„ნაციონალები“ კორუფციულ სქემაზე

 

 სოსლან ზოიძის განცხადებით, ამ სქემის შედეგია ის, რომ მადონა ჯოიძე, რომელიც, ზოიძის განცხადებით შუახევის გამგებლის ნათესავია და არ არის სტიქიის შედეგად დაზარალებული პირი,  სწორედ ნათესაობის ნიშნით შეიყვანეს ბინის გადასაცემ პირთა სიაში.

 

„ნაციონალების“ ბრიფინგს აჭარის მთავრობაში ასე უპასუხეს:

 

„ნამდვილად არ ვიცი, რა პირად ინტერესებეზეა საუბარი. გამოვა ეს საკითხი კომისიაზე   და იქნება განხილული. შეიძლება ნათესავიც არის, მაგრამ თუ სახლი ნამდვილად დაენგრა,  კომისია ამ საკითხს განიხილავს“ – განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ.

რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, არსებობს კრიტერიუმები იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებსაც სტიქიის შედეგად სახლები დაენგრათ. 

 

ყოფილ სამხედრო ბინებში მცხოვრებ პირთა მესაკუთრეობის საკითხს კომისია გადახედავს

 

როგორც სხდომაზე განაცხადეს, ასეთი დაახლოებით 450 ბინაა, რომლებიც აჭარის სხვადასხვა რეგიონშია განთავსებული. 90 ბინა განთავსებულია ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში, 79 ბინა _ ლერმონტოვის ქუჩაზე, ე.წ. „სამხედრო დასახლებაში“, 6 ბინა _ სახოკიას ქუჩაზე, 45-მდე კი _ ხულოს მუნიციპალიტეტში.

 

როგორც სხდომაზე განაცხადეს, აღნიშნული ბინებით არა მარტო სამხედრო პირები და მათი ოჯახები სარგებლობენ, ბინებს თვითნებურად შესახლებული პირებიც ფლობენ.

 

„სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომ დადგენილიყო რა კატეგორიის მოქალაქეებს აქვთ საცხოვრებელი ფართობები დაკავებული. იმისთვის, რომ პირს აღნიშნული ქონება კერძო საკუთრებაში გადაეცეს, აუცილებელია ჰქონდეს ბინის მფლობელობის ორდერი ან რაიმე დოკუმენტი, რომელიც გაცემულია სახელმწიფო უწყების მიერ. თვითნებურად შესახლებულ პირებს ბინები არ დაუკანონდებათ, მათთვის ცალკე წესია განსასაზღვრი“-განაცხადა აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით გაბაიძემ.  

 

ყოფილ მერს საკრებულოს თავმჯდომარემ პარტიაში შესვლა ურჩია

„შენ ხომ არ შესთავაზებდი“? – მიმართა  იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, გენო თებიძემ ირაკლი ჩავლეიშვილს. „დიდი სიამოვნებით, მაგრამ…“ უპასუხა კოლეგას საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკითხი ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის თანამდებობიდან წასვლის განცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ  სხდომის დღის წესრიგში პირველ ნომრად იყო შეტანილი.

კენჭისყრამდე ირაკლი ჩავლეიშვილმა განცხადება გააკეთა. მან თქვა, „რომ გულწრფელად გული წყდება ჯემალ ანანიძისნაირი გამოცდილი კაცის წასვლის გამო, მაგრამ ეს მხოლოდ მისი გადწყვეტილება იყო.“

საკრებულოს თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ  ჯემალ ანანიძესთან არანაირი გაუგებრობა და კონფლიქტი არასდროს ჰქონია.

სიტყვით ჯემალ ანანიძეც გამოვიდა. მან საკრებულოს მადლობა გადაუხადა და გათავისუფლების მოთხოვნაზე მხარდაჭერა სთხოვა.

„მე ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით შემოვდიოდი ამ დარბაზში, რადგან აქ მელოდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ანგარიშვადებულნი არიან ამომრჩევლთან,“ – განაცხადა ჯემალ ანანიძემ სხდომაზე.

ბათუმის საკრებულომ ჯემალ ანანიძის მოთხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე დააკმაყოფილა. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს. საკრებულოს თოთხმეტმა წევრმა მერის გადაყენებას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ  ხმა  მხოლოდ იურიდიულ  და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გენო თებიძემ მისცა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით მერის  მოვალეობას ახალდანიშნული ვიცე-მერი გიორგი ერმაკოვი შეასრულებს.

14 ხმა ერთის წინააღმდეგ – ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

 

 

ბათუმის საკრებულომ ქალაქის მერის, ჯემალ ანანიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა. 14 ხმით ერთის წინააღმდეგ ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა.  

 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მერის გათავისუფლების წინააღმდეგ ერთი ხმა საკრებულოს წევრს, გენო თებიძეს ეკუთვნოდა. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი სუბსიდირების გამოძიებას ითხოვს

 

ჩვენი ინფორმაციით გაძარცვულია რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მანდარინის გადამამუშავებელი ქარხანა. უამრავი ადამიანი სუბსიდირების გარეშეა დარჩენილი. ქარხანა რეალურად დაკეტილია. რამდენიმე დღის წინ სამინისტროს შეხვედრა ჰქონდა ფერმერებთან, ფაქტობრივად სამინისტრომ იქ აღიარა, რომ სუბსიდირება არ გაიცემა და არის პრობლემები. იმის გამო, რომ ციტრუსის სეზონი ჩავარდა, უმაღლეს ხელისუფლებას პასუხი უნდა მოეთხოვოს“-  განაცხადა რეზო ხარაზმა.


რეზო ხარაზმა ახალსოფელში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ციტრუსის საწარმოზეც ისაუბრა.


ეს საწარმო ბიზნესმენ ოსმან მჟავანაძესა და აჭარის მთავრობასთანაა დაკავშირებული. იქ თანამშრომლებს დღემდე არ მიუღიათ ხელფასი. ჩვენი ვარაუდით ბიზნესისა და აჭარის მთავრობის ინტერესები იკვეთება“.


რეზო ხარაზი პროკურატურას მიმართავს, დაინტერესდეს ციტრუსის რეალიზაცებითა და სუბსიდირების გაცემის საკითხების გამოძიებით. 

რა საკითხები განიხილება აჭარის მთავრობის სხდომაზე

 

სხდომაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი 2013 წლის სამედიცინო პროფილაქტიკური და სოციალური პროგრამების ანგარიშს წარადგენს და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების დახმარების ზოგადი წესის შესახებ ისაუბრებს.

 

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი დაგეგმილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით გამარტივებული შესყიდვების თაობაზე, ხოლო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე ფიზიკური პირებისთვის საინიციატივო საქმიანობის ხელშემწყობი პირობების განხორციელების შესახებ ისაუბრებს.

 

მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი პარმენ ჯალაღონია თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებლად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის საქმიანობას გააცნობს მთავრობის წარმომადგენლებს.

რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

 

ენერგო – პრო ჯორჯიას ინფორმაციით ელექტრო ენერგიის შეფერხებით მიწოდება, დეკემბერში დაზიანებული ანძის, აღდგენით სამუშაოებს უკავშირდება.

ქობულეთში სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

 

გაწმენდეთი სამუშაოები რადენიმე დღეა რეგურალურად მიმდინარეობს, რომელსაც ა(ა)იპ ქობულეთის გამწვანება და შპს „სანდასუფთავება“ აწარმოებს. გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

სამშობიარო სახლში გარდაცვლილის ნათესავები პასუხს ითხოვენ

 

ვითხოვ სამართალს. არ გავჩერდები, არ ვაპატიებ. ამათ აქ არაფერი ესაქმებათ. ჩემი მეუღლე იყო ჯანმრთელი. მას არაფერი სჭირდა, ექიმების უყურადღებობის გამო გარდაიცვალა“, – ამბობს მზევინარ შაინიძის მეუღლე მერაბ დიასამიძე.

ახლობლები ექიმის სამუშაო ოთახში შევიდნენ და პასუხი მოსთხოვეს, თუ რატომ გარდაიცვალა ახალგაზრდა მშობიარე ქალი:

ექიმმა ნათესავებისთვის განმარტების გაკეთება სცად. მისი თქმით, ოპერაციის მსვლელობის დროს ქალს შიდა ორგანოების – ღვიძლისა და ელენთის ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა ანემია, რის გამოც საკეისრო კვეთით გამოწვეული სისხლის დაკარგვა ვერ გადაიტანა.

მზევინარ შაინიძის სიკვდილის მიზეზები ლევან სამხარაულის ბათუმის ბიუროს ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

ბრიფინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროში

მათი განმარტებით, წლევანდელ სეზონზე 65 ათასი ტონა ციტრუსია გატანილი უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ციტრუსის ექსპორტი, ხოლო არასტანდარტული მანდარინი ქობულეთის გადამამუშავებელმა ქარხანამ მიიღო.

რაც შეეხება სუბსიდიებს, მინისტრის მოადგილისა და გამგებლის ინფორმაციით, არასტანდარტული მანდარინის საფასურის 99% გადახდილია, სტანდარტული მანდარინის გადახდა კი დოკუმენტების მოწესრიგების შემდეგ მოხდება. დოკუმენტები კი ექსპორტიორებმა უნდა მოაწესრიგონ.

დაძმობილებული ქალაქები კლიმატის დაცვისათვის – საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

„საქართველოს შვიდი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, გორი და  ზუგდიდი, მიუერთდა ევროკავშირის მერების  შეთანხმებას   რომელიც ითვალისწინებს სათბური გაზების შემცირებას 2020 წლისთვის. ცხადია, ქართული გამოცდილება ამ მხრივ არ არის საკმარისი.  დღეს ჩვენთან  ჩამოსული არიან  გერმანული მხარის წარმომადგენლები, რომლებსაც ასევე აქვთ აღებული ვალდებულება,  ისინი დაეხმარებიან  ჩვენს ქალაქებს თავიანთი გამოცდილების გაზიარებაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ.

მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს და გულისხმობს მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში თითოეული მათგანის ნებაყოფლობით მონაწილეობას.

ბათუმი ,,კლიმატის ალიანსში“ გასულ წელს გაწევრიანდა, რითაც ჩაერთო კლიმატის დაცვის საერთაშორისო პროცესში და შეუერთდა მსოფლიოს იმ ქალაქებს, რომელთა მიზანიც CO2-ის გამოყოფის 10 პროცენტით შემცირებაა ყოველ 5 წელიწადში, განახლებადი ენერგიის გამოყენებითა და ენერგიის დაზოგვის გზით.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთში

 

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით დაგეგმილია შიდა საქალაქო ქუჩების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში კეთილმოეწყობა თბილისის, სოხუმის, ჩეხოვის, ძნელაძის, კოსტავას, ჯაფარიძის ქუჩები და ჯაფარიძის ქუჩის I, II, III შესახვევი, ასევე რუსთაველის ქუჩაზე გაგრძელდება ტროტუარების მოწყობა. კეთილმოეწყობა თამარ მეფის სანაპიროს 1000-მეტრიანი მონაკვეთის სავალი ნაწილი და დაბა ჩაქვში თამარ მეფის ქუჩაზე ტროტუარები. მოწესრიგდება ქუჩებს შორის გადასასვლელები და განხორციელდება სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მოსახლეობაზე სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით კი დაგეგმილია წყალსადენის სათავე ნაგებობების, სატუმბი სადგურებისა და შიდა ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ქვედა და ზედა სამების, ქვედა ხუცუბნის წყალმომარაგების სისტემებს, ხოლო თეთროსნის დასახლებაში მრავალბინიანი საცხვრებელი სახლისთვის მოეწყობა სალექარი.

 

აღდგება გელაურის დასახლებასა და კომახიძის ქუჩაზე სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლის სისტემები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ოჩხამურში საავადმყოფოს უბნის დარჩენილი ნაწილის წყლისა და კანალიზაციის ქსელებს.

 

მიმდინარე წელს “მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის” მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 16 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვა, ხოლო სკოლამდელი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მათი ინვენტარიზაცია.

 

მუნიციპალიტეტის კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გათვალისწინებულია სპორტკომპლექსისა და კულტურის სახლის მშენებლობა. ინფრასტრუქტურული ღონისძიება გარდამავალი პროექტია და 2015 წელს დასრულდება. კულტურის სახლი თანამედროვე სტილის 400 მაყურებელზე გათვლილი შენობა იქნება, სადაც განთავსდება საკონცერტო, საგამოფენო, საკონფერენციო დარბაზები, სარეპეტიციო ოთახები, კვების ბლოკი და სხვა. სამშენებლო სამუშაოებისთვის 2 მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ხიდის მშენებლობის მოთხოვნა კვირიკეში


 

ხიდი წყალდიდობის შედეგად ოქტომბერში დაზიანდა. დეპუტატი ადგილობრივ მთავრობას ხიდის მშენებლობის დაწყებით მიმართავს.


დეპუტატის თქმით სოფელში მცხოვრები 1200 ადამიანი ყოველდღურად სარგებლობს ამ ხიდით.


მანდარინის სეზონზე დიდი მოცულობის მანქანები ვერ გადიოდა, ციტრუსი პატარა ავტომობილებით გამოგვქონდა ხიდზე და ისე ვტვირთავდით. ჩემი გათვლით 40 ათასი ლარი დაჭირდება ხიდის მშენებლობას“- განაცხადა სოფლის დეპუტატმა.

“ადრეული ჩარევის” პროგრამის შედეგების შეჯამება

 

შეხვედრის მიზანი “ადრეული ჩარევის” პროგრამის შედეგების შეფასება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმის შემუშავება იყო. 

ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო“ “ადრეული ჩარევის“ პროგრამას, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და 7 წლამდე ასაკის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განვითარებასა და მათ სოციალურ ინტეგრაციაზე ზრუნვას ითვალისწინებს, 2012 წლიდან ახორციელებს. ამ ეტაპზე პროგრამა სპეციალური საჭიროების მქონე 40 ბავშვს აერთიანებს, რომლებიც თავიანთ ოჯახებში სამედიცინო, ფსიქო-სოციალურ და საგანმანათლებლო კურსს გადიან.

კონკურსი – მუნიციპალიტეტის საუკეთესო ახალგაზრდა მომღერალი

 

 

კონკურსანტმა შესარჩევ ტურზე უნდა შეასრულოს მისთვის სასურველი ერთი სიმღერის აკაპელა ან იმღეროს ცოცხალი აკომპანემენტის თანხლებით, (გიტარა და ფანდური) ასეთ შემთხვევაში კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს მუსიკალური ინსტრუმენტი, აღნიშნულ ტურზე შეირჩევა არაუმეტეს 15 მონაწილისა, რომლებიც დაიშვებიან ”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მომღერლის” საკონკურსო კონცერტზე;

 

რაც შეეხება მეორე ტურს, საკონკურსო კონცერტზე აუცილებელია კონკურსანტმა შეასრულოს ორი: ერთი ქართული და ერთი უცხოური სიმღერა მინუს ფონოგრამით;

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები 2014 წლის 27 თებერვლის ჩათვლით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში (ყოფილი დაბა ხელვაჩაური) ფრიდონ ხალვაშის გამზირი №366) უნდა წარადგინონ.

 

პირველ-მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მომღერალი) – პლანშეტური კომპიუტერი

III ადგილი – MP3 პლეერი.

II ადგილი – მობილური ტელეფონი

 

საკონკურსო კონცერტზე მონაწილე ყველა კონკურსანტს კი სახსოვრად წიგნები გადაეცემათ.


აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 114 წლისაა

 

სოფიო მიქელაძეს 10 შვილი, 50 შვილიშვილი, 150 შვილთაშვილი და 10 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. 

 

არჩილ ხაბაძემ უხუცეს ქალბატონს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება„ ფარგლებში 1000 ლარი გადასცა. 

 

არჩილ ხაბაძემ ჩანჩხალოში 104 წლის შუშანა მიქელაძეც მოინახულა, რომელიც სოფიო მიქელაძის მაზლის ცოლია. პროგრამის ფარგლებში 1000 ლარიანი დახმარება მასაც გადაეცა. შუშანა მიქელაძეს 8 შვილი, 25 შვილიშვილი, 56 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. 

 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამნიტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების„ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. გასულ წლებში თითოეულ მოქალაქეს 500 ლარი გადაეცემოდა, წელს თანხის ოდენობა გაიზარდა და იგი 1000 ლარს შეადგენს. 

აჭარაში დღეისათვის 100 წელს გადაცილებული 63 მოქალაქე ცხოვრობს.

ოქროსმედალოსნების დაჯილდოება

 

ოქროსმედალოსნები გეგელიძეებიდანსკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის აჭარის განათლების მინისტრმა გია თავამაიშვილმა ქედის 7 კურსდამთავრებულს ოქროს, ორს კი ვერცხლის მედალი გადასცა.

 

„დავამთავრე გეგელიძეების საჯარო სკოლა, ახლა ვსწავლობ ბათუმის საზღვაო აკადემიაში, მივიღე ოქროს მედალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია. ჩემ გარდა ჩემი სკოლიდან ორმა მიიღო მედალი, მადლობა მინდა გადავუხადო სკოლას, ჩვენს პედაგოგებს და მინისტრს“, – ამბობს მართა ბალაძე.

 

„მერისის ფრიდონ თურმანიძის სახელობის სკოლა დავამთავრე, ვსწავლობ თბილისის საავიაციო უნივერსიტეტში. რაც შეეხება მედალს, სტიმულს უფრო ადრეული ასაკში აძლევს მოსწავლეს, როცა ბავშვი ხედავს მისი თანატოლი ჯილდოს იღებს, თვითონაც ცდილობს მიიღოს. ყველა ტურსა და შეჯიბრებაში ვიღებდი მონაწილეობას გამარჯვების იმედით“, – ამბობს ზაზა თურმანიძე.

 

„ახალგაზრდებისთვის ეს ერთგვარი სტიმულია. რა თქმა უნდა მედალოსანი შეღავათით არ სარგებლობს გამოცდების დროს, მაგრამ ალბათ ამის დროც დადგება. წარმატებულ მოსწავლეს ასეთი ფორმით რომ ახალისებ, ეს ერთი მხრივ, მისი შრომის დაფასებაც არის და საფუძველს აძლევს მოსწავლეებს იფიქრონ, რომ შრომა ფუჭად არ ჩაივლის. ოქროსმედალოსანი უმაღლეს სასწავლებელში ერთ გამოცდას რომ აბარებდეს, მედლის მიღების უფრო მეტი მსურველი იქნება“, – განაცხადა გია თავამაიშვილმა.

 

დაჯილდოებას ესწრებოდნენ ადგილობრივი გამგეობის, საკრებულოსა და რესურსცენტრის წარმომადგენლები.

ფესტივალი „ბათუმური საღამოები“ გაიხსნა

 

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. დღეს „ბათუმური საღამოები“ ალეკო აბაშიძის ფოტოგამოფენით – „ფესტივალიდან ფესტივალამდე“ გაიხსნა და ახალგაზრდა რეჟისორის ნინელი გოგიტიძის დუკუმენტური ფილმის, „ბათუმური შემოდგომის“ ჩვენებითა და კლასიკური მუსიკის კონცერტით გაგრძელდა.

 

 

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო ალეკო აბაშიძის მიერ 2013 წლის განმავლობაში მუსიკალურ ცენტრში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიების დროს გადაღებული ფოტოები. ნინელი გოგიტიძის ფილმი კი ფესტივალ „ბათუმურ შემოდგომას“ ასახავდა.   

 

 

ფესტივალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით პირველად 2013 წლის შემოდგომაზე ჩატარდა – სახელწოდებით „ბათუმური შემოდგომა“. როგორც ბათუმის მუსიკალური ცენტრის პრესსპიკერი სალომე ცეცხლაძე განმარტავს, ფესტივალს სამომავლოდ ტრადიციული სახე მიეცემა და წელიწადში ოთხჯერ  ყოველ სეზონზე ჩატარდება.  

 

„ფესტივალის მიზანია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში შემავალი ხუთი მუსიკალური კოლექტივისა და ბათუმში მოღვაწე იმ ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, რომლებიც ახლა იკვლევენ გზას, საშუალების მიცემა, რომ უფრო ხშირად წარდგნენ მაყურებლის წინაშე“-აღნიშნა სალომე ცეცხლაძემ. 

 

დღევანდელი დღის გარდა ღონისძიებები  15, 18, 21, 23, 26, 27 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარდება. პირველ მარტს „ბათუმური საღამოები“ ანრი ჯოხაძის კონცერტით დასრულდება.

 

აბონემენტის საშუალებით ყველა კონცერტზე დასწრება 10 ლარადაა შესაძლებელი. აბონემენტის გარეშე კონცერტის ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

 

გაზიფიცირება 20 დღეში, განვადებით

 

 

„ბოდიშს ვუხდით ჩვენს აბონენტებს, რომლებსაც დღემდე არსებული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, გასულ პერიოდში გაზიფიცირების პროცესებთან დაკავშირებით დისკომფორტი შეექმნათ, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში – „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ სრულ პასუხისმგებლობას იღებს დადგენილი წესით მოქალაქის მიერ განცხადების შემოტანიდან კანონმდებლობით დადგენილი 30 სამუშაო დღის ნაცვლად არაუმეტეს 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს გაზმომარაგების სრული ტექნოლოგიური პროცესების ჩატარება“.

 

 

„მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ამ ეტაპისათვის არ აქვთ ერთიანი ფინანსური სახსრები და სურთ საკუთარი საცხოვრებელი ბინის ერთ წერტილში (ერთ გაზის დანადგარზე) მოხდეს ბუნებრივი გაზის მიწოდება, მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესებით აქვთ შესაძლებლობა, რომ გაზიფიკაციის სამუშაოების საფასური გადაიხადონ ეტაპობრივად, განვადებით, თვეში მხოლოდ 25 ლარის გადახდის პირობით.

 

 

 

 საფასურის გადახდას აბონენტი მოახდენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის ბინაში ბუნებრივი გაზის მიწოდება მოხდება და რა გადასახადიც მას წარედგინა ქვითრით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურთან ერთად 24 თვის განმავლობაში. მას ასევე აქვს უფლება ერთჯერადად გაზიფიცირების საფასური გადაიხადოს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, არაუმეტეს 600 ლარისა, მიუხედავად იმისა თუ გაზიფიცირების ფაქტიური ღირებულება შეადგენს უფრო მეტს, ამ ვალდებულების შესრულება მხოლოდ გაზგანაწილების ლიცენზიის მქონე კომპანიას აკისრია, ესე იგი შპს „სოკარ ჯორჯია გაზ აჭარას“ და არა სხვა კერძო სამონტაჟო კომპანიას“, – აცხადებენ კომპანიაში.

არჩილ ხაბაძე: „ბიძინა აფხაზავასთან კითხვები გვაქვს“

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძე აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის, ბიძინა აფხაზავას საკითხსაც შეეხო და აღნიშნა,  რომ მთავრობას მასთან კითხვები აქვს:

 

„ბიძინა აფხაზავასთან კითხვები არსებობს. არის შეცდომები, რომელიც დაუშვა და არა ერთი. შესაბამისად კითხვები გვაქვს და მასთან კონსულტაციას აუცილებლად გავივლით ამ თემაზე.  

 

ჩვენ ვმუშაობთ და ორგანიზაციისა და საქვეუწყებო დაწესებულებებში, ასევე აპარატში, მოხდება თანამდებობრივი ცვლილებები, ეს იქნება როგორც ვერტილაკური, ისე ჰორზონტალური მიმართულებით. შესაბამისად ამას მოჰყვება თანამდებობრივი ცვლილებებიც“.  – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

 

„ადრეული ჩარევის“ პროგრამის პრეზენტაცია ბათუმის მერიაში

 

 შეხვედრას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები და ბათუმში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო“ „ადრეული ჩარევის“ პროგრამას, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და 7 წლამდე ასაკის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განვითარებასა და მათ სოციალურ ინტეგრაციაზე ზრუნვას ითვალისწინებს, 2012 წლიდან ახორციელებს.

 

პროგრამის შედეგების შეფასება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები იყო შეხვედრის მიზანი, რომელიც პრეზენტაციის ფორმატში მიმდინარეობდა და დისკუსიის ნაწილსაც მოიცავდა. ბათუმში ადრეული ჩარევისა და განვითრების პროგრამა 2012 წელს ამოქმედდა და ამ ეტაპზე, 7 წლამდე ასაკის სპეციალური საჭიროების მქონე 40 ბავშვს აერთიანებს, რომლებიც თავიანთ ოჯახებში სამედიცინო, ფსიქო-სოციალურ და საგანმანათლებლო კურსს გადიან.  

 

“პირველი ნაბიჯი საქართველო“  ჯეინ ქორბოისა და ნინო ქადაგიძე-ჟვანიას მიერ დაფუძნებული არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება ფიზიკური და ინტელექტუალური  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

ბათუმში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

 

 

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვები არ არის.

 

 

„დღეს საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. არც ერთ გაჩერებასთან ხალხმრავლობა არ არის. ხალხი გაფრთხილებულია, რომ ავტობუსები არ მოძრაობს და მათ ნაცვლად, მიკროავტობუსები იქნებიან, ყველა მიმართულებით, გარდა რუსთაველის ქუჩისა. ავტობუსები #1 და #1ა, რომელიც წრიულს ასრულებს რუსთაველის და ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ვცდილობთ გამოვიყვანოთ. მოლაპარაკება მიმდინარეობს მძღოლებთან, რომ მუშაობა გააგრძელონ“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ.

 

მისივე განმარტებით მოსახლეობიდან პრეტენზია არ ყოფილა.

 

ბათუმში ყოველდღიურად სულ 140 ავტობუსი დადის.

ბათუმის მერი დასვენებას და მოვლენების გადაფასებას გეგმავს

 

„პირველი ისაა, რომ ამას მთელი ოთხი წლის გააზრება და გუნდური მუშაობა სჭირდება, რაც ძალიან რთულია.   გარდა ამისა თვითმმართველობის არჩევნებზე მერი უნდა წარადგინოს პარტიამ, საინიციატივო ჯგუფს ამის უფლება არ ექნება. მე კი არცერთი პარტიის წევრი არ ვარ.“ – უთხრა ჯემალ ანანიძემ „ბათუმელებს“.

 

ჯემალ ანანიძის განცხადებას თანამდებობიდან წასვლის თაობაზე  საკრებულო ხვალ, 13 თებერვალს განიხლავს. 

დღეს „აპოლოში“ „მელანქოლიას“ აჩვენებენ

 

 

ასევე ნახავთ:

 

12:00 ტარზანი 3D – 7 ლარი

 

14:00 ტარზანი 3D – 7 ლარი

 

16:00 ფრანკენშტეინი 3D – 8 ლარი

 

18:00 ევროკავშირის ფილმი „მელანქოლია“- 0 ლარი

 

22:00 უოლ სტრიტის მგელი -8 ლარი

 

მე-16 სკოლის დირექტორი გასაუბრების შედეგებს გაასაჩივრებს

 

„მართალი გითხრათ, არ ვაპირებდი გასაჩივრებას, მაგრამ მხარდაჭერა, რაც ამ დღეებში ვიგრძენი, პასუხისმგებლობასაც მაკისრებს.“ – ამბობს თამთა კვარაცხელია.

 

 

მე-16 სკოლის მოსწავლეებს დღეს, გაკვეთილების შემდეგ დირექტორის მხარდასაჭერად აქციის გამართვა სურდათ, თუმცა თამთა კვარაცხელიამ ფეისბუქის საშუალებით მოსწავლეებს სთხოვა გაკვეთილების შემდეგ სახლში წასულყვნენ:

 

 

„ჩემს მოსწავლეებს: არავითარი აქცია; გაკვეთილების შემდეგ ყველანი შინ! გმადლობთ გულშემატკივრობისთვის, მაგრამ ეს სულელური გასაუბრება არ წყვეტს თქვენი მასწავლებლისა და დირექტორის ბედს. მე კვლავ გავალ ტესტირებასა და გასაუბრებაზე! ყველაფერი კარგად იქნება. თან არ არსებობს შეუცვლელი დირექტორი!  მიყვარხართ ყველანი, მაგრამ გთხოვთ თქვენი კარგი სწავლითა და საქციელით გამახაროთ და დამიჭიროთ მხარი!“ –  მიმართა სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს.  

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე  მერის ჯემალ ანანიძის გადადგომის საკითხს მხარს დაუჭერს, ის ამბობს რომ „სხვა გზა არ აქვს, რადგან ეს ჯემალ ანანიძის სურვილია და მას ხელოვნურ  ბარიერებს ვერ შეუქმნის.“

 

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის მერის პოსტზე ჯემალ ანანიძეს გიორგი ერმაკოვი ჩაანაცვლებს.

 

„ შევთავაზე დავით ლეკვეიშვილსაც, რადგან ის უფრო გამოცდილია, მაგრამ როგორც მითხრა ცოტა ხნით საზღვარგარეთ აპირებს წასვლას. ზურაბ პატარაია კი ტერიტორიული ორგანოს პრობლემების მოგვარებაშია ჩართული.“

 

 

„მე ვამბობ, რომ არ ვარ პარტიული, თუმცა ჩემს საქმიანობას მაინც პარტიას მიაწერენ ხოლმე“ – ასე ახსნა ჯემალ ანანიძემ სამსახურიდან წასვლის მიზეზი.

 

 

„ჩვენ არა მერის წასვლას, არამედ მერის გადაყენებას მხარს არ დავუჭერთ. გადაყენება, ეს ტერმინი არის ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სწორი, რადგან მივიჩნევთ რომ ახლა მერის გადაყენება არ არის სწორი გადაწყვეტილება. “  – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ნაციონალური მოძრაობიდან“  ჯუმბერ კახიძე. მისი ინფორმაციით მერის გადადგომის საკითხს მხარს არც  ის ფრაქციები დაუჭერენ, რომელებიც საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მუშაობენ.

 

ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის გიორგი ერმაკოვის კანდიდატურით ჩანაცვლებაზე  გაზეთი „ბათუმელები“  მანამდე წერდა ვიდრე ჯემალ ანანიძე თანამდებობის დატოვებაზე დაწერდა განცხადებას. მაშინ ის „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა. მალევე მან ხელი მოაწერა გიორგი ერმაკოვის ვიცე-მერად დანიშვნას, რამდენიმე დღეში კი განცხადება დაწერა თანამდებობიდან წასვლაზე. 

საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით აჭარაში 67 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს

 

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამების პრეზენტაცია.

 

 

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25  ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

 

 

2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით აჭარაში  დაახლოებით 67 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს.

 

 

 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

 

 

 2014 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს „ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამას რომელიც  6 ქვეპროგრამას მოიცავს და მისი საერთო ბიუჯეტი 3 030 000 ლარია. 

 

 

აღნიშნული ქვეპროგრამების ფარგლებში ფერმერები თანადაფინანსების პრინციპით შეიძენენ მრავალფუნქციურ მოტობლოკებს, სასათბურე კონსტრუქციებსა და მრავალწლიან ხეხილოვან კულტურებს, რომელთა საერთო ღირებულების 30% გადაიხდის ფერმერი.

 

რაც შეეხება ფუტკრის თანამედროვე ტიპის სკების, თაფლის საწურ მოწყობილობების და ნიადაგის ნაყოფიერების დონის ამაღლების მიზნით ქიმიური მელიორაციისათვის დეფეკატს – ფერმერებს მათი შეძენა შეეძლებათ საერთო ღირებულების 40%- იანი თანაგადახდით.  

რატომ შეიძლება დაითხოვონ „ბათომის“ დამფუძნებელი სარეკომენდაციო საბჭოდან

ბიძინა აფხაზავამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ შესაძლოა განიხილოს სააგენტოსთან არსებული საბჭოდან თქვენი დათხოვნის საკითხი, რადგან არ მიაჩნია სწორად ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან – „ბათომიდან“ – ორი წარმომადგენლის ყოფნა საჭიროდ. თქვენ როდის გაიგეთ ამის შესახებ და ესაუბრეთ თუ არა სააგენტოს დირექტორის?

მე გავიგე ორი დღის წინ. ჭორებისთვის რომ არ მესმინა, დავურეკე ბიძინა აფხაზავას და მან დაადასტურა, რომ კი, ასე აპირებდა. მხოლოდ მას არ უხსენებია საზოგადოება „ბათომი“. მიზეზი რომ ვკითხე, მან თქვა, რომ არ მინდა იყოს ორი ადამიანი არასამთავრობოდან. არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნა რატომ არის დამაბრკოლებელი გარემოება –  ეს ვერ ახსნა. თან, იმ შემთხვევაში, თუ გამიშვებს, მაინც არასამთავრობო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი რჩება საბჭოში. რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი რეჟისორი ვიყავი აჭარის ტელევიზიაში და არავითარი დაბრკოლება ამას არ შეუქმნია, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ვიყავი, როცა ბიძინა აფხაზავამ ამ კომისიაში მიმიღო თავისი ინიციატივით. აქვე ვიტყვი, კი არ გიშვებ, უკეთეს ადგილზე გადაგიყვანო, ასე მითხრა.

რამდენი ხანია ხართ საბჭოს წევრი და ვისი რეკომენდაციით მოხვდით საბჭოში?

დაახლოებით ერთი წელია საბჭოს წევრი ვარ. არ ვიცი, ბიძინამ რატომ ჩათვალა, რომ სადმე უნდა გადავეყვანე, სამსახურის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, არაერთ პროექტში ვარ დაკავებული. მითხრა, შენ ამოგიღებ და არქიტექტორს ჩავსვამო. არაფერი უშლის ხელს, არქიტექტორიც იყოს, ეს კომისიას არანაირი დამატებითი ხარჯი არ უჯდება, თუ არ ჩავთვლით ერთი ზედმეტი ფურცლის ამობეჭდვას.

საბჭოს წევრობა გულისხმობს პრივილეგიებს? გაქვთ ხელფასი?

არავითარი პრივილეგიები არ გვაქვს, ჩვენ არ ვიღებთ ხელფასს. საბჭო არის სარეკომენდაციო, ამ რეკომენდაციას სააგენტოს თავმჯდომარე შეიძლება დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს. თუ რამე უარყოფითი აქვს საბჭოში ყოფნას, აქვს ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადავიმტერე ამის გამო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბათუმი ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ერთი ადამიანის ინტერესი. ხან მელანდება კიდეც აგურმომარჯვებული ხალხი სადარბაზოში. პრაქტიკულად არ ყოფილა შემთხვევა, როცა გამომიტოვებია სხდომა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ ვარ ქალაქში. სიმართლე რომ გითხრათ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რამე შეიცვალოს. მეჩვენება, რომ ადრე უფრო ჰარმონიული იყვნენ გადაწყვეტილების მიღებაში, ახლა მეჩვენება, რომ დისონანსი შემაქვს.

თქვენ რას უკავშირებთ სააგენტოს ხელმძღვანელისგან საკითხის ასე დასმას, რეალურად რა მიზეზით შეიძლება დატოვო საბჭო?

ეს ერთი ამბავია, რომელსაც თან ახლავს თავისი შლეიფები. მე ვარ რეჟისორი და ვიცი, დრამატურგიას აქვს თავისი კანონები. ადამიანებმა, რომლებიც ამ ამბავში მონაწილეობენ, არ იციან ეს კანონები და უნებურად იცავენ წესებს. აქ ძალიან ადვილია დასკვნის გამოტანა, რომ ეს არის ერთი ადამიანის ხელწერა. რატომ, არ ვიცი, მაგრამ შურისძიების სუნი მცემს, თუმცა არგუმენტაცია ფანტაზიის კრიზისს ნამდვილად განიცდის, ისევე როგორც მე მექნებოდა ფანტაზიის კრიზისი, რომ წარმომედგინა ცოტა ხნის წინ, ბიძინა აფხაზავა თუ ძეგლთა დაცვის კომისიიდან გამიშვებდა, როცა ერთად ვაპროტესტებთ ძეგლების ხელყოფას.

ბოლო ხანებში საუბრობდი რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. ეს იყო ზუბალაშვილის ქუჩაზე სახლის მშენებლობა, კლდიაშვილის ქუჩაზე სახლს დანგრევის საკითხი და წმ. ბარბარეს ეკლესიის უკანონო რესტავრაცია. თუ ხედავთ კავშირს ამ საქმეებსა და თქვენ შესაძლო გათავისუფლებას შორის?

კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის საკითხი ჩვენს საბჭოში არ განხილულა, რადგან სახლს ძეგლის სტატუსი არ აქვს,  არ განხილულა წმ. ბარბარეს ეკლესიის საკითხიც, რადგან საკულტო ნაგებობაა და ეს საკითხი პირდაპირ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრეროგატივაში შედის. ზუბალაშვილის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობასთან კი კავშირს ვერ ხედავ.

თქვენ მიმართეთ შს სამინსიტროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბარბარეს ეკლესიის ხელყოფის გამო. როგორ მოხდა ეს?

გავიგე ძეგლის ხელყოფის შესახებ. სამსახურში ვიყავი, აჭარის ტელევიზიაში, ჩავედი საინფორმაციო სამსახურში და პროდიუსერს ვაცნობე. მაშინვე გაუშვეს აჭარის ტელევიზიიდან ჯგუფი და მეც გავედი ადგილზე. მუშები ანგრევდნენ ეკლესიის ფასადს. გამოვიდა ახალგაზრდა მღვდელი, რომელიც სხვათა შორის ძალიან თავაზიანად მესაუბრა და ვუთხარი, რომ ამას სჭირდებოდა ნებართვა. ვიღაცები აგრესიულადაც იქცეოდნენ, მოგზავნილი მეძახეს, ვთხოვე დაეკონკრეტებინათ, ვისი მოგზავნილი ვიყავი, მაგრამ რატომღაც ვერ მიპასუხეს. მივხვდი, რომ სხვა გამოსავალი არ იყო, საქმე გვქონდა დანაშაულთან და გავაჩერე ქუჩაში პატრული. ვუთხარი, რომ დანაშაულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფა და იქნებ როგორმე შეაჩეროთ-მეთქი. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია, დაიცვას ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა. არ სჭირდება ამას არანაირი კომისია და არასამთავრობო ორგანიზაცია. პატრულმა გამოიძახა მერიის ზედამხედველობის სამსახური, მოვიდა უბნის პოლიციის უფროსი, მერე  დაუკავშირდნენ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ტელეფონით და ყველა ცალ-ცალკე ამბობდა, რომ არ აქვთ უფლება ამ პროცესის გაჩერების. მე ვამბობდი, რომ ეს არის შემთხვევა, როცა დანაშაული ხდება ჩვენ თვალწინ და ეს უნდა გაჩერდეს. მოგვიანებით შეჩერდა სამუშაო, არ ვიცი ცვლა დამთავრდა, თუ პოლიციამ გააჩერა. ბოლოს მითხრეს, რომ საქმე უნდა აღიძრას, რადგან ეს არის გამოძახება. წამიყვანეს პოლიციაში და მოვყევი ის, რაც ახლა გიამბეთ. ჩემი მოთხოვნა იყო, შეწყდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფა და აღდგენილ იქნას თავდაპირველ მდგომარეობაში.

ეკლესიის წინამძღვარმა, გიორგი მამალაძემ, ჩვენთან აღნიშნა, რომ მათ არ ჰქონდათ ნებართვა, მაგრამ ჰქონდათ ეპისკოპოსის კურთხევა. თქვენთან თუ ისაუბრა მან ამ თემაზე?

იყო ასეთი საუბარი. რამდენიმე დღის მერე ქუჩაში მიცნო წინამძღვარმა და დამიძახა. შემდეგ კიდევ ერთხელ დამიბარეს პოლიციაში სასაუბროდ.

პოლიციაში მეორედ მისვლის შემდეგ თქვენს ჩვენებაში რამე შეიცვალა?

არ ვიცი, დეტალებზე საუბრის უფლება მაქვს თუ არა, მაგრამ გეტყვით, ჩემი პოზიცია არ შემიცვლია.

თუ კი დატოვებთ საბჭოს, რა შეიცვლება თქვენთვის და რა შეიცვლება თავად საბჭოში?

ვფიქრობ, ბევრი რამ არ შეიცვლება, ბევრ რამეს ვერ ვახერხებდი, როცა იყო ხელისუფლების სურვილი მომხდარიყო ძეგლის გადაკეთება-მიშენება – მაინც კეთდებოდა, შეიძლება ითქვას, რაღაც დაბრკოლებებს ვქმნიდი. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ საკონტროლო წერასავით ვიწერ დასკვნებს გია რამიშვილისგან. მე უბრალოდ არ შემიძლია გავჩერდე, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ვიცი, რომ ეს შედეგს არ გამოიღებს. საბჭომდეც ყველგან ვამბობდი რაც შემეძლო და სადაც ვწვდებოდი, ამ მხრივ არც წამოსვლის შემდეგ შეიცვლება რამე.

აჭარაში მაღალი ძაბვის ქვესადგური აშენდება

 

მალე აჭარაში მაღალი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა დაიწყება და საქართველოს ენერგო რესურსების საექსპორტო პოტეციალის გაზრდა დაიწყება. კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ ხელვაჩაურში 220/154 კვ ძაბვის, 350 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგურს ააშენებს.

ქვესადგურიდან გამომავალი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი სოფელ კირნათს საქართველო–თურქეთის საზღვართან გადაკვეთს და თურქეთის მხარეს გადავა, სადაც მურათლი ჰესის გამანაწილებელ მოწყობილობას დაუკავშირდება.

 

შესაბამისად,   ენერგო–პრო ჯორჯია 154 კვ მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემ ხაზ „ბათუმი–მურათლის“ ააშენებს. 

„აჭარის მთავრობა ამ პროექტის განხორციელებაში თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივების განსახლების  საკითხი იქნება შესწავლილი და გათვალისწინებული.  უკვე შექმნილია სამთავრობო ჯგუფი და დაწყებულია ადგილობრივი ოჯახების შესწავლა. გამოიყოფა კატეგორიები და მათი განსახლების პირობები. პროექტის ღირებულება 60 მილიონი ლარია და ეს სტრატეგიული ობიექტია რეგიონისთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ილია ელოშვილის თქმით, “ესაა კერძო კომპანია, რომელიც ქვესადგურს აშენებს აჭარაში. მისი მთავარი დანიშნულება იქნება წარმოებული ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტი.

მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება და ორ წელიწადში დასრულდება.

  
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი–მურათლის ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული და თურქული ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობას. 

 

 

 

უფასო გამოკვლევები

 

ტრავმატოლოგ–ორთოპედი ბათუმში სამედიცინო ცენტრ „მედინას“ მოწვევით იმყოფება და ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი გოროხოვი უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს ქედის, შუახევის, ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

კონსულტაციები ჩატარდება შემდეგი განრიგით: 

I. 2014 წლის 13 თებერვალი, ხუთშაბათი,   ქედა, მახუნცეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, 10:30-დან 14:00-საათამდე. 

II. 2014 წლის 14 თებერვალი, პარასკევი,  შუახევი, ზამლეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, 10:30-დან 14:00-საათამდე. 

III. 2014 წლის 19 თებერვალი, ოთხშაბათი, ხულო, მუნიციპალიტეტის ცენტრში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება, 10:30-დან 14:00-საათამდე 

IV. 2014 წლის 20 თებერვალი, ხუთშაბათი, ქობულეთი, ჩაისუბნის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, 10:30-დან 14:00-საათამდე.

პროგრამით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სკოლის მოსწავლეების აქცია

 

ამ მოთხოვნით, მოსწავლეები ხვალ, 12 თებერვალს, 14:30-ზე მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით.

 

გასულ კვირას გაირკვა, რომ თამთა კვარაცხელია განათლების სამინისტროს საკონკურსო კომისიამ „გასაუბრების გზით ჩაჭრა“.

 

მანამდე თამთა კვარაცხელიას გავლილი ჰქონდა ტესტირება, სადაც დაწესებული 70 ქულის ნაცვლად 79 ქულა მიიღო. ანალოგიური შედეგი  საქართველოს მასშტაბით კიდევ ხუთ დირექტორობის კანდიდატს ჰქონდა.

სამართლის სკოლა მოსწავლეებისთვის

 

„სამართლის სკოლა“ ეს არის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ერთობლივი პროექტი, რომლის პრეზენტაცია დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

 

როგორც დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენელი თეონა დიასამიძე ამბობს, პროექტი დაახლოებით რვა წელია არსებობს, თუმცა აქამდე ფართო აუდიტორიას არ ჰქონდა მონაწილეობის საშუალება.

 

პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებში იურიდიული განათლების დანერგვა და პრაქტიკული ცოდნის გაუმჯობესება. სწავლების პროცესში მოსწავლეები დაეუფლებიან კონფლიქტების მოგვარებას, გადაწყვეტილების მიღებასა და სხვა საჭირო უნარჩვევებს.

 

„სამართლის სკოლა“ გაზრდის ბავშვებს სამაგალითო მოქალაქეებად, რომელთაც რეაგირება ექნებათ არა მარტო საკუთარი ინტერესების, არამედ სხვისი ინტერესების დასაცავადაც,“- აღნიშნა საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტავლალაშვილმა.   

 

პრეზენტაციას ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 

 „ჩემი მომავალი პროფესია არის იურიდიული. მინდა რაც შეიძლება ბევრი გავიგო სამართალზე. გვექნება იმიტირებული სასამართლო პროცესები. შევხვდებით ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს. არ მინდა ეს შანსი გამოვტოვო“, – ლიკა ცინცაძე, სკოლა-ლიცეუმ „მასტერ კლასის“ მე-11 კლასის მოსწავლე.

 

სწავლება 4 მარტს დაიწყება და სამი თვეს გაგრძელდება. სულ შეირჩევა 30 მოსწავლე. მათთვის ტრენინგებს შესაბამის საკითხის მცოდნე პირები ჩაატარებენ.

 

გაკვეთილები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კვირაში ერთხელ, შაბათს ან ან კვირა დღეს, ორი საათის განმავლობაში ჩატარდება.

 

მოსწავლეების სააპლიკაციო ფორმების მიხედვით შეირჩევიან. მეორე ეტაპზე კი გაივლიან გასაუბრებას. აპლიკაციის ფორმების მისაღებად მსურველებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს უნდა მიმართონ, მისამართი ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა #62/64, ტელ.: (0422) 22 55 40

 

აპლიკაციების მიღება 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 

 

 

 

 

 

ადვოკატების აქცია პროკურატურასთან

 

როგორც „ბათუმელებს“ იურისტმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა ლელა ბჟალავამ უთხრა, ადვოკატები აქციით პროკურატურის ჩაკეტილობას გააპროტესტებენ;

 

„არჩილ კბილაშილის დროს საქართველოს პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს საშუალებას გვაძლევდა, სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატებს გავცნობოდით საქმეებს, თუმცა  მას შემდეგ რაც კბილაშვილი უწყებიდან წავიდა, პროკურატურას ისე ჩაიკეტა, ადვოკატები საქმეების გაცნობასაც კი ვერ ვახერხებთ“, – განმარტა აქციის ორგანიზატორმა და იურისტმა ლელა ბჟალავამ.

„ქართული ოცნება“ ქედაში: მურმან დუმბაძე გუნდის დაშლას ცდილობს

 

„საუბრობენ, რომ შტაბის ხელმძღვანელად სხვა ინიშნება, გუნდის დაშლა უნდათ, ჩვენი მოთხოვნაა ასლან ლორთქიფანიძე დარჩეს შტაბის თავმჯდომარედ“, – განაცხადა გოჩა გათენაძემ.

 

პარტიის აქტივისტის, გია გოგიაშვილის თქმით, ერთიანი გუნდის დაშლას მურმან დუმბაძე ცდილობს.

 

„დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, ცდილობენ გუნდი დაშალონ, გუნდის დაშლა მურმან დუმბაძის სურვილია, რადგან ჩვენ არ ვართ მისი გუნდი, თუმცა ვის მოიაზრებენ შტაბის ხელმძღვანლად, არ ხმაურდება. ჩვენ მოვითხოვთ პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ასლან ლორთქიფანიძე დარჩეს.

 

ქედაში გამგებლიდან დაწყებული სატყეოს ხელმძღვანელით დამთავრებული ყველა მურმან დუმბაძის კადრი დანიშნეს, მურმან დუმბაძისა და იაშა შერვაშიძის ჩარევით ინიშნებიან თანამდებობებზე. გათიშე და იბატონე – ამ პრინციპით მოქმედებს მურმან დუმბაძე“, _ განაცხადა ქართული ოცნების ქედის შტაბის წევრმა გია გოგიაშვილმა.

 

 

ბრიფინგს არ დასწრებია პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ასლან ლორთქიფანიძე.

 

ბათუმში ბარაკული ტიპის სახლს ცეცხლი გაუჩნდა

 

სახანძრო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ცეცხლი ბარაკული ტიპის სახლს გაუჩნდა და ხანძრის ლიკვიდაცია თითქმის დასრულებულია.

 

დამწვარია ოთხი კვადრატული მეტრი ფართი, დაშავებული არავინ არ არის. 

ბათუმში ერთი დღით მიკროავტობუსების რაოდენობა გაიზრდება

 

 

მიკროავტობუსების მოძრაობაში ცვლილებები შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პროფკავშირის კომიტეტის მიერ დაგეგმილმა აქციამ გამოიწვია. როგორც კომიტეტის ოფიციალური შეტყობინებით ირკვევა, 12 თებერვალს, შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ავტობუსების მძღოლთა გაფიცვა დაიწყება.

 

აქედან გამომდინარე, თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება კორექტირება შეეტანა საქალაქო-სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკში. გადაწყვეტილების შესაბამისად, ხვალ მიკროავტობუსები სრული დატვირთვით იმოძრავებს, რათა ქალაქში გადაადგილების პრობლება არ შეიქმნას. ასევე, იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსების ნაწილიც.

Exit mobile version