Batumelebi | ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს ტელეფონი დაუმტვრიეს ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს ტელეფონი დაუმტვრიეს – Batumelebi
RU | GE  

ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს ტელეფონი დაუმტვრიეს

 

ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს ირმა შარაძეს, რომელიც არჩევნებს ბათუმში, 66-ე საარჩევნო უბანზე აკვირდება, ტელეფონი დაუმტვრიეს. 

 

ირმა შარაძე ამბობს, რომ დილით მან ქართული ოცნების წარმომადგენელი შენიშნა უბანთან ახლოს და ის მობილურით გადაიღო – „რამდენჯერმე ძალიან საეჭვოდ გამოჩნდა ამ უბნის ტერიტორიაზე, აქვე კაფეში იჯდა, ვიღაცებს ესაუბრებოდა. შემდეგ ეს კაცი შემოვიდა უბანში და გადავიღე. რომ დაინახა რომ ამ ყველაფერს ვიღებდი გაღიზიანდა. ბოლოს როცა დავინახე რომ უბნიდან გასული ამომრჩეველი მასთან მივიდა ქუჩაში, ესეც გადავიღე, ამის დანახვისთანავე გადმოვიდა და ტელეფონი ხელშივე ჩამატეხა ზედა ნაწილი და ნახევარი აქვე დააგდო“.

 

#66 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ალექსანდრე დეისაძე ამბობს რომ მამაკაცი ცირკის თანამშრომელია და ის, კიდევ ერთ ქალ თანამშრომელთან ერთად შენობაშიც თავისი ინვენტარის გასატანად შემოვიდა.

 

 „ოთახის გასაღები მათ ჰქონდათ, საკასო აპარატი გამოიტანეს, ბილეთები და თავიანთი ინვენტარი, აქედან გამომდინარე ლოგიკურად არიან თანამშრომლები. მათი ხელშეკრულებები ნამდვილად არ მაქვს მაგრამ, ვხედავდი მათ ადრეც, ბილეთებს ყიდიან სალაროში,“ – ამბობს ის.

 

კომისიის თავმჯდომარის თქმით, შენობაში შესულ ცირკის თანამშრომელს შეხება არ ჰქონია არც ამომრჩეველთან, არც კომისიის წევრთან ან დაინტერსება კენჭისყრის პროცესთან. სალარო ოთახიდან საკასო აპარატისა და სხვა ინვენტარის გატანა მისი დაკვირვების ქვეშ მოხდა.

 

ინცინდენტი უბნის გარეთ მოხდა, შემთხვევა შენიშვნების წიგნში დაფიქსირებული არ არის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"