ნეტგაზეთი • RU

მეორე ტურის შედეგები აჭარაში

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური აჭარაში ბათუმში, ქობულეთსა და ხულოში გამიმართა. გამარჯვება ყველგან “ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიპოვა. 

 

ბათუმში 77,29 % ით “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი  ერმაკოვმა  მოუგო  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, გიორგი დიასამიძეს. დიასამიძემ  ხმების 22,71 % მიიღო. 

ქობულეთის გამგებელი “ქართული ოცნების” კანდიდატი სულხან ევგენიძე გახდა ხმების  76,3%-ით, მისმა კონკურენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან რევაზ ხარაზმა კი 23,7% მიიღო.

“ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიპოვა გამარჯვება ხულოშიც. ხულოს გამგებელი სახელისუფლებო კანდიდატი ბესიკ ბაუჩაძე გახდა. მან საარჩევნო ხმების 59.42% მიიღო. მას კონკურენციას საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ემზარ ბოლქვაძე უწევდა, რომელმაც ხმების 40,58 % მიიღო.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"