აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ოტოლაძეების 4 ტყუპს დღეს მოინახულებს და საჩუქრად 4 000 ლარს გადასცემს.
ოტოლაძეების 4 ტყუპი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ შვიდ ივლისს დაიბადნენ. ამ ეტპისთვის ტყუპების დედის ნათია ძნელაძისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამინისტრო „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ოტოლაძეებს 4 000 ლარს გადასცემს. პროგრამა წელს პირველად ამოქმედაა, რომლის მიხედვით ერთჯერადი მატერიალური დახმარება იმ ოჯახებზე გაიცემა, სადაც დაიბადება ტყუპი – 2 ბავშვი 2000 ლარი, 3 ბავშვი 3 000 ლარი, 4 ბავშვი 4 000 ლარი (ტყუპისცალზე 1 000 ლარი).
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თანხა უკვე მიიღო 39 ოჯახმა, თითოეულ ოჯახში 2 ტყუპი გაჩნდა. „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენს.