხზე ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

მშენებლობის ნებართვის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოსაც კი მიმართა, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

___

„ბათუმი რივიერას“ პროექტის შესახებ დეტალები და მიმდინარე პროცესების ქრონოლოგია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
3 თაუერი ბათუმის კონცხზე / რენდერი გრგ-დან

შპს „ბათუმი რივიერა“, რომელიც „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიაა, ბათუმის კონცხზე ჯამში 6 ჰექტრამდე [59 042 კვადრატული მეტრი] ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს საკუთრებაში.

შპს „ბათუმი რივიერას“ პროექტის ნებართვა სამ ეტაპად გაიცა:

  • ბათუმის საკრებულომ სამშენებლო ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2019 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობის „სილქ თაუერისა“ და ლაგუნას არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა, რაზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა.

შპს „ბათუმი რივიერას“ მფლობელია შპს „რივიერა“, რომლის მფლობელი არის შპს „სილქ რიალ ისთეით“. თავის მხრივ, „სილქ რიალ ისთეითის“ 5 პროცენტს ფლობს ოფშორულ ზონაში [მალტაში] რეგისტრირებული შპს „ამფიდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი“, ხოლო 95 პროცენტს – შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“. ამ უკანასკნელის 100 პროცენტს კი, ასევე ოფშორში რეგისტრირებული „კომოდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი“ ფლობს.

კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა – მშენებლობა ადლიაში

ბათუმში, ადლიის #102-ში ოთხსართულიანი, დაუმთავრებელი შენობა დგას. წესით აქ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია უნდა იყოს უკვე განთავსებული, თუმცა შენობა დაუსრულებელია და სააგენტო ახალ კომპანიას ეძებს, რომელიც სამუშაოებს დაასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა – 1 295 248 ლარი სრულად მიიღო, სახელმწიფო დაკვეთა არასრულად შეასრულა. არადა ამ თანხით სამსართულიანი, 1871 კვადრატული მეტრი შენობის აშენება და რემონტი იყო დაგეგმილი.

კომპანია, რომელსაც შენობის აშენების და ჩაბარების ვალდებულება ჰქონდა, ახლა შავ სიაშია. საბიუჯეტო ორგანიზაციას კი თავიდან მოუწია ტენდერის გამოცხადება, ამჯერად 1 125 875 ლარით. ანუ თითქმის იგივე თანხით, რაც ამ საქმეში უკვე გადაუხადა შავ სიაში მოხვედრილ კომპანიას.

ბათუმში, ადლიის ქუჩა #102ა-ში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი 2021 წლის თებერვალში გამოაცხადა.

ტენდერში ერთადერთმა კომპანიამ, შპს „ძმებმა“ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. ტენდერი 1 მილიონ 619 060 ლარზე იყო გამოცხადებული. შპს „ძმებმა“ სამუშაოს შესრულებაში სააგენტოს 300 000 ლარით ნაკლებად შესთავაზა და გაიმარჯვა.

ხელშეკრულება გარემოს ეროვნული სააგენტოს და შპს „ძმებს“ შორის 2021 წლის 12 აპრილს გაფორმდა 1 295 248 ლარზე. მისი მოქმედების ვადად კი 2022 წლის 25 მარტი განისაზღვრა.

ასევე სამუშაოების შესრულების ვადა შემსყიდველმა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ასე განსაზღვრა: „სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი მოთხოვნიდან, გეგმა გრაფიკის შესაბამისად 10 თვე [ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით].“

გარემოს ეროვნული სააგენტოს მაშინდელი უფროსის, ანდრო ასლანიშვილის 2021 წლის 29 აპრილის ბრძანებით [#48] მშენებლობის კონტროლი ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, პაატა ვადაჭკორიას და მოწვეულ სპეციალისტს იოსებ მირიანაშვილს დაევალა.

პირველი მიღება-ჩაბარების აქტი 2021 წლის ივლისში გაფორმდა.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, 2021 წლის 12 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მომდევნო ორი წლის განმავლობაში 13 ცვლილება შევიდა. ბოლო ცვლილების თარიღი  2023 წლის 30 ივნისია.

ოფიციალურ დოკუმენტაციაში, საზედამხედველო კომპანიად დაფიქსირებულია – „ზაისი და კომპანია“. ეს კომპანია ასრულებდა ჩატარებული სამუშაოების ინსპექტირებას. შესაბამისად, კონტროლი ამ კომპანიის პასუხისმგებლობაც იყო.

სააგენტოს პორტალზე არსებული დოკუმენტებით, მშენებლობის პროცესი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად მიმდინარეობდა. ამას ადასტურებდა ზედამხედველი კომპანიაც.

მიუხედავად ამისა, კომპანიამ ვადის გადაწევა რამდენიმეჯერ ითხოვა და თანხმობაც მიიღო.

2023 წლის 31 ივლისით დათარიღებული ინსპექტირებისა და ტექნიკური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას ფაქტობრივად შესრულებული მორიგი სამუშაოების ხარჯი გამოუთვალეს და ჩაუთვალეს. 2 თვეში კი ვითარება რადიკალურად შეცვალა.

2023 წლის 12 სექტემბერს გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ზვიად გელაშვილმა სააგენტოს ხელმძღვანელს მოხსენებითი ბარათით აცნობა, რომ შპს „ძმებთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 1 სექტემბერს ამოიწურა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მოითხოვა სააგენტოს შეესწავლა კომპანიის ფინანსური ვალდებულებები და შესაბამისი პროცედურები დაწყებულიყო.

ზვიად გელაშვილი ხელმძღვანელს ატყობინებდა ასევე, რომ კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმა 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით იყო 103 875 ლარი.

2023 წლის სექტემბერშივე, მიმწოდებლის, ანუ შპს „ძმების“ შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ შეტყობინება დოკუმენტებში გამოჩნდა.

მოთხოვნის საფუძვლად გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ვასილ გედევანიშვილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მიმწოდებელმა, ანუ შპს „ძმებმა“ სამუშაოები აწარმოა სისტემატური შეფერხებით, დაბალი ტემპით და ფინანსური, ასევე კალენდარული გრაფიკით განსაზღვრულ პერიოდებთან ჩამორჩენით და დარღვევით.

„სამუშაოების წარმოების პროცესში შემსრულებლის მხრიდან იკვეთებოდა ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება და დარღვევა, სამუშაოების შენელებული ტემპი და ხშირ შემთხვევაში სამუშაო პროცესის სრული წყვეტა“,- ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელსაც ხელს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი აწერს.

კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნაზე შეტყობინებაში სააგენტო ასევე განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმწოდებლის მიერ ჯეროვნად, მათ შორის, დროულად შესრულების მიზნით ყველა საშუალება გამოიყენა და გაატარა სამართლებრივი ღონისძიებები.

ამავე შეტყობინებაში ვასილ გედევანიშვილი განმარტავს, რომ „სააგენტოს მიადგა ზიანი, რომლის გამოსწორებაც დღეის მდგომარეობით შეუძლებელია.“

შესყიდვების ვებპორტალის მიხედვით, მიუხედავად პრობლემებისა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისა, კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, 1 მილიონ 295 248 ლარი ჩაერიცხა.

იმავე სამუშაოებისთვის სააგენტოს ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწია თითქმის იგივე თანხით – 1 მილიონ 125 875 ლარით.

დოკუმენტაციით, რაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ირკვევა, რომ სააგენტომ საბიუჯეტო სახსრები სათანადოდ ვერ დაიცვა, როცა ამის მექანიზმი ხელშეკრულებაშივე ჰქონდა ჩადებული.

სააგენტოს ხელმძღვანელი ცდილობს განმარტოს, რატომ მიიღო კომპანიის შავ სიაში შეტანის შესახებ გადაწყვეტილება დაგვიანებით, ანუ რატომ არ შეუწყვიტა კომპანიას ხელშეკრულება უფრო ადრე.

„დამატებით განვმარტავთ, რომ ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 თვის ვადაში. მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა სამუშაოების დასრულება.

სააგენტომ არ მიმართა მიმწოდებელთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს და ცდილობდა მიმწოდებლისთვის მაქსიმალურად შეეწყო ხელი, რათა მას უზრუნველეყო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და სამშენებლო პროცესის დასრულება.

ამ მიზეზით რამდენჯერმე განხორციელდა ახალი ფინანსური, ასევე კალენდარული გრაფიკის შედგენა. აგრეთვე, არაერთხელ განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევა,“ – წერს ვასილ გედევანიშვილი

მხარეებს შორის 2023 წლის 30 ივნისს გაფორმებული [N13] შეთანხმების აქტის თანახმად, მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების დამატებით ვადად განესაზღვრა 2023 წლის 30 ივლისის ჩათვლით პერიოდი – სამ დეკადად [ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით].

შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ, 2023 წლის 20 ივლისის ჩათვლით [ორ დეკადაში] გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად და უპირობოდ შეეწყვიტა 2021 წლის 12 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება. მიმწოდებელმა არ შეასრულა 2023 წლის 30 ივნისის N13 შეთანხმების აქტით დადგენილი პირობები.

„ბათუმელებმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წერილობით გაუგზავნა შეკითხვები. დავინტერესდით, რატომ ჩაურიცხა სააგენტომ კომპანიას მილიონ ლარზე მეტი თანხა მაშინ, როცა აშკარა იყო, რომ შპს „ძმები“ ვერ ასრულებდა აღებულ ვალდებულებებს. ასევე, დავინტერესდით რატომ არ გამოიყენა სააგენტომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის მექანიზმები ბიუჯეტის სახსრების ეფექტურად განსაკარგად.

სააგენტოდან პასუხის მიღების შემთხვევაში, მათი განმარტება მასალაში აისახება.

ბათუმში, ადლიის #102-ში სამუშაოების დასასრულებლად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი ტენდერი 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა, 1 მილიონ 125 875 ლარით.

ახალი ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის.

ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა – შპს „ინტერ კონსტრუქშენი“ და შპს „იორ ბუილდინგ კომპანი“. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო შპს „იორ ბუილდინგ კომპანი“ დისკვალიფიცირებულია. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ამ ტენდერში შპს „ინტერ კონსტრუქშენი“ გაიმარჯვებს.

გამარჯვებულმა კომპანიამ 1 მილიონ 125 875 ლარად  უნდა მოაპირკეთოს სააგენტოს შენობა, ასევე უნდა მოაწყოს გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების, წყალ-კანალიზაციის, ელექტრო გაყვანილობის და სუსტი დენების სისტემები.

წესით ეს სამუშაოები შპს “ძმებს” უნდა გაეკეთებინა.

სატენდერო განაცხადს თან ერთვის ფოტო მასალა, თუ რა მდგომარეობაშია ახლა შენობა, რომლის დასრულების ვალდებულებაც ახალ კომპანიას ექნება.

სქრინი სატენდერო დოკუმენტიდან: ასე გამოიყურება შენობის შიდა ინტერიერი, რომელიც ახალმა კონტრაქტორმა უნდა დაასრულოს
  • ვის ეკუთვნის შავ სიაში მოხვედრილი კომპანია

შპს „ძმები“ 2019 დაფუძნებული კომპანიაა და მისი ასივე პროცენტი მარად ჯიმშერაძეს ეკუთვნის.

შპს „ძმები“ დაკავშირებულია კომპანია შპს „ნიკასთან“. ეს უკანასკნელი კი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ მილიონობით ლარის ღირებულების ტენდერებს იგებს.

იმისთვის, რომ 2021 წელს ტენდერში გაემარჯვა, შპს „ძმებმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სწორედ შპს „ნიკასთან“ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაცია წარუდგინა, როგორც მტკიცებულება, რომ ანალოგიური სამუშაოს ჩატარების გამოცდილება ჰქონდა.

  • კითხვები, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს და კომპანიის მიმართ არსებობს

მაშინ, როცა აშკარა იყო, რომ კომპანია ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, რატომ არ შეწყვიტეს მასთან ხელშეკრულება და რატომ ჩაურიცხეს თანხა სრულად შპს „ძმებს“ – ეს არის კითხვა, რომლითაც „ბათუმელებმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

ასევე დავინტერესდით, რა მექანიზმებით გეგმავს სააგენტო შეუსრულებელ სამუშაოებში უკვე გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას. ასევე დავინტერესდით დაწყებულია თუ არა სამართლებრივი დავა კომპანიასთან და თუ არის, რა ეტაპზეა.

პასუხი სააგენტოსგან ჯერჯერობით არ მიგვიღია.

„ბათუმელები“ იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ შეასრულა შპს „ძმებმა“ ტენდერით აღებული ვალდებულებები, დაუკავშირდა კომპანიის დირექტორს, მარად ჯიმშერაძესაც.

„თქვენს ნომერს მივაწოდებ და გაგცემენ ყველაფერზე პასუხს,“ – გვითხრა მარად ჯიმშერაძემ ჩვენი შეკითხვის პასუხად.

მარად ჯიმშერაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ გააკეთებს კომპანიის სახელით კომენტარს.

კითხვებზე პასუხის მიღების შემთხვევაში, ის მასალაში აისახება.

როცა პატარა გოგოებს ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებენ – ფაქტები 50%-ით გაიზარდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, 50 პროცენტითაა გაზრდილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები. 2023 წელს ასეთი 197 შემთხვევა აღირიცხა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ამ მუხლით საქმის გამოძიების დაწყების შესახებ. დაზარალებულები ხშირად არიან არასრულწლოვნები.

მაგალითად, 2023 წლის დეკემბერში სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია არასრულწლოვანი გოგონების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე – წალკაში მცხოვრებმა 28 წლის კაცმა სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც უკავშირდებოდა არასრულწლოვან გოგონებს და მათ მოტყუებითა და იძულებით გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები.

შემდეგ კი ორი არასრულწლოვნის ინტიმური ფოტო საჯაროდ გამოაქვეყნა სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე და ამ გზით დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეომასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა.

28 წლის კაცი დააკავეს და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. ამ შემთხვევაში დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული ფაქტი ასევე არასრულწლოვანს შეეხებოდა. 2024 წლის იანვარში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 წლის კაცმა ფეისბუქის საშუალებით 13 წლის გოგოს შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ფოტოების მიღების შემდეგ კაცი გოგონას დაემუქრა, რომ ამ ფოტოებს მშობლებს გაუგზავნიდა, თუ დამატებით სხვა კადრებს არ გადაიღებდა. ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვნის დედამ გაიგო და მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

ამ შემთხვევაში პროკურატურამ 24 წლის კაცს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტებზე დაზარალებულები მხოლოდ არასრულწლოვნები არ არიან. მაგალითად, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა კაცმა ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა.

შემდეგ კი, ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს whatsapp-ის საშუალებით გადაუგზავნა.

შს სამინისტრო აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობის ზრდა მსხვერპლთა მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობისა და მიმართვიანობის გაზრდას უკავშირდება.

გურიაში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლს სცემა – ქალი კლინიკაშია

გურიაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცმა ცოლს მუცელში ფეხი ჩაარტყა, ქალი დაზიანებით ბათუმში, კლინიკაშია გადმოყვანილი.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ კაცი დაკავებულია ოჯახში ძალადობის ბრალდებით – 126-ე მუხლის პირველი პრიმა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 386 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000]
  • ტანკი – 6 322 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 11 773 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 9 228 ერთეული [+33]
  • MLRS – 976 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 663 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 136 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 847 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 267 ერთეული [+36]
  • სპეცტექნიკა – 1 462 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 580 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 457 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 877 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 214 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 931 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 124 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

 

კომპანიამ მერიის თანხმობით დაშალა სკვერი, რომლის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 118 ათასი დაიხარჯა

ბათუმის მერიის თანხმობით, აბუსერიძის 23-ში მდებარე სკვერი [საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები] უკვე დაშლილია. ამ სკვერის მოწყობაში კი, დაახლოებით ერთი წლის წინ მერიის ბიუჯეტიდან 118 ათასი ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულ მისამართზე მდებარე ოთხსართულიანი [+1 სართული დაშენებული] საცხოვრებელი სახლი მერიას ავარიული სახლების სიაში ჰქონდა შეტანილი. ამ სახლს შპს „სკაილაინ ჯგუფი“ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში დაანგრევს და ახალ, 25 სართულიან კორპუსს ააშენებს.

ადგილი აბუსერიძის 23-ში, სადაც სკვერი [საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები] იყო. ამ მისამართზე მრავალსართულიან კორპუსს ააშენებენ
რატომ გახდა აუცილებელი აქ მდებარე სკვერის დაშლა და რაზე გაურიგდა მერია სკვერის ტერიტორიის სანაცვლოდ კერძო კომპანიას? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიაში სცადა. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაცია წერილობით, ოფიციალურად გამოვითხოვოთ.

ბათუმში, აბუსერიძის 23-ში [საფეხბურთო სტადიონის მოპირდაპირედ] არსებული მიწის ნაკვეთის [სადაც ავარიული სახლი და სკვერი მდებარეობდა] ფართობი ჯამში 1 107 კვადრატული მეტრია. აქედან სახლს დაახლოებით მიწის 422 კვ. მ ფართობი ეკავა. სახლსა და სკვერს შორის დაცილება კი დაახლოებით 12 მეტრი იყო.

აღნიშნული ტერიტორია დღეს მთლიანად „სკაილაინ ჯგუფის“ საკუთრებაშია.

სად წაიღეს ატრაქციონები და ტრენაჟორები? – მერიაში „ბათუმელებს“ დღეს არც ამ შეკითხვაზე უპასუხეს.

„ჩვენ როცა ავითვისეთ ეს ადგილი, დავაკმაყოფილეთ მოსახლეობა, ზოგს ვუყიდეთ ბინა, ზოგი ქირით გავიყვანეთ და მოვამზადეთ პროექტი იმისთვის, რომ სამუშაოები დავიწყოთ. შესაბამისი დოკუმენტაცია შეტანილი გვაქვს მერიაში… მაგ ლოკაციაზე პროექტი 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ სკვერის, რომელზედაც საუბრობთ, აღების გარეშე, ფაქტობრივად, მშენებლობა არ  განხორციელდებოდა. ეს სკვერი შიდა ზოლშია – იმავე საკადასტრო ერთეულში იყო, სადაც ავარიული სახლი იდგა“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში „სკაილაინ ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი შარაშიძემ.

სახლი აბურსერიძის 23-ში, რომლის ადგილზეც 25 სართულიან კორპუსს ააშენებენ / ფოტო გადაღებულია 2023 წლის დეკემბერში

„სკვერში მოვახდინეთ [ატრაქციონების, ტრენაჟორების] დემონტაჟი, ახლა ველოდებით, რომ ბათუმის მერია გამოყოფს ახალ ნაკვეთს და იქ დავამონტაჟებთ“, – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

აბუსერიძის 23-ში სკვერის მოწყობაზე ტენდერი მერიის სამმართველომ 2 წლის წინ გამოაცხადა. სახელშეკრულებო თანხა 128 930 ლარი იყო. საბოლოოდ კი კომპანიას შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით 118 795 ლარი გადაუხადეს.

სკვერი აბუსერიძის 23-ში, რომელიც დღეს დაშლილია. კომპანიის განცხადებით ამ ატრაქციონებს და ტრენაჟორებს მერიის მიერ გამოყოფილ ახალ ადგილზე დაამონტაჟებენ

სანადირო თოფით ძმის მკვლელობის საქმე – „გასროლის ხმა მახსოვს მხოლოდ“

„ჩვენებას არ ვაძლევ“, – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა რევაზ ლ.-მ, რომელიც მოკლული კაცის მამაა. მკვლელობაში რევაზ ლ-ს მეორე შვილია ბრალდებული.

2023 წლის 2 ივნისს, პროკურატურის ვერსიით, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში ძმამ სანადირო თოფით ძმა მოკლა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ეს საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. დღეს, 31 იანვარს, მოსამართლემ ექსპერტების ჩვენებები მოისმინა.

ბრალდებულის მამას კანონი აძლევს უფლებას, არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ. მოსამართლემ მოწმეს ასევე განუმარტა, რომ სხდომათა დარბაზის დატოვება შეეძლო. თუმცა მან დარბაზში დარჩენა არჩია – მეორე რიგის ერთ სკამზე ჩამოჯდა და ექსპერტებს თავიდან ბოლომდე მოუსმინა.

„დავღუპე და მეც დავიღუპე თავი“, – მკვლელობაში ბრალდებულთან გასაუბრების ჩანაწერები წაუკითხა მოსამართლეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ფსიქიატრმა, მაკა დადიანმა. მისი, როგორც ექსპერტის დასკვნით, ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებული არ არის.

კიდევ ერთი ექსპერტის, ფსიქოლოგის დასკვნით, ბრალდებული არც აფექტურ მდგომარეობაში იყო დანაშაულის ჩადენის დროს.

„გასროლის ხმა მახსოვს მხოლოდ, ასე მგონია, კინოში ვარ,“ – ამჯერად ფსიქოლოგმა გაიხსენა, რა უთხრა შეხვედრის დროს მკვლელობაში ბრალდებულმა.

„წინა დღით სანადიროდ ვიყავი, ამიტომაც მქონდა ტყვიები იქვე… დედას დასცინოდა, აბუჩად იგდებდა, ყველაზე მეტად ეს ვერ ავიტანე,“ – უთქვამს ბრალდებულს ფსიქოლოგებისთვის.

მკვლელობაში ბრალდებული რამაზ ლ. 35 წლისაა. მას სამხედრო მოსამსახურედ მუშაობის გამოცდილება აქვს და ავღანეთშიც ყოფილა. რამაზ ლ. აგვისტოს ომის მონაწილეცაა.

„მოტივთან დაკავშირებით დაგისახელათ მშობლების შეურაცხყოფა და არასასურველი სასიყვარულო ურთიერთობა?“ – ფსიქიატრს სთხოვა დაკონკრეტება პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

„დიახ, ასეა,“ – ჩაილაპარაკა მოწმემ, რომელიც დისტანციურად, სოციალური ქსელის საშუალებით გამოიკითხა თბილისიდან.

მოწმეების თქმით, ბრალდებული მათთან გასაუბრების დროს მკვლელობის მოტივად ძმის მხრიდან მშობლების სისტემატურად შეურაცხყოფის გარდა ასახელებდა იმას, რომ „ის ქუჩურ ცხოვრებას მისდევდა“. და  ასევე: გარდაცვლილს დაქორწინება სურდა ქალთან, ვისაც ორი შვილი ჰყავდა წინა ქორწინებიდან.

„იმ დილითაც ვცადე დალაპარაკება ძმასთან, ვინ ჩემი ფეხები ხარო… დედა შეესწრო, როცა სანადირო თოფი გამოვიტანე… ბიძაშვილის ცოლმა სასწრაფოს დაურეკა, მე მხოლოდ წინ და უკან დავდიოდი,“ – ესეც ფსიქოლოგის ჩანაწერია.

„ვერ დაგელაპარაკებით,“ – გვიპასუხეს მოკლულის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა, ვისთან გამოლაპარაკებაც სხდომის დასრულების შემდეგ ვცადეთ.

სასამართლოსთვის ჩვენება ჯერ არ მიუცია ბრალდებულს. გამოსაკითხი კიდევ 3 მოწმე დარჩა.

ამბავი თურქეთ-საქართველოს „საზღვრის დამრღვევ“ ძროხებზე – რას ჰყვებიან კირნათში

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

___________________

„იქით რომ სახლებს ხედავ, უკვე თურქეთია“- 70 წლის ავნი ცინცაძე თურქეთის მიმართულებით, საზღვრად ქცეულ ჭოროხს თითით გვიხაზავს.

ავნი ცინცაძეს სოფელ კირნათში შევხვდით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ეს საზღვრისპირა სოფელი გასულ კვირებში თურქული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი საქონელია, რომელმაც საქართველო-თურქეთის საზღვარი გადმოკვეთა და თურქეთის სოფელ მურათლიდან საქართველოს სოფელ კირნათში ჩამოვიდა.

კირნათში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ძროხები საზღვარს არ ცნობენ და ხან თურქეთიდან გადმოდიან საქართველოში, ხან – პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სოფელი სხვადასხვა სახელმწიფოს შემადგენლობაშია, კირნათსა და მურათლს შორის მანძილი 2 კილომეტრიც არ არის. შესაბამისად, საქონლისთვის სხვა სახელმწიფოში გადასვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

კირნათში ასეთ არაერთ შემთხვევას იხსენებენ.

კირნათელი თემურ გაბიტაძე თურქეთიდან საქართველოში გადმოსულ ორ ძაღლს, ერთ ძროხასა და „საზღვრის დამრღვევი ძროხის“ ხბოს პატრონობს.

„შარშან ზამთარში ტყეში ძროხა ვიპოვეთ. ვიცოდით, რომ თურქეთიდან იყო. მეპატრონეს ვეძებდით, მესაზღვრეებსაც ვუთხარით, იქაურ მუხტარსაც [გამგებელი] გავაგებინეთ. თუმცა მფლობელი არ გამოჩნდა. შემდეგ ყინვა დაიწყო.

ვიფიქრე, სანამ ვინმე გამოჩნდება, ჩემთან იქნება- მეთქი, წამოვიყვანე და ჩემს ბოსელში დავაბი. რამდენიმე დღეში ხბოც მოიგო. ერთი წელი გავიდა, პატრონი დღემდე არ გამოჩენილა“ – ამბობს თემური.

საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებს მდინარე და ტყე ყოფს.

კირნათელები. ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი

ავნი ცინცაძე ამბობს, რომ ერთადერთი გზა, საიდანაც შესაძლოა, რომ საქონელი ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში აღმოჩნდეს, ტყეა. კირნათში ამბობენ, რომ ძირითადად, ორივე სოფელი ატყობინებს ერთმანეთს საქონლის გადმოსვლის ამბავს.

„საქონელი თუ იქით გადავა, ვიცით, რომ აუცილებლად დაბრუნდება. ცხოველის ინსტინქტია ასეთი. მაგრამ, თუ გადმოსვლა ვერ შეძლო, ვიცით, რომ არ დაიტოვებენ, იქაური გამგებელი დარეკავს, პატრონს მოძებნის და შემდეგ აუცილებლად გადმოდენიან“ – ამბობს ავნი ცინცაძე.

ჭოროხს იქით, თურქეთში მდებარე სოფელი, ადრე ქართული იყო. 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების თანახმად, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი სოფელ მარადიდზე დადგინდა – ქვედა მარადიდი საბჭოთა კავშირის საზღვრებში მოქცეულ საქართველოში დარჩა – ზედა მარადიდი კი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მოგვიანებით თურქეთში მდებარე სოფელს სახელიც შეეცვალა და მურათლი ეწოდა. სოფელ კირნათის პირდაპირ, საზღვრის იქით მხარეს, სწორედ სოფელი მურათლი მდებარეობს.

ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი

„როგორც ვიცით, უფროსი თაობა ქართული ტრადიციების შენარჩუნებას დღემდე ცდილობს, ოჯახებში ქართულად საუბრობენ, თუმცა დროთა განმავლობაში ესეც დაიკარგება, ალბათ“ – გვეუბნება ავნი ცინცაძე. იგი ამბობს, რომ საზღვრით გაყოფილ სოფლებს შორის ნათესაური კავშირებიც არსებობს. „რამდენიმე ჩვენი სოფლელი გოგო იქითაც კი გათხოვდა“- გვითხრა მან.

საზღვრისპირა სოფელში ცხოვრება განსაკუთრებით რთული იყო საბჭოთა რეპრესიების დროს. ადგილობრივების თქმით, სტალინური რეპრესიებისას თურქეთთან „ჯაშუშური კავშირის“ ბრალდებით სოფლიდან 21 ოჯახი გადაასახლეს, ზოგი დახვრიტეს.

„რადგან საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობდნენ, მოღალატეებად მიიჩნიეს, იფიქრეს, იქით დარჩენილ ნათესავებთან კავშირი ექნებათო. ძველ დროში სოფლებს ერთმანეთთან ურთიერთობა ეკრძალებოდათ. კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება სახლებზე გადმოფენილი სხვადასხვა ფერის ზეწარი იყო. სადაც თეთრს გადმოფენდნენ, იმ ოჯახში ქორწილი იყო, თუ შავს – სამძიმარი. ასე ხვდებოდნენ გაღმა სოფელში რა ხდებოდა აქეთ“ – გვიყვებიან კირნათში.

სოფელში იხსენებენ იმასაც, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის სახლები სხვა ქვეყანაში.

„ბებიაჩემი სიცოცხლის ბოლომდე ბინოკლით უყურებდა საზღვრის იქით დარჩენილ მშობლიურ სახლ-კარს“ – იხსენებს თემურ გაბიტაძე.

კირნათი, სოფლის ფანჩატურში

როგორც კირნათელები „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნავენ, საზღვარი ორივე სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად კონტროლდება. სოფელში გვეუბნებიან, რომ სპეციალური საშვით ჰქონდათ შესაძლებლობა განსაზღვრულ ადგილებში, ჭოროხს იქითაც გადასულიყვნენ.

„მაყვალს ვკრეფდით, ზამთრის შეშაც გამოგვქონდა, სიმინდიც მოგვყავდა და საქონელსაც ვაძოვებდით, მაგრამ ახლა რაღა აზრის აქვს, ჰესების გამო ყველაფერი დატბორილია“ – ამბობს ავნი ცინცაძე.

51 წლის კირნათელი ნესტან ლომინაძე ასეთ შემთხვევას იხსენებს: „საზღვართან ახლოს, ჭოროხის პირას, ბაღი მაქვს. შემოდგომას, ბაღჩის ბოლოში კაკალს ვკრეფდი, თურმე სათვალთვალო კამერებში მესაზღვრეებს დავუნახივარ, ალბათ, საეჭვოდ მიმიჩნიეს და თავს დამადგნენ. მას შემდეგ იქ აღარც ჩავსულვარ’’.

ნესტან ლომინაძე სეზონურ სამუშაოებზე ყოველწლიურად ქართულ-თურქულ ოჯახებში დადიოდა. „მათ ჩვენებურებს ვეძახდით, ახლა გვარიც შეიცვალეს, მაგრამ უფროსი თაობა მაინც ცდილობს, რომ არ დაივიწყოს მშობლიური ენა“ – ამბობს ის.

მურათლი, ყოფილი ზედა მარადიდი, მჭიდროდ დასახლებული სოფელია.

„აქედანაც კი ვხედავთ, ახალ სახლებს უკვე თურქული სტილით აშენებენ. აი, მეჩეთი მოჩანს, სკოლაც. გაგიკვირდებათ, მაგრამ აქაც კი ისმის მურათლელი მეზობლების ერთმანეთთან გადაძახილი, მინარეთიდან კი – მლოცველთა ხმა. ამბობენ, რომ ზემოთ, ის ნარინჯისფერი სახლი, მუხტარს [გამგებელს] ეკუთვნისო“- გვიყვება ნელი შუშანიძე, რომელიც „გზების გახსნის“ [თურქეთის რესპუბლიკაში თავისუფალი მიმოსვლა] შემდეგ ექსკურსიითაც კი გადასულა მურათლიში:

„როცა გაიგებენ, რომ საქართველოდან ხარ, ყველა განსაკუთრებული სიყვარულით გმასპინძლობს“ – ამბობს ნელი შუშანიძე.

კირნათში ამბობენ, რომ გაყოფილ სოფელს შორის ნათესაური კავშირები თანდათან იკარგება და თითო-ოროლა თუ შემორჩა. კირნათში ერთი სურვილი აქვთ, მათ სოფელში სასაზღვრო პუნქტი გაიხსნას, რომ სოფელი ტურისტულად განვითარდეს და მიმოსვლაც მეტი იყოს.

„ახალი თაობაც დასაქმდება. უკვე ერთ ახალგაზრდასაც კი ვეღარ იპოვი სოფელში, სკოლის დასრულების შემდეგ ყველა ქალაქში გადადის“,- სწუხან კირნათში.

ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი

ტალახი და გუბეები მესხის ქუჩასთან მდებარე პარკში | ფოტოამბავი

ბათუმში, სერგი მესხის #35-თან მდებარე პარკის ფოტოები „ბათუმელებს“ მკითხველმა მოაწოდა. მოქალაქის თქმით, პარკი წლებია ამ მდგომარეობაში, ატრაქციონები დაზიანებულია, ტერიტორიაზე ტალახი და წყლის გუბეებია და ბავშვების გართობას ვერ ახერხებენ.

„მივმართეთ მერიას, მაგრამ არ გვაქცევენ ყურადღებას“ – ამბობს მოქალაქე.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

რატომ შეიძლება გცხელოდეთ მაშინ, როცა სხვებს სცივათ და პირიქით

რა განაპირობებს იმას, რომ ადამიანები ერთსა და იმავე ტემპერატურას სხვადასხვაგვარად გრძნობენ? მაგალითად, შეიძლება ერთ ოთახში ზოგს ძალიან სცხელოდეს, ზოგს პირიქით – სციოდეს? ეს თემა განსაკუთრებით ხშირი განხილვის საგანია საერთო სამუშაო სივრცეებში. 

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე სხეულის ტემპერატურის მარეგულირებელ ფაქტორებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ, მაგალითად, სიმხურვალის შეგრძნება შეიძლება საკვების მიღებამაც გამოიწვიოს, ფიზიკურმა აქტივობამ და სტრესმაც კი, თუმცა თუ შეგრძნებები იმდენად მძაფრია, რომ ფაქტობრივად სიცხის (ან სიცივის) აუტანლობასთან გვაქვს საქმე, შესაძლოა მიზეზი ჯანმრთელობის რომელიმე მდგომარეობიდან, მაგალითად, ენდოკრინული პათოლოგიიდან მომდინარეობდეს.

MayoClinic: თერმორეგულაცია არის სხეულის ტემპერატურის ფიზიოლოგიური ტემპერატურის შენარჩუნება, სითბოს წარმოქმნისა და სითბოს გაცემის გზით. სითბო გამომუშავდება მეტაბოლური პროცესების გზით და გაიცემა აორთქლებით, ოფლის გამოყოფითა და დაბალი ტემპერატურის მქონე საგნებთან შეხებით.

„ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა საშუალოდ 36-დან 37.2 C-მდე მერყეობს. მისი მერყეობა შეიძლება დამოკიდებული იყოს ბევრ ფაქტორზე, მაგალითად, დღის მონაკვეთი, ასაკი, სქესი, ფიზიკური აქტივობა, სტრესი, საკვები, ზოგიერთი მედიკამენტი… თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ადამიანს ოთახის [სხვებისთვის მისაღები] ტემპერატურის ატანა ძალიან უჭირს, უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიასთან, კერძოდ, ჰიპერთირეოზთან [მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გაძლიერებულია; გამოიმუშავებს ნორმაზე მეტ ჰორმონს, ჩქარდება მეტაბოლიზმი] ან ჰიპოთირეოზთან [ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია]. 

ეს შეიძლება უკავშირდებოდეს D ვიტამინისა და მიკროელემენტების დეფიციტსაც“ – ამბობს გიზო გორგილაძე. 

Mayo Clinic: ჰიპოთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონების უფრო ნაკლებ რაოდენობას, ვიდრე თქვენ სხეულს სჭირება მეტაბოლიზმისა და სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად. ეს თერმორეგულაციის ნაწილია. მაგალითად, როცა გძინავთ, თქვენი სხეული ანელებს მუშაობს ენერგიის დაზოგვის მიზნით და თქვენი სხეული გრილდება. ჰორმონების საჭირო რაოდენობის გარეშეც, იგივე ხდება გაღვიძებულზეც – თქვენი მეტაბოლიზმი ნელდება, რაც იწვევს ორგანიზმში პროცესების შენელებას და შედეგად – სხეულის დაბალ ტემპერატურას.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, სიცივის აუტანლობა, ანუ სიცივისადმი ჭარბი მგრძნობელობა, ჰიპოთირეოზის გარდა, შესაძლოა სიმპტომურად სისხლძარღვოვან პრობლემაზე, მაგალითად, პერიფერიულ სისხლძარღვოვან დაავადებაზე მიანიშნებდეს.

ე.წ. ალებისა და ღამით ოფლიანობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია მენოპაუზა. მენოპაუზის დროს მენსტრუაცია ჩერდება, რადგან საკვერცხეები წყვეტენ ჰორმონების – ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავებას. 

Cleveland Clinic: მენოპაუზა საშუალოდ იწყება 45-დან 55 წლამდე ასაკში, მაგრამ სიმპტომები, მათ შორის ალები, შეიძლება დაიწყოს რამდენიმე წლით ადრე – ამ პერიოდს პერიმენოპაუზა ეწოდება. მისი შემსუბუქება მედიკამენტური თერაპიით არის შესაძლებელი. ამ დისკომფორტის მოსახსნელად არსებობს ეფექტური მკურნალობის მეთოდები. 

გიზო გორგილაძის თქმით, სხეულის ტემპერატურაზე აისახება საკვები და სტრესიც.

საკვები – ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ ის, რასაც სვამთ ან ჭამთ ბევრნაირად აისახება ორგანიზმზე, მათ შორის საყურადღებოა, რომ ყავაში, ჩაისა და გაზიან სასმელებში შემავალი კოფეინი აძლიერებს გულისცემას და მეტაბოლიზმს, რის გამოც შესაძლოა დაგცხეთ.

Cleveland Clinic: ალკოჰოლი აძლიერებს ოფლიანობას და კანში სისხლის მიმოქცევას, რაც სითბოს გაგრძნობინებთ. ცხარე საკვები აიძულებს თქვენს სხეულს იფიქროს, რომ თბილა, რაც ააქტიურებს ოფლის გამომუშავებას გაგრილებისთვის.

სტრესი – მეტაბოლური აქტივობის ზრდაში და მასთან ერთად სითბოს წარმოქმნაში მონაწილეობენ სტრესის ჰორმონები, ამ დროს გამომუშავდება 30-ზე მეტი ჰორმონი, მათგან მნიშვნელოვანია კორტიზოლის, ადრენალინის, ასევე გლუკაგონის და ცხიმოვანი მჟავების მატება სისხლში.

სტრესის დროს თავის ტვინიდან სიგნალი მიდის თირკმელზედა ჯირკვალში, რომ გამოიმუშაოს კორტიზოლი [ეს ჰორმონი თავის მხრივ პასუხისმგებელია სისხლში გლუკოზის გამოყოფაზე], რათა ტონუსში მოსულ კუნთებს უფრო მეტი ენერგია გაუგზავნოს, ენერგიას კი ჩვენთვის წარმოადგენს გლუკოზა; შესაბამისად კორტიზოლის გამოყოფის ფონზე აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, აქტიურდება გლუკაგონის ჰორმონის გამომუშავება, ეს ხელს უწყობს მეტი გლუკოზის გამოყოფას, რათა მოამარაგოს კუნთების მასა ენერგიით და საბოლოო ჯამში, მოხდეს სითბოს მასიური გამოყოფა.

Cleveland clinic: სტრესის ან საფრთხის საპასუხოდ თქვენი ნერვული სისტემა იწვევს რეაქციას – „შეებრძოლე ან გაიქეცი“. ეს პასუხი ანელებს სხეულის ნაკლებად მნიშვნელოვან ფუნქციებს და აძლიერებს თქვენს გრძნობებს, რაც გეხმარებათ დარჩეთ ცოცხალი. თუ თქვენ გაქვთ შფოთვა და დეპრესია, თქვენმა ტვინმა შეიძლება გითხრათ, რომ საფრთხეში ხართ მაშინაც კი, როცა არ ხართ. როდესაც თქვენი ნერვული სისტემა რეაგირებს სტრესზე, თქვენი გულის და სუნთქვის სიხშირე იზრდება, ამ დროს შეიძლება იგრძნოთ სითბო და სიწითლე.

აღსანიშნავია, რომ ბავშვების, მოზრდილებისა და ასაკოვანი ადამიანების სხეულის ტემპერატურის სიდიდე, რომელიც ნორმად მიიჩნევა – განსხვავებულია,

„ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები უფრო აქტიურად კარგავენ სხეულის ტემპერატურას – ისინი გასცემენ უფრო მეტ სითბოს, ვიდრე წარმოიქმნება. ასევეა ხანდაზმული ადამიანები, სითბოს გაცემასა და გამომუშავებას შორის ბალანსი მათთანაც შეცვლილია, ამიტომ მათ ხშირად უჭირთ სიცივესთან ან სიცხესთან შეგუება.

ხანდაზმული ადამიანები ნაკლებად ოფლიანობენ, ვიდრე ახალგაზრდები, რასაც განსაზღვრავს ნივთიერებათა ცვლა, მეტაბოლიზმი, ჰორმონალური ფონი, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში არსებული დარღვევები, მათ შორის სისხლის ცირკულაცია, ასევე ორგანიზმში არსებული ყველა ასაკობრივი ცვლილება ან პათოლოგიური მდგომარეობა, რაც აისახება თერმორეგულაციაზე” – ამბობს გიზო გორგილაძე.

Cleveland clinic: ცივი ხელ-ფეხი რკინადეფიციტური ანემიის ერთ-ერთი სიმპტომია. ასევე, ასეთ დროს, ადამიანს აღენიშნება დაღლილობა და ზოგადი სისუსტე, შესაძლოა შეამჩნიოთ კანის სიფერმკრთალე. რკინადეფიციტურმა ანემიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვეა.

თუმცა, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს ოფისში აუტანლად ცხელა ან ცივა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.

„ყურადღება მიაქციეთ სხვა ნიშნებსაც” – ამბობს გიზო გორგილაძე, „თუ ამჩნევთ, რომ ხშირად გაწუხებთ სიცხისა თუ სიცივის აუტანლობა, მასთან ერთად ჭარბი ოფლიანობა, უძილობა, ან/და ემოციურობა; გაწუხებთ ჭარბი წონა, ან გაქვთ ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი, სისხლძარღვოვანი პათოლოგია ან მკურნალობის ფარგლებში იღებთ რამე მედიკამენტებს, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ზემოხსენებული დისკომფორტის მიზეზი, რა დროსაც საჭიროა შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია, შესაბამისი კვლევებისთვის, პრობლემის დროულად იდენტიფიცირებისა და ეფექტურად მოგვარებისთვის“.

207 უკრაინელი მებრძოლი ტყვეობიდან დაბრუნდა, მათ შორის არიან მარიუპოლის მცველები

31 იანვარს, სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინაში 207 უკრაინელი მებრძოლი დაბრუნდა – უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის ჯარისკაცები.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს ტელეგრამზე.

„ჩვენები სახლში არიან. გვახსოვს ყველას შესახებ… ყველა უნდა დავაბრუნოთ. ვმუშაობთ ამაზე…“ – წერს ზელენსკი.

უკრაინული მედიის ცნობით, დაბრუნებული 207 ჯარისკაციდან 180 რიგითია, 27 ოფიცერი და მათი თითქმის ნახევარი მარიუპოლის მცველია.

ასევე, მათ შორის არიან სამხედროები, რომლებიც იმყოფებოდნენ აზოვსტალში, კუნძულ ზმეინიზე, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ლუგანსკის, ხერსონისა და სუმის მიმართულებებზე.

ფოტო: ტელეგრამი
ფოტო: ტელეგრამი
ფოტო: ტელეგრამი

 

რუსეთში არმიის შესახებ „ფეიკის“ გავრცელება ქონების ჩამორთმევით დაისჯება

2024 წლის 31 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით, ერთხმად დაუჭირა მხარი კანონში ცვლილებას, ქონების კონფისკაციით დაისაჯოს პირი, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკს“, ყალბ ინფორმაციას გაავრცელებს და, ასევე, ისეთი მოწოდებებისთვის, რომელიც „სახელმწიფოს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“.

დოკუმენტი 22 იანვარს შეიტანა დუმაში დეპუტატთა ჯგუფმა პარლამენტის პალატის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით. ვოლოდინმა თქვა, რომ ეს არის დოკუმენტი „ნაძირალებისა და მოღალატეების შესახებ“, მათ შესახებ, ვინც „დღეს აფურთხებს ჯარისკაცებს ზურგში და ღალატობს სამშობლოს”.

„მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის დაისაჯონ ისინი, ვინც ახორციელებს ქმედებებს მათი ქვეყნის წინააღმდეგ – ჩამოერთვას ამ ნაძირალებს საპატიო ტიტულები, ასევე ქონება, ფული და სხვა ძვირფასეულობა“, – განაცხადა მან.

კანონი, რომელიც რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რუსეთში 2022 წლის გაზაფხულზე მიიღეს, ქვეყნის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

ამ კანონით გაასამართლეს და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთში პოლიტიკოს ილია იაშინს – გამოძიება მის შემთხვევაში ინტერნეტ-სივრცეში მოწყობილ ჩართვის, ე.წ. „სტრიმის“ გამო დაიწყო, სადაც პოლიტიკოსი უკრაინაში, ბუჩაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ საუბრობდა.

თიბისის ტექსკოლას 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს

თიბისი ტექსკოლაში, მომავლის პროფესიები, მეორე სემესტრის ფარგლებში, 500-ზე მეტმა, ჯამში კი 1200-მდე უფროსკლასელმა შეისწავლა.

თიბისიმ, 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის.

UI/UX დიზაინის, ვებგვერდების პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის გარდა, ტექსკოლის მოსწავლეები, ასევე ეუფლებიან – კომპიუტერული თამაშების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და მობილური აპლიკაციების შექმნას. ასევე, ვებგვერდების აწყობას, ციფრულ და ვიზუალურ კომუნიკაციებს.

„გრაფიკული დიზაინის კურსის არჩევის გადაწყვეტილება, ვიზუალური თხრობისადმი ღრმა ინტერესისა და პროფესიონალური უნარების ჩამოყალიბების სურვილიდან გამომდინარე მივიღე. ტექსკოლა დამეხმარა, რომ ჩემი ინტერესები, უნარები, შესაძლებლობები მეპოვა და გამომეცადა ჩემი თავი. ჩემი მიზანია, რომ თიბისის ტექსკოლაში მიღებული ცოდნა, ჩემს მომავალ პროფესიად ვაქციო.” – ანა ბარაშვილი, 15 წლის. თიბისის ტექსკოლაში გაიარა გრაფიკული დიზაინის კურსი.

„თიბისის ტექსკოლის დახმარებით, შევისწავლე ვებგვერდების პროგრამირება. მივიღე უდიდესი გამოცდილება, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში, ამ სფეროს სიღრმისეულად შესწავლაში დამეხმარება, რაც ამ საბაზო ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა.” – ლევან გოგუა, 15 წლის. თიბისის ტექსკოლაში შეისწავლა ვებრვერდების აწყობა.

„თიბისის განათლების პროგრამამ, მომცა შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად, დავუფლებოდი ჩემთვის სრულიად ახალ, ძალიან მოთხოვნად უნარს. ვისწავლე UI/UX დიზაინი, ახალ და კომფორტულ პლატფორმაზე – სახელწოდებით Figma. კურსი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და უკვე, თითქმის ყოველდღიურად, ვიყენებ ფიგმას დიზაინსა და ლექტორისგან მიღებულ რჩევებს, დიზაინთან დაკავშირებით.“ – ელენე სამსიანი, 16 წლის. თიბისის ტექსკოლაში შეისწავლა UI/UX დიზაინი.

თიბისი აგრძელებს ახალ თაობის მხარდაჭერას და უფროსკლასელებში ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას. ტექსკოლა 2024 წლიდან, აფართოებს მოსწავლეთა ასაკს და განახლებულ კურსებზე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მიიღებს მონაწილეებს.

შსს ორთაბათუმში პოლიციის შენობას ააშენებს

ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაა დაგეგმილი.

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი 1 მილიონ 200 ათას 512 ლარით გამოაცხადა.

პოლიციის შენობა სოფელ ორთაბათუმში / რენდერი პროექტიდან

სამუშაოები მოიცავს ორთაბათუმში შენობის მშენებლობას და აღჭურვას შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, ასევე, ბათუმში, გრიბოედოვის N4ა-ში მდებარე შენობაში ლითონის კონსტრუქციების მოწყობას.

შსს-ს ინფორმაციით, სამუშაოები სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნით ტარდება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.

სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღეში უნდა დასრულდეს.

ტერიტორია ორთაბათუმში, სადაც პოლიციის შენობა უნდა ააშენონ, სახელმწიფოს საკუთრებაშია. მიწის ნაკვეთის ფართობი 1006 კვადრატული მეტრია და ის შსს-ზე უვადო სარგებლობაშია გადაცემული.

სოფელ ორთაბათუმში ტერიტორია [წითელი ფერით], სადაც პოლიციის შენობას ააშენებენ.

ბუდანოვი: ახლა რუსეთი უტევს, ეს დასრულდება და ჩვენი სვლა დაიწყება

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევა, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, მალე დასრულდება და შემდეგ დაიწყება უკრაინის წინსვლა – ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ წერს.

„ამჟამად გრძელდება რუსეთის ფედერაციის შეტევითი ოპერაცია, რომელიც 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ოპერაცია ორთვე-ნახევარია გრძელდება. შედეგებს თავად ხედავთ. იმის თქმა, რომ ეს შედეგები დიდია მათთვის, ნამდვილად არ არის სიმართლე. ჩვენდა სამწუხაროდ, მათ აქვთ გარკვეული პროგრესი ველებზე და ავდიივკასთან ახლოს რაც მოხდა“ – განაცხადა ბუდანოვმა ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, ეს ის შედეგი არ არის, რის მიღებაც რუსეთს სურდა. ბუდანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთს უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიეღწია ბარიერული ხაზისთვის ხარკოვის ოლქში და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან, მაგრამ ეს ვერ შეძლეს.

ბუდანოვმა აქვე დასძინა, რომ რუსეთის შეტევა ჯერ ისევ გრძელდება: „…ახლა მოწინააღმდეგის სვლაა. ის დასრულდება და ვფიქრობ, დაიწყება ჩვენი“ – განაცხადა მან.

როგორი ამინდი იქნება თებერვლის დასაწყისში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 იანვრის 21 საათიდან პირველი თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით აჭარაში 2 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი; 3 და 4 თებერვალს კი – დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 385 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090]
  • ტანკი – 6 310 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 11 757 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 9 195 ერთეული [+51]
  • MLRS – 974 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 663 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 100 ერთეული [+16]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 846 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 231 ერთეული [+40]
  • სპეცტექნიკა – 1 452 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 512 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 457 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 860 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 211 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 906 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 103 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“/facebook 

 

ძველ ბათუმში, დამწვარ სახლში, მერია ბინებს აუქციონზე გასაყიდად 1,08 მილიონ ლარად გაიტანს

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 11 ნომერში მდებარე დამწვარ სახლში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართობებს/ბინებს მერია პირობებიან აუქციონზე გაყიდის.

პირობები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ცნობილია ქონების საწყისი გასაყიდი ფასი – ჯამში 1 მილიონ 83 ათასი ლარი [სულ არის 452,19 კვადრატული მეტრი ფართობი, ანუ, 1 კვადრატული მეტრის საწყის გასაყიდ ფასად 2 395 ლარია განსაზღვრული].

ამასთან, ქონების მომავალ მყიდველს საშუალება ექნება აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი განვადებით – ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელში დაფაროს.

შესაბამისი ცვლილება ქალაქის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შეაქვს.

მერიამ შესაბამისი პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა და საკითხი საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

პროექტის მიხედვით, ზვიად გამსახურდიას 11-ში მდებარე მუნიციპალური ქონება საპრივატიზებო გეგმაში შემდეგნაირადაა შეტანილი:

მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილი პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიზანია „228-240 პუნქტების ნაწილში პრივატიზების გეგმის ახალი რედაქციის ჩამოყალიბება, კერძოდ, ქონებების ერთ ლოტად განკარგვის შემთხვევაში თანხის გადახდის ვადად 12 თვის მითითება.“

იმავე ქონებასთან დაკავშირებით 2023 წელს მერიიდან საკრებულოში გაგზავნილ დოკუმენტებში კი აღნიშნული იყო, რომ მყიდველს საფასური 30 დღის ვადაში უნდა დაეფარა.

ამ სახლის ნაწილი 10 წლის წინ დაიწვა. მერიაში აცხადებდნენ, რომ იპოვიდნენ ინვესტორს, რომელიც ისტორიულ სახლს მისი პირველი იერსახით აღადგენდა, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. უცნობია, არის თუ არა ვინმე დაინტერესებული ამ ქონების შეძენით.

ვრცლად ამ თემაზე: დამწვარი სახლი ძველ ბათუმში მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს

ბათუმის მერიას, 2020 წლისთვის საკუთრებაში 115 ბინა ჰქონდა, სადაც არავინ ცხოვრობდა [აქედან 40 ბინა „იაფ სახლში“ ჯავახიშვილის ქუჩაზე; დანარჩენი 75 ბინა კი, ლერმონტოვის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის, გორგასლისა და ჯავახიშვილის კვეთაში, ჟიული შარტავას გამზირზე და აღმაშენებლის ქუჩებზე].

მერიის მაშინდელი ინფორმაციით, 2013-2020 წლებში, ოჯახებს სულ 218 ბინა გადასცეს, აქედან 9 ბინა – ზვიად გამსახურდიას N11-ში ხანძრით დაზარალებულებს.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ სტატია არქივიდან: ბათუმის მერიას 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს

„ბათუმელებმა“ ქალაქის მერიისგან ამჯერადაც გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი დაკეტილი ბინაა მერიის საკუთრებაში დღეს. ბათუმის მერია ამ ინფორმაციას მალავს.

გოგოს რა გინდა ჯარში, ბიჭები აღარ მიდიან – რატომ წავიდა რეზერვში 20 წლის მეზღვაური ქალი | ვიდეო

„ბიჭები აღარ მიდიან ჯარში და გოგოს რა გინდა, – ბევრმა ასე მითხრა, როცა რეზერვში წავედი. მაგრამ, ვფიქრობ, მინიმალური თავდაცვის უნარები ნებისმიერ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამშობლოს დაცვაც შევძლოთ და საკუთარი თავისაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 20 წლის მარი აბაშიძე.

მარი ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ეუფლება. ახლა მესამე კურსზეა და სურვილი აქვს, გემის კაპიტანი გახდეს.

სწავლის პარალელურად კი, გადაწყვიტა სამხედრო საქმეც შეესწავლა.

მარი აბაშიძე გემზე

„ჩემს ასეულში 20-მდე ქალი ვირიცხებით. უმრავლესობა სტუდენტები ვართ და მიხარია. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც არიან, მათ შორის მასწავლებლები და ექიმებიც.

ერთი წელია, რაც რეზერვში ვმსახურობ და ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, აქამდე არ ვიცოდი როგორ დამეცვა თავი, როგორ შევიარაღებულიყავი, ახლა კი ყველაფერი ვისწავლე.

ვიცი იარაღის აწყობა, გამოყენება. ვისწავლე, როგორ უნდა ამერჩია სამიზნე და მესროლა ისე, რომ არ დამეზიანებინა საკუთარი თავი.

დილა ფიზიკური ვარჯიშით იწყება და შემდეგ გავდივართ წვრთნებს.

პრაქტიკა გემზე

თავდაცვის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურობას, რადგან უფრო ტაქტიკურად გადაადგილდები, სწავლობ შენიღბვას, რომ ადვილად შესამჩნევი არ გახდე და არ აღმოჩნდე მტრის სამიზნე. ვფიქრობ, მსგავსი უნარები ყველა ახალგაზრდამ უნდა გამოიმუშაოს, რადგან აქ მიღებული ცოდნა საჭირო დროს გამოიყენო.

რუსეთ-უკრაინის  ომის დროს ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის უნარების ქონა და როგორ გამოიყენა ეს უნარები მოსახლეობამ მტერთან ბრძოლის დროს.

ამიტომ საჭიროა, რომ საკუთარი თავიც დაიცვა და სამშობლოც“, – გვეუბნება მარი აბაშიძე.

მისი აზრით, დღეს ახალგაზრდებს ნაკლები მოტივაცია აქვთ ჯარში წასასვლელად, ამიტომ სახელმწიფომ მიდგომები უნდა შეცვალოს.

„ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ჯარში წასვლა დროის კარგვაა, რადგან დღეს, რეალურად, ახალწვეულები ძირითადად ადმინისტრაციული შენობების სადარაჯოდ მიჰყავთ ჯარში. ეს ასე არ უნდა იყოს. ახალგაზრდებს მოძრაობა გვიყვარს, ენერგიული ცხოვრება მოგვწონს და არა მოდუნებული დგომა შენობების წინ“, – ამბობს მარი.

მარის თქმით, დღეს სტუდენტური ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან სტუდენტებს სწავლის გარდა არსებობისთვის ბრძოლაც უწევთ. ამიტომ მუშაობას არჩევენ და არა – სამხედრო სამსახურს.

„მე სოფელ სხალთიდან ვარ. ამიტომ ქალაქში ბინის ქირაობა მიწევს. ეს, რა თქმა უნდა, რთულია. ბიჭებიც, ვინც მსგავს მდგომარეობაში არიან, მუშაობენ, რომ ყოფითი საჭიროებები დაიკმაყოფილონ.

ამიტომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებს და ისეთი პროგრამები შეიმუშაოს, რომლებიც უფრო მოსახერხებელი იქნება სტუდენტების ან დასაქმებული პირებისთვის. მაშინ დაინტერესებაც უფრო გაიზრდება“, – ამბობს მარი.

მისი აზრით, ჯარი და პოლიცია ქვეყანაში სამაგალითო უნდა იყოს, „მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ცოტა სხვანაირი ვითარებაა“, – გვეუბნება ის.

„მაგალითად პოლიცია ავიღოთ, როცა ახალგაზრდები ხედავენ, რომ პოლიცია მიკერძოებულია, არასწორად იქცევა, ეს ასუსტებს პოლიციის მიმართ ნდობას და სამართლიანობის განცდა აღარ აქვთ ადამიანებს. არადა, პოლიცია და ჯარი ქვეყნის საყრდენი უნდა იყოს. ჯარმაც და პოლიციამაც უნდა აჩვენოს მოსახლეობას თავისი მნიშვნელობა“, – ამბობს მარი.

მარი აბაშიძე გემზე

რა შეეხება საზღვაო საქმეს, მარი ამბობს, რომ ამ საქმიანობით ჯერ კიდევ მე-5 კლასიდან დაინტერესდა. „ალბათ იმიტომ, რომ აქტიური ადამიანი ვარ და მიყვარს ექსტრემალური თავგადასავლები და სირთულეები“-ამბობს ის.

მარის თქმით, მისი არჩევანი ოჯახში არ გაჰკვირვებიათ, თუმცა აქა-იქ მაინც ესმოდა სტერეოტიპული ფრაზა – „ქალს რა უნდა გემზე“.

„ქალებს ყოველთვის უწევდათ კარიერული წინსვლისთვის ბრძოლა და ეს არც დღეს არის მარტივი. თუმცა დამოკიდებულება, რომ „ქალი ხარ და სუსტი ხარ“, საგრძნობლად შეცვლილია. დღეს ქალები თითქმის ყველა სფეროში არიან, სადაც ადრე მხოლოდ მამაკაცები იყვნენ და ეს ჩემთვისაც დიდი სტიმულია“-ამბობს მარი.

ვისწვალე იარაღის გამოყენება, სამშობლოც და თავიც ჩვენ უნდა დავიცვათ - 20 წლის რეზერვისტი

20,9 ტონა უხარისხო კარტოფილი საბაჟოდან რუსეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ რუსეთიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

„სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

14 წლის დეა მოულოდნელად ცუდად გახდა, მას სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გადაყვანა

14 წლის დეა შაქარაძეს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება.

ის ერთი კვირაა ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში წევს. მოზარდი მოულოდნელად გახდა ცუდად.

როგორც დეას მშობლები, ნესტან ხაბაძე და მამუკა შაქარაძე „ბათუმელებთან“ ამბობენ, მათ შვილს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება ღვიძლსა და ელენთაზე.

„ცოტას ახველებდა, სხვა განსაკუთრებული ჩივილები არ ჰქონია. მოულოდნელად დაეწყო ღებინება.

როგორც გვითხრეს, ღვიძლსა და ელენთაზეა პრობლემა და სხვა პრობლემებიც გამოიკვეთა.

როგორც გვითხრეს, საქართველოში ვერ აკეთებენ იმ ოპერაციას, რაც ჩვენს შვილს სჭირდება, ამიტომ დღეს, 30 იანვარს, სტამბოლში ვაპირებთ გაფრენას.

ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცით რა დაჯდება ოპერაცია. ჯერ უნდა ჩავიდეთ სტამბოლში და იქ გაგვიკეთებენ კალკულაციას.

ფინანსური დახმარება ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროსაც, თუმცა ფინანსების დაზუსტებამდე ვერც ჯანდაცვა გვირიცხავს თანხას.

ამიტომ საზოგადოებას გვინდა ვთხოვოთ დახმარება“, – გვითხრეს 14 წლის გოგონას მშობლებმა.

როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და მას გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება.

მოზარდის მშობლები ქედაში, სოფელ კორომხეთში ცხოვრობენ.

_____

14 წლის დეას დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე: 

საქართველოს ბანკი – GE33BG0000000586430788

თიბისი ბანკი – GE77TB7423545068100055

მიმღები, ნესტან ხაბაძე.

რიკოთზე სატვირთო ავტომობილებისთვის შეზღუდვები მოიხსნა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა.

„ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.“ – აცხადებს დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნული შემოსავლელი გზით იმოძრავებს როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი.

რიკოთზე შეზღუდვები მეწყრის გამო იყო დაწესებული.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების“ ჩატარებაზე ტენდერი გზების დეპარტამენტს 63 908 792 ლარით აქვს გამოცხადებული.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: რიკოთი/გზების დეპარტამენტი

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 384 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960]
  • ტანკი – 6 300 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 11 725 ერთეული [+29]
  • საარტილერიო სისტემა – 9 144 ერთეული [+31]
  • MLRS – 972 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 663 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 332 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 084 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 846 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 191 ერთეული [+42]
  • სპეცტექნიკა – 1 448 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 431 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 456 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 847 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 211 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 902 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 042 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“/facebook 

ჩვენ გვყავს 880 ათასი მებრძოლი – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის არმიაში 880 ათასი ადამიანია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ჰყავს დიდი არმია, მაგრამ ყველა, ვინც უკრაინაშია, ქვეყანას იცავს იმით, რომ მუშაობს.

„მადლობელი ვართ მათი, ვინც დაბრუნდა უკრაინის ასაშენებლად და არა მხოლოდ საბრძოლველად. ჩვენ გვყავს 880 ათასი (მებრძოლი), გვყავს მილიონიანი ჯარი და ამავდროულად 30 მილიონი მოქალაქე მუშაობს და შეიძლება მეტიც.

…ჩვენ ვისურვებდით, რომ ქვეყნიდან კანონდარღვევით წასული ადამიანები, რომლებიც მობილიზაციის ასაკის არიან, იყვნენ უკრაინაში. საქმე ის არ არის, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ისინი ყველანი უნდა იყვნენ ფრონტზე – ჩვენ გვყავს დიდი არმია – ეს სამართლიანობის საკითხია, ამ ხალხმა გადასახადები უნდა გადაიხადოს.

არიან ადამიანები, რომლებიც წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან. ისინი არ დაბრუნებულან სამსახურში. ეს მათი უფლებაა. მაგრამ თუ ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან, გადასახადების გადახდა მოუწევთ – სასურველია უკრაინაში. იმიტომ, რომ ჩვენ ამ ფულს ვაძლევთ ჩვენს სამხედროებს, ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც გვიცავენ. და ისინი იცავენ არა მარტო უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ ომში რუსეთი ზარალს არ ითვლის.

„ჩემი აზრით, ომის პირველ წელს რუსეთი საერთოდ არ იყენებდა მათემატიკას და უბრალოდ ყრიდა თავის ხალხს. რუსეთი მათ [მებრძოლებს] ისე ექცევა, როგორც ხორცს… მათთვის სულერთია, 1, 2, 3 მილიონი – რამდენი მოკვდება.

ახლა ჩვენ გვაქვს, მაგალითად, ავდიივკა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ: ეს მესრებია მათი ხალხისგან, ხალხი უბრალოდ ბრძოლის ველზე დევს ერთმანეთზე – ეს უკვე გვამების მესრებია, მათ [გვამებს] არც კი იღებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სარფის საზღვარზე 4 შეფუთვა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს ავტომანქანიდან

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, ოთხ შეფუთვად დაფასოებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

ოქროს ნაკეთობების წონა ჯამში 1403.28 გრამი იყო.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 142 418.84 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე

დღეს, 29 იანვარს, ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე, ჩიხში, აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა.

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა და ამ ეტაპზე გათიშულია 78 აბონენტი.

„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 29 იანვრის 18:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – აცხადებს კომპანია.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

სკოლებში უფასო კვებისთვის აკაკიმ და გიორგიმ დიდი ძალისხმევა გაიღეს – პედაგოგები დაკავებულებზე

მასწავლებლების ნაწილი აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას, რომელთაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სოლიდარობას უცხადებს.

გთავაზობთ პედაგოგების წერილს, რომელიც დღეს, 29 იანვარს გავრცელდა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლებას იქ შეკრებილი ადამიანები სამართლიანად უწევდნენ წინააღმდეგობას. აღსრულების პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან გადამეტებულად აგრესიული მეთოდების გამოყენებას ბუნებრივად მოჰყვა იქ შეკრებილ მოქალაქეთა მხრიდან თავდაცვის მცდელობა.

ამ დღეს პოლიციამ დააკავა ოჯახისთვის სოლიდარობისა და თანადგომის გამოსაცხადებლად მისული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია, რომელთაც აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ემუქრებათ.

კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევრები არიან, რომელთა პროფესიული საქმიანობა და სამოქალაქო პოზიცია ორიენტირებულია საზოგადოებრივი სიკეთის შექმნისკენ. ამავე დროს, ისინი არიან მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებლები.

მოძრაობა „ხმა“ ბოლო წლებში მუდმივად რეაგირებს ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სოციალურ საკითხზე. მათი ერთ-ერთი ცენტრალური სამუშაო მიმართულება უფასო სასკოლო კვების უზრუნველყოფაა. ამ საკითხის კვლევისა და საზოგადოებრივ დისკურსში აქტუალიზებისთვის მოძრაობის წევრებმა, მათ შორის აკაკიმ და გიორგიმ, დიდი ძალისხმევა გაიღეს. ბოლო წლებია ისინი თავდაუზოგავად იბრძვიან საქართველოს სკოლებში უფასო სასკოლო კვების მისაღწევად.

სკოლებში უფასო სასკოლო კვების შემოღება, რომელიც დღეს უკვე ახლო პერსპექტივად გვესახება, ქმნის განათლების სისტემის ფუნდამენტურად გაჯანსაღების წინაპირობას. ეს რეალობა კი, მოძრაობა „ხმის” და კონკრეტულად გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას შრომის და ძალისხმევის შედეგია.

შესაბამისად, ჩვენი, როგორც მასწავლებლების, ვალია სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ მაშინ, როცა ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ, პედაგოგებს, გვეკისრება სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპების დაცვის დიდი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ამგვარ კრიტიკულ დროს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, აკაკისა და გიორგის ყველა პირადად არ ვიცნობდეთ, ჩვენი მათდამი სოლიდარობა უნდა აღემატებოდეს პირადი ნაცნობობის პრინციპს.

მათდამი ურყევი მხარდაჭერა გამომდინარეობს ჩვენი, მასწავლებლების, კოლექტიური მოვალეობიდან – გავაძლიეროთ და დავიცვათ თანასწორობის, ეთიკური და მორალური სამართლიანობის პრინციპები საზოგადოებაში. ამგვარი დაუმორჩილებლობის აქტები, მიუხედავად სადავოობისა, ხშირად ხაზს უსვამს სისტემური ცვლილებების აუცილებლობას – საჭიროებას, რომელსაც ჩვენ, როგორც სოციალური ეთიკის დამცველები ვერ უგულებელვყოფთ.

სწორედ ახლა დგას ის მომენტი, როდესაც ყველაზე კარგად ჩანს პრაქტიკაში განათლების ის მიზნები, რომლებისთვისაც ვიბრძვით, მიუხედავად მიზერული ხელფასებისა და ყველა იმ ჩაგვრის ფორმებისა, რომლებსაც მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და სკოლის თანამშრომლები ყოველდღიურად ვუპირისპირდებით. ამ სისტემაში სწორედ სოლიდარობით ვპოულობთ საერთო ძალასა და ხმას“, – წერენ პედაგოგები.

ამავე წერილში ნათქვამია, რომ საკამათოა სისხლის სამართლის ის მუხლი, რომლის დარღვევას აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას ედავებიან, „ყოველგვარი კონტექსტისა და 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების ხასიათის გაუთვალისწინებლად“.

„ხოლო მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენება სრულიად არალოგიკური და საღ აზრს მოკლებულია“, – წერენ პედაგოგები.

„ეს მაშინ, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირად წინასწარი პატიმრობის აღკვეთის ღონისძიებად გამოყენება არ ხდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეალურად ძალადობრივ დანაშაულში არიან ბრალდებულები.

ამდენად, იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს არსებულ კონტექსტს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიერ საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველსაყოფად წლების განმავლობაში გამოჩენილ ძალისხმევას, ხოლო შემდგომში პროკურატურაც გამოიჩენს გონიერებას და შეწყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას მათ მიმართ.

მოვითხოვთ, შეწყდეს მოძრაობის წევრების დევნა და მიეცეთ მათ შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ თავიანთ აკადემიურ სივრცეებს და განაგრძონ ბრძოლა უფასო სასკოლო კვებისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვა საჭიროებებისთვის“, – ნათქვამია პედაგოგების განცხადებაში.

  1. გუგა დუდუჩავა
  2. ლიკა ჭყონია
  3. გვანცა შიშინაშვილი
  4. თორნიკე შევარდნაძე
  5. ანანო სიხარულიძე
  6. მარინე გოგნელაშვილი
  7. ნიკა მაღლაფერიძე
  8. თეო გლურჯიძე
  9. ავთანდილ ძამაშვილი
  10. ეკატერინე ბერიანიძე
  11. დარეჯან თოდუა
  12. ლალი ჭეშმარიტაშვილი
  13. თამარ ჩხიკვაძე
  14. მარიტა გვარამია
  15. ელენე ტაბატაძე
  16. ლალი ასლამაზაშვილი
  17. ია დოჭვირი
  18. ლაშა ჩალაძე
  19. გულადი ქანთარია
  20. გიორგი ბაგრატიონი
  21. გიორგი ჯავახაძე
  22. ზაქარია ქიტიაშვილი
  23. ირა ძირკვაძე
  24. საბა ქირია
  25. გიორგი ჯავახიშვილი
  26. ვეფხვია მანია
  27. გიორგი არქანია
  28. გიორგი სოფრომაძე
  29. ანა ქათამაძე
  30. ქრისტინა ღონღაძე
  31. სოფია ბაჩილავა
  32. გიორგი ჭანტურია
  33. ირინა ჯვარშეიშვილი
  34. თემო სუყაშვილი
  35. ლუიზა მირუაშვილი
  36. გიორგი ღვინჯილია
  37. დავით შელია
  38. რუსუდან ხავთასი
  39. თამთა მამალაშვილი
  40. შორენა ტაბატაძე
  41. ანუკა მორგოშია
  42. მართა მელიქიძე
  43. ნუგზარ სადიკოვი
  44. თამარ ცანავა
  45. ქეთი ენდელაძე
  46. გუჯი გოგობერიშვილი
  47. მირანდა კაპანაძე
  48. ნინო ჭიაბრიშვილი
  49. ანა კინწურაშვილი
  50. ია მღებრიშვილი
  51. ბაია ბოლქვაძე
  52. ესმა ჩიხლაძე
  53. ქეთი ამირხანაშვილი
  54. ნინო მაისურაძე

კორეული ბრენდები ბუნებრივი სილამაზისთვის – ახალი ამბები PSP-დან

PSP-ში მსოფლიოში ცნობილი კორეული ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანია. კორეული პროდუქცია შექმნილია მათთვის, ვინც ხაზს უსვამს საკუთარ ინდივიდუალიზმს და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს უპირატესობას. 

კონკრეტულად რა ბრენდებია ქსელში, რა ასორტიმენტი აქვთ და რითაა გამორჩეული ეს პროდუქტები? – ამ საკითხებზე PSP-ს მარკეტინგის მენეჯერს, სალომე პატარიას ვესაუბრეთ. 

  • სალომე, მოგვიყევით კორეული ბრენდების შესახებ, რომელი წლიდან გამოჩნდა PSP-ს ქსელში?

2018 წელს პირველი კორეული ბრენდი, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზეთ, იყო „მიზონი“. ეს მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ ცნობილი ბრენდია. „მიზონმა“ ჩვენთანაც მალე დაიმსახურა ქართველი მომხმარებლების მოწონება. შესაბამისად,PSP-ში გადავწყვიტეთ გაგვეფართოებინა კორეული ბრენდების ასორტიმენტი და დღეს შეგიძლიათ ექვსი კორეული ბრენდის პროდუქცია შეიძინოთ ჩვენს ქსელში, ესენია: „მიზონი“, „მისშა“, „სტებლანკი“,„ ვილაჯ 11“, „აპიუ“ და „ტონიმოლი“. 

ამ ბრენდებში წარმოდგენილი გვაქვს როგორც სახისა და სხეულის მოვლის პროდუქტები, ასევე დეკორატიული კოსმეტიკა. თითოეული ბრენდი არის გამორჩეული, მათ ახასიათებს სწრაფი მოქმედება და მალევე ვიღებთ შედეგს.

კორეულ კოსმეტიკას აქვს 10- საფეხურიანი მოვლის რუტინა და თითოეული ამ ეტაპისთვის ბრენდები შესაბამისი პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ. თუმცა, ამან არ უნდა შეგვაშინოს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 10 საფეხურის ნაცვლად, მასზე მორგებული რუტინა შეადგინოს. 

  • რომელი უფრო გამორჩეულია, დღის თუ ღამის რუტინა? და რას გვთავაზობენ კორეული ბრენდები ამ მიმართულებით?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საღამოს რუტინა, რადგან დღის განმავლობაში უამრავი გამაღიზიანებელი ზემოქმედებს ჩვენს კანზე და ამავდროულად, აუცილებელია სახიდან მაკიაჟის მოშორებაც. 

“მისშას” სუპერ აქვა სერია შეიცავს 10 ტიპის დაბალ, საშუალო და მაღალ მოლეკულურ ჰიალურონის მჟავას. სხვადასხვა ზომის მოლეკულები ავსებენ ტენიანობას კანის ყველა ფენაში და უზრუნველყოფენ კანის ხანგრძლივ დატენიანებას. რეკომენდებულია მშრალი, მგრძნობიარე და ნორმალური კანისთვის. კარგად შეიწოვება, ანიჭებს კანს სიგლუვეს, სიმკვრივეს, ელასტიურობასა და ჯანსაღ იერს. აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და  რაც მთავარია, არ ტოვებს ცხიმოვან კვალს.

  • PSP-ს აფთიაქში შედარებით ახალი ბრენდია „ვილაჯ 11“, რომელიც ვეგანურ პროდუქტებს გვთავაზობს. რითაა ის გამორჩეული?

ვილაჯ 11“-ს ჩვენი მომხმარებელი მას უკვე იცნობს და ენდობა. მისი პროდუქტები 11 ბუნებრივი ინგრედიენტისგან არის დამზადებული და 98%-ით ბუნებრივი შემადგენლობა აქვს. ეს არის ვეგანური ბრენდი.

მასში სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს. პირველია გამაახალგაზრდავებელი ხაზი, რომელშიც შემავალი პროდუქტები იწვევს კანის გამკვრივებას და გვარიდებს დაბერების ნიშნებს.  ეს ხაზი შეიცავს რეტინოლს, რომელიც აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.

მეორე არის პრემიუმ კლასის დღის ხაზი, რომელიც გამოირჩევა ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დღის პროდუქტებით; არეგულირებს კანის ცხიმოვნებას, კურნავს აკნეს, გამონაყარს და უზრუნველყოფს იმას, რომ გლუვი და რბილი კანი გვქონდეს გამოშრობის გარეშე.

ამ ხაზს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს, თუმცა მწვავე აკნეს დროს, სასურველია, დერმატოლოგთან კონსულტაცია გავიაროთ, სანამ რომელიმე პროდუქტს შევარჩევთ ჩვენი კანისთვის. 

მესამე – ესაა ჰიდრო ხაზი, რომელიც დამატენიანებელი პროდუქტებით გამოირჩევა. მის შემადგენლობაში არის პანთენოლი, შის კარაქი და სხვა მცენარეული ექსტრაქტები, რაც მშრალ კანს კვებავს და არბილებს.

  • რა ხდის კორეულ ბრენდებს განსაკუთრებულს? ვისთვისაა ის შექმნილი?

კორეული პროდუქცია შექმნილია მათთვის, ვინც ხაზს უსვამს საკუთარ ინდივიდუალიზმს და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს უპირატესობას. 

კორეული ბრენდები გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით, აქ ვხვდებით იგივე მაკიაჟის ზეთებს, ბალმებს, თვალის პაჩებს, რაც სხვა ბრენდებთან არ გვხვდება. 

ასევე მინდა აღვნიშნო, მზისგან დამცავ საშუალებებზე. როცა დღის რუტინაზე ვსაუბრობთ, მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება ნებისმიერ პერიოდში აუცილებელია. მათ შორის ცივ სეზონზეც, როცა ზამთრის კურორტებს ვსტუმრობთ.

ასევე ხაზგასასმელია დეკორატიული კოსმეტიკაც. ამ ხაზში შემავალ პროდუქტებს ისეთი ეფექტი აქვს, თითქოს სახეზე არც არაფერი გვისვია და ჩვენი კანი გამოიყურება ასე ჯანსაღად და ლამაზად.

  • სალომე, რა სიახლეებია PSP-ს აფთიაქში?

PSP-ში კვლავ ვაგრძელებთ ასორტიმენტის განახლებას და სიახლეების შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. 

კორეული ბრენდების პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ჩვენს აფთიაქებში, ასევე ონლაინ ჩვენს საიტზე PSP.GE და მობილურ აპლიკაციაში,

თუ აშშ შეაფერხებს უკრაინის მხარდაჭერას, ეს გავლენას მოახდენს ევროპაზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატო დასუსტდება და ეს საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს გადანაწილებას.

ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს ზელენსკის პრესსამსახური ციტირებს.

„ეს კომპლექსური საკითხია. პირველ რიგში, მხოლოდ ევროპა ვერ შეძლებს უკრაინის მხარდაჭერას იმ დონეზე, რასაც აქამდე იღებდა უკრაინა, ვერც იარაღით და ვერც ფინანსურად. სავარაუდოდ, თუ მთელი ევროპა იქნება ერთიანი, მას შეუძლია საკმარისი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, მაგრამ შეერთებულ შტატებს აქვს გავლენა – როდესაც სიგნალები არ არის დადებითი, ამას გავლენა აქვს ევროპის ზოგიერთ ლიდერზე.

ამიტომ, მე მჯერა, რომ თუ, ღმერთმა ნუ ქნას, შეერთებულ შტატებში შეფერხდება უკრაინის მხარდაჭერის პროცესები – ეს გავლენას მოახდენს ევროპაზე.

და აქ არის თანმდევი პრობლემები. პირველი – ესაა იარაღის და ფინანსების დეფიციტი უკრაინაში. მეორე – ვფიქრობ, რომ აშშ-სა და ევროპას შორის კავშირი დაიკარგება. მესამე – თავად ევროპა მიხვდება, რომ ეს არის სიგნალი: თუ უკრაინა ვერ გაუძლებს და პუტინი წინ წავა, ეს არის სიგნალი შეერთებული შტატებისგან, რომ ევროპა მარტო დარჩება ნატოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დაუპირისპირდებიან რუსეთს.

ეს იქნება სერიოზული საფრთხე. პუტინი ამით ისარგებლებს 100 პროცენტით. და ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ ნატო ასე ძლიერი არ იქნება“.

ზელენსკის თქმით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები დაშორდება ნატოს, მაშინ ნატოს სხვა წევრებსაც ექნებათ განსხვავებული აზრი უსაფრთხოების ალიანსთან დაკავშირებით, რადგან მათ აქვთ ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან და შედეგად, მსოფლიოში გავლენების ხელახალი გადანაწილებაა მოსალოდნელი.

თიბისიმ მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დააჯილდოვა 

თიბისიმ, მასწავლებლების კონკურსის „ფინანსური განათლება სკოლაში”, პირველი ადგილის მფლობელი – ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე დააჯილდოვა. ფინალისტებს შორის კი თიბისის რჩეული რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა მაღალდაძე გახდა. კონკურსის ოცივე ფინალისტს თიბისისგან SABA Reader-ის აპლიკაციაში  ერთწლიანი წვდომა გადაეცათ.

მასწავლებლების კონკურსის მიზანი მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნა და საბოლოოდ მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობა იყო. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების შესასწავლად საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები უნდა შეექმნათ.

კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა და მასში მთელი საქართველოდან კერძო და საჯარო სკოლების 65 მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. მისი დასკვნითი ღონისძიება კი 24 იანვარს – განათლების საერთაშორისო დღეს გაიმართა.

ფინალისტებმა ნამუშევრები, დასკვნით ღონისძიებაზე, ჟიურის წინაშე წარადგინეს, სადაც ხუთი სპეციალური პრიზი – ორი II ადგილისა და სამი I ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ.

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

  • I ადგილი დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის წარმოდგენილი ნამუშევრისთვის – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე;
  • I ადგილი საბაზო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის – ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე;
  • I ადგილი საშუალო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის – ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” მასწავლებელი ნანა კუპრეიშვილი;
  • II ადგილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილი;
  • II ადგილი –  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის ბესიკ კაპანაძის სახელობის საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ჩაგელიშვილი.

ფინალისტებს შორის, თიბისის სპეციალური ჯილდო გადაეცა ქალაქ რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს თეა მაღალდაძეს კატეგორიაში „ფინანსური თაღლითობის და უსაფრთხოების საკითხები“.

კონკურსი ჩატარდა ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზატორებით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 383 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
  • ტანკი – 6 290 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 11 696 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 9 113 ერთეული [+16]
  • MLRS – 972 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 660 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 049 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 846 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 12 149 ერთეული [+46]
  • სპეცტექნიკა – 1 443 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 568 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 11 345 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 456 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 817 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 211 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 892 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 18 007 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ფაქტია, ხმელეთზე რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს“, – კატეგორიული პოზიცია აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომელიც რუსეთ – უკრაინის ომს ისევ აქტიურად აკვირდება და მიიჩნევს, რომ რუსეთი სუსტდება. ვრცლად:

„რუსეთმა შესაძლოა თქვას, აი, გავჩერდიო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან“ – ინტერვიუ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version