ასლან აბაშიძის დაცვის უფროსის სასამართლო დასრულდა

 

დავით ხალვაშისა და იოსებ გოგიტიძის საქმის განხილვა სასამართლომ უკვე დაასრულა. სახელმწიფო ბრალმდებელმა, პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვა და იოსებ გოგოტიძეს, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს 7 წლითა და 6 თვით, ხოლო დავით ხალვაშითვის 6 წლითა და 9 თვით  პატიმრობა მოითხოვა.

 

პროკურორმა მოსამართლეს უთხრა რომ დავით ხალვაშისთვის,  გამოძალვის ნაწილში ხანდაზმულობის გამო პატიმრობას არ ითხოვს. პატიმრობა მხოლოდ პირის თავისუფლების აღკვეთის გამო მოითხოვა.

 

დავით ხალვაში   ბრალადებულია ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცებაში, მისთვის 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონებისა და ასევე ფულის გამოძალვაში. მას სახელმწიფო ასევე ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას.  

 

 

  დავით ხალვაშზე ძებნა 2004 წელს გამოცხადდა. დავით ხალვაში „აჭარის ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ასლან აბაშიძესთან ერთად წავიდა მოსკოვში და ის რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში. მისი სისხლის სამართლის საქმეს, მოსამართლე დავით მამისეიშვილი იხილავს.

 

დავით ხალვაშის სასამართლო პროცესი

ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

„გარემოზე ზემოქმედება პროექტის ფარგლებში საკმაოდ მაღალი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის ტერიტორია განთავსებულია გეოლოგიურად კომპლექსურ ადგილას და აქვს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ღირებულება,“ – ეს ჩანაწერი გზშ-ს პირველივე თავში გვხვდება.

 

 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროექტის განხორციელება რთულ გეოლოგიურ რეგიონში ხდება, სადაც აქტიური მეწყრული პროცესებია.

 

 

საპროექტო არეალში ხვდება სხვადასხვა სახეობა, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შედის – კოლხური ბზა, ჩვეულებრივი წაბლი, კაკლის ხე,  ლაფანი, კოლხური და იმერული მუხა, კოლხური ჯონჯოლი. გარდა ამისა, პროექტის ზემოქმედების ზონაში ხვდება ეკონომიკური ღირებულების მქონე მცენარეები (სამკურნალო, სურნელოვანი, ფურაჟის, საძოვარი და აშ.).

 

 

პროექტის ზონა მოიცავს მრავალწლიან პლანტაციებს (მაგალითად, ჩაი, ციტრუსი) და სასოფლო სამეურნეო მიწებს. გზა ძირითადად კვეთს სასოფლო სამეურნეო მიწებისა და ჩაის/ციტრუსის პლანტაციების.

 

„საქმიანობისას თუ საჭირო გახდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრა, ქმედებები განხორციელდება საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად,“ – ნათქვამია გზშ-ში.

 

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით იქნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზემოქმედება.

 

 

პროექტის ძირითადი დადებითი ზემოქმედება იქნება ნაკლები ჰაერის დაბინძურება და მტვერი, საგზაო მოძრაობის ნაკლები გადატვირთულობა, გაუმჯობესებული უსაფრთხოება არსებულ გზაზე და უფრო მოსახერხებელი მისადგომობა. დამატებითი დადებითი ზემოქმედება იქნება ასევე რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მოსახლეობის შემოსავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდა, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები, სიღარიბის შემცირება და უკეთესი საგზაო კომუნიკაცია სოფლისთვის.

 

 

„პოტენციური უარყოფითი ზემოქმედება იქნება მიწის შესყიდული 28.3 ჰექტარი და ასევე განსახლებული 179 ოჯახი, ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი 3 კომერციული სტრუქტურა/მაღაზია, 26.6 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწის მოსავლის დანაკარგი, 12985 პროდუქტიული და 256 არაპროდუქტიული ხეხილის კარგვა, ზემოქმედება ფლორასა და ფაუნაზე, ცვლილებები მიწის მოხმარებაში და შედეგად წარმოშობილი პოტენციური საფრთხეები, სამტეხლოები და კარიერები. მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობა ზემოქმედებას იქონიებს ბუნებრივ სადრენაჟო სისტემებზე, ზედმეტი მასალების დაგროვებაზე, ხმაურსა და ჰაერის დაბინძურებაზე, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოებაზე,“-  ნათქვამია გზშ-ში.

ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობას საქართველოს მთავრობა აზიური განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით გეგმავს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოადგენს პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამინისტროს ფარგლებში არის განმახორციელებელი სააგენტო.

შემოთავაზებული შემოსავლელი გზები შეამცირებენ გადატვირთულ მოძრაობას და საგზაო შემთხვევებს, სამოგზაურო დროსა და ავტომობილთა ექსპლუატაციის ხარჯებს.

სუხიშვილების კონცერტი ბათუმში

 

13-14 აგვისტოს კი კონცერტებს ახალი ანსამბლი, „რამიშვილებიც” ჩაატარებს.

დასაწყისი: 19:00 სთ

 

მობ: 599 09 04 90
მისამართი: ოდისეი დიმიტრიადის ქ. 1

ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის შესახებ

 

ელისო ბოლქვაძე: „ვფიქრობ, რეგიონისთვის ამ ფესტივალს აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. დიდი ინტერესი მაქვს, რომ გავაძლიერო რეგიონალური თემა, მინდა მოტივაცია მიეცეთ მუსიკოსებს, რომლებიც არიან საქართველოს რეგიონებში, სკოლებში. იქიდან წამოვიდნენ მასტერკლასებზე, მიეცეთ საშუალება დაუკრან კონცერტებზე. წელს ბავშვებისთვის, ახალგაზრდა ტალანტებისთვის დაწესდა ჯილდო, რომელიც გადაეცემა ყველაზე ახალგაზრდა ტალანტს და იქნება ბათუმის აღმოჩენა.  ჯილდოს კომპანია „ასკანელი“ და ფონდი „ლირა“ გასცემენ. ეს დიდი სტიმულია ბავშვებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავალი განვითარებისთვის. შეიძლება ყველა დიდი პიანისტი არ გახდეს მომავალში, მაგრამ მათი ნიჭის გამოვლენისთვის ძალიან დიდი სტიმული და საშუალებაა.

 

 

გარდა ამისა, თვითონ ბათუმის ორკესტრისთვის იქნება დიდი სტიმული, რომ რაღაც გააკეთონ და იყვნენ უფრო მეტად დატვირთულები. ჩამოდიან იმპრესარიოები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მოუსმინონ და შესაბამისი პროდუქცია უნდა დაახვედრონ. ჩვენ ჯერ არ ვართ მზად იმისთვის, რომ საზღვარგარეთ ჩვენი პროდუქცია, ასე ვთქვათ, საინტერესო გახდეს. ამას ყველაფერს სჭირდება მოწესრიგება, მეტი მუშაობა, მეტი ფიქრი.

 

 

ვფიქრობ, თუკი ჩვენ გვინდა, რომ ევროპაში შევიდეთ, ჩვენ უნდა გამოვამჟღავნოთ ქართული გენი, ქართული ტალანტი, რომლითაც ასე ვამაყობთ. ეს მარტო სიტყვები არ უნდა იყოს და მარტო ფოლკლორზე არ უნდა იყოს აგებული. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი კამერული ორკესტრი, ჩვენი საგუნდო მუსიკა, ბევრი რამ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს იდენტურობა გამოვლინდეს. ეს არის მომავლის თემა, ეს არის თემა, რომელზეც ადამიანები ფიქრობენ…

 

 

ეს არის ჩემი იდეა. სწორედ ამიტომაა მასტერკლასები, ამიტომაცაა ახალგაზრდები წინ წამოწეული.

 

რას ვგულისხმობ ორკესტრის დატვირთვაში? – ადგილობრივების დატვირთვას, ვერანაირად ვერ განავითარებ რამეს შენ თუ არ შესთავაზე, შენ თუ არ მოიფიქრე. ზოგადად კი ძალიან რთულია ამის ინტეგრაცია საერთაშორისო მოვლენებთან – ადამიანებს არ აქვთ გამოცდილება, არ იციან ენა. თუმცა ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია.

 

 

ბათუმი არის საკურორტო ზონა, ბათუმი არის ულამაზესი ადგილი. ბათუმს აქვს  ზღვა, სკოლა, ინფრასტრუქტურა. ამაზე უკეთეს ადგილს ზაფხულში ფესტივალისთვის ვერ ნახავს ადამიანი. ის, ვინც ჩამოდის საფრანგეთიდან თუ ამერიკიდან ამავდროულად შეუძლია აქ იმუშავოს. ეს დიდი უპირატესობაა.

 

 

  სულ 47 ბავშვი დარეგისტრირდა მასტერკლასზე. 12 ივლისს თერთმეტის ნახევრიდან დავიწყე მასტერკლასები. 25 ბავშვს მოვუსმე პირველ დღეს, დანარჩენს – მეორე დღეს.  ფორმატი იყო ასეთი – თითოეულმა მომაწოდა თავისი მოკლე პროგრამა და მე ვუთხარი ის შენიშვნები, რაც მიმაჩნია, რომ უნდა გამოასწორონ.

 

ჩემთან ერთად მასტერკლასებში მონაწილეობას ცნობილი პიანისტი ფრანჩესკო ნიკოლოზი მიიღებს.

ფესტივალი იმართება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟის ქვეშ. მადლობელი ვართ აჭარის მთავრობის, რადგან ისინი მხარს გვიჭერენ. “

როგორ წავიდეთ თუშეთში

 

წელს თუშეთში ტურისტული სეზონი უცხოელებმა გახსნეს. ხუთი იტალიელი ტურისტი თუშეთს ჯერ კიდევ გზის გახსნამდე სტუმრობდა, ტურისტები თუშეთში ადგილობრივ მეცხვარეებთან ერთად ავიდნენ. ახლა თუშეთისკენ გზა  გახსნილია, ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო და თუშეთის ეროვნული პარკის ინფორმაციით, 2014 წლის მაის-ივნისში თუშეთის დაცულ ტერიტორიებს 932 ვიზიტორი სტუმრობდა, აქედან 606 უცხოელი და 326 ქართველი ტურისტი. 

 

თუშეთში ჩასასვლელად საკმაოდ გრძელი გზის გავლაა საჭირო. თბილისიდან ჯერ სოფელ ქვემო ალვანამდე უნდა ჩახვიდეთ, საიდანაც მიდის გზა სოფელ ომალომდე. თბილისიდან ქვემო ალვანამდე 120 კილომეტრია, დაახლოებით საათნახევრის გზა. თბილისიდან სამარშრუტო ტაქსები ორთაჭალისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან გადის, ბილეთის ღირებულება 6 ლარია. სოფელ ქვემო ალვანში ჩასულ ტურისტს ადგილზე შეუძლია იქირავოს კერძო ტრანსპორტი და თუშეთისკენ გაემგზავროს, ვიწრო, გრუნტიანი გზით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ადგილზე მაღალი გამავლობის ავტომობილის დაქირავება ომალომდე და სოფელ დართლომდე 200-250 ლარი ღირს. ასეთ მანქანებში 6-7 ან მეტი ადამიანიც ეტევა. ალვანიდან ომალომდე 85 კილომეტრის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

 

 

„ეს არის საოცარი შეგრძნება, ამ გზაზე გავლა ღირს მარტო ერთ რამედ“, – იხსენებს მეგი. „მე ჯიპ-ტურით ვიყავი წასული, მაგრამ წელს ვაპირებთ თავად დავგეგმოთ ტური მეგობრებმა, თითქმის იგივე ფასია, თან უფრო თავისუფლად ვივლით.“

 

 

თუშეთის ტურის ფასები ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. თბილისიდან ორდღიანი ტურის ფასი 180-200 ლარიდან იწყება, სამდღიანი ტურების ფასი 250-300 ლარია. ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, კვება და სასტუმროში ღამის თევა.

 

 

თუმცა თუშეთში ჩასულ ტურისტს თავადაც შეუძლია ტური დაგეგმოს. თუშეთს ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ქვემო ომალოში მდებარეობს. აქვეა სასტუმროც, სადაც ღამისთევა კვების გარეშე 45 ლარი, ერთჯერადი კვებით – 60, ორჯერადი კვებით კი 70 ლარი ღირს. ვიზიტორთა ცენტრში ამბობენ, რომ თუშეთის ტერიტორიაზე ჯიპით მომსახურებასაც უზრუნველყოფენ, 70-80 ლარად დღეში.

 

 

გარდა ამისა, საოჯახო სასტუმრო სახლები თუშეთის ბევრ სოფელშია. სოფელ შენაქოში, რომელიც ზღვის დონიდან 2080 მეტრზე მდებარეობს, ორი საოჯახო სასტუმროა. ერთ-ერთი მათგანის, „ძველი თუშეთის“ მფლობელი, ელდარ ბუქვაიძე ამბობს, რომ მათთან ღამისთევის ფასი 20 ლარია, სამჯერადი კვებით – 50 ლარი. მისივე თქმით, წელს, შარშანდელთან შედარებით თუშეთში ტურისტების რაოდენობა შემცირდა უამინდობის გამო. „მე სასტუმროში ერთდროულად 13 ადამიანის მიღება შემიძლია. თუ წინასწარ მაცნობებენ, შესაძლებელია მანქანით მომსახურებაც, დღის განმავლობაში მანქანის მომსახურება თუშეთის ტერიტორიაზე 100 ლარი ღირს, 6 ადამიანისთვის. თუშეთის დათვალიერებაში, ტურის დაგეგმვაში ვეხმარებით ტურისტებს“, – ამბობს ელდარ ბუქვაიძე. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე თუშეთში იმატა ქართველი ტურისტების რაოდენობამ, უცხოელ ტურისტებს შორს კი თუშეთი განსაკუთრებით პოპულარულია ისრაელ და პოლონელ ტურისტებს შორის. იგი ტურისტებს ივლისის ბოლოს ურჩევს ჩასვლას შენაქოში, როცა „ლაშარობა“ იმართება.

 

 

სოფელი დართლო თუშეთის ყველა ტურისტულ მარშრუტში შედის. ამ სოფელში მდებარე სასტუმრო „სამცისეში“  ღამის გათევა 20 ლარად შეიძლება, ორჯერადი კვებით სასტუმროში დარჩენის ფასი კი, 60 ლარია. სასტუმროს ერთდროულად 34 ადამიანის მიღება შეუძლია.  სასტუმროს მფლობელი, ბესიკ ელანიძე ამბობს, რომ აქ ტურისტების მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილობრივ ლუდსაც ხარშავენ: „თუშური, ტრადიციული სამზარეულო გვაქვს, ხინკალი, თუშური ხაჭაპური – კოტორი, რომელიც განსხვავებული მეთოდით მზადდება, გორდილა – მოხარშული პური, თუშური ყაურმა… თანდათან იმატეს ქართველმა ტურისტებმა, უცხოელები კი ჩამოდიან ძირითადად ისრაელიდან, პოლონეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, არიან გერმანელები, ინგლისელები… ძირითადად 3-4 დღით ამოდიან.“

 

 

გირევი პირიქითა თუშეთის ბოლო დასახლებული, საზღვრისპირა სოფელია, თუმცა სასტუმრო აქაც არის. სასტუმროს დიასახლისი, დალი ვეშაგულიძე ამბობს, რომ შარშან ტურისტული სეზონი 5 ივლისს დაიწყო, წელს კი სასტუმრო 1 ივნისიდან მუშაობს: „ძირითადად უცხოელები ჩამოდიან. ღამისთევა 20 ლარი ღირს, სამჯერადი კვებით – 50 ლარი. გიდის ქირაობაც შეიძლება ჩვენთან, ცხენისაც და მანქანისაც.“

 

 

შესაძლებელია თუ არა თუშეთის დათვალიერება 3-4 დღეში და რა უნდა ნახოს აუცილებლად თუშეთში ჩასულმა ტურისტმა? – მაიკო ლუხუმაიძე თუშია, იგი ბლოგერია და ძირითადად მოგზაურობაზე წერს. მაიკო ამბობს, რომ 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება ტურისტმა ნახოს ის ძირითადი სოფლები (შენაქო, დიკლო, კესელო, ქონიო, დანო, კვავლო, ფარსმა) და ადგილები, რასაც ტურისტული სააგენტოები გვთავაზობენ: „მაგრამ დამატებით დროის ან/და უფრო აქტიური დასვენების მოყვარულებს ვურჩევდი ფეხით, ბილიკებით გადავიდნენ დართლოდან დიკლოში, ან პირიქით.  ძალიან ლამაზი ხედებია გზადაგზა და გადასვლას საშუალო მოსიარულე ერთ დღეში შეძლებს. ძალიან ლამაზი სოფელია დოჭუ, რომელსაც რატომღაც იშვიათად ნახულობენ. ზოგადად კი, თუშეთისთვის 3-4 დღე ძალიან ცოტაა, რადგან ერთი დღე ფაქტობრივად გზაში გეკარგება, თუმცა რაღა გეკარგება, ჩემი აზრით, გზა ყველაზე დიდი სანახაობაა თუშეთის ტურებში, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოს ადამიანი, რომ მზიანი ამინდი დაიმთხვიოს.“

 

 

ბოლო ოთხი წლის მანძილზე თუშეთს ყველაზე მეტი, 9294 ვიზიტორი 2011 წელს სტუმრობდა. 2012 წელს თუშეთში 6 853, 2013 წელს – 7663 ტურისტი იყო.

 

თუშეთის ტურისტული სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება – ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ოქტომბრიდან კი ზღვის დონიდან 2925 მეტრზე მდებარე აბანოს უღელტეხილი ისევ ჩაიკეტება და თუშეთი რამდენიმე თვით მოწყდება სამყაროს.

 

მეწარმე ქალი ხულოდან – გლადიოლუსები კარტოფილის ნაცვლად

 

დღის პირველი საათია, ნარგულს ძირითადი სამუშაოები დასრულებული აქვს, ყოველი დღე მისთვის ძალიან ადრე იწყება, შუადღით კი ისვენებს და მუშაობას საღამოს აგრძელებს. ყვავილებს უვლის. ამბობს, რომ დროთა განმავლობაში ყვავილის გამოყვანის ტექნოლოგიას დაეუფლა და მოსავლითაც კმაყოფილია.

 

 

„მართალია, ყვავილების გამოყვანა ფიზიკურ შრომას მოითხოვს, მაგრამ ისეთი შრომატევადი არ არის, როგორც პომიდვრისა და კიტრის მოყვანა, დროთა განმავლობაში შევისწავლე მცენარის მოვლის წესები და დღეს ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს. მყავს შვილები, რძლები, მაგრამ ძირითადად მე ვუვლი, კარგად ვიცი, რა სჭირდება ყვავილს.

 

 

გლადიოლუსი ბოლქვიდან ისე იზრდება, როგორც კარტოფილი, შესაბამისად ბოლქვს მიწის სიღრმეში ვრგავ, რადგან მცენარე დიდი იზრდება და შემდეგ რომ არ წაიქცეს. როცა ბოლქვიდან მცენარე აღმოცენდება, მას ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორც სხვა მცენარეებს, მორწყვა, გასუფთავება და შეწამვლაც კი შხამ-ქიმიკატებით, მაგრამ არა ხშირად, ორჯერ საკმარისია. წვიმიან და ცივ ამინდში მცენარეს მატლი უჩნდება, ყვავილის გამოღებამდე უნდა შეწამლო, მერე დაგვიანებულია. ივლისიდან იწყებს ყვავილის გამოღებას და სექტემბრის ბოლომდე ყვავის. ამ პერიოდში უფრო მეტი შრომა მიწევს, დაკრიფო უნდა, დაახარისხო და დაითვალო თითო ღეროზე რამდენი ყვავილი აქვს“, – ამბობს ნარგული.

 

 

მართალია, ყვავილები უყვარს, მაგრამ ამბობს, რომ ბიზნესის წამოწყება მაინც ფინანსურმა მხარემ განაპირობა. ყვავილების გამოყვანა სამი წლის წინ დაიწყო. თეთრი, ცისფერი, წითელი და ნარინჯისფერი გლადიოლუსის სულ 500 ბოლქვი იყიდა, თითო 50 თეთრად და სამი წლის განმავლობაში 500 ძირი 3000 ძირამდე გაამრავლა, დღეს ის ყვავილებთან ერთად გლადიოლუსის ბოლქვებსაც ყიდის.

 

„სადაც ახლა ყვავილს ვაშენებ, ადრე კარტოფილი მომყავდა და ვყიდდი. დროთა განმავლობაში კარტოფილის ფასი დაეცა, გადავწყვიტე ისეთი ბოსტნეული დამერგო, რომელიც მეტ სარგებელს მომიტანდა. ნანახი მქონდა მეზობელ სოფელში ყვავილები რომ გამოჰყავდათ, გადავწყვიტე მეცადა. სხვადასხვა ფერის გლადიოლუსების ბოლქვები ვიყიდე და მეც ყვავილების გამოყვანა დავიწყე.

 

ძალიან შრომატევადი არ არის, თან უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვა კულტურა, რომლის გამოყვანაც შესაძლებელია ხულოში. პრობლემას მხოლოდ ტრანსპორტი წარმოადგენს, რადგან ხულოდან ბათუმში ჩამაქვს, ყვავილების ბიზნესს ხულოში მხოლოდ სამი ვეწევით, დღეს ყველაზე მომგებიანი ყვავილის წარმოებაა“, – ამბობს მეწარმე.

 

 

ნაკვეთში ყველაზე დიდი ადგილი თეთრ გლადიოლუსს უკავია, მეურნე ამბობს, რომ ბაზარზე მოთხოვნა თეთრ გლადიოლუსზე მეტია და, შესაბამისად, ფასიც მაღალია.

 

 

„თავდაპირველად თეთრი, წითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი გლადიოლუსი თანაბრად მქონდა. ახლა თეთრით ვავსებ ნაკვეთს, რადგან შედარებით ძვირია, როგორც ყვავილი, ასევე მისი ბოლქვიც. როცა დარგვას ვიწყებ, ჯერ თეთრს ვრგავ, როცა ამომეწურება თეთრი, მერე ვრგავ სხვა ფერის ყვავილებს.“

 

 

ხულოში მოყვანილ ყვავილს ფერმერი ბათუმში ყიდის, სპეციალურად დათვლილ და  დაფასოებულ ყვავილებს სამარშრუტო ტაქსს ატანს, მას კი ყვავილები შეკვეთის ადგილზე მიაქვს.

 

 

ნარგულ ხოზრევანიძე: „დღის განმავლობაში 50-100 ცალამდე ვკრეფ, ვახარისხებ თეთრს – თეთრთან, წითელს – წითელთან, გადავითვლი ერთ ღეროს რამდენი ყვავილი აქვს და ორი დღის განმავლობაში ბნელ ოთახში ვინახავ. ყვავილი რომ არ გამოიღოს, ორი დღის შემდეგ ისევ ვკრეფ და სანამ 250 ცალამდე არ დავაგროვებ, სიბნელეში მაქვს. სპეციალურად დათვლილ და ფერებით დაფასოებულ ყვავილს 10 ცალობით ვკრავ, ერთ ყუთში ვათავსებ და მარშუტკას ბათუმში ვატან, ნაცნობი მძღოლები არიან და 2-3 ლარში შეკვეთის ადგილზე მიაქვთ.

 

თუ ღეროს 12-14 ყვავილი აქვს, 80-90 თეთრი ღირს ჩაბარება, მაგრამ თუ 9-10, 50-60 თეთრი, მნიშვნელობა ყვავილის შეფერილობასაც აქვს.

 

ჯანსაღი და დიდი ბოლქვი 4 ყვავილს იძლევა, ეს მაქსიმუმია, ზოგადად ერთი ძირი ერთ ყვავილს იკეთებს, ამ სეზონზე ყვავილი ჯერ არ დამიკრეფია, მაგრამ მცენარე კარგად გამოიყურება და კარგი მოსავლის იმედი მაქვს“. 

ბათუმში პრეზიდენტს ელოდებიან

 

ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს”  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. “ბათუმელების” ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი დღეს ურეკშიც იმყოფებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ. თუმცა, თვითმხილველების თქმით, პრეზიდენტი ამ წუთებშიც ურეკშია.

 

 

ევროკავშირის კინოფესტივალის გამარჯვებული ბათუმიდან

 

ხატია ზუხუბაია
ხატია ზუხუბაია

„სამწუთიანი ფილმი მოვამზადე ასოციაცია „ღირსეულ სიბერეზე“, რომელიც ქობულეთში მდებარეობს. პირველივე დღეს როდესაც გავიგე ამ პროექტის შესახებ, მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც საზოგადოებას უნდა გაეგო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირი აფინანსებს, არამედ იმიტომაც, რომ ამ პროექტმა უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ჰყავს უამრავი ბენეფიციარი, ძირითადად მოხუცები.  ასოციაციაში მაქსიმალური პირობებია იმისთვის, რომ მოხუცებს სიცოცხლე გაუხანგრძლივდეთ და თითოეული დღე იყოს ბედნიერი მათთვის,“ – ამბობს გამარჯვებული ფილმის ავტორი ხატია ზუხუბაია.

 

ხატია ამბობს, რომ გამარჯვებას არ ელოდა.

 

„გამარჯვებულების დაჯილდოება თბილისში იყო. ზუსტად იმ დღეს მქონდა ფიზიკაში ბოლო საატესტატო გამოცდა, წასვლა ვერ მოვახერხე. ევროკავშირის წარმომადგენელმა რომ დამირეკა და მომილოცა, სრული შოკი იყო ჩემთვის, საერთოდ არ ველოდებოდი. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ დამიფასდა ის, რაც გავაკეთე, მეორეც იმიტომ, რომ გაიცნო ეს ხალხი ვიღაცამ. 80 წლის ადამიანები იყვნენ, მაგრამ 50 წლისად გრძნობდნენ თავს. ამ გამარჯვებამ გამაბედნიერა, რაღაც თავდაჯერებულობა შემმატა. თან ძალიან, ძალიან მაგარია, როცა ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების გამარჯვებული ხარ,“- ამბობს ხატია.

 

კონკურსში გამარჯვებულ ხატიას პრიზის სახით iPone  5  შეხვდა.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის მესამე რაუნდი მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა. კონკურსის მონაწილეებს მობილური ტელეფონით უნდა გადაეღოთ სამწუთიანი ფილმი და შემოქმედებითი მიდგომით გაეშუქებინათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთი ან რამდენიმე პროექტის საქმიანობა და გადმოეცათ მათი გავლენა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

 

მობილური ტელეფონით გადაღებული სამწუთიანი ფილმების ფესტივალი პირველად 2012 წელს გაიმართა თემაზე „ევროკავშირი ჩემს მეზობლად“. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სამწუთიანი ფილმების ფესტივალზე 2014 წელს სულ ექვსი გამარჯვებული დააჯილდოვა. ფესტივალის გამართვა მომდევნო წელსაც იგეგმება.

 

 

რა უნდა მოუთმინო მეზობელს და რა – არა

აუტანელი სუნის გამო საძინებლის ოთახის ფანჯრებს ვერ აღებს ბათუმში მცხოვრები ნინო გადახაბაძე. უსიამოვნო სუნი მეზობლის საცხოვრებელი ოთახიდან გამოდის. „ჩემს მეზობლად ერთოთახიანში ცხოვრობს მოქალაქე თინათინ ბიგვავა, რომელსაც ბინაში ანტისანიტარიულ პირობებში ჰყავს ათამდე მაწანწალა ძაღლი, რაც გაუსაძლის პირობებს ქმნის ჩვენს სადარბაზოში… ცხოველები საშინლად ავები არიან, გვეშინია არ გვიკბინონ… მოპასუხე მხარესთან ვერანაირმა მოლაპარაკებებმა ვერ გამოიღო შედეგი… ეს თმენის ვალდებულებას სცდება“, _ ეს ამონარიდია სარჩელიდან, რომელიც ნინო გადახაბაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლებმა თინათინ ბიგვავას სახლიდან იძულების წესით გადაიყვანეს ძაღლები თავშესაფარში. რამდენიმე დღეში ბიგვავამ ძაღლები ისევ შინ დააბრუნა, მისმა მეზობელმა კი ისევ აღმასრულებელ ალექსანდრე ნათაძეს მიმართა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თხოვნით.
აღსრულების ბიუროს განმარტებით, უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა – როცა სახლიდან ძაღლები გამოიყვანა. აღსრულებამ სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერად აქტად შეაფასა და ამ საქმეში ჩარევას აღარ აპირებს.

ნინო გადახაბაძის ინტერესებს სასამართლოში მაია ქათამაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი იცავდა. მაია ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტიკა აკლია: „მოსამართლეს შეეძლო შეექმნა პრეცედენტი ამ საქმეზე“. იურისტის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილების ერთჯერადად შესრულების მიზეზი ის არის, რომ სამოქალაქო კოდექსს, რომლითაც სამეზობლო ურთიერთობები განისაზღვრება, კონკრეტიკა აკლია, რადგან ეს გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურმა განმარტა, როგორც ერთჯერადი ქმედება. ნინო გადახაბაძემ სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მოთხოვნით ჯერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ორივე ინსტანციიდან მან სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მიღებაზე უარი მიიღო.

ნინო გადახაბაძეს მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ სრულდება, რაც დანაშაულია, სწორედ ამიტომ მან განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართა. ორივე უწყებიდან მიღებული წერილობითი პასუხით ირკვევა, რომ ეს ფაქტი სისხლის სამართლებრივ დანაშაულს არ შეიცავს.

„მივმართეთ დეპუტატებს, მერიას, საკრებულოს, სასამართლოს, ვერ შევძელით ეს ძაღლები გავიყვანოთ კორპუსიდან, იძახიან ძაღლების უფლებას ვერ დავარღვევთო, ჩვენს უფლებებს ვინ დაიცავს. ეზოში გამოსვლა გვეშინია, ჩვენც და ბავშვებსაც. სადარბაზოში მეზობლის ორსულ გოგონას უკბინა ძაღლმა, მისმა ქმარმა ფეხი მიარტყა ძაღლს, ძაღლების შეურაცხყოფისთვის ის პოლიციაში წაიყვანეს, ძაღლი ქალს როცა კბენს, ადამიანის უფლება არ დაირღვა? ჩვენი უფლება როგორ დავიცვათ?“, _ კითხულობს მეზობელი დალი ქემუკლიძე.
თინათინ ბიგვავა მარტო ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი ოთახიდან აუტანელი სუნი ნამდვილად გამოდის. ისმის ძაღლების ყეფა, თუმცა კარებზე კაკუნის მიუხედავად სახლის კარებს არავინ აღებს, ამიტომ „ბათუმელებმა” მისი ნახვა ვერ მოახერხა. მეზობლები ამბობენ, რომ 70 წელს მიღწეული ქალი ადამიანებთან არ კონტაქტობს.

ზოოჰიგიენური დასკვნა

„მსოფლიო სტანდარტებით ერთ, 15-კილოგრამიან ძაღლს სჭირდება 8 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი. თუ გავითვალისწინებთ სტანდარტებსა და ძაღლების რაოდენობას, ქალბატონ თინათინს მინიმუმ უნდა ჰქონდეს 150 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართობი. შინ არ აქვს გაზი, წყალი, ვერ იცავს სისუფთავეს და არის აუტანელი ანტისანიტარია. შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ცხოველთა სასტიკ მოპყრობასთან, როგორც ცხოველთა უფლებადამცველი გთხოვთ რეაგირებას, იქმნება სერიოზული საფრთხე ინფექციური და პარაზიტული დაავადებების განვითარების, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სადარბაზოში მცხოვრებ ადამიანების ჯანმრთელობას. პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მივიღოთ“, _ ეს წერილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს ექიმმა-ვეტერინარმა გიორგი კალანდაძემ 2013 წლის 18 თებერვალს მისწერა.

გიორგი კალანდაძეს ამ წერილზე წერილობითი პასუხი არ მიუღია. ნინო გადახაბაძემ კი წერილი მერიისგან 2011 წელს მიიღო. ადმინისტრაციის უფროსი ოფიციალურ წერილში ბინათმესაკუთრეებს პრობლემის მოგვარებას სასამართლოში ურჩევს. იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მეზობელი უფლებას ბოროტად იყენებს.

ბათუმში ხშირია ისეთი ფაქტი, როცა მეზობლისგან შეწუხებული ადამიანი ადვოკატს მიმართავს დასახმარებლად. საადვოკატო ბიუროების განმარტებით, ეს განსაკუთრებით იმ უბნებში ხდება, სადაც სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება. მეზობლებს აწუხებთ, მაგალითად, რესტორანში საჭმლის სუნი, მშენებლობის ხმაური და მტვრის სუნი… აწუხებთ გვიან ღამით ხმამაღლა ჩართული ტელევიზორი თუ მუსიკის ხმა…

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, პრაქტიკაში არ არსებობს ხელსაწყო, რომელიც განსაზღვრავს სუნის დასაშვებობის ნორმას. რაც შეეხება ხმაურს, ამას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება არეგულირებს.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მიაჩნია, რომ მისი მეზობლისგან გამოწვეული ხმაური დასაშვებ ნორმაზე მეტია, სასამართლოს უნდა მიმართოს. სამეზობლო ურთიერთობებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, კანონი ცალსახად თმენის ვალდებულების აუცილებლობას ითვალისწინებს. „ცხოვრებისეული გამოცდილება აჩვენებს, რომ შეუძლებელია სამეზობლო ურთიერთობების სისტემატიზაცია უფრო ღრმად, ვიდრე არის. ხშირად სამეზობლო ურთიერთობები იწყება კომუნიკაციით, გადადის დაპირისპირებაში, რაც დანაშაულის ჩადენის საფუძველი ხდება“.

გიორგის განმარტებით, კერძო სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის არის უფრო ნორმალური და მისაღები ისეთ ჩარჩოებში, სადაც კანონმდებელი ნაკლებ ჩარევას გვთავაზობს: „იქ, სადაც კანონმდებელი ურთიერთობის ყველა ფორმას განსაზღვრავს, იბოჭება კერძო სამართლის ურთიერთობის განვითარება, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკური საქმიანობის სტაბილურობასა და განვითარებაზე.“
გარდა ამისა, საიას იურისტის განმარტებით, იქ, სადაც უფრო მეტი რეგულაციებია დაწესებული, ყველა ერიდება ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას, რაც ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას უშლის ხელს. გიორგი ასევე ამბობს, რომ მართალია, ხმის რეგულირების სტანდარტი არსებობს, მაგრამ რთულია მისი დაცვის უზრუნველყოფა: „ძნელია, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი დადგეს საცხოვრებელ სახლთან და დაელოდოს მეზობელი როდის იხმაურებს, რომ მერე მას ხმაურის სტანდარტი განუსაზღვროს.“

ნინო გადახაბაძე კი ახლა წერილით ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს მიმართავს. ის თავმჯდომარეს სთხოვს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს მისივე მიღებული გადაწყვეტილების განმარტება დაავალოს.

ბათუმში ‘იაფ სახლს’ ააშენებენ

 

პროექტში ჩართული იყვნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. სტუდენტების საპროექტო ნამუშევრების გამოფენა კი დღეს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა. გამოფენას ქალაქის მერი, არქიტექტორი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

ყველა პროექტი, საავტორო უფლების დაცვითა და მათში ცვლილებების შეტანის უფლებით, ქალაქის თვითმართველობას  გადაეცა.

ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი ახლა იმ კომისიის შერჩევაზე მუშაობს, რომელიც გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს.

 

ახალი სოციალური სახლი, ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში აშენდება. იაფი სახლის პროექტით სარგებლობის დაზუსტებული კრიტერიუმები მერიას ჯერ კიდევ არ აქვს. 

 

ლილე იროელის ამბები

ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი
ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი

ლილე იროელის ციკლი ძალიან კარგი ქართული ფენტეზია. ცუდია, რომ ფენტეზის ბევრი მკითხველი არასერიოზულ ჟანრად აღიქვამს და საბავშვო საკითხავად მოიხსენიებს, ეს არასწორი მიდგომაა. ფენტეზი ძალიან კარგი საშუალებაა, მკითხველის გულამდე ადვილად და ძალდაუტანებლად მივიდეს ყველაზე რთული და ფილოსოფიური აზრები და შეხედულებები.

ლილე იროელის შესახებ ისტორიები კი ძალიან ადვილად შესაყვარებელია. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ნაცნობი და ზოგჯერ მშობლიური ტოპონიმია – თითქმის ყველა ადგილი, სოფელი, მთა რეალურად არსებობს. სახელები და გმირებიც ნაცნობია – ქართული მითოლოგიის პერსონაჟები, რომლებზეც ისტორიებს ბებიები გვიყვებოდნენ – დევები, ავსულები, ღვთისშვილები…

ლილე იროელის ამბებში სამყარო ყოველთვის განსაცდელშია, დიდი საფრთხე ემუქრება სიკეთეს, ადამიანობას, სიყვარულს, ყველაფერს, რაც ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებთ. ამ დროს ჩნდება ლილე – ბიჭი, რომელსაც სხვა ბევრი უნარის გარდა, ორი მთავარი თვისება აქვს – ყურადღებით მოსმენა შეუძლია და ძალიან უყვარს ადამიანები. ძალიან სჯერა ადამიანების. ლილეს ეს რწმენა მკითხველზეც გადმოდის და რაც უნდა ცუდად იყოს საქმე, რაც არ უნდა სასო წარგვეკვეთოს, ბოლომდე არის იმედი, რომ საბოლოოდ, მაინც სიკეთე გაიმარჯვებს, ლილე მოახერხებს და ყველა სირთულეს დაძლევს.

ლილე იროელი, სხვა ფენტეზი რომანების მთავარი გმირებისგან განსხვავებით, არ არის განსაკუთრებული სუპერშესაძლებლობების მქონე, ყოვლისშემძლე ადამიანი. რასაკვირველია, მას აქვს ბევრი ისეთი რამ, რაც გამოარჩევს, რჩეულია ბოლოსდაბოლოს. მაგრამ მისი მთავარი ძალა მისსავე სამართლიანობაში და სიკეთეში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ გახდება ალბათ ლილე იროელი ქართველი ბავშვებისთვის  და უფროსებისთვისაც  საყვარელი გმირი – ძალიან ადვილია მასთან საკუთარი თავის გაიგივება, რაღაც საერთოს პოვნა…

შეუძლებელია ლილეს ამბების დავიწყება – არ შეიძლება, სამუდამოდ არ დაგვამახსოვრდეს ღვთისშვილების ბრძოლა სამსალას ბოროტების წინააღმდეგ „ამბავი ლილე იროელისაში“; წარმოუდგენელია, ცრემლები შევიკავოთ „ფრთოსანი ლომებიდან“ იმის წარმოდგენაზე, როგორ ბრუნდებიან ფაფარაშლილი ლომები და კი არ მოდიან, მოფრინავენ; შეუძლებელია, ძალიან ბევრჯერ არ დაგვესიზმროს მოტირალი დები „ოთხი მხარე და ოთხი სვეტიდან“… ასეთი დაუვიწყარი  და ჯადოსნური ამბავი ძალიან, ძალიან ბევრია.  და მათი კითხვისას ალბათ ჩვენსავით სიხარულით აგევსებათ გული იმის გამო, რომ ნატო დავითაშვილი სწორედ აქ, ამ ქვეყანაში დაიბადა.

სამაშველო: ყველას ვურჩევთ დღეს ზღვაში ბანაობას ერიდონ

 

“ზღვაში ჩასვლისგან  თავი შეიკავონ განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებმაც ცურვა არ იციან”, – ამბობს “ბათუმელებთან” სამაშველო სამსხაურის უფროსი.

 

მისივე ინფორმაციით, გუშინ ბათუმის ზღვაში 4 ბალი შტორმი დაფიქსირდა.

 

რა უნდა გააკეთოს მეწარმემ და რას მიიღებს ასოცირების ხელშეკრულებით

 

 

 

შეხვედრის მიზანი იყო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების იმ უფლება- მოვალეობების ბიზნესმენებისთვის გაცნობა, რასაც ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა ითვალისწინებს.

 

 „ევროკავშირთან კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრო რეგიონებში ატარებს შეხვედრებს, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან, რათა მიაწოდოს ინფორმაცია თუ რას გულისხმობს ასოცირების შეთანხმება. ადგილობრივ მეწარმეებს აინტერესებდათ ბევრი საკითხი, პროდუქციის ხარისხთან მიმართებაში. საბაჟო საკითხებზე არსებული პრობლემატიკა. ასევე ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის წარმოებაში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებაზე და მის მნიშვნელობაზე“ – გვითხრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესის კონსულტანტი, ეკონომიკის დოქტორი მელორ მშვიდობაძე  მიიჩნევს რომ ევროკავშირში გაერთიანება ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ მზადება ყველამ უნდა დაიწყოს.

 

„ევროკავშირთან ასოცირება წარმატებული მაშინ იქნება, თუ ყველა გააცნობიერებს რა უნდა გააკეთოს მეწარმემ და რას მიღებს ამ შეთანხმებით. მინდა ქართველი ცხოვრობდეს ისეთ ქვეყანაში, როგორც ევროპაში ცხოვრობენ. ჩვენ ქვეყანაში მარტო ღარიბები და მდიდრები არ უნდა ცხოვრობდნენ. უნდა იყო ძლიერი საშუალო ფენა და სამოქალაქო საზოგადოება“.

 

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ექსპორტის თემა იყო. შეხვედრას  აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციაც ესწრებოდა. მისი თავმჯდომარის მაყვალა კვირიკაძის თქმით, ვაჭრობის სფეროში სანდო პარტნიორი უნდა ვიყოთ ევროკავშირის ქვეყნებისთვის და ქართველმა მეწარმეებმა უნდა შეძლონ გაიტანონ თავიანთი პროდუქტი ევორკავშირის ქვეყნებში.

 

ბიზნესმენებისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა განთიადში ციტრუსების გადამამუშავებელი საწარმო და  თამარის დასახლებაში დაფების მწარმოებელი პუნქტი მოინახულეს.

 

რა გზას გაივლის მეწარმე ევროპულ ბაზრამდე






ბატონო გიორგი, რა სჭირდება ქართულ პროდუქტს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად?

 

 ევროკავშირის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ ველოდებით სასიკეთო ცვლილებებს ქვეყანაში. შეიცვლება ის, რომ ადგილობრივ მეწარმეებს მიეცემათ საშუალება, გარდა იმ ბაზრებისა, რასაც ამ დრომდე ვიკავებდით, ევროპის დიდ ბაზარზეც გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. ამისთვის ის რეგულაციები, რასაც აწესებს ევროპა, უნდა შევუსაბამოთ ჩვენს სტანდარტებს. თუ ძალიან სწრაფად გავივლით ამ ეტეპს, უკვე მეწარმეებს მიეცემათ საშუალება, ადვილად მოახდინონ პოზიციონერობა ევროპის ბაზარზე.

 

ასოცირების ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ ხელმოწერიდან ძალიან მალე გაუქმდება იმპორტის გადასახადი. როგორც ხელშეეკრულების მიხედვით არის ნათქვამი იმპორტის გადასახადი უნდა გააუქმოს ხელშეკრულების ორივე მხარემ, ანუ ამ შემთხვევაში იმპორტის გადასახადი გაუქმდება როგორც საქართველოსთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, სადაც ექსპორტს განახორციელებს ქართველი მეწარმე. ეს ძალიან დიდ ეფექტს მისცემს ქართულ ეკონომიკას. ქართველ ბიზნესმენებს ექნებათ იმის საშუალება, რომ ახალი ბაზარი აითვისონ. ევროპის ბაზარზე შესვლა უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივდივართ ძალიან მაღალი სტანდარტებისკენ ბიზნესსა და ეკონომიკაში.

 

მეწარმეები საუბრობენ რეგულაციებზე, რომელთა დაკმაყოფილებას ისინი შესაბამის ტექნიკური საშაუალებების, მაგალითად, შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ შეძლებენ. რას იტყვით ამაზე?

 

 ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია პუნქტები, რაც უნდა შევასრულოთ. საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ, არა აქვს მნიშვნელობა რა ტიპის პროდუქტი იქნება, უნდა გაიაროს გარკვეული ეტაპები ზუსტად იმ სტადარტების შესაბამისად, რა სტაბდარტებსაც გვთავაზობს ევროპა. ავიღოთ თაფლის შემთხვევა – პირდაპირ არის მოცემული ხელშეკრულებაში, როგორ უნდა ვაწარმოოთ თაფლი. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი ლაბორატორიები, სადაც შეამოწმებენ ხარისხს და გასცემენ შესაბამის სერთიფიკატს. ჩვენ გვაქვს ლაბორატორიები, რომლებიც არ შესააბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, გვჭირდება გარკვეული დრო, რომ შეძლონ პროდუქტის შემოწმება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რომც შევიდეთ ევროპის ბაზარზე, ვერ გავუწევთ კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზე წარმოებულ პროდუქციას.

 

 რეგულაციები გარკვეულ დანახარჯებსაც ხომ ითვალისწინებს. რა იქნება ეს დანახარჯები?

 

 ძალიან რთულია წინასწარ ვისაუბროთ იმაზე თუ რა ოდენობის დანახარჯები გვექნება, ან ექნება მეწარმეს. სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა უზრუნველყონ ნიადაგის მომზადება. პირველ რიგში, ეს არის იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც დაწყებული აქვს მუშაობა ამ კუთხით. 2012 წელს სამინისტრომ გამოუშვა სახელმძღვანელო მეწარმეებისთვის, ეს არის სამეწარმეო კოდექსი, რომელიც ამბობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირისთვის შესაბამისი პროდუქციის წარმოება საქართველოში. ამ შემთხვევაში ეს არის საქართველოს სტანდარტი, რომელმაც უნდა იმუშავოს აისოს სტანდარტების დანერგვაზე. ეს არის ყველაზე აპრობირებული სტანდარტი ევროპაში.

 

ასევე გვაქვს ეროვნული აკრედიტაციის ცენტრი და ეროვნული სააგენტო, რომელმაც უნდა იმუშავოს შესაბამისობაზე, ანუ ქართული პროდუქცია როგორმე უნდა შევუსაბამოთ ევროპის პროდუქციას. ეს არის მთლიანი ციკლი, რომლის ღირებულება, თუ რა დაგვიჯდება რომ ავაწყოთ ის, ძალიან რთული სათქმელია.

 

როდის გვექნება ლაბორატორია?

 

უკვე გავლილი გვაქვს რაღაც ეტაპები და გარკვეულწილად შესრულებული ის მოთხოვნები, რაც ჩადებულია ასოცირების ხელშეკრულებაში. რაც შეეხება ლაბორატორიებს, რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ლაბორატორია საქართველოში, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ ამას არა აქვს მასიური ხასიათი. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას მაღალი სტანდარტების ლაბორატორიები. რაც უფრო სწრაფად გაკეთდება ეს, ადგილობრივი მეწარმეებიც უფრო ადრე შევლენ ევროპის ბაზარზე.

 

 თქვენი სავაჭრო პალატა როგორ დაეხმარება მეწარმეებს?

 

 ხელშეკრულებაში გაწერილ კონკრეტულ მუხლებზე მუშაობა, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი კომპეტენცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ფუნქციაა გავწიოთ კონსულტაციები. ინფორმაცია იმ რეგულაციებზე, რაც იქნება ხელშეკრულებით მოთხოვნილი ამომწურავად უნდა მივაწოდოთ ადგილობრივ მეწარმეებს. ამაზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ.

ოთხი დღე პოლონეთში

პირველი, რაც პოლონეთის ერთ-ერთ უდიდეს სავოევოდოშო, სილეზიაში ჩასვლისთანავე გხვდება თვალში – ხასხასა სიმწვანეა. მიუხედავად იმისა, რომ სილეზია მაღაროების სიმრავლითაა ცნობილი, ვერსად ნახავთ მაღაროებისა და მაღაროელების მძიმე შრომის კვალს. მაღაროები მწვანე ველებით, ფოთლოვანი ტყეებითა და კოპწია ქალაქებით გაშენებული სილიზიის მიწისქვეშეთია, მიწის ზემოთ კი ისეთი წარმოდგენა გექმნება, რომ სილეზიის 16-ვე ქალაქი პირდაპირ ტყეებშია გაშენებული. აქ ქალაქები მცირე მანძილითაა დაშორებული ერთმანეთს და ამ წარმოდგენას უფრო აძლიერებს სანახაობა: თუ მანქანის ფანჯრიდან ყურადღებით დააკვირდებით მიდამოს, ღობეებით შემოსაზღვრულ ტყეებსა და პარკებში შესაძლოა ირემსაც კი მოჰკრათ თვალი.

იასნაია გორასშავი მადონა

 

ჩასვლიდან პირველივე დღეს ჩვენს პოლონელ მასპინძლებს ჩენსტოხოვოში, „იასნაია გორაზე“ მივყავართ. „ნათელი მთა“- ასე ითარგმნება მონასტრის სახელწოდება, სადაც პავლინების ორდენის კათოლიკე ბერები საუკუნეებია იცავენ პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხატს, რომელსაც „შავ მადონას“ უწოდებენ, ხატის მუქი შეფერილობის გამო.

სამუშაო დღეა, თუმცა მონასტრის ეზო სავსეა ტურისტებითა და მომლოცველებით. გიდობას ბერი რომანი გვიწევს, რომელიც უკვე 30 წელია, 19 წლიდან, ამ მონასტერში ცხოვრობს. იგი გვიხსნის, რომ მონასტერს ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი სტუმრობს, მათ შორის არიან მორწმუნეებიც, რომლებთაგან ზოგიერთი ფეხით 600 კილომეტრს გამოივლის, რომ იასნაია გორას „შავი მადონა“ მოილოცოს და საჩუქრები მოართვას. საჩუქრებისთვის მონასტერში ცალკე ადგილია გამოყოფილი, სადაც შუშის ქვეშ ასეულობით საჩუქარს ნახავთ: ქარვა, ოქრო, ვერცხლი… მათ შორისაა ცნობილი ადამიანების მიერ მონასტრისთვის შეწირული საჩუქრები. მონასტერშივეა უნიკალური ბიბლიოთეკები. ძველ ბიბლიოთეკაში, რომელიც 20 სხვადასხვა ჯიშის ხისგანაა მოპირკეთებული, ყველაზე ახალი წიგნი 1800 წელსაა გამოცემული, ყველაზე ძველი წიგნი კი 1457 წელს. ძველი ბიბლიოთეკის შუაგულში უზარმაზარი ხის მაგიდა დგას. ბერი რომანი გვეუბნება, რომ მაგიდის მონასტრიდან გატანა აქ შემოსულ  გერმანელ ნაცისტებს უნდოდათ, თუმცა ვერ შეძლეს, რადგან მაგიდა ბიბლიოთეკაშივეა დამზადებული და მისი ზომების გამო მაგიდის გატანა გარეთ დაჭრის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

„შავი მადონას“ ნახვის საშუალება ჩვენც მოგვეცა, წირვაზე, ზიარებისას, როცა „შავი მადონას“ საბურველი აიხადა, რომელიც მას დღე-ღამის მანძილზე ფარავს. რომანი გვიხსნის, რომ ღვთისმშობელი პოლონეთის დედოფლადაა მიჩნეული და მას, როგორც დედოფალს, „მიღების დრო“ აქვს, ამიტომაცაა დაფარული ხატი დანარჩენ დროს.

310 მეტრი მიწის ქვეშ ტურიზმი მაღაროებში

ლიფტის რკინის ყვითელი კარი იხურება და მიწისა და ბეტონის გვირაბში ვეშვებით. თავზე ყველას ჩაფხუტი გვახურავს. 2-3 წუთში „გვიდოს“ ფსკერზე ვართ, 310 მეტრზე მიწის ქვეშ. მაღარო, სადაც წლების მანძილზე პოლონელები ქვანახშირს მოიპოვებდნენ, უკვე შვიდი წელია ტურისტული ობიექტია. ირენეუშ კოცონი, ძველი მაღაროელი, ახლა გიდია, ტურისტებს „გვიდოს“ ლაბირინთებში დაატარებს, უხსნის როგორ მოიპოვებდნენ ქვანახშირს, იხსენებს, წლების მანძილზე მაღაროში დანადგარების ხმაურისგან დაღლილს როგორ ეუბნებოდა ცოლი, ნუ ყვირიო, როცა მას ეგონა, რომ ხმადაბლა საუბრობდა.

„გვიდოში“ ქვანახშირს ახლა აღარ მოიპოვებენ, თუმცა შვიდი წლის წინ ქალაქ ზარბჟეს (ამ ქალაქში 186 ათასი ადამიანი ცხოვრობს) მმართველებმა გადაწყვიტეს მაღარო ტურისტულ ობიექტად ექციათ. „გვიდოს“ რეაბილიტაციასა და ტურისტულ ობიექტად გადაქცევას 90 მილიონი პოლონური ზლოტი დასჭირდა, რომელიც ევროკავშირმა საგანგებოდ „გვიდოსთვის“ გამოყო. ირენეუში გვეუბნება, რომ წელიწადში დაახლოებით 130 ათასი ადამიანი სტუმრობს „გვიდოს“, 310 მეტრის სიღრმის მაღაროში საგანგებოდ „გვიდოსთვის“ ჩამოსხმული ლუდის დალევაცაა შესაძლებელი, სპექტაკლის ნახვაც და სადილის მირთმევაც. სუსტი შუქით განათებული მაღაროს გვირაბებიდან უცებ აღმოჩნდებით „გვიდოს“ ფეშენებელურ ნაწილში, სადაც რესტორანიც არის, ბარიც და თეატრის დარბაზიც კი. „გვიდო“ ქალაქ ზაბრჟეს სიამაყეა, საფეხბურთო გუნდთან ერთად, რომლისთვის სტადიონის ასაგებად 200 მილიონი პოლონური ზლოტი დაიხარჯა.

„ჯერჯერობით ეს ინვესტიციებია, რასაც ჩვენ ქალაქის განვითარებისთვის ვდებთ“, – გვითხრა ზაბრჟეს მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა (ასე უწოდებენ პოლონეთში ქალაქის თავს), რომელმაც საგანგებო მიღება გაუმართა ქართველ ჟურნალისტებს ქალაქის მმართველობაში. „მაღარო  გვიდო არის ის, რაც განასხვავებს ჩვენს ქალაქს. ეს პოსტინდუსტრიული ტურიზმია, რომელსაც აქვს პერსპექტივა. ზაბრჟე ინდუსტრიის დედაქალაქია.“

სილეზია პოლონეთში მაღაროების სიმრავლით გამოირჩევა. 16 ქალაქისა და მათ დამაკავშირებელ გზებს ქვეშ 30 მაღაროა. მათგან ზოგი მოქმედია, ზოგიც გაუქმებული, რამდენიმე უკვე ტურისტული ობიექტია და ასე აგრძელებს ახალ სიცოცხლეს. ჩვენი პოლონელი მასპინძელი ბართლომეი კამინსკი გვეუბნება, რომ არის გეგმა, რომლის განხორციელებისთვის მზადება უახლოეს წლებში უნდა დაიწყოს – სილეზიის მიწის ქვეშ არსებული მაღაროები ერთმანეთს გვირაბებით უნდა დაუკავშირდეს.

 

პრესტურის მეოთხე დღეს ველიჩკაში,  ცნობილ მარილის მაღაროებში მივდივართ, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეატანილი. აქ მარილის მოპოვება ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში დაიწყეს. ახლა ველიჩკას მაღარო პოლონეთის უმსხვილესი ტურისტული ობიექტია. მარილის უზარმაზარ მაღაროში, სადაც ეკლესია, დარბაზები და გალერეებია, ყოველ დღე ასობით ადამიანი ჩადის.  დერეფნებში ხშირად ნახავთ სურათს, ტურისტები ხელს უსვამენ მაღაროს კედელს და ჩუმად უსინჯავენ გემოს – მარილია, კი.

 

კრაკოვი სამეფო ქალაქი

 

თუ პოლონეთში წასვლას გადაწყვეტთ, ქალაქი კრაკოვი ალბათ პირველი უნდა იყოს იმ ჩამონათვალში, რის მონახულებასაც დაგეგმავთ. პოლონეთის კულტურული დედაქალაქი – ასე უწოდებენ კრაკოვს პოლონელები, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის.

ათასწლოვანი ისტორიის მქონე კრაკოვი ალბათ ყველაზე ახალგაზრდული ქალაქია, რომელიც ოდესმე მინახავს და არა მხოლოდ ახალგაზრდების სიმრავლის გამო, რომლებიც კრაკოვში სასწავლებლად ან ტურისტებად ჩადიან; მიუხედავად იმისა, რომ კრაკოვის ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული, ეს არის არა ქალაქი-მუზეუმი, არამედ ადგილი, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. ასეულობით წლების წინ აშენებულ სასტუმროებს ისევ სასტუმროს ფუნქცია აქვს, ქალაქის კარიბჭესთან პოლონელი მუსიკოსები მღერიან, ისევ მუშაობს უძველესი ბაზარი ქალაქის შუაგულში, ხოლო კრაკოვის გულში, სამეფო ქალაქის მთავარ მოედანზე, შეგიძლიათ უგემრიელესი კრაკოვული ძეხვი, პური და ლუდი შეიძინოთ, იქვე მოკალათდეთ და მიირთვათ.

კრაკოვში ჩასულებმა ალბათ აუცილებლად უნდა ნახოთ ვაველის სასახლე, ეკლესია, სადაც ცნობილი პოლონელები, მეფეები, ეპისკოპოსები და გამოჩენილი პოლონელები არიან დაკრძალული, მათ შორის ლეხ და მარია კაჩინსკები, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ; იაგელონის უნივერსიტეტი – ერთ-ერთი უძველესი ევროპაში და უბრალოდ ძალიან ბევრი უნდა ისეირნოთ კრაკოვის ვიწრო და ლამაზ ქუჩებში.

და კიდევ ერთი რამ, კრაკოვის გულში, მოედანთან ახლოს, ეკლესიასთან, ყოველი საათის ბოლოს აუცილებლად შეჩერდით, ეკლესიის კოშკში მესაყვირე ქალაქის ოთხივე მხარეს უკრავს. ამ დროს, კოშკის ქვეშ შეკრებილი ტურისტები სურვილს იფიქრებენ და ტაშის კვრით ეგებებიან მესაყვირეს. თუ მესაყვირემ ხელი დაგიქნიათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კრაკოვში ისევ დაბრუნდებით. ამბობენ, რომ მესაყვირე გულს თითქმის არასდროს წყვეტს ტურისტებს – კრაკოვი სტუმართმოყვარე ქალაქია.

ტენდერი უმაღლესი საბჭოს „დასტუკული“ მანქანის შეკეთებაზე

 

 „შესყიდვის ობიექტია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ,,TOYOTA PRADO“. (გამოშვების წელი 2008, ძრავის მოცულობა 3000, ტურბო დიზელი) დაზიანებული („დასტუკული“) ძრავის შეკეთების მომსახურება.“ [სტილი დაცულია]

 

დაზიანებული ძრავის შეკეთების სავარაუდო ჯამური ღირებულება 13 500 (ცამეტიათასხუთასი) ლარი იყო.  ძრავის შეკეთება ქარხნული წარმოების ახალი სათადარიგო ნაწილებით, 20 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო. 

 

ტენდერში  გამარჯვებული  11 ივლისს გამოვლინდა. დაზიანებულ ძრავს  შპს „ირბათ-ფ.ნ“ 10 499 ლარად შეაკეთებს. მან ერთი ლარით გაუწია კონკურენცია „თეგეტა მოტორსს“, რომელიც 10 500 ლარს იხდიდა აღნიშნულ მომსახურებაში. ტენდერში კომპანია „მათემოტორსიც“ მონაწილეობდა, მისი საბოლოო შეთავაზება 13 000 ლარი იყო.   

 

შუახევში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

 

„ქართული ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შუახევის მუნიციპალიტეტში, ნოდარ ქარცივაძე იყო. შუახევის საკრებულოში სულ 24 წევრია, აქედან ქარცივაძის წინააღმდეგ ხმა 14-მა წევრმა მისცა. საკრებულოში ქართულ ოცნება 17 წევრითა წარმოდგენილი.

 

„უნდა გამართული ხელმეორე კენჭისყრა, მაგრამ შესვენების შემდეგ საკრებულოს წევრები სხდომაზე არ გამოცხადდნენ და ფორუმი ვერ შედგა.  საკითხი შემდეგ სხდომაზე გადაწყდება“- ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე.

 

ქედის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარედ ამირან ცინცაძე, 14 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ აირჩიეს. თავმჯდომარის მოადგილედ კი გურამ ანანიძის კანდიდატურა  იყო დასახელებული. 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სულხან ოქროპირიძე გახდა. ის არჩევნებამდე აჭარის მთავრობაში მუშაობდა.   

„თანამდებობებზე ჩვენი გუნდის წევრებს იხილავთ“

 

ირაკლი ჭეიშვილი

 

 

„აუცილებლად იქნება გარკვეული ცვლილებები, ჩვენ მოვდივართ ჩვენი გუნდით და შესაბამისად, თუ ვინ, როგორ, სად შეიცვლება, დანარჩენ სხდომებზე იქნება ცნობილი. ჩვენი გუნდის წევრებს იხილავთ თანამდებობზე, როგორც კომისიებში, ასევე სხვაგან“- განაცხადა მან.

 

შეეხება თუ არა საკადრო ცვლილება საკრებულოს აპარატს? – „ბათუმელების“ კითხვას საკრებულოს თავმჯდომარე ასე პასუხობს: „გარკვეული ცვლილებები იქნება როგორც აპარატში, ასევე გარკვეულ სამსახურებში. ახალი თანამშრომლების მიღება მოხდება რეორგანიზაციის ფორმით“. 

 

საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა თავმჯდომარის მეორე მოადგილის დანიშვნასთან დაკავშირებითაც.  „თუ არ იქნება სამართლებრივი წინააღმდეგობა, ჩვენ ამ საკითხზე შემდგომ სხდომაზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას“- განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ  დღეს საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მხოლოდ ერთი მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევა მოხდა. მისი კანდიდატურა ირაკლი ჭეიშვილმა დაასახელა. ოპოზიციის მხრიდან, მოადგილის პოსტის დასაკავებლად  სალომე ზურაბიშვილის პარტიის „საქართველოს გზას“ წარმომადგენელი გია კაკაბაძე იქნა დასახელებული, მის კანდიდატურას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც უჭერდნენ მხარს, თუმცა გია კაკაბაძის კანდიდატურა ამჯერად არ განხილულა.  

ჯანდაცვის სამინისტრო ოთხ ტყუპს მოინახულებს

 

ოტოლაძეების 4 ტყუპი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“  შვიდ ივლისს დაიბადნენ. ამ ეტპისთვის ტყუპების დედის ნათია ძნელაძისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

სამინისტრო „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ოტოლაძეებს 4 000 ლარს გადასცემს. პროგრამა წელს პირველად ამოქმედაა, რომლის მიხედვით ერთჯერადი მატერიალური დახმარება იმ ოჯახებზე გაიცემა, სადაც დაიბადება ტყუპი – 2 ბავშვი 2000 ლარი, 3 ბავშვი 3 000 ლარი, 4 ბავშვი 4 000 ლარი (ტყუპისცალზე 1 000 ლარი).

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თანხა უკვე მიიღო 39 ოჯახმა, თითოეულ ოჯახში 2 ტყუპი გაჩნდა. „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენს.

100 წლის მერი გიგინეიშვილს ათას ლარს გადასცემენ

 

დღის სამ საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მ. აბაშიძის N43–ში მცხოვრებ 100 წლის მერი გიგინეიშვილს მოინახულებს და სამინისტროს პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ ფარგლებში 1 000 ლარს გადასცემს. უხუცეს ქალბატონს 100 წელი 13 ივლისს შეუსრულდა.

 

 სამინისტრო, 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 500 ლარი გადაეცემოდათ, წელს თანხის ოდენობა გაიზარდა და იგი 1 000 ლარს შეადგენს.

 

მერი გიგინეიშვილის მსგავსად, სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში წელს 1 000 ლარი ას წელს გადაცილებულ 55 მოქალაქეს გადასცა. აჭარაში დღეისათვის ას წელს გადაცილებული 58 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები 114 წლის სოფიო მიქელაძეა.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ ასლან კახიძე აირჩიეს

 

რამდენიმე წუთში  გახდება ცნობილი ვინ იქნება მისი მოადგილე. 

 

 

ასლან კახიძე

ხელვაჩაურის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე

 

ხელვაჩურის მუციპალიტეტში, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი ასლან კახიძეა დასახელებული.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გახდა

 

ირაკლი ჭეიშვილი ბათუმში ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი და მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იყო. ბათუმის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ახლადარჩეულმა საკრებულოს თავმდჯომარემ  ირაკლი ჩავლეიშვილი  დაასახელა.  

 

ირაკლი ჩავლეიშვილი დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 22-მა დეპუტატმა მიიღო.  ჩავლეიშვილს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგი წავიდა. 

საზღვაო ჰოსპიტალი – ნდობა, ხარისხი, პროფესიონალიზმი

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცია. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 63 93 98

 

მეორე ტურის შედეგები აჭარაში

ქობულეთის გამგებელი “ქართული ოცნების” კანდიდატი სულხან ევგენიძე გახდა ხმების  76,3%-ით, მისმა კონკურენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან რევაზ ხარაზმა კი 23,7% მიიღო.

“ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიპოვა გამარჯვება ხულოშიც. ხულოს გამგებელი სახელისუფლებო კანდიდატი ბესიკ ბაუჩაძე გახდა. მან საარჩევნო ხმების 59.42% მიიღო. მას კონკურენციას საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ემზარ ბოლქვაძე უწევდა, რომელმაც ხმების 40,58 % მიიღო.

გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერიაში ცვლილებებს გეგმავს

 

მისი თქმით, ბათუმის მერიაში გატარდება საკადრო ცვლილებები, კანონის შესაბამისად. ცვლილება მინიმუმ 13 საშტატო ერთეულს შეეხება, შეიცვლება ვიცე მერები და სამსახურის ხელმძღვანელები. რაც შეეხება რიგით თანამშრომლებს, მერიაში კონკურსი გამოცხადდება.

 

„გარკვეული კატეგორია თანამდებობებისა  დელეგირებით ანუ მერის უფლებამოსილების ვადით იქნება განსაზღვრული, მერი როდესაც მივა, მასთან ერთად ეს გუნდი იცვლება. კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ თვითონ განსაზღვრავს გარკვეული ტიპის ცვლილებებს, გარკვეული თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას და უკვე  ახალი თანამდებობის პირების დანიშვნას. ქალაქის არჩეული მერი არის ყველას მერი, განურჩევლად პარტიული წარმომავლობისა, განურჩევლად შეხედულებებისა. მთავარი არის ადამიანები, რომელიც ქალას ემსახურებიან, იყვნენ ღირსეულები, იყვნენ კომპეტენტურები და იყვნენ პროფესიონალები.  იმდენი  პრობლემაა ქალაქში დაგროვილი 24 საათიანი მუშაობა მოუწევს ყველას ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ამის მაგალითი იქნებაქალაქის მერი,“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

 

 მისი თქმით საკადრო ცვლილებები აუცილებელია იმისათვის რომ „ქალაქის ახლადარჩეულ მერს ჰქონდეს იმის განხორციელების საშუალება რასაც ის წინასაარჩევნოდ პირდებოდა თავის ქალაქს“. ამასთან ბათუმის მერიის თანამშრომლებს კონკურსის გავლა მოუწევთ.

 

„პირველ ეტაპზე განვსაზღვრავთ კონკურსს ჩაატარებს მერია თუ განყენებული უწყება, ობიექტურობა რომ დავიცვათ. დამთავრდება ნათესავების და ნაცნობების მიყვან-მოყვანა, დეიდაშვილების და ბიძაშვილების დასაქმება,“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

 

ბათუმს ახალი მერი ჰყავს

 

გთავაზობთ ბათუმის მერის ბიოგრაფიას, რომელიც ქალაქს მომავალი 4 წლის მანძილზე უხელმძღვანელებს. 

 

გიორგი ერმაკოვი დაიბადა 1968 წლის 11 ივნისს, ქალაქ ბათუმში.

1992 წელს დამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1992-2012 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი.

1997-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ მუშაკად, ამავე სამმართველოში ქვეგანყოფილების და განყოფილების უფროსის თანამდებობებზე.

2004-2005 წლებში იყო აჭარის შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი.

2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უროსის მოადგილისა და უფროსის თანამდებობებზე.

2008-2010 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს უფროსი.

2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე.

2013-2014 წლებში იყო შპს „თეგეტა მოტორსისის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი.

2014 წლის თებერვლიდან მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენამდე იყო ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

 

2014 წლის 12 ივლისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, გახდა ქალაქ ბათუმის მერი. 

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

არჩევნების შედეგები ქობულეთის #34 უბნიდან

 

სულხან ევგენიძე, „ქართული ოცნება”: 241 ხმა 

 

რევაზ ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობა“: 21 ხმა. 

 

ქობულეთის #34 საარჩევნო უბანზე სულ 1135 ამომრჩეველია, არჩევნების მეორე ტურზე 271-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

 

საარჩევნო უბანზე ცხრა ბიულეტენი გაბათილდა. 

 

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის #34 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. 

არჩევნების შედეგები ბათუმის #17 უბნიდან

გიორგი ერმაკოვი, „ქართული ოცნება”: 250 ხმა 

გიორგი დიასამიძე, „ნაციონალური მოძრაობა“: 88 ხმა. 

პირველი ტურში გიორგი ერმაკოვს ამავე უბანზე 192-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, გიორგი დიასამიძეს – 92-მა ამომრჩეველმა. 

ბათუმის #17 საარჩევნო უბანზე სულ 1408 ამომრჩეველია, არჩევნების მეორე ტურზე 346-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. საარჩევნო უბანზე რვა ბიულეტენი გაბათილდა. პირველ ტურზე ამ უბანზე ხმის მისაცემად 475 ამომრჩეველი იმყოფებოდა. 

ხულოში რამდენიმე საარჩევნო უბანს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება

 

როგორც “ენერგოპრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა “ბათუმელებს” განუცხადა 35 კილოვოლტიან ქვესადგურში ელექტრო ენერგია ავარიულად გაითიშა. 

 

“დაბა ხულოს უკვე მიეწოდა ელექტრო ენერგია. ქვესადგური ღორჯომია  აღსადგენი და საათნახევარში აღდგება. ამ დროისთვის  სამ თემში მცხოვრები 1000 აბონენტია დენის გარეშე დარჩენილი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 4 საარჩევნო უბანს,” – ამბობს ავთო დვალიშვილი.

 

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის თქმით, საარჩევნო პროცესი ხულოში შეუფერხებლად მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევისთვის, ყველა საარჩევნო უბანი სანთლებითა და ელექტრო ფარნებითაა აღჭურვილი. 

 

განახლება: 

19:45 წუთისათვის ხულოში ელექტრო ენერგიის მიწოდება სრულად აღდგა. 

ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს ტელეფონი დაუმტვრიეს

 

ირმა შარაძე ამბობს, რომ დილით მან ქართული ოცნების წარმომადგენელი შენიშნა უბანთან ახლოს და ის მობილურით გადაიღო – „რამდენჯერმე ძალიან საეჭვოდ გამოჩნდა ამ უბნის ტერიტორიაზე, აქვე კაფეში იჯდა, ვიღაცებს ესაუბრებოდა. შემდეგ ეს კაცი შემოვიდა უბანში და გადავიღე. რომ დაინახა რომ ამ ყველაფერს ვიღებდი გაღიზიანდა. ბოლოს როცა დავინახე რომ უბნიდან გასული ამომრჩეველი მასთან მივიდა ქუჩაში, ესეც გადავიღე, ამის დანახვისთანავე გადმოვიდა და ტელეფონი ხელშივე ჩამატეხა ზედა ნაწილი და ნახევარი აქვე დააგდო“.

 

#66 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ალექსანდრე დეისაძე ამბობს რომ მამაკაცი ცირკის თანამშრომელია და ის, კიდევ ერთ ქალ თანამშრომელთან ერთად შენობაშიც თავისი ინვენტარის გასატანად შემოვიდა.

 

 „ოთახის გასაღები მათ ჰქონდათ, საკასო აპარატი გამოიტანეს, ბილეთები და თავიანთი ინვენტარი, აქედან გამომდინარე ლოგიკურად არიან თანამშრომლები. მათი ხელშეკრულებები ნამდვილად არ მაქვს მაგრამ, ვხედავდი მათ ადრეც, ბილეთებს ყიდიან სალაროში,“ – ამბობს ის.

 

კომისიის თავმჯდომარის თქმით, შენობაში შესულ ცირკის თანამშრომელს შეხება არ ჰქონია არც ამომრჩეველთან, არც კომისიის წევრთან ან დაინტერსება კენჭისყრის პროცესთან. სალარო ოთახიდან საკასო აპარატისა და სხვა ინვენტარის გატანა მისი დაკვირვების ქვეშ მოხდა.

 

ინცინდენტი უბნის გარეთ მოხდა, შემთხვევა შენიშვნების წიგნში დაფიქსირებული არ არის.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში დარღვევებზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს საარჩევნო უბანზე ვიდეოგადაღების უფლება არ მისცეს. ფაქტზე დაიწერა საჩივარი.

იმავე 26-ე უბანზე ამომრჩეველს თავისი სახელის და გვარის გასწვრივ სარეგისტრაციო ჟურნალში ხელი მოწერილი დახვდა. ბათუმის 29-ე საარჩევნო უბანზე ისეთი ამომრჩეველი ცდილობდა ხმის  მიცემას, რომელსაც უკვე გავლილი ჰქონდა რეგისტრაცია.

ბათუმის # 72 საარჩევნო უბანზე, არ მისცეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს საარჩევნო უბანზე ვიდეო გადაღების უფლება, ფაქტზე დაიწერა საჩივარი.

ბათუმის # 14 საარჩევნო უბანზე, გადასატან ყუთს ქუჩიდან თვითნებურად გაჰყვა  „ქართული ოცნების“-ის წარმომადგენელი თ. ლორთქიფანიძე რომელიც შედიოდა ბინებში და ეწეოდა აგიტაციას, შემოხაზეთ ნომერი 41-ი. ფაქტზე დაწერა საჩივარი #79 ოლქში გადასატანი ყუთის ბათილობაზე.

ბათუმის # 62 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა ლევან ბერიძემ ხმის მიცემის კაბინაში ტელეფონით მოახდინა ფოტო გადაღება, ფოტოზე იყო გადაღებულ ბიულეტენი, რომელზეც შემოხაზული იყო #41, ფაქტზე დაიწერა საჩივარი.

ბათუმის # 64 საარჩევნო უბანზე, გადასატან ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლები უარყოფდნენ განცხადების დაწერას და გადასატანი ყუთის მოთხოვნას.

„ბათუმელები“ ამოწმებს ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დარღვევების შესახებ.

62-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი ფაქტი ნამდვილად მოხდა საარჩევნო უბანზე. მას შემდეგ რაც საარჩევნო ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების ფაქტი დააფიქსირეს, პირს, რომელმაც ფოტო გადაიღო აღნიშნული ფოტო წააშლევინეს.

“ბათუმელებმა” ასევე გადაამოწმა 26-ე უბანზე დაფიქსირებული დარღვევები. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თეიმურაზ აფხაზავას ინფორმაციით ორმა ამომრჩეველმა, მამა – შვილმა, რომელთა სახელი და გვარი გვერდიგვერდ ეწერა გრაფაში ხელი ერთმანეთის ნაცვლად მოაწერეს. მამამ შვილის გრაფაში და შვილმა მამის. რაც შეეხება ვიდეო გადაღების აკრძალვას, თეიმურაზ აფხაზავა განმარტავს:

“ვიდეო გადაღებას თავისი რეგლამენტი აქვს, 10-10 წუთიანი ინტერვალით. კამერა შტატივზე უნდა დამონტაჟდეს, ობიექტივი უნდა უყურებდეს ყუთს და არა ყველა ამომრჩეველს,” – ამბობს თეიმურაზ აფხაზავა.

კომისიის თავმჯდომარის თქმით აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაიწერა. თუმცა როგორც “ბათუმელების” ჟურნალისტმა გადაამოწმა, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეტანილი არაა.  საჩივრების, შენიშვნებისა და პრეტენზიებისათვის განკუთვნილი ფურცელი ცარიელი იყო.

აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ხულოში აპარატურა დაუზიანეს

 

„სამის ნახევარიანი ჩართვის წინ, ჩართვამდე რამდენიმე წუთით ადრე დაგვიზიანეს აპარატურა. თეთრი ფერის სამარშუტო ტაქსი ჩართვის კაბელს გამოედო. მივედით მძღოლს ვთხოვეთ გადმოსულიყო ტრანსპორტიდან. მძღოლმა გვითხრა „ფეხებზე მკიდია თქვენი ტელევიზიაო“, დააჭირა გაზს ფეხი და წავიდა. შედეგად გადმოვარდა აპარატურა და დაზიანდა,“  – ამბობს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლად დაზიანებას გულისხმობს. 

საარჩევნო დარღვევები აჭარაში – II ტური [განახლებადი]

ქობულეთი: ქობულეთის 44-ე უბანზე უბნის გახსნისას ლუქი დაზიანდა. საოლქოს ცნობით, პრობლემა აღმოფხვრილია და უბანს ახალი ლუქი დროულად მიაწოდეს.

ხულო: სამართლიანი არჩევნების ცნობით ხულოში, 36-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა. ფაქტს ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები სწავლობენ.

ბათუმი: 68-ე საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხმა მარკირების გარეშე მისცეს. მას შემდეგ რაც დამკვირვებლებმა კომისიის წევრებს შენიშვნა მისცეს, კომისიის წევრებმა მარკირება გაიკეთეს.

ქობულეთი: #34 საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელმა დარღვევა დააფიქსირა. კერძოდ, ამომრჩეველს რეგისტრატორი საარჩევნო კაბინაში შეყვა და მიუთითა თუ ვინ უნდა შემოეხაზა. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორი რეგისტრატორობიდან მოხსნა. საჩივარს ქობულეთის საოლქო კომისია განიხილავს.

სამართლიანი არჩევნები: ხულოს 36-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები ჩაყარეს

სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარე ბიულეტენების ჩაყრას უარყოფს. ამასთან კომისიის თავმჯდომარემ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს მიმართ, რომელმაც დარღვევაზე მიუთითა, გამოიჩინა აგრესიული დამოკიდებულება და ხელი შეუშალა დაკვირვების განხორციელებაში. დაიწერა საჩივარი ოლქში კომისიის თავმჯდომარის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე, დამკვირვებელზე ზეწოლისა და მისი უფლების შეზღუდვის, ასევე გაყალბების მცდელობის საფუძვლით.

ხულოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნოდარ მელაძის განცხადებით ოლქი ინფორმირებულია მომხდარი ფაქტის შესახებ.

“სამართლიანმა არჩევნებმა” დაწერა საჩივარი, დავარეგისტრირეთ. 36-ე უბანზე გავაგზავნეთ იურისტი, რომელიც ადგილზე შეისწავლის ფაქტს. დაახლოებით სამი-ოთხი საათი დაჭირდება შესწავლას. შესწავლის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, –  განაცხადა ნოდარ მელაძემ.

Exit mobile version