ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსება და არსებული გამოწვევები – დისკუსია

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, წელს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ისლამური და იუდევური თემები, ასევე კათოლიკური ეკლესია საქართველოში 4,5 მილიონ ლარს მიიღებენ საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის „ნაწილობრივ ანაზღაურების“ მიზნით.

 

განცხადება ამ ოთხი რელიგიური კონფესიისთვის დაფინასების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 იანვარს, მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა. მისი განმარტებით, ოთხი რელიგიური კონფესია დაფინანსებას კომპენსაციის სახით მიიღებს, იმ დევნის გამო, რომელიც მათ საბჭოთა პერიოდში განიცადეს.. 

 

ეს თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას ერთჯერადი სახე ექნება. თუმცა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო განიხილავს დაფინანსების გრძელვადიან პერსპექტივებსაც.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ექსპორტზე მხოლოდ 45 400 ტონა მანდარინი გავიდა

 

ირაკლი ბარამიძემ ჟურნალისტებს წარუდგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ექსპორტზე არა 65 ათასი ტონა მანდარინი, არამედ 45 400 ტონა გაიტანა. დოკუმენტი, რომელიც დეპუტატმა ჟურნალისტებს წარუდგინა, არც ერთი ოფიციალური პირის მიერ არ არის ხელმოწერილი და არც ბეჭედასმული.

 

„ეს არის ის ციფრები, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არის გამოტანილი.  ნაცვლად იმისა, რომ  65 ათასი ტონა გაიტანეს, აქ წერია, რომ 45 400 ტონა არის გატანილი. ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა რომ ამბობდა, რომ 18 ათას ტონას მიიღებდა, მიღებული აქვს 12 500 ტონა,“ – აცხადებს ირაკლი ბარამიძე.

 

კითხვაზე, როგორ მოხვდა აღნიშნული დოკუმენტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ხელში, ირაკლი ბარამიძემ განაცხადა:

„თუ თქვენ მიხვალთ, გაივლით-გამოივლით სამინისტროს მისაღებში და რამდენიმე ნაცნობს ნახავთ, თქვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ეს ინფორმაცია“.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის  განცხადებით, მთავრობამ გლეხებს კომპენსაცია უნდა მისცეს.

 

„კიდევ  ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ თუ კახეთის რეგიონში მიიღო გლეხმა კომპენსაცია, რატომ არ შეიძლება აჭარელმა გლეხმა კომპენსაცია,“ – აცხადებს ბარამიძე.   

 

„ბათუმელები“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაუკავშირდა. სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 

დიალიზის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღება პაციენტებს ქობულეთშიც შეეძლებათ

 

 

განყოფილება იხსნება 9–საწოლზე, 3–სარეზერვო ფონდით. მომსახურება გაეწევა რეგიონის მაშტაბით სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ 54 პაციენტს. ხელოვნური თირკმლის აპარატი გერმანული წარმოების ბიბრაუნის ტიპის თანამედროვე მოდელია.

განყოფილების საზეიმო გახსნის შემდგომ მოხდება კლინიკაში არსებული იმ სერვისების დათვალიერება, რომელიც აქტიურად ჩართულია რაიონის სამედიცინო მომსახურეობის საქმიანობაში.

დიალიზის სახელმწიფო პროგრამას აჭარაში კიდევ ორი დაწესებულება შპს ,,. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოდა შპს ,,ვიავიტაახორციელებს. რესპუბლიკურ საავდმყოფოში 14 საწოლია, პროგრამაში ჩართულია 81 პაციენტი. ვიავიტაში 23 საწოლი ფუნქციონირებს, ემსახურება 135 პაციენტს. დიალიზის პროგრამაში ჩართულია 216 პაციენტი, აქედან 169 აჭარის მკვიდრია, 47 სხვა რეგიონების. ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს 38 პაციენტი.

ფორუმი თემაზე: რეგიონის განვითარება და ახალგაზრდების როლი

 

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდები მიიღებენ როგორც პრაკტიკულ, ისე თეორიულ გამოცდილებას, ჩართულები იქნებიან კონკრეტული პრობლემების დასახვისა და მოგვარების გზების ნახვაში.

 

ფორუმზე მოწვეული იქნებიან მომხსნებლები როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო სექტორებიდან, რომლებიც ახალგაზრდებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და ხედვებს რეგიონალური პოლიტიკის შესახებ.

 

ფორუმის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სიმულაციები და სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 60 აქტიური ახალგაზრდა, როგორც ბათუმიდან, ასევე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტიდან. ახალგაზრდები უნივერსიტეტებში თვითმმართველობების მიერ შეირჩა, ხოლო მუიციპალიტეტებში _ ახალგაზრდობის ცენტრების დახმარებით.

სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება იწყება

 

დღეს, 12 საათზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს შეხვდებიან და   პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციას  გააცნობენ.  ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ დახმარებას  12000-მდე ფერმერი მიიღებს.  აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, წელს დაახლოებით 65 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.

 

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის  სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

 

ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს.

 

ეს კატეგორიებია: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა–მდე ფართობის მიწის ნაკვეთი ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები.  „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო–სამეურნეო ბარათი.  2)სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად  ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. „აგრობარათით“.

 

2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს  საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აღნიშნული პროქტის განხორციელება დაიწყება  თებერვალში  და დასრულდება აგვისტოში. 

 

პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარია. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

 

დღესვე აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამებს გააცნობს. „ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ 6 ქვეპროგრამას მოიცავს და მისი საერთო ბიუჯეტი 3 030 000 მილიონ ლარია. ქვეპროგრამების ფარგლებში ფერმერები თანადაფინანსების პრინციპით (30% ფერმერი, 70% სახელმწიფო) შეიძენენ მრავალფუნქციურ მოტობლოკებს, სასათბურე კონსტრუქციებსა და მრავალწლიან ხეხილოვან კულტურებს (მოცვი, კაკალი, ხურმა, აქტინიდა კივი), 40%-იანი თანადაფინანსებით კი (40% ფერმერი, 60% სახელმწიფო) ფუტკრის თანამედროვე ტიპის სკებსა და თაფლის საწურ მოწყობილობებს, ასევე ქიმიური მელიორაციის ღონისძიების დეფეკატის გამოყენება.   

 

როდის აიღებენ ხის ჯიხურებს ევროპის მოედნიდან

 

 

„ასლან აბაშიძის დროს გვქონდა მთელი წელიწადი ახალი წელი, ნაძვის ხის სათამაშოებით მორთული ქუჩები, ეგ ასოციაცია მიჩნდება, ევროპის მოედანზე დაკეტილ საშობაო ბაზრობას რომ ვხედავ“ – ამბობს ბათუმელი ირაკლი თურმანიძე. მისი თქმით, საშობაო ბაზრობა კარგი იდეა იყო, მაგრამ ახლა მოედანზე უფუნქციოდ დარჩენილი ხის ჯიხურები აღიზიანებს.

 

„ეს არის მერიის  უყურადღებობა, ქალაქiს ცენტრს რომ ასე ექცევიან, სხვაგან რას იზამენ“ – ამბობს მერი დავითაძე.

 

რატომ გაჭიანურდა საშობაო ბაზრობისთვის განკუთვნილი ჯიხურების აღება?  „ბათუმელების“ შეკითხვას ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსმა გელა დეკანაძემ უპასუხა:

 

„გადაგვაქვს საწყობში, ხვალ უკვე აღარ იქნება. ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა გვქონდა, ტრანსპორტს, რომლითაც უნდა გადაგვეტანა, სპეციალური რკინა აქვს და ის გატყდა. დღეს დამირეკეს და ხვალ გადავიტანთ.“

 

მისივე თქმით, იყო იდეა, რომ ჯიხურები ყინულის მოედანზე გადაეტანათ, შაბათ-კვირას სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობისათვის, თუმცა ეს საკითხი მხოლოდ იდეის დონეზეა.

 

ხის ჯიხურები მერიის ბალანსზეა. მათი შეძენისათვის საჭირო თანხა – 35 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო გასულ წელს.

 

 

კახი კალაძის შეფასებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება

 

„მინისტრის განცხადებით,  დეკემბრის თვეში, როცა ელექტროენერგია არ იყო, ქალაქი ბათუმი დაემსგავსა 90-იანი წლების ბათუმს. ვეთანხმები, მაშინ ნამდვილად hგავდა 90-იანი წლების ბათუმს, ოღონდ არა იმის გამო, რომ რომელიღაც ქუჩა  არ იყო გაწმენდილი, არამედ უშუქობის გამო, როცა ქალაქს რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია“- განაცხადა ჯუმბერ კახიძემ.

 

4 თებერვალს კახი კალაძემ ტელევიზიებთან საუბარში ასე შეაფასა ბათუმის მერის, ჯემალ ანანიძის თანამდებობიდან გადადგომა:

 

„მე არ ვიცი, რა უდევს საფუძვლად მის გადაწყვეტილებას, თუმცა ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მერის მიმართ, ეს არ იმალებოდა. ალბათ, ამ ყველაფერმა გამოიწვია მერის გადადგომა“.

აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელის დაბრუნებას ითხოვენ

 

„გვინდა, რომ პოლიტიკოსები ხელოვნებაში არ ჩაერიონ. თუ ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, ვაპირებთ უფრო ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას, ჩვენ არ გავჩერდებით“ – განაცხადა მურთაზ მანზულაშვილმა, ანსამბლის წევრმა.

 

აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მათთან შეთანხმების გარეშე შეცვალეს და ჯერჯერობით ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ანსამბლში არც გამოჩენილა.

 

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, თემურ ქორიძე და გვინდა დაბრუნდეს. 60 კაცი ვირჩევთ, რომ თემურ ქორიძე იყოს ჩვენთან და ჩვენი აზრი არავის არ აინტერესებს. წერილობითაც მივმართეთ კულტურის სამინისტროს, მთავრობას, პასუხი არავინ არ გაგვცა და ამის შემდეგ გავიგეთ, რომ დირექტორიც დანიშნული ყოფილა და სამხატვრო ხელმძღვანელიც. დირექტორი არის ოთარ მიქელაძე და სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჩაჩავა.“ – განაცხადა ნათია მოისწრაფიშვილმა, აქციის მონაწილემ.

 

„ჩვენი მთავარი მესიჯი არის _ ხელოვნება პოლიტიკის გარეშე. ამ ანსამბლმა წლების განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. პოლიტიკოსებმა, უმაღლეს საბჭოში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ უნდა დანიშნონ მათ მიერ მართული ადამიანი, ისე რომ კოლექტივის აზრი არ გაითვალისწინონ.  ეს კოლექტივი არ გაჩერდება, დღეს მთელი ქალაქი შემოვიარეთ, რათა მთელ ქალაქს გავაგებინოთ, რომ აჭარის სახელმწიფო ანსამბლს სჭირდება გადარჩენა. ეს ანსამბლი არის მთელი რეგიონისა და საქართველოს კუთვნილება და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ანსამბლის გადარჩენაში და მის წარმატებულ მომავალზე ზრუნვაში.“ – განაცხადა ჟურნალისტებთან თამაზ ბაკურიძემ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

 

აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათ დაემუქრნენ აჭარის უმაღლეს საბჭოსა და განათლებისა და კულტურის სამინისტროში. „თუ წავა დირექტორი, წავა თემურ ქორიძეცო. ალბათ ასრულებენ ამ პირობას, რადგან თემურ ქორიძეს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, აჭარის სახელმწიფო ანსამბლს ჩავარდნა არაფერში არ ჰქონია. ასრულებენ ამ პირობას უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის წევრები. ჩვენც ვებრძვით ამ უსამართლობას. სახელები და გვარები ამ პიროვნებების, ვინც დაგვემუქრა, ნამდვილად არ ვიცი.“ 

აქციის მონაწილეებმა ამ დროისათვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გადაინაცვლეს.  სამინისტროს პოზიციას ამ საკითხზე batumelebi.ge უახლოეს წუთებში მოგაწვდით.

 

 

 

ფულადი გზავნილები საქართველოში

 

მარტო 2013 წლის დეკემბრის თვეში რუსეთიდან საქართველოში ჩამორიცხულია 81 849 600 აშშ დოლარი. შემდეგ მოდიან: საბერძნეთი (ამ ქვეყნიდან საქრთველოში გადმორიცხულია 20 103 200 დოლარი), იტალია (11 065 000), უკრაინა (8 153 800), აშშ (7 197 800), თურქეთი (4 120 600) და სხვ. ამავე თვეში საქართველოდან რუსეთში გადარიცხულია 5 363 500 დოლარი, საბერძნეთში – 1 506 300, იტალიაში – 342 200, უკრაინაში – 2 060 400, აშშ-ში – 216 200 ხოლო თურქეთში 515 800 ამერიკული დოლარი.

 

გასული წლის დეკემბერში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან სულ ჩამოირიცხა 153 523 200 დოლარი, ხოლო საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნებში გადაირიცხა 15 303 200 დოლარი.

 

კონკურსი სასკოლო კლუბებისთვის

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 5 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრებში უნდა წარადგინონ განაცხადი სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური  სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.

 

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე კომისია, შემოსულ სააპლიკაციო ფორმებს, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს. მეორე ეტაპი კი პირველ ტურში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან გასაუბრება იქნება. გამარჯვებულთა გამოვლენა მეორე ტურის შედეგების საფუძველზე მოხდება. ვრცლად ამ პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ამ პრეზენტაციაში.

მემორანდუმი ბათუმის ავტოტრანსპორტსა და შშმ პირთა ორგანიზაციას შორს

 

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა გიორგი ლორიამ და ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ მოაწერეს ხელი.

 

 

„გვაქვს ისეთი სამუშაოები, სადაც ეს ადამიანები შეძლებენ არა ფიზიკურად, არამედ კომპიუტერულ და გონებრივ მუშაობას. მემორანდუმის ფარგლებში ავტოტრანსპორტი დასაქმების მსურველ პირებს გადაამზადებს, გააცნობს საწარმოს და ვაკანტური სამუშაო ადგილის შემთხვევაში ისინი დასაქმდებიან“- აღნიშნა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა გიორგი ლორიამ.

 

გიორგი ლორიას განმარტებით ამ დროისთვის ვაკანტური ადგილი არ არის. სამომავლოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს  ორგანიზაციის რეკომენდაციით შეარჩევენ.

 

 

მემორანდუმი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ურთიერთთანამშრომლობით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სტატისტიკის წარმოებასაც ითვალისწინებს.

 

 

 

„ელექტრა“ ბათუმის დრამატულ თეატრში

 

„ელექტრას“ დადგმა დიდი ხანია მინდა.  გარდა იმისა, რომ  ანტიკური ტექსტის დადგმა მინდოდა,   მგონია, რომ ძალიან საჭირო პიესაა დღეს.  ძალიან რთულ პოლიტიკურ ქვეყანაში, სადაც ადამიანები საშინელ პირობებში ცხოვრობენ,  მგონია, რომ საჭიროა პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ.  ელექტრა პოლიტიკურია, სწორედ აქტუალობის თვალსაზრისით მივანიჭეთ პრიორიტეტი ამ პიესას,“ – uTxra „ბათუმელებს“  რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა.

 

სპექტაკლისთვის მუსიკა კომპოზიტორმა ნიკა ფასურმა დაწერა. პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში 14 თებერვალს გაიმართება. 

 

 

აჭარაში ავთვისებიანი დაავადებების რიცხვმა მოიმატა

 

 2012 წელს აჭარაში ავთვისებიანი სიმსივნით აღრიცხულ ავადმყოფებთაგან 52 პროცენტი ქალია, 48 პროცენტი კი _ მამაკაცი. დაავადებების მაჩვენებლის მიხედვით აჭარაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ფილტვის კიბო, მეორე ადგილი უკავია სარძევე ჯირკვლის და კანის ავთვისებიან სიმსივნეებს.

 

გარდა ამისა, ფიქსირდება კუჭის, შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს კიბოს შემთხვევები.

2012 წელს, ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოზით აღრიცხვაზე 3 543 ავადმყოფი იმყოფებოდა.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში სიმსივნით 11 მილიონი ახალი შემთხვევის დიაგნოსტირება ხდება და ლოკალიზაციის მიხედვით საშუალოდ ყოველწლიურად 1,3 მლნ ადამიანი იღუპება.

 

ყველაზე ხშირად ვლინდება ფილტვის კიბო, 1 მლნ შემთხვევა, შემდეგაა ღვიძლის – 662 ათასი შემთხვევა, სწორი ნაწლავის – 655 ათასი და ძუძუს კიბოს 502 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.

ბათუმის მერი გადადგომის მიზეზს განმარტავს

ჯემალ ანანიძე ბათუმის მერად „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის დროს დაინიშნა.

ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ მის გადადგომას კავშირი არ აქვს გიორგი ერმაკოვის ვიცე-მერად დანიშვნასთან. ის ასევე ირწმუნება, რომ არაფერი სმენია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი გადაყენების მოთხოვნის შესახებ.

ჯემალ ანანიძემ ორი კვირის წინ „ბათუმელებს“ უთხრა – „გადადგომას არ ვაპირებ“. მაშინ ის ამბობდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოითხოვა მისი ჩანაცვლება ფინანსთა და შს სამინისტროების ყოფილი თანამშრომლით, გიორგი ერმაკოვით.

გიორგი ერმაკოვის დანიშვნას ვიცე-მერის თანამდებობაზე ჯემალ ანანიძემ გასულ კვირას მოაწერა ხელი. გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებს“ თავისი დანიშვნის მიზეზი ასე აუხსნა: „ვაკანტური იყო ადგილი, დავწერე განცხადება მერის სახელზე, რომ დავენიშნე ამ თანამდებობაზე“.

„ვაკანტურ თანამდებობაზე“ გიორგი ერმაკოვის დანიშვნამდე ნათია სურგულაძე მუშაობდა. მან ერმაკოვის დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა განცხადება გადადგომაზე.

ჯემალ ანანიძემ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ერთხელ უკვე დაწერა განცხადება გადადგომაზე. მაშინ მისი განცხადება საკრებულომ არ დააკმაყოფილა.

ბათუმის საკრებულოს წევრების უმრავლესობა აცხადებს, რომ ჯემალ ანანიძის გადადგომას მხარს არც ამჯერად დაუჭერს.

მხოლოდ „განცხადების დაწერით“ დანიშნული ვიცე-მერი

 

 ბატონო გიორგი, შემოსავლების სამსახურის გარდა კიდევ სად მუშაობდით სანამ ბათუმის ვიცე-მერად დაგვიშნავდნენ?

ბევრ ადგილზე. შს სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, სამეცნიერო განათლებაც მაქვს და უნივერსიტეტშიც ვმუშაობდი. პროფესიით იურისტი ვარ. შემოსავლების სამსახურში ვიყავი ბოლოს, რეგიონალური წარმომადგენელი. შემდეგ კერძო სტრუქტურაში, საავტომობილო კომპანია „თეგეტა მოტორსში“ ვმუშაობდი.

 

 მერიაში მოულოდნელად გამოჩნდით, ვინ იყო დაინტერესებული თქვენით?

 ვაკანტური იყო ადგილი, დავწერე განცხადება მერის სახელზე, რომ დავენიშნე ამ თანამდებობაზე. 

 

 ჩვენი ინფორმაციით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ თქვენ გამხდარიყავით ბათუმის მერი, როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაგნიშნეს მერად?

 ასეთი სანდო თუ იყო თქვენი წყარო, მე რატომ მეკითხებით. მოდი ასე დავსვათ საკითხი, დღეს ქალაქის მერმა განიხილა ჩემი განცხადება და დააკმაყოფილა. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი მხრიდან საკუთარ თავზე კომენტარების გაკეთება უხერხულია. მე პირდაპირ და კატეგორიულად უარვყოფ ღარიბაშვილის ჩარევას ამ საკითხში.

 

პირადად იცნობთ ირაკლი ღარიბაშვილს?

 არა. სატელევიზიო გამოსვლით მხოლოდ.

 

 ალბათ იცით, რომ გაზაფხულზე თვითმმართველობის არჩევნებია, აპირებთ მერის პოსტზე კენჭისყრას?

მოვა დრო… ჯერ რას შევძლებთ, რას გავაკეთებთ, ძალიან რთული საკითხებია. სოციალური სფეროა, ჯანდაცვის, განათლების. ამ სფეროებს ვკურირებ. აქედან გამომდინარე, მომავალზე წინასწარ საუბარი როგორ შეიძლება.

 

 როდის შემდეგ დაიწყეთ ფიქრი ვიცე-მერის თანამდებობაზე?

 არ ვიცი… გადაწყვეტილების მიღება ხდება გარკვეულ ეტაპზე. თარიღი არ მახსოვს. ბავშვობიდან, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი ქალაქისთვის მომეტანა სიკეთე. მენეჯმენტში მაქვს გამოცდილება, ბევრი რამეა გასაკეთებელი და ამაზე ვიფიქროთ, ურთიერთთანადგომით რამდენი საქმე გავაკეთოთ. ვნახოთ, რა იქნება.

 

 ბოლო პერიოდში ბევრ სტრუქტურაში დაინიშნნენ ძალოვანი სფეროს წარმომადგენლები, თქვენი ვიცე-მერად დანიშვნაც ამ პოლიტიკის გაგრძელება ხომ არ არის?

 არა, არა. ამ თემას არ განვიხილავ. როგორ შეიძლება ადამიანი სადმე შეზღუდო. ეს ხომ არ არის ერთი უწყების თანამშრომლის პარალელურად სხვა უწყებაში საქმიანობა. სახელმწიფო ხელშეკრულებების კუთხით ვარ სპეციალისტი. ვალდებულებითი ურთიერთობის სფეროში მაქვს გამოცდილება. ამიტომ, კიდევ გეუბნებით, მაქვს მცდელობა, რაღაც გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ.

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

 

ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმის “ახალგაზრდული ცენტრის” წევრები 16:00 საათზე ბათუმის პრესკაფეში ჩაატარებენ თანატოლთა ტრენინგს სახელწოდებით: როგორ გამოვიყენოთ ჩვენი დრო და შესაძლებლობები.

 

აღნიშნულ თემაზე ტრენინგის დროს წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია და სავარჯიშოები. გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება საინფორმაციო ვიდეო რგოლები.

 

აქტივობის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აგრეთვე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ 14-დან 19-წლამდე ახალგაზრდებს. მისამართი: მელაშვილისა და საბაჟოს შესახვევი 1/2

აქტივობა დაგეგმილია პროექტის ფარგლებში “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში”, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

ბათუმელი მეთევზეების პრობლემები

გემ „კარგოს“ კაპიტანი რეზო ნაკაშიძე გემს ზღვაში გასასვლელად ამზადებს. ამბობს, რომ მისი მთავარი პრობლემა საზღვარია.

„ბათუმის მაიაკიდან ჭოროხამდე, მწვანე კონცხის გვირაბიდან, 45 პარალელის გასწვრივ ვმუშაობთ ბუკნარამდე. ეს ხაზი გვაქვს სამუშაოდ ბათუმელ მეთევზეებს. ამის იქით ვერ მივდივართ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბულვარის ტერიტორია და ბობოყვათი დაკეტილი იყო. ახლა მოგვცეს საშუალება, კორიდორი გაგვიკეთეს, მაგრამ თევზის ძირითადი რაიონი სადაც არის, ბობოყვათი-ციხისძირი, მთლიანად დაგვიკეტეს და ვერ შევდივართ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იმედი გვქონდა რამე შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა,“  – აცხადებს რეზო ნაკაშიძე.

ამირან შოთაძე იმ ოთხკაციანი ბრიგადის წევრია, რომელიც „მელკიმორიიდან“  ყოველდღე გადის ზღვაში სათევზაოდ. მეთევზეებს ნაპირიდან 300 მეტრის მანძილზე შეუძლიათ მხოლოდ თევზაობა. სანაპიროზე მომუშავე ბრიგადებს სახელმწიფო ლიცენზიას არ სთხოვს, არც გადასახადებს ახდევინებს, თუმცა საზღვრის დარღვევის შემთხვევაში სერიოზულ ჯარიმებს აკისრებს.

„300 მეტრის იქით არ წახვიდეო მეუბნებიან, 300 მეტრში დაბმული კი არაა თევზი. 300 მეტრში რომ ჩაყრი, კიბორჩხალა ჭამს, გამოგვაქვს ბადე და ცარიელი თავებია თევზის,“ –  ამბობს ამირან შოთაძე.

ვლადიმერ ვაშაკიძეც მეთევზეთა ბრიგადის ერთ-ერთი წევრია. მისი თქმით, ურჩევნიათ ლიცენზია ჰქონდეთ, გადასახადი გადაიხადონ  და ისე იმუშაონ.

„ამ არეალში სამუშაო არაა. გვეუბნებიან წადით და სახლში დაიხოცეთო. ამდენი წელია ვთხოვთ ლიცენზია მოგვცენ, მაგრამ არ გვაძლევენ. ათი წლითაა გაცემულიო.  მე რა ვქნა? სახლში დავჯდე და თევზი არ ვაჭამო შვილიშვილებს? ნავზე ოთხი კაცია. ოთხი კაცი  –  ოთხი ოჯახია. დაგვასაქმონ და სულ შევეშვები. დილის რვა საათიდან გასულებმა აი ეს 5 კილო თევზი ძლივს დავიჭირეთ. ახალი მთავრობაა. რაღაცა ინიციატივა უნდა გამოიჩინოს და დაგვეხმაროს გლეხკაცებს“,  – ამბობს ვლადიმერი.

სახელმწიფომ ათწლიანი ლიცენზია 2006 წელს გასცა. თავდაპირველად 4 ლიცენზიანტი იყო, თუმცა შემდგომ წილები გადანაწილდა და ახლა შავ ზღვაში თევზის მოპოვების უფლება ხუთ ლიცენზიანტს აქვს. ნაპირიდან სამასი მეტრის სიღრმეში თევზაობა ლიცენზიისგან გათავისუფლებულ სანაპირო ბრიგადებს შეუძლიათ. სივრცე არც მათ ჰყოფნით.

ზამთრის სეზონზე მთავარი პროდუქტი, რომელსაც მეთევზეები მოიპოვებენ, ქაფშია, ე.წ. ხამსაა. წელს ლიცენზიანტებს 85 ათასი ტონა ქაფშიის დაჭერა შეუძლიათ. ეს ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობაა. 5 იანვრის მონაცემებით,  სეზონის დაწყებიდან იანვრამდე ლიცენზიანტებმა 16 861 ტონა ქაფშია დაიჭირეს.  იანვრის მონაცემები ჯერ დათვლილი არ არის, მაგრამ როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის უფროსი ირაკლი ჭავჭანიძე ამბობს, რომ მოპოვებული ქაფშიის რაოდენობა 25 ათას ტონას აჭარბებს.

გასაღების ბაზარი

ლიცენზიანტი კომპანიებისთვის პრობლემა გასაღების ბაზარია. როგორც რეზო ნაკაშიძე ამბობს, თევზმჭერი გემები ერთმანეთთან მოლაპარაკებული არიან, რომ დღეში დადგენილ ლიმიტზე მეტი თევზი არ დაიჭირონ. სხვა შემთხვევაში დაზარალდებიან.

„მთელ ბათუმს დღეში 5 ტონა თევზი უნდა. 7 გემი თევზაობს. დღეში 5-10 ტონას ნებისმიერი გემი დაიჭერს. მაგრამ ყველამ რომ ხუთ-ხუთი ტონა მოიტანოს, სად უნდა წავიდეს ის თევზი? გასაღების ბაზარი არის ფოთში. რომც დავიჭირო თევზი, ფოთამდე რომ გადავიტანო, 6-7 საათი მინდა ჩემი გემით, ამ დროში თევზი აყროლდება,“  – ამბობს  რეზო ნაკაშიძე.

მისი თქმით, თევზის რეწვის სისტემა აწყობილი რომ იყოს, თევზის ფასზე და, შესაბამისად, მომხმარებლის ჯიბეზეც აისახებოდა.

„მელკიმორიის ბაზარზე ვართ დამოკიდებული. რაც ბაზარს სჭირდება, იმდენს ვიჭერთ. სახეობებსაც ვურჩევთ. ბევრი თუ დაიჭირეს მეთევზეებმა, მაშინ ფასები ვარდება. იმ რაოდენობით ვერ ვიჭერთ, რომ ფასები დავარეგულიროთ. ერთი ბაზარი გვაქვს და ყველა გემი მასზე მუშაობს. ფასს რაც შეეხება, მაგალითად, ჩვენ ხამსას ვყიდით 50 თეთრში, მაგრამ გადამტანმა მოუგო ლარი, 50 თეთრი გამყიდველმა და ბაზარში თევზი გაიყიდა 2 ლარში“,  – ამბობს ნაკაშიძე.

ლიცენზიანტი კომპანიების მიმართ პრეტენზიები აქვთ საქართველოს მეთევზე  მეზღვაურთა დამოუკიდებელ პროფკავშირში. პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ნიკურაძე ამბობს, რომ დარგის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია.

„თევზჭერის ინფრასტრუქტურა, ფლოტი, მერე წარმოება თევზის, გადამუშავება  – ყველაფერი მოშლილია. ლიცენზიები არასწორადაა გაცემული და საჭიროა ამის რეგულაცია,“   – აცხადებს დავით ნიკურაძე.

შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის უფროსის ირაკლი ჭავჭანიძის  განცხადებით კი, შავ ზღვაში რეწვა სრული კანონის დაცვით ხდება და მისი სამსახური სწორედ ამ პროცესს აკონტროლებს.

„როგორც ლიცენზიანტების მიერ თევზსაჭერი საშუალებების გამოყენება, ასევე ბადე-იარაღების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით არსებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. თითქმის ყველა გემი მოწმდება. ამ ბოლო ხანში დარღვევა არასდროს ყოფილა. მანამდე ყოფილა კიდევაც და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყოლია,“   – ამბობს ირაკლი ჭავჭანიძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მომუშავე ლიცენზიის საჭიროების არ მქონე თევზმჭერ ბრიგადებს აქვთ ე.წ. „ბუიოკებია“.

„ერთი კვირის წინ სანაპირო დაცვამ 550 ლარით დაგვაჯარიმა და ორი ბადე წაგვართვა,  300-მეტრიანი ზოლი დაარღვიეთო. თევზი არ გვქონდა, დარღვევა არაფერი არ იყო. რითი  ვზომო ახლა ნაპირიდან 300 მეტრო,“  – ამბობს ამირან შოთაძე.

ზღვაში ნიშნულების განთავსებასთან დაკავშირებით ირაკლი ჭავჭანიძე აცხადებს, რომ ეს  სასაზღვრო სამსახურის კომპეტენციაა.

„მაგრამ თუ მაგის პრობლემაა, თუ მაგას ვერ აკონტროლებენ, ჯიპიესის სისტემის მოწყობილობა ღირს 90 ლარი. თუ სამას ლარს ბადეში აძლევენ, ჩემი აზრით, არ იქნებოდა ცუდი, რომ ჯიპიესი შეიძინონ, რომელიც მიცემდა კონკრეტულად ორიენტაციას. ჩვენ, მაგალითად, სწორედ ჯიპიესით ვსაზღვრავთ იყო თუ არა დარღვევა. ჩემი აზრით, სახელმწიფო იმას ვერ უზრუნველყოფს, რომ მთელ შავ ზღვაზე წითელი ზოლი გაევლოს ზემოდან,“  – აცხადებს ირაკლი ჭავჭანიძე.

მომდევნო წელს ლიცენზიანტებს ლიცენზიით სარგებლობის ვადა ეწურებათ. „ბათუმელებმა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰკითხა, აპირებს თუ არა სამინისტრო ამ კუთხით რაიმე ცვლილებას. როგორც სამინისტროში განმარტეს, ამჟამად მუშაობენ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით. კონკრეტულ გადაწყვეტილებას კი მოგვიანებით მიიღებენ.

საბჭოური სვირინგების ისტორიები

სპეციფიკური მოლურჯო ფერი, წლების მატებასთან ერთად გადღაბნილი კონტურები – საბჭოთა სვირინგის ეს თავისებურებები კუსტარულად დამზადებული აპარატის და ღარიბი ვიზუალური კულტურის ბრალია. დღევანდელისგან განსხვავებით, საბჭოთა სვირინგმა ვერ შეითავსა დეკორატიულ-ესთეტიკური ფუნქცია და მის ძირითად მიზანს მეპატრონის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოცემა წარმოადგენდა.

თემურ ვაშაკიძე. ტატუს გაკეთების თარიღი: 1978 წელი.

“ჯარის დროს, ციმბირში, “კაჩიგარად” ვმსახურობდი. მაშინ 18 წლის ვიყავი. ჩემი შეყვარებულის ფოტო მქონდა თან წაღებული. თავიდან წერილებს ვწერდით ერთმანეთს, მერე აღარ მომწერა. ვიფიქრე, ეს ფოტო რომ არ დამეკარგოს, დავიხატავ, ფეხზე მაინც დამრჩება-მეთქი. მერე მამამისს დედინაცვალი მიუყვანია სახლში (დედა ბავშვობაშივე გარდაცვლილი ჰყავდა ნანას) და ამ გოგოს ნუსხა გაუკეთეს _ შეაძულეს ჩემი თავი. ჯარიდან რომ ჩამოვედი, ის უკვე მე-10 კლასში იყო, გორკის ქუჩაზე სწავლობდა. სკოლაში რომ მივაკითხე, იქ, სადაც ადრე ვხვდებოდით, ვითომც საერთოდ არ მიცნობდა – გაიარა და წავიდა.”

გიორგი ნადირაძე. ტატუს გაკეთების თარიღი: 1977 წელი.

“ადრე კარტის თამაში მიყვარდა, ერთხელაც სამი დამა მომიწია სეკაში და დიდი კუში მოვიგე, დიდი რაა 400 მანეთი, მაგრამ ძალიან გამიხარდა. გულზე “დამა ჯვარი” მახატია, ეს ჩემი თილისმაა.”

საბჭოთა პერიოდში ძალიან პოპულარული იყო სამხედრო და საზღვაო თემატიკის სვირინგები, ასეთი სვირინგები ძალიან მარტივად გამოიყურება და ისინი ძირითადად, მეპატრონის ჯარში მსახურობის წლებს, ადგილს, სამხედრო ნაწილის გერბს და სხვა მსგავს ინფორმაციას გადმოსცემს.

სავალდებულო არ იყო ე.წ. ნაკოლკები – ციხისა და თავისუფლების თემაზე, მხოლოდ დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენელს ეტარებინა. ხშირად მსგავსი თემატიკის ნახატებს ის ადამიანებიც იკეთებდნენ, ვინც ამ წრეებისადმი პატივისცემით იყო განმსჭვალული და სურვილი ჰქონდათ სხეულზე, რამე მსგავსი დატვირთვის გამოსახულება ეტარებინათ.

გიორგი ნადირაძე: “ბავშვობაში ქურდულ სამყაროსთან მქონდა კავშირი, მაგრამ მერე შევეშვი, ჯარში წავედი… 1979 წელი იყო, იმ დროს 19 წლის ვიყავი… ობობა ზურგზე, ამ კონკრეტული დახრილობით, იმის ნიშანია, რომ მე იმ წრეს შევეშვი.”

თემურ ვაშაკიძე, ტატუს გაკეთების თარიღი:1979 წელი.

“ბავშვობაში ურთიერთობა მქონდა “შავ ხალხთან,” ზოგი ციხიდან იყო გამოსული, ზოგი _ გამოქცეული და ყველას რაღაცა ეხატა ხელზე. ხელბორკილიც ჩაკეტილობის, ჩამწყვდეულობის სიმბოლოა. ხუთი წერტილი კი სიმბოლურად ოთხ კედელში გამომწყვდეულ პატიმარს ნიშნავს. მე ციხეში არ ვარ ნაჯდომი, მაგრამ იმ პერიოდში კომუნისტები ისე ზღუდავდნენ ყველას, ციხის გარეთაც კი არ იყავი თავისუფალი.”

უკრაინული საღამო პრესკაფეში

 

საღამო თიკო და ნინა მასალკინებმა დაგეგმეს.

„ეს არის ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ მათთვის შეგვეძლო. დავგეგმეთ საღამო, სადაც ყველას შეეძლებოდა მოსვლა და გავამდიდრეთ უკრაინული სიმბოლოებით. ვფიქრობთ, ამით დავანახებთ უკრაინელ ხალხს, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, სულერთი არ არის ჩვენთვის. გვინდა რაღაცნაირად მივაწვდინოთ ხმა, ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს უკრაინა და  გვაღელვებს მათი ბედი“ _ ამბობს თაკო მასალკინი.

 

უკრაინულ საღამოზე მისულ სტუმრებს დიდ ეკრანზე აჩვენეს უკრაინაში მიმდინარე პროცესების ამსახველი ფოტოები. გავიდა საინფორმაციო რგოლიც, რომლის დასრულების შემდეგ სტუმრებმა უკრაინის შესახებ კითხვებს უპასუხეს. გამარჯვებულებმა მიიღეს საჩუქრები: სამკაულები თაკოსგან, რომლებიც სიმბოლურად უკრაინის დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი და უკრაინული სუვენირები.

 

უკრაინული საღამო „პრესკაფეში“ ამ წუთებშიც გრძელდება.

 

ორგანიზატორები იღებენ ვიდეორგოლს, რომლის მეშვეობითაც ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა მოკლე შეტყობინება გაუგზავნოს უკრაინელ ხალხს.

 

 

სოციალურად დაუცველები ფინანსთა მინისტრს პასუხს სთხოვენ

 

„17 იანვარს მოსახლეობა და  „ენერგო პრო- ჯორჯიას“ წარმომადგენლები ერთად ვიყავით   მთავრობაში მისული. მაშინ შეგვპირდნენ, რომ შუქს ჩაგვირთავდნენ. არჩილ ხაბაძემ ეკონომიკის სამინისტროს წერილობითაც მიმართა, რომ ჩვენთვის შუქის ჩართვის ნებართვა გაეცათ, რადგან ტერიტორია ამ სამინისტროს საკუთრებაშია. თუმცა, პრობლემა ამ დრომდე არ მოუგვარებიათ.  თოთო ბავშვებით  ამ ზამთარში უშუქოდ ვცხოვრობთ და ძალიან გვიჭირს“-  ამბობს აქციაზე მოსული ჟუჟუნა მოსიძე.  

 

 

აქციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით,   ოპიზრებისა და ქიქავას ქუჩაზე, მე-10 ტრესტის შენობაში,  25-ე და 53-ე ბატალიონში მცოვრებლებისთვის დენი ამ დრომდე უნდა მიეწოდებინათ.

 

 

 „ჩვენ მოვედით მიზეზების გასარკვევად, თუ რატომ არ ჩაურთეს მოსახლეობას შუქი“- განაცხადა ბაკურიძემ.

 

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეებს ისინი ხვალ, 11 საათზე შეხვდებიან.   

 

აქციის მონაწილეები

ჩაიშლება თუ არა კონკურსი უმაღლეს საბჭოში

„მოვითხოვე მეორე ტურის, გასაუბრების შედეგების გაუქმება, რადგან დარღვეული იყო რამდენიმე კანონი და კონკურსის ჩატარების პირობები“-აცხადებს ლელა ნემსაძე, რომელსაც განაცხადი შეტანილი ჰქონდა უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტის საქმის წარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტის სტილისტ-რედაქტორის ვაკანსიაზე.

ლელა ნემსაძის განცხადებით, კონკურსანტების შეფასება მოხდა მხოლოდ კანონმდებლობის ცოდნის და არა კონკურსანტის პროფესიული უნარების გათვალისწინებით:

„ჩემი კონკურენტების კვალიფიკაცია არ იყო სტილისტ-რედაქტორის განათლების შესაბამისი.   კომისია არ დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა ამ მიმართულებით კონკურსანტს გამოცდილება. მთავარი იყო, გქონოდა უმაღლესი განათლება და ფიზიკოსი იყავი თუ ენის სპეციალისტი,  კომისიამ ამას მნიშვნელობა არ მიანიჭა“.

საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, კონკურსის შედეგები ლელა ნემსაძის გარდა სხვა კონკურსანტებს არ გაუპროტესტებიათ:

„კომისიამ გამარჯვებულად ჩათვალა მარინე კუპრეიშვილი, თუმცა საპრეტენზიო კომისიამ ლელა ნემსაძის საჩივარი განიხილა, პრინციპში დავეთანხმეთ ქალბატონ ლელას და ვნახოთ, რას იზამს საკონკურსო – საატესტაციო კომისია. დაინიშნება თუ არა მეორე ტური, ამას კომისია გადაწყვეტს“.

გამოცხადდება თუ არა ხელახალი კონკურსი სტილისტ-რედაქტორის თანამდებობაზე, ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, ეს საკითხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

65 000 ლარი საჩუქრებისთვის მერიისგან

 

სიმბოლური საჩუქრებისთვის გათვალისწინებული თანხა არ შედის ბათუმის მერის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გათვალისწინებულ თანხაში, რომელიც ასევე სტუმრების მიღება გამასპინძლებისთვისაა გათვალიწინებული.  

 

მერის წარმომადგენლობითი ხარჯი კი  წელს 60 000 ლარია, რაც გასულ წელთან შედარებით 20 000 ლარით ნაკლებია. 

 

ახალი შადრევნები ბათუმში

 

შადრევნების განთავსების მომსახურების შესყიდვის მიზნით მერიამ 30 000 ლარი გაითვალისწინა. ელეტრონულ ტენდერს შადრევნების დადგმის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიის შესყიდვების სამსახური წლის პირველივე კვარტალში გამოაცხადებს.  

 

ბათუმში წყლის შადრევნების დადგმას ითხოვენ

კონფერენცია კლიმატის ცვლილებებზე

 

კონფერენციაში მონაწილეობას  ასოციაცია ,,კლიმატის ალიანსი“, ბათუმის მერია, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ,,მერების შეთანხმების“ ოფისი, ენერგოეფექტურობის ცენტრი, გერმანიისა და საქართველოს მუნიციპალიტეტები მიიღებენ.

 

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს  მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში გერმანიის გამოცდილებას გაუზიარებენ. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ,,მერების შეთანხმების“ ევროპული ინიციატივის მთავარი ინსტრუმენტია. პროექტის მნიშვნელოვან  სამიზნე ჯგუფებს კლიმატის დაცვაზე ფოკუსირებული მეგობარი ქალაქები წარმოადგენენ.

 

პროექტი  კლიმატის დაცვის კუთხით ჩამოყალიბებული ურთიერთობების გააქტიურებასა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ახალი კონტაქტების დამყარებაზე არის ორიენტირებული.

 

ბათუმი ,,კლიმატის ალიანსში“ გასულ წელს გაწევრიანდა, რითაც კლიმატის დაცვის საერთაშორისო პროცესში ჩაერთო და მსოფლიოს იმ ქალაქებს შეუერთდა, რომელთა მიზანიც  განახლებადი ენერგიის გამოყენებითა და ენერგიის დაზოგვის გზით CO2-ის გამოყოფის 10 პროცენტით შემცირებაა.

აქცია- „მშვიდობის პარკი“ ბათუმში

 

აქციის ორგანიზატორი „მწვანე ჯგუფი“-ის წევრებია. მათი მთავარი მიზანი კი როგორც ამბობენ მოქალაქეების  გააქტიურებაა.  დაარსდა  საინიციატივო „მწვანე ჯგუფი“,  რომლის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი   გარემოს დაცვა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა. საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებულნი არიან სკოლის მოსწავლეები,სტუდენტები და მოქალაქეები.

 

 

 

 

ხანძრის მიზეზები ისევ დაუდგენელია

 

 

„ხანძარი იქნა ლოკალიზებული რეინჯერების, დაცული ტერიტორიების თანამშრომლების და ადგილობრივი  მოსახლეობის მიერ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის მიერ. დაახლოებით 3-5 ჰექტარამდეა დამწვარი, მაგრამ ზარალი არ არის, რადგან ხეები არ დამწვარა. მარტო ეკალ-ბარდია დამწვარი.  ჯერ შესწავლილი არ გვაქვს მიზეზები, დღეს საღამოს გვეცოდინება ალბათ“-  აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში სოფო თხილაიშვილი, ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი.

 

სოფო თხილაიშვილის აზრით, ხანძარი ტორფნარში ბუნებრივად ვერ გაჩნდებოდა:

 

 

„ჩვენთან ტორფნარი გაჟღენთილია წყლით. ამიტომ მისი აალება ბუნებრივად  ვერ მოხდებოდა.  შესაძლოა, მიმდებარე ტერიტორიიდან სიგარეტის ნამწვი გადააგდეს, რამაც გამოიწვია აალება, რადგან ორი დღეა ქარიანი ამინდებია“.   

 

იგი აცხადებს, რომ დაცულ ტერიტორიაზე მონიტორინგს რეინჯერები ახორციელებენ, თუმცა მსგავსი ფაქტები მაინც ხდება. „არის საპატრულო მარშრუტები, რომელიც დღის განმავლობაში მოწმდება“.

 

 

დახარჯული მილიონი და მაინც უწყლოდ

„ბუკნარს წლებია წყალმომარაგების პრობლემები ჰქონდა და დღემდე აქვს.  გასულ წელს დაიწყეს ახალ წყალგაყვანილობაზე მუშაობა, სამუშაო დამთავრდა, დაიხარჯა მილიონ  ლარზე მეტი, წყალი შემოვიდა სოფელში და ჩაედინება აუზში, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს აშენდა და წელს ჩაუტარდა კაპიტალური შეკეთება.

 

 

სამწუხაროდ, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. დაიწყო  წყალგაყვანილობის მილებმა მწყობრიდან გამოსვლა, რის გამოც ერთი კვირაა წყალი აღარ მოგვეწოდება“.

 

 

ბუკნარის მაცხოვრებლების განცხადებით, სოფელს წყლის პრობლემა ჰქონდა  ზაფხულში და შემოდგომაზეც.

 

 

„იმედი არსაიდან არ არის. გთხოვთ, გაიზიაროეთ ჩვენი პრობლემები და დაგვეხმაროთ“.

 

ქობულეთის გამგებელი გიორგი რომანაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ბუკნარის მაცხოვრებელთა პრობლემის შესახებ ინფორმირებული არ არის.  „დავრეკავ ახლა და გავარკვევ“- თქვა სატელეფონო საუბარში გამგებელმა. 

 

დაბა ჩაქვის რწმუნებულის როინ ცინცაძის განცხადებით კი, წყლის გათიშვას მაღალი წნევა იწვევს, რაც მილებს ხშირად აზიანებს.

 

„თავის დროზე ჩაიდო ახალი მილები, მაგრამ წყლის წნევა მაღალია და მილები ვერ უძლებს. ახლა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომ წნევის ჩამხშობი გაკეთდეს“.

 

 

რამდენ ხანს გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები, რწმუნებული ზუსტ ვადებს ვერ ასახელებს:

 

„შპს „სოფლის წყალი“ დაგეგმავს რა როგორ უნდა მოგვარდეს. ჩვენ  მაქსიმალურად შევეცდებით რომ მოსახლეობას დროულად მიეწოდოს წყალი“.

 

 

 

 

ტურიზმი და პრობლემები გომარდულში

 

 

რამაზ მსახურაძეს, სხვა აუქციონერებთან ერთად, გომარდულში 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად მიყიდა. მიწის ახალ მესაკუთრეებს ერთადერთი ვალდებულება ჰქონდათ: 2013 წლის ბოლომდე ტერიტორიაზე მილიონ-ნახევრის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ, ათი კოტეჯის ასაშენებლად. სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ბიზნესმენებმა ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულეს _ ტერიტორიაზე ერთსართულიანი ათი კოტეჯის ნაცვლად ხუთი ორსართულიანი კოტეჯი ააშენეს.

 

ბიზნესმენები ტერიტორიაზე კიდევ ხუთი კოტეჯის ასაშენებლად ვადის სამი წლით გაგრძელებას ითხოვენ სახელმწიფოსგან. ბიზნესმენებს სახელმწიფოს ვალიც აქვთ _ მიწის გადასახადი, 130 ათასი ლარი, რასაც ასევე ვერ იხდიან. შესაბამისად, სახელმწიფომ მათ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაადო.

 

კოტეჯების მფლობელები გომარდულში მშენებლობისთვის გაღებული ხარჯების გადახდასაც ვერ ახერხებენ. როგორც ბიზნესმენი რამაზ მსახურაძე ამბობს, აუქციონერებს ვალი აქვთ როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე სამშენებლო მასალების.

 

რამაზ მსახურაძე სახელმწიფოს გადასახადისგან გათავისუფლებას სთხოვს: „ახლა კოტეჯებს ვარეგისტრირებთ, რომ სესხი გამოვიტანოთ და ვალების დაფარვა მოვახერხოთ, ასევე ვაპირებთ აღებული ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ ამისთვის დამატებით სამი წელი მაინც გვინდა. ეკონომიკის სამინისტრო გვთხოვს დავუსახელოთ, ვადის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ რა დამატებით სამუშაოებს შევასრულებთ, ახლა ვმუშაობთ პროექტზე და ვიმედოვნებ შევთანხმდებით, მაგრამ უფულოდ ვერაფერს გავაკეთებთ, ჯერ სესხი უნდა ავიღოთ… იქნებ საინვესტიციო ფონდიც დაგვეხმაროს“.

 

როგორც აუქციონერი ამბობს, ვალდებულებების შესასრულებლად დაახლოებით 500-600 ათასი ლარი სჭირდებათ. რამაზ მსახურაძე ამბობს, რომ სოფელ გომარდულში კოტეჯების მშენებლობით ბიზნესმენებმა მოგება ვერ ნახეს. სოფელში წყლის მიწოდების პრობლემაც არის, სოფელთან მისასვლელი გზა კი მოუწესრიგებელია.

 

შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ბათუმი ახალციხის გზატკეცილიდან გომარდული რვა კილომეტრშია. ამ გზის მოასფალტებისთვის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტი არ აქვს“.

 

გომარდულზე სათხილამურო კურორტის აშენების იდეა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ბოლო სეზონამდე კოტეჯების მფლობელები დამსვენებლის ნაკლებობას არ უჩიოდნენ.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, 21 დეკემბრიდან 23 იანვრამდე გომარდულში 150 ვიზიტორი იმყოფებოდა.

სოფელი

სოფელი გომარდული შუახევის რაიონში, ბათუმიდან 74 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1.250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს; ბათუმის ავტოსადგურიდან გომარდულში ყოველდღე მიკროავტობუსი მოძრაობს, მგზავრობის ფასი 6 ლარია. შუახევის ცენტრიდან სოფელში ასვლა ტაქსით, საშუალოდ, 40-50 ლარი ღირს. კოტეჯებში დასვენების ფასი კი ასეთია _ ერთი დღე სამჯერადი კვებით 50 ლარი, კვების გარეშე _ 35 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროში დასვენება სამჯერადი კვებით 35 ლარად, კვების გარეშე კი 20 ლარად შეიძლება.

 

ტურისტულ სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, თხევად აირს კი, როგორც ამბობენ, დაბალი ტემპერატურის დროს ვერ იყენებენ. გომარდულში ძირითადად შეშისა და ელექტროღუმელით სარგებლობენ. სოფელში სათხილამურო ბილიკი და 250-მეტრიანი საბაგირო გზა ფუნქციონირებს, ეს იმ შემთხვევაში, თუ სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალ წლამდე და მას შემდეგაც სოფელში ელექტროენერგია თითქმის ყოველდღე ითიშება.

 

„ვისაც გენერატორი აქვს, ის ამუშავებს, მაგრამ მე და ჩემს მეზობლებს, ვინც ოთახებს ვაქირავებთ, გენერატორი არ გვაქვს“, _ ამბობს „ბათუმელებთან“ ნაზიბროლა ჭაღალიძე. მისი მეზობლის პრობლემების ჩამონათვალი კი ასეთია: „შიდა სასოფლო გზები გაუწმენდავია, დიდი თოვლის დროს მძიმე ტექნიკა მხოლოდ სოფელთან მისასვლელ გზას წმენდს; როგორც ჩანს, მოძველებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც ყოველდღე ელექტროენერგია გვეთიშება, ამის გამო სოფელში მოსული ტურისტები გარბიან“.

 

შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამ პრობლემებსაც უძებნის ახსნას: „როცა ქარბუქია, ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები ზიანდება, რადგან სისტემა ძველი და გამოსაცვლელია; მთავარია, სოფელს ელექტროენერგია დროულად მიეწოდება“.

 

 

გომარდული

მილიონები გარეგანათებისთვის და შიშველი კაბელები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გარეგანათების რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. მაგალითად, 2012 წელს საამისოდ 3 690 300, გასულ წელს კი 4 121 300 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში აღნიშნული სამუშაოებისთვის 3 068 000 ლარია გათვალისწინებული.

 

მარიამ კოჩალიძის ოჯახი გამოიებას მარიამის ნივთებს სთხოვს

ეს ნივთები – მათ შორის ტელეფონი და კომპიუტერი საქმესთან ერთად, როგორც ნივთმტკიცება პროკურატურაში ინახება.

 

2013 წლის 16 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიამ კოჩალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მოჰამმადამინ როოინტანი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

მოჰამმადამინ როოინტანი სარფის საბაჟო პუნქტის გავლით მკვლელობის დღეს, 2013 წლის 22 ივლისს თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდა. მისი ადგილსამყოფელი ქართველი სამართალდამცავებისთვის უცნობია.   

ევრომეიდანი ევროპული გზის ასარჩევად – ბათუმელი ფოტოგრაფი კიევიდან

ირაკლი, რა ხდება ახლა ევრომაიდანზე, რა მოლოდინი აქვს ხალხს?


დაძაბულობა იყო ერთი თვის წინ, მაგრამ ის, რაც ახლა მოხდა, არ ყოფილა. ხალხი ხედავს, რომ ოპოზიციას ეშინია. ხალხი ამბობს, რომ თუ ოპოზიცია არ იმოქმედებს, თვითონ იმოქმედებენ. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი, ისინი მზად არიან, უკან არ დაიხიონ.

 

რა შეიძლება გააკეთოს ხალხმა, რას ხედავ შენ?


მე ვხედავ, რომ სამოქალაქო ომისკენ მიდიან. ხუთი ადამიანი მკვდარია, აქედან ორი ტყვიით მოკლეს, დანარჩენი – ცემეს, გახადეს და ტყეში დატოვეს. – 19 გრადუსია სიცივე, შიშველს რომ დაგაგდებენ გარეთ, მოკვდები აბა რა იქნება. თან ნელ-ნელა, ცალ-ცალკე იჭერენ ადამიანებს. ახლა ბერკუტმა დაიჭირა გოგო, რომელიც დაზარალებულებს ეხმარებოდა ევრომაიდანზე, მოხალისე იყო. დაიჭირეს, აწვალეს, გახადეს და დატოვეს. ძლივს გადარჩა. მე ნეიტრალურად ვარ განწყობილი, არ მინდა ვინმეს მხარეს ვიყო, მაგრამ, ჩემი აზრით, იანუკოვიჩის დრო მთავრდება. თუმცა როგორ – ეს კიდევ საკითხავია. უკვე გამიზნულად ისვრიან, ტყვიები მომხვდა მეც. ხალხი აღარ ითმენს. დაიღალნენ.

 

ეს დაღლილობა იქამდე ხომ არ მივა, რომ ხალხი წავა სახლში?


აქ, მოედანზე სამი შენობა აქვთ აღებული, რომლებიც მთავრობას ეკუთვნის. ერთ შენობაში პრესცენტრია, დანარჩენ შენობაში – მოსასვენებელი ადგილებია, ადამიანები იძინებენ. მხოლოდ ამ შენობაში ვამჩნევ, რომ ადამიანები დაიღალნენ, გარეთ მდგომ ადამიანებს ვერ შეამჩნევ დაღლილობას. მე ვიღლები პირადად, სამი-ოთხი საათით გავდივარ, კადრებს ვეძებ, თუ რაიმე ხდება, იქ ვარ. ზოგი მცნობს, მიღიმის, როცა ვეუბნები, რომ ქართველი ვარ, ვერ წარმოიდგენთ როგორ უხარიათ. არ ეტყობათ, რომ „აი, დავიღალეთ და წავალთ სახლში“. ასეთი რამ აქ არასოდეს მომხდარა, მეორე თვეა გრძელდება აქციები და დარწმუნებული ვარ, სანამ იანუკოვიჩის მთავრობა არ წავა, ეს ხალხი არ დაიშლება. თუ იანუკოვიჩი არ წავა, ეს ყველაფერი ალბათ სამოქალაქო ომამდე მივა.

 

თუ ხვდები მეორე მხარეს, იმ ადამიანებს, ვინც არ იზიარებს ოპოზიციის, აქციებში მონაწილე ადამიანების აზრს?


ორი თვის მანძილზე ერთადერთი ადამიანი ვნახე მეტროში, რომელიც იანუკოვიჩის მომხრე იყო. მე ვცხოვრობ ქალაქის გარეუბანში, ყველა, ვინც კი მხვდება, ერთ აზრზეა, რომ იანუკოვიჩი უნდა წავიდეს. ბევრს ვესაუბრე ოდესიდან, ლვოვიდან. ბევრი ამბობს, მე ბრძოლა არ შემიძლია, მაგრამ საჭმლის კეთება შემიძლია, ჩაის გავუკეთებ ხალხს… მოედანზე თბილა, ყველა ერთმანეთს უვლის, კარვები უდგათ, ვისაც შეუძლია ჩაის ადუღებს, ვისაც შეუძლია, საჭმელს აკეთებს. ბუდერბროტები მოაქვთ, ნიღბებს არიგებენ… კარავი დგას მოედანზე, ეკლესიაა შიგნით, შედიხარ, გაზიარებენ. მართლმადიდებლები, კათოლიკეები, ყველა აქაა. მთელი ეკლესია, მთელი ერი დგას აქ. ვერ წარმოიდგენ, როგორაა შეკრული ყველაფერი, როგორ მუშაობს ეს სისტემა, ყველა ჩართულია. ბერკუტსაც ეშინია ხალხის. იმათ ხელში რომ ჩავარდე _ საშიშია, მაგრამ იმათაც ეშინიათ. `ტიტუშკებს~ ეძახიან, გადაცმულები დადიან ქალაქში 20-20 კაცი და ევრომაიდნის ხალხს იჭერენ. დაიჭირეს „ტიტუშკები“, მაგრამ არავინ უცემიათ, გააშუქეს უბრალოდ რა ხდებოდა და ვინ იყვნენ ესენი.

 

ელიან თუ არა ევროპისგან მეტ მხარდაჭერას?

ძალიან უხარიათ ყველა მხარდაჭერა, არა მარტო ევროპისგან. უხარიათ, რომ აი ქართველებმა რაღაც რგოლი გააკეთეს, სხვადასხვა ქვეყნებში მხარს უჭერენ, ეს ძალიან დიდ ენერგიას აძლევთ.

 

შენთვის, როგორც ფოტოგრაფისათვის რამდენად რთულია მუშაობა?


როცა არ ისვროდა არც ერთი მხარე, ბერკუტთან მისვლა შესაძლებელი იყო. როცა ისვრიან, როცა შეტაკებაა, არავის ინდობენ, არც ჟურნალისტს, არც არავის, ყველას ესვრიან. ერთი ლვოველი ფოტოგრაფი ღამე მიდიოდა სახლში, დაიჭირეს, გახადეს და სცემეს. სამი შემთხვევა იყო ასეთი. ჟურნალისტების მუშაობა უსაფრთხო არაა. ჩემთვის მთავარია ბერკუტის ხელში არ მოვხვდე, რომ გაიგონ ქართველი ვარ, დეპორტაცია ყველაზე მცირეა, რითაც შემოიფარგლებიან. არა მარტო ქართველებს, ბევრ უცხოელ და აქაურ ჟურნალისტსაც ხვდება. აქ არის ოპოზიციური ონლაინტელევიზია, რომლის შენობიდანაც ყველა ოფისი გაასახლეს, მარტო არიან დარჩენილნი შენობაში და ემუქრებიან. არ უნდათ, რომ ეს ყველაფერი გაშუქდეს.

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დიდხანს გასტანს. ხალხი აქ არ გამოსულა ოპოზიციის მხარდასაჭერად, ხალხი აქ გამოვიდა ევროპული გზის ასარჩევად.

 

რუსეთის მიმართ გამოხატავენ აგრესიას?


მოედანზე, ბარიკადების ერთ შესასვლელთან აწერია „რუსკიხ მი უვაჟაემ, ნო ანი ნამ ნე ბრატია“, მსგავსი ტექსტებია. ადამიანების მიმართ არა აქვთ აგრესია, მაგრამ პუტინს ვერ იტანენ.

 

კონკურსის შედეგი – მოვალეობის შემსრულებლები თანამშრომლებად

 

აჭარის მთავრობის აპარატიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აჭარის მთავრობაში ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შემდეგ არც ერთ ახალ კადრს თანამდებობა არ დაუკავებია. ორი ადგილი კი ისევ ვაკანტურია. როგორც საკონკურსო კომისიის წევრი, როლანდ შარაშიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, საკონკურსოდ რეგისტრაცია 228 პირმა გაიარა. თუმცა, უმრავლესობამ პირველი ეტაპი ვერ გადალახა.

 

კონკურსის შემდეგ თანამდებობები ისევ იმ პირებმა დაიკავეს, რომლებიც ამ თანამდებობებზე გასულ წელს და უფრო ადრე დაინიშნენ. პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი კონკურსის შემდეგ ისევ ხათუნა შარაშიძეა. ის ამ თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მთავრობის აპარატის უფროსის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა შეინარჩუნა მაქსიმ დუმბაძემაც, ის თანამდებობაზე გასული წლის იანვარში დაინიშნა.

 

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი კი ნონა კვასტიანია. ამ თანამდებობაზე ისიც კონკურსამდე მუშაობდა. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კონკურსის შემდეგაც დავით გაბაიძე გახდა, ისიც კონკურსამდე მუშაობდა. ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ განყოფილებაში კონკურსი ორ ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული, თუმცა ახალი კადრები არც აქ მიუღიათ.

 

თანამდებობები შეინარჩუნეს ალექსანდრე იაკოვენკომ და ბერდია ბერიძემ. მეშვიდე ვაკანტური თანამდებობა თამაზ დავითაძემ დაიკავა, რომელიც ასევე კონკურსამდე დანიშნული კადრია და ის მთავრობის აპარატში ტრანსპორტის განყოფილებას უხელმძღვანელებს.

 

„52 კონკურსანტი რეგისტრაციიდან მოიხსნა, რადგან მათ რამდენიმე ვაკანსიაზე ერთდროულად ჰქონდათ განაცხადი გაკეთებული. ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვისაც არ ჰქონდა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, არ ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი ატვირთული, გასაუბრებაზე კი მხოლოდ 15 კონკურსანტი გამოცხადდა. მოქმედმა თანამშრომლებმა კონკურენცია გაუწიეს სხვა კონკურსანტებს“, _ აცხადებს როლანდ შარაშიძე.

 

კონკურსის შედეგად არც ერთი ახალი კადრი არ მიუღიათ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც, სადაც ვაკანსია მხოლოდ სამ თანამდებობაზე იყო გამოცხადებული. კონკურსის შემდეგ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ისევ არჩილ სირაბიძემ დაიკავა. მის სამინისტროში დანიშვნას სკანდალი მოჰყვა, რადგან ლევან სურმანიძე, რომელიც მისი დანიშვნის გამო აღნიშნული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ არჩილ სირაბიძე თანამდებობაზე მინისტრთან მეგობრობის გამო დაინიშნა. სირაბიძესთან მეგობრობა არც მინისტრს, დავით ბალაძეს უარუყვია.

 

საბიუჯეტო დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის ადგილი შეინარჩუნა ნანა ლეკვეიშვილმა და ლიცენზიის დეპარტამენტის სერტიფიცირების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თამთა შარაშიძემ. სამივე მათგანი 2013 წლიდან ამავე თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლად იყვნენ დანიშნულები.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კონკურსი შვიდ ვაკანსიაზე გამოაცხადეს, აქედან ხუთზე, სადაც კონკურსამდე დაინიშნნენ მოვალეობის შემსრულებლები, ისევ ძველი თანამშრომლები (ირაკლი მახარაძე, ზურაბ ზოიძე, იმედა მიქელაძე, შოთა დოლიძე და ქეთევან ჩხაიძე) დარჩნენ. კონკურსის წესით მხოლოდ ორი ახალი კადრი მიიღეს _ მაია ბოლქვაძე და ვაჟა ცეცხლაძე.

 

კონკურსის შედეგად მხოლოდ ერთი ახალი კადრი _ ვლადიმერ ხომერიკი აიყვანეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ის ბოლო სამი წელი „მაშველთა გადამზადების ცენტრში“ ბუღალტრად მუშაობდა. თანამდებობებზე დარჩნენ თემურ ბოლქვაძე, ამირან თავდგირიძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ონიანი, მამუკა თურმანიძე და რუბენ დუმბაძე. ყველა მათგანი 2013 წლისთვის უკვე იყვნენ სამინისტროს შტატიანი თანამშრომლები.

 

„საკონკურსო მოთხოვნებს მხოლოდ 31 აპლიკანტი შეესაბამებოდა. გასაუბრებაზე კი მხოლოდ 25 კონკურსანტი გავიდა. მოქმედმა თანამშრომლებმა იმიტომ შეინარჩუნეს ადგილები, რომ ისინი უფრო მომზადებულები იყვნენ და, ფაქტობრივად, კონკურენციაც არ ყოფილა“, _ ამბობს კომისიის თავმჯდომარე იოსებ აბულაძე.

 

განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 15 ვაკანსიაზე, რესურსცენტრების ჩათვლით, 637 განაცხადი შევიდა. თუმცა კონკურსის წესით მხოლოდ ექვსი კადრი მიიღეს. რვამ ის თანამდებობა შეინარჩუნა, რომელზეც კონკურსის გამოცხადებამდე მუშაობდა. კონკურსის შედეგად დაინიშნნენ: ბაჩანა მიქელაძე, თეონა დუმბაძე, ანასტასია გამსახურდაშვილი, გოჩა დავითაძე, ნევრესტან დიდმანიძე და ედუარდ მიქელაძე. ორჯერ ჩაიშალა შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი, განმეორებით კონკურსზე კი 120 განაცხადია შესული.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა, რომელიც საჯარო სამსახურებში მიმდინარე კონკურსებს რამდენიმე უწყებაში აკვირდებოდა, აცხადებს, რომ აღნიშნული კონკურსების ჩატარების ძირითადი მიზანი იმ კადრებისთვის ერთგვარი ლეგიტიმაციის მიცემა იყო, რომლებიც ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსამდე დანიშნეს.

 

„საჯარო უწყებებს კანონი ავალდებულებს, რომ თანამშრომლები კონკურსის წესით ჰყავდეთ აყვანილი. შესაბამისად, იმ თანამდებობებზე, სადაც მოვალეობის შემსრულებლებად ჰყავდათ დანიშნულები, სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექციათ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაცია იყო საჯარო და ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი იყო გამჭვირვალე. მაგრამ არსებობდა კითხვები გასაუბრებასთან დაკავშირებით _ კონკურსანტთა შეფასებების დროს უპირატესობა იმათ ენიჭებოდათ, ვინც უკვე იყო დანიშნული მოვალეობის შემსრულებლად. გარდა ამისა, პრობლემა იყო ის, რომ იმ პირებს, ვისაც საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, კონკურსიდან მოხსნეს. ეს, ვფიქრობ, არ არის სამართლიანი. ვფიქრობ, ეს საკითხი დისკუსიის თემაა. კონკურსები ფორსმაჟორულ ვითარებაში ჩატარდა“.

 

საკონკურსო კომისია ჯანდაცვის სამინისტროში

სპორტული ფორმები და ფულადი ჯილდოები სპორტში მიღწეული წარმატებებისთვის

 

თანამედროვე სპორტული ფორმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების, საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირების გამარჯვებულებს, პრიზიორებს, აჭარის ნაკრები გუნდების წევრებსა და მათ პირად მწვრთნელებს გადაეცემათ. სპორტულ ფორმებზე ბიუჯეტიდან 212 500 ლარია გაწერილი.

 

აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა, მთავარ და პირად მწვრთნელთა მიერ მიღწეული განსაკუთრებული წარმატებების წამახალისებელ, ერთჯერად ფულად ჯილდოებზე 310 800 ლარი გაიწერა.

 

ფულადი ჯილდოებით წახალისდებიან ის მოზარდებიც, რომლებიც წარმატებით იასპარეზებენ მსოფლიოსა და  ევროპის ჩემპიონატებში და საქართველოში დაგეგმილ სხვადასხვა შეკრებებში.

 

2014 წლის სამოქმედო გეგმით გათვალიწინებულია აჭარის სპორტის სახეობათა ნაკრები გუნდების მომზადება, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი – 2015”-სთვის. საამისოდ ბიუჯეტიდან  449 600 ლარი გამოიყო, რაც აჭარის ნაკრები გუნდებისთვის შესაბამისი კანდიდატების შერჩევას  და სპორტის ცხრა სახეობაში (ველოსპორტი, ჩოგბურთი, კალათბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, ფრენბურთი, ხელბურთი) გუნდის წევრების მომზადებასა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარებას გულისხმობს.

Exit mobile version