მოსახლეობა ჩაბარებული მანდარინის საფასურს ითხოვს

აქციაში ორმოცდაათამდე ადამიანი მონაწილებდა. ერთ-ერთი დაზარალებულის, ნადიმ ბოლქვაძის თქმით, უკვე მესამე თვეა რაც თანხა არ მიუღიათ და არც ის იციან როდის მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას.

 

 

,,ფულის გადახდა არ უნდათ. არც მოსულან, არც დაურეკიათ – დღეს იქნება თუ ხვალ. ხალხს უთხრეს რატომ მოიტანეთ მანდარინი, ჩვენ ხომ არ მოვსულვართო“ –  უთხრა „ბათუმელებს“ ნადიმ ბოლქვაძემ. იგივე პრობლემები მის მეზობლებსაც აწუხებთ.

 

 

,,17-18 ათასი ლარის ოდენობით მანდარინის ფული აქვთ გადასახდელი. პლიუს ამას, 19 მუშას პავილიონში მუშაობის ანაზღაურება არ მიუღია. ახლა ამბობენ პირველ მარტამდე არაფერი  იქნებაო. ამის შემდეგ როგორც ვიცით სუბსიდირება წყდება და რისი იმედი უნდა გვქონდეს? ”

 

 

 დაზარალებულების თქმით „ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ბესარიონ ბიბინეიშვილია“.  ის  სოფელ ერგეში გასხნილ პავილიონს ხელმძღვანელობდა. ბოლო პერიოდში ბიბინეიშვილი მოსახლეობას არ უნახავს, გამორთულია მისი ტელეფონიც.

 

 

„მეც ვცდილობ მასთან დაკავშირებას და ვერსად ვპოულობ. ვერც ის გავარკვიე  კერძო პირია თუ მათ შორის ერთ-ერთი, ვისაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მანდარინის ჩაბარებაზე შეუთანხმდა“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოფლის რწმუნებულმა მალხაზ ზაქარაძემ.

 

 

აქციას მთავრობიდან არავინ გამოხმაურებია.  

 

 

 

„სუბსიდიების გაცემა უკვე დაწყებულია და ნებისმიერ პირს შეუძლია შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კუთვნილი თანხა მიიღოს. ხოლო ის, რომ პირველ მარტს სუბსიდიების გაცემა შეწყდება, არ შეესაბამება სიმართლეს. ამბობს   აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი როინ გოგაძე.

 

მოსახლეობას მანდარინის ჩაბარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ უწარმოებია: ,,არანაირი საბუთი არ მოუციათ ჩვენთვის. მანდრინი ჩვენი ხარჯებით მივიტანეთ პავილიონამდე, გზის ხარჯიც ჩვენ გადავიხადეთ“.

 

 

სოფელ ერგეს მოსახლეობის პრობლემასთან დაკავშირებით როინ გოგაძე ამბობს, რომ „ეს კერძო კომპანიასა და სამინისტროს შორის დავა არაა და სამინისტრო ვერ ჩაერევა.“

 

 

შეპირებული ანაზღაურების ვერმიღების შემთხვევაში დაზარალებულები დავის გაგრძელებას პროკურატურაში გეგმავენ: ,,რას ვაპირებთ და პროკურატურას მივმართავთ!“

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და მთავრობის გადაწყვეტილებით წელს პირველად დაინტერებულ პირებს სიმბოლურ ფასად გადაეცათ ციტრუსის შემფუთავ–დამხარისხებელი და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ტარის წარმოებისათვის ყოფილი პავილიონების შენობა–ნაგებობები.

კონკურსი „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობაზე

 

ბათუმის საკრებულოს იურისტის სულიკო შვენთიძის ინფორმაციით დირექტორობის კანდიდატის არჩევისას საკრებულო შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს:  მსურველი უნდა იყოს 25 წელს გადაცილებული, უმაღლესი განათლებით, კომუნიკაბელური და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირი.

 კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრებით, სადაც მსურველებს  შესაძლებლობა ექნებათ გამოთქვან  მოსაზრებები ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიაზე.  

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელის ყოველთვიური ანაზღაურება 1600 ლარია. 

„რისკის ქვეშ“ – წიგნის პრეზენტაცია „პრესკაფეში“

„აღვწერთ ჟურნალისტებზე თავდასხმის და აგრესიის ფაქტებს, სამოქალაქო არეულობებს, სამხედრო კონფლიქტებს, ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტთა ქცევის წესებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახელმძღვანელო ჰქონდეს ყველა ჟურნალისტს, რადგან სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობის დროს ხშირად ჟურნალისტები ხვდებიან აგრესიის მსხვერპლნი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არის ორი კონფლიქტური ზონა, ასევე არამდგრადი პოლიტიკური ვითარება, ჩვენ ვცდილობთ ჟურნალისტები მოვამზადოთ ისე, რომ რთულ სიტუაციებში შეძლონ უსაფრთხოების დაცვა“ – განმარტა ზვიად ფოჩხუამ. ის წიგნის ერთ-ერთი ავტორია. სახელმძღვანელოს თანაავტორები არიან ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გენო ჯოხიძე და  აღმასრულებელი საბჭოს წევრი ბესო მამინაიშვილი.

წიგნში მოცემულია ექსპერტებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციები კონფლიქტურ ზონაში მუშაობისას საჭირო უნარ-ჩვევებზე.

სახელმძღვანელოს გამოცემაში მონაწილეობა უკრაინისა და შვედეთის ჟურნალისტთა კავშირების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

„რისკის ქვეშ“ ევროკაშვირისა და „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ ფინანსური მხარდაჭერით 500 ეგზემპლარად გამოიცა.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ სამომავლოდ მედიაორგანიზაციებში კონტრაქტებისა  და მედიაორგანიზაციების კომერციულ საკითხებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას.

ასოციაცია ბათუმში მესამედ იმყოფება. წინა ვიზიტებზე ორგანიზაციის წევრებმა კონფლიქტურ სიტუაციებში პირველადი სამედიცინო დახმარებისა და გადაადგილების შესახებ ჩაატარეს ტრენინგები.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები – აკრძალვები და ფასები

საქართველოში ასობით დასახელების სხვადასხვა, გადასამუშავებელი თუ გადამუშავებული სასურსათო  პროდუქტი შემოდის. ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში იმპორტირებულია 53,2 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია. აქედან 8 მილიარდი დოლარის მარტო სურსათია (მხოლოდ გასულ წელს  1,2 მილიარდი დოლარის) შემოტანილი.

 

თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9 პროცენტზე მეტია, ექვემდებარება ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას. ეს წესი მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს, თუმცა, შესაბამისი წარწერის პროდუქცია სავაჭრო ქსელში არ გამოჩენილა.

 

სახელმწიფო დღემდე ვერ შეედავებოდა ამ კუთხით იმპორტიორებსა და მეწარმეებს, ვინაიდან არ არსებობდა ქვეყანაში ლაბორატორია, რომელიც პროდუქტში გენმოდიფიცირებული კომპონენტების არსებობას დაადასტურებდა. ამ კუთხით გადაიარაღებული ლაბორატორია თბილისში ხუთი დღის წინ გაიხსნა და ის ქვეყანაში ერთადერთია.

 

პარალელურად, მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაერთი პროდუქტი გენმოდიფიცირებულია, იწვევს ამა თუ იმ დაავადებებს, კიბოს და ა.შ. შეამცირებს თუ არა ეს პროდუქტებზე მოთხოვნას და ხომ არ გამოიწვევს დეფიციტს,  გაძვირებასა და იმპორტის შემცირებას?

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირება, იმოქმედებს თუ არა იმპორტზე, შემოსავლებსა და ლარის კურსზე, ცალკე შესწავლილი არ არის. ამის მიუხედავად ამბობენ, რომ “რაიმე გაუარესებას ამ მხრივ ადგილი არ ექნება“.

 

გრძელვადიანი დეტალური გათვლების არარსებობას ადასტურებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილიც: „იმპორტიორი ისევ ისე შემოიტანს, როგორც შემოჰქონდა. მარკირება არ ნიშნავს, რომ არ გაიყიდება. უამრავი პროდუქტი, მათ შორის ადგილობრივი, არის უხარისხო, მაგრამ იყიდება. მაგალითად, რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტები და ა.შ. აქ გლობალური საფრთხეები, რომ ბაზარზე  პრობლემა შეიქმნება, ან ჩვენს მოსახლეობას და ეკონომიკას დაარტყამს და წელში გატეხავს, მე მგონი არარეალურია“.

 

მაგალითისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობისათვის წლიურად საჭიროა 29 ათას ტონამდე ხორცპროდუქტები და 173 ათას ტონამდე რძის პროდუქტები. რეგიონში საშუალოდ იწარმოება მხოლოდ 2,5 ათას ტონამდე ხორცი და 55 ათას ტონამდე რძე და რძის პროდუქტები. არსებული დეფიციტის შევსება კი იმპორტირებული (სომხეთი, უკრაინა, თურქეთი, გერმანია და ავსტრია) პროდუქციით ხდება.

 

„ვემხრობი მიდგომას, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რას ვთავაზობთ  – შემადგენლობა იქნება ეს თუ ხარისხი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მოსახლეობას არ რჩება არჩევანის საშუალება ხარისხებს შორის. ამიტომ,  უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი მოსახლეობა არჩევანს ისევ ფასის მიხედვით გააკეთებს. შესაბამისად, იმპორტზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ველოდები“, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი.

 

ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაატა ჩაგანავაც დადებით ნაბიჯად მიიჩნევს მარკირებას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ნაწილი ნეგატიურადაა განწყობილი გენმოდიფიცირებული პროდუქტების მიმართ, „უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაც დოზით მოთხოვნა ასეთ პროდუქტებზე შემცირდება. შესაბამისად, შემცირდება იმპორტიც“.

 

გიგლა აგულაშვილის თქმით, ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ზოგიერთ სახეობაში იმპორტს ჩაანაცვლებს, თუმცა ადგილობრივი წარმოება „ზოგჯერ დააკმაყოფილებს და ზოგჯერ ვერ დააკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. ასეა ამჯერადაც. ზოგი პროდუქტი კი საერთოდ არ იწარმოება საქართველოში“. პარლამენტარის თქმით, ეს ყველაფერი ადგილობრივი წარმოების წახალისებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც   შეუწყობს ხელს.

 

„ჩემი ვარაუდით, მცირედით, მაგრამ მაინც გაიზრდება გენმოდიფიცირებული პროდუქციის ანალოგიური პროდუქცია. თუმცა, ამ უკანასკნელზე ფასიც გაიზრდება.  შეიძლება მნიშვნელოვნად არა, მაგრამ მაინც, რადგან აქცენტი გაკეთდება, რომ სწორედ ეს არის ჯანსაღი პროდუქტი“, – ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

 

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა აიკრძალება.

 

„ეს უნდა განვიხილოთ როგორც წარმოების ერთ-ერთი სახე და ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს ალტერნატივის ძიება. ამ აკრძალვამ მოკლე პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს წარმოების შემცირება რაღაც დოზით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი დაბალანსდება“, – ამბობს გიორგი აბაშიშვილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ მებოსტნეობა აჭარის სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგია (რეგიონში საშუალოდ 11 ათასი ტონა ბოსტნეული იწარმოება), ვერ ხერხდება მოსახლეობის მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება. ამიტომ რეგიონში ყოველწლიურად 50 ათას ტონამდე  ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი,  წიწაკა და სხვა) იმპორტი ხორციელდება.

 

რაც შეეხება ე.წ. პროდუქტების „შავ სიას“, რომლებიც თითქოსდა გენმოდიფიცირებულია, ან შეიცავენ ასეთ ინგრედიენტებს, გიგა აგულაშვილის თქმით, „არ შეიძლება ამ ტიპის პროვოკაციას წამოვეგოთ. მწარმოებლებს, ბიზნესმენებს სხვადასხვა ხერხი აქვთ კონკურენტი პროდუქტის ჩაძირვისა თუ მასზე მოთხოვნის შემცირებისთვის. მთავარია, მოქალაქეებს მივაწოდოთ გადამოწმებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ რა პროდუქტებთან აქვს საქმე – მარკირების წესი სწორედ მაგას გულისხმობს. ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს, რას მოიხმარს და როგორს“.

 

„გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანა-გაყიდვას თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ აკრძალავს სახელმწიფო, რომ მას არ აქვს არგუმენტი. ანუ შესაბამისი დასკვნა, თუ რა გავლენას ახდენს ასეთი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობაზე“, – მიაჩნია პაატა ჩაგანავას. ამასთან, ვინაიდან გენმოდიფიცირებული პროდუქტი გაცილებით მეტ მოგებას ტოვებს, გარკვეულმა აკრძალვებმა და შეზღუდვებმა გამორიცხული არ არის იმპორტიორების პროტესტიც კი გამოიწვიოს – „შესაძლოა, მათ მოითხოვონ, რომ ჯერ დაუმტკიცონ ესა თუ ის პროდუქტი არის მავნე და მერე შეუზღუდონ ან აუკრძალონ“.

 

რატომ აპირებს გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოების აკრძალვას და რატომ უშვებს ასეთი პროდუქტების შესაბამისი ნიშნით სავაჭრო ქსელში გაყიდვას სახელმწიფო? – გიგა აგულაშვილის თქმით, სახელმწიფო, ფაქტობრივად, იძულებულია მხოლოდ ეს ნაბიჯი გადადგას, ვინაიდან „არ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი პროდუქტებით. სასურსათო კალათის 70-80 პროცენტი არის იმპორტირებული… ადგილობრივი პროდუქტებიც არ შეესაბამება სტანდარტებს, უმეტეს შემთხვევაში გაჯერებულია ნიტრატებით. ესეც ჩვენი გამოწვევაა, ვიმუშაოთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენმა ფერმერებმა ისწავლონ ხარისხიანი პროდუქციის მოყვანა“. რაც შეეხება გენური ინჟინერიით პროდუქტების მოყვანას, „ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივ ჯიშებს და ეკოლოგიური ბალანსი დაარღვიოს, რასაც ვეღარ აღვადგენთ, ამისი ალბათობა არსებობს“.

 

ეკონომისტების თქმით, გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტისა და მისი რეალიზაციის აკრძალვა ძალაუნებურად გამოიწვევს ფასების ზრდას და მთელი რიგი მიმართულებით სასურსათო დეფიციტის წარმოქმნას.

 

გენმოდიფიცირებული სურსათის მარკირების წესის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო სურსათის ეროვნული სააგენტოა. სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა სოხაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სავაჭრო ქსელის გადამოწმება და ამ ნიშნით კვლევა მალე დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. კახა სოხაძე ქართულ ბაზარზე დღეს გენმოდიფიცირებული პროდუქტების არსებობას არ გამორიცხავს.

 

რა ნიშანი უნდა ჰქონდეს გენმოდიფიცირებულ სურსათს

 

• თუ სურსათი შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ მხოლოდ ერთ ინგრედიენტს, მაშინ წარწერა „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი“ „(გმო)“ უნდა მიეთითოს სურსათის დასახელებასთან ახლოს.

 

• თუ სურსათის შემადგენლობაში შედის ორი ან მეტი ინგრედიენტი, რომელთაგან ერთ-ერთი გენმოდიფიცირებულია, მაშინ წარწერა „გმო“ უნდა განთავსდეს „შემადგენლობაში“ ინგრედიენტთა ჩამონათვალში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის გასწვრივ.

 

• სურსათი, რომელიც არ შეიცავს დნმ-ს და დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმისგან, ექვემდებარება სავალდებულო აღნიშვნას ეტიკეტზე ნედლეულის წარმოშობის ქვეყნის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის შესაბამისად.

 

• „გმო“-ს შემცველ დაუფასოებელ სურსათს, თუ ის განკუთვნილია საცალო ვაჭრობაში რეალიზაციისთვის, თან უნდა ახლდეს წერილობითი საინფორმაციო ფურცელ-ჩანართები ან/და ბუკლეტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის.

 

• „გმო“-ს შემცველ მცირე ზომის დაფასოებულ სურსათზე, რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, აუცილებელია განთავსდეს ინფორმაცია – „გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი“ ან „გმო-ს შემცველი“.

საკრუიზო ტურიზმის ხიბლი და პრობლემები

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში საკრუიზო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან.  გამოფენა ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატში, ქალაქ მაიამიში იმართება. საქართველო ამ გამოფენაზე შავი ზღვის ქვეყნებთან ერთად, ერთიანი სტრატეგიით წარსდგება. სტრატეგია შავი ზღვის ქვეყნებმა „ბლექ სიი კრუიზის“ (შავი ზღვის კრიუზი) მემორანდუმის ფარგლებში შეიმუშავეს, რომელსაც 2012 წელს მოაწერეს ხელი.

 

 

„შავი ზღვის ქვეყნები გაერთიანდნენ იმისათვის, რომ საერთო მარკეტინგული კამპანია აწარმოონ. გაიყიდოს შავი ზღვა, როგორც საერთო პროდუქტი და ამაში ჩაერთოს ისეთი მნიშვნელოვანი პორტები, როგორიცაა: ოდესა, ბურგასი, იალტა, ბათუმი, სინოპი, სტამბოლი და სხვები. ჩვენ გამოფენაზე წარვსდგებით როგორც შავი ზღვის ერთ-ერთი საკრუიზო პორტი. ზღვა როგორც ერთი მიმართულება, უფრო მძლავრი და მომგებიანია, ვიდრე ბათუმის პორტის ცალკე პოზიციონერობა ბაზარზე, ამიტომაც გადაწყდა ასეთი ფორმით წარდგენა,“  –  ამბობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი.

 

 

აჭარის მთავრობას, საკრუიზო ტურიზმის მიმართულების განვითარებაზე დიდი გათვლები აქვს. გეგმის რეალობად ქცევას, წელს, 25 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში სამ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმებამაც უნდა შეუწყოს ხელი.

 

„პროტოკოლი, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით საქართველოს, თურქეთსა და უკრაინას შორის ერთობლივი ღონისძიებების გატარებასა და გეგმების შემუშავებას ითვალისწინებს,“  – ამბობს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროტოკოლის სამსახურის უფროსი გიორგი თუთბერიძე.

 

მთავრობის მიზანი ბათუმის ნავმისადგომზე საკრუიზო გემების შემოსვლის  ინტენსივობის გაზრდაა. ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ღირსეულად წარდგენასა და შავი ზღვის, როგორც საკრუიზო ბაზრის რეკლამირებაზე მუშაობს. ტურისტების დახვედრასა და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფაზე კი კერძო კომპანიები ზრუნავენ.

 

ტურისტული სააგენტო „აბ ვიზიტ აჭარა“ -ს ხელმძღვანელი რობერტ ფერდმანი საკრუიზო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე საუბრისას ნავსადგურის პრობლემებზე აკეთებს აქცენტს. ის ამბობს, რომ მთავარი ბარიერი ბათუმის ნავმისადგომის არასაკმარისი მასშტაბები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა:

 

„საკრუიზო მიმართულების განვითარებისთვის აუცილებელია ბათუმის ნავმისადგომის რეკონსტრუქცია, იმისათვის, რომ დიდი ტონაჟობის გემები მიიღოს. ამ შემთხვევაში ერთ დღეში შეიძლება 2000 ტურისტიც კი შემოვიდეს ქალაქში. თანაც ამ ტიპის გემებით მგზავრობენ ამერიკელები, ინგლისელები, გერმანელები… ფულიანი ხალხი.“

 

რობერტ ფერდმანი ცდილობს ბათუმში ნავმისადგომის მასშტაბების გაზრდისა და დიდი გემების შემოსვლის მნიშვნელობა შედარებით ახსნას:

„ხომ არსებობს ერთ, ორ, სამ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები. საკრუიზო გემით შემოსული ტურისტი, ასე ვთქვათ, „ხუთვარსკვლავიანი“ ტურისტია, რადგან კრუიზის მომსახურება ყველაზე ძვირი მომსახურებაა.“

 

ტურისტული სააგენტო  „აჭარა ტურის“  ხელმძღვანელი თემურ ზოიძე კი, ნავმისადგომის ინფრასტრუქტურის გარდა, სატრანსპორტო ინფრატსრუქტურის არარსებობაზეც აკეთებს აქცენტს.  მისი თქმით, „ბათუმს არ აქვს ტურისტის მომსახურებისთვის საჭირო სპეციალური ტრანსპორტი.“

 

ბათუმის ნავმისადგომის რეკონსტრუქციის პროექტზე აჭარის მთავრობაში 2012 წლის ბოლოს იმსჯელეს. აჭარის მთავრობამ პროექტის დაფინანსებასა და განხორციელებაზე ამერიკულ კომპანიასთან  „როიალ კარიბიანთან“ მემორანდუმიც გააფორმა. ამ კომპანიის აშენებულია თურქეთის ცნობილი პორტი კუშადასი.

 

მემორანდუმს ხელი აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და  „როიალ კარიბიანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ტერსეკმა მოაწერეს. შეთანხმება თანამედროვე სტანდარტების პორტის აშენებას გულისხმობდა. ბათუმის პორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე კი მუშაობა დაიწყო „როილ კარიბიანის“ პარტნიორმა კომპანიამ  „ლენდ დიზაინმა“ – კომპანიები პროექტის განხოციელებას საკუთარი დაფინანსებით გეგმავდნენ. საუბარი იყო 35 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროექტი არ გაჩერებულა. პორტის მოდერნიზაციისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის გადაცემაზე კი ბათუმის საკრებულოს არ უმსჯელია. საკრებულომ ეს საკითხი ბოლო სხდომაზე დღის წესრიგიდან ამოიღო. მიზეზად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძის  არმისვლა დასახელდა, რომელიც საკრებულოს სხდომაზე საგანგებოდ იყო მიწვეული. საკრებულოს წევრებს მასთან კითხვები ჰქონდათ.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის საკრებულოს შესაბამისი წერილი 2013 წლის 26 დეკემბერს მისწერა, რომლითაც სამინისტრო ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთის მთავრობისთვის გადაცემას ბათუმის პორტის მოდერნიზაციის მიზნით ითხოვს (საუბარია გოგებაშვილის ქუჩაზე, „ჭაჭის შადრევანსა“ და ნავსადგურს შორის არსებულ 9320 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დღეს მერიის საკუთრებაშია).

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ნავმისადგომში ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ ძველია, აჭარის მთავრობაში წელს საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით მაინც მზარდ სტატისტიკას ვარაუდობენ. გასულ წელს ბათუმის პორტში 16 საკრუიზო გემი შემოვიდა და 5 162 ტურისტი შემოიყვანა, 2012 წელს კი ბათუმს 10 საკრუიზო გემით 3 632 ტურისტი ესტუმრა.

 

 

 

 

საკრუიზო გემი ბათუმის ნავსადგურში

 

აივ/შიდსზე უფასო ტესტირება 50-მა ადამიანმა ჩაიტარა – კამპანია „უთხარი მეგობარს“

 

 

კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების: ,,რეალური ხალხი, რეალური ხედვა“, „ვორლდ ვიჟენის“და  „შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის“ წარმომადგენლები მოსახლეობას აცნობდნენ ინფორმაციას აივ/შიდსთან დაკავშირებით და მოუწოდებდნენ საზოგადოებას, გაევრცელებინათ ინფორმაცია თავიანთ მეგობრებში, რათა ინფორმირების დონე აივ/შიდსთან დაკავშირებით  საზოგადოებაში გაიზარდოს.   

  

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ასევე მიმდინარეობდა  სწრაფი ტესტირება აივ/შიდსზე, რომლის ჩატარებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო. ტესტირება სულ 50-მა ადამიანმა ჩაიტარა.  

 

 

 

 

4500 ევრო პატიმარს სახელმწიფოსგან

 

 

ადვოკატ მამუკა ნოზაძეს სტრასბურგის სასამართლოში 25 პატიმრის საქმე აქვს გაგზავნილი. როგორც “ბათუმელებთან” იურისტი განმარტავს,

ერთ-ერთი პატიმარი ჰიგიენური საშუალებების არ არსებობის გამო ჩივის: პირსახოცი, საპონი, კბილის ჯაგრისი მას ციხის ადმინისტრაციამ

არ მიაწოდა. სახელმწიფო ვალდებულია პატიმარი ამ ნივთებით უზრუნველყოს. კიდევ ერთი პატიმარი კი საკანში ტელევიზორის არარსებობის გამო

ჩივის. ევროპულ სასამართლოში ადვოკატმა ასეთი შინაარსის საჩივარი გააგზავნა: გლდანის ციხესთან ახლოს მდებარე ნაგავსაყარის სუნი საკანში

აღწევს; ოჯახის წევრებთან ხშირი, სატელეფონო კომუნიკაციის უფლება შეეზღუდა.  განათლების უფლების შეზღუდვაზე ჩივის პატიმარი ზურაბ როსტოღანაშვილი.

 

ადვოკატი ამბობს, რომ საჩივრები სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო და ახლა სახელმწიფო ცდილობს, პატიმრებთან “მეგობრულ

მორიგებას”. მეგობრული მორიგებით დასრულდა ევროპულ სასამართლოში გიორგი შუბლაძის საქმე, რომელიც სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე ჩიოდა,  სახელმწიფომ მას 3 ათასი ევრო გადაუხადა; შუბლაძემ სტრასბურგიდან საჩივარი გამოიტანა.

იურისტი მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ 2011 წლამდე პატიმრებს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ – საქართველოს სასამართლოების ყველა ინსტანცია ბაჟის გადასახადს ითხოვდა. ადვოკატმა პატიმრების ეს დარღვეული უფლებაც სტრასბურგში გაასაჩივრა:

 

“მიმაჩნდა, რომ ამით პატიმრებს ეზღუდებოდათ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, ასეთი რამდენიმე საქმე აგროვდა, მაგალითად, ზურაბ ბოსტოღანაშვილის, გიგა ფურცხვანიძის, ვალერიან ბალიაშვილისა და გიორგი შუბლაძის საქმეები. მათი უფლებები ირღვეოდა ციხეში, იმყოფებოდნენ

დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში და სასამართლოს ხელმისაწვდომობაც ეზღუდებოდათ, როცა ისინი ვერ იხდიდნენ ბაჟს. გავაგზავნე თუ არა ეს საქმე სტრასბურგში, ხელისუფლება მიხვდა, რომ წააგებდა ამ საქმეებს. პატიმარი, რომელსაც შემოსავალი არ აქვს, ბაჟს ვერ გადაიხდის, ამიტომაც რეგულაციები შეიცვალა”.

ახლა პატიმარს სასამართლოში ჩივილისთვის  ბაჟის გადახდა არ უწევს. თუმცა პატიმრები მაინც იშვიათად ჩივიან. ნოზაძე ამბობს, რომ ადვოკატთა

ასოციაციამ ადვოკატები უნდა გადაამზადოს, რომ ადამიანის უფლებები ამ კუთხითაც დაიცვან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი,

გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ თუ პატიმრის უფლება ირღვევა, მან უნდა მიმართოს ციხის ადმინისტრაციას და მოითხოვის

პირობების გაუმჯობესება; მინისტრთან წერილობითი მიმართვის შემდეგაც თუ პატიმრის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ხიმშიაშვილი

ამბობს, რომ ეს ჩაითვლება ციხის ადმინისტრაციის სამსახურებრივ გულგრილობად და თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად

გამოყენებად.

 

იურისტის აზრით, პატიმრები არ წერდნენ საჩივრებს, რადგან “უმრავლესობა მათ მიმართ გამოწვეული ფიზიკური ძალადობისა და არაადამიანური

მოპყრობის შედეგად გაფრთხილებული იყო, რომ მსგავსი საჩივრებით არ უნდა მიემართათ. ჩემი

აზრით, იყო შიში, რის გამოც არ ჩიოდნენ მსჯავრდებულები, ასევე პრობლემაა სამართლებრივი

ცნობიერების დაბალი დონე”. 

 

გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, მსჯავრდებულზე ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში ერთ პატიმარს უფლება აქვს თავისთვის მოითხოვოს მინიმუმ 2 კვ/მეტრი ფართობი; დახურული ტიპის დაწესებულებაში – 2,5 კვ/მეტრი, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში – 3 კვ/მეტრი,

არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში – 3,5 კვ/მეტრი, ხოლო ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში – 3 კვ/მეტრი მაინც. პატიმრის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, ასევე ვენტილაცია. პატიმარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს (ქალებს _ 60 წლიდან, მამაკაცებს _ 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ სხვა პატიმრებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.

 

ეს მოკლე ჩამონათვალია იმ უფლებებისა, რაც პატიმრებს აქვთ. პატიმრობის არასათანადო პირობებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთმა ქართველმა პატიმარმა იჩივლა სასჯელის მოხდის პერიოდში. ციხეში პატიმარი დაინფიცირდა

განუკურნებელი და სიცოცხლისათვის საშიში დაავადებებით: აივ ინფექცია – c 3 კატეგორია, ტუბერკულოზითა და ქრონიკული c ჰეპატიტით. ასევე

სხვა დაავადებებით. სახელმწიფოს მან მოსთხოვა სასჯელისგან გათავისუფლება, თუმცა მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

 

საჩივარში, რომელიც პატიმარს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებმა დაუწერეს, პატიმარი მის მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის  აკრძალვა) და მე-13 (უფლება დაცვის ეფექტურ საშუალებაზე) მუხლების დარღვევაზე მიუთითებდა. ევროპულმა სასამართლომ ეს საჩივარი განსახილველად მიიღო, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2013 წელს პატიმარს მორიგება შესთავაზა. 2013 წლის 12 ივნისს ევროპულმა სასამართლომ პატიმრის საქმე განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო. მორიგების საფუძველზე სახელმწიფომ მომჩივანს პატიმრობის პირობებში არასათანადო მკურნალობის გამო მიყენებული ზიანისათვის 4500 ევრო გადაუხადა.

 

 

 

პროექტი ტურიზმის განვითარებისთვის

 

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ზვიად ელიზიანმა განმარტა, პროექტის მთავარი მიზანია რეგიონში ტურიზმის  განვითარება.  

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის რეგიონალური პარტნიორობას ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიისა და აქტივობების განხორციელებისთვის. პროექტის აქტივობები მოიცავს ტურიზმის სფეროში სხვადასხვა ტიპის კვლევების, ტრენინგების ორგანიზებას და ითვალისწინებს კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის კომპონენტების გაძლიერებას.

 

სამუშაო პროცესი მაისში დაიწყება და 18 თვეს გაგრძელდება.  პროექტში  ხუთი ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, მოლდოვეთი,უკრაინა, ბულგარეთი და თურქეთი. პროექტის მიზანი, სწორედ ამ ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა.  

  

პროექტი დაფინანსებულია „შავი ზღვის აუზის საოპერაციო პროგრამა – 2007-2013“-ის მიერ ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში.  საქართველოს მხრიდან პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპატამენტთან თანამშრომლობით.

4 ათასი ლარი 200-სულიანი სოფლისთვის – რას ითვალისწინებს სოფლის დახმარების პროგრამა

 

 

 

ზემოთ აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად 2014 წელს საქართველოს მთავრობამ  50  მილიონი ლარი გამოჰყო. პროგრამის ძირითადი მიზანია  სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად.

 

 

აღნიშნული თანხა კონკრეტულ სოფლებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება შემდეგი პრინციპით:

ა). 1-დან 200 სულის ჩათვლით სოფლისათვის- 4 000 ლარი.

ბ). 201-დან 400 სულის ჩათვლით სოფლისათვის  – 5 000 ლარი.

გ). 401-დან 1000 სულის ჩათვლით სოფლისათვის – 8 000 ლარი.

დ). 1000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის 12 000 ლარი.

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, თანხა იმ პრობლემების მოგვარებას მოხმარდება, რომელსაც მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ  კრებებზე   პრიორიტეტად მიიჩნევს. აღნიშნული პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. 

 

ქობულეთში სპორტკომპლექსი შენდება

 

 

სპორტკომპლექსი 5000 კვ/მ ფართობზე განთავსდება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის ერთ ნაწილზე სათამაშო მოედანი და 600 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა, ხოლო კომლექსის მეორე ნაწილი ოთხსართულიანი შენობა იქნება, რომელშიც მცირე ზომის სპორტ და სააქტო დარბაზები, ადმინისტრაციის ოთახები, საშხაპეები, გასახდელები და სველი წერტილები განთავსდება.

 

 

 

ამ ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს საძირკველის მოწყობა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით ინფრასტრუქტურული ღონისძიება გარდამავალი პროექტია, გასულ წელს დაიწყო და 2015 წლისთვის დასრულდება.

ტენდერი აჭარის ტელევიზიის პროგრამებზე

 

აჭარის ტელევიზია მომწოდებლისგან დილის გადაცემას დაახლოებით 108 800 ლარად, სატელევიზიო ლექციების მომზადებას _  29 400 ლარად, ხოლო თოქ-შოუებს – ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, მედიცინაზე, კულტურასა და განათლებაზე _ 73  620 ლარად შეიძენს.

 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის სოსო სტურუას განმარტებით: „საზოგადოებრივი მაუწყებელი მოვალეა ჰქონდეს 25 პროცენტი გარე წარმოების პროდუქცია, რომ  კერძო სექტორში დამზადდეს სატელევიზიო პროგრამები. ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონშია ჩადებული. ამ ეტაპზე მხოლოდ სამ პროგრამაზე გამოვაცხადეთ ტენდერი. მოგვიანებით დანარჩენ პროგრამებზე გამოვაცხადებთ“.

 

დარჩებიან თუ არა ამჟამად აჭარის ტელევიზიაში პროგრამებზე მომუშავე ჟურნალისტები ტელევიზიის გარეთ? სოსო სტურუა ამბობს, რომ ისინი კონკურსის სახით შეირჩევიან, რადგან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტი ხალხის ფულია და ნებისმიერი თეთრის ათვისება ღია კონკურსით უნდა მოხდეს.

 

აჭარის ტელე-რადიო მაუწყებელს 230 თანამშრომელი ჰყავს. მაუწყებლისთვის 2014 წელს ბიუჯეტიდან 5 700 000 ლარია გამოყოფილი. დირექტორის თქმით, ეს თანხა არხის რეორგანიზაციას უნდა მოხმარდეს. ტენდერი პროგრამებზე პირველი ეტაპია, რომლის დასრულება ოქტომბრამდეა დაგეგმილი, რის შემდეგაც მაუწყებელი რადიოს მენეჯერის კონკურსის გამოცხადებას აპირებს.    

დისკუსია მოსამართლეების მონაწილეობით

 

დისკუსიის დასრულებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დააჯილდოებს კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სალექციო კურსის _   ”კონსტიტუცია და დემოკრატია” _ კურსდამთავრებულებს.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. საბჭოთა ოკუპაციის შედეგად კონსტიტუციური ტრადიცია გაწყდა და მხოლოდ 70 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი პირველი რესპუბლიკის ტრადიციების გაგრძელების საკითხის დაყენება. სწორედ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მნიშვნელობაზე ისაუბრებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კურსდამთავრებულებთან. 

საჯარო ლექციები ბიბლიოთეკაში

 

ამ პროგრამის ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია 19 თებერვალს მთარგმნელმა და პუბლიცისტმა ნანა ახალაძემ წაიკითხა თემაზე: „საფრანგეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობები XIX-XX საუკუნეებში“.

 

მომდევნო საჯარო ლექცია მაისში იგეგმება.

რადიო „აჭარას“ ახალი მენეჯერი ჰყავს

 

„კონკურსამდე დირექტორის გადაწყვეტილებით ინიშნება მოვალეობის შემსრულებელი.   ვინც ასრულებდა მოვალეობას – ნოდარ ცეცხლაძე _ მან უარი განაცხადა მენეჯერობაზე და როგორც ვიცით, არც აპირებს კონკურსში მონაწილეობას. ამ შემთხვევაში მე ვნახე გამოსავალი – მოვიწვიე ბესო. მას რადიოში მოღვაწეობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა ამჟამად არ მუშაობდა. ის ამ თანამდებობაზე მანამდე იქნება, სანამ კონკურსს გამოვაცხადებთ. მიმაჩნია, რომ კარგი უნარები აქვს და ამ რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებს კარგად შეასრულოს მაუწყებლის ამოცანები“.

 

„მე და სოსო ერთად მოვედით ჟურნალისტიკაში და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით, ის ჩემს პოტენციალს იცნობს, ამიტომ მე თვითონ გავუწიე ჩემ თავს რეკომენდაცია.” – ამბობს ბესო შერვაშიძე. 

 

სოსო სტურუას თქმით, აჭარის რადიოს მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება, თუმცა მოგვიანებით, რადგან ამ ეტაპზე ტელევიზიაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია  და „ყველაფრთან ერთად შეჭიდება რთულია”.

 

ბესო შერვაშიძე წლების განმავლობაში აჭარის რადიოს რედაქტორად მუშაობდა.  

 

რაც შეეხება ნოდარ ცეცხლაძეს, ის განმარტავს, რომ თავისი სურვილით დატოვა რადიოს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა, რადგან წლების განმავლობაში ტელევიზიაში მუშაობდა და მისთვის იქ მუშაობა უფრო მისაღებია.  ნოდარ ცეცხლაძე ახლა აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის და შემოქმედებითი ჯგუფის რედაქტორია.

 

 

რას ითხოვს ბარაკებსა და ავარიულ სახლში მცხოვრები მოსახლეობა

 

თამარის დასახლებაში, ბარაკებში, მცხოვრები მოსახლეობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბათუმის მერიამ  მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაუფორმა და ახალ საცხოვრებელ სახლში გადაყვანას დაჰპირდა, ისინი დღემდე ბარაკებში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.  

 

ლერმონტოვის #102-ში, ავარიულ სახლში, მცხოვრებ მოსახლეობას კი სხვა პრობლემები აწუხებს. სახლის გასამაგრებელი სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სახლში მცხოვრებ ოჯახებს ქალაქის თვითმმართველობა თვეში 300 დოლარის ექვივალენტს გადაუხდის ლარში, რათა მათ ბინის ქირაობა შეძლონ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ ეს პირობები მათ არ მოსწონთ.

 

„ისინი შიშობენ, რომ ჰაერში არ დარჩნენ, მხოლოდ 300 დოლარით და სახლის გარეშე“ – ამბობს „მუნიციპალიტეტთა განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი კოკი კვერნაძე. „ჩვენ გვინდოდა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს შევხვედროდით, მაგრამ ეს არ მოხერხდა, საკრებულოს თავმჯდომარე არ იყო, თუ არ ისურვა შეხვედრა და ამ ადამიანებმა პასუხი კითხვებზე ვერ მიიღეს.“ – ამბობს კოკი კვერნაძე. მისივე თქმით, „მუნიციპალიტეტთა განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრს“ ამ მოქალაქეებმა განცხადებით მიმართეს.  

 

მოქალაქეებს ქალაქის მერის თანაშემწე რომან დუმბაძე შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ბათუმის მერიის პოზიცია  მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

471-ათასიანი ტენდერი საქალაქო ავტობუსების ნაწილების შესაძენად

 

სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების მიწოდება ტენდერში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ას ოცი დღის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელი უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალებების სწორი ექსპლუატაციის პირობებში, არ გამოავლენს რაიმე დეფექტს, ხოლო ასეთი დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს წუნდებული (უხარისხო) საქონლის შეცვლას და განახორციელებს შეცვლასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას საკუთარი ძალებითა და საშუალებებით.

სატენდერო პირობის თანახმად, ყოველი შემოთავაზებული სათადარიგო ნაწილი ხარისხით სრულად უნდა შეესაბამებოდეს ორიგინალური დეტალების მონაცემებს. მინიმალური საგარანტიო ვადებია: აგრეგატებზე – ერთი წელი; კვანძებსა და დეტალებზე – ექვსი თვე.

 

 „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტს გამარჯვებულთან შემდგომში დააზუსტებს. ბათუმში საქალაქო ტრანსპორტი მძღოლების გაფიცვის გამო ერთ კვირაზე მეტია არ მოძრაობს. მძღოლების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა – „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა დღეს თანმდებობა დატოვა.

 კომპანიის მონაცემებით მის მფლობელობაშია ავტობუსები: ზონდა _ 101 ერთეული, ბოგდანი – 20 და ფავი 21 ერთეული. რაც შეეხება სამარშრუტო ქსელს, არის 15 საქალაქო და 6 საგარეუბნო. კომპანიაში 483 ადამიანია დასაქმებული (აქედან 322 მძღოლი და 45 კონტროლიორი).

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 2004 წელსაა დარეგისტრირებული და მისი 100 პროცენტი წილის მფლობელი ქალაქ ბათუმის მერიაა.

 

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვა საჯარო მოხელეებს

 

 

ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილისა და კონსტანტინე შარაშენიძის საუბრის აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ გამგებლის გაღიზიანება ჟურნალისტის მხრიდან არასასურველ შეკითხვას მოჰყვა, რის შემდეგაც მან მეგრელიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და გინებით მიმართა.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ, რომელშიც დაადასტურა „გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და ბოდიში მოიხადა გამოცემისა და საზოგადოების წინაშე.


ბოდიშის მოხდის ფაქტი მორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია. თუმცა, საჯარო მოხელეს არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული, ანუ კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან. გარდა ამისა, დღევანდელი ქართული კანონმდებლობა ბოდიშს, როგორც პასუხისმგებლობის ზომას, არ ითვალისწინებს.


აქედან გამომდინარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელისგან მსგავსი ქმედება უნდა აღიქმებოდეს კანონის დარღვევად “საჯარო სამსახურის შესახებ” და საჭიროებს ჯეროვან რეაგირებას ზემდგომი ინსტანციების მხრიდან, რაც მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაში უნდა გამოიხატოს.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მოუწოდებს ბატონ კონსტანტინე შარაშენიძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით, რათა მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მოხდეს ადეკვატური რეაგირება მსგავს ცალკეულ შემთხვევებზე, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ იყოს გადამდები სხვა საჯარო პირებისთვის.

ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა

 

ამ წუთებში აჭარის პროფკავშირების ხელმძღვანელი გაფიცულ მძღოლებს განცხადებას აცნობს და რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, როდის აღდგება ქალაქში ავტობუსების მოძრაობა. 

 

„ავტოტრანსპორტის” მძღოლები ხელფასის მომატებისა და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით ცხრა დღის წინ გაიფიცნენ. ქალაქში ავტობუსების მოძრაობის შეწყვეტას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. 

ხეების ჩამკეტი ბორდიურები 240 519 ლარად

 

 

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 7 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება.

 

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ორმოცდახუთი კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ხეების ირგვლივ ჩამკეტი ბორდიურები შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: ჭავჭავაძის ქუჩა “ლ ბაკურიდან” „გუდვილამდე“; მელიქიშვილის – ნინოშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; 26 მაისის – ნინოშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; გრიბოედოვის – რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; გორგასლის – ქუთაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე; დემეტრე თავდადებულის – ნინოშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; ვაჟა-ფშაველას – ნინოშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; ლუკა ასათიანის – რუსთაველის ქუჩიდან ზუბალაშვილის ქუჩამდე; რუსთაველისა და ინასარიძის ქუჩებზე.

 

შესასრულებელი სამუშაო: მიწის ამოღება ხელით ხეების ირგვლივ ბაზალტის ბორდიურების მოსაწყობად და გრუნტის გატანა ნაყარში 10 კმ-მდე, ბორდიურებისთვის ქვიშა-ხრეშოვანი საგების მოწყობა 5 სმ სისქით, ბორდიურებისათვის. ბეტონის მომზადების მოწყობა 5 სმ სისქით, ბაზალტის ბორდიურის მოწყობა.  

50 მილიონი და სოფლის პრიორიტეტები

 

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრაზე სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ იქნება საუბარი. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების დახმარების მიზნით 50 მილიონი ლარი გამოყო.

თანხა იმ პრობლემების მოგვარებას მოხმარდება, რომელსაც მოსახლეობა სათემო შეხვედრებზე პრიორიტეტად მიიჩნევს.

„ჩვენი და უკრაინელი ხალხის ბედი დღეს წყდება“ – უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

 

 „ჩვენ დაგვიკავშირდა უკრაინელი სათვისტომოს წარმომადგენელი. მათ სურვილი გამოთქვეს, ერთობლივად გამოგვეხატა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა. სიმბოლურია,  როცა ბათუმიდან კეთდება ასეთი განცხადება, სადაც დიდი ხნის განმავლობაში იდგა რუსის ჯარი. დღეს უკრაინა და უკრაინელები ცდილობენ  შეცვალონ ორიენტირი ევროპისკენ. ჩვენც იმავე გზაზე ვდგავართ. ამიტომ ჩვენი და უკრაინელი ხალხის ბედი დღეს წყდება „ევრო მოედანზე“- განაცხადა „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრმა ლაშა ადამიამ.

 

 

აქციაზე უკრაინელი სათვისტომოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

„ჩვენთვის რთული პერიოდი დგას. ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფლები. წლების განმავლობაში ჩვენ გვყოფდა სხვადასხვა მთავრობა და სხვადასხვა სახელმწიფო. ახლა ჩვენ ვართ ერთიანი.“- აღნიშნა სათვისტომოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ვალონსკიმ.

 

ქობულეთის გამგებელი მოსახლეობას ხვდება

 

ქობულეთს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი რომანაძე სოფლებში არსებული პრობლემების გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი მოადგილეებთან ერთად ხუცუბნის თემის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობამ უმთავრეს მოთხოვნად სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და გაზიფიკაციის დაწყებული პროცესის გაგრძელება დაასახელა.

 

 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას ხუცუბნის თემში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გააცნეს და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.

 

 

„სალსას“ გაკვეთილები პრესკაფეში

 

კამპანიის ფარგლებში დღეს „პრესკაფეში“ უკრაინელმა ტრენერმა იულია როსკევიჩმა (ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აივ დადებით ადამიანთა გაერთიანება) ჩაატარა „სალსას“ გაკვეთილები, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

 

„დღეს თქვენ პირველად იცეკვეთ სალსა და დამერწმუნებით, რომ ეს არ იყო საშიში.  ასევე არ არის საშიში თითოეულმა ჩვენგანმა ჩაიტაროს სწრაფი ტესტირება აივ/შიდსზე. ყველამ მოვუწოდოთ ჩვენს მეგობრებს, რომ ჩაიტაროს ტესტირება და მათ უთხრან თავიანთ მეგობრებს“ – ასე მიმართა „სალსას“ გაკვეთილის შემდეგ უკრაინელმა ტრენერმა იულია როსკევიჩმა  დამსწრეებს.  

 

 

ცეკვის დაწყებამდე დამსწრეებს აინტერესებდათ, თუ რა ასაკიდან არის შესაძლებელი აივ/შდსზე ტესტირება, რაზეც  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეალური ხალხი რეალური ხედვის“ წარმომადგენელმა მედეა ხმელიძემ უპასუხა: ,,ჩვენი პროექტის ფარგლებში 15 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, მაგრამ სხვა შემთხვევებში მშობლის თანხმობაა საჭირო.“

 

შეგახსენებთ, რომ   ბათუმში 19 და 20 თებერვალს 13:00-18:00 იგეგმება სწრაფი ტესტირება აივ/შიდსზე. მისამართი: ყაზბეგის ქუჩა 5/7. ტესტირების გავლა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.

 

„ენერგო – პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

 

ქედაში, სოფელ დანდალოში, 25 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელია.  

აღნიშნული ინფორმაცია ბათუმის სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ  დაადასტურა.   

მძღოლების აქცია – მერვე დღე

მძღოლები შპს „ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელის, გია ლორიას მხრიდან სიტყვიერ შერაცხყოფასა და არათანამშრომლურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და მის  გადაყენებას მოითხოვენ. გაფიცული მძღოლების განმარტებით, მათი მოთხოვნა თუ არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება.

გია ლორია კი მძღოლების ბრალდებებს უარყოფს. მისი განმარტებით, ის ხელმძღვანელია და წესრიგის დამყარებისთვის ზოგჯერ მკაცრი დამოკიდებულებაა საჭირო. 

ინტერფრაქციული ჯგუფი დღის ბოლოს შეიკრიბება  სამუშაოდ. 18-წევრიანი კომისია დაკომპლექტებულია მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.  მათ 22 თებერვლამდე აქვთ სამუშაო ვადა. ამ პერიოდში უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება,  რომელსაც ბათუმის საკრებულო განიხილავს.    

მძღოლების აქცია ბათუმში
მძღოლების აქცია ბათუმში

აჭარაში წლიურად 146 მილიონ კვერცხს მოიხმარენ

აჭარის მოსახლეობის (400 ათასი კაცი) და რეგიონში შემოსული ტურისტების წლიური მოთხოვნა კი ფრინველის კვერცხზე შეადგენს 146 მილიონ ცალს, გადახრა მოხმარებასა და წარმოებას შორის შეადგენს -93,6 პროცენტს.

 

ფრინველის ხორცითა და კვერცხით ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს სხვა რეგიონებიდან შემოტანილი და იმპორტირებული პროდუქციის ხარჯზე ხდება.

 

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კვერცხის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 80-დან 100 ცალამდეა წელიწადში.

 

ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოტანილია 29,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფრინველის კვერცხი.   

 

 

ბონის ყოფილი საავადმყოფო გასხვისდება

 

1840 კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 4734 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი სამინისტრომ პირობიან აუქციონზე გუშინ გაიტანა. წლიური სარგებლობის საწყისი ფასი 60 ათასი ლარია. აუქციონი 5 მარტს დასრულდება.

 

აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს 20-საწოლიანი კარდიოქირურგიული კლინიკის ამოქმედება და ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურების განხორციელება, სადაც დასაქმდება საქართველოს არანაკლებ  20 მოქალაქე; ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა ამოქმედდეს დამატებით არანაკლებ 20-საწოლიანი მრავალპროფილური საავადმყოფო და დასაქმდეს დამატებით არანაკლებ საქართველოს 50 მოქალაქე.

 

სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება აღირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად და მოსარგებლეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები.    

300 ლარი პირველ შვილზე, 400 – მეორეზე – მერიის დახმარება სოციალურად დაუცველებს

ბათუმში რეგისტრირებული 70 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები პირველი შვილის შეძენასთან დაკავშირებით 300 ლარს, ხოლო მეორე შვილზე 400 ლარს მიიღებენ.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში უნდა დატოვონ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 24 63 05. პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 120 ათას ლარს შეადგენს.

აქცია აივ/ შიდსის სტატუსის დასადგენად

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს კამპანია „უთხარი მეგობარს“,  რომლის მიზანიც  აივ ინფექცია შიდსის ტესტირების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. 

საქართველოში ბოლო თვენახევრის განმავლობაში შიდსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა _ ინფორმაცია ამის შესახებ შიდსის ცენტრმა გაავრცელა.

აჭარაში 50 სერტიფიცირებული დირექტორია

 

 

ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე:

„დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება დეკემბრის ჩათვლით

მიმდინარეობდა. დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები, ასევე სხვა პირებიც, ისინი,

ვინც არ მუშაობდნენ სკოლებში, მაგრამ სურვილი ჰქონდათ კონკურსში მონაწილეობის.

ამ გამოცდებში ბათუმის10 საჯარო სკოლის დირექტორი მონაწილეობდა, მათგან რვამ

წარმატებით გაიარა, ორმა კონკურსი ვერ გადალახა. ისინი, ვინც ვერ გადალახეს ბარიერი, აგრძელებენ მოვალეობის

შესრულებას“.

ბათუმში სულ 27 საჯარო სკოლაა.

 

ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნევრესტან

დიდმანიძე:

„2013 წელს ჩატარებულ კონკურსში ხელვაჩაურში 20 მოქმედი დირექტორი

მონაწილეობდა. 11-მა პირველი ეტაპი – ტესტირება _ ვერ გადალახა. გასაუბრებაზე ორი

ჩაიჭრა და შვიდი სერტიფიცირებულია“.

ხელვაჩაურში სულ 35 სკოლაა.

 

შუახევის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა

მიქელაძე: „წელს ტესტირებაში 7 კონკურსანტი მონაწილეობდა. გასაუბრებაზე 5 მონაწილე გავიდა,

აქედან ორი მოქმედი დირექტორი იყო. შუახევს ამჟამად ორი წლის მონაცემებით 10

სერტიფიცირებული დირექტორი ჰყავს. მათ შორის შვიდი მოქმედი დირექტორია.

შუახევში სულ 43 საჯარო სკოლაა.  

 

ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე:

„დღეის მონაცემებით ქობულეთში 17 სერტიფიცირებული დირექტორია. ტესტირებაში

18 მოქმედი დირექტორი მონაწილეობდა. მხოლოდ ერთმა ვერ გადალახა მეორე ეტაპი,

ხოლო გარეშე პირმა _ ორმა“.

ქობულეთში 50 სკოლაა. აქედან 46 საჯაროა, 4  კი _ კერძო. გასულ წელს

სერტიფიცირება ოთხმა დირექტორმა გაიარა.

 

ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი:

„ტესტირება მოქმედი დირექტორებიდან ექვსმა გადალახა, გასაუბრება – 4-მა. 

სერტიფიცირებულია შვიდი დირექტორი.  სულ 11 სერტიფიცირებული დირექტორია, აქედან

10 მოქმედი“.

ქედაში 29 სკოლაა.

 

ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე:

„დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდებში ხულოდან 16 მოქმედი და არა მოქმედი

დირექტორი მონაწილეობდა. აქედან ტესტირება გაიარა 9 პირმა, 7 სამწუხაროდ

ჩაიჭრა, მათ შორის დაბა ხულოს მოქმედი დირექტორი. ის აგრძელებს დირექტორის

მოვალეობის შესრულებას“.

ხულოში სულ 49 სკოლაა.

ინტერფრაქციულმა ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

 

 

 18 წევრიანი ჯგუფის დღევანდელი შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ კომისია აქციის წევრებს ხვალ შეხვდება და ადგილზე შეისწავლის საკითხს. სამუშაო ჯგუფი ერთი კვირის ვადაში განიხილავს მძღოლების მოთხოვნებს. გარდა ამისა, განიხილება ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის, გია ლორიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც. 

 

„გვინდა მივიღოთ ობიექტური გადაწყვეტილება. ამიტომ ხვალ კომისია აპირებს ადგილზე, აქციის წევრებთან მისვლას. კომისია მოუსმენს ორთავე მხარეს და გამოიტანს დასკვნებს. ამ დასკვნებს წარმოგვიდგენენ საკრებულოს წევრებს. კომისიას მხოლოდ რეკომენდაციის მოცემის უფლება აქვს. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ რეკომენდაციას. მოვუწოდებ მოშიმშილეებს შეწყვიტონ შიმშილობა, ეს არ არის გამოსავალი, ეს მათ ჯანმრთელობას ვნებს. ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემას“- განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი დარჩა აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე ილია ვერძაძე. ის იმედოვნებს, რომ მძღოლების მოთხოვნა სამომავლოდ დადებითად გადაწყდება 

„ნაციონალები“ ნათია სურგულაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

 

 

დეპუტატ ნოდარ დუმბაძის განმარტებით, ბათუმის საკრებულოს მიერ ახლახან შექმნილი „კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელად ნათია სურგულაძის  დანიშნვით ბათუმის საკრებულომ საჯარო სამსახურების შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი დაარღვია. ამ მუხლის მიხედვით,   სახელმწიფო მოსამსახურეს გათავისუფლების დღიდან 3 წლის განმავლობაში არ შეუძლია ისეთ სამსახურში წამყვანი პოზიცია დაიკავოს, რომელსაც ბოლოს 3 წლის განმავლობაში ზედამხედველობდა.  

 

საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის განმარტებით კი,  ნათია სურგულაძის დანიშვნით საკრებულოს კანონი არ დაურღვევია, რადგან „სურგულაძე  განათლებისა და კულტურის დარგს კი არ ზედამხედველობდა, არამედ კურატორი იყო“.  

 

ნათია სურგულაძე წლების განმავლობაში ბათუმის მერიაში, ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა. მან ცოტა ხნის წინ დაწერა განცხადება გადადგომაზე. ნათია სურგულაძის ნაცვლად ვიცე-მერად გიორგი ერმაკოვი დაინიშნა.

 

 

სახელმწიფო ანსამბლის წევრები გააფრთხილეს

 

„ჩვენ მათ უფლებებს არ ვარღვევთ. ისინი მესამე პირს უცხადებენ სოლიდარობას, რომელიც ჩვენთან არ მუშაობს, რასაც არ ითვალისწინებს არც საქართველოს შრომის კოდექსი, არც შინაგანაწესი და არც მათთან დადებული ხელშეკრულება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ დაუბრუნდნენ რეპეტიციებს“.

როგორც ანსამბლის იურისტი ამბობს, აქციის წევრებს სიტყვიერად სამი თებერვლიდან აფრთხილებენ, რომ შეწყვიტონ აქცია და შეასრულონ მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

„ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევისათვის მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ზომები. ყველას გავუგზავნეთ წერილობითი გაფრთხილება. თუ წერილობით, ახსნა-განმარტებით, არ მოგვმართავენ, მომზადდება შრომის ხელშეკრულების დარღვევის ბრძანება“ _ განმარტა ანსამბლის იურისტმა ეთერ შუბლაძემ.

ოთარ მიქელაძის თქმით, ანსამბლის არც ერთი წევრი სამსახურიდან არ გათავისუფლდება, თუ ისინი გააგრძელებენ რეპეტიციებს.

ანსამბლის წევრებს ხელშეკრულების ვადა პირველ აპრილამდე აქვთ.

 

“ექსპრესი”რუსთაველის ქუჩაზე

 

ღირებულება 40 თეთრია.

მიკროავტობუსს „ექსპრესი“ აწერია. მისი მარშრუტი იწყება ხოფის ტერიტორიიდან და გრძელდება მახინჯაურამდე, რკინიგზის სადგურამდე. მიკროავტობუსი მგზავრებს მანამ მოემსახურება,სანამ ავტობუსების  მოძრაობა არ აღდგება.

ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა ავტობუსის მძღოლები გაფიცულები არიან. 

კალიგრაფიის კონკურსი მასწავლებლებისთვის

 

ინფორმაცია ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაავრცელა.

 ღონისძიება დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართება. პირველი ეტაპი ჩატარდება 27 თებერვალს სკოლებში. პირველ ეტაპს ორგანიზებას უწევს სკოლის ადმინისტრაცია, ხოლო მეორე ეტაპი ჩატარდება 2014 წლის 6 მარტს, 15 საათზე, ხელვაჩაურის რესურსცენტრში, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული.

 კონკურსში  მონაწილეობის მიღება მსურველს შესაბამისი ანკეტის შევსების საფუძველზე შეეძლება.

Exit mobile version