უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 386 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000]
- ტანკი – 6 322 ერთეული [+12]
- ჯავშანტექნიკა – 11 773 ერთეული [+16]
- საარტილერიო სისტემა – 9 228 ერთეული [+33]
- MLRS – 976 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 663 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 332 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 136 ერთეული [+36]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 847 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 12 267 ერთეული [+36]
- სპეცტექნიკა – 1 462 ერთეული [+10]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 568 თვითმფრინავი
- 265 ვერტმფრენი
- 11 580 უპილოტო საფრენი აპარატი
- 457 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 14 877 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 214 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 931 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 18 124 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
-
207 უკრაინელი მებრძოლი ტყვეობიდან დაბრუნდა, მათ შორის არიან მარიუპოლის მცველები
-
ბუდანოვი: ახლა რუსეთი უტევს, ეს დასრულდება და ჩვენი სვლა დაიწყება
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook