შს სამინისტროს ინფორმაციით ოფიციალური საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციები პარტნიორი ქვეყნებიდან.
ღონისძიების დაწყება 14:00 საათზეა დაგეგმილი.
დაგეგმილია ასევე, ირაკლი ღარიბაშილის სიტყვით გამოსვლა და პოლიციელების დააჯილდოება.
ალექსანდრე ჭიკაიძე და ირაკლი ღარიბაშვილი დაათვალიერებენ საგამოფენო სივრცეს, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი.
შს სამინისტროს დანაყოფებმა ავტოპარკი, ტექნიკა, იარაღები და საბრძოლო ჯავშანტექნიკა გამოფინეს. საზღვაო პოლიციას გამოფენილი აქვს ვერტმფრენი, რომელიც გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში და მთიან რეგიონებში გადასაადგილებლად.
გარდა ამისა იუსტიციის მინისტრი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლის საკითხსაც გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციები უწყებათშორის კომისიაში განიხილება.
თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურა ფაქტების ადგენს და კანდიდატზე ზეწოლის დადგენის შემთხვევაში, მკაცრ ზომებს მიიღებენ.
“თითოეული ის ინფორმაცია, რომელიც ეხება რომელიმე პარტიის რომელიმე კანდიდატზე ზეწოლას, შემოდის უწყებათაშორის კომისიაში. თითოეული ეს ინფორმაცია გადაცემულია პროკურატურისთვის, რომელიც აწარმოებს ფაქტების დადგენას. თუ გამოვლინდება, რომ ვინმეზე იყო ზეწოლა, ვინმეს მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს ზეწოლის ავტორი, რა თქმა უნდა რეაგირება იქნება მკაცრი. ჯერჯერობით, ფაქტები დადგენის პროცესშია” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საარჩევნო სიებში, საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებულ ცდომილებებზე იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დამისამართების პრობლემები, არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ ყველგან საქართველოში. მისივე თქმით საარჩევნო სიების დახვეწის მიზნით, წელს პირველად საქართველოს ექნება ფოტოიანი საარჩევნო სია და სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს დღესაც, უსაბუთო ადამიანების მოდინება იუსტიციის სახლებში, რომ მათ უფასოდ აიღონ პირადობის მოწმობები.
“რაც შეეხება ამ არჩევენბისთვის დამისამართების პრობლემებს, სულ რამდენიმე დღე დარჩა და მე მინდა ყველას მოვუწოდო პარტიებს, მოქალაქეებსა და მედიას, მიგვითითონ კონკრეტული პრობლემები, კონკრეტულ მისამართებთან დაკავშირებული და ჩვენ ამის შედეგად გავასწორებთ მონაცემებს” – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
ხელშეკრულების საფუძველზე ბათუმის საზღვაო აკადემიამ 1 მილიონ ლარად გემის დინამიკური პოზიციის დიპის ტიპის სიმულატორი შეიძინა, რომელსაც კომპანია ხუთი თვის შემდეგ ბათუმში ჩამოიტანს.
სიმულიატორი შორეულ ნაოსნობაში მეზღვაურებისთვის გემის მართვას ითვალისწინებს.
მსოფლიოში სულ ამ ტიპის 14 სიმულიატორი არსებობს. შავ ზღვაზე ბათუმი თურქეთის, უკრაინისა და რუმინეთის შემდეგ მეოთხე რეგიონი იქნება სადაც ამ ტიპის სიმულიატორს იყენებენ.
ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის ირაკლი შარაბიძის თქმით : „კომპანია „ტრანსასი“ მსოფლიოში ცნობილი და ძლიერი კომპანიაა საზღვაო სიმულიატორების წარმოებაში. დღეს მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადია მეზღვაურები ამ სპეციფიკურ გემებზე. ეს სიმულატორები ხელს შეუწყობს ქართველ მეზღვაურების დასაქმება, შორეულ ნაოსნობაში ამ ტიპის გემებზე ცურვას“.
ბათუმის საზღვაო აკადემია კომპანია „ტრანსასთან“ 2008 წლიდან თანამშრომლობს. როგორც ირაკლი შარაბიძე ამბობს აკადემიას სიმულიატორის შესაძენად თანხა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოუყო.
დღესვე საზღვაო აკადემიამ ხელი მოაწერა გერმანულ კომპანია “ფესტოსთანაც“. ხელშეკრულების ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის ნავიგაციის, ჰიდრავიკული, პნევმატური, ფიზიკის ლაბორატორიების მოწყობა.
ბათუმელი ფოტოგრაფების გამოფენით დახურება ღონისძიებათა ციკლი, რომელიც თურქეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღასანიშნავად, რამდენიმე დღის მანძილზე მიმდინარეობდა თურქეთში საქართველოს საელჩოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტს სამინისტროს მხარდაჭერით.
გამოფენაზე – „მოკითხვა ბათუმიდან“, შოთა გუჯაბიძისა და გიორგი გოგიბერიძის მიერ მაღალმთიან აჭარაში გადაღებული ფოტოების გარდა, ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ მინის ნეგატივებზე აღბეჭდილი ბათუმისა და აჭარის ფოტოკადრებიც გამოიფინება, რომელთა ციფრული ვერსია სტუდია „იალონმა“ მოამზადა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ეხმაურება მსოფლიო დღეს “თამბაქოს გარეშე”, რომელიც ყოველი წლის 31 მაისს აღინიშნება.
კონფერენციაზე – “იყავი თანამედროვე – აირჩიე ჯანმრთელობა” ძირითადად აქცენტი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე გაკეთდება.
კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: “ალკოჰოლიზმი”, “თამბაქო და მისი მავნებლობა”, “არა ნარკოტიკს”, “საბედისწერო ნაბიჯი” და “ცხოვრების ჯანცაღი წესი – გაკაჟება”.
კონფერენციის ფარგლებში: პრეზენტაციებს წარადგენენ: ბათუმის №2, N5, №16, N18 საჯარო სკოლებისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IX – X კლასის მოსწავლეები.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები.
11:30 – მზადება ღონისძების დასაწყებად, მუსიკალური გაფორმება. ღონისძიების წამყვანი: კოტიკო თოლორაია და ნუკი კოშკელიშვილი.
11:45 – პარკის ტერიტორიაზე დასარტყამი ინსტრუმენტებით კოსტუმირებული მსახიობების შემოსვლა. საკარნავალო მსვლელობა სანაპიროსთან მოწყობილ სცენამდე.
12:00 – სამაშველო სამსახური ჩაატარებს მცირე სწავლებებს დამსვებელების უსაფრთხოების წესების შესახებ.
12:00 – ბენდი Cuba Band –დაუკრავს ცოცხალ მუსიკას.
12:30 – თამაშების დაწყების წინ დაუკრავს მოწვეული Dj.
13:30 – სრულდება სპორტული ღონისძიებები.
13:40 – მოეწყობა საზაფხულო კაბებისა და საცურაო კოსტუმების ჩვენება პოდიუმზე.
14:00 – გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოვება.
21:00 – კონცერტი დათო ხუჯაძისა და გუფი ლენდის მონაწილეობით.
23:00 – ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა ბულვარის ცენტრალურ ფანტანებთან ფოიერვერკით დასრულდება.
გარდა ამისა საოცრებათა პარკის მიმდებარე სანაპიროზე მოეწყობა ფრენბურთის მოედანი, მაგიდის ჩოგბურთი, ტანმოვარჯიშეების მოედანი, ქუჩის კალათბურთისა და ხელბურთის სივრცეები. სანაპიროზე გაიშლება შეზლონგები, ზღვაში კი მოეწყობა ბილიკები მოცურავეთათვის და წყალბურთის მოედანი.
მოედანზე მოწყობილ ფოტო სტენდებთან შესაძლებელი იქნება გადაღება ცოცხალ მიმებთან. ასევე შესაძლებელი იქნება სხეულისა და სახის მოხატვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ თომა კაკაბაძემ კონკრეტულ ფაქტზე ისაუბრა და თქვა, რომ მძღოლმა მას ავტობუსი არ გაუჩერა:
„გუშინ ვმგზავრობდი #16 ავტობუსით. როცა მძღოლს პანდუსის გაშლა ვთხოვე. შეყოყმანდა და სხვას სთხოვა პანდუსის გახსნა. ვინც მახლდა, იმან არ იცოდა პანდუსის გახსნა. მძღოლი იძულებული გახდა, ჩამოსულიყო პანდუსის გასახსნელად. გაჩერებაზე ბარდიულთან მოუხერხებლად გააჩერა, ისე, რომ ოთხი ადამიანი დამჭირდა პანდუსზე ჩამომევლო. უკან დაბრუნებისას იგივე მძღოლი დამხვდა იმავე ავტობუსით. მგზავრებმა მძღოლს უთხრეს პანდუსი გაეხსნა. მძღოლმა ხელი აიქნია და წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში არსებობს ადაპტირებული საზოგადოებრივი ავტობუსები და მძღოლები, რომლებმაც ტრენინინგის საფუძველზე იციან როგორ უნდა მოემსახურონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მაინც ირღვევა შშმ პირთა უფლებები,“ – განაცხადა თომა კაკაბაძემ.
თომა კაკაბაძე აღნიშნულ ფაქტზე ბათუმის ავტოტრასპორტისგან რეაგირებას მოითხოვს:
„ეს იყო დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. ამ ფაქტზე დავრეკე ცხელ ხაზზე, ვესაუბრე მენეჯერს და იმედი მაქვს, მოყვება სერიოზული რეაგირება. მოვითხოვ ავტოტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობისგან გადამზადდნენ მძღოლები, ან უფრო კომპეტენტური მძღოლებით შეცვალონ, ან დაამატონ მძღოლებთან ერთად თანმხლები პირები, ვინც შეძლებს მძღოლის ჩამოსვლის გარეშე თვითონ მოემსახუროს და გახსნას პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის“.
ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი პაატა დუმბაძე ადასტურებს, რომ გუშინ ცხელ ხაზზე საჩივარი დაფიქსირდა. ის ამბობს, რომ მძღოლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრების მომსახურების ვალდებულებით მუშაობენ. გუშინდელი ფაქტი კი გაუგებრობა იყო და მძღოლმა იმიტომ არ გააჩერა ავტობუსი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გაჩერებაზე არ იდგა.
„ტექნიკურმა ჯგუფმა მძღოლებს ტრენინგი ჩაუტარა და ყველა, ვინც ამ ავტობუსებზე მუშაობს, საქმის კურსშია. საჩივრის დაფიქსირების შემდეგ მოკვლევა გავაკეთეთ. გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. შშმ პირი მგზავრი არ იდგა გაჩერებაზე, ხოლო მას, ვინც ახლდა, იმან მძღოლს ვერ გააგებინა რა სურდა“.
მსავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში თომა კაკაბაძე აპირებს სასამართლოს გზით დაიცვას მისი უფლებები.
დღესვე ხელი მოეწერება „ENPARD Ajara სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელიც რეგიონში აგროსექტორის განვითარებასა და მცირე ფერმერთა გაძლიერებას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროგრამის ღირებულება 3,3 მილიონ ევროს შეადგენს და ის აჭარაში გასული წლის 18 ივნისს ამოქმედდა.
გოჩა გუგუნავა, „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“
ბათუმის მერობის კანდიდატი გოჩა გუგუნავა ფლობს 40%-იან წილს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება GEO TRANS-ში. რეესტრის მონაცემების თანახმად, საზოგადოების საქმიანობის საგანი არაერთ ეკონომიკურ მიმართულებას მოიცავს, დაწყებული სატრანსპორტო მომსახურებით დასრულებული ხე-ტყის გადამუშავებით. ასეთივე საქმიანობის სფერო აქვს კიდევ ერთ შეზღუდული შესაძლებლობის საზოგადოება – შპს თამერლანს, რომლის დირექტორი 2012 წლის 9 ივლისამდე გოჩა გუგუნავა იყო – ამ პოზიციაზე, რეესტრის მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანის მოქალაქე ვაგიფ ისაევი დაინიშნა, რომელიც ამავდროულად არის შპს თამერლანის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელიც. გოჩა გუგუნავამ 2013 წლის 7 ოქტომბერს, სხვა 4 პირთან ერთად, დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქველმოქმედო ფონდი „ბათუმი“, რომელიც, წესდების მიხედვით, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას და ა.შ. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, გოჩა გუგუნავა ამჟამად ფონდის დირექტორია. გუგუნავა კიდევ ერთი შპს-ის დირექტორი და დამფუძნებელია – შპს აჭარის პოკერის ფედერაციაში ბათუმის მერობის კანდიდატი 40%-იან წილსაც ფლობს. საზოგადოების საქმიანობის საგანი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნა, ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება და გარკვეული ფინანსური მოგების მიღებაა. გოჩა გუგუნავა 2010 წლის 5 თებერვალს დარეგისტრირებული შპს აჭარა დისტრიბუშენ 2010-ს 20%-იანი წილის მფლობელიც არის. წესდების მიხედვით, შპს ვაჭრობა-დისტრიბუციასა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება გოჩა გუგუნავას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რეესტრში ამაზე ინფორმაცია არ იძებნება.
გიორგი დიასამიძე, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ბათუმის საკრებულოს წევრისა და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმდჯომარის გიორგი დიასამიძის კანდიდატურა ბათუმის მერობაზე საარჩევნო ბლოკმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. 2013 წლის 1 ოქტომბერს შევსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი დიასამიძე ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩის 13-ში ფლობს 55 კვ.მ. ფართობის ბინას, მისი მეუღლე ზეინაბ გვარიშვილი კი ავტომანქანას – 1997 წლის ტოიოტა RAV4. ამავე დეკლარაციით ირკვევა, რომ გიორგი დიასამიძემ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობიდან მიღებული შრომის ანაზღაურების გარდა, შემოსავალი საექიმო საქმიანობიდანაც მიიღო – 2012 წელს დიასამიძემ ბათუმის #1 საქალაქო საავადმყოფოში შრომითი ანაზღაურების სახით 9000 ლარი მიიღო. არც გიორგი დიასამიძე და არც მისი მეუღლე არ ფლობენ წილებს კომპანიაში და არც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.
გიორგი ერმაკოვი, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“
ბათუმის მერობის კიდევ ერთ კანდიდატს, გიორგი ერმაკოვს, 2014 წლის 11 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, თბილისში, სამტრედიის 2-ში 50 კვ.მ. ფართობის ბინა აქვს, დედას, ლიანა მელაძეს კი ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე 95 კვ.მ. ფართობის ბინა ეკუთვნის. 2013 წელს, ბათუმის მერობის მოვალეობის შესრულებამდე, გიორგი ერმაკოვი შპს „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი იყო. ამ პოზიციაზე მუშაობის დროს ერმაკოვმა სახელფასო ანაზღაურების სახით 17 ათას ლარზე მეტი მიიღო. საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი 2004-2005 წლებში მუშაობდა აჭარის შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსად, ასევე მოგვიანებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს უფროსად. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ერმაკოვი და მისი მეუღლე არ ფლობენ წილს რომელიმე კომპანიაში.
მერაბ ხიმშიაშვილი, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზი“
2004 წელს დაფუძნებული გაერთიანება „ერთიანობის დარბაზის“ ბათუმის მერობის კანდიდატი მერაბ ხიმშიაშვილი ამჟამად ბათუმში, მემედ აბაშიძის #50-ში ფლობს 75.21 კვ. მ. ფართობის ბინას. მისი მეუღლე ნინო მიქელაძე 2006 წლის 18 აგვისტოს დარეგისტრირებულიშპს M. TOUR-ის 100%-იანი წილის მფლობელი და ხელმძღვანელი იყო, თუმცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 100%-იანი წილი და მართვაც 2013 წლის ნოემბერში,რეესტრის მონაცემების თანახმად, გოჩა ხიმშიაშვილს გადაეცა.
ალექსანდრე თევზაძე, „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)“
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ალექსანდრე თევზაძე ამჟამად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სულიკოს“ დირექტორია, 100%-იანი წილის მფლობელი კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დავით ანანიაშვილი. წესდების თანახმად, შპს სხვადასხვა სახის კომერციულ საქმიანობაზეა ორიენტირებული. ალექსანდრე თევზაძის საკუთრებაშია 2505 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი ხელვაჩაურში, მწვანე კონცხის ტერიტორიულ ორგანოში (საკადასტრო კოდი 22.21.02.079).
იქნებ მეც მინდოდა საკუთარი აზრის დაფიქსირება, ჩემი სათქმელის თქმა?! მაგალითად, თუნდაც ის, რომ „თურქი თურქეთში მიყვარს“, მაგრამ ეს კაცი, მეუფე, ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას უნდა, ანუ ხალხს არაფერს ეკითხება.
ახლა თურქებზე არ ვაპირებ საუბარს, მინდა მოგიყვეთ მეუფე სპირიდონზე, რომელმაც თურქები დაგმო, მე კი ულუკმაპუროდ დამტოვა. ეს არის მეუფე, რომელიც იმას აკეთებს, რასაც მეუფე არ უნდა აკეთებდეს. მეუფე, მისთვის მიუღებელი აზრის გამოთქმაზე თუნდაც ხელფასის მომატების მოთხოვნაზე, სამსახურიდან ათავისუფლებს ადამიანებს.
ხალხი დღეს სწორედ უხელფასოდ დარჩენის შიშით დუმს, ანუ ვერავინ ვერაფერს ამბობს მეუფე სპირიდონთან დაკავშირებით.
მაგრამ სახარებაში წერია, პირს უკან ნუ ილაპარაკებ, ამხილეო და მეც მინდა გიამბოთ.
ხიჭაურში უნივერსიტეტის გახსნამდე ეკლესიაში სტიქაროსნად ვმუშაობდი – 100 ლარი მქონდა ხელფასი. როცა მშენებლობა დაიწყო, მეუფემ სატრაპეზოში გადამიყვანა და 250 ლარი დამინიშნა. ერთხანს სტიქაროსანიც ვიყავი და ტრაპეზარიც, მერე ვეღარ მოვახერხე მუშაობა, დრო აღარ მყოფნიდა და მხოლოდ ტრაპეზს ვამზადებდი პატარა ოთახში, სადაც არც წყალი მქონდა და არც არანაირი სამუშაო პირობა.
ერთ დღესაც მეუფეს ოთახის გაფართოება და ხელფასის მომატება ვთხოვე. ოთახი გავაფართოვე, მოვაწყვე და სამსახურიდან სწორედ მაშინ გამიშვა. ჩემს ნაცვლად კი ერთ-ერთი მამაოს ცოლი დანიშნა.
მეუფემ ისე გამიშვა სამსახურიდან, მიზეზი არ უთქვამს, ჩემი გათავისუფლების ამბავი მამაოებისგან გავიგე, თურმე აღარ უნდა მემუშავა, ასეთი კურთხევა იყო მეუფესგან. არ მიცდია მიზეზი გამეგო, მეუფისთვის მეკითხა, რატომ გამათავისუფლა, რადგან აზრი არ აქვს. უკვე წლებია ვხედავდი სხვებს როგორ ექცეოდა, რა მდგომარეობაში აყენებდა და მე რაღა უნდა მეთხოვა. ზოგადად, მეუფისთვის კითხვის დასმა არ შეიძლება – რამე რომ ჰკითხო, ვინ ხარ და როგორ მეკითხებიო გიპასუხებს, გაგიბრაზდება.
დიახ, ხიჭაურში მამაოების ნათესავები და ოჯახის წევრები საქმდებიან. მეუფე კი, რომელიც აქ ყველაფერს მართავს, ავიწროვებს მიმდებარედ მცხოვრებ ხალხს. მაგალითად, დაუკანონებელ ბინებზე მოსახლეობას კარები აუჭედა, ეუბნებოდა, მაინც არ დაგიკანონებენო. ერთ ქალს კი ბარის კარები მხოლოდ იმიტომ აუჭედა, რომ მისი ადგილის მისაკუთრება უნდოდა.
ასე ჩანს, მეუფე ხიჭაურის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიების „დათრევით“ კიდევ დიდ ხანს იქნება დაკავებული. სწორედ ამ მეთოდით მიითვისა მან შენობა, რომელშიც რუსის ჯარის ხიჭაურში ყოფნის დროს ბაგა-ბაღი ფუნქციონირებდა და რომელიც შემდეგ სასაზღვრო ჯარმა დაიკავა. გავერანებული შენობა მეუფემ ხუთი წლის წინ გადახურა და ასე „დაიზანიატა“ შენობა, რომელიც დღემდე არაფერში გამოუყენებია. მთავრობა მეუფეს არაფერს ეუბნება, მაშინ, როცა იქვე მცხოვრებ უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს არაფრის უფლება არ აქვს.
მეტიც, მეუფეს შეუძლია მორწმუნე ეკლესიაში არ შეუშვას, თუ ის ამ მორწმუნეზე გაბრაზებულია. მსგავს ფაქტს პირადად შევესწარი – ქალბატონი, რომლის ბარის კარებიც მეუფემ აჭედა, ერთ დღესაც ეკლესიაში დავინახე, მას რაღაცას სთხოვდა. ჩემგან შორს იყვნენ და არაფერი მესმოდა. უცებ მეუფემ ქალს ხელი აუქნია და მეორე სართულზე ავიდა. მიხმეს, მეუფე გეძახისო. მივედი და მითხრა, ეს ქალი ეკლესიაში რატომ შემოუშვი, ასე თუ გააგრძელებ, სამუშაოს დატოვებ, აქაური ხარ და ხალხი რას იტყვის უნდა ვიცოდეო.
უნდოდა, რასაც მასზე იტყოდნენ, სიტყვა-სიტყვით მისთვის მიმეტანა.
მეუფე სპირიდონი ერთ-ერთ მოსახლეს იცით რატომ ეჩხუბა? – შეშა, რომელიც ჩემი ნებართვის გარეშე მოიტანა, ეზოში როგორ დაყარაო.
მეუფე სხვა ბევრ უსამართლობასაც სჩადიოდა და სჩადის. ადრე თუ ვინმე ადგილობრივი რამეს იტყოდა, ყველაფერზე ვანო მერაბიშვილს ურეკავდა. ახლა სხვა ბერკეტს იყენებს – არავინ არაფერს იმის შიშით არ ამბობს, რომ სამსახურიდან გაგდების ეშინია.
სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერზე, მათ შორის ხიჭაურის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის „დათრევის“ შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმაცია იმიტომაც მაქვს, რომ როცა მეუფე ამ გეგმებს აწყობდა, მაშინ მე სტიქაროსანი ვიყავი.
სხვები თავს უხრიან, მაგრამ მე თავს არ დავუხრი. მეუფეს ასეთი წესი აქვს – პატიება უნდა სთხოვო, მუდმივად უნდა დაუჩოქო, კალთაზე ემთხვიო. ამბობს, ნამდვილი ქრისტიანი მაშინ ხარ, თუ მორჩილი იქნებიო. დიახ, მე, ისე როგორც სხვები, მეუფე სპირიდონისგან ბევრ უსამართლობასა და ძალადობას ვხედავ და ვიღებ.
მე მინდა საზოგადოებამ შეიტყოს ძალადობისა და დამცირების შესახებ, რომელსაც ის ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ეწევა. ასევე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მე არაფერი დამიშავებია და არ ვაპირებ მეუფე სპირიდონისთვის პატიების თხოვნას.
სხვათა შორის, ბიბლია ძალადობას არ ქადაგებს.
P.S. მოსაზრებაში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად “ბათუმელები” დაუკავშირდა ხიჭაურის უნივერსიტეტს, სადაც მეუფე სპირიდონი რექტორია. ამ საკითხზე უნივერსიტეტში განმარტების გაკეთება არ ისურვეს.
„მდინარესთან ახლოს 8000 მეტრი დაკანონებული მიწა მქონდა, რომელზეც ბოსტნეული მომყავდა, 1300 მეტრამდე კი დაუკანონებელი, რასაც საძოვრად და სათიბად ვიყენებდი. როცა ჰესის მშენებლობა დაიწყეს, ის მიწა, რომელიც დაკანონებული იყო, გავყიდე, კვადრატში 9 ლარი და 80 თეთრი გადამიხადეს, მაგრამ მიწა, რომელიც დაუკანონებელი იყო, ჯერ მითხრეს, ეს არ გვჭირდებაო და არ იყიდეს, რამდენიმე დღის შემდეგ, რაღაც შენობა ჩადგეს, ჩემი სათიბი დაიკავეს, არც ფული გადამიხადეს და ვერც ჩემს მიწას ვსარგებლობ, ყოველ დღე მივდივარ, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე. ადრე კი მითხრეს, წელიწადში 500 ლარს მოგცემთო, მაგრამ იმის მერე დავდივარ და არაფერი“, – ამბობს ზურაბ ჯაყელი.
ზურაბის ძმა, შოთა ჯაყელი ყვება, რაც ფირმის წარმომადგენლებმა უთხრეს: „მითხრეს, მიწა დაკანონებული რომ არ გაქვს, თანხას ვერ გადაგიხდი, თურმე ასე უთქვამს კახი კალაძესო. მე, გლეხმა კაცმა, რა ვიცი ვინ რა თქვა. მე ის ვიცი, რომ ჩემი მიწა იყო და ახლა ვერ ვსარგებლობ, იქნებ ვინმემ დაგვეხმაროს და გამარკვიოს, რატომ არაფერს მიხდიან ჩემ მიწაში?“.
„აჭარისწყალი ჯორჯიას“ შესყიდვების ოფიცერი ავთანდილ ივანაძე ადასტურებს, რომ ჯაყელების მიწა კომპანიის შემოსაზღვრულ ზოლში მოექცა.
კომპანიის შესრულებული სამუშაოების ზედამხედველი ოთარ ჯაფარიძე ამბობს, რომ შოთა და ზურაბ ჯაყელები კომპენსაციას ყოველწლიურად მიიღებენ, შესაბამისი ხელშეკრულება კი უახლოეს პერიოდში გაფორმდება:
„აღნიშნულ პიროვნებებთან პირველ ეტაპზე სიტყვიერი შეთანხმება დაიდო, რომ ჩვენ მათ ყოველწლიურად კომპენსაციას – 500 ლარის ოდენობით გადავუხდით, ვიდრე ფირმა სამუშაოებს არ დაასრულებს. რაც შეეხება ხელშეკრულებას, იურისტი თბილისში იყო წასული და ამიტომ ვერ გაფორმდა, უახლოეს დღეებში გავუფორმებთ. კომპენსაციას კი მაშინ მიიღებენ, როცა კომპანიას თხოვნით მიმართავენ და ეს იქნება მოსავლის აღების დრო“.
2014 წელს საქართველოში აივ/შიდსის 177 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით კი, საქართველოში სულ აივ/შიდსით ინფიცირების 4308 შემთხვევაა რეგისტრირებული. პაციენტთა საშუალო ასაკი 29-დან 40 წლამდეა, მათგან 3162 – მამაკაცი და 1146 – ქალია.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში ცხოვრობს, სადაც შიდსით დაავადებული 1419 პაციენტია რეგისტრირებული.
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში აივ/შიდსით 504 პაციენტია რეგისტრირებული, თუმცა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ჯემალ დუმბაძის თქმით, აჭარის, გურიისა და ფოთის მასშტაბით, მათთან მხოლოდ 210 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოს მასშტაბით აივ/შიდსის ინფიცირებისას საჭირო ანტირეტროვირუსულ მკურნალობას სულ 2197 პაციენტი გადის.
ამ ეტაპზე საქართველოში შიდსის პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 20-22 ათასი მაღალი რისკის ჯგუფის პირთა უფასო გამოკვლევა ტარდება, შიდსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს კი გლობალური ფონდი უზრუნველყოფს.
რაზე დაყრდნობით ამბობ ამას იქნებ დაწერო: აივ/შიდსის ბოლომდე განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, თუმცა არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომელთა მეშვეობითაც შიდსი მომაკვდინებელი დაავადებიდან ქრონიკულ, მართვად დაავადებად იქცა. ჯემალ დუმბაძის თქმით, აივ/შიდსის მკურნალობა უფასოა და ის პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
ბათუმში აივ/შიდსზე უფასო შემოწმებას, გარდა ინფექციური საავადმყოფოსი, საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომაც“ ახორციელებს. „თანადგომის“ ხელმძღვანელი ნათია ხარატი ამბობს, რომ აივ-ინფექციის გადაცემის სამი ძირითადი გზა არსებობს: სისხლით, სქესობრივი და ვერტიკალური გზით, ანუ როცა ვირუსი დედიდან შვილზე გადადის.
საქართველოში აივ/შიდსით ინფიცირების ყველაზე დიდი, 51 პროცენტი ინექციურ ნარკომანიაზე მოდის, ინფიცირებულთა 45.7-პროცენტი დაუცველი სქესობრივი კონტაქტით დაავადდა; 1.9% – ვერტიკალური გზით; ხოლო 0.9-პროცენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია.
აივ/შიდსის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყოველი სარისკო ქცევის დროს, მაგალითად, თავდაცვა სქესობრივი კავშირის დროს; გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სტერილური ან/და ახალი ერთჯერადი სამედიცინო ინვენტარი, ხოლო აივ ინფიცირებული დედიდან შიდსის ვირუსის ბავშვზე გადაცემის რისკის (2%-ით) შესამცირებლად ორსულს ანტირეტროვირუსული (არვ) თერაპია უნდა ჩაუტარდეს, ბავშვი საკეისრო კვეთით უნდა გაჩნდეს და ძუძუთი კვება, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ხელოვნური კვებით ჩანაცვლდეს.
საქართველოს რეგიონებს შორის აჭარა მესამე ადგილზეა ინფიცირებულების რაოდენობით, სამეგრელოსა (609 ინფიცირებული) და იმერეთის (575 ინფიცირებული) შემდეგ.
მსოფლიოში შიდსის პირველი შემთხვევა კლინიკურად 1981 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღწერეს. საქართველოს ტერიტორიაზე კი შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა 1989 წელს აღინიშნა.
გამოფენა ხორციელდება აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში” (EducationUSA) ქსელის ფარგლებში. ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ აღნიშნული ქსელის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
ღონისძიების მიზანია აჭარის რეგიონის ახალგაზრდებს მიაწოდოს პირველადი ინფორმაცია აშშ-ში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებზე, დაფინანსების წყაროებსა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის კრიტერიუმებზე.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრის ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსებული „განათლების საერთაშორისო ცენტრი“, რომელიც გამოფენის სტუმრებს მიაწვდის უახლეს ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პროექტებზე მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, მსგავსი გამოფენა ყოველწლიურად იმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
როგორ შეიძლება გულგრილი დარჩე ემილის ამბების მიმართ. როგორ შეიძლება, სულ, მთელი ცხოვრება არ გახსოვდეს, როგორ გაეჩხირა თავი საწვნეში, როგორ შეღება დაიკო იდა, როგორ გამოთვრა თვითონ და დაათრო გოჭუნა, როგორ უნდა დაგავიწყდეს მისი თოფუკა და კეპუკა, ოინების უსაზღვრო მარაგი და დიდი, უზარმაზარი, ბავშვური და კეთილი გული…
ან კარლსონის დავიწყება იქნება? შინამტანჯველისა და ფუნთუშების, ბოსესა და ბეტანის, ბიჭუნასა და ბიმბოს ამბები და ზომიერად ფერხორციანი გოდორას ისტორიები, მხიარულად რომ გადასძახებს ხოლმე ქალაქს: უტი, ბოსე, ბუსე, ბასე, დავისვენოთ, ვიყოთ ასე!
პეპი, ტომი და ანიკა, ფუღუროიანი ხე, ბრაზიანი დეიდები, უზარმაზარი ფეხსაცმელები და პატარა გოგო, რომელიც წიგნის ფინალში ძილმორეული თვალებით უყურებს სანთლის ალს და ამ დროს არ შეიძლება, არ აგეტიროს, მაგრამ ვერ გაიგებ, მაინც რა გატირებს.
ბიულერბიუელობაზე კიდევ ვის არ უოცნებია? ექვსი ბავშვი ერთმანეთის მეზობლად, ნადირობები, თევზაობები, ღამის თევები, მშობლები და კეთილი ბაბუა, ან კალეს გამოძიებები, ევა-ლოტა, ვარდების ომი, ან მიო, ან რონია, ეშმაკის ფეხი, პატარა ლოტა, და უამრავი უსაყვარლესი გმირი, რომლებმაც უამრავი ადამიანის ბავშვობა შექმნა. მაგრამ ჩვენ ვირჩევთ ფავორიტს, დაუვიწყარ და საყვარელ წიგნს, რომელიც მილიონჯერ წავიკითხეთ და კიდევ მილიონჯერ წავიკითხავთ -ცოტა ნაკლებად დაფასებული, „ჩვენც სალტკროკელები ვართ“.
კუნძული სალტკროკა ის აღთქმული კუნძულია, რომელზეც ყველას უოცნებია ოდესღაც. მელკერსონები, გრანკვისტები, სტინა, ბაბუა სიოდერმანი და ამ კუნძულის სხვა მცხოვრებები ის სახეებია, რომლებსაც ერთხელ თუ შეხვდით, მერე მთელი ცხოვრება არ მოგასვენებენ.
ყველაფერი ზაფხულში იწყება, როცა მელკერსონები, სრული შემადგენლობით, კუნძულ სალტკროკაზე ჩადიან. მელკერი, მალინი, იუხანი, ნიკლასი, მალინი და პელე. კუნძულზე კი საოცარ ადამიანებს ხვდებიან და უამრავი თავგადასავალი გადახდებათ. ყველაფერი რეალური და ადამიანურია, თითქოს ყველას ზაფხულის ამბები იცოდა ასტრიდმა, თითქოს ყველას სიზმრები და ოცნებები ნახა და გაითვალისწინა: საიდუმლო კუნძულები, ქოხი, შინაური ცხოველები, მარტო წასვლა სათევზაოდ, უფროს და უმცროს ბავშვებს შორის მუდმივი ომი, მძიმე წუთები, ცრემლები, განსაცდელი…
და რაც მთავარია, ეს წიგნი ნამდვილად მოჯადოებულია: ყველა გვერდის მერე, ყველა ყელში მოწოლილი ბურთის მერე სულ უფრო უკეთესი ხდები, უფრო მეტად გიყვარს ადამიანები და ამ სიყვარულს მერე მთელი ცხოვრება ვეღარ აღწევ თავს. მთავარი ისაა, რომ იჯერებ – ადამიანი ისეთი ცუდი არსება სულაც არ არის, როგორსაც ზოგჯერ მწერლები ხატავენ, ან როგორც ჩვენი უარყოფითი გამოცდილება აჩვენებს.
„ეს ქვეყანა მართლა ჭმუნვა, სევდის კუნძული როდიაო“, ამბობს ჩორვენი და მართალიცაა, ცხოვრებას მეორე მხარეც აქვს, აი, ასეთი მხარე: შეიძლება, ძალიან მშიერი იჯდე და უეცრად სრულიად უცნობი ქალი მოგადგეს მოხრაკულხორციანი ქვაბით, შეიძლება, მთელი კუნძული ფეხზე დადგეს, რომ შენ შენი საოცნებო სახლის ყიდვა შეძლო, ადამიანებს შეიძლება ცრემლები მოადგეთ ცხოველის დაღუპვაზე, თოვლში თუ ჩავარდებით, შეიძლება, ლამაზმა, მწვანეთვალება გოგომ ამოგიყვანოთ, თავის ლოგინში ჩაგაწვინოთ და გაყინული ფეხები გაგითბოთ…
„ნეტავ თუ მომცემს ფრთებს განთიადი, რომ დავესახლო მე ზღვის კიდეზე“… განთიადი არ ვიცით, მაგრამ ეს წიგნი ნამდვილად იძლევა უხილავ ფრთებს, რომლებიც მერე, ცხოვრებაში, ბევრი განსაცდელიდან გარიდებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
ავტორები: მარი კორინთელი, ირაკლი ბაკურიძე. მაღაზია „წიგნები ბათუმში”
სამუშაოებს ბათუმის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია ასრულებს. შპს „რეალი“ ხელშეკრულების საფუძველზე კარების გამოცვლა-რესტავრაციას აწარმოებს, შპს „დია ამო“ კი _ სადარბაზო ჭიშკრების დამზადება-მონტაჟს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით 13 ქუჩაზე (ერთ ქუჩაზე რამდენიმე ნომერში), უნდა გამოიცვალოს 36 სადარბაზო ხის კარი, ცხრა ქუჩაზე რესტავრაცია ჩაუტარდეს 16 კარს, ხოლო 12 ქუჩაზე დამონტაჟდეს 37 ჭიშკარი.
როგორც ბათუმის განვითარების ფონდის თამჯდომარე ავთანდილ დარჩია ამბობს, პროექტი ექვსი თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ჩასმულია 24 ჭიშკარი და 12 სადარბაზო კარი. სამუშაოები 7 ივნისს უნდა დასრულდეს.
„ტენდერში განსაკუთრებული მოთხოვნები იყო ჩადებული, მასალად ყოფილიყო გარკვეული ჯიშის ხეები გამოყენებული, ამჯერად შერჩეულია წაბლი. სადარბაზო კარები მაღალი ხარისხით – დაპრესვის მეთოდითაა გაკეთებული. ძირეული ხე იჭრება ოთხ ნაწილად და საპირისპირო მიმართულებით იპრესება. გამოყენებულია ახალი მეთოდი და გათვალისწინებულია ტემპერატურის ცვალებადობა. ხის მასალას გარანტია აქვს ხუთი წელი, საღებავს კი _ ერთი წელი. გამოყენებული დეტალები, მაგალითად, ანჯამები, სახელურები თითბრისგანაა დამზადებული და ხელნაკეთია.“
ავთანდილ დარჩიას თქმითვე კომპანიას ვალდებულება არის ასევე ზღურბლის გაკეთება გრანიტით ან მარმარილოთი.
ჩასატარებელი სამუშაოები ბათუმის განვითარების ფონდში სპეციალურად შექმნილმა „ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ჭიშკრებისა და სადარბაზოების კარებების მდგომარეობის შემსწავლელმა კომისიამ“ შეისწავლა, რომელსაც ქალაქის მთავარი არქიტექტორი გია რამიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის დასკვნის საფუძველზე სამუშაოები ოთხ ტიპად დაიყო: კარები, რომელსაც მინიმალური შეკეთება სჭირდება, ექვემდებარება რემონტს, ექვემდებარება რესტავრაციას და მთლიანად შესაცვლელია ახლით.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ერთი კარის გამოცვლის საერთო ღირებულება საშუალოდ 7870 ლარია. ხოლო ერთეული კარის ღირებულება 1600 ლარი.
ქედის სასპორტო სკოლაში გამართულ საარჩევნო სუბიექტების წარდგენას სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრაზე განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები აქტიურობდნენ.
ამომრჩეველს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტარმა, ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა. მან მოსახლეობას გამგებლობის კანდიდატად დავით დუმბაძე წარუდგინა და მათ კოალიციის მიერ წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
თავად გამგებლობის კადიდატმა, დავით დუმბაძემ კი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ტარიელ მანველიძე, გურამ ანანიძე, გიორგი ბერიძე, რაინდი ლორთქიფანიძე, რეზო თურმანიძე, როლანდ დუმბაძე, ზურაბ დევაძე, რომან ბედინაძე და ნარგიზ დიასამიძე წარუდგინა მოსახლეობას და ქედის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
„აქ ძირითადი პრობლემა დასაქმება და ხშირი მეწყრული მოვლენებია. მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდთან ერთად მიზნად დავისახეთ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. ჩემი მუშაობის გეგმა იყო და იქნება ის, რომ ქედელი კაცი სამუშაოდ საზღვარგარეთ არ უნდა მიდიოდეს, ამისათვის აქტიურად ვმუშაობდი ინვესტორების მოძიებაზე, მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ქედაში სამკერვალო ფაბრიკას გახსნის. შენდება ღვინის საწარმო, ვიწყებთ მინერალური წყლების ჩამოსხმას. მოეწყობა თამბაქოს ქარხანა და მშრალი გაყინვის საწყობი“ – უთხრა ამომრჩეველს გამგებლობის კანდიდატმა დავით დუმბაძემ.
„მოსახლეობას ვპირდები, დავიცავ მათ უფლებებს, ვერ მივცემ ისეთ დაპირებას, რაც ჩემი ფუნქცია არ იქნება და ჩემს ძალებს აღემატება“ – განაცხადა ს დაბა ქედის მაჟორიტარმა ნარგიზ დიასამიძემ.
საარჩევნო სუბიექტების წარდგენას ქედაში პარტიის აქტივისტებთან ერთად მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე და ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ბალაძე ესწრებოდნენ.
ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ ავი დადებით და შიდსით დაავადებულ ადამიანთა შორის 50%-ზე მეტმა უკვე შიდსის სტადიაში შეიტყო მისი სტატუსი. ეს ამტკიცებს იმას, რომ საქართველოში გამოვლენა ჯერ კიდევ გვიანია (ადამიანები გვიან იგებენ, რომ დაინფიცირდნენ აივით), რაც ართულებს მკურნალობის პროცესს და ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.
პრესკონფერენციის ორგანიზატორები, მხარდამჭერები და მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ საქართველოში აივ ტესტირების ბარიერებზე და მოგვაწვდიან რეკომენდაციებს, თუ რა შეიძლება განხორციელდეს იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა მოისურვოს და რეალურად გაიკეთოს ტესტი აივზე და გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს დროულ მკურნალობას, რაც ჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტია.
პრესკონფერენციის პანელისტები: ნათია ხარატი -დირექტორი- საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ (ბათუმის ფილიალი); თამარი ქაჩლიშვილი-დირექტორი, საზღვაო ჰოსპიტალი; იულია რასკევიჩი – მედიაკომუნიკაციის ოფიცერი-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აივ დადებით ადამიანთა გაერთიანება; ლაშა თვალიაშვილი-დირექტორი-„რეალური ხალხი რეალური ხედვა“.
აჭარის საოლქო პროკურატურის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის მადლობის სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.
სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა გიროგი თორდიას, საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს; ვლადიმერ თურმანიძეს, საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროს პროკურორს; ირაკლი გაჩეჩილაძეს, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს; გიორგი პერანიძეს, საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელს; რომეო ტყაბლაძეს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს.
მადლობის სიგელი გადაეცათ: ანზორ უსტიაძეს, აჭარის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორს და ფრიდონ ქარცივაძეს, აჭარის პროკურატურის განყოფილების პროკურორს.
ასევე, ვადამდელი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭათ:
ბაკურ აბულაძეს, აჭარის საოლქო პროკურორის მოადგილესა და შოთა ხორავას, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს.
ჟურნალისტების კითხვებს მთავარმა პროკურორმა არ უპასუხა.
„შეხვედრების მიზანია ვაცნობოთ საზოგადოებას თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ. ის რომ თვითმმართველ ორგანოებს გადაეცემათ ექსკლუზიური უფლებამოსილება; ის რომ 2014 წლის სექტემბერში საშემოსავლო გადასახადის ნაწილი უნდა დარჩეს თვითმმართველობას, ასევე უნდა გაიმიჯნოს ქონება თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. 2017 წლამდე შესაძლებელია მოხდეს ახალი მუნიციპალიტეტების წარმოშობაც. ასევე ის ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსშია, როდესაც პირდაპირ ვირჩევთ მერებს, ის რომ 4%-იანი ბარიერია პარტიებისთვის დადგენილი, რომ ამომრჩევლის 20% აქვს უფლება მოითხოვოს საკითხის ინიცირება, თუ კი უკმაყოფილოა გამგებლის ან მერის საქმიანობით. ბუნებრივია შემდეგ საკრებულომ უნდა იმსჯელოს და ორმა მესამედმა გადაწყვიტოს ეს საკითხი“ – ამბობს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი ასლან ჭანიძე.
ტბელ აბუსერიძის #4-ში ამხანაგობის თავმდომარე ლალი ბისეიშვილი თვითმმართველობის რეფორმის, კონკრეტულად კი დეცენტრალიზების მომხრეა.
„რაც არის დასახული, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მოხმარდეს ქალაქის განვითარებას და არ იყოს ცენტრალიზებული, ეს იქნებოდა კარგი“- ამბობს ლალი ბისეიშვილი.
დღემდე საქართველოში ოთხი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მცდელობა იყო. ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმის პრაქტიკაში დანერგვა ხალხის აქტიურობაზეა დამოკიდებული:
„ხალხს აქვს ძალაუფლება. თუკი მოსახლეობა არ იაქტიურებს და არ გაიგებს, როგორ ხდება ქონების გამიჯვნა, რა პროცენტი რჩება საშემოსავლოს და თვითმმართველობას, ბუნებრივია ეს რეფორმაც დაზიანდება.“
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 21 მაისიდან ტარდება. მას სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) მხარდაჭერით. პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია“ ფარგლებში ახორციელებს.
„საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ბეჭდვითი-სააგიტაცო მასალების გავრცელების, მათ შორის საარჩევნო პლაკატების გაკვრის ადგილი განსაზღვრულია ბათუმის საკრებულოს მიერ. სამწუხაროდ ხშირად არის კანონის დარღვევის ფაქტები. საარჩევნო სუბიექტებს უკვე დაეგზავნათ გაფრთხილება და ჩაბარებიდან ორი დღის ვადაში ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარმდებიან. თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარი რაოდენობის დარღვევა აქვს.“ – განაცხადა გოჩა ძნელაძემ.
მისივე თქმით, ჯარიმა საარჩევნო პლაკატის კანონით გაუთვალისწინებელ ადგილას გაკვრისათვის 50 ლარია (პირველ ჯერზე), ხოლო თუ საარჩევნო პლაკატი გაკრულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ზონაში მდებარე შენობაზე, მაშინ ჯარიმა პირველ შემთხვევაში 200 ლარია, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარი.
გაფრთხილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ზედამხედველობის სამსახურმა გუშინ გაუგზავნა. პარტიებს გაფრთხილების მიღების შემდეგ ორი დღის ვადა აქვთ დარღვევების გამოსასწორებლად. ზედამხედველობის სამსახურს ჯერ-ჯერობით არც ერთი პოლიტკური პარტია არ დაუჯარიმებია.
კოალიცია „ქართული ოცნება“; პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი საქართველო – ნინო ბურჯანაძე“; მოქალაქე ნიაზ ბოლქვაძე; პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“; პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის პარტია“; პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის პარტია“; პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“; პოლიტიკური გაერთიანება ,„ირაკლი ღლონტი – რეფორმატორები“ – ეს ის პარტიები და პოლიტკური გაერთიანებებია, რომელსაც მერია აფრთხილებს, საარჩევნო პლაკატები მხოლოდ კანონით დადგენილ ადგილებში განათავსონ.
პროექტი „ბათუმის ეზოს ამბები“ 2014 წლის აგვისტოს მესამედ გაიმართება და გულისხმობს საჯარო სივრცეში მხატვრების ერთობლივშემოქმედებით, კვლევით და სამუშაო პროცესს – ძველი ბათუმის რამდენიმე ეზოსა (ე.წ. „იტალიური ეზო“) და ქუჩაზე, ხოლო ბოლოს ნამუშევრების იგივე ეზოებში გამოფენას.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს 8 ადგილობრივი (4 აჭარიდან, 4 საქართველოს სხვა რეგიონიდან) და 4 უცხოელი მხატვარი
(პოლონეთი, უკრაინა, იაპონია).
განხორციელების თარიღი:
სამუშაო პერიოდი 16-დან 28 აგვისტომდე; ნამუშევრების გამოფენა – 29, 30 და 31 აგვისტო.
მონაწილე მხატვრების და ეზოს მაცხოვრებლების თანამშრომლობით შეიქმნება ნამუშევრები, რომელთა ინსპირაციის წყარო ეზოს და მისიმობინადრეების კულტურული მემკვიდრეობა, პერსონალური ისტორიები, ინფრატრუქტურა, არქიტექტურული თავისებურებები და ყოველდღიურიცხოვრების დინამიკა იქნება.
გამოყენებული მედია შეიძლება იყოს ფოტო, ვიდეო, აუდიო, პერფორმანსი, ინსტალაცია, ლენდ-არტი, სტრიტ-არტი და ა.შ.;
შესაძლებელია პერმანენტული და დროებითი ნამუშევრების შექმნა.
საკონკურსოდ მიიღება PDF ფორმატის პორტფოლიოები /არაუმეტეს 5 MB-სა/
პორტფოლიო უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
შემოქმედებითი მოკლე ბიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია); ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული დაგანუხორციელებელი 3 პროექტი: ნამუშევრები/პროექტები – სახელწოდება, შექმნისთარიღი, კონცეფცია, ფოტო-დოკუმენტაციაან ონლაინბმული; განუხორციელებელი პროექტები – სახელწოდება, კონცეფცია;
პროექტის ფარგლებში ანაზღაურდება: მგზავრობა, საცხოვრებელი, ნამუშევრების წარმოება, პერ-დიემი, ჰონორარი.
საკონკურსო პორტფოლიოები (PDF) მიიღება 2014 წლის 20 ივნისამდე ელფოსტაზე:
info@backyardstories.ge
ინფორმაცია შერჩეული მონაწილეების შესახებ გამოქვეყნდება ვებგვერდზე 2014 წლის 25 ივნისს.
თუ სახლი ის ადგილია, სადაც შენ ცხოვრობ, სადაც საღამოს სამსახურის შემდეგ ბრუნდები, სადაც საძინებელი ოთახის კარადის თაროზე შენი პიჟამოა შეკეცილი, აბაზანის თაროზე კი, შენი შხაპის კრემი და შამპუნი დგას, სადაც ლოგინში ჩაწოლილი ძილის წინ ვაშლს ახრამუნებ და საინტერესო წიგნს კითხულობ, მაშინ ჩემი სახლი თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზეა.
თუ შენი სახლი ის ადგილია, სადაც შენი მშობლები ცხოვრობენ, სადაც ყველა პასუხისმგებლობა გეხსნება, სადაც შეგიძლია წუწუნით თავი შეაცოდო დედას, სადაც დილით გაღვიძებულს საუზმე გამზადებული გხვდება, საღამოს კი მამა გირეკავს, სამსახურიდან ვბრუნდები და თუ გინდათ თქვენს საყვარელ ნამცხვარს გამოვიყოლებო, მაშინ ჩემი სახლი მოსკოვში, სვეტლოგორსკის ქუჩაზეა.
თუ შენი სახლი ის ადგილია, სადაც შენი მოგონებები ცხოვრობენ, სადაც ბავშვობა გაგიტარებია, სადაც ბებო და ბაბუც იყვნენ, სადაც კვირაობით მთელი ოჯახი იკრიბებოდა სადილზე, და მაგიდა ბებოს მიერ საგანგებოდ მომზადებული კერძებით იწონებდა თავს, სადაც ყველა კუთხე-კუნჭული შენთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ოყო, მაშინ ჩემი სახლი სოხუმში, ჩანბას ქუჩაზეა.
მოგონებების სახლში ყველაზე მეტად მინდა მოვხვდე, მაგრამ შარშან ზაფხულში სოხუმიდან დაბრუნებულმა ჩემმა უმცროსმა დამ სახლის სურათები რომ ჩამომიტანა, იძულებული გავხდი შევგუებოდი იმ რეალობას, 20 წელი ჯიუტად რომ არ ვუსწორებდი თვალს – მოგონებების სახლში დაბრუნება ისეთი ნატვრის კატეგორიაში გადავიდა, არასდროს ახდენა რომ უწერია. როდესმე კიდეც რომ ჩავიდე ქალაქში, სადაც ჩემი ბავშვობის სახლი დგას, თურმე იქედან ჩემი მოგონებები დიდი ხანია გაუდევნიათ და სხვა ადამიანების რეალობა დასახლებულა.
ოცნებად დავატარებ ვცხოვრობდე პატარა ხის სახლში, ღია ვერანდით. ვერანდაზე მედგას მოხერხებული ტახტი ბევრი რბილი ბალიშით. საღამოს ვანთებდე ფარანს, ფეხზე ნაქსოვ ჭრელ წინდებს ვიცვამდე, ტახტზე მოკალათებული კუბოკრულ პლედს ვიფარებდე და ლიმონიანი ჩაის წრუპვისას ჩემ წინ გადაშლილი ტყის სილამაზით ვახარებდე თვალს და გონებას.
ოცნების სახლი ალბათ იმიტომ გაჩნდა ჩემს წარმოსახვაში, რომ ლაბირინთში გზა ამებნა, ვლამობ თავი დავაღწიო და ზუსტად გადავწყვიტო, გაელვებულ ფიქრზე დავიღალე, სახლში მინდა!“ სად მინდა ვიყო, სად არის ჩემი სახლი…
ბატონო გოჩა, რა ითვლება არტერიული წნევის საშუალო ნორმად?
თანამედროვე რეკომენდაციებით, არტერიული წნევა უნდა იყოს 140/90 მმ.ვწ.სვ–ზე დაბალი, ხოლო შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის – 130/85 მმ.ვწ.სვ–ზე დაბალი. ასაკის მიხედვით ეს ციფრები არ იცვლება.
რა ასაკიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს არტერიული ჰიპერტენზია?
არტერიული ჰიპერტენზიის კონკრეტული ასაკობრივი ნორმები არ არსებობს, თუმცა ასაკის ზრდასთან ერთად მისი გამოვლინების რისკი იზრდება. ასევე საგულისხმოა, რომ 50 წლამდე ასაკში ჰიპერტენზია ჭარბობს მამაკაცებში, შემდგომი წლოვანების პაციენტები კი უმეტესად ქალები არიან.
რა სახის არტერიული ჰიპერტენზია არსებობს?
არსებობს ორი სახის არტერიული ჰიპერტენზია – პირველადი, ანუ ესენციური ჰიპერტენზია და მეორადი, ანუ სიმპტომური ჰიპერტენზია. უნდა აღინიშნოს, რომ სიმპტომური ჰიპერტენზია სხვადასხვა შინაგანი ორგანოების დაავადების დროს ვლინდება და უმეტეს შემთხვევაში, დაავადება იწყება ბავშვობის ასაკში.
პირველადი არტერიული ჰიპერტენზია, თავის მხრივ, იყოფა სტადიებად, ანუ ხარისხებად. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ ამჟამად განიხილება სიმძიმის მიხედვით I, II III ხარისხი, ასევე ცალკე განიხილება იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია, როცა არტერიული წნევის ზედა მაჩვენებელი ციფრი 140-ზე მეტია, ხოლო ქვედა ციფრი არის ნორმის ფარგლებში – 90.
ზოგიერთ პაციენტს (დაახლოებით ყოველ მეხუთეს) არტერიული წნევა სამსახურში ემატება. ასეთ ვარიანტს უწოდებენ „სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიას“.
რას ვნებს მაღალი არტერიული წნევა?
არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ერთ მილიარდზე მეტი ადამიანის პრობლემას მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევით დაავადების პირობებში შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1. გულის დაავადებები – სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რემოდულირება (ჰიპერტროფია), გულის უკმარისობა; 2. ინსულტი, ან ტრანზიტორული იშემია; 3. თირკმლის ქრონიკული დაავადება (უკმარისობა); 4. თვალის დაავადება – რეტონოპათია; 5. პერიფერიული არტერიების დაავადება.
რა არის პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის ხელშემწყობი მიზეზები?
პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის ხელშემწყობი მიზეზებია ზოგადი სიმსუქნე (ს.მ.ი.>30 – სხეულის მასის ინდექსი უნდა იყოს არაუმეტეს 30–ისა), მარილის ჭარბი მოხმარება, ჭარბკალორიული საკვების ხშირი მიღება, სტრესი (ფსიქოემოციური სფეროს არასტაბილურობა), გენეტიკური განწყობა ამ დაავადების მიმართ, პროფესიის სახეობა, უმოძრაო ცხოვრების სტილი, ალკოჰოლის ხშირი მიღება, თამბაქოს მოხმარება და სხვა.
როგორ ხდება დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა?
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სამიზნე ორგანოების (გული, ნერვული სისტემა, თირკმელი) გამოკვლევა, რისკის სტრატიფიკაცია. შემდეგ პაციენტთან გასაუბრებით უნდა გავარკვიოთ ამ დაავადების ხელშემწყობი მიზეზები. კონკრეტულ შემთხვევაში ამისათვის საჭიროა გარკვეული ინსტრუმენტული და კლინიკურ–ბიოქიმიური ლაბორატორიული გამოკვლევები, რის საფუძველზეც ხდება დიაგნოზის გაფორმება.
რაც შეეხება არტერიული წნევის მკურნალობას, აუცილებელია ორი ძირითადი წესის დაცვა: 1. მედიკამენტური მკურნალობა ექიმის რეკომენდაციების მიხედვით; 2. ცხოვრების სტილის შეცვლა, ანუ მოდიფიკაცია.
როგორ შეიძლება ადამიანმა მართოს არტერიული წნევა, გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა?
გარდა მედიკამენტური თერაპიისა, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა. პირველ რიგში, საჭიროა ემოციური სფეროს მოწესრიგება, ჭარბი წონის დაკლება, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება – უპირატესობა ენიჭება ხილსა და ბოსტნეულს (სასურველია უმი, თერმულად დაუმუშავებელი პროდუქტები), უნდა შეიზღუდოს ცხოველური წარმოშობის ცხიმები – კარაქი, ერბო, ქონი შებოლილი ხორცის ნაწარმი, ნამცხვარი, ნაყინი, შოკოლადი. უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება.
და ბოლოს, ვინაიდან არტერიული წნევის მატება ხშირად დაკავშირებულია სულიერ მღელვარებასთან, აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში. გვახსოვდეს, რომ არის მოვლენები ჩვენ გარშემო, რომელთა მართვა არ ძალგვიძს.
“უკრაინაში სოფლის მეურნეობის, აზოტის სფეროში ასე თუ ისე წარმატებული ბიზნესი მქონდა, მაგრამ ჩამოვედი და დავინახე, რომ ჩემს ბათუმელებს ძალიან უჭირს, ის ბათუმი აღარაა ბათუმი ქათქათა რომ იყო, ძალიან დიდი მოვლა უნდა, ძალიან დიდი გასაჭირი აქვს მოსახლეობას” – აცხადებს მურმან ბერიძე.
მურმან ბერიძე, ბათუმში, ე.წ ჭაობის უბანში ცხოვრობს და მისი უბნის განვითარებაზე გვიყვება: „ეს უბანი ჩვენ უნდა განვავითაროთ, ტურისტები უნდა მოვიზიდოთ – რუსეთი იქნება, უკრაინა იქნება თუ სხვა საზღვარგარეთის ქვეყანა”…
კანდიდატის აზრით ქალაქში ბევრი პრობლემაა: ” მედიცინაში დასახვეწია ყველაფერი, ინფრასტრუქტურა დასახვეწია, სპორტული მოედნები არ არის ახალგაზრდებისათვის, არაფერი არ არის, ტყუილად ცარიელი მიწები არის მიგდებული უპატრონოდ…”
რატომ გადაწყვიტა ბიზნესმენმა პოლიტიკაში წასვლა? – „იცით რა არის, მე როცა ჩამოვედი უკრაინიდან , რომ დავბრუნდი ჩემს ბათუმში შევხედე, მიტინგები ტარდებოდა, „ოცნებასთან“ ერთად მეც ვღებულობდი მონაწილეობას და როდესაც დაარბიეს აქცია, 26 მაისს, აჭარის ტელევიზიასთან, ჩემი შვილი მსახურობდა ჯარში, დამირეკა ჩემმა შვილმა ტელეფონზე, რა ხდება მამა მეთქი, და დამამთავრებინე ეს ჯარიო და რატომ მეუბნებითქო და ჩემი უფროსი მევიდა, მამაშენი იქანე მიტინგზე არის, წავიდეს, რომ უნდა დავარბიოთო, ხოდა ეხლა რა ხდება – პიროვნებები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ ისინი არიან მერიაში უფროსებად და მთელ ინფრასტრუქტურაში მაგენი არიან, ამით არაფერი არ შეცვლილა და ამისათვის გადავწყვიტე. ქალაქში, რაც მერიას ესაჭიროება, იმ სფეროში შევცვლი აუცილებლად, ჩვენი ბიუჯეტი რაც არის, უქმად რაც იფლანგება, გამოვიყენებ ქალაქის სასარგებლოდ”…
რას ფიქრობს ბათუმის მერობის კანდიდატი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე? – „არ უნდა მივემხროთ , ჩვენ არა ვართ მაგისათვის მზად, ჯერ მზად უნდა იყო იმ კანონისათვის, რაც მისაღებია და მერე უნდა მიიღო”… კითხვაზე წაკითხული აქვს თუ არა კანონი გვპასუხობს: “არ წამიკითხავს, არ მეცალა , მაგ თემაზე ნაღდად არ განმიხილია” – ამბობს მურმან ბერიძე.
ძმერხლი მარადმწვანე მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან, რომელიც ველურ პირობებში იზრდება და რომელსაც დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ. ძმერხლს შეხვდებით თითქმის ყველა ყვავილების სალონში. ეს მცენარე თაიგულების ტრადიციული დანამატია. საქართველოში ძირითადად აჭარაში, ქართლსა და აფხაზეთშია გავრცელებული. გასულ წელს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ სახეობის პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. კვლევა წელსაც გრძელდება. კვლევები ჩატარდა ქობულეთში, მახუნცეთში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სპეციალისტების განცხადებით 11 სატყეო უბანზე მცენარის მოპოვება დაუშვებელია.
„ძმერხლი გააქვთ უკრაინასა და სომხეთში, სადაც სათაიგულედ იყენებენ. ხარიშუბლასგან იცით, რომ პლატიფილინს იღებენ და ძალიან ბევრი საწარმოა, რომელიც ამას იბარებს. მონიტორინგი ჩავატარეთ იმ მონაკვეთში, სადაც ტრადიციულად ანთროპოგენური ზემოქმედება უნდა ყოფილიყო მაღალი და კატასტროფული შედეგები გვაქვს,“ – აცხადებს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე.
„აღნიშნული კვლევები ძირითადად ჩავატარეთ იმ კვარტალებში, სადაც განსაკუთრებით დიდი იყო ანთროპოგენული ზემოქმედების ხარისხი. როგორც კვლევებმა გვიჩვენა, უმრავლეს კვარტალში უნდა აიკრძალოს ძმერხლის დამზადება, პოპულაციების აღდგენამდე მისი შემდგომი ბუნებაში შენარჩუნების მიზნით. შესწავლილი ტერიტორიიდან მხოლოდ ქობულეთის ორ სატყეო კვარტალში არის მცირე რაოდენობით მარაგი. თერთმეტ შესწავლილ უბანზე დაუშვებელია ძმერხლის მოპოვება, მისი პოპულაციის აღდგენამდე,“ – ამბობს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იზოლდა აბულაძე.
კვლევა მიმდინარე წელსაც გრძელდება. სპეციალისტები წელს იმ ადგილებს შეისწავლიან, რომელიც რთულად მისადგომია მოსახლეობისათვის და საერთო სურათს დადებენ.
მეორე სახეობა, რომლის ბუნებრივი და ეკოლოგიური მდგომარეობა სპეციალისტებმა შეაფასეს, ხარიშუბლაა. ისევე როგორც ძმერხლი, ხარიშუბლაც მაღალი ეკონომიკური ღირებულებისაა. მცენარეს ნედლეულად სამედიცინო სფეროში იყენებენ. საკვლევი არეალი ხულო-შუახევი იყო.
„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შესწავლილ არეალში მცენარე გავრცელებულია ერთეული სახით და მისი მოპოვება დაუშვებელია. ასეთი 13 უბანია ხულოსა და შუახევში. ჩვენი შეფასებით სატყეო უბნები ორ კატეგორიად იყოფა: რიგ ადგილებში ხარიშუბლას მოპოვება სამ წლამდე დაუშვებელია, რიგ ადგილებში კი – პოპულაციის აღდგენამდე მისი შემდგომ ბუნებაში შენარჩუნების მიზნით,“ – ამბობს იზოლდა აბულაძე.
სპეციალისტების მიერ მომზადებული რეკომენდაციები საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს და სატყეო სააგენტოს გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის. როგორც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე აცხადებს, შესწავლილ უბნებზე გაიზრდება მონიტორინგი, რომ მოსახლეობამ ძმერხლი და ხარიშუბლა არ მოიპოვოს.
მიუხედავად ბიომრავალფეროვნების დაცვის განყოფილების რეკომენდაციისა, ძმერხლის ამჟამად შეუფერხებლად მოიპოვებენ. რაც შეეხება ხარიშუბლას, მცენარე ნედლეულად აგვისტოდან არის ვარგისი. მიიღებს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას და აიკრძალება თუ არა ამ ორი სახეობის მოპოვება, ჯერჯერობით უცნობია.
მუდმივი სექსუალური დაუკმაყოფილებლობა, ეროტიკული ფანტაზიები, გამუდმებით ახალი პარტნიორების ძიება, ტენდენცია აგრესიულობისკენ, აქედან გამომდინარე სექსუალური ქცევის დარღვევა და ხშირი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები – ეს ნიმფომანიაა (ნიმფო – პატარძალი, მანია – ლტოლვა, სიგიჟე), პათოლოგიური ჰიპერსექსუალურობის ერთ-ერთი სახე ქალებში, რომელიც სხვადასხვა პარტნიორთან სხვადასხვა სახის სქესობრივი ურთიერთობებისადმი იმპულსურ, არაკონტროლირებად, ობსესიურ ლტოლვაში ვლინდება.
ნიმფომანიის მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა ენდოკრინული, ნევროლოგიური, ორგანული და ფსიქიკური დარღვევები იყოს. ყველაზე ხშირად ნიმფომანიის მიზეზი ფსიქიკური დარღვევებია – მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ფსიქოპათიები, შიზოფრენია, ისტერია, ფრიგიდულობა. ნიმფომანია შეიძლება ქალზე სექსუალური ძალადობის შედეგად, ან საპირისპიროდ – ბავშვობაში სექსუალობასთან დაკავშირებული ქცევების მკაცრმა აკრძალვამაც გამოიწვიოს.
ასაკიდან გამომდინარე ორი სახის ნიმფომანიას განასხვავებენ – ნიმფომანია ახალგაზრდა ქალებში და კლიმაქტერული ნიმფომანია.
ახალგაზრდა ქალები ნიმფომანიის სიმპტომებით ხშირად არ თვლიან თავს ავადმყოფებად, ისინი მიიჩნევენ, რომ ტემპერამენტულები არიან და მომატებულ ლიბიდოს ქალურ ღირსებას აწერენ. ქალები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ ექიმს, როდესაც მომატებული ლიბიდო საგანგაშო ხდება, როდესაც ჰიპერსექსუალურობა ცოდვად ან გარყვნილებად მიიჩნევა.
კლიმაქტერული ნიმფომანია აღენიშნებათ ქალებს კლიმაქსის დადგომისთანავე ან პოსტკლიმაქტერულ პერიოდში და მისი ძირითადი მიზეზი ჰორმონალური დისბალანსია. გარდა ამისა, კლიმაქტერულ ნიმფომანიას ხშირად თან ერთვის შიზოფრენია და ფსიქოპათიები.
არის ასევე მდგომარეობები, რომლებიც ახლოს არის ნიმფომანიასთან, მაგალითად, ქალს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე პარტნიორი არა სექსუალური მოტივებით, არამედ არასრულფასოვნების კომპლექსის გამო, როდესაც ის არ არის დარწმუნებული საკუთარ ქალურობასა და სილამაზეში.
მკურნალობის ჩატარების აუცილებლობა დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ ჰიპერსექსუალურობას. ზოგ ქალს მოსწონს მომატებული ლიბიდოს და პერმანენტული სქესობრივი ლტოლვის შეგრძნება, ამას დადებითად აღიქვამს და ამიტომაც რთულდება საზღვრის გავლება ნორმასა და პათოლოგიას შორის. იმ შემთხვევაში თუ გვაქვს ზემოხსენებული სიმპტომები და ობიექტი ვერ უწვეს კონტროლს საკუთარ სურვილებს, რაც მას პრობლემას უქმნის სამსახურში, პირად ცხოვრებაში და ეს სიტუაცია მის მიერ აღიქმება საგანგაშოდ, მან აუცილებლად უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის ფსიქოთერაპევტს ან/და სექსოლოგს.
“საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ უნივერსიტეტის, ბათუმის ისტორიაშიც, ვინაიდან დღემდე, ბათუმში გამართულ ყველა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ხელოვნება წარმოდგენილი იყო სექციის სახით, მაგრამ დამოუკიდებლად იგი მხოლოდ წელს იმართება ხელოვნების უნივერსიტეტში,” – ნათქვამია ოფიციალურ რელიზში.
„მავნებლებთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის,“ – აცხადებს აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე. მისივე თქმით, აჭარაში, წიწვოვან მცენარეებში გავრცელებული მავნებელი მბეჭდავი ქერქიჭამია და კენწეროს ქერქიჭამიაა.
„მბეჭდავი ქერქიჭამია წლების განმავლობაში აზიანებს წიწვოვნებს. მას პერიოდულად ებრძვიან. ალბათ კლიმატის ცვლილების ბრალიც არის, რომ მოიმატა რაოდენობამ. შესაძლებელი იყო ქიმიური შეწამვლის მეთოდის გამოყენებით მავნებლის განადგურება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს, ამიტომ გამოვიყენებთ მექანიკურ მეთოდს. მწერდამჭერი ხაფანგები შევისყიდეთ და მალე განვათავსებთ დაავადებულ მონაკვეთებში,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.
მისივე თქმით, გარდა ზემოჩამოთვლილი მავნებლებისა, ნაძვს სხვა მავნებელი – ნაძვის დიდი ლაფანჭამია აზიანებს. მწერდამჭერი ხაფანგი ამ მავნებელს ვერ ერევა. სწორედ ამიტომ დაავადებასთან საბრძოლველად ბუნებრივი მტერი უნდა გამოიყვანონ.
„თუ გახსოვთ ბორჯომში გახმა ტყეები. იმ პერიოდში ჩვენთანაც იყო, ჩატარდა მაშინ ღონისძიებები, მაგრამ ახლა ისევ გააქტიურდა. მავნებლების წინააღმდეგ ჩვენი ძალებით უნდა გამოვიყვანოთ ბიოლოგიური მტერი, რომელსაც ჩავასახლებთ და შემდგომ უკვე თვითონ შეებრძოლება და გაანადგურებს დაავადებას,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.
6 ათასი მწერდამჭერი ხაფანგი ქობულეთში, ხულოსა და შუახევში გადანაწილდება. მავნებლები ძირითადად ნაძვსა და სოჭს აზიანებენ. მწერდამჭერი ხაფანგებისთვის ჯამში 230 ათასამდე ლარი დაიხარჯება. კითხვაზე, რამდენად ეფექტური იქნება აღნიშნული ღონისძიებები, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე პასუხობს: „თურქეთის გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხერხმა გაამართლა. იქ ეს პრობლემა მოგვარდა ფაქტობრივად. ყველა კონსულტაციის შედეგად, რაც გავიარეთ, გადავწყვიტეთ, ეს მეთოდი გამოგვეყენებინა“.
გარდა წიწვოვანი მცენარეებისა ტყის მავნებლებთან ბრძოლას ფოთლოვან მცენარეებშიც აპირებენ. თუმცა ამისათვის ჯერ სათანადო კვლევა უნდა ჩატარდეს. სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, სამმართველოს ტენდერი აქვს გამოცხადებული. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ფოთლოვან სახეობებში სრული მონიტორინგი განხორციელდება. შედეგები კი მოგვიანებით დაიწყება.
„წელს შეიქმნა მავნებლებთან ბრძოლის სამსახური აჭარის სატყეო სააგენტოში. ასევე მათთვის ქედის ტერიტორიაზე მოეწყო სამუშაო ოფისი, რომელსაც ბევრი დანიშნულება ექნება. ალბათ ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება იქნება მონიტორინგი და კვლევა დაავადებული უბნების, დაავადებებისა და მავნებლების იდენტიფიცირება,“- განაცხადა ვახტანგ წულაძემ.
ფოთლოვანი მცენარეებიდან ყველაზე პრობლემური წაბლია. საქართველოს ტყეებში წაბლი დაავადებულია. მცენარეს ე.წ. წაბლის კიბო სჭირს, დაავადება ჯერ ქერქს აზიანებს, მოგვიანებით კი ხეს ნიადაგიდან კვების საშუალებას უბლოკავს, რაც საბოლოოდ ხის გახმობას იწვევს.
აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე ამბობს, რომ წაბლის დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი სანიტარული ჭრაა.
„სანიტარულ ჭრას ვატარებთ იმისთვის, რომ კერები შემცირდეს. უფრო ეფექტური წამალი არცაა გამოგონილი,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი ნათია იორდანიშვილი: „საქართველოში წაბლის ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მაშინდელი მკვლევარების თანახმად ხმობა გამოწვეული იყო ე.წ. „მელნისებრი ავადმყოფობით“. დღეისათვის დადგენილია ხმობის გამომწვევი სოკო. მეცნიერთა რეკომენდაციებით, დღეისათვის ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად მხოლოდ სანიტარული ჭრა მიიჩნევა“.
ორი ორგანიზაცია – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის“ და „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „მეჯლისი“ ითხოვს კანონში ცვლილების შეტანას, რომელიც შშმ პირთა მშობლების საპენსიო ასაკს ქალებისთვის 50 წლით, ხოლო კაცებისთვის 55 წლით განსაზღვრავს.
„ამით მხარს დავუჭერთ იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ შშმ პირები. ისინი უფრო მეტად წარმოჩინდებიან საზოგადოების წინაშე, უფრო მეტად გავუწევთ მატერიალურ და მორალურ დახმარებას“, – განაცხადა „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მეჯლისის“ მმართველმა ირმა ჩხაიძემ.
დღესდღეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების, ისე როგორც სხვა დანარჩენების, საპენსიო ასაკი 65 წელია.
„მსგავსი ინიციატივა ჯერ არ გაჟღერებულა და თუ ჩვენ წინადადებას მიიღებს ზემდგომი ორგანოები, გარდა იმისა, რომ გაუმჯობესდება ამ ოჯახების სოციალური მდგომარეობა, გვეცოდინება იმ ადამიანების სტატისტიკა, ვისაც ჰყავთ შშმ პირი შვილები. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი ოჯახი მალავს, რომ ჰყავს შშმ პირი“, – ამბობს შშმ პირთა უფლებებისათვის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების საპენსიო ასაკის დაწევის თაობაზე ორგანიზაციები დღესვე აპირებენ ერთობლივი წერილობით მიმართონ აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს.
მეოთხე კურსის სტუდენტი თამაზ მჟავანაძე ამბობს, რომ სწავლის გასაგრძელებლად წასვლა თბილისში მოუწევს, რადგან მას არც საჯარო სამართლის და არც სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის გაგრძელება არ სურს: „მოწვეული პროფესორით მაგისტრატურა ვერ იმუშავებს, ეს პრობლემაც ამიტომ დგას. ჩემი პროფილი სამოქალაქო მიმართულებაა, სისხლის სამართალი როგორ ავირჩიო?! ეს ორი მიმართულება ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და მიწა. ჩვენი სტუდენტების უმეტესობა ვერ იხდის საბაკალავრო გადასახადს, ამ სტუდენტებს სხვა ქალაქში სასწავლებლად გადასვლა დამატებით დიდ ხარჯებს გაუჩენს, ჩემთვისაც რთული იქნება, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით. ამ პრობლემის გამო დასაქმების ბაზარზე სერიოზული ხარვეზები იქმნება“.
ადამ მახარაძე, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პრობლემის მიზეზად ადამიანური რესურსის ნაკლებობას ასახელებს: „ამ მიმართულებაში ჩვენ გვყავს მხოლოდ სპეციალისტი, რომელსაც ხარისხი აქვს დაცული _ ბაკურ ლილუაშვილი და ერთი დოქტორანტი, რომელიც ამჟამად არის ასისტენტ პროფესორი. საბაკალავრო პროგრამის განხორციელებისთვის ეს ორი ადამიანი არანაირი თვალსაზრისით არ არის საკმარისი. ორი წლის წინ, როცა აკრედიტაციას გადიოდა სამართლის პროგრამა, ჩვენ ამ პრობლემის გამო ვერ წარვადგინეთ“.
საგანმანათლებლო პროგრამა ნებისმიერ საფეხურზე უნდა აკმაყოფილებდეს ხუთ ძირითად სტანდარტს, რომელსაც განსაზღვრავს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი: „პირველია სწავლების რესურსი, სადაც იგულისხმება ინფრასტრუქტურა და აკადემიური რესურსი, მეორე – სწავლის მეთოდოლოგია და ორგანიზება, მესამე – საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და სწავლის ხარისხის გაზრდის შესაძლებლობები. ასეთი პრინციპია, დაგეგმე, გააკეთე, შეამოწმე და განავითარე. რომელიმე პრინციპი თუ ირღვევა, პროგრამა ვერ განხორციელდება, სამართალთან მიმართებაში კი არსებობს დამატებითი კრიტერიუმები დარგობრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, – ამბობს ბათუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მერაბ ხალვაში.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლამდე სამაგისტრო პროგრამა სამოქალაქო სამართალში აკრედიტებული იყო. როგორც მერაბ ხალვაში ამბობს, სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისთვის უნივერსიტეტს ჰქონდა გარკვეული პრობლემები: „ეს პრობლემები უმთავრესად რესურსებს ეხებოდა, საქმე გაგვირთულა იმან, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე უნივერსიტეტიდან წავიდა ცნობილი პროფესორი ბესო ზოიძე, რომელიც სამოქალაქო მიმართულებით მუშაობდა“.
ბესო ზოიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, მისი მოწვევა ბათუმის უნივერსიტეტმა რამდენჯერმე სცადა: „ჯავახიშვილში ის სრული პროფესორია, პარალელურად ჩვენთან სრული დატვირთვით მუშაობას ვერ შეძლებს. საათების დაახლოებით სამოც პროცენტს უნდა იღებდეს აკადემიური პირი, დარჩენილ ორმოც პროცენტზე შესაძლებელია მოწვევა, ჩვენს დეპარტამენტში ასეც ხდება. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან გვქონდა მოლაპარაკება, რომ დაეშვათ გამონაკლისი ბატონი ბესო ზოიძისთვის და მისთვის მიეცათ უფლება პარალელურად ჩვენს უნივერსიტეტში არჩეულიყო პროფესორად, თუმცა თანხმობა ვერ მივიღეთ“, – ამბობს ადამ მახარაძე.
გამოყოფა: ადამ მახარაძე: „არაერთ სტუდენტს შევთავაზეთ, რომ შემდგომში დაცვა განეხორციელებინათ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. აქედან მიდიან და სამწუხაროდ აღარ ბრუნდებიან. ამჟამად ორი ბათუმელი დოქტორანტი მოღვაწეობს თბილისში. იმედი გვაქვს, ისინი მაინც დაბრუნდებიან“.
თამაზ მჟავანაძე სამომავლოდ აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. ის ხარისხის დაცვას სამოქალაქო სამართალში აპირებს. „მე მინდა აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ დავბრუნდე ამ უნივერსიტეტში პროფესორის სტატუსით“, – ამბობს თამაზი.
პროგრამა რომ განხორციელდეს, ამისათვის საჭიროა კონკურსის წესით აირჩეს აკადემიური პერსონალი: „სამოქალაქოს რესურსად ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის მიმართულებით არჩეული პროფესორი, შესაბამის დარგში უნდა ჰქონდეს აკადემიურ პირს კომპეტენცია“, – ამბობს მერაბ ხალვაში.
„ბათუმი საზღვრისპირა ქალაქია. აქ აქტიურად შემოდის თურქული ინვესტიცია, ბაზარზე კი არის სამოქალაქო სამართლის სპეციალისტების დეფიციტი. ამ მიზეზის გამო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება“, – ამბობს ადამ მახარაძე.
ადამ მახარაძის თქმით, ბათუმის უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამას ყოველ წელს საშუალოდ 90 სტუდენტი ასრულებს. დაახლოებით 45 სტუდენტი სწავლას შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში აგრძელებს, აქედან 25 პროცენტი ირჩევს საჯარო სამართალს, 40 პროცენტი – სისხლის სამართალს, სხვებს კი სამოქალაქო სამართლის შესწავლის სურვილის მიუხედავად არჩევანის გაკეთება მაინც ამ ორი მიმართულებით უწევთ.
ამ დროისათვის უცნობია, შეძლებს თუ არა პროგრამის მომზადებას მომდევნო აკრედიტაციამდე უნივერსიტეტი. ხელახალ აკრედიტაციას უნივერსიტეტი ამ მიმართულებით 2016 წელს გაივლის.
„სარეთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2014 წლის 22 მაისს გავრცელებულ კველავაში ნათქვამია, რომ ვაჟა ვერულიძე ფლობს 50%-იან წილს კომპანიაში შპს „აუდიტორული საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრი BDO ლიდერი“, ამავე კომოპანიის დარჩენილი 50%-ის მფლობელი კი მისი მეუღლე ნანა ხინიკაძეა.
კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ვაჟა ვერულიძის მეუღლე ნანა ხინიკაძე 20% წილს ფლობს „თაობა XXI“-იც.
ინფორმაციას, რომ მეუღლესთან ერთად ფლობს კომპანიას ვაჟა ვერულიძეც ადასტურებს. ის ამბობს, რომ კომპანია დიდი ხნის წინაა დაარსებული და არასდროს მიუღია ტენდერებში მონაწილეობა, შესაბამისად, ამ წილებიდან შემოსავალი არ მიუღია.
ეს განმარტება ორგანიზაციის კვლევაშიცაა დაფიქსირებული. „ზემოთ მოცემულ კომპანიებს ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათთან არც გამარტივებული შესყიდვის შესახებ გაფორმებულა ხელშეკრულება“, – ნათქვამია კვლევაში.
მიუხედავად ამ განმარტებისა, ვაჟა ვერულიძე ამტკიცებს, რომ ორგანიზაციამ მისი იმ ადამიანებში მოხსენიებით, რომლებმაც თვითმმართველი ორგანიების მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგეს, მისი უფლებები დაირღვა.
„საერთაშორიოს გამჭვირვალობის მიერ კვლევის პრეამბულაში, რომელიც ეხებოდა ბათუმის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესებს, ნათქვამია, რომ ბათუმის საკრებულოს ექვსი წევრი, მათ შორის დასახელებულია ჩემი გვარიც, იმ კომპანიების მეწილეები არიან, რომლებიც ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რეგულარულად იმარჯვებდნენ. ამ ინფორმაციის ტელევიზიისა და პრესის საშუალებით გავრცელების შემდეგ კი, ნებსით თუ უნებლიედ დაირღვა ჩემი უფლებები და საზოგადოება შეყვანილი იქნა შეცდომაში“, – აცხადებს ვაჟა ვერულიძე.
ორგანიზაციის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას განმარტებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დამოკიდებულება, რომ „არ უნდა ვყოფილიყავი მოხსიენიებული, რადგან მათ მოგებული აქვთ ტენდერი და ჩვენ არ გვაქვს ტენდერებში მონაწილეობა მიღებული, არის აბსოლუტურად გაუგებარი. ჩვენ პრემაბულაში, ანუ დათქმებში, რაც კვლევის შედეგად მივიღეთ, ვწერთ, რომ ამ ადამიანების კომპანიების ნაწილს აქვს მოგებული სახელმწიფო ტენდერები და ნაწილთან არის გამარტივებული შესყიდვები გაფორმებული.
ჩვენს კვლევას ჰქვია საკრებულოს წევრებისა და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები. პრეამბულაში ცალ-ცალკე ვერ ჩაწერდით ვის აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ვის არა, ამიტომაც ჩაშლილად მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას თუ რომელი პირი რა კომპანიას ფლობდა და ეს კომპანია რა ტენდერებში იღებდა მონაწილეობას.
არგუმენტი, რომ ვაჟა ვერულიძის უფლებები შეილახა, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენი კვლევა არანაირად არ იყო ორიენტირებული ვინმეს უფლების შელახვაზე. ჩვენი მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობა იმაზე, რომ რეალურად ადამიანები, რომლებიც არიან წარმომადგენლობით ორგანოში, აქვთ თუ არა სხვა ინტერესები გარდა იმისა, რომ მართონ ქალაქი. ჩვენ აბსოლიტურად პასუხისმგებლები ვართ იმ ინფორმაციაზე, რაც გამოვაქვეყნეთ.“
აპრილის ბოლოს ბათუმის საკრებულომ ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნებაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამ პროცესის წამოწყებიდან ორ კვირაში კი ბულვარის ტერიტორიიდან 5 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, მისი გასხვისების მიზნით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში ისე გადასცა, ინვესტორის ვინაობით არ დაინტერესებულა. ამ საკითხის განხილვისას საკრებულოს სხდომაზე ძირითადად მოთხოვნილ ტერიტორიაზე განთავსებული კაფე „რვაფეხას“ შენობის ბედითა და გასხვისების პირობებით დაინტერესდნენ.
„პირდაპირი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით“, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ჯერ კიდევ მშენებარე სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ არსებული ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს 2014 წლის პირველ აპრილს მიმართა. მინისტრმა ტერიტორიის საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნა „ჰილტონის“ მენეჯმენტის შეთავაზებით დაასაბუთა:
„ჰილტონი დაინტერესებულია მოაწყოს მაღალი დონის საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და მომსახურების სფეროში ადგილობრივთა დასაქმებას“, – ნათქვამია მინისტრის წერილში.
ტერიტორიაზე, რომლის ათვისებითაც „ჰილტონის“ მენეჯმენტი დაინტერესდა, კაფე „რვაფეხას“ შენობაა განთავსებული, რომელიც დიდი ხანია უფუნქციოდაა. სწორედ ეს შენობა გახდა სამინისტროს მხრიდან პროექტის გადახედვის მიზეზი:
„კომპანიამ შემოგვთავაზა რვაფეხას სხვაგან გადავიტანთო. ეს შენობა ძეგლი არ არის, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, კომპანიისგან ახალი პროექტის წარმოდგენა მოვითხოვეთ, იმის გათვალისწინებით, რომ რვაფეხა დარჩება და პირვანდელი ფუნქცია აღუდგება, ახლა ველოდებით ახალ პროექტს“ – განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.
რა პირობით აპირებს აჭარის მთავრობა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე 5 ათასი კვ/მეტრი ტერიტორიის გასხვისებას, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს არ აქვს: `„ტერიტორია, რომელიც გადავეცით, არის მოუწესრიგებელი. ისინი ამბობენ, რომ მოაწყობენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების პერსპექტივა დროშია გაწერილი, ამიტომ ვფიქრობ, რომ საკრებულოს მხრიდან ეს გადაწყვეტილება იყო გონივრული. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის კომპანიის მფლობელი, ნამდვილად არ მახსოვს და არც არის აუცილებელი მახსოვდეს. ჩემთვის მთავარია ინვესტიცია და ის, რომ გადაიხდიან ქონების გადასახადს ბიუჯეტში“, – თქვა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
მინისტრ დავით ბალაძის განმარტებით, სამინისტრო ტერიტორიას არ ასხვისებს, განიხილება გრძელვადიანი იჯარის ფორმა, ხელშეკრულების დეტალებზე კი მას შემდეგ შეთანხმდებიან, რაც კომპანია სამინისტროს „რვაფეხას“ ადგილზე დარჩენის პირობით ახალ პროექტს წარუდგენს.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია სამინისტროს 9 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას, ორი საცურაო აუზის მოწყობასა და მცენარეებით გამწვანებული ხიდის მშენებლობას სთავაზობს.
„ტურინვესტის“ მიერ მოთხოვნილი ტერიტორია თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკუთრება იყო, თუმცა ის სიპი „ბათუმის ბულვარის„ შემადგენლობაშია, ბათუმის ბულვარი კი ძეგლის სტატუსის მატარებელია. ამიტომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვას საჭიროებს.
სააგენტოს ხელმძღვანელის ბიძინა აფხაზავას ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით ჯერ სააგენტოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ.
„კომპანიის წარმომადგენელი იყო მოსული, გაგვესაუბრა. ჩვენ ვუთხარით, რომ მართალია ჯერ სტატუსი არ აქვს, მაგრამ რვაფეხა ჩვენთვის ძეგლია. ამიტომ მისი გადატანა გამორიცხულია. კი ბატონოო გვითხრა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ მოუმართავთ.“
„ჰილტონ ბათუმის“ მშენებელი კომპანია „ტურინვესტი“ რომელიც, ახალი პროექტის წამოწყების მიზნით ბათუმის ზღვისპირა პარკში ხუთი ათას კვ/მ ტერიტორიას ითხოვს, ობშორშია დარეგისტრირებული.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ტურინვესტის“ 80% წილის მფლობელი შპს „HESTOK LIMITED“-ია. კომპანია დიდ ბრიტანეთშია დარეგისტრირებული, 20%-ის მფლობელი კი ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრიტებული კორპორაცია „ORIX INVESTORS CORP“-ია. დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიის მმართველობის ორგანოს რუსეთის მოქალაქეები ირინა ანტიპოვა და კლიმენტი ქასრაძე აკონტროლებენ, კომპანიის მმართველობის ორგანოს წევრია ლატვიის მოქალაქე ანდრეის მოროზოვიც.
2010 წელს „ტურინვესტის“ 100% წილის მფლობელი „HESTOK LIMITED“-ი იყო. ამ დროს კომპანიის დირექტორად კაიზერ ქასრაძე ფიქსირდება, 2012 წლის მეორე ნახევარში ის გიორგი აბაშიძემ ჩაანაცვლა.
2014 წლის „ტურინვესტის“ 20% წილი „ORIX INVESTORS CORP“-ზე 10 მილიონ 833 947 ლარად გასხვისდა.
გიორგი აბაშიძე ამჟამადაც კომპანიის დირექტორია, მან „ბათუმელებთან“ ახალ პროექტზე საუბარი არ ისურვა. „არის რაღაც დეტალები, რაზეც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, როცა შევთანხმდებით, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ“, – განაცხადა აბაშიძემ.
„HESTOK LIMITED“-ს ბათუმში კიდევ ერთი კომპანია „ჰესტოკ ბათუმი“ აქვს დარეგისტრირებული. ამ კომპანიამ ბათუმში რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორისაა ბათუმის საბაგირო.
„მაკბეტი“ ორ მოქმედებად შექსპირის მიხედვით თარგმნა ლილი ფოფხაძემ და რობერტ სტურუამ.
მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე მუსიკალური გაფორმება – თენგიზ შამილაძე რეჟისორის თანაშემწეები – თეონა ლორთქიფანიძე, ზვიად მურვანიძე
ბათუმში ვირუსული მენინგიტის 19 შემთხვევა დაფიქსირდა.
„არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო. რეგიონებში კი, რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა, კლებაც არ ფიქსირდება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეგიონებში მდგომარეობის გართულება, ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს რეკომენდაციას, დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასის ჩათვლით), სწავლა 30 მაისის ჩათვლით შეწყდეს. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე დღეს, საღამოს რესურცენტრების საშუალებით, ყველა სკოლას ეცნობება. რაც შეეხება, გაცდენილ საათებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება და გაცდენილი დრო ჩაითვლება საპატიოდ“- განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში ჩატარდა:
„ყველგან ჩატარდა დეზინფექცია. შემთხვევათა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, თუმცა ეს ამ სეზონისთვის დამახასიათებელია. ყველა საკარო სკოლაში, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები“.
თუმცა, პრევენზიის მიზნით, დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი ჯერ არ განახლდება.
ტურნირში ქედის, ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის რესურსცენტრების საჯარო სკოლების ნაკრები გუნდები ასპარეზობდენ, გამოვლინდა გამარჯვებული.
პირველი ადგილი ქედის სკოლების ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა, მეორე-ქობულეთის, მესამე ადგილის მფლობელი კი ხელვაჩაურის გუნდი გახდა. ტურნირში მონაწილე სპორტსმენებს სიგელები დაურიგდათ, გამარჯვებულ გუნდს კი გარდამავალი თასი ერგო.
„ეს ტურნირი მუნიციპალიტეტების სკოლებს შორის ტარდებოდა, ჩვენი ორგანიზებით ტურნირს მაშტაბური სახე მივეცით და მუნიციპალიტეტის სკოლების ნაკრები გუნდები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წარმოვადგინეთ. ავთანდილ ბერიძე იყო მწვრთნელი და პედაგოგი, რომელმაც 1974-1975 წლებში, საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ჩატარებულ საკავშირო ჩენმპიონატში მახუნცეთის სკოლა მესამე ადგილზე გაიყვანა“ – აცხადებს ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი.
ტურნირის პარალელურად, ქედაში, ღია ცის ქვეშ, გამარჯვების პარკში, კონცერტი მიმდინარეობდა. ქედის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ერთგვარი საქველმოქმედო დატვირთვაც ჰქონდათ, იქვე იდო შესაწირი ყუთი, სადაც დამსწრე საზოგადოება ქედის მკვიდრის ნანა გორგილაძის მკურნალობისთვის საჭირო თანხას აგროვებდა.
„დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ტრადიციულად მეხუთე წელია ღია ცის ქვეშ ვმართავთ, წელს ნანა გორგილაძის დასახმარებლად შესაწირი ყუთი განვათვსეთ, შემოსული თანხა კი მის მკურნალობას მოხმარდება“ – განაცხადა ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორმა ლია მახარაძემ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოეწყო ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც.