როგორ ესმით ლიბერალიზმი საქართველოში

ვინ არის ლიბერალი და საქართველოში ვინ ჰგონიათ ლიბერალი?

ლიბერალია ადამიანი, ვისთვისაც პოლიტიკურად ყველაზე ღირებული პრიორიტეტებია სამართლიანობა, თავისუფლება, ისეთი პოლიტიკური წყობის მიღწევა, სადაც ძალაუფლება დაყოფილია და მას აკონტროლებენ. ლიბერალს სწამს პროგრესის და რეფორმის აუცილებლობის. თუმცა, უშუალოდ ლიბერალიზმის შიგნით სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოძრაობას უარსებია. მათ შორის ყოფილა ლიბერალური ანუ სამოქალაქო ნაციონალიზმი, ქრისტიანული ლიბერალიზმი, სოციალური ლიბერალიზმი, ისე როგორც ნეოლიბერალიზმი. ერთი ნებისმიერი ადამიანის ლიბერალიზმი შესაძლოა ამ და სხვა სააზროვნო ტრადიციების მიჯნაზე იდგეს, ან მათი ასპექტების კომბინაციას წარმოადგენდეს. მოკლედ, ლიბერალიზმი არ არის ერთი უნიფორმული და მონოლითური იდეოლოგია – არსებობს მისი სხვადასხვა მიმართულება და სააზროვნო ტრადიციები. მაგალითად, ეკონომიკური მოწყობის თვალსაზრისით, ნეოლიბერალი და სოციალური ლიბერალი განსხვავებული სახის სახელმწიფოებს უჭერენ მხარს.

რატომ ლანძღავენ საქართველოში ლიბერალებს და როდის გააქტიურდა ეს პროცესი?

ლიბერალებს ხშირად იმის გამო ლანძღავენ, რომ მათ ქართული ეკლესიის მტრად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ლიბერალიზმი არ გულისხმობს ეკლესიასთან თუ რწმენასთან ბრძოლას, ლიბერალურ საქართველოში ეკლესიასაც ისევე ექნება არსებობისა და საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალება, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს თუ სამოქალაქო გაერთიანებას. ლიბერალიზმი არც „სამშობლოს ღალატს“ გულისხმობს. მსგავსი აზრები მხოლოდ ყველაზე უმეცარ წარმოსახვაში შეიძლება დაიბადოს, რომელიც მითებით საზრდოობს.

ლიბერალიზმი მიზნად ისახავს შექმნას საერთო სივრცე, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება გარანტირებული სამართალი, თავისუფლება და მოქალაქეობრივი უფლებები. სრულიად აბსურდულია მოსაზრება, რომ ლიბერალური სახელმწიფოს შენების პროცესი ვიღაცის განადგურებაზე ან დაკნინებაზე უნდა იდგეს. პირიქით, საუბარი გვაქვს ისეთი სივრცის შექმნაზე, სადაც ყველა მშვიდობიანად ითანაცხოვრებს და გარანტირებული ექნება საკუთარი უფლებები, მათ შორის რწმენის თავისუფლება.

ასეთი კანონიერი და თავისუფალი სივრცის შექმნის პროცესში ადამიანის მახასიათებლებს თუ მის მიკუთვნებულობას რომელიმე ინსტიტუტისადმი, აზრი სულაც არ აქვს, რადგან ეს სივრცე საერთო მოხმარებისთვის იგება და ის ყველასია. თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ შეეწინააღმდეგოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ კურსს, განსაკუთრებით კი საყოველთაო სამართლისა და თავისუფლების დაცვასა და გამტკიცებას, ეს უკვე მისი ინდივიდუალური პრობლემა იქნება, როგორც მოქალაქისა. ცხადია, ლიბერალური სახელმწიფოს ხიბლი იმაშია, რომ ის ყოველთვის პატივს სცემს არჩევანს; მათ შორის არჩევანს – იყო თავისუფალი და სამართლიანი სახელმწიფოს მტერი.

რატომ გახდა საქართველოში ლიბერალიზმი სალანძღავი სიტყვა?

ამის მიზეზი ზოგადი უცოდინარობაა, რომლის მსხვერპლიც მარტო ლიბერალიზმი არ არის. ასევე, მნიშვნელოვანია მითებისა და ჭორების სიყვარული და მათთან მარტივად დანებება. ეს ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი სისუსტეა. როგორც ცნობილია, ამ გზაზე საქართველოს მოქალაქეებს ამხნევებს დეზინფორმაციული მედია, რომელსაც ქვეყნის, თითოეული მოქალაქის წინაშე სერიოზული ბრალი მიუძღვის. ეს არის „ასავალ-დასავალი“, რომელიც ყოველდღიურად წამლავს კოლექტიურ გონს.

<სტრონგ>ყველაზე ცნობილი ქართველი ლიბერალი – ილია ჭავჭავაძე მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად გამოაცხადა. რატომ ხდება, რომ ლიბერალი ილია, რომელსაც თავის დროზე სწორედ ლიბერალობისთვის ლანძღავდნენ, შემდეგ წმინდანი გახდა, დღეს კი ლიბერალობა ისევ სალანძღავი სიტყვაა, ანუ ილიას ფასეულობები ისევ მიუღებელია?

ჩემთვის ილია ჭავჭავაძე შესანიშნავი მაგალითია გაქვავებული დროის. ქართული წარმოსახვა ყველაზე მეტად ამ გაქვავებულ დროში ცხოვრობს, ერთგვარი ადამური ბრწყინვალების ეპოქაში, ბიბლიურ მითოსში. ეს ის წარსულია, სადაც ყველაფერი კარგად არის, სადაც საქართველო ყველაფერია, რაც ის სინამდვილეში არ არის და, დიდი ალბათობით, არც არასდროს ყოფილა. ამ სამყაროში დრო არ მოქმედებს, იქ მუდმივი აწმყოა, სადაც გამოუკეტავთ გმირები, „დიადი ქართველები“, ათასობით წმინდანი. აქ ყოფნას, სამწუხაროდ, ალბათ ბევრი ჩვენგანიც ლამობს.

ილია ჭავჭავაძეც იმ დროში არის გამწესებული. სინამდვილეში, ილია ჭავჭავაძე ამქვეყნიური ადამიანი იყო, მოქალაქე. მის ნაწერებშიც და ცხოვრებაშიც ყველაზე მეტად აქტიური ცხოვრების კლასიკური იდეალი ჩანს. ეს ქმედების რეჟიმია, შემეცნების, განვითარების, წინსვლის. ვფიქრობ, ილიას ასეთი საქართველო სურდა: ქმედითი, მღვიძარე, მჩქეფარე. რატომღაც მგონია, რომ ილიას ძალიან გაახარებდა დღეს თუ ვინმე მოისურვებდა მისი ნაწერები გაეაზრებინა. სამწუხაროდ, დღეს ილიას ქვეყანა კვლავ მძინარე და ინერტულია, თავად ილია კი ხატად არის გადაქცეული და გაყინულ დროში გამწესებული.

რამდენად ობიექტურია მოსაზრება, რომ თანამედროვე ლიბერალიზმი არის „ტოტალიტარული“, რომ ლიბერალებიც ისეთივე რადიკალები არიან დღეს, როგორც, ვთქვათ, ფუნდამენტალისტი მორწმუნეები?

მსგავსი მოსაზრება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ ადამიანს გაუჩნდეს, ვისაც არავითარი წარმოდგენა არა აქვს არც ლიბერალიზმისა და არც ტოტალიტარული აზროვნების შესახებ.

ცნობილი ქართველი მწერლები წერდნენ, რომ ლიბერალიზმი მიიჩნეოდა კომუნისტური იდეოლოგიის მტრად. ლიბერალიზმის მტრებს ახლა სძულთ დასავლური ღირებულებები: ისინი ლიბერალებს უწოდებენ „ლიბერასტებს“, ათეისტებს და ა. შ. ეს საბჭოთა იდეოლოგიის გაგრძელებაა?

ჩვენ გვქონდა აზროვნების ტრადიცია, სადაც თავისუფლებისა და მოქალაქეობის იდეა დომინანტური იყო. სწორედ ამის ნიმუშია ჯავახიშვილის, ჭავჭავაძისა და მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ნაწერები. შეიძლება თუ არა ეწოდოს მათ ნაწერებში არსებულ იდეებს კონკრეტული ტრადიცია, ეს შემდგომი კვლევის საგანია. მაგრამ, ახლაც ცხადია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ თავისუფლებისა და მოქალაქეობის სრულიად კონკრეტული იდეები. ეს იდეები კარდინალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც შემდგომში საბჭოთა კავშირი, დღეს კი მისი მემკვიდრეები ქადაგებენ. თავისუფალი აზროვნების ტრადიცია საბჭოთა კავშირმა ფიზიკურად ჩაკლა, ამ ტრადიციაში მოღვაწე ავტორების განადგურებითა და 70-წლიანი სრულიად დამაჩლუნგებელი პრაქტიკით, რომელმაც მოქალაქის ნაცვლად მონა შექმნა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, არსებობდა მონა, რომელსაც ბატონები სჭირდებოდა. ბატონის როლი საქართველოში ეკლესიამ იტვირთა, რომელიც დღემდე ენერგიულად განაგრძობს საქართველოს მოქალაქეებზე ინტელექტუალურ ტერორს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახით საბჭოთა კავშირს ღირსეული მემკვიდრე ჰყავს. შესაბამისად, არსებობს სერიოზული წინააღმდეგობა, რომელიც ტოვებს არჩევანს, ერთი მხრივ, ილია ჭავჭავაძეს, მიხეილ ჯავახიშვილსა და გრიგოლ ფერაძეს, მეორე მხრივ, კი, მეუფე იობს, მეუფე იაკობსა და სხვა სასულიერო პირებს შორის. ცხადია, არჩევანი აქაც ჩვენზეა.

ლიბერალი ხალხის მტერი როგორ საზოგადოებაში ხდება?

არათავისუფალ საზოგადოებაში – იქ, სადაც მითები ჯაბნის რეალობას, სადაც ადამიანები წარმოსახვითი წარსულის ტყვეობაში იმყოფებიან და მომავალს არ აშენებენ.

ქართული ლიბერალიზმის პრობლემა მის ფასადურობაშია. ის ცხოვრების წესი უფროა, რომელიც, სხვათა შორის, მაგონებს მე-18 საუკუნის პარიზის სალონურ ცხოვრებასა და იდეალებს, ვიდრე ცხოვრების ფილოსოფია და პოლიტიკური მოწყობის წესი. სამწუხაროა, რომ ლიბერალური პოლიტიკური ძალები საკმაოდ არასახარბიელო პოზიციაში იმყოფებიან. იმედია, ქართველი ლიბერალების ახალი თაობა, რომელიც ლიბერალიზმის არსს, საბედნიეროდ, უფრო უკეთ იცნობს, ლიბერალური საქართველოს ძალიან ნათელ და ყველასათვის გასაგებ სურათს ჩამოაყალიბებს. ასეთ ვითარებაში, ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი დააფასებს ლიბერალიზმს, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე ღირსეულ წესს.

ლიბერალს ხშირად აიგივებენ ზნეობრივი და ეროვნული ფასეულობების მტერთან. რატომ?

ალბათ იმიტომ, რომ ქართული „ეროვნული ფასეულობები“, ჩემი დაკვირვებით, ძალიან მყიფე და საკმაოდ არაინფორმირებული რამაა. ისინი არ არსებობს არც ინსტინქტურად და არც გულწრფელად. თანამედროვე საქართველოში, სადაც ფსევდო-ქრისტიანული ღირებულებების დამცავი სასულიერო პირები ჰელოუნს – სრულიად უწყინარ დღესასწაულს არბევენ, მარტივად ივიწყებენ ისეთ ქართულ ტრადიციებს, როგორიც იყო ისპანახობა, ყეენობა და სხვა მრავალი წესჩვეულება. ტრადიციების ცოდნა ისტორიის ცოდნას ნიშნავს. ისტორია კი, ზოგადი განათლების მსგავსად, საქართველოში არასახარბიელო ვითარებაშია.

და ბოლოს, გულწრფელად არ მესმის რომელი ეროვნული ფასეულობით შეიძლება იამაყოს ერმა, თუკი ის ვერ აფასებს ყვეალაზე მთავარ ადამიანურ და მოქალაქეობრივ ღირებულებას, რომელიც გახლავთ საკუთარი და სხვისი თავისუფლების დაცვა და პატივისცემა.

31 მარტი საქართველოში პირველი რეფერენდუმის დღეა

 

 

თამარ მეტრეველი : „როგორც ვიცი საქართველოს პირველი პრეზიდენდის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღა“.

 

 

 

ნოდარ ხმალაძე:  „31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, ამით არის მნიშვნელოვანი”. 

 

 

  

 

1991 წლის 31 მარტს საქართველოში პირველი რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმის კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?“ 

 

ამ დღეს საქართველოს მოსახლეობის 98-მა პროცენტმა მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, 90 პროცენტმა კი საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

 

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა

 

 

პროკურორმა სასამართლოში პროკურორები დაკითხა

 

„ბატონო პროკურორო, თქვენ სამართლიანად გამოიძიეთ ჩემი საქმე?“ – ჰკითხა განსასჯელმა თემურ ბახუნტარიძემ პროკურორ ალექსანდრე ფუტკარაძეს სასამართლო პროცესზე. „დიახ“ – უპასუხა პროკურორმა. ალექსანდრე ფუტკარაძე სასამართლოში დასაკითხად მისმა კოლეგამ, ლადო თურმანიძემ დაიბარა. ფუტკარაძემ სასამართლოში თქვა, რომ ბრალდებულმა ლაკაევმა დაჭრა პოლიციელი, ხოლო მისი თანმხლები პირები – ბახუნტარიძე და წულუკიძე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. მისი თქმით, წინააღმდეგობა შს სამინისტროს თანამშრომელს დავით ხოზრევანიძეს გაუწიეს.

 

პროკურორის ჩვენებიდან გაირკვა, რომ სროლის ადგილზე მისულმა გაჩხრიკა ბახუნტარიძე და დაკავებიდან ორი საათის შემდეგ შეადგინა დაკავების ოქმი (კანონით, ოქმი დაუყოვნებლივ უნდა შედგეს). პროკურორმა თქვა, რომ დაკავებული ბახუნტარიძე კითხვებს არ პასუხობდა, აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე და დაკავების ოქმის ჩაბარებაზე უარი თქვა.

 

ბახუნტარიძის ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა, პროკურორს ჰკითხა, რატომ არ არსებობს საქმეში ხოზრევანიძის ექსპერტიზის დასკვნა (უცნობია კონკრეტულად რა დაზიანება აღენიშნებოდა პოლიციელს). დაკავების ოქმში ჩაწერილ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურორმა შემდეგი განმარტა: „ასე ჩავთვალე საჭიროდ. რა მნიშვნელობა აქვს დაკავების ოქმში რა მუხლს ჩავწერდი, ბრალდებას პროკურორი სასამართლოში წარადგენს და მნიშვნელოვანი ესაა“.

 

რატომ შედგა ბახუნტარიძის დაკავების ოქმი დაკავებიდან ორი საათის დაგვიანებით? – ამ კითხვის პასუხად პროკურორმა თქვა: „მანამდე ბახუნტარიძე და წულუკიძე პოლიციელებს ემუქრებოდნენ აფეთქებით. დავით ხოზრევანიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“.

 

რევაზ ჯაში კი ის პროკურორია, რომელმაც მეორე ბრალდებულის, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის, ფირუზ წულუკიძის დაკავების ოქმი შეადგინა. დაკითხვამდე პროკურორმა რელიგიური ფიცი დადო. როგორც ჯაშმა სასამართლოში თქვა, გვიან ღამით უფროსმა, გიორგი თორდიამ, დაურეკა და უთხრა შემთხვევის ადგილზე გასულიყო. ჯაშის განმარტებით, წულუკიძეს პირადი ჩხრეკის დროს არ ჰქონია რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი. კითხვაზე – მაშინ რატომ წარუდგინა ბრალდება, პროკურორმა უპასუხა, რომ „პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის“. პროკურორის თქმით, წულუკიძეს აღენიშნებოდა დაზიანებები, მაგრამ „მას პრეტენზია არ განუცხადებია“. შესაბამისად არც მას უკითხავს, რატომ ჰქონდა დაზიანებები.

 

ამირან ბერიძე შს სამინისტროს თანამშრომელია. მან სასამართლოში თქვა, რომ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში აივნიდან შევიდნენ და პოლიეთილენის პარკში ნახეს ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი. კითხვაზე, პირველად ვინ ნახა და ვინ გახსნა იარაღი – მოწმემ უპასუხა, რომ არ ახსოვდა: „შეიძლება მეც ჩამოვიღე, არ მახსოვს. იარაღი გაიხსნა, ხელთათმანები არ გვეკეთა, ჩხრეკის ოპერაციას კორპუსის ამხანაგობის წევრი გიორგი მასალკინი ესწრებოდა, ის ეზოში შემთხვევით შეგვხვდა“.

 

თემურ ბახუნტარაძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკიევი, 2013 წლის 13 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს. დადგენილია, ლაკიევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკაევმა 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა. თემურ ბახუნტარიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობი ლაკაევის მასპინძლობა მეგობრებმა სთხოვეს თურქეთიდან. ბახუნტარიძე ამტკიცებს, რომ მას რელიგიური ნიშნით სდევნიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესებს არ ესწრება იუსუფ ლაკაევი.

 

 

 

სოციალურად დაუცველი ფეხმძიმე მოქალაქეობის გარეშე

ოქსანა საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვიდა. მას 90-დღიანი ვიზა ჰქონდა. ყველა კანონიერი ვადა დიდი ხნის წინ ამოეწურა. ამ პერიოდში ოქსანამ ერთხელ უკვე გადაიხადა 250 ლარი და მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მიღების თხოვნით. უარი მიიღო. კატეგორიული უარი უთხრეს ოქსანას დროებით ბინადრობაზეც, მაგრამ ოქსანასთვის ხელი არ შეუშლიათ დაქორწინებულიყო საქართველოს მოქალაქეზე.
ოქსანა ზაიცევა ახლა საქართველოში უკანონოდ იმყოფება. „ღმერთმა დამიფაროს, ახლა პოლიცია რომ მოვიდეს – ამათ სულ ყველას დეპორტაციას გაუკეთებენ. კანონით ასეა“, – ამბობს სოსლანი.

ოქსანა და სოსლანი „ოცნების ქალაქში“, ანუ ხელვაჩაურში, ფარღალალა ქოხების დასახლებაში, 306-ე ნომერ ქოხში ცხოვრობენ. ამ ქოხში ორი საწოლი, ერთი ტახტი და ერთიც რკინის ღუმელი დგას. მათ კიდევ ერთი, უფრო პატარა ზომის ქოხი აქვთ, სადაც მხოლოდ ერთი ტახტი თავსდება. ოქსანას შვილებს -17 და 14 წლის ბიჭებს ამ ტახტზე სძინავთ. თავად ოქსანა სოსლანის მშობლებსა და ძმებთან ერთად ცხოვრობს, ანუ ქოხში, სადაც ორი საწოლი და ერთი ტახტი დგას, შვიდ ადამიანს სძინავს.

სოსლანი ამბობს, რომ მის მეუღლეს რთული ორსულობა აქვს. ისინი ექიმმა უკვე გააფრთხილა, რომ მშობიარობის დროს, ნებისმიერ შემთხვევაში საკეისრო კვეთა იქნება საჭირო. „გვითხრეს, რომ ჯერ ბავშვს ამოიყვანენ და მერე მოაშორებენ კისტას“, – ამბობს ოქსანას დედამთილი შურა თურაძე.
შურა თურაძის, ისე როგორც მისი შვილის ოჯახები სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არიან დარეგისტრირებული. სოსლანის მეუღლე საქართველოს მოქალაქე რომ ყოფილიყო, როგორც მის მშობიარობას, ისე ორსულისთვის ექიმთან სავალდებულო ნებისმიერ კონსულტაციას მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებდა. მის შემთხვევაში კი საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქის მშობიარობა დააფინანსოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაბადებული ბავშვი საქართველოს მოქალაქე იქნება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „თუ ოქსანა მოიპოვებს საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლებას, ანუ თუ ექნება 11 ნიშნა კოდი, სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება მას, ანუ ჩასვამენ შესაბამის პროგრამაში. სხვა შემთხვევაში ვერავითარ დახმარებას სახელმწიფო უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვერ აღმოუჩენს“.

მაგრამ ოქსანას დასახმარებლად გზა გამონახეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ამ სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლიზი თედორაძემ „ბათუმელებს“ უთხრა: „აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და სამინისტროს პროგრამებით ფინანსდებიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ამ ქალბატონს ვერ გაეწევა ჩვენი პროგრამების ფარგლებში მომსახურება. მაგრამ სამინისტრო რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მსგავსი ოპერაციები ტარდება, სთხოვს, რომ ამ ქალბატონს გაუწიონ მომსახურება, ანუ საკეისრო კვეთა ქველმოქმედების სახით გაკეთდება რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში. ამ მოქალაქემ აუცილებლად უნდა მოგვმართოს ჩვენ წერილობით – დავიწყებთ საკითხის განხილვას და ვიდრე დადგება მისი საკეისრო კვეთის პერიოდი, პრობლემა მოგვარდება“.

სოციალურად დაუცველი ოჯახს ოქსანასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არსებული პრობლემების გადაჭრაც სჭირდებათ. მაგალითად, ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოქსანას თითქმის ყოველ კვირას იბარებს ზედამხედველი ექიმი. „ყოველთვის ვერ მივდივართ. უცხო ქვეყნის მოქალაქე რომ არის, სიმაღლეში გაზომვაც კი ფასიანია – 20 ლარი ღირს. ერთი ასეთი შემთხვევაც მქონდა – სასწრაფო დახმარების გამოძახება დამჭირდა. როცა მონაცემებს იწერდა, ვუთხარი, რომ ოქსანა რუსეთის მოქალაქე იყო. 40 ლარი მოითხოვა ექიმმა, ისე ვერ წავალო. სანამ არ გავედი და მეზობლებისგან არ ვისესხე, ექიმი სახლიდან ვერ წავიდა“.

სოციალურად დაუცველი ფეხმძიმე მოქალაქეობის არქონის გამო დახმარებას ვერ იღებს

აქედან სხვანაირად ჩანს

გამიკვირდა, მეწყინა, მეტკინა, აღვშფოთდი… ნანა – ადამიანი, რომელსაც ბავშვის აღზრდის სპეციალური მეთოდიკა ჰქონდა შემუშავებული, ადამიანი, რომელიც სასტიკი წინააღმდეგი იყო (და იმედი მაქვს, რომ კიდევ არის) ძალადობის, ადამიანი, რომელსაც… აღარ ვიცი რამდენი რამე გამოვყო, როცა ნანაზე ვსაუბრობ…

 

 

ჩემ გაოცებულ და აღშფოთებულ სახეს როცა შეხედა, მითხრა -შენც გეყოლება შვილი და ნახავ, მაქედან სხვანაირადაა ყველაფერი… რეალობა კი სხვაა, აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანსო…

 

 

თეა ჩემი მეზობელია.  ბავშვობიდან მასწავლებლობაზე ოცნებობდა. წარმოიდგენდა ხოლმე თავის მოსწავლეებს, აწყობდა გეგმებს – როგორ ჩაატარებდა პირველ გაკვეთილს, როგორ ატარებდა ბავშვებს ექსკურსიებზე, როგორ იმეგობრებდა მათთან და ასე შემდეგ. დღეს თეა მასწავლებელია. ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის.  დღეს თეას არ უხარია პირველი გაკვეთილი, არ დაჰყავს ბავშვები ექსკურსიაზე, არ მეგობრობს მათთან… და კიდევ მრავალი „არ“… როცა ვეკითხები, რატომ არ შეასრულა მისი გეგმები და ოცნებები სკოლასთან და მოსწავლეებთან დაკავშირებით, მპასუხობს, რომ ძალიან გაუჭირდა ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან ძნელად დასამორჩილებელი თაობები იზრდებიან, რადგან რაც წარმოედგინა, თურმე ყველაფერი ისე არ ყოფილა… რადგან მასწავლებლობაზე ოცნება, მხოლოდ ოცნება იყო და რეალურად,  როცა უკვე შეაბიჯა ამ სამყაროში -იქედან სხვანაირად ჩანს…

 

 

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად ვხვდები პოლიტიკოსებს  – ზოგიერთი ხელისუფლებაშია, ზოგიერთი – ოპოზიციაში… ტელევიზიებითა და გაზეთებით ვუსმენ და ვკითხულობ მათ ინტერვიუებს… მათ მიერ ნათქვამ რეპლიკებში, მოსაზრებებსა თუ პოზიციებში ხშირად პირდაპირ, ხშირად კი ქვეტექსტით იკვეთება ფრაზა: „აქედან სხვანაირად ჩანს…“

 

ახლანდელმა ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემა გვქონია, რომ აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული მეთოდებით მართვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების პირველი მოვალეობაა, რომ მოქალაქეების საუბარს ხელისუფლებამ სპეციალური ტექნიკის დახმარებით კი არ უნდა უსმინოს, არამედ მათთან უნდა მივიდეს და თავად ჰკითხოს რა საჭიროებები აქვთ მათ. თურმე, აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს…

 

 

ხელისუფლებამ კი აღმოაჩინა, რომ თურმე რეალურად, როცა ხელისუფლებაში ხარ, მთელი რიგი საკითხები „სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“ წყდება. მერე რა რომ ზოგჯერ ამას სხვადასხვა ღირებულების ფეხქვეშ გათელვა მოსდევს, მერე რა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტებისათვის თითქმის ერთი წელი დასჭირდათ, მერე რა რომ… ბევრი „მერე რა“…

 

აი, აქ უკვე შემოდის „პოლიტიკური მიზანშეწონილობის“ ცნება… რა უნდა ვქნათ, იქედან სხვანაირად ჩანს…

 

მსგავსი მაგალითები ჩემ ირგვლივ უამრავია… შესაძლოა ჩემს ცხოვრებაშიც დადგეს მომენტი, როცა ვიტყვი ფრაზას – „თურმე ყველაფერი სხვანაირად ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, აქედან სხვანაირად ჩანს“.

 

 

მინდა ცხოვრების ბოლოს, „სადღაც ბოლოში“ ისე გავიდე, რომ ვთქვა – „აქედანაც ისე ჩანს, როგორც იქედან ჩანდა“. აი, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემი არსებობა ამქვეყნად ღირდა, თუნდაც იმისთვის, რომ არ შევიცვალე, არ შემეცვალა ღირებულებები, ფასეულობები, დამოკიდებულებები, მიზნები, ოცნებები…

 

 

მაგრამ აი მაშინ, „სადღაც ბოლოში“, არ მინდა თავი მარტო ვიგრძნო… მინდა ქვეყანაში ჩემ ირგვლივ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები, ოცნებები, ღირებულებები და ინტერესები ექნებათ და დაუღალავად იბრძოლებენ… იბრძოლებენ, რათა საკუთარ თავსა და სხვებს დაუმტკიცონ საკუთარი ღირებულებების მართებულობა და არა პირიქით…

ციალა ქათამაძე
ციალა ქათამაძე

აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტმა კონკურსი გამოაცხადა

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლიდან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

აპლიკანტებს  პირველ ეტაპზე მათ მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტების საშუალებით შეარჩევენ.  მე-2 ეტაპი   ტესტირება, ხოლო მე-3 ეტაპი კომისიის წევრებთან გასაუბრება იქნება.

 

კონკურსი აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტმა შემდეგ თანამდებობეზე გამოცხადა:

 

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (ონლაინ პროექტების მენეჯერი),საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;

 

(სისტემური ადმინისტრატორი), საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (გრაფიკოს-დიზაინერი);

 

 საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილების უფროსი;

 

ადმინისტრაციული განყოფილების მთავარი სპეციალისტი (შესყიდვების კოორდინატორი);

 

თანაშემწე (საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში);

 

მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;

 

ამ დროისათვის საკონკურსო კომისიაში 150 განაცხადია შესული.

 

ვის მოხვდება „მწვანე მუშტი“

 

 

„სტუდენტები ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისების სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ“, – ეს „მწვანე მუშტის“ საქმიანობის მოკლე აღწერაა.  სტუდენტები სახელმწიფო გარემოსდაცვით პოლიტიკას აკრიტიკებენ და აქციებით აპროტესტებენ.

 

 

„გვინდოდა ალტერნატიული ძალა შეგვექმნა, რომელიც სხვაგვარად მიუდგებოდა გარემოს დაცვის პრობლემებს. „მწვანე მუშტი“ ეს არის სტუდენტური გაერთიანება. მიზანი გარემოსდაცვით პრობლემებზე აქციების მოწყობა, ჩვენი აზრის  დაფიქსირებაა“, – ამბობს სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი სალომე ჩუხუა.

 

 

„მწვანე მუშტმა“ მოახერხა და სტუდენტები არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაააქტიურა.

 

 

გარემოსდაცვითი საკითხები ბათუმში სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივას“ აინტერესებს. მარი ზედგენიძე, ზურა მელიქაძე და გიორგი ბაგრატიონი „ალტერნატივას“ წევრები არიან. ორი კვირის წინ ეს სტუდენტები სოფელ ღურტაში ჩავიდნენ, იქ, სადაც `შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბი უნდა აშენდეს და სოფლის მოსახლეობის პროტესტს შეუერთდნენ.

 

 

„ალტერნატივა“ „მწვანე მუშტისგან“ განსხვავებით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, გარემოსდაცვითი თემა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი მიმართულებაა. სტუდენტები ამბობენ, რომ მათ უნივერსიტეტში ძნელია სხვა დაინტერესებული სტუდენტების პოვნა და მათი ჩართვა მწვანე მოძრაობაში.

 

 

„5000 კაცში ძალიან ცოტა ადამიანს, ალბათ 30-ს თუ აინტერესებს გარემოს დაცვა, ამიტომ გვიჭირს თბილისთან შედარებით აქტივობების გაკეთება. უნივერსიტეტში მოცლილებს გვეძახიან. ისეთი თემებით ვინტერესდებით, რაც დანარჩენი 4 ათას რაღაცა სტუდენტისთვის არ არის საინტერესო. იშვიათად, რომ ვინმემ შეგაქოს. სხვა რას იტყვის, დიდად არ გვაინტერესებს, მაგრამ გვინდა უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული და დაინტერესებული გარემოსდაცვითი საკითხებით“, – ამბობს „ალტერნატივას“ წევრი გიორგი ბაგრატიონი.

 

 

„ალტერნატივასგან“ განსხვავებით, სხვადასხვა ჯგუფის გააქტიურება კარგად გამოსდის „მწვანე მუშტს“ თბილისში. ის ბოლო დროს გამართულ თითქმის ყველა აქციაში მონაწილეობს, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებს შეეხება. „მწვანე მუშტი“ იყო ხაიშში, იცავდა ვაკის პარკს, საყდრისის მაღაროს. „მწვანე მუშტის“ წევრები ამბობენ, რომ მათი აქციებით უფრო მეტი ადამიანი იგებს ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.

 

„როგორ გითხრათ, მართლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არის გამოცხადებული  მწვანე სივრცისთვის და იმისთვის, რომ ადამიანებმა ვიარსებოთ ნორმალურად. იმისთვის, რომ ადამიანებმა ვიცხოვროთ სუფთა, ჯანმრთელ გარემოში, რომ  ყველა ხე არ მოიჭრას ვიღაც კონკრეტული პირის ინტერესების გამო, ან ყველა მდინარეზე არ აშენდეს ჰესი,“ – ამბობს სალომე ჩუხუა.

 

 

რა შეცვალა „მწვანე მუშტმა“ არსებობის მოკლე დროში – ორგანიზაციის წევრი ნიკოლოზ წიქარიძე ამბობს, რომ საზოგადოება გააქტიურდა:

 

„ჩვენ გამოვიტანეთ სააშკარაოზე ის უმწვავესი პრობლემები, რის შესახებაც, სამწუხაროდ, არ ვრცელდებოდა საზოგადოებაში ინფორმაცია და ინტერესიც ნაკლები იყო. დღეს ინტერესი მაღალია – 70-კაციანი აქციიდან, ავიწიეთ 500-კაციან აქციებამდე. ჩვენი თანამშრომლობით ყველა სხვა მოძრაობასთან მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებებს ვაღწევთ ბრძოლის ველზე. ნელ-ნელა ივსება ჩვენი რიგები პატიოსანი, პროფესიონალი და უანგარო ადამიანებით. ფრონტის გაშლას ვაპირებთ მთელ საქართველოში. რესურსების არ არსებობის მიუხედავად, ჩავდივართ ყველგან, სადაც პრობლემები იჩენს თავს და ვაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას, – მტაცებლური კაპიტალიზმის მთავარი მკვებავი არის ბუნებრივი რესურსების წინგაუხედავი და არამიზნობრივი ათვისება, რასაც სახელმწიფო აკეთებს“.

„მწვანე მუშტმა“ მოძრაობა გასული წლის 20 ივლისს დაიწყო, როდესაც პირველად ჩატარდა აქცია, რომელმაც გააერთიანა ყველა პრობლემა და გამოხატა პროტესტი სახელმწიფოს მიერ მდგრადი განვითარების პრინციპების უგულებელყოფის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების წინააღმდეგ. აქციის სახელწოდება იყო  „არა ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას.“

 

 

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნები შეეხებოდა უფლებადაცვით, გარემოსდაცვით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით პრობლემას,“ – „მწვანე მუშტის“ წევრი ნიკოლოზ წიქარიძე მწვანე მოძრაობის დაწყებას იხსენებს. – „სხვა მოძრაობები, რომლებიც ასევე 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, არ იყო ორგანიზებული და ვერ აკმაყოფილებდა ახალგაზრდების მოთხოვნებს. ამიტომ მე, ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები შევიკრიბეთ თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში და გადავწყვიტეთ დაგვეწყო ყველაფრისგან თავისუფალი მოძრაობა, სადაც ჩვენ მეამბოხური ენერგია თავისუფლად დაიწყებდა განვითარებას. გადავწყვიტეთ ყოველგვარი ლიდერებისა და უმრავლესობის ცნებები დაგვევიწყებინა და კონსესუსი ავირჩიეთ გადაწყვეტილების მიღების მომავალ გზად. ჩვენ მოურიდებლად ვკამათობდით და ვკამათობთ ახლაც, რაც იმის საწინდარია, რომ ნელ-ნელა წინ მივდივართ“.

 

ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, მწვანე მოძრაობამ ძალა გასულ სექტემბერში მოიკრიბა, ახლა კი ეკოლოგიური განათლების გავრცელებას გეგმავს: „ჩვენი მიზანი იქნება საზოგადოების ჩართვა ამ ბრძოლებში, მათი ინფორმირება ყველა დეტალზე და დახმარება მშვიდობიანი, არაძალადობრივი დაუმორჩილებლობისა და პროტესტის ორგანიზებაში. ენთუზიაზმი არ გამოილევა, თუ მოვახერხებთ კარგად ორგანიზებას და პატარ-პატარა გამარჯვებას მივაღწევთ. ენთუზიაზმი არ გამოილევა, თუ გავიაზრებთ, რომ მომავალი ჩვენი და ჩვენი შვილებისაა… ჩვენ უნდა ავირჩიოთ ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მწვანე და ჯანმრთელი მომავლისთვის“.

მუნიციპალიტეტებში ელეტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

 

„ენერგო პრო ჯორგჯიას“-ს წარმომადგენლის ირაკლი ვახტანგაძის იმფორმაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ელეტროენერგია ოთხმოც აბონენბტს, შუახევის მუნიციპალიტეტში კი ას აბონენს არ მიეწოდება.

 ხულოს მუნიციპალიტეტში 1000 აბონენტი დარჩა დღეს ელეტროენერგიის გარეშე.

ირაკლი ვახტანგაძის ინფორმაციით ელეტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტებში დღის ბოლომდე აღდგება.

ბათუმის საბაგირო შეუფერხებლად მუშაობს

 

„იმ შემთხვევაში თუ ქარის სიჩქარე 15მ/წმ-ს გადააჭარბებს, საბაგირო გადავა ავარიულ მუშაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვევით ან ზევით მიმავალი მგზავრი შენელებული ტემპით მივა დანიშნულების ადგილზე.

 

ხოლო თუ მგზავრი მთაზე ასული დარჩება და საბაგირო შეწყვეტს მუშაობას, კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მის ქალაქში ჩამოყვანას. “ – ამბობს გიორგი ქავჟარაძე. 

დღეს ბათუმში


კინოთეატრი ”აპოლო” 

 

16:30სთ -”სასტუმრო  The Grand Budapest”  –   ბილეთის ფასი:  7 ლარი სტუდენტებისთვის  4 ლარი

 

19:00სთ და 22:00 სთ – „ნოე“  3D – ბილეთის ფასი:   8ლარი  სტუდენტებისთვის 5ლარი

 

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი-

 

ოჯახური იდილია“ –  19:00 სთ ბილეთი 2-5 ლარი

 

ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი –

 

 საბავშვო სპექტაკლი ”ნაცარქექია” – 15:00 სთ. – ბილეთი 5 ლარი

 

 

ბათუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზ

 

 

საქველმოქმედო კონცერტი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად

 

 დღეს 18:00

ბილეთის ფასი: 3 ლარი

მშენებლობა, კანონდარღვევა და ჯარიმები

35 მეტრი სიგრძის ხიდით პირსის შენობის აგება ბათუმის პლაჟზე მერიის ქონების მართვის სამსახურსა და შპს „ batunn“ -ს შორის შეთანხმების მთავარი პირობა იყო. ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმეს. სანაცვლოდ კომპანიამ ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „PIER BATUMI“ გახსნა. სახელშეკრულებო პირობა კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.

გასართობი კომპლექსი ღია და დახურულ რესტორანს, ორ მაღაზიას, სწრაფი კვების ობიექტსა და ჩილიმ ბარს აერთიანებს, მომსახურებაში შედის უკაბელო ინტერნეტით სარგებლობაც.

შპს „batunn“ -მა მერიასთან დადებული პირობა შეასრულა, მაგრამ კომპანიამ პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან, 35 მეტრი სიგრძის პირსის შენობა ისე ააშენა, რომ არც სამშენებლო ნებართვა ჰქონია და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.

„კომპანიისგან იყო შემოსული წერილი პირსის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ საჭირო იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება. მათ კი დააზუსტეს, რომ იგეგმებოდა მხოლოდ ბუნგალოს ტიპის შენობისა და კაფეების მშენებლობა, რომელსაც გარემოზე შემოქმედების შეფასება არ სჭირდება,“ -უთხრა „ბათუმელებს“ გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ინგა ნიკაგოსიანმა.

შპს „batunn“-მა პირსი 2011 წლის ზაფხულში გახსნა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი მაშინ გოჩა ძნელაძე იყო. ეს სამსახური მშენებლობის კანონიერებით ორი წლის შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში დაინტერესდა. სამსახურის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაშიც გოჩა ძნელაძე იყო.

რატომ ვერ აღმოაჩინა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ბათუმის ბულვარში ორი წლის განმავლობაში? – ამ კითხვას ზედამხედველობის სამსახურის დღეს მოქმედი ხელმძღვანელი გოჩა ძნელაძე ასე პასუხობს: „როცა აღმოვაჩინეთ, მაშინ დავაჯარიმეთ.“

გასული წლის ნოემბერში კომპანია უკანონო მშენებლობის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს და ნებართვის მისაღებად სამთვიანი ვადა მისცეს. „სამი თვის შემდეგ, როდესაც ნებართვა ისევ ვერ წარმოგვიდგინა, დავაკისრეთ გაორმაგებული ჯარიმა _ 9000 ლარი. ჯამში კომპანიამ, ჯარიმის სახით, 12 000 ლარი გადაიხადა,“ ­­- ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა ძნელაძე. მისივე ინფორმაციით, კომპანიას მშენებლობის ნებართვა არც ამ დროისთვის არ აქვს.

კითხვაზე, როგორ შეიძლება მშენებლობის ნებართვის მიღება მშენებლობის დასრულების შემდეგ კანონმდებლობის ჩარჩოებში მოექცეს, ბათუმის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი პასუხობს:

„ჯერ კანონდამრღვევი ჯარიმდება, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი შეიძლება დადგეს ნებართვის გაცემის შესაძლებლობის შესწავლის საკითხი. თუ მშენებლობა წესების დაცვით განხორციელდა და სტანდარტებში ჯდება, შეიძლება გაიცეს ნებართვა. თუ საქმე სხვანაირადაა, დღის წესრიგში უსაფრთხოების საკითხი დგას ან ქალაქმშენებლობისთვისაა მიუღებელი, მაშინ ნებართვა არ გაიცემა.“

კომპანიის წარმომადგენელმა მინდია გურგენიძემ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა. ერთადერთი ინფორმაცია, რაც მისგან „პიერ ბათუმზე“ მივიღეთ, არის ის, რომ გასართობი ცენტრი ფუნქციონირებას გააგრძელებს.

მერიაში ამბობენ, რომ კომპანიამ შესაბამის სამსახურს პირსის მშენებლობის კანონიერების შესწავლისა და ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას პრობლემები გარემოს დამცველებთანაც ექნება.

„ჩვენ პირსის მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ შენობებს, მაღაზიებია ეს თუ რესტორანი, რაც ბეტონითაა ნაშენი და უშუალოდ პლაჟზე აქვთ გაკეთებული, უნდა დაინგრეს, რადგან პლაჟზე მძიმე კონსტრუქციის არსებობა დაუშვებელია,“ – ამბობს საგზაო დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსი თემურ მეტრეველი.

რაც შეეხება საჯარო სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ბათუმის ბულვარში უკანონო მშენებლობა სამი წლის დაგვიანებით გამოავლინა, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ „ამ შემთხვევაში, როცა ფაქტი გამოვლენილია, კონკრეტული პირების დანაშაულზე ვერ ვიმსჯელებთ. თუმცა შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს სახელმწიფო მოხელის მხრიდან გულგრილობის საკითხი, მითუმეტეს, როცა ბულვარი ძეგლის სტატუსის მატარებელია.“

შპს „batunn“- მა თავის დროზე ბულვარში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

საგზაო უსაფრთხოების კამპანია ბათუმში

 

30 მარტს 11:00 საათზე, პრესკაფეში (ბათუმი, მელაშვილისა და საბაჟოს შესახვევი 1/2) გაიმართა  კამპანიის პირველი ეტაპი,ახალგაზრდებისთვის ტრენინგ-სემინარი  ქვეითად მოსიარულეთა უფლებების თემაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

 

 ადვოკატირების მეორე ეტაპზე ახალგაზრდები ბათუმის 4 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის თავად ჩაატარებენ თანატოლთა ტრენინგს.

 

 

დასკვნით ეტაპზე თვეში 2-ჯერ გაიმართება საინფორმაციო აქცია რომლის დროსაც ახალგაზრდები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას საგზაო ნაკადების მოწესრიგებაში.

 

 

ადვოკატირების კამპანია ტარდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეითად მოსიარულეთა უფლებებისა და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად.

 

 აქტივობა ხორციელდება პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“[ANI], რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ქედაში მეწყერმა სახლი დაანგრია

 

მაშველ ლევან ბაბუჩაიშვილის ინფორმაციით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მეწყერმა კი სახლი მთლიანად გაანადგურდა.

 

ამ წუთებში ადგილზე საგანგებო და გადაუდებლი სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები მუშაობენ და მიწიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენას ცდილობენ. ხუთსულიანი ოჯახი ჯერჯერობით ღია ცის ქვეშ იმყოფება

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მოსამართლის აცილებას ითხოვს

რა მოხდა სასამართლო პროცესზე?

გუშინ ჩატარდა პირველი სასამართლო სხდომა. პროცესზე პატიმრებმა ატეხეს აჟიოტაჟი. ისინი ემუქრებოდნენ და აგინებდნენ მოსამართლეს და პროკურორს.  დაემუქრნენ  მომავალში თქვენ იქნებით ის ადამინები, რომლებიც მოკვდებიანო. მათ ეს სასამართლო პროცესზე მოახერხეს. მომეჩვენა რომ ეს იყო დადგმული სცენა. იმის ნაცვლად რომ მოასამართლეს განსასჯელები დაესაჯა, ჩვენი დარბაზიდან გაძევება გადაწყვიტა.  გამოიძახა ბადრაგი და სასამართლო დარბაზიდან გამოგვყარა.

ვისი ბრალეულობა იკვეთება?

დაკვეთის კვალი ჩანს, ბევრი საეჭვო კითხვა იბადება. ის სამი ადამიანი ვინც ჩემი ძმის მკვლელობაშა ეჭვმიტანილი განსაკუთრებული სისასტიკის ჩადენისთვის იხდიდნენ სასჯელს რუსთავის ციხეში. რუსთავის ციხიდან გეგუთის ციხეში გადაიყვანეს და ჩემი ძმის საკანში ჩასვეს. სამი დღით ადრე კი ჩემი ძმის საკნიდან მასთან მსხდომები გადაიყვანეს  რუსთავის ციხეში.  მისი მკვლელობის შემდეგ კი   გადაყვანილები ისევ უკან,  გეგუთის ციხეში დააბრუნეს.

რატომ უნდა მოეკლათ თქვენი ძმა , რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამოს მიზეზი?

ჩემს ძმას ციხეში კარგ ადამიანად და ვაჟკაცად იცნობდნენ. მას კონფლიქტური სიტუაცია არ ჰქონია არც ადმინისტრაციასთან და არც პატიმრებთან.

სამი პატიმარი რომ გადაიყვანეს ამის შესახებ მან გითხრათ?

დიახ. პატიმრების გადაყვანიდან წინა დღით დარეკა და გვითხრა ახალი პატიმრები მყავს და გთხოვთ  „პერედაჩი“გამომიგზავნოთო.  შაბათს დაგვირეკა და კვირას უკვე მოკლეს.  ისინი ჩემს ძმასთან არ უნა ყოფილიყვნენ ერთ საკანში. რადგან მათგან ერთ-ერთი ხონის ფსიქიატრიულში გადიოდა რეაბილიტაციას. გუშინ სასამართლო პროცესზე თვითონ თქვა,  ოთხი დღეა წამალს აღარ მაძლევენო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ისევ გადიოდა მკურნალობას ციხის რეჟიმში.

განსასჯელთაგან რომელიმემ ბრალი აღიარა?

ვინც მკვლელია რეალურად ის არ აღიარებს. სხვა ადამიანი ამბობს, რომ მან მოკლა, მას ბრალი აქვს წაყენებული 10-დან 18 წლამდე. თუმცა სამივე დამნაშავეა. მე ვფიქრობ საკანში კონფლიქტური სიტუაცია სპეციალურად შექმნეს, რომ ჩემი ძმა მოეკლათ.

რადგან დაკვეთაზე საუბრობთ ისევ  გკითხავთ  რატომ უნდა მოეკლათ თქვენი ძმა?

არ ვიცი ვის აწყობდა მისი სიკვდილი. ადამიანები , რომლებმაც ჩემი ძმა მოკლეს ბევრჯერ ჩაიდინეს დანაშაული. როგორც გვითხრეს მათ საუკეთესო ადვოკატები ჰყავთ და წარსულში სტრასბუგში გაუსაჩივრებიათ სასამართლოს გადაწყვეტილება. პატიმრებს მკვლელობის ბადრაგზე გადაბრალება უნდათ. რეალურად როდესაც  შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია,  ბადრაგი მივიდა საკანში. პატიმრები  დაამშვიდეს და წავიდნენ. ამის გამო შეიძლება ბადრაგს გულგრილობის ბრალი წაუყენო, რალურად კი მათი მოკლული არ არის. მეორედ უკვე ბადრაგი რომ შევიდა ჩემი ძმა  გონზე იყო, მაგრამ ძირს ეგდო.  გამოიძახეს ციხის ექიმი, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოაძახებინა. სასწარაფოს მოსვლამდე ჩემი ძმა ქალა- ტვინის მძიმე ტრამვით გარდაიცვალა.

საქმეში არსებობს მეოთხე ადამიანიც, ისიც ჩემი ძმის საკანში იჯდა და მისი მეგობარი იყო, დუმილის უფლებას იყენებს.

 

ხვალ ბათუმში ითოვებს

 

„ველოდებით წვიმის გაძლიერებას და ექვს ბალიან შტორმს ზღვაზე.  ტბებში და მდინარეებში მოსალოდნელია წყლის დონის მომატება. მოსალოდნელია ძლიერი ქარი 15-20 მეტრი წამში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. ამ დროსათვის ზღვის ღელვამ ოდნავ მოიმატა.“

 

მამუკა თურმანიძის ინფორმაციით მობილიზებულია სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტებში, გაფრთხილებულია საგზაო სამსახური და სახანძრო, მობილიზებულია ტექნიკა.

 

ამინდის ბიუროს პროგნოზით კი ხვალ ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში თოვლიანი წვიმა დაფიქსირდება. 

„მოხალისეთა კლუბი“ ბათუმში

 

კლუბის მიზანია შშმ პირთა პრობლემების შესახებ  საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების ხარისხის ამაღლება. კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

კლუბის წევრები ყოველი თვის 29 რიცხვში, დაარსების თარიღთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩებში  შშმ პირებთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტოვობებს, აქცია-პერფორმანსებს, ფოტო გამოფენებს და  სხვა ღონიძიებებს გამართავენ.

 

დღეს ბათუმში ერთი საათით ელექტროენერგია გაითიშება

 

„დედამიწის საათი“ საერთაშორისო გლობალური აქციაა. მას ყოველწლიურად მსოფლიოს 150 ქვეყანაში მარტის ბოლო შაბათს მართავენ, რომლის დროსაც სხვადასხვა დაწესებულებებში ერთდოულად თიშავენ ელექტროენერგიას.

 

ამ დღის აღსანიშნავად აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზებით ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ ფილმის „სახლის“ ჩვენება გაიმართა.

 

 იან არტიუს ბერტრანისა და ლუკ ბესონის ფილმი მსოფლიოს  ელექტოენერგიის დაზოგვას და გარემოსადმი ზიანის შემცირებას მოუწოდებს.

 

საქართველოში აქციის ორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

 

ორგანიზატორების ინფორმაციით აქციის მიზანია გარემოსადმი ზიანის შემცირება, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება თუ როგორ შეუძლიათ შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება. მათ შორის შეძლონ ალტერნატიული წყაროების გამოყენება, ენერგოეფექტური ნათურების მოხმარება და არასაჭირო შუქის გამორთვა.

 

„დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს სიდნეიში გაიმართა. საქართველო ამ აქციას 2009 წელს შეუერთდა. წელს აქციაში თბილისი, ქუთაისი და ბათუმი მონაწილეობს.

 

თბილისში 20:30 – 21:30 საათზე ელექტროენერგია გაითიშება რამდენიმე ქუჩაზე, ნარიყალას ციხე-სიმაგრაზე, მშვიდობის ხიდზე, თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ძეგლზე, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებზე, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, პრეზიდენტისა სასახელესა და გაეროს სახლში.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით მსგავსი აქციებით კანადაში 2011 წელს 115 მეგავატი ენერგია დაიზოგა, რაც დაახლოებით 1 150 000 100-ვატიანი ელექტრონათურების ჩასართველად გამოიყენება.

 

 ინდოეთში 2011 წელს, დედამიწის საათის დროს დაიზოგა 60 მეგავატი ენერგია.

 

 ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ 2008 წელს, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ჯავარტაში  ელექტროენერგიის 170 მეგავატი, ვიეტნამში – 400 000 კილოვატი, დუბაიში – 204 000 კილოვატი დაიზოგა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მეციტრუსეებისთვის კომპენსაციის გაცემას ითხოვს

 

ირაკლი ბარამიძის  თქმით აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ბათუმში, ციტრუსის სუბსიდიებისთვის თანხა  ორ ეტაპად გამოიყო:

 

 

არასტანდართული მანდარინისთვის და სტანდარტული ციტრუსისათვის. სულ 11 მილიონ 700 000 ლარი. აქედან დანახარჯმა   მთელი თანხის 18 % –   2 მილიონ 207 000ლარი შეადგინა .

 

 

”რეალურად გამოყოფილი თნხიდან მხოლოდ 18,9%-ს აითვისეს, ესენი ფულს ვერ ხარჯავენ და არც  გლეხს აძლევენ, რადგან  იმ  პირობებით, რაც იყო წამოყენებული  თანხის მისაღებად ფერმერმა მისი მიღება ვერ შეძლო.

 

 

ვითხოვთ, ისე როგორც სტიქიისგან დაზარალებულ კახელ გლეხებს გადაეცათ ერთ კილოგრამ ყურძენზე ერთი ლარი კომპენსაციის სახით, ასევე მოხდეს აჭარელი გლეხების ზარალის კომპენსირებაც,  რადგან ყინვისა და სტიქიის გამო მათ  დიდი რაოდენობით ციტრუსი გაუფუჭდათ.” – განაცხადა ირაკლი ბარამიძემ.

 

 

აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის როინ გოგაძის განმარტებით გამოყოფილი 12 მილიონი ლარიდან თანხის გაცემა დღემდე მიმდინარეობს და ფერმერები, რომლებსაც წესრიგში აქვთ ყველა დოკუმენტი, კუთვნილ თანხას მიიღებენ.

 

 

დოკუმენტების სახით სამინიტრო ფერმერისგან – დეკლარაციიის შევსებას, მიღება-ჩაბარების აქტსა და საბანკო ანგარიშის ნომერს ითხოვს.

 

როინ გოგაძის თქმით  „ფერმერები, რომლებსაც არ აქვთ მოწესრიგებული დოკუმენტაცია სუბსიდიებს ვერ მიიღებენ.“

 

გამოყოფილი თანხის აუთვისებელი ნაწილი კი მთლიანად დაუბრუნდება ბიუჯეტს.

 

 

 

საგამოძიებო სამსახური სოფელ ხალას რწუმებულის დაკავების მიზეზებს განმარტავს

2013 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთვრობის 2013 წლის 26 დეკემბრის #2174 განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოეყო 12 000 000 ლარი, საექსპორტოდ ჩაბარებული ციტრუსისათვის სუბსიდიის სახით 1კგ.-ზე 0.15 ლარის ანაზღაურების გასაცემად. აღნიშნული სუბსიდიის მისაღებად აუცილებელ გარემოებას წარმოადგენდა შესყიდვის აქტის შედგენა, რომელიც ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის, ციტრუსის შემსყიდველი პირისა და თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის მიერ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 25 დეკემბერს ვალერიან პოღოსოვმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას თემში მცხოვრებ ლევან ფალავანდიშვილისაგან შეიძინა 2 780 კგ. მანდარინი.

 

მანდარინის შესყიდვისას, შესყიდვის აქტში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას  თემის რწმუნებულის მალხაზ დიასამიძისა და ლევან ფალავანდიშვილის მიერ სახელმწიფოსაგან გამოყოფილი სუბსიდიის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოხდა ყალბი მონაცემების შეტანა, ერძოდ: შესყიდვის აქტში ხელოვნურად იქნა გაზრდილი ვალერიან პოღოსოვზე რეალიზებული მანდარინის რაოდენობა, 2 780 კილოგრამი მანდარინის რეალიზაციის ნაცვლად მითითებული იქნა 7 000 კილოგრამი მანდარინის რეალიზაცია.

 

შესყიდვის აქტი დამოწმებულ იქნა ხალას თვითმმართველი ერთეულის ბეჭდითა და რწმუნებულის მალხაზ დიასამიძის ხელმოწერით.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 341-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

სოფელ დიდაჭარაში მეწყერი ჩამოწვა

 

ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის  საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ მიაწოდა. მისივე ინფორმაციით მეწყერის განმეორების შემთხვევაში სამაშველო სამსახურები ადგილზე მზადყოფნაში არიან და შესაბამის ზომებს დაუყონებლივ მიიღებენ.

 

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებას უარყოფს

 

„  მე შევხვდი მალხაზ ფარტენაძეს და ვესაუბრე. ის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს რომ  ეს ყველაფერი შეთითხნილია და ვიღაცას უნდა ხელის შეწმენდა მასზე.

 

ის საერთოდ არ შეხებია ფულს, არ არსებობს  მსგავსი კადრები. გარდა ამისა მიწის ნაკვეთი რომელზეც  ბრალდების მხარე საუბრობს გონიოს ტერიტორიაა, რომელიც დიდი ხანია ქალაქს ეკუთვნის და მისი განკარგვა ხელვაჩაურის საკრებულოს კომპეტანცია არ არის. შესაბამისად მალხაზ ფარტენაძე ვერანაირ ქმედით ღონიძიებას ვერ გაატარებდა ამ მიწის ნაკვეთის მიმართ.

 ნაკვეთის გასხვისება მის პრივატიზაციის ნუსხაში  შეტანას საჭიროებს, როგორც ამას აჭარის მთავრობა ახორციელებს. შემდეგ კი უნდა გამართულიყო აუქციონი. მალხაზ ფარტენაძე როგორც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე სადაო ნაკვეთს აუქციონზე ვერ გაიტანდა. შესაბამისად ვერც ამ ნაკვეთის მითვისებაში დაეხმარებოდა  ვინმეს.

 

გარდა ამისა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს  მგავსი ქმედების მცდელობა რომ ქონოდა ის წლების განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარეა და მას შეეძლო პარალელურად ყოფილიყო საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ არცერთხელ არ მოუნდომებია ეს.

 

 ადვოკატის ინფორმაციით მალხაზ ფარტენაძისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. შესაბამისად უცნობია მას სასამართლოში ბრალის წარდგენის შემდეგ დააპატომრებენ თუ გირაოთი გაათავისუფლებენ.

დაკავებულია სოფელ ხალას რწმუნებული

 

ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის გიორგი გრძელიშვილის ინფორმაციით  მალხაზ დიასამძეს ციტრუსის მოსავლისათვის გამოყოფილი სახელწიფო სუბსიდიების მითვისების ბრალდებით ედავებიან.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ ფარტენაძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით მოქალაქეს გონიოს დასახლებაში, ზღვისპირა ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით დაბალ ფასად შეძენაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით 1 600 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

 

2014 წლის 28 მარტს მალხაზ ფარტენაძემ წინასწარ აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

 

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). 

 

 

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო ავრცელებს.

 

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ქედასა და შუახევში

 

ქედაში გამართულ პარტიულ ყრილობას, პარტიის 30 წევრიდან მხოლოდ 12 წევრი ესწრებოდა.

 

პარტიის წევრებმა კომიტეტის 6 კაციანი და სამდივნოს 3 კაციანი ჯგუფი ფარული კენჭისყრით აირჩია. კენჭისყრა  ღია  მხოლოდ  კომიტეტის და სამდივნოს არჩევისას იყო.  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევისას ყრილობა დახურულ ფორმატში წარიმართა.

 

ქედაში პარტიის ყრილობაზე, თავმჯდომარის არჩევისას ქედაში ხმები თამაზ შარაშიძესა და გიორგი ბერიძეს შორის თანაბრად გადანაწილდა.  კენჭისყრა ხელმეორედ ჩატარდა და რესპუბლიკური პარტიის ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ შარაშიძე გახდა.

 

პარტიული ყრილობა დაძაბულობის ფონზე წარიმართა შუახევში. კრება აქ ორჯერ ჩაიშალა, საბოლოოდ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მარინა მახარაძე აირჩიეს.

 

„რესპუბლიკურ პარტიას 65 რაიონული და საქალაქო ორგანიზაცია აქვს და 8 000-მდე ადამიანია გაწევრიანებული.  რაც შეეხება რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ჩვენ არ ვირჩევთ, მას პარტიაში გაწევრიანებული ადამიანები ირჩევენ, სწორედ ეს არის გამჭირვალე პროცესი.

 

ამ ეტაპზე გამგებლებისა და მერების კანდიდატებთან დაკავშირებით კოალიციური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხდება შეთანხმება.

 

კოალიციაში შემავალი პარტიები დაასახელებენ კანდიდატებს და საბოლოოდ შევჯერდებით საუკეთესო კანდიდატზე, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია.

 

რაც შეეხება პარტიაში გაწევრიანების საკითხს, ეს ადგილზე გადასაწყვეტი საკითხია და მას რაიონულ ორგანიზაციაში ჩამოყალიბებული კომიტეტები გადაწყვეტენ,“ –  განაცხადა რესპუბლიკური  პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, რომელიც ქედასა და შუახევში პარტიის ყრილობებს ესწრებოდა. 

 

„მკვდარი ჩვილი ვაგონიდან გადააგდეს“

GE DIGITAL CAMERA

ნოდარ ირემაძე

„დედა მიყვებოდა, რომ ადამიანები კონდახის ცემით ჩაყარეს მანქანებში. არც სასმელი, არც საჭმელი. პირუტყვივით გამოამწყვდიეს და ასე ატარეს ბათუმამდე. შემდეგ კი იქედან სატვირთო ვაგონებში გადასვეს და ყაზახეთისკენ გაუყენეს გზას“.

ნოდარ ირემაძის ოჯახი იმ დროის კვალობაზე საკმაოდ შეძლებული ყოფილა. ოჯახს 40 სული მსხვილფეხა და 80 სული წვრილფეხა პირუტყვი ჰყოლია, რომელიც გადასახლების შემდეგ კოლექტივისთვის გადაუციათ.

„სახლში ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელიც გვქონია, ყველაფერი უპატრონოდ დაგვატოვებინეს. მთელი ქონება გადასახლების შემდეგ დაუტაცებიათ. დედაჩემს ოცამდე ოქროს მონეტა ჰქონია გადანახული, მაგრამ ჯარისკაცს წაურთმევია. უბიდან ააცალა თურმე. 18 დღე გაუსაძლის პირობებში იმგზავრეს. დედა მაშინ ჩემზე ფეხმძიმედ იყო და ძალიან უჭირდა. ვაგონში სამი ადამიანი გარდაცვლილა, ერთი ახალშობილი იყო. რადგან მატარებელი არ ჩერდებოდა, მკვდარი ჩვილი ვაგონიდან გადაუგდიათ. ვაგონში ჩვენი სოფლელი კაციც გარდაცვლილა, რომელიც ერთი კვირის შემდეგ, სადღაც გაჩერებაზე ძლივს დაუმარხავთ“.

ნოდარ ირემაძე ყაზახეთში დაიბადა, ფეხი კი სამშობლოში დაბრუნებისას კურსკის ვაგზალში ავიდგიო, გვიყვება: „გადასახლებული ოჯახები ბოსელივით დაბალ მიწურებში ცხოვრობდნენ. ჩვენი ქოხიც ასეთი ყოფილა. როცა დავიბადე, მამაჩემს ხის აკვანი გამოუთლია და იქ ვიწექი. თუმცა, მიწურში ჭერიდან და კედლებიდან წვიმის წყალი ჩამოდიოდა. ხან თავზე მეცემოდა თურმე ტალახიანი შხეფები და ხან სად. გუბურებიდან კი ბაყაყები ძვრებოდნენ, საწოლებზეც კი ამოდიოდნენ. ჩემი ოჯახის წევრები იმ წლებს სიცოცხლის ბოლომდე მწარედ იხსენებდნენ“.

1953 წელს გადასახლებულებმა სამშობლოში დაბრუნების ბრძანება მიიღეს. თუმცა, სიაში ნოდარ ირემაძის ოჯახი არ აღმოჩნდა: „მამაჩემს დაუწყია გარკვევა. მაშინ უთქვამთ, თქვენი ოჯახი არც გადასასახლებელთა სიაში ყოფილა, ამიტომ თუ გინდათ დარჩით, ან თქვენივე ხარჯებით დაბრუნდითო. ფული, რა თქმა უნდა, არ გვქონდა. მგზავრობის ფული ნათესავებმა გამოგვიგზავნეს და წვალებ-წვალებით ჩამოვაღწიეთ საქართველოში. ბაბუა გადასახლებაში არ ყოფილა. ის მანამდე დააპატიმრეს. ექვსი წლის შემდეგ, როცა დაბრუნდა, საბჭოს თავმჯდომარე მოკლა, რადგან სწორედ მისი მიზეზით გადაასახლეს ჩემი ოჯახი. ჩვენი გვარი შეძლებული, ქონების პატრონი იყო და ალბათ ეს არ მოსწონდა. მკვლელობის გამო ბაბუაჩემმა სამ წელიწად-ნახევარი ისევ ციხეში გაატარა. გვარებს შორის მტრობა წლების შემდეგ დასრულდა, როცა ჩვენი გვარიდან ერთი გოგო მოკლულის სანათესაოში გათხოვდა“.

ირემაძეებმა გაპარტახებულ მიწაზე ცხოვრება თავიდან დაიწყეს: „ეს დიდი ტრაგედია იყო. დედა, მამიდა, ბიძა – სულ ამ წლებზე გვიყვებოდნენ და საშინლად განიცდიდნენ. მამიდაჩემი ამ ხნის ქალია და დღესაც ცრემლი ადგება, როცა იმ წლებს იხსენებს. უკან დაბრუნების შემდეგ ისევ მეექვსე კლასში დაუსვამთ და ბავშვები დასცინოდნენ თურმე… ვგიჟდები, როცა რუსეთის სიკარგეზე საუბრობს ზოგიერთი. ის ბოროტება ხომ რუსული `დერჟავას~ სისასტიკის შედეგი იყო. რუსეთს კაცობრიობის ისტორიაში დიდი ბოროტება აქვს ჩადენილი და არასდროს გამოვა მაგათთან ურთიერთობა. რუსეთი ბოროტების ბუდეა და ჩემი ოჯახი მაგ ბოროტებას ვერასდროს დაივიწყებს“.

ირემაძეების ოჯახი სახელმწიფომ რეპრესირებულად აღიარა. ყაზახეთში გატარებული წლებისა და რეჟიმისგან მიყენებული ზარალის სანაცვლოდ ნიგარ ირემაძეს 310 ლარი უნდა მიეღო, თუმცა ის 2011 წელს, კომპენსაციის აღებამდე გარდაიცვალა. ნოდარ ირემაძე კი, როგორც მემკვიდრე, დედის და ვერც თავის კუთვნილ კომპენსაციას ამ დრომდე ვერ იღებს, რადგან იუსტიციის სახლში უთხრეს, რომ დაბადების მოწმობაში ყაზახურ ენაზე დაწერილი მისი სახელი არ იკითხება.

„ყველა ოფიციალურ დოკუმენტში, მათ შორის დიპლომშიც, ნოდარი მიწერია. იუსტიციაში კი მეუბნებიან, რომ ჩემი დაბადების მოწმობაში „ნოდარი“ არ იკითხება. ძველი, გაცრეცილი მოწმობაა. ყაზახეთიდან უნდოდათ დოკუმენტების გამოთხოვა, თუმცა იქ არაფერი აღმოჩნდა“.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ჩინეთის კონსულს შეხვდა

 

შეხვედრაზე საუბარი იყო ბათუმში  „იაფი სახლის“ მშენებლობაზე და საქართველოში ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისათვის  ტიბეტური მედიცინით მკურნალობის გაწევაზე. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს რომ ეს მეორე სამუშაო შეხვედრა იყო და მომდევნო შეხვედრებზე უფრო კონკრეტული წინადადებები ექნებათ.

 

„ჩვენ ვგეგმავთ მათთან თანამშრომლობას.  საქმიან შეხვედრაზე  ელჩმა შემოგვთავაზა ორი ჩინური სამშენებლო კომპანია რომელიც საქართველოში მუშაობს და ასევე ცერებრალური დაავადებით დავადებული ბავშვების მკურნალობა, მათი გამოცდილების გაზიარებით“,  – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა. 

სხალთა ჰესის მშენებლობის არეალში მოქცეული სოფელი კომპენსაციას ითხოვს

„მთელი სოფელი მონაწილეობს აქციაში,  დაახლოებით 150 მოსახლემდე.  ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გვაქვს მოთხოვნები. ჩვენ არ ვუშლით მთავრობას აშენებას,  მხოლოდ რა ზარალიც გვადგება, მაგის ანაზღაურება მოხდეს.  ადეკვატურ კომპენსაციას ვითხოვთ.  14 თუ 15 ჰექტარი მიაქვს ჰესს, ამას გარდა ჰექტარი, მიწა, ტყე, სახნავ-სათესი ყველაფერი ნადგურდება. ისე რომ ჩვენ არაფრის უფლება აღარ გვექნება. ჩვენ ვკარგავთ მამპაპისეულ მიწა-წყალს,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ სოფელ კვატიის მკვიდრმა ოთარ ბერიძემ.

აქცია სოფელ კვატიაში 3 საათს გაგრძელდა.  სოფელ კვატიადან 1 კილომეტრში, მდინარე სხალთისწყალზე  9.8 მვტ სიმძლავრის „სხალთა ჰესის“  აშენებაა დაგეგმილი.  ჰესის აშენებას „აჭარისწყალი ჯორჯია“ გეგმავს.

ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

 

 „2014 წლის 11 აპრილს ბათუმის სასტუმრო „შერატონში“  გაიმართება დასაქმების ფორუმი.  სტუდენტებს  შეეძლებათ წარმოდგენილ კომპანიების წარმომადგენლებს  ადგილზე გაესაუბრონ და  დატოვონ თავიანთი რეზიუმე,“- განმარტა „ბათუმელებთან“ საუბრისას კომპანია „ეიჩარის“ კადრების შერჩევის უფროსმა ლელა კრასტკოვსკაიამ.

 

 „ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაცია გავიგეთ, საერთაშორისო კომპანიები გვაძლევს სტუდენტებს  დასაქმების საშუალებას. მათი თქმით ჩვენ დამწყებ პოზიციებზე არ გვესაჭიროება გამოცდილება რაც ჩვენთვის მისაღებია,“ –  ამბობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ქურციკიძე.

 

დასაქმების ფორუმი ბათუმში უკვე მესამე წელია ტარდება.

ჟიული შარტავას ქუჩა ბათუმში

 

დღესვე ბათუმის ხელოვნების ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში  ჟიული შარტავას დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ასევე დაგეგმილია მწერალ  მაყვალა ბერიანიძის წიგნის „ორივე მხარე“ პრეზენტაცია.  

ვაკანსია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში

 

აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი უკვე გამოცხადდა.  კონკურსი  სამ ეტაპად ჩატარდება.  პირველი ეტაპზე სააპლიკაციო ფორმების შეფასება/გადარჩევა მოხდება, მეორე ეტაპზე დაგეგმილია ტესტირება, მესამე ეტაპი კი გასაუბრება იქნება.

 

მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა  www.hr.gov.ge-ზე უნდა შეავსონ. განაცხადების მიღება 2014 წლის 2 აპრილს სრულდება. 

გმირი დედების სოფელი

 

„ბარსამი“ – ასე პასუხობენ გმირი დედები კითხვას: რამდენი შვილთაშვილი გყავთ? და მერე თითებზე იწყებენ თვლას. თითები არ ჰყოფნით და სათვალავი ისევ ერევათ. მერე ისევ თავიდან იწყებენ და ეფერებიან შვილთაშვილებს, მათ მონაგარსა და მომავალს.

 

სოფელი ზეგარდანი ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემში შემავალი ერთი პატარა სოფელია, სადაც 16 ოჯახი ცხოვრობს და მათგან თორმეტში გმირი დედაა. ამ ქალებს (და არა მარტო მათ) „გმირის“ წოდება ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მიანიჭეს, როგორც ათი და მეტი შვილის დედებს. დრომ თავისი გაიტანა და 12 გმირი დედიდან დღეს მხოლოდ ცხრაა ცოცხალი. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 68 წლის სონია მახარაძეა. სონიას 13 შვილი და 25 შვილიშვილი ჰყავს. როგორც ზეგარდანის ყველაზე ახალგაზრდა „დიდედა“, შვილთაშვილების მოლოდინშია. უხუცესი გმირი დედა ემინე შაინიძე 87 წლისაა. მას 11 შვილი, 40 შვილიშვილი და 61 შვილთაშვილი ჰყავს.

 

 

შვილების სიმრავლით გამოირჩევა 73 წლის გულიკო მახარაძე. მან 14 შვილი და 27 შვილიშვილი გაუზარდა სოფელს. დღემდე თავს კარგად გრძნობს და რძლებს ხუთი შვილთაშვილის აღზრდაში ეხმარება.

 

სოფელ ზეგარდანში ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევენ – სიმინდი და ლობიო მოჰყავთ, მაგრამ არა საკმარისი რაოდენობით. „წინათ კარგი მოსავალი მოდიოდა. ეს იყო ჩვენი საარსებო წყარო… რვა წელია აღარც მოსავალი მოდის საკმარისი და რაც მოდის, უხარისხო: აღებიდან ორ თვეში აღარც სიმინდი ვარგა და აღარც ლობიო, ჩიჩი ესევა“, – ამბობს წუხილით 11 შვილის გამზრდელი გმირი დედა ვენერა შაინიძე.

 

მისი უფროსი შვილი 47 წლისაა, უმცროსი – 27-ის. მას 28 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს. დღეისათვის ოჯახში 13 წევრი ცხოვრობს და მათი ფულადი შემოსავალი ქალბატონი ვენერას და მისი მეუღლის პენსია – 300 ლარია. ვენერას ბევრი საფიქრალი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი უმცროსი შვილია: „სახლში ორი რძალი მყავს, სამი წყვილი ვცხოვრობთ (მე ქმართან ერთად და ორი ბიჭი ცოლებით), მესამეც დასასახლებელი მყავს, ორთან მესამე რძალი რაფერ მევყვანო? აღარც ადგილი გვაქვს სახლში და არც საშუალება, რომ უფროსები გავანაწილო და ცალკე იცხოვრონ. არადა, უკვე 27 წლის გახდა, ყველას თავისი ოჯახი, თავისი ბუდე უნდა…“

 

 

სოფელს ბევრი პრობლემა აქვს: ზეგარდანში მხოლოდ დაწყებითი სკოლაა და მეოთხე კლასის შემდეგ ბავშვები მეზობელი სოფლის სკოლაში დადიან, ნაკლებმიწიანობა, მეწყრული პროცესები, უმუშევრობა, საავადმყოფოსა და სატრანსპორტო საშუალების არ ქონა. არ აქვთ სპორტული მოედანი. ზეგარდანში პრობლემებზე საუბარს ტრანსპორტის უქონლობით იწყებენ: „ქალაქში ან რაიონში თუ დაგვჭირდა წასვლა, სოფელ წაბლანამდე 5 კილომეტრი ფეხით უნდა ვიაროთ. იქედან რომ მოვდივართ, მძღოლს თუ ცოტა ფულს დავუმატებთ, მოგვიყვანს ადგილზე. აქ „რაფი“ იყო დანიშნული მოსწავლეებისთვის, დილით მოაკითხავდა და წაიყვანდა სკოლაში, გაკვეთილების მერე მოიყვანდა. ახლა „რაფიც“ აღარ დადის! „შოფერს“ რომ ვეკითხებით, ასე ამბობს, თბილისიდან დიმირეკეს აღარ გახვიდე, ვეღარ დავაფინანსებთო. ვინ უთხრა, ვერ ამბობს. 5 კილომეტრი სკოლის მოსწავლისთვის დიდი გზაა. გვეშინია, ბავშვებს ხერხემლის გამრუდება არ დაემართოთ, ამხელა გზაზე ჩანთები ზურგით რომ დააქვთ“.

 

ზეგარდანში ხანგრძლივი და უხვთოვლიანი ზამთარი იცის. აქაურები ამბობენ, რომ ზამთარში კიბეები არ სჭირდებათ სახლში შესასვლელად – აივნებამდე აღწევს თოვლი. უსაქმურობისგან გადაღლილი ახალგაზრდები უხვი ნალექის გამო მეზობლებთანაც ვეღარ გადადიან. არადა, მაღალმთიან სოფელში ახალგაზრდების გართობის ერთადერთი საშუალება ერთად შეკრება და თამაშია. თამაშობენ ჯოკერს, ნარდს, დომინოს… ზამთრობით თხილამურებზე სრიალებენ და სოფლის სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

 

 

გულიკო ახალგაზრდებისგან განსხვავებით ზამთრობით შეშის (შეშა ერთადერთია, რისი პრობლემაც სოფელს არ გააჩნია) ღუმელთან თბება და მთავარ პრობლემად საავადმყოფოს არ ქონას ასახელებს: „შარშან ზამთარში რძალი კიღამ დამეღუპა, მეზობლებმა გიდიმირჩინეს. მშობიარე ქალი საკაცეზე დადვეს და სხალთაში ხელით ჩეიყვანეს, სასწრაფო იქ ძლივს მოვიდა. ამბულატორია კი გვაქ სხალთაში, მარა ელემენტარული ანალგინ-დიმედროლი არ აქვთ. ძველათ საავადმყოფოც კაი გვქონდა და ჯანმრთელებიც ვიყავით. ამ ხეობას აუცილებლად სჭირდება ერთი საავადმყოფო!“

 

ზეგარდანი საოცრად ლამაზია გაზაფხულზე. აქ ტყემალი ყვავილობს და იქვე, ცოტა მოშორებით მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებს თოვლი. მიწა მცოცავია და გაზაფხულზე, როცა თოვლი დნება, მეწყრული პროცესები ვითარდება. ზეგარდანში დღემდე ახსოვთ 1989 წლის 19 აპრილი, როცა სოფელ წაბლანაში განვითარებულმა მეწყერმა ორი ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ უსიამოვნო წარსულის გახსენებაზე ზეგარდანელებს თვალზე ცრემლი ადგებათ და სინანულით იგონებენ მთავრობის დანაპირებს: „ყველას მოგვცეს დოკუმენტი, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობდით. დაგვპირდნენ, იაფი ბინები აშენდებოდა და ჩაგასახლებთ სადმე დაბლობშიო, მაგრამ აღარავის ახსოვს. ყოველ გაზაფხულს შიშით ვხვდებით, წასასვლელი კი არსად გვაქვს…“

 

მკაცრი პირობების მიუხედავად ზეგარდანის დატოვება უხუცესებს არ უნდათ. „აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ, ოფლი ჩავღვარეთ ამ მიწაში და ვერსად წავალთ, აქ უნდა დავიმარხოთ!“ ისინი თვითმმართველობის ყურადღებას ითხოვენ: „ადრე დედის დღეზე მაინც გვიხსენებდნენ, რაიონში გვპატიჟებდნენ, სიმბოლურ საჩუქრებს გვჩუქნიდნენ… ამ მთავრობას აღარ ვახსოვართ, დაკარგა ჩვენმა ოქროს მედლებმა ფასი!“

 

 

სოფელ ზეგარდანში თვლიან, რომ აქაური მოსახლეობა სოციალურად დაუცველია, მაგრამ ოფიციალურად ასეთი სტატუსი და დახმარება მხოლოდ ექვს ოჯახს აქვს. რადგან ახალგაზრდების დასაქმების არანაირი საშუალება არ არის სოფელში, ისინი სეზონურად თურქეთში დადიან ჩაის საკრეფად. 45 წლის ბადრი შაინიძე ოჯახს სწორედ ასე არჩენს: „თურქეთია ჩვენი მარჩენალი. მთელი ზაფხული ჩაის ვკრეფთ, ოჯახი რომ ვარჩინოთ. ყველაზე ბევრი 3 000 ლარი გამომიმუშავებია სეზონზე, მაგრამ ამ თანხით მთელი წელი ოჯახს ვერ შეინახავ. ჩვენ სტაბილური სამუშაო გვჭირდება!“

 

ზეგარდანში გაზაფხული ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. აქაურები უკვე ემზადებიან საგაზაფხულო სამუშაოებისთვის. მერე გმირი დედები იალაღებზე გაემგზავრებიან შვილიშვილებთან ერთად, ახალგაზრდა მამაკაცები – თურქეთში, ჩაის საკრეფად, იმათი წვრილშვილი კი, სოფელს მიხედავს.

 

ბათუმში შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 

გამოძიების ინფორმაციით,  დაკავებული ქალბატონებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ოთახებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად უთმობდა.

 

სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

“ასწავლე საქართველოსთვის” – მთაში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მთის სოფლების საჯარო სკოლებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ინგლისური ენის მასწავლებელზე მოდის. ასევე მოთხოვნაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტებზე.

კითხვაზე – ამჟამად თუ არის ისეთი სკოლები, სადაც ცალკეული საგნის მასწავლებელი სჭირდებათ და არ ჰყავთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს:

„ზოგ მუნიციპალიტეტში კვლავ ფიქსირდება სხვადასხვა საგნის მასწავლებლის ვაკანსია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე, ეტაპობრივად ავსებს ვაკანტურ ადგილებს“.

“ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ – ასე ჰქვია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამას, რომლის მიზანი მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში არსებული ვაკანსიების შევსებაა. ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება – ეს ის საგნებია, რომელთა სპეციალისტები ყველაზე მეტად სჭირდებათ.

პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს კონკურსის წესით არჩევენ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი აქვს.

გასულ წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის სოფლების საჯარო სკოლებში 30 მასწავლებელი წავიდა სამუშაოდ. წელს მათი რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

„წელს ბიუჯეტი გავზარდეთ 17 ათას ლარზე მეტით. ჯამში დავასაქმეთ 35 მასწავლებელი, მაგრამ მოთხოვნა კიდევ არის სკოლებიდან. თუ საშუალება გვექნა, მომავალი წლისთვის გავზრდით ბიუჯეტს,“ – ამბობს სულიკო თებიძე, აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე.

მასწავლებლებს, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში მიდიან სამუშაოდ, სახელმწიფო დამატებით 400 ლარს უხდის ხელფასის სახით. მასწავლებელი უზრუნველყოფილია ბინით და არ იხდის კომუნალურ გადასახადებს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობა 2013 წელს მიიღეს, წელს ავტომატურად გაუგრძელდათ ხელშეკრულება.

როგორია პროგრამის შედეგები? – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ პროგრამა წარმატებულია.

„2013-2014 სასწავლო წლის I სემესტრში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოკითხულ დირექტორთა 97% აცხადებს, რომ პროგრამა კარგად მიმდინარეობს, ხოლო 3% ამბობს, რომ პროგრამა დამაკმაყოფილებელია. მათი 98% კმაყოფილია კონსულტანტ-მასწავლებლების პროფესიული საქმიანობით. ადგილობრივ პედაგოგთა უმრავლესობა (98%) კმაყოფილია კონსულტანტ-მასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობით და საქმიანობით. მათი უმრავლესობა თანამშრომლობს კონსულტანტ-მასწავლებლებთან და საჭიროების შემთხვევაში უსვამს შეკითხვებს (86%) კონსულტანტ-მასწავლებლებს. მშობელთა 87% ამბობს, რომ დაესწრო კონსულტანტ-მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სადემონსტრაციო გაკვეთილს. მათი 98% კმაყოფილია კონსულტანტ-მასწავლებლების ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობით. გამოკითხულ მშობელთა 98% ამბობს, რომ მათი შვილის აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა კონსულტანტ-მასწავლებლის სკოლაში მისვლის შემდეგ,“ – ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცენტრის ინფორმაციით, ყოველწლიური მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები: გაიზარდა საგნის მიმართ ინტერესი და სწავლის მოტივაცია, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე; გააქტიურდა სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მოსწავლეების ჩართულობა; სკოლებში დაინერგა სწავლების თანამედროვე მეთოდები, აქტიურად გამოიყენება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; გაიზარდა მშობელთა ჩართულობის ხარისხი სასკოლო ცხოვრებაში. ხუთი წლის მანძილზე პროგრამაში მონაწილე პედაგოგების 73% აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას.

სახელმწიფო პროგრამის  – „ასწავლე საქართველოსთვის“  – განხორციელება 2009 წელს დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. 2014-2015 სასწავლო წლისთვის პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი, სავარაუდოდ, მაისში გამოცხადდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2009 წლიდან დღემდე პროგრამაში მონაწილეობა 210-მა პირმა მიიღო. 2013-2014 სასწავლო წელს 145 კონსულტანტ-მასწავლებელია მივლინებული საქართველოს 93 საჯარო სკოლაში.

მსგავს პროგრამას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს. გარდა ამისა, აჭარის განათლების სამინისტროს სპეციალური პროგრამა აქვს სტუდენტებისთვის მაღალმთიანი რეგიონებიდან. ამ ჯგუფს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში აფინანსებს. ხომ არ აპირებს სახელმწიფო მასწავლებლების დეფიციტი მაღალმთიან რეგიონებში ამ ჯგუფებზე დაყრდნობით აღმოფხვრას? სტუდენტს, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობს, მაგალითად, ორი წლით მშობლიურ სოფელში სამუშაოდ დაბრუნების ვალდებულებას ხომ არ დააკისრებს სახელმწიფო? – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე ამბობს, რომ მსგავსი პირობა, ჯერჯერობით, სამინისტროს არ აქვს:

„კარგი იდეაა, თუმცა ჩვენ ამჟამად მხოლოდ ხარისხზე ვართ ორიენტირებული. ამ საკითხზე როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჯერ არ ვიცი. რაც შეეხება ხარისხს, სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარიერი ავწიეთ 71%-მდე. დაფინანსებული სტუდენტისგან მაღალ აკადემიურ მოსწრებას ვითხოვთ. ახალი სასწავლო წლიდან 71%-იან ბარიერს ვინც ვერ გადალახავს, ვუწყვეტთ დაფინანსებას“.

2012 წელს „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 171 სტუდენტი დაფინანსდა, 2013 წელს – 290 სტუდენტი, ხოლო 2014 წლის პირველ სემესტრში – 461 სტუდენტი. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტუდენტებისთვის მაღალმთიანი რეგიონებიდან 1 850 000 ლარი დაიხარჯა.

ბათუმში ყინულის მოედნით სარგებლობა გაიაფდა

 

„ტარიფები შემცირებულია. მაგალითად აქამდე ნახევარი საათით მომსახურეობა ყინულის მოედანზე მასწავლებელთან ერთად ღირდა 10 ლარი. საუბარია შემთხვევაზე როცა ბავშვი მოდის და ინდივიდუალური მომსახურება ჭირდება.  ახლა ნახევარი საათი არის განსაზღვრული 8 ლარით.   ასევე 4-15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის 12 საათი თვეში გახდა 20 ლარი. ეს ოცი ლარი არის მინიმალური რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ანალოგიური მომსახურეობა თბილისში 85 ლარი ღირს,“ – აცხადებს ირაკლი ბერიძე.

 

ყინულის მოედნით სარგებლობა ერთ ადამიანს ერთი საათის განმავლობაში ხუთი ლარი დაუჯდება.  ერთი თვის  აბონიმენტი (12 საათი) კი 50 ლარი.

 

იმ შემთხვევაში თუ საკუთარი ციგურები არ გაქვთ, და ყინულის მოედნის კუთვნილი ციგურებით გსურთ სრიალი, ერთი საათის ღირებულება 6 ლარია,  ერთთვიანი აბონიმენტი (12 საათი) 60 ლარი.

 

ნახევარი საათით მწვრთნელის მომსახურება 5 ლარი. ასევე 5 ლარი ღირს  ნახევარი საათით ქორეოგრაფის მომსახურეობა.

 

4-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის ჯგუფური მომსახურეობის ღირებულება ერთი თვით (12 საათი)  20 ლარია. სასწავლო-საწვრთნო შეკრებებისთვის ერთი საათით დარბაზით სარგებლობის  ღირებულება 100 ლარია.    საქართველოს, აჭარისა და ბათუმის სახელით მოასპარეზე  სპორტსმენებისა და გუნდებისათვის კი დარბაზით სარგებლობა უფასოა.

 

ასევე სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი, მრავალშვილიანი,  მარჩენალდაკარგული, მარტოხელა დედების შვილებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის  ყინულის მოედნით სარგებლობა უფასო იქნება.

 

 

Exit mobile version