ბათუმის მერის ახალი მოადგილეები

ზურაბ პატარაიას ცოტა ხნის წინ  ბათუმის მერის თანამდებობაზეც მოიზარებდნენ: რაც შეეხება ზურაბ პატარაიას, არაერთხელ გაჟღერდა, რომ სხვადასხვა უფრო მაღალ თანამდებობაზეც მოიაზრებოდა. პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, რადგან ასეთი მხარდაჭერა იყო მის მიმართ,  გადავწყვიტე ეს რესურსი აქტიურად გამოგვეყენებინა მერიის სისტემაში და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი იმისათვის, რომ  ჩვენ რაიმე პოლიტიკური ამბიციებით კი არა არამედ ქალაქის მშენებლობისთვის ვიკრიბებით აქ.“ – აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.

ჯემალ ანანიძის თქმით, ზურაბ პატარაიამ ტერიტორიული ორგანოებისა და მათი რწმუნებულების კურირება ჩაიბარა.

მერის მეორე მოადგილედ  ფინანსისტი რუსლან ქორიძე დაინიშნა. ბოლო წლებში ის საბანკო სფეროში მუშაობდა.  მას ეკონომიკური სამსახურის გარდა საბიუჯეტო საკითხები აიპებისა და შპს- ების კურირება დაევალა.

ბათუმის მერის მოადგილეების წარდგენა

ფასდაკლება


 verda – უმაღლესი ხარისხის საღებავები

 

www.verdaboya.com.tr

 

 

მაღალი ხარისხის თეთრეული – მხოლოდ ჩვენთან!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საუკეთესო ევროპული ცემენტი – უმაღლესი სტანდარტი, მომსახურება ადგილზე მიტანით!

 

ივანიშვილი: ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო უნდა იყოს ტურისტებისთვის

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

 

„ხელისუფლება აბსოლიტურად კარგად აცნობიერებს რომ ტურიზმი უნდა იყოს ეკონომიკის წამყვანი არ ვიტყოდი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი. მათ რიცხვში ბათუმი და  აჭარა არის ძალიან საინტერესო ტურიზმისთვის.  ამ მხრივ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. უფრო კონკრეტულად რომ ჩვენ კონკრეტული გეგმა გვქონდეს გაწერილი გარდა ვთქვათ იმისა რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. უსაფრთხოებას მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ უსაფრთხო იყოს ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის. საინვესტიციო გარემო განვავითაროთ, სასტუმროების მშენებლობა უშუალოდ აჭარაში. მხოლოდ იქ [აჭარაში] მოახერხა არჩილ ხაბაძემ  და ნაწილობრივ მაინც შეუმსუბქა მოსახლეობის იმ ნაწილს პრობლემები რომლებმაც იქ სასტუმროები ააშენეს, კრედიტები აიღეს და შემდგომ ცუდ დღეში ჩავარდნენ.  იპოთეკური კრედიტები მაქვს მხედველობაში. დაახლოებით ესე მთელ საქართველოში ვცდილობთ. აჭარა ძალიან საინტერესოა და ბათუმი განსაკუთრებით, რომ მომავალში ის მიმზიდველი იყოს ტურისტებისთვის,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბათუმს ახალი ვიცე მერები ეყოლება

 

დღეს, 12 საათზე ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე ვიცემერების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით მერის პირველი მოადგილის უფროსის თანამდებობას საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძის  ბიუროს ხელმღვანელი ზურაბ პატარაია დაიკავებს. ამის შესახებ გაზეთი „ბათუმელები“ ამ კვრის ნომერში წერდა. მერის მეორე მოადგილის თანამდებობაზე კი რუსლან ქორიძე დაინიშნება. 

„ჩვენ გვიყვარს ცეკვა“ ბათუმში

„ჩვენ გვიყვარს ცეკვა”  ბათუმში უკვე მეორედ ტარდება, კონკურსის ჩატარების იდეა ბათუმელ ქორეოგრაფებს, ირაკლი სურმანიძესა და მაიკო დუმბაძეს ეკუთვნით.

კონკურსისთვის მზადება ორი თვის წინ დაიწყო, კასტინგის შედეგად 9 წყვილი შეირჩა. კონკურსის პირველ ეტაპზე კონკურსანტებმა ჟიურის მიერ შერჩეულ მუსიკაზე ცეკვა თავად დადგეს. კონკურსის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხუთივე ეტაპი განსხვავებული იქნება, მოეწყობა ქართული ცეკვების ტური, სამეჯლისო ცეკვების ტური და გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ჰიტებზე დადგმული თანამედროვე ცეკვების ტური.  „ერთი თვის წინ შევარჩიეთ მონაწილეები, ამ თვის განმავლობაში მონაწილეები ემზადებოდნენ. მსგავსი კონკურსები ცეკვას პოპულარიზაციას უწევს და მნიშვნელოვანია მათი ხელშეწყობა.“- ამბობს ირაკლი სურმანიძე.

ხუთ საკონკურსო დღეს  ჟიურისთან ერთად მაყურებელიც sms-ების საშუალებით აირჩევს თავის რჩეულს: „სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან დავაკომპლექტეთ ჟიური, შევარჩიეთ ბათუმის ცნობადი სახეები, რამდენიმე მათგანს გამოცდილებაც აქვს უკვე შარშან იყვნენ ჩვენი კონკურისი ჟიურში. პირველ დღეს არავინ გავარდნილა, მომდევნო დღეებში ორ-ორი წყვილი დატოვებს პროექტს, ფინალში კი სამი წყვილი დარჩება.“ – ამბობს მაიკო დუმბაძე.

წლევანდელი კონკურსი იმით გამოირჩევა, რომ მასში  მხოლოდ ქართველი ცეკვის მოყვარულები არ ღებულობენ მონაწილეობას. დიფენს ნადი ნოექე ამერიკელია, ბათუმში სასწავლებლად ჩამოვიდა, საზღვაო აკადემიაში სწავლობს, კონკურსის შესახებაც იქვე გაიგო: „მომწონს კონკურს, მოცეკვავე არა ვარ, მოყვარული ვარ, კონკურსში წარმატების იმედი მაქვს.“ – ამბობს ის.

„ემოციური საღამოა, დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, ცოტას ვღელავ, პირველი გამოსვლა მგონი კარგი იყო, მომდევნო საკონკურსო დღეები უკეთესი იქნება. ჩემი გულშემატკივრების იმედი მაქვს, მადლობა ყველას ვინც ერთ სმს -ს  მაინც გამომიგზავნის.“- ამბობს ინგა ბერაძე,

კონკურსის გამარჯვებული წყვილი ხუთ ივლისს გამოვლინდება, გამარჯვებული წყვილი კ 1000 ლარით დაჯილდოვდება.

როგორ წაგვართვეს ზაფხული

რა გვაწუხებს მე-11, ახლა უკვე პოტენციურ მე-12-კლასელებს?! გვაწუხებს ის, რომ ოქტომბერში ვაბარებთ საატესტატო გამოცდებს ტექნიკურ საგნებში, ტექნიკური განათლება კი ტკივილიანი თემაა. საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ამ კუთხით, ამიტომაც ბოლო წლებია სახელმწიფომ დააჩქარა სწავლის ხარისხის ამაღლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ამასთანავე, მუშაობდნენ მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხზე, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა მომავალ მე-12-კლასელებს მთელი ზაფხული მომზადება მოგვიწევს. ტექნიკურ საგნებში, ზოგიერთს მარტო, უმრავლესობას კი – რეპეტიტორის დახმარებით.

მართალია, მეთერთმეტეკლასელები კრიტიკულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგანაც პასუხს გვთხოვენ იმაზე, რაც სრულყოფილად არ გვისწავლია ამ ათასგვარი რეფორმის გამო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ პირველ ნაკადს ძალიან არ გაგვირთულებენ საქმეს. შიშის ფაქტორი დიდია. ბევრ ჩემს თანატოლს მუშაობა აქვს გადაწყვეტილი, რათა საკუთარი თანხით შეძლოს რეპეტიტორთან მომზადება. დამეთანხმებით, ტექნიკური საგნების დამოუკიდებლად სწავლა ძალიან რთულია. ამიტომაც, ყველა მასწავლებელს მიაშურებს. მშობლების გვერიდება, მუშაობაც გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლობასაც ვეჩვევით. კარგი იქნება, სულ მთლად ხორცსაკეპ მანქანაში თუ არ გაგვატარებენ.

ჰო, როდის უნდა დაიმსხვრეს რეპეტიტორის ინსტიტუტი? მშობლებიც ნაკლებად ინერვიულებენ და ბავშვები კიდევ წუწუნს მოვრჩებით. ჩვენი მშობლების ჯიბეებიდან თანხა პირდაპირ ირიცხება რეპეტიტორთა ჯიბეებში. პრობლემა ის არის, რომ ტექნიკური საგნები, მრავალი რეფორმის გამო, სემესტრულად, ხან კი ერთწლიანი ინტერვალით ვისწავლეთ. აშკარაა, რომ საფუძვლიანი ცოდნა ამ საგნებში ნამდვილად არ გაგვაჩნია, ამიტომაც ეს ჩვენი აქილევსის ქუსლია.

მსხვერპლის როლი კარგად გვაქვს შეთვისებული მეთერთმეტეკლასელებს და განვიცდით, ვდარდობთ იმაზე, რომ ეს ზაფხული, ფაქტობრივად, წაგვერთმევა. გადაწყვეტილი ამბავია. თან მზეც ისეთი ცხელი და მკაცრი იქნება ამ დროს…

განათლება

 

 საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი

 

 

 

 

.. განათლებაკონკურენტუნარიანი განათლებით აღჭურვილი მოსწავლის აღზრდა რეპეტიტორის გარეშე!


 

  „განათლება“ დაარსდა 2001 წელს. სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა და მათემატიკა. ასევე, მოსწავლეებსა და მათს მშობლებს ვთავაზობთ დამატებითი სააღმზრდელო და სასწავლო მომსახურების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს  დღის მეორე ნახევარში  გაკვეთილების მომზადებას, ერთჯერად სრულფასოვან კვებას,  სხვადასხვა ინტელექტუალურ–შემეცნებით და სპორტულ აქტივობას.

 

განათლების მაღალ ხარისხს განაპირობებს თანამედროვე მატერიალურტექნიკური ბაზა და მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი.

 

სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი ქეთევან გოშხეთელიანი.

 

სკოლა თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაცია „აისეკთან“  და ახორციელებს პროექტს ENGLISH ACADEMY, რომელიც მოიცავს ინგლისური ენის ოთხკვირიან კურსს უცხოელი პედაგოგების მონაწილეობით.

 

ტრადიციულად,  წარმატებული მოსწავლეები    ნაწილობრივ ან მთლიანად თავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან.

 

გააკეთე ყველაზე საიმედო ინვესტიცია საკუთარ განათლებაში და ისწავლე ჩვენთან!                            

 

 

 

                             ჩვენი მისამართია: .ბრწყინვალეს #103

 

მობ:593 901600 

 

web: imedi.edu.ge

 

 

                                    



 ფრანგული სკოლა ბათუმში


 

ფრანგული სკოლა ერთადერთია აჭარაში, რომელიც  მოსწავლეებს ქართულ ატესტატთან ერთად, საფრანგეთის განათლების სამინისტროს განათლების დამადასტურებელ დიპლომსაც გადასცემს.

 

 

სკოლას მჭიდრო კავშირი აქვს/თანამშრომლობს როგორც საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან, ასევე ალ.დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრთან.

 

ფრანგული სკოლა შექმნა ამ ენის საუკეთესო სპეციალისტმა – ლუიზა თუთარაშვილმა. სკოლის სხვა პედაგოგების მაღალკვალიფიციურობას ადასტურებს მისი თითქმის ყველა მოსწავლის წარმატება სხვადასხვა ოლიმპიადასა თუ ინტეგრირებულ პროექტებში. სკოლას ჰყავს ოქროს მედალოსნებიც.

ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებში შემოქმედებით თვითგანვითარებას და აძლევს პრაქტიკულ ცოდნას.

 

სკოლაში ფრანგულთან ერთად ისწავლება ინგლისური, რუსული და სხვა ევროპული ენები.

 

სკოლის მოსწავლეები არიან ფრანკოფონიური სკოლების თეატრალური ფესტივალის პრიზის – ,,ოქროს ბატკნის“ მფლობელები. ყოველ ზაფხულს სხვადასხვა რეგიონში  ეწყობა საზაფხულო სკოლები, სადაც მოსწავლეებს ფრანგი ანიმატორები ეხნარებიან  ენის დაუფლებაში.

 

ჩვენთან თანამშრომლობით საუკეთესო განათლება და გარანტირებულ მომავალი გელოდებათ.

ნუღარ გადადებთ, დაგვიკავშირდით დღესვე.

 

დაგვიკავშირდით:

 ბათუმი. გრიბოედოვის ქუჩა #67.

ტელ.:27-06-62;

მობ.: 593-66-81-44

 

 

 

სკოლა „ევრო 2000“ – უცხო ენების გაძლიერებული სწავლება და თანამედროვე განათლება

 

 

სკოლა “ევრო 2000” უცხოური ენების გაძლიერებულ სწავლებას გთავაზობთ.

 

 

„ევრო 2000″  მდებარეობს ბათუმის ცენტრში და აქვს საკუთარი ცხრასართულიანი კეთილმოწყობილი შენობა, ლაბორატორიით, საგნობრივი კაბინეტებით, სააქტო დარბაზითა და სპორტული მოედნით.  სკოლაში 76 მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგი ასწავლის და ცოდნას 500-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება.

 

ჩვენი მიზანია ბავშვებს მივცეთ თანამედროვე, მრავალმხრივი განათლება, რაც მათი წარმატების გარანტია გახდება.

 

სკოლას  ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ჰყავს პარტნიორი ორგანიზაციები. კერძოდ, გერმანულ პროგრამას ხელმძღვანელობს ZFA-ს ორგანიზაცია. სასწავლო კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა გერმანული ენის დიპლომი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს გააგრძელოს სწავლა გერმანიის უნივერსიტეტებში გამოცდების გარეშე.

 

 

თანამედროვე სასწავლო გარემო და პედაგოგების მაღალი კვალიფიკაცია „ევრო 2000″-ის მოსწავლეების წარმატების გარანტიაა. ჩვენი სკოლის  მოსწავლეები იმარჯვებენ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ გაცვლით პროგრამაში.

 

 

მოსწავლეები, რომლებმაც „ევრო 2000″ დაამთავრეს, წარმატებით სწავლობენ ამერიკულ და გერმანულ უნივერსიტეტებში.  მათ ნაწილს DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებით მოპოვებული  აქვს ევროპულ უნივერსიტეტებში 4 წლიანი სწავლების სრული დაფინანსება.

 

 

 

დაგვიკავშირდით:

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა  #91

ტელ: 27 42 47; 27 16 66

email: evro2000batumi@yahoo.com

დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე



 

სკოლა „ნიკე“ – სრულფასოვანი სწავლება დამატებითი მომზადების გარეშე

 

 

 

 

სკოლა ,,ნიკე’’ გთავაზობთ:

 

1. თანამედროვე, სუფთა, დაცული გარემო.  კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა –  8-15 მოსწავლე

 

2. ეროვნულ იდეალებზე დაფუძნებული თანამედროვე სასწავლო მოდელი

 

3. დაწყებითი კლასებიდან საგნობრივი დაყოფა, მათემატიკის გაძლიერებული სწავლება პირველი საფეხურიდან

 

4. უცხო ენის გაძლიერებული სწავლება დაწყებითი კლასებიდან ეტაპობრივად (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული)

 

5. ინტელექტის განვითარება  – მსოფლიო ლიტერატურეს შედევრების,ხელოვნების ისტორიის,ეთიკისჭადრაკის,მეტყველების კულტურის,რელიგიის ისტორიის შესწავლა

 

6. კომპიუტერის მოხმარება – ინფორმატიკა, უნარჩვევების განვითარება, მესამე საფეხურზე საბუნებისმეტყველო საგნების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) გაძლიერებული სწავლება

 

7. ლიტერატურული საღამოების, დებატების, კონკურსების, სპორტული თამაშების მოწყობა. ხატვის, ქართული ხალხური ცეკვის, მხატვრული კითხვის წრეები

 

8. მაგიდის ჩოგბურთი

 

9.  მეტყველების პედაგოგის და ფსიქოლოგის დახმარება

 

10. გაკვეთილების შემდეგ დამატებითი მეცადინეობა საგნების მიხედვით

 

11.მომსახურება ავტოტრანსპორტით, ერთჯერადი კვება (სურვილისამებრ)

 

 

 

ჩვენი მიზანია: სრულფასოვანი სწავლება დამატებითი მომზადების გარეშე!

 

 

 

სკოლა „ნიკე“ დაარსდა 2006 წელს. ლიცენზირებულია აჭარის ა.რ. განათლების სამინისტროს მიერ. 2012 წლის 18 იანვარის გადაწყვეტილებით სკოლამ გაიარა ავტორიზაცია. სკოლაში  მუშაობენ გამოცდილი, პროფესიონალი პედაგოგები და აღმზრდელები. სკოლის დირექტორია იზო ტაკიძე.   

 

სწავლების ხანგრძლივობა არის 10 თვე-15 სექტემბრიდან 15 ივნისამდე.

 

სწავლების განრიგი: 10საათიდან 17 საათამდე.

 

დაგვიკავშირდით:

მისამართი: ლორიას ქუჩა #8

ტელ: 27 09 85

მობ: 593 34 02 03

მზად ვარ, საფრანგეთიდან ბათუმში დავბრუნდე

ირაკლი ნინიძე: მიხარია, რომ ბათუმში კიდევ ვახსოვარ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი სპორტული კარიერის პირველი ნაბიჯები და საუკეთესო წლები სწორედ ბათუმს უკავშირდება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ზვიად უნგიაძის დამსახურება, რომლის დამსახურებითაც მოვხვდი დიდ სპორტში. ჯერ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე დავდიოდი, შემდეგ კი, ზვიადის რჩევით, რაგბის თამაში დავიწყე. 1995 წელს ბათუმის გუნდს „დელფინები“ ერქვა და სწორედ იქ შედგა ჩემი ნათლობა, მაშინ პირველ ლიგაში გამოვდიოდით. 1998 წელს კი უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, მაშინ უკვე „დათვები“ გვერქვა. კარგი, შეკრული გუნდი ვიყავით და იმავე წელს საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. მომდევნო წელს კი საქართველოს ჩემპიონები გავხდით და თასის ფინალშიც გავედით. ყველაზე წარმატებული კი 2002 წელი იყო, როდესაც ჩემპიონებიც გავხდით, თასიც მოვიპოვეთ და ევროპის რეგიონთა თასის გათამაშებაზე მესამე ადგილი დავიკავეთ.

 

 

სწორედ ამის შემდეგ იყო მიწვევა ეროვნულ ნაკრებში და საზღვარგარეთული კარიერის დასაწყისი

 

 

– დიახ. 2003 წელს მიმიწვიეს ეროვნულ ნაკრებში, ჩილეში იქაურ გუნდსა და არგენტინის ნაკრებს ამხანაგურად გავეჯიბრეთ. იმავე წელს, ბათუმში ჩამოვიდა რუსეთის გუნდი, კრასნოარსკის „ენისეი“, რომელიც რუსეთის მრავალგზის ჩემპიონია. თამაშის შემდეგ, შემომთავაზეს „ენისეიში“ გადასვლა, რაზეც დავთანხმდი, ასე აღმოვჩნდი „დათვებიდან“ რუსეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, სადაც სამი წელი გავატარე. რუსეთის თასის ფინალში „ვვა“-ს ვხვდებოდით, სწორედ მაშინ ნახა ჩემი თამაში ერთმა ქართველმა აგენტმა და საფრანგეთში წასვლა შემომთავაზა, მაშინ უკვე რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და თასის მფლობელი ვიყავი. სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში არ ვაპირებდი საფრანგეთში გადასვლას, თუმცა, რუსეთმა საქართველოსთვის ვიზების გაცემა შეწყვიტა და მეც კარიერის გაგრძელება საფრანგეთში გადავწყვიტე. 2007 წელს მარსელის „მარსელში“ ჩავირიცხე. 2008 წელს უკვე „ნიმის“ ღირსებას ვიცავდი, 2009-2011 წელს „პერიგოში“ გადავედი, სადაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ წამყვანი მორაგბის, თედო ზიბზიბაძესთან ერთად ვთამაშობდი.

 

 

როგორც ვიცი, პერიგოში თქვენთან ერთად ახალი ზელანდიის ნაკრების წევრებიც თამაშობდნენ

 

 

– დიახ, ხუთი მორაგბე ზელანდიელი იყო. ძალიან თბილი ხალხია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებდნენ, ძალიან უბრალოდ და გულითადად ექცევიან ყველას. როგორც კი გუნდში გადავედი, თვითონ მოვიდნენ, დახმარება შემომთავაზეს, მარტივად რომ ვთქვათ, ავეჯი საკუთარი ხელით გადმოტვირთეს და სახლში დამიწყვეს. ჩვენი ოჯახის წევრი ხარო, ასე მითხრეს. ერთმანეთს მეტსახელებით მივმართავდით და მალე დავმეგობრდით კიდეც. „პერიგოდან“ „რომანსში“ გადავედი. საფრანგეთის ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის „ნაციონალ 1“-ის პლეი-ოფში ვითამაშეთ. თუმცა, მათთან კონტრაქტი უკვე ამომეწურა, ახალი კონტრაქტი, 1+1 სისტემით, ასევე ფრანგულ კლუბ „დიჟონთან“ გავაფორმე.

 

 

ნაციონალ 1 მართლაც ერთერთი უძლიერესი ლიგაა. არ გაგიჭირდა?

 

 

– არა, იმიტომ რომ მანამდე, საფრანგეთში თამაშისას, საკმაო გამოცდილება დამიგროვდა, გუნდსაც იოლად შევეწყვე. ისე, რომ იცოდეთ, ტოპ 14-იდან ბევრი მოთამაშე სწორედ „ნაციონალ 1“-ში გამოდის და ბევრი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშეები სწორედ ამ ლიგაში ასპარეზობენ.

 

 

როგორც ვიცი, ბათუმში დაბრუნების სურვილი გაქვს და გინდა, საკუთარი გამოცდილება შენს მშობლიურ კლუბს მოახმარო

 

 

– ცხოვრებაში თუ კი რამ გამაჩნია, სპორტმა მომცა, რაგბმა, ამიტომაც, ვალდებულადაც ვთვლი თავს, რომ ბათუმში და საერთოდ, აჭარაში, რაგბის განვითარებაში ჩემი წვლილიც შევიტანო. ამჟამად ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს „დიჟონთან“, თუმცა, მისი გასვლის შემდეგ, უკვე ჩემზეა დამოკიდებული, დავრჩები კიდევ ერთი წელი თუ შევწყვეტ კონტრაქტს.

 

 

შენ რომელი გირჩევნია?

 

 

– დასაწყისი და დასასრული ყველაფერს აქვს. უკვე 36 წლის ვარ, დროა კარიერის დასრულებაზეც ვიფიქრო. ჩემს თავს კი სამომავლოდ მწვრთნელის ამპლუაში ვხედავ.

 

 

გაქვს სამწვრთნელო გამოცდილება?

 

 

– აქ, საფრანგეთში, თითოეული მორაგბე ვალდებული ვართ, ბავშვები ვავარჯიშოთ, ასე რომ, ბავშვთა რაგბიში მწვრთნელობის გამოცდილება მაქვს. ჩემი სურვილი და მიზანია, რომ აჭარაში ბავშვთა რაგბის განვითარებას შევუწყოთ ხელი, რათა ადგილობრივი კადრები გავზარდოთ. კარგი იქნება, თუ ამას აჭარის რაგბის მესვეურები გაითვალისწინებენ და ჩემს სამსახურზე უარს არ იტყვიან.

 

 

P.S. ამჟამად ირაკლი ნინიძე საფრანგეთში მეუღლესთან და ორ შვილთან, 10 წლის ნინისთან და 5 წლის ანდრიასთან ერთად ცხოვრობს და როგორც აღნიშნა, მალე ოჯახში მესამე შვილს ელოდებიან.

პირამიდა „პირამიდაში“

ტურნირის ძირითადი ბადის დაწყებამდე ორი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა, რომელმაც უძლიერესები გამოავლინა და პირველობისთვის ბრძოლის შანსიც მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, თბილისელი პაატა ხმალაძე, რომელმაც ამჯერადაც პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე დავით ჯორბენაძე გავიდა, მესამე ადგილი კი გიორგი ნინოშვილმა დაიკავა. რაც შეეხება ბათუმელ დავით ფიფიას, ის ნახევარფინალში 2:0 უგებდა ხმალაძეს, თუმცა საბოლოოდ 2:3 დამარცხდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა.

 

დავით ფიფია
დავით ფიფია

შეჯიბრი აჭარის ბილიარდის ფედერაციისა და ქალაქ ბათუმის მერიის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო და როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მას ტრადიციული ხასიათი მიეცემა. ტურნირი საბილიარდო კლუბ „პირამიდა“-ში ჩატარდა, ორგანიზატორები მადლობას უხდიან კლუბის მესაკუთრეს თემურ დიმიტრაძეს.

ფიფა თანახმაა მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდეს, მაგრამ…

ჯაბა ჭანტურია: პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინა ჩავატარეთ ბათუმის პირველობა საპლაჟო ფეხბურთში, რვა გუნდი მონაწილეობდა. საუკეთესოები შევარჩიეთ და ნაკრები ჩამოვაყალიბეთ, რომელიც იტალიაში გაემგზავრება საერთაშორისო, თან ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად.

 

 

  რაც შეეხება ბათუმის ტურნირს, მის შესახებ რას გვეტყვით?

 

 

– როგორც უკვე აღვნიშნე, რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ბათუმის უნივერსიტეტის გუნდი, „მაჭახელა1“, „მაჭახელა 2“, „ოლდ ბოისი“, „ტერმინალი“, „საჰარა“, „ძველი ბათუმი“ და ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბის გუნდი „შავი ზღვის მეკობრეები~. სწორედ „მეკობრეებმა“ გაიმარჯვეს ფინალში, რომლებმაც „ტერმინალს“ პენალტების სერიაში მოუგეს. კარგი ტურნირი იყო.

 

 

ბათუმში საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობას აპირებთ

 

 

– კი, ეს ტურნირი ივლისში გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსიის, თურქეთისა და ირანის გუნდები. თუმცა შესაძლოა ირანის ნაცვლად მაროკოს გუნდი ჩამოვიდეს, და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ თამაშების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მოხდება. ვნახოთ.

 

 

ვინ აფინანსებს ამ ტურნირს?

 

 

– მეოთხე წელია ბათუმის მერია მხარში გვიდგას და იმედია, წელსაც ასე იქნება. ყველაფერი ეს საშუალებას გვაძლევს, პრაქტიკა მივიღოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ გაცილებით დიდი მასშტაბის ტურნირებს ვუმასპინძლოთ. ბიჭებიც მონდომებულები არიან. მათ ნიკოლოზ თოდაძე ავარჯიშებს. ბევრი ფეხბურთელი ჩვენთან რომ თამაშობდა, ბათუმის „დინამოში“, ქედის „ბეთლემსა“ და „მაჭახელაში“ თამაშობენ. ახლა კი იტალიურ ტურნირზეც გეტყვით. ჩვენ პირველად გვიწევს ისეთი რანგის ტურნირზე მონაწილეობა, სადაც საპლაჟო ფეხბურთის გრანდები ასპარეზობენ. სიმართლე გითხრათ, თავიდან გაგვიკვირდა, რომ მოწვევა ჩვენ მივიღეთ. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ და, ალბათ, დაინახეს და დააფასეს ჩვენი გარჯა სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის რომ ვეწევით.

 

 

ვინ მონაწილეობს ამ ტურნირში?

 

 

– რომის „ლაციო“, „ინტერი“, „რომა“, მოსკოვის „სპარტაკი“, „მონრეალი“ (კანადა), პორტუგალიის „ბრაგა“ და ბრაზილიის „რეციფა“. თავადაც ხედავთ, თუ ვისთან მოგვიწევს თამაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტურნირზე ღირსეულად წარვსდგეთ, თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ საპლაჟო ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია, თან ბურთიც მრგვალია და რა იცი, რა მოხდება…

 

 

დაფინანსება?

 

 

– სპორტის დეპარტამენტი გვაფინანსებს ამ ტურნირზე, მაგრამ 3500 ლარი გვაკლდება, იმედია ვიშოვით. მხოლოდ მგზავრობის თანხა გვჭირდება, დანარჩენს ანუ სასტუმროს, კვებას, გადაადგილებას, ექსკურსიებსაც კი, ყველაფერს იტალიელები, ტურნირის ორგანიზატორები იღებენ საკუთარ თავზე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტურნირი რომში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, გადაწყვეტილება შეცვალეს და თამაში სიცილიაში მოგვიწევს.

 

 

ფიფასა და მსოფლიო ჩემპიონატს რაც შეეხება, რამდენად რეალურია, რომ ბათუმმა შესაძლოა საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს?

 

 

– ფიფასგან მივიღეთ ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, შევიტანოთ განაცხადი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე და ასევე წერია, რომ ფიფა თანახმაა მუნდიალს ბათუმმა უმასპინძლოს. ანუ რა ხდება?! ყველაფრის გათვალისწინებით, ფიფამ საპლაჟო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ სავარაუდო მასპინძლად დაგვასახელა.  ოთხი წელია მანამდე. ამ ეტაპზე მართლა არ ვართ მზად. თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება სათანადო მხარდაჭერა, მაშინ რატომაც არა?!

 

 

ერთ მოედანზე?

 

 

– მინიმუმ ორი მოედანი უნდა იყოს. თუ ჩვენმა ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოხატა და გაითვალისწინა ფიფას ელემენტარული მოთხოვნები, რაც მუნდიალის მასპინძლობისთვის არის აუცილებელი, არა მგონია, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა გაგვიჭირდეს. გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე სურვილი გვაქვს ვუმასპინძლოთ ევროპის სანაკრებო „ჩელენჯ კაპს“, ამის შესახებ უკვე მოლაპარაკებული ვართ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და თანახმა არიან, თუმცა, ჯერჯერობით, ამის ფინანსური მხარდაჭერა არ გვაქვს. იმედია, უკეთესობისკენ შეიცვლება ვითარება.

169 განაცხადი – კონკურსი აჭარის ტელევიზიაში

აჭარის ტელევიზიის იურისტის, მალხაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, 1 ივლისის სამუშაო დღის ბოლოს, „წამყვანი-რეპორტიორის პოზიციაზე 54 განცხადებაა შესული; რეპორტიორის პოზიციაზე – 52; თოქ-შოუს წამყვანობა 32 კონკურსანტს სურს; პროდიუსერობა – 31-ს. მინიმუმ 120 განცხადება თბილისიდან არის შემოსული“.

 

აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის, სოსო სტურუას თქმით, არც ერთი განცხადება არ ეკუთვნის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს. ისინი კონკურსში მონაწილეობას არ აპირებენ. თუმცა კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება შეიტანეს რადიოს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა.

 

საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს „მთავარი დღეს“ წამყვანი ნათია კირცხალია ამბობს, რომ კოლეგების მსგავსად, არ აპირებს განაცხადის შეტანას.

 

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის კონკურსი კონკურსისთვის.  ამ კონკურსის მიზანშეწონილობას ვერ ვხედავ, გარდა ერთი მოტივაციისა, თუ ვთქვათ, ვიღაც უნდა გაუშვან სამსახურიდან.  შეიძლება არ არის კონკრეტულად ჩემზე საუბარი მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის ამ შემთხვევაში. ჩემი  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემა გაიტანეს ვაკანსიაზე, როცა მე პარალელურ რეჟიმში ვმუშაობ ამ გადაცემაზე, ვაკეთებ ჩვეულებრივ.  რომელსაც არ დაუმსახურებია არც შენიშვნა, არც პრეტენზია, არც მაყურებლისგან არც ხელმძღვანელობისგან. საყვედურის მსგავსი არაფერი ყოფილა რომ რაღაც ეჭვქვეშ დამდგარიყო, არც დოკუმენტი არსებობს, რომ საყვედური გამოეცხადებინათ, რის საფუძველზეც შეიძლებოდა რომ გატანილიყო?!“ – ამბობს ნათია კირცხალია.

 

აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტში შესარჩევი კონკურსი 17 ივნისს გამოცხადდა. ტელევიზიის ხელმძღვანელის სოსო სტურუას განცხადებით, უკვე ცნობილია ვინ უხელმძღვანელებს საკონკურსო კომისიას. 

 

„კომისიის თავმჯდომარე დანიშნულია და სწორედ ის შეარჩევს საკონკურსო კომისიის წევრებს.  კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელია კომისიის თავმჯდომარე, თუმცა მაქვს უფლება, რომ არ განვაცხადო ზუსტი ვინაობა,“ – უთხრა სოსო სტურუამ „ბათუმელებს“.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, საკონკურსო კომისიას თინათინ დვალიშვილი ხელმძღვანელობს.

 

აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის თქმით, მან საკონკურსო კომისიაში ჩართვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, თამარ რუხაძესაც სთხოვა, თუმცა ქარტიამ გასულ კვირას უარი განაცხადა კონკურსში ჩართვაზე იმ მოტივით, რომ  ქარტია თავად აკვირდება მედიასაშუალებებს, პერიოდულად კი ატარებს მედიის, მათ შორის ტელეარხების მონიტორინგს.

 

„ამასთან, იმის გამო, რომ ქარტია იღებს მოქალაქეთა განცხადებებს სხვადასხვა მედიასაშუალების პროდუქტთან დაკავშირებით, ორგანიზაციის მიერ ტელემედიაში ჟურნალისტების შერჩევა შესაძლოა იქცეს მათ მიმართ განცხადების მიღების შემაფერხებელ გარემოებად და ქმნიდეს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ალბათობას,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

 

კითხვაზე, რა აუცილებლობით იყო განპირობებული კონკურსის გამოცხადება, სოსოს სტურუა პასუხობს:  „სანამ დავინიშნებოდი დირექტორად, დანიშვნამდეც ღიად ვაცხადებდი ინტერვიუებში, რომ კონკურსები იყო მიზანშეწონილი. ამის განხორცილება დანიშვნის დღიდან დავიწყე. რაც შეეხება სტატუსის შეცვლას, სტატუსის შეცვლა კონკურსის ჩატარებას არ ითვალისწინებს. კონკურსის ჩატარება დამოკიდებულია მხოლოდ ტელევიზიის ხელმძღვანელზე“.

 

რა ელის იმ თანამშრომლებს, ვინც არ აპირებს კონკურსში მონაწილეობას? სოსო სტურუას თქმით, ის ჯერ კომისიის გადაწყვეტილებას ელის.

 

„ვინც არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, ბუნებრივია, კომისია ვერ გააკეთებს დასკვნას, რომ ისეთ პიროვნებებს გაუფორმდეს კონტრაქტი. მე ვალდებული ვარ კომისიის გადაწყვეტილებას დავემორჩილო, ანუ  როგორც კი გამოცხადდება კონკურსის შედეგები, იმ კონტრაქტების ვადა, რომელიც ახლა მოქმედებს, ამოიწურება. ამის შემდეგ კომისია გადმომცემს მე იმ პერსონების სიას, რომელსაც უნდა გავუფორმო კონტრაქტი. მე უნდა დავემორჩილო კომისიის გადაწყვეტილებას, მაგრამ შემიძლია, იმათ გარდა  ვისაც კომისია წარმომიდგენს დამატებით, თუ მექნა თანხა და საშუალება, სხვადასხვა  პოზიციაზე  გავუფორმო სხვასაც კონტრაქტი,“ – აცხადებს სოსო სტურუა.

 

P.S. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 1 ივლისის სამუშაო დღის ბოლოს კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებები შეტანილი აქვთ ტარიელ ცეცხლაძეს, ნინო ცხვარაძეს, ნონა დიასამიძეს, ზურაბ ბაუჟაძეს, ცოტნე ანანიძეს, ნინო ჩიტაიშვილს, გიორგი წულაიას, ფირუზ ბოლქვაძეს, გიორგი სურმანიძეს, ნინო კვირიკაძეს, თენგიზ აფხაზავას, დიანა სალაყაიას.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 1 ივლისს, დღის ბოლოს  კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებების შეტანა დაიწყეს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმაც.

მირზა ცეცხლაძის მდგომარეობა მძიმეა

 

 

12 წლის მირზა ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

 

„მირზა უმძიმეს მდგომარეობაშია. აპარატზეა შეერთებული, პრაქტიკულად სასიცოცხლო მაჩვენებლები არ არის და   სპეციფიური მედიკამენტებით გვჭირავს მისი სიცოცხლე. ამ მდგომარეობაში შეიძლება რამდენიმე დღეს გაძლოს. გამორიცხულია საზღვარგარეთ გადაყვანა.  თავის ტვინი სისხლით არის სავსე, გაჟონვა მოხდა და ჩაექცა, საერთოდ სასიცოცხლო მაჩვენებლები არ არის,“ – განაცხადა  იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის კოორდინატორმა თამთა დემურიშვილმა.

 

მირზა ცეცხლაძე ლეიკემიით არის დაავადებული. მას ძვლის ტვინის გადანერგვისათვის ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება.  გასულ კვირას მირზას დასახმარებლად ჟურნალისტები გაერთიანდნენ და მკურნალობისთვის საჭირო ფულის შესაგროვებლად კამპანია წამოიწყეს. მოგვიანებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მირზას დასახმარებლად საჭირო თანხა გამოჰყო, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა მირზას სამკურნალოდ წაყვანა საზღვაგარეთ.

 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

 
პირველი ივლისიდან აღწერა იწყება აჭარასა და გურიაში, 15 ივლისიდან იქნება კახეთში, ნოემბერ-დეკემბერი იქნება თბილისი და სამეგრელო და შემდეგი წლის თებერვალში ჩაერთვება ქართლი და იმერეთი. ამით დასრულდება პირველი ეტაპი.

 

როგორც სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, აღმწერები მივლენ თითოეულ ოჯახში სპეციალური რუკებით რომელიც თანამგზავრიდანაა გადაღებული. „ეს იქნება  A სამი ფორმატის ფურცელი, რომელზეც გამოსახული იქნება რუკა. ამ რუკების შესაბამისად, პირველი ეტაპისთვის გაკეთდება 3 500 სააღწერო უბანი, რაც იმას ნიშნავს რომ პირველ ეპატზე ჩვენ ამდენივე აღმწერს გამოვიყენებთ“-ამბობს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე 

 

ინტერვიუერის მთავარი ამოცანაა, როგორ ზაზა ჭელიძე ამბობს, არის რომ რუკაზე დატანებულ ყველა შენობაში მივიდეს და მისცეს ოჯახებს სპეციალური კოდი და მოხდეს ამ ოჯახში მცხოვრები პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. შეიძლება რუკაზე არ იყოს დატანებული რომელიმე ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსი, ამიტომ, აღმწერი პირები ვალდებულნი არიან, ასეთი შენობა რუკაზე დაიტანონ“.

 

განახლებული რუკები შევა მონაცემთა ბაზაში და ითვლება მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობა. „ამის შემდეგ ქვეყანა დაიყოფა 11 ათას სააღწერო უბნად, რის შემდეგაც 16 გვერდიანი სააღწერო კითხვარით მოხდება მაცხოვრებლების გამოკითხვა თითოეულ ოჯახში. არის კითხვარი ოჯახზეც და ინდივიდზეც“.

 

აქცენტი გაკეთდება არა პიროვნების რეგისტრაციის მიხედვით, არამედ მისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით.

აღწერის ათვლის მომენტი, როგორც საქსტატის დირექტორი ამბობს, იქნება 2014 წლის 5 ნოემბრის ღამის 12 საათი. საველე სამუშაოები დაიწყება ხუთ ნოემბერს და დასრულდება 19 ნოემბერს. „თუ თქვენს ოჯახში არის მატება და ბავშვი დაიბადა ხუთი ნოემბრის შემდეგ, ის არ ჩაითვლება მოსახლეობის აღწერის ახალ მონაცემებში“.

 

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ამ ტიპის აღწერაში ცდომილება არის მინიმუმი და რეალობასთან უფრო ახლოს დგას. „ჩვენ ფაქტობრივად ზევიდან ვითვლით ქვეყანას და ვარკვევთ ვინ სად არის, სხვანაირად, ფაქტობრივად შეუძლებელია. გარდა ამისა, უცხოელები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში შედიან ამ მონაცემებში და არ არის აუცილებელი რომ ისინი იყვნენ ქვეყნის მოქალაქე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახეზე მყოფი მოსახლეობა დავითვალოთ“.

 

აღწერის შემდეგ მოხდება ახალი მონაცემების შედარება 2002 წლის მონაცემებთან თითოეული სოფლისა და ქალაქის მონაცემების მიხედვით.
მოსახლეობის საყოველთა აღწერის დროს, ყურადღება გამახვილდება მოსახლეობის იმ კატეგორიაზე, რომელიც მიიჩნევა ეკომიგრანტებად ან უსახლკაროებად.

 

„თუ პიროვნება ერთ წელზე მეტხანს ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასეთი პირი არ ვერ მოხვდება აღწერაში. ამ მონაცემერბით ფაქტობრივად ჩვენ გვეცოდინება რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით და განვაახლებთ ამომრჩეველთა სიასაც, კვლევის დროს ინფორმაციას ვიღებთ ყველა ტიპის დაწესებულებებიდან, მათ შორის მონასტრებიდანაც“.

 

საყოველთა აღწერის პირველადი შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის გაზაფხულზე.

რამდენი მოსწავლე მიიღებს ატესტატს

 

ბათუმის იუსტიციის სახლში 20 ივნისიდან დღემდე 1400-მდე განაცხადიი შევიდა,  განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღების თხოვნით.

 

 

ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერის თამარ სამსონიას თქმით, ეს საკმაოდ მაღალი აქტივობაა: „მიმდინარე წელს მთელს საქართველოში ატესტატების რაოდენობა 52 400-ია. გასულ 2012 წელს კი პირველადი ატესტატი 39 600 სკოლადამთავრებულზე გაიცა.

 

აბიტურიენტების იმ ნაწილის, რომლებმაც სკოლა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დაასრულეს, ატესტატი გადაეცემათ სრულიად უფასოდ, 10 დღის ვადაში.” – ამბობს ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერი თამარ სამსონია.

 

 

 რიგების თავიდან აცილების მიზნით იუსტიცის სახლში მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი აბიტურიენტებისათვის. თამარ სამსაონიას თქმით რეკომენდაციები გათვალისწინებულია ატესტატების მიღების მსურველთათვის და მოიცავს იუსტიციის სახლში დაბალი ნაკადების პერიოდებს, რათა მოხერხდეს გაზრდილი ნაკადების გამო წარმოქმნილი რიგების თავიდან აცილება.

 

 

„დისკომფორტისა და რიგების თავიდან აცილების მიზნით, გადავწყვიტეთ ატესტატების აღების მსურველებს რეკომენდაცია მივცეთ, რომ ამ დოკუმენტის მისაღებად იუსტიციის სახლს მიმართონ ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 12:00 საათამდე და 16:00-დან 18:00 საათამდე.” – ამბობს თამარ სამსონია. მისივე თქმით მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების მიზნით, იუსტიციის სახლი ატესტატების გაცემის პერიოდში ადამიანური რესურსების გაზრდილი შემადგენლობით მუშაობს.

ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი დააკავეს

ხელვაჩაურის ყოფილ გამგებელს სავარაუდოდ  ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის რემონტთან დაკავშირებით გამცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებულ ფინანსურ გარიგებაში ედება ბრალი. თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსური პოლიციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი არ ადასტურებს:

„დღეს იყო სასამართლო, თუმცა არ ვიცი ზუსტად რას ედავებიან, ხვალისთვის დაგიდგენთ ან პროკურატურას მიმართეთ“- განაცხადა მან „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

გურამ საფარიძე ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ყოფილი გამგებლის თემურ დუმბაძის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შემდეგ დაინიშნა. ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილედ კი ის 2010 წლიდან მუშაობდა.  

2004-2010 წლებში კი ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის რეგიონალური ეკონომიკის განყოფილების უფროსი იყო. ხელვაჩაურის გამგებლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი ის მცირე დროში აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.    

ბათუმის დრამატული თეატრი წელიწადნახევრით დაიხურება

 

ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოდან სარემონტო სამუშაოები იწყება. დასი დროებით საზაფხულო  თეატრში გადავა და სპექტაკლებს იქ გამართავს.

 

„სახურავიდან დაწყებული   სავენტილაციო, გათბობის სისტემებით დამთავრებული აბსოლიტურად ყველაფერი შეიცვლება.  კაპიტალური რემონტი ტარდება. დაახლოებით წელიწადნახევარს გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ბათუმის დრამატული თეატრის მმართველმა თეიმურაზ კეჟერაძემ.

 

მისივე თქმით შეიცვლება თეატრის რამდენიმე  წლის წინ გარემონტებული ფასადიც.

 

„ორი წლის წინ ბათუმის თეატრის ფასადი გადაიღება და კაპიტელები მოაოქროვეს. ამავე დროს წინა ფასადზე ძალიან უსახური ბარელიეფი დაამონტაჟეს. ეს ყველაფერი უნდა მოცილდეს თეატრს. თეატრმა უნდა მიიღოს პირვანდელი სახე.  ახლა თეატრის  შენობა ჰგავს კულტურის სახლს. მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში რაიონებში მეჩაიეების სახლი იყო, ასეთ სახლებს ჰგავს კლასიკური სტილის ძალიან კარგი შენობა ახლა,“- აცხადებს თეიმურაზ კეჟერაძე.  

 

ბათუმის დრამატული თეატრის რემონტისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ გაიღებს.

 

 

იყიდება

აუქციონის პირობებით  მყიდველმა ქობულეთის პირსის შენობის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახუთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ობიექტის შესყიდვიდან 2 წლის განმავლობაში უნდა შეძლოს. პირობებში ისიც არის ჩადებული, რომ სარგებლობაში არსებულ ვადაში, რაც 20 წლითაა განსაზღვრული, ახალმა მფლობელმა მას საზოგადოებრივი ობიექტის დანიშნულება უნდა შეუნარჩუნოს. პირსის შენობასთან ერთად იყიდება ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაც, 1064 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი.  ამ ყველაფრის საწყის ფასად კი ეკონომიკის სამინისტრომ ელეტქრონული აუქციონის ვებგვერდზე 15 000 ლარი მიუთითა.

კაფე „რვაფეხას“, სადაც სტუდენტური კაფე უნდა გაკეთებულიყო სამინისტრო საიჯარო წესით გაასხვისებს, ყოველწლიურ საიჯარო ქირად კი 65 000 ლარია განსაზღვრული. შენობასთან ერთად მყიდველს „რვაფეხას“ მიმდებარედ არსებული 2053 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის განკარგვის შესაძლებლობაც ექნება.

საიჯარო წესით იყიდება ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული არასაცხოვრებელი 68, 5 ფართობიც,  ამ შემთხვევაში სარგებლობის ვადად მხოლოდ ორი წელია მითითებული. წლის განმავლობაში კი  სარგებლობის საფასურის სახით შემძენს 4 110 ლარის გადახდა მოუწევს.

ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონი მტკნარ წყალზეც გამოაცხადა, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მოსაპოვებელი წიაღისეულის გამოყენება სამეწარმეო დანიშნულებითაა შესაძლებელი, განსაზღვრულია მოპოვების მოცულობაც რაც დღეშო 50 მ3 –ია.  მოპოვების მოცულობის კონტროლს სამინისტრო ელექტრონული მრიცხველის გამოყენებით გეგმავს.

აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს სერთიფიცირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტმა კი დამატებით აუქციონი მდინარე აჭარისწყლიდან ქვიშა- ხრეშის ამოღებაზე გამოაცხადა.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს აუქციონი აქვს გამოცხადებული ფიჭვნარის ტურისტული ზონის გასხვისებაზეც, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ქობულეთის ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სახელმწოფო ინვესტორებს მიწის ნაკვეთებს უფასოდ სთავაზობს, ინვესტორის მიერ დაგეგმილი სამუშაოს დროულად შესრულებისა და ობიექტის ექსპლუატაციის შესვლის შემდეგ კი მფლობელი 15 წლით თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისგან.

ამ დროისათვის ელექტრონულ აუციონზე ქონება გატანილი არ აქვს ბათუმის მერიას.

ელეტრონული აუქციონის წესით ქონების შეძენის შესაძლებლობა ინვესტორებსა და დაინტერესულ მოქალაქეებს 2010 წლიდან აქვთ.

ელექტრონული აუქციონის სისტემა და ვებგვერდი www.auction.ge  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან ერთად შეიქმნა.

სწავლის შემდეგ ბანაკში

 

ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა პატრიოტთა ბანაკს სახელი გადაარქვას და „მომავლის ბანაკი“ უწოდოს. ბანაკში სტუდენტების ნაცვლად მხოლოდ სკოლის მოსწავლეები დაისვენებენ.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით ბანაკი ათდღიანი იქნება და მასში მონაწილეობა 14-15 წლის ასაკამდე წარჩინებულ მოსწავლეებს შეეძლებათ. მისივე თქმით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაუგზავნიან მოთხოვნას, რათა სკოლებმა შეარჩიონ ის წარჩინებული მოსწავლეები  რომლებიც ბანაკებში დასვენებას შეძლებენ.  წელს ბანაკებში 2000-მდე ბავშვის დასვენებაა გათვალისწინებული. ასევე თუ წარჩინებულებს შორის   სოციალურად დაუცველი ან  დევნილი იქნება, პრიორიტეტი მათ მიენიჭებათ.

 

საზაფხულო ბანაკი „მხიარული მოგზაური“ სკოლის მოსწავლეებისათვის აქვს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს.  სასწავლო, შემეცნებითი, გარემოსდაცვითი და გასართობი საველე ბანაკი 20 პერსონაზეა გათვლილი, აქედან 15 ბავშვი იქნება, ხოლო დანარჩენი პერსონალი.

 

„ბანაკი განხორციელდება საველე პირობებში. ერთი ნაკადის ბანაკში ყოფნის დრო არის 7 დღე. შერჩევას რაც შეეხება, ვარჩევთ წარჩინებულ მოსწავლეებს,   რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.   რაც შეეხება ასაკს 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა ჩვენიი ბანაკი,“ – ამბობს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ მესხიძე.

 

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის კიდევ ერთი ბანაკი „ჩვენებურებია“.

 

„ეს არის სპეციალური პროგრამა იმიერ ტაოში მცხოვრები ქართველებისათვის და  ბათუმელი ახალგაზრდებისთვის. ჩვენი მიზანი არის ახალგაზრდების დაახლოება. ხუთი დღე დავრჩებით  ტაოში, შემდეგ ჩვენებურები ჩამოვლენ ბათუმში. გვინდა იქაური ბავშვები ვაცხოვროთ არა სასტუმროში, არამედ ოჯახებში.  ბანაკში დაახლოებით 15 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას,“ – ამბობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის კოორდინატორი გია ჭანკურიძე.

 

კიდევ ერთი ბანაკი სადაც მოსწავლეებს დასვენება შეუძლიათ საპატრიარქოსთან არსებული საზაფხულო ბანაკი „სამშობლოა“. თუმცა მასში რომ მოხვდე გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე.

 

„ჩვენთან ვინც ისვეებს, ესენი ძირითადად არიან მრავალსულიანი სასულიერო პირების ბავშვები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები. გამომდინარე იქიდან რომ საეკლესიო დაწესებულებაა, შეღავათს ვუწევთ იმ  სასულიერო პირებს,  ვინც მრავალშვილიანია და  არ აქვს საშუალება სადმე გაიყვანოს ბავშვი. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან დამსვენებლებს, უცხოეთის სამრევლოებიდან  გვიკავშირდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები და უშვებენ ბავშვებს.  არის ასაკობრივი შეზღუდვა,  10 წლიდან 16 წლამდე ბავშვები დაისვენებენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში საზაფხულო ბანაკ „სამშობლოს“ დირექტორის თანაშემწე გიორგი შაინიძე.

 

ბანაკი  ორ ნაკად არის  გათვალისწინებული. პირველი ნაკადი პირველი-14 ივლისის ჩათვლით  და მეორე ნაკადი 1-14 აგვისტოს ჩათვლით. თითოეულ ნაკადზე ჯამში 120 -130 ბავშვი დაისვენებს.

 

მიმდინარე წელს 35 ათას ლარს დახარჯავს ბათუმის მერია ახალგაზრდების სამთო ბანაკში დასასვენებლად. ბანაკი სამ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე ახალგაზრდები 8 დღის განმავლობაში აჭარაში, ჩირუხში დაისვენებენ, მეორე ეტაპზე, რაჭაში, შოვში, ხოლო მესამე ეტაპი ყაზბეგში, გველეთშია დაგეგმილი.

 

„ჯამში 110 ადამიანი დაისვენებს წეს სამთო ბანაკში. მონაწილეთა ასაკი არის  17 დან 28 წლამდე. ამ ასაკის გოგო-ბიჭებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.  შერჩევის პრინციპებს რაც შეეხება, შერჩევა მოხდება პროფესიონალ მთამსვლელთა მიერ.  მონაწილეები  ჯანმრთელები და ფიზიკურად მომზადებულები უნდა იყვნენ რომ მთებზე გადასვლა შეძლონ,“ – ამბობს ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი ირაკლი გვარჯალაძე.

 

 რა სარგებლობა მოაქვს საზაფხულო ბანაკებს  ახალგაზრდებისთვის. სემინარ-ბანაკის კოორდინატორი საქართველოში სოფო ტალახაძე ამბობს რომ ბანაკი კარგი საშუალებაა არაფორმალური განათლების მისაღებად.

 

„ბანაკი, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო,  სასარგებლოა როგორც მონაწილეებისთვის, ისე ორგანიზატორებისთვის და ლიდერებისთვის. ბანაკში მიღებული განათლება,  მიეკუთვნება არაფორმალურ განათლებას და გარდა იმ ფორმალური გაბათლებისგან განსხვავებით, რომელსაც  ახალგაზრდები იღებენ უნივერსიტეტებში,. სკოლებში და  სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ეს გრძლედება ბანაკის ფარგლებს გარეთაც. ზოგადად 21-ე საუკუნის მიდგომა განათლებისადმი არის მიდგომა რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრეიბის მანძილზე.  ბანაკი  ხელს უწყობს  პიროვნების ჩამოყალიბებას. ამასთან  საერთაშორისო ბანაკის შემთხვევაში, თუკი ეს არის უცხოენოვანი, ხელს უწყობს ენის ცოდნის განმტკიცებას,“ – ამბობს სოფო ტალახაძე.

 

ნარკოტიკებთან ბრძოლის დღე ბათუმში

 

 

26 ივნისს მსოფლიო ნარკოტიკებთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცოვრების წესის პოპულარიზაციას. 

 

მოხალისეები და სპორტსმენები 1500 მეტრიან დისტანციაზე მოწყობენ გარბენს  ბათუმის „არდაგანის“ ტბიდან აკვაპარკამდე, რის შემდეგაც მარათონის მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცემათ.

 

მოკლე დისტანციაზე მართონული გარბენის შემდეგ ღონისძიებები გადაინაცვლებს  აკვაპარკში, აქ ბათუმის კარატეს ფედერაციის მოზარდები საჩვენებელ ვარჯიშს, ხოლო  პატარა მოცურავეები აუზში შეჯიბრს გამართავენ. ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის სპორტული ცეკვების ფედერაციის მოცეკვავეები აკვაპარკის ტერიტორიაზე საცეკვაო ნომრებს შეასრულებენ. მკლავჭიდელები კი მინი შეჯიბრს, ისინი მოხალისეებთან ერთად გამოცდიან ძალას.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში ჩართული არიან სოციალურ სახლებში დაბინავებული მოზარდები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კი მათ სიურპრიზის სახით უკრაინული ცირკის „კრაკატუკის“ შოუზე დასასწრებ ბილეთებს გადასცემს. ღონისძიებებში მონაწილე ბავშვებისთვის „აკვაპარკში“ უფასო იქნება გამაგრილებელი სასმელები, ბუტერბროდები და ნაყინი. ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილე სამინისტროსა და დეპარტამენტს ანტინარკოტიკულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სამადლობელო სიგელები გადაეცემათ.

 

ღონისძიებებში მონაწილეობენ: აჭარის მთავრობა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინიტრო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტმენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ტურიზმის დეპარტამენტი, დასქმების სააგენტო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო.

 

მომზადებულია პრესრელიზის მიხედვით

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში

კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის შემდეგ,   აკადემიის რექტორმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  სასწავლებლის ეზოში  მზის საათი გახსნეს.

საზეიმო ღონისძიებების დამთავრების შემდეგ საზღვაო აკადემიის სტუდენტებს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები შეურთდნენ. მომავალმა მეზღვაურებმა მემედ აბაშიძის გამზირის გავლით ნავსადგურამდე მსვლელობა მოაწყვეს.   სადაც  ზღვაში დაღუპული მეზღვაურების საპატივცემულოდ ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე   გაეროს  გადაწყვეტილებით მანილას კონფერენციაზე 2010 წლის 25 ივნისს დაწესდა. ბათუმი წელს ამ დღეს მესამედ აღნიშნავს.

“ჩემი” ვაკანტური პოზიცია

 

 

ნათია შავაძე, ჟურნალისტი
ნათია შავაძე, ჟურნალისტი

აბსურდი ნომერი ორი: კონკურსი გამოცხადდა ტელევიზიასა და რადიოში უკვე არსებულ სამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქშოუზე, რომელიც დე ფაქტო საავტორო გადაცემებია. ეს დაახლოებით იგივეა, სადმე გადააწყდეთ განცხადებას:  “ვაცხადებთ კონკურსს “დათა თუთაშხიას” ავტორის პოზიციაზე.”  ზედმეტი ამბიციებისთვის ბოდიშს ვიხდი.

 

 

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტს რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი საქართველოს პარლამენტმა უკვე მიანიჭა. ტელევიზიასა და რადიოს კანონის ფარგლებში მოქცევას მხოლოდ პრეზიდენტის ხელწერა ან ვეტოს დაძლევაღა სჭირდება. ამ სიტუაციაში გაუგებარია, ვის და რატომ ეჩქარება კონკურსის ჩატარება, რომელიც კონკურსგავლილ ჟურნალისტებს ისევ საჯარო მოხელის სტატუსს სთავაზობს.

 

 

ტელევიზიის ხელმძღვანელის არგუმენტი ასეთია: კონკურსით თანამშრომლების შერჩევა დემოკრატიულია. პასუხი სწორია, მაგრამ არადამაჯერებელი. უფრო დამაჯერებელი იქნებოდა დემოკრატიაზე აპელირება არა მთავრობის მიერ დანიშნულ, არამედ  იმ დირექტორს მოეხდინა, რომელსაც თავადაც კონკურსით შეარჩევენ (რასაც რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი ითვალისწინებს).

 

 

არ არსებობს სხვა, საფუძვლიანი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა გადაიდოს ეს კონკურსი სტატუსის მიღებამდე. ჰო და, ამიტომაც ეჭვი მაქვს, ეს ყველაფერი წინასწარგანზრახული ქმედებაა. მიზანი ტელევიზიის ძველი კადრებისგან “გაწმენდა” თუ “გაცხრილვა-გამოცხრილვაა”.  კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: კონკურსი რატომღაც მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხო, რომლებიც საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს ქმნიან. პირადად მე ეს ჟურნალისტებზე ზეწოლა მგონია. ამ ეჭვებს ერთი ფაქტიც ამყარებს. როცა  ჟურნალისტებმა საკონკურსო გადაცემების უცნაური შერჩევითობის პრინციპი ზეწოლის კონტექსტში ვახსენეთ, დირექციამ სასწრაფოდ გამოაცხადა ვაკანსიები დარგობრივ თოქ-შოუებზეც.  არადა, ეს გადაცემები რამდენიმე თვის წინ თავად ჩაუშვა ბადეში, ყოველგვარი კონკურსის გარეშე.

 

 

კითხვაზე, არის თუ არა გამოცხადებული კონკურსი ზეწოლა, მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და გაუგებარია რატომ გამოიწვია გადაწყვეტილებამ  ჟურნალისტების აჟიოტაჟი. თუმცა მის  ამ განცხადებაში რამდენიმე ფრაზა მენიშნა: ტელევიზიაში ცვლილებებს  საზოგადოება ითხოვს და რომ ცვლილება მხოლოდ ტექნიკის შეცვლას არ ნიშნავს… რომ აჭარის ტელევიზია არის სტერეოტიპი, რომელიც უნდა დაინგრეს…

 

 

თუ საზოგადოება მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით არხის ერთადერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა “მთავარი დღეს”, სტერეოტიპია, რომელიც უნდა დაიმსხვრეს, თუ მაყურებელი დღეს არ ენდობა არხის ახალ ამბებს – რა გაეწყობა.

 

 

ეს ხმაური სამუშაოს დაკარგვისა და კონკურსის შიშით ატეხეთო, მითხრა ტელევიზიის ერთ-ერთმა ახალმა თანამშრომელმა. დაახლოებით ასე, პირადი ინტერესების გამო ატეხილ ხმაურად აღიქვა საზოგადოებამ 2005 წელს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების პროტესტი. მაშინ ვამბობდით, რომ სიტყვის თავისუფლებას გვიზღუდავდნენ. დრომ აჩვენა, ამ დამოკიდებულებამ რა სამწუხარო შედეგი გამოიღო. იმედს ვიტოვებ, საზოგადოება ამჯერად უფრო მეტად აღმოჩნდება მზად, დაიცვას თავისუფალი სიტყვა.  

 

 

9 წელი საჯარო მოხელის სტატუსი ჩემ მიერ შექმნილ ჟურნალისტურ პროდუქტს  მუდმივად საეჭვოს ხდიდა. დავიჯერო, კონკურსგავლილ საჯარო მოხელეს მაყურებელი უფრო მეტად მენდობა? თუ ეს არგუმენტმოკლებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება,  მე არ მინდა ეს კონკურსი ჩემი  შეუსაბამო სტატუსის გასამყარებლად გავიარო. 

 

 

.. კონკურსში წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს, რომლებიც მთელი ეს წლები  მიმითითებდნენ, რომ საჯარო მოხელე ვიყავი, ახლა კი მზად არიან `თავისუფალი ჟურნალისტის~ სტატუსი საჯარო მოხელის სტატუსზე გადაცვალონ. წარმატებები ნამდვილად დასჭირდებათ, რადგან მსურველთა რიგი საკმაოდ გრძელია.   

ჟურნალისტები მირზა ცეცხლაძის გადასარჩენად

ბათუმელი ჟურნალისტები მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად ფულს აგროვებენ.

„რამდენიმე კვირაღა დარჩა, ამიტომ ყველანი უნდა გავვერთიანდეთ, რომ გადავარჩინოთ პატარა მირზას სიცოცხლე,“ – ამბობს აჭარის რადიოს პროდიუსერი  დავით ტრაპაიძე. დღეს ის სხვა ჟურნალისტებთან ერთად მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად თანხას ბათუმის ქუჩებში აგროვებდა. აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ წამყვანის გიორგი მოისწრაფიშვილის თქმით ამ დროისთვის მოქალქეების მხრიდან აქტივობა მირზას დასახმარებლად მაღალია.

0901500513 – ეს მირზას ნომერია.  თუ მაგთის, ბილიანის ან ჯეოსელი-ლაილაის ტელეფონებიდან ამ ნომერზე ზარს გაუშვებთ, 1 ლარი მირზას ანგარიშზე ჩაირიცხება. აქვე ვწერ მირზას დედის ტელეფონის ნომერსაც – ვისაც 1 ლარზე მეტით შეგიძლიათ შეეწიოთ, მას დაუკავშირდით ტელეფონზე – 593 42 70 55

ასევე გახსნილია ანგარიში “საქართველოს ბანკში” GE61BG0000000285946400

ნეპოტიზმი და დავითაძეები

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თამაზ დავითაძემ თავისი ძმა, როინ დავითაძე, დაბის თემის რწმუნებულად მარტში დანიშნა. თამაზ დავითაძის გამგებლად დანიშვნის შემდეგ დაინიშნა მისი ბიძაშვილი, დავით დავითაძე, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად, გამგებლის მეჯვარე თამაზ ქამადაძე -ზედამხედველობის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. გამგებლის ძმისშვილი, ეკა დავითაძე კი შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დასაქმდა.  

 

 

გამგებლის ძმა, როინ დავითაძე ამბობს, რომ ის თემის რწმუნებულად მოსახლეობამ აირჩია და დასძენს, რომ ვინც მისი ძმის, ამჟამინდელი გამგებლის, თამაზ დავითაძის გვერდით იდგა, ზუსტად ისინი დაინიშნენ თანამდებობაზე  და დაინიშნებიან კიდეც: „ჩემი ძმა თუ გამგებელია, ერთად ვიბრძოდით, ჩემი ოჯახის ყველა წევრი ერთად ვიყავით, თუ რამე საჭირო იყო, მის გვერდში ვიყავი და ვიმსახურებდი ამ თანამდებობას. ჩვენი ნათესავი არავინ დანიშნულა, ჩემი ქალიშვილი დაინიშნა უბრალო თანამდებობაზე, 120-ლარიან ხელფასზე. 7 წელია დამთავრებული აქვს და რამდენჯერაც მივაკითხეთ, იმ მთავრობამ არანაირი ყურადღება არ მოგვაქცია. ყველა ჩვენგანის მუშაობა, რაც ვიმუშავეთ წინასაარჩევნოდ, მგონი დაფასდა. ვინც ჩვენ გვერდით იყო, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა წინასაარჩევნოდ, მინიმუმი დავასაქმეთ და ვეცდებით დავასაქმოთ, ერთ დღეზე მოსკოვიც არ აშენებულა“.

 

 

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით გამგებლის ნათესავები არიან გამგებლის თანაშემწე აგრაფინა არზიანი და სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი რამაზ დავითაძეც, თუმცა ისინი გამგებელთან ნათესაურ კავშირს უარყოფენ. ნათესაურ კავშირს უარყოფდა გამგებლის ძმისშვილი ეკა დავითაძეც, თუმცა მოგვიანებით მან ნათესაური კავშირი დაგვიდასტურა: „მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ვმუშაობ, კულტურის ცენტრის დირექტორმა დამნიშნა. 10 წელია დამთავრებული მაქვს, ყოველ წელიწადს ყველა დაწესებულებაში განცხადება მაქვს დაწერილი, ახალი მთავრობა რომ მოვიდა, უფროსიც  რომ შეიცვალა, კულტურის სახლში გამოჩნდა ახალი შტატი და თვითონ უფროსმა დამირეკა, რადგან გეოგრაფიის სპეციალისტი ვარ. მან ამიყვანა სამსახურში, გამგებელი არაფერ შუაშია“ – ამბობს ეკა დავითაძე.

 

 

ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თამაზ ქამადაძემ კი თქვა, რომ გამგებელთან მეჯვარეობა კი არ აკავშირებს, არამედ მამამისი გამგებლის ნათლიაა: „12 წელია სხვა სამსახურში ვმუშაობდი მთავარ ბუღალტრად, სამსახურის ლიკვიდაცია მოხდა და განცხადება მქონდა დაწერილი. გამგეობაში ოთხი თვეა ვმუშაობ, გამგებელთან არანაირი ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს. მამაჩემი გამგებლის ნათლიაა, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის.“ – ამბობს თამაზ ქამადაძე.

 

 

რამაზ დავითაძე შუახევის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსად 10 მარტს დაინიშნა. მისი თქმით, სანამ იგი სამსახურის უფროსად დაინიშნებოდა, „ქართული ოცნების“ დაბის კოორდინატორი იყო. რამაზ დავითაძის თქმით, „ოცნების“ აქტივისტებიდან მის სამსახურში მხოლოდ ერთი აქტივისტი დაინიშნა მეხანძრედ, დანარჩენი თანამშრომლები კი მუშაობას განაგრძობენ. იგი გამგებელთან ნათესაურ კავშირს უარყოფს: „გამგებელი ჩემი ნათესავი არ არის, მოგვარეები ვართ” –  ამბობს რამაზ დავითაძე.

 

 

გამგებელთან ნათესაურ კავშირს უარყოფს შუახევის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი დავით დავითაძეც, გამგებლის თანაშემწე აგრაფინა არზიანი კი ამბობს, რომ  მისი ქმარი და გამგებელი მხოლოდ მოგვარეები არიან და არა ნათესავები.

 

 

„თანამდებობებზე გამგებლის ნათესავები და ძმაკაცები დაინიშნენ. ოქროპილაური, სადაც დავითაძეები ცხოვრობენ, პატარა სოფელია. იმდენი დავითაძე მოიყვანა, რომ ოქროპილაურის მუნიციპალიტეტი დაარქვეს შუახევს. იქ, სადაც არ ჰყავდა ნათესავი და ძმაკაცი, „ოცნების~ კოორდინატორები დანიშნა.“- ამბობს აჭარის სატყეო სააგენტოს შუახევის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი სოსლან ზოიძე.

 

 

თამაზ დავითაძე
თამაზ დავითაძე

თავად მუნიციპალიტეტის გამგებელი თამაზ დავითაძე უარყოფს ნათესავების დანიშვნას და აცხადებს, რომ „მკვიდრი ნათესავი“ არავინ დაუნიშნია. ის აქვე დასძენს, 172 თანამშრომლიდან 40 თანამშრომელი შეცვალა და გასაკვირი არაფერი არ არის: „მოვიდა ახალი ხელისუფლება,  აუცილებლად უნდა მოხდეს რეორგანიზება, ჩემი პრეროგატივაა თემისა და სოფლის რწმუნებულებად ვინც მინდა, ის დავნიშნო, მაგრამ იმის გამო, რომ არ ყოფილიყო მითქმა-მოთქმა, გამგებლის ახლობელია, ნათესავიაო,  ამიტომ თითქმის ყველა სოფელში ჩავატარეთ კრება და მოსახლეობამ შეარჩია კადრები, წარდგენილნი იყვნენ ჩვენი კოალიციის წევრები, ძველი რწმუნებულებიც. ჩემი ბიძაშვილი დღესაც უმუშევარია, რომელიც ჩვენს სფეროში პირველი დღიდან იყო, გავაგზავნე კურსებზე, გაიარა და დაინიშნება ახალგაზრდული ცენტრის უფროსად, მაგრამ მე არა, ბათუმი დანიშნავს. მე ვნიშნავ ვინც ღირსია და ვინც ჩვენს კოალიციაში იყო ძირითადად“ – ამბობს გამგებელი.

 

 

შუახევის გამგეობაში იანვრიდან დღემდე საკუთარი განცხადების საფუძველზე 33 სოფლისა და თემის რწმუნებული და გამგეობის სტრუქტურებში დასაქმებული 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მოხდა კადრების გადანაცვლებაც, რასაც გამგებელი ასე ხსნის: „ვერ შემოვიდა ზოგიერთი ჩვენს გუნდში, ჩვენ ვართ მოსული ხელისუფლება, რომ გლეხს დავეხმაროთ, რამდენიმეს მივეცი დისციპლინარული სასჯელი დაგვიანებისთვის, სამსახურში არ გამოცხადებისთვის ბრძანებებია დაწერილი, ვეღარ გაუძლეს იმ ძველ, აღვირახსნილ ცხოვრებას, დილით 9 საათზე სამსახურში მოვდივარ, არ დავუშვებ, რომ ჩემ შემდეგ სამსახურში ვინმე მოვიდეს, ექვსი თანამშრომელი გავათავისუფლე, სამი -დავაქვეითე.“ –  ამბობს გამგებელი.  

სემინარები ადვოკატებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისათვის

„ამ პროექტის  მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს ტრენინგები ადვოკატებისა და სამედიცინო პერსონალისათვის, რომელსაც  თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ვატარებთ. ვაწვდით ინფორმაციას რა უფლებები გაგვაჩნია როგორც პაციენტებს და  როგორ უნდა იქნას  დაცული პაციენტთა უფლებები. ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია  ადვოკატებმა იცოდნენ და საზოგადოებასაც ვამცნოთ მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია.  ჩვენ ვთანამშრომლობთ სამედიცინო მედიაციის სამსახურთან, რომლის საქმიანობის შესახებ ვაკეთებთ კვლევებს, ანალიზს თუ როგორ მუშაობს ეს სამსახური. შემდგომ ვაცნობთ მოსახლეობას რომ არსებობს დავის  გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება მედიაციის გზით. გვინდა რომ ადვოკატებიც და  სამედიცინო პერსონალიც ფლობდნენ ინფორმაციას პაციენტების უფლებების შესახებ, იმდენად რამდენადაც ეს ძალიან მწვავე საკითხი გახდა დღეს.   უამრავი დავაა სადაზღვევო კომპანიებსა და  დაზღვეულებს შორის, კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის, ვცდილობთ საინფორმაციო ვაკუუმი შევავსოთ და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში,“ –  განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში კოალიცია ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში პროექტის დირექტორმა მარინა კვაჭაძემ.

კოალიციის „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ მიზანია განავითაროს და ხელი შუეწყოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, საქართველოში საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დაცვას, საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლებასა და კანონის პატივისცემის დამკვიდრებას. ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში  ადამიანის უფლებათა უკეთესი რეალიზაციისათვის  საერთაშორისო სტანდარტების და მათი განხორციელების მექანიზმების დანერგვასა და ეფექტურ ამოქმედებას.

“კირნათი ჰესის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა ხელვაჩაურში

 

„მუსიკალური ფილმები” ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაგეგმილი მუსიკალური ფილმების შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდეს.

პრეზენტაციაზე ბათუმის კინოფესტივალზე დაგეგმილი მუსიკალური ფილმების ანონსი წარმოადგინეს. მუსიკალური დოკუმენტური ფილმების ჩვენება ფესტივალზე ცალკე სექციის  „მუსიკალური ფილმების“ სახით მოხდება.

ასევე ბათუმის კინოფესტივალზე სპეცალური სტუმრის სტატუსით  Joe Boyd იქნება  მოწვეული. Joe Boyd  ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის PINK FLOYD-ის პირველი სინგლების პროდიუსერი და  ლეგენდარული კლუბის UFO CLUB (ლონდონის ფსიქოდელიური ანდეგრაუნდის ცნობილი კლუბი) დამაარსებელი და მენეჯერი.

დღევანდელ პრეზენტაციას  რეჟისორი და მუსიკალური პროდიუსერი ევგენი გორინი ესწრებოდა. რეჟისორმა ახალი ფილმის „მუსიკის მასწავლებლის სიზმრების“ შესახებ ისაუბრა, რომლის ნაწილიც აჭარაში გასული წლის  ზაფხულში გადაიღეს. მასში  ცნობილი ქართული ბენდის „ინსაიტის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი მონაწილეობდა. ფილმის პრემიერა სექტემბერში,  ბათუმის კინოფესტივალზე გაიმართება.

მშენებლობაზე დაზარალებულს კომპანია მკურნალობის ხარჯებს არ უნაზღაურებს

მიმდინარე წლის 27 მარტს, ურეკში, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ციხისძირში მცხოვრებმა  რევაზ დავითაძემ საწარმოო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც მას ერთ ფეხზე ამპუტაცია ჩაუტარდა. დაზარალებულს დაზიანებული აქვს მეორე ფეხიც.

რევაზ დავითაძე სამშენებლო კომპანია „გაგეტაში“ თვე ნახევრის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა კომპანიამ მას მკურნალობის ხარჯები არ  აუნაზღაურა. დაზარალებულის ოჯახი საქმის ეფექტურ გამოძიებას და კომპანიისაგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. „ჩემს მეუღლეს დაჯდომაც კი აღარ შეუძლია, ისე მდგომარეობაშია“ – ამბობს მანანა დიასამიძე, რევაზ დავითაძის მეუღლე.

რევაზ დავითაძეს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გენო გელაძე, რომელიც დაზარალებულს ადვოკატირებას უწევს, ამბობს, რომ მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ეფექტური რეაგირება არ ყოფილა. „მიუხედავად იმისა, რომ ფაქტთან დაკავშირებით ძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, გამოძიებას დამნაშავე პირი არ გამოუვლენია. აშკარაა, რომ სამართალდამცავები განზრახ არ ახდენენ რეაგირებას და მიკერძოებულად მოქმედებენ. ამიტომ, მივმართავ საქართველოს და აჭარის მთავარ პროკურორებს და მოვითხოვთ საქმეზე ქმედით რეაგირებას“.

გენო გელაძის განცხადებით, ორგანიზაცია ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი და დამნაშავეები დაისაჯონ. „გამოძიება უნდა გააგრძელონ სხვა პირებმა, რადგან ამ გამომძიებლების ქმედებაც იყოს გამოძიებული“.

დაზარალებულის მეუღლის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „გაგეტას“ რევაზ დავითაძესთან შრომითი ხელშეკრულება ოფიციალურად არ ჰქონია გაფორმებული, რაც გენო გელაძის განცხადებით, ცალკე კანონდარღვევა. „გასარკვევია რამდენად ჰქონდა ამ კომპანიას მოწესრიგებული პროცედურული ხასიათის დოკუმენტაცია, სამშენებლო წესები, სტანდარტები და ა.შ“.

მანანა დიასამიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე ურეკის პოლიციის გამომძიებელმა ბექა მუჯირმა დაკითხა: „არც საგამოძიებო სტრუქტურები დაგვკავშირებია შემდეგ და არც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებისგან ყოფილა ყურადღება. თავიდან შეგვპირდნენ, მაგრამ შემდეგ კომპენსაციაზე უარი გვითხრეს“.

გენო გელაძის თქმით, ცალკე შეფასების საგანია საავადმყოფოს საკითხი. „ადამიანმა რომელმაც 34 დღე გაატარა საავამყოფოში, სახლში გაწერის შემდეგ აღმოჩნდა რომ მას დაზიანება მეორე ფეხზეც ჰქონდა მიყენებული, ხოლო როცა უკან მიბრუნდა, იმავე საავადმყოფომ მკურნალობაზე უარი განუცხადა“.

ორგანიზაცია საჩივარის შეტანას დღესვე აპირებს.

სამშენებლო კომპანია „გაგეტას“ ხელმძღვანელი თემურ ღაღეტაშვილი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ დაზარალებულ რევაზ დავითაძის მიმართ, კომპანიას არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრია.

„გაგეტა“ არის დამკვეთი კომპანია, მშენებლობას აწარმოებს სხვა, ამიტომ, ვინც დაიქირავა დავითაძე, იმას მოსთხოვოს პასუხი. ჩვენ არ ვართ ვალდებული რომ კომპენსაცია გადავუხადოთ. ფეხი მოტეხა  მძღოლმა და კომპენსაციაც მან უნდა გადაუხადოს“. თემურ ღაღეტაშვილი ვერ ასახელებს მშენებელ კომპანიას, ვის მიერაც იქნა დაქირავებული რევაზ დავითაძე.

რაც შეეხება გამოძიებას, გამომძიებელი ბექა მუჯირი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ ეკეთებს: „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ“ – აცხადებს იგი

საყოველთაო ნათლობა ბათუმში

 

რეგისტრირებულ ნათლობის მსურველთა რაოდენობა ათასზე მეტი იყო. ზუსტი ციფრი ამ დროისთვის უცნობია, რადგან მოსანათლად ბევრი ისეთი ადამიანი მივიდა, რომელიც არ იყო წინასწარ რეგისტრირებულთა სიაში. მოსანათლად მოსულ პირთა შორის იყვნენ ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. ასევე,  სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, გიორგი ჩარკვიანი. საყოველთაო ნათლობაზე თითქმის ყველა ასაკის ადამიანი იყო მოსული. მათ შორის, ახალშობილები.

 

საყოველთა ნათლობა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სახელით ჩატარდა. მსგავსი ნათლობა ორშაბათს ხულოს მუნიციპალიტეტშიც გაიმართა, სადაც 1500-მდე ადამიანი მოინათლა.    

 

ჭოროხი – ჩემი ბავშვობის მდინარე

მდინარის იქით თურქული სოფელია, რომელსაც ხანდახან დურბინდით ვუყურებდი. მახსოვს, ზაფხულში, როცა სამუშაოდ ბაღჩებში გადიოდნენ, ხანდახან თეთრ ქსოვილს ააფრიალებდნენ ხოლმე აქეთა მხარისთვის, იოლად შესამჩნევი რომ ყოფილიყვნენ. ამას მოჰყვებოდა გაურკვეველი შეძახილები საზღვრის იქეთა მხრიდან, შემდეგ იგივე მეორდებოდა საპირისპირო მიმართულებით. სოფელში ყველა ამბობდა, რომ საზღვრის იქით ნათესავი ჰყავდა, იქედანაც ხშირად ისმოდა: “ჰეეეეეეეიიიი გამარჯობა ჭოოოოოო”, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიუჟეტი ზაფხულობით ხშირად მეორდებოდა, ახლა ვხვდები, რომ ჭოროხი ჩემთვის არასოდეს ყოფილა გამყოფი ზოლი, ის სოფლის ცოცხალი ნაწილი იყო, თავისი მოსილული  ნაპირით, რომელზეც ფეხშიშველები დავდიოდით, რომელშიც ქალები მუხლებამდე იკაპიწებდნენ კაბებს და ფეხებს ისველებდნენ – “რევმატიზმს კურნავსო”…

მდინარის ნაპირზე, საზღვართან ახლოს კი, იქ, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ძველი ხიდი, რომლის ნახევარზეც ქართველი, მეორე ნახევარზე კი თურქი ჯარისკაცები ავტომატებით ხელში “გაჭიმულები” დგანან, ხანდახან მაყვლის საკრეფად გადავდიოდით. მაყვლის კრეფა საზღვრის დიდი მავთულებიანი ჭიშკრის შიგნით ჩვენი საყვარელი რიტუალი იყო. ხიდს რომ ჩავუვლიდით, თურქი ჯარისკაცების გასაგონად საგანგებოდ ვამბობდით ხმამაღლა ყველა იმ თურქულ სიტყვას, რაც ვიცოდით, მათ კი უბრალოდ ეღიმებოდათ და გაუნძრევლად იდგნენ “გაჭიმულები”.

ჭოროხში აღმოჩენილი, ან ჭოროხის მიერ გამორიყული ნივთების პოვნა კი სოფლის ზეიმად გადაიქცეოდა ხოლმე, ვინ იპოვა? როდის? რა არის?…

ერთ მშვენიერ დღესაც, როცა მდინარემ დინება შეწყვიტა და გამოჩნდა კალაპოტი, თეთრი გაპრიალებული ქვები, რომელზე გასეირნებაც კი შევძელით, გულწრფელად გეტყვით, არაფერი მტკენია. არ მიფიქრია იმაზე, თუ რა მოუვიდა მდინარეს – ეს ყველაფერი იმდენად უცნაური იყო ჩემთვის, რომ ხიბლში ჩავვარდი. წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებ, მდინარე ჩვეული რეჟიმით მოედინება, ჩქარია, წყალუხვი და ცოტათი საშიშიც კი, შუადღისას კი კალაპოტში წვეთი წყალიც აღარ არის. ადგილ-ადგილ დატოვებული, ულამაზესი მწვანე გუბეები კი თითქოს გეძახის: “მოდი, იჭყუმპალავე.”

ცოტა ხნის წინ კი სულ სხვა რამ მოხდა, მოხდა ის, რომ სახელმწიფომ მდინარეზე კაშხლების აშენება გადაწყვიტა – ამაზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე “ბათუმელებში” ბევრჯერ დავწერეთ, მაგრამ რაც იქ, ადგილზე ვნახე, ჩემთვის შოკი იყო. მიმონგრეული, გადათხრილი კალაპოტი, მძიმე ტექნიკა, ახალი ხელოვნური ქვაყრილი, რაღაც არეულ-დარეული და ამბავი ნაწილ-ნაწილ, წვეთ-წვეთად: “ამბობენ, დაბლობი თითქმის აღარ იარსებებს”; “ამბობენ, წყალი გზამდე ამოდისო”, “ამბობენ, კლიმატი შეიცვლება, სოფლები დაიცლებაო”, “იმასაც ამბობენ, სოფლები უნდა დაიცალოს, მაგრამ ხალხი, რომ არ აჯანყდეს ჯერ, არ ამხელენო” – საშინელი ემოცია გამიჩნდა, მაშინ წარმოვიდგინე, რომ ვიღაცამ უხეშად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მზაკვრულად შეცვალა, მოშალა ის, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო.

მე არ ვამბობ –  არ ააშენოს სახელმწიფომ, როცა ამის საჭიროება არსებობს, როცა მეტია სარგებელი, ვიდრე ზიანი, მაგრამ როცა სახელმწიფო ამბობს – მე ვაშენებ და შენი საქმე არ არის რას და რატომ, როცა ამის საჭიროება იქნება, მაშინ გეტყვი, როცა სახელმწიფო ბულდოზერით მოდის ჩემს ჭიშკართან და ჩემი ემოცია (უკვე ასე ვფიქრობ) ფეხზე ჰკიდია …

კი,  ეს ის მომენტია, როცა სახელმწიფომ ადამიანების დამოკიდებულება არად ჩააგდო, სახელმწიფომ გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, რაც ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს და პირობებს უცვლის. სახელმწიფომ იმ სოფლების ცხოვრება შეცვალა, სადაც მცხოვრები ადამიანები ამ დრომდე ნაკლებად ახსენდებოდა…

ამ კვირაში ბევრ დოკუმენტს გავეცანი, ბევრ ადამიანს ვესაუბრე, სტატიას ვამზადებდი იმაზე, თუ ოფიციალურად რა სარგებელს მიიღებდა სახელმწიფო იმისგან, რაც ხალხისგან მალულად წამოიწყო. რა გამოვარკვიე, ამაზე მესამე გვერდზე წაიკითხეთ. მე მხოლოდ ერთს დავამატებ. მახსოვს, ხუთი წლის წინ “ბათუმელებში” სტაჟიორი რომ ვიყავი, რედაქციაში ამბავი მოვიტანე, სოფლებში თურქი სპეციალისტები აზომვით სამუშაოებს ატარებენ-მეთქი, რედაქტორი დამეხმარა – სტატია დავწერეთ სათაურით „საიდუმლო ჰიდროპროექტები აჭარაში“ – მაშინ სახელმწიფომ პასუხისგან თავი შეიკავა.  „ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ გამოაგზავნა ეს ხალხი, გაგვაფრთხილეს, იმუშაონ, ხელი არ შეუშალოთო“ – გვითხრა ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულმა, თავად მინისტრმა კი გვითხრა, ამის შესახებ არაფერი ვიციო.

აჭარაში მინერალურ წყალს ჩამოასხამენ

 

 

“სავარაუდოდ ერთ თვეში გავიტანთ მინერალურ წყალს ბაზარზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანადგარების მონტაჟი, საჭირო დანადგარების ნაწილი ადგილზე მოიპოვება, ნაწილიც საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს” – ამბობს საწარმოს დირექტორი.

 

მეწარმეების განცხადებით საწარმო 20-25 ადამიანს დაასაქმებს და დღის განმავლობაში 10 000 ლიტრ წყლის ჩამოსხმას უზრუნველყოფს. ლევან ძნელაძის თქმით ერთი ლიტრი მინერალური წყლის საბითუმო ღირებულება, სავარაუდოდ, 60 თეთრით, 1,5 ლიტრისა კი –  45 თეთრით განისაზღვრება. წყლის ჩამოსხმა პოლიეთილენის ბოთლში არის დაგეგმილი.

 

“ამ წყალს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს, გამოიყენება ღვიძლის, ჰეპატიტისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ქედის მოსახლეობა აღნიშნულ წყალს სამკურნალოდ დიდი ხანია იყენებდა. რაც შეეხება წყლის ჩამოსხმას, პირდაპირ ჩამოვასხამთ, ამისთვის რეზერვუარებს არ დავაყენებთ. ჩავატარეთ კვლევა, არსებობს ლაბორატორიული დასკვნები, რომლის შესაბამისადაც მივიღეთ ლიცენზია, რაც წყლის სამკურნალო თვისებებზე მეტყველებს” –  ამბობს ლევან ძნელაძე.

 

 

საწარმოს მფლობელები ადგილობრივი მეწარმეები: ქაზიმ ბალაძე, ლევან ძნელაძე და ანზორ მალაყმაძე არიან.

 

კორტები და ფრენბურთის მოედანი უფუნქციოდ

ჩოგბურთის შემსწავლელთა ჯგუფი ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე გასული წლის სექტემბერში შეიქმნა. სპორტის ამ სახეობას 16 ქედელი ახალგაზრდა ეუფლება, თუმცა წვრთნები აქ თებერვლის მერე აღარ ჩატარებულა, რადგან კორტის საფარი მწყობრიდან გამოვიდა. მწვრთნელიც და ახალგაზრდა სპორტსმენებიც საფარის აღდგენას რამდენიმე თვეა ელოდებიან.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელ ფირმას წერილობითი მოთხოვნა საფარის აღდგენასთან დაკავშირებით პირველ აპრილს გაუგზავნა. სამსახურის უფროსი გია გათენაძე ამბობს, რომ ფირმას საგარანტიო ვალდებულება ხუთი წლით აქვს აღებული.

 

 

ჩოგბურთის კორტებისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობის დამკვეთი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოა. სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულებაც 84 667 ლარია, ტენდერი საკრებულომ გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ  შპს “გულები ო.დ”-თან მშენებლობის წარმოებაზე ხელშეკრულება 84 667 ლარზე გაფორმდა. კომპანიის დირექტორი ოთარ დიასამიძე აცხადებს, რომ კორტების საფარის დაზიანება სიცივეში ჩატარებულმა სამშენებლო პროცესებმა განაპირობა და დასძენს, რომ გამგეობას სიტყვიერად სატენდერო პირობების გაგრძელება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ობიექტი დროულად ჩააბარა, სიცივესა და ყინვაში შესრულებულმა სამუშაოებმა კი დროთა განმავლობაში საფარის დაზიანება გამოიწვია.

 

 

“ობიექტი სატენდერო პირობების მიხედვით ჩავაბარე, თუმცა გამგეობას დროის გახანგრძლივება ვთხოვე, რადგან ყინვა დაიწყო და გვინდოდა ხარვეზები აგვერიდებინა თავიდან, რაზეც უარი მივიღე. სიცივე ახალდასხმულ ფენას მოერია და ძირი მოიშალა. ექსპერტი მოვიყვანე, სპეციალისტმა მითხრა, საფარი ზაფხულში უნდა გაკეთებულიყოო, მე კი დოკუმენტაციას მივყევი და ამიტომ მოხდა ასე. პირველი შემთხვევაა, როცა ყინვამ ძალიან დამაზარალა.” –  ამბობს ოთარ დიასამიძე.

 

 

ოთარ დიასამიძე ამბობს, რომ მან ობიექტი 2011 წლის ბოლოს ჩააბარა, მაგრამ როგორც კი დათბა, მოედნის ზედაპირი ამოცვივდა. გასულ ზაფხულს კომპანიამ მოედანი გადაღება, თუმცა ამან ხარვეზები ვერ გაასწორა.  “ახლა ისევ გადასაღებია, სანამ გადავღებავთ, მანამდე მოყინული საფარია ამოსატეხი. სამუშაოების დაწყებას მომავალი კვირიდან დავიწყებთ. რაც შეეხება ფრენბურთის მოედანს, პროექტის მიხედვით რაც მევალებოდა, გავაკეთე. მხოლოდ ბადეა გასაბმელი, ეს კი ჩემი კომპეტენცია არ არის, ჩვენ არ გვევალებოდა ინვენტარის შეძენა” – აცხადებს ოთარ დიასამიძე.

 

 

მწვრთნელის მიშა ვაზაგაშვილის თქმით, ჩოგბურთის მოედნის საფარი რომ მწყობრიდან არ გამოვიდეს, საჭიროა კორტების გადახურვა:

 

 

“ჩოგბურთის ჯგუფი სექტემბერში გოგონებით დაკომპლექტდა. თავდაპირველად ჩოგბურთის შესწავლის მსურველი გაცილებით მეტი იყო. ამ ეტაპზე წვრთნები არ ტარდება, კორტები არ არის გამართული და სად უნდა ჩავატარო? საფარი მწყობრიდანაა გამოსული, თავის დროზე, როცა გაიხსნა ჩოგბურთის მოედანი, კარგ მდგომარეობაში იყო, დროთა განმავლობაში გამოვლინდა ხარვეზები.  აუცილებელია მოედნის გადახურვა, საფარი რომ არ დაზიანდეს. როგორც ვიცი, ზაფხულში უნდა გამართონ საფარი და სწავლებასაც სექტემბრიდან დავიწყებთ. ჩვენი მოსწავლეები II-III-IV კლასის მოსწავლეები არიან, სექტემბრისთვის დაგეგმილი გვაქვს ვაჟთა ჯგუფის გახსნაც” – ამბობს მიხეილ ვაზაგაშვილი.

 

 

კორტებისგან განსხვავებით ქვიშის ფრენბურთის მოედნით დღემდე არავის უსარგებლია. აქ არც ბადეა გაბმული და არც ჯგუფი ჩამოყალიბებულა. ქედის საკრებულოს აპარატის უფროსი მამუკა დიასამიძე აცხადებს,  რომ თავის დროზე არ იყო გადაწყვეტილი რა ტიპის მოედანი უნდა მოწყობილიყო და რადგან თანხა არასაკმარისი იყო და სამუშაოები ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, ვერც ინვენტარი გაითვალისწინეს, ხოლო შემდეგ ეტაპზე, როდესაც ქვიშის ფრენბურთის მოედანი მოეწყო, ინვენტარისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში არ აღმოჩნდა.

 

 

“ფრენბურთის მოედნის ინვენტარის შეძენისთვის 4-5 ათასი ლარია საჭირო, ეს თანხა ბიუჯეტის კორექტირებისას გავითვალისწინეთ. კორექტირების ზეპირი მოსმენა მომავალ კვირას არის დაგეგმილი, თუმცა დაკმაყოფილდება თუ არა მოთხოვნა ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებით, საკრებულოს დეპუტატების გადასაწყვეტია” –  ამბობს მამუკა დიასამიძე.

 

 

კითხვას, რატომ დარჩა უფუნქციოდ ფრენბურთის მოედანი და რატომ ვერ აღჭურვეს დღემდე 2011 წელს ჩაბარებული ობიექტი ინვენტარით, ქედის სასპორტო სკოლის დირექტორი პასუხობს: “ეს არის გასართობი მოედანი, ინვენტარი ადგილზე გვაქვს”, იგი აქვე იმასაც დასძენს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი არ სურს.

 

 

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გია გათენაძის თქმით, სამომავლოდ ობიექტს ექსპერტიზის დასკვნის გარეშე აღარ ჩაიბარებენ: “გამგებელმა მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა ხელშეკრულებაში ჩაიდოს, ობიექტები აღარ ჩაბარდება ისე, თუ არ ექნება მას ექსპერტიზის დასკვნა. მართალია, 100%-იანი გარანტია ვერ იქნება, მაგრამ ეს მეტ-ნაკლებად შეამცირებს ხარვეზების შემდეგ გამოვლენას.” –  ამბობს გია გათენაძე.

როდის გაიხსნება საბაგირო გზა ბათუმში

 

“საწყისი სადგურის მშენებლობა უკვე დასრულებულია. დარჩა მხოლოდ ლელო სადგურისა და გასართობი ცენტრის ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები”  _  ამბობს “ჰესტოკ-ბათუმის” იურისტი რომან ფუტკარაძე.

 

 

ამ დროისთვის მიმდინარეობს საბაგიროს ტესტირება, რასაც ავსტრიული კომპანია “დოპერმაიერი”  ხელმძღვანელობს. “უფრო ადრეც ვაპირებდით დასრულებას, მაგრამ  ქარმა გასართობი ცენტრის ფასადზე მინა ჩაამტვრია. მინის შეკვეთას, ჩამოტანას და დამონტაჟებას გარკვეული დრო დასჭირდა. არის რიგი სამუშაოებიც, რომელიც ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული და ამასაც დრო სჭირდება. თუმცა ყველა სავალდებულო სამუშაო შესრულებულია”  –  ამბობს რომან ფუტკარაძე.

 

 

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, საბაგირო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა გაკეთებული და დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა.

 

 

საბაგიროს ტექნიკურ პერსონალს “დობერმაიერის” სპეციალისტები გადაამზადებენ. კადრების შერჩევაც და მომზადებაც მათ ვალდებულებში შედის. როგორც რომან ფუტკარაძე ამბობს, ამ ეპატისთვის თვრამეტ სპეციალისტს ამზადებენ.

 

 

რაც შეეხება საბაგიროს მუშაობის რეჟიმს, მუშაობის საათები მოთხოვნიდან გამომდინარე დადგინდება.

 

 

“ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ტურისტულ სეზონზე და მომხმარებლის ინტერესზე. თუ იქნება საჭიროება, შეიძლება 24 საათის განმავლობაშიც იმუშაოს”. –  განმარტავს რომან ფუტკარაძე.

 

 

საბაგირო გზით სარგებლობის ფასი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა, კომპანიის იურისტის თქმით, გასართობ ცენტრში ასვლა და ჩამოსვლა ერთი ბილეთით იქნება შესაძლებელი. განსხვავებული ფასები იქნება ბავშვებისთვის.

 

 

საბაგიროთი სარგებლობისთვის პლასტიკური ბარათების შეძენა როგორც ჯიხურებში, ასევე საბაგიროს სადგურებში იქნება შესაძლებელი.

 

 

ფერიის მთაზე მდებარე გასართობ ცენტრ “არგოში” განთავსებულია საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, საბავშვო გასართობი ცენტრი და რესტორანი.

 

 

კომპლექსს გემის ფორმა აქვს და სახელწოდება “არგოც” აქედან მომდინარეობს.

 

 

არგო
არგო

სახალხო ნათლობა ხულოში

 

ამ წუთებში ხულოს  წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში სახალხო ნათლობა იწყება. მონათვლის სურვილი ამ დროისათვის 1300-მა ადამიანმა გამოთქვა, მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მონათლავს. მონათვლის მსურველთა უმეტესობა ბავშვია, თუმცა არიან უფროსი ასაკის ადამიანებიც.

 

პატრიარქი აჭარაში კიდევ ორ დღეს დარჩება. იგი 18 ივნისს ხიჭაურის უნივერსიტეტში მივა, სადაც მოსახლეობას და პროფესორ-მასწავლებელებს შეხვდება.     19 ივნისს კი საყოველთაო ნათლობა ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართება.    

Exit mobile version