PSP-ში მსოფლიოში ცნობილი კორეული ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანია. კორეული პროდუქცია შექმნილია მათთვის, ვინც ხაზს უსვამს საკუთარ ინდივიდუალიზმს და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს უპირატესობას.
კონკრეტულად რა ბრენდებია ქსელში, რა ასორტიმენტი აქვთ და რითაა გამორჩეული ეს პროდუქტები? – ამ საკითხებზე PSP-ს მარკეტინგის მენეჯერს, სალომე პატარიას ვესაუბრეთ.
- სალომე, მოგვიყევით კორეული ბრენდების შესახებ, რომელი წლიდან გამოჩნდა PSP-ს ქსელში?
2018 წელს პირველი კორეული ბრენდი, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზეთ, იყო „მიზონი“. ეს მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ ცნობილი ბრენდია. „მიზონმა“ ჩვენთანაც მალე დაიმსახურა ქართველი მომხმარებლების მოწონება. შესაბამისად,PSP-ში გადავწყვიტეთ გაგვეფართოებინა კორეული ბრენდების ასორტიმენტი და დღეს შეგიძლიათ ექვსი კორეული ბრენდის პროდუქცია შეიძინოთ ჩვენს ქსელში, ესენია: „მიზონი“, „მისშა“, „სტებლანკი“,„ ვილაჯ 11“, „აპიუ“ და „ტონიმოლი“.
ამ ბრენდებში წარმოდგენილი გვაქვს როგორც სახისა და სხეულის მოვლის პროდუქტები, ასევე დეკორატიული კოსმეტიკა. თითოეული ბრენდი არის გამორჩეული, მათ ახასიათებს სწრაფი მოქმედება და მალევე ვიღებთ შედეგს.
კორეულ კოსმეტიკას აქვს 10- საფეხურიანი მოვლის რუტინა და თითოეული ამ ეტაპისთვის ბრენდები შესაბამისი პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ. თუმცა, ამან არ უნდა შეგვაშინოს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 10 საფეხურის ნაცვლად, მასზე მორგებული რუტინა შეადგინოს.
- რომელი უფრო გამორჩეულია, დღის თუ ღამის რუტინა? და რას გვთავაზობენ კორეული ბრენდები ამ მიმართულებით?
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საღამოს რუტინა, რადგან დღის განმავლობაში უამრავი გამაღიზიანებელი ზემოქმედებს ჩვენს კანზე და ამავდროულად, აუცილებელია სახიდან მაკიაჟის მოშორებაც.
“მისშას” სუპერ აქვა სერია შეიცავს 10 ტიპის დაბალ, საშუალო და მაღალ მოლეკულურ ჰიალურონის მჟავას. სხვადასხვა ზომის მოლეკულები ავსებენ ტენიანობას კანის ყველა ფენაში და უზრუნველყოფენ კანის ხანგრძლივ დატენიანებას. რეკომენდებულია მშრალი, მგრძნობიარე და ნორმალური კანისთვის. კარგად შეიწოვება, ანიჭებს კანს სიგლუვეს, სიმკვრივეს, ელასტიურობასა და ჯანსაღ იერს. აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და რაც მთავარია, არ ტოვებს ცხიმოვან კვალს.
- PSP-ს აფთიაქში შედარებით ახალი ბრენდია „ვილაჯ 11“, რომელიც ვეგანურ პროდუქტებს გვთავაზობს. რითაა ის გამორჩეული?
„ვილაჯ 11“-ს ჩვენი მომხმარებელი მას უკვე იცნობს და ენდობა. მისი პროდუქტები 11 ბუნებრივი ინგრედიენტისგან არის დამზადებული და 98%-ით ბუნებრივი შემადგენლობა აქვს. ეს არის ვეგანური ბრენდი.
მასში სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს. პირველია გამაახალგაზრდავებელი ხაზი, რომელშიც შემავალი პროდუქტები იწვევს კანის გამკვრივებას და გვარიდებს დაბერების ნიშნებს. ეს ხაზი შეიცავს რეტინოლს, რომელიც აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.
მეორე არის პრემიუმ კლასის დღის ხაზი, რომელიც გამოირჩევა ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დღის პროდუქტებით; არეგულირებს კანის ცხიმოვნებას, კურნავს აკნეს, გამონაყარს და უზრუნველყოფს იმას, რომ გლუვი და რბილი კანი გვქონდეს გამოშრობის გარეშე.
ამ ხაზს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს, თუმცა მწვავე აკნეს დროს, სასურველია, დერმატოლოგთან კონსულტაცია გავიაროთ, სანამ რომელიმე პროდუქტს შევარჩევთ ჩვენი კანისთვის.
მესამე – ესაა ჰიდრო ხაზი, რომელიც დამატენიანებელი პროდუქტებით გამოირჩევა. მის შემადგენლობაში არის პანთენოლი, შის კარაქი და სხვა მცენარეული ექსტრაქტები, რაც მშრალ კანს კვებავს და არბილებს.
- რა ხდის კორეულ ბრენდებს განსაკუთრებულს? ვისთვისაა ის შექმნილი?
კორეული პროდუქცია შექმნილია მათთვის, ვინც ხაზს უსვამს საკუთარ ინდივიდუალიზმს და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს უპირატესობას.
კორეული ბრენდები გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით, აქ ვხვდებით იგივე მაკიაჟის ზეთებს, ბალმებს, თვალის პაჩებს, რაც სხვა ბრენდებთან არ გვხვდება.
ასევე მინდა აღვნიშნო, მზისგან დამცავ საშუალებებზე. როცა დღის რუტინაზე ვსაუბრობთ, მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება ნებისმიერ პერიოდში აუცილებელია. მათ შორის ცივ სეზონზეც, როცა ზამთრის კურორტებს ვსტუმრობთ.
ასევე ხაზგასასმელია დეკორატიული კოსმეტიკაც. ამ ხაზში შემავალ პროდუქტებს ისეთი ეფექტი აქვს, თითქოს სახეზე არც არაფერი გვისვია და ჩვენი კანი გამოიყურება ასე ჯანსაღად და ლამაზად.
- სალომე, რა სიახლეებია PSP-ს აფთიაქში?
PSP-ში კვლავ ვაგრძელებთ ასორტიმენტის განახლებას და სიახლეების შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
კორეული ბრენდების პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ჩვენს აფთიაქებში, ასევე ონლაინ ჩვენს საიტზე PSP.GE და მობილურ აპლიკაციაში,