უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 383 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
- ტანკი – 6 290 ერთეული [+10]
- ჯავშანტექნიკა – 11 696 ერთეული [+25]
- საარტილერიო სისტემა – 9 113 ერთეული [+16]
- MLRS – 972 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 660 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 049 ერთეული [+8]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 846 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 12 149 ერთეული [+46]
- სპეცტექნიკა – 1 443 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 568 თვითმფრინავი
- 265 ვერტმფრენი
- 11 345 უპილოტო საფრენი აპარატი
- 456 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 14 817 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 211 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 892 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 18 007 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„ფაქტია, ხმელეთზე რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს“, – კატეგორიული პოზიცია აქვს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომელიც რუსეთ – უკრაინის ომს ისევ აქტიურად აკვირდება და მიიჩნევს, რომ რუსეთი სუსტდება. ვრცლად:
„რუსეთმა შესაძლოა თქვას, აი, გავჩერდიო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან“ – ინტერვიუ